გრძნობამდე (თავი 2)

10.06.2017, 01:59 | |
კაფეში ლიკუნას ლანძღვით შევდივარ, მთელი ერთი საათი ტაქსში რომ ამომხუთა. ჩანთაში კონსპექტებს ვეძებ, თან ტატას და ნენეს მაგიდისკენ მივდივარ, მაგრამ ლიკუნა მასწრებს და ბოლო თავისუფალ სკამზე ჯდება. თვალებს ვატრიალებ და გამწარებული სახით ვუყურებ. - უკაცრავად, - ვეუბნები იქვე მჯდარ გოგონას და მესამე სკამს ვაცლი. - რთული იყო? - ეკითხება ტატა, ნენეს ნამცხვრით აქვს პირი გამოტენილი. - არც ისე, ახლა ეროვნულები და მორჩა! - გაჰკივის ლიკუნა, - ეროვნულები იმდენად რთული აღარ არის, თან ამან თუ ჩააბარა 70%იანი დაფინანსებით... - თავით ჩემკენ ანიშნებს. - ვაიმე, ჩემზე ამბობ, შენ? - მეცინება ირონიულად. - კარგით, რა. თეთრი დროშა! - თეთრ ფურცელს აგდებს შუაში ნენე. - რა დროს ეგ არის? ტატა, მოყევი რა. ორჯერ მოყოლა მეზარებაო და მთელი დღეა გელოდებით. - რა უნდა მოყვე? - ეჭვის თვალით ვუყურებ, დაბნეულ და გაწითლებულ ტატას. - არ დაიწყოთ თქვენ რომ იცით ისე, -გვაფრთხილებს, - გუშინ გავიცანი ნიკუშა ხუციშვილი, - ამბობს და ლიკუნას ყბა უვარდება. მე ისე ვიყურები, თითქოს ბუზებს ვითვლი. აზრზე არ ვარ, ვინ არის ნიკუშა ხუციშვილი. - ვინ არის ეგ? - ვეკითხები და ექვსი თვალი გაშტერებული მიყურებს. - გოგო, როგორ არ იცი ეგ, ნინუცა ჭელიძემ, მაგის გამო ვენები გადაიჭრა. ჩვენს სკოლაში სწავლობდა და რა ვიცი, რა არ გვესმოდა, მაგაზე. - მიხსნის ნენე. - ხო იცი, არ მომწონს ასეთი ბიჭები. თავიდან კურსელმა გამაცნო და ვეუხეშე, მერე უბანში შემხვდა და თავს ნუ იფასებო, მითხრა. ისე გავმწარდი, მგონი ბოლი ამივიდა სიბრაზიზგან, თვითონ იცინოდა. გუშინ კიდე, აქ ვიყავი მარტო, მოვიდა, დაჯდა, არც უკითხავს და დამიწყო დიდიხნის ნაცნობივით ლაპარაკი. მოკლედ, ასე შემთხვევით გავიცანი. იცი რა მითხრა? - ჩემკენ იხედება, - შენი დაქალი რომ არისო, ნუ ანუ შენზე, მაგის უბანში გადავიდა ჩემი ბიძაშვილიო, რა და ხშირად შევხვდებით მანდო. - ეცინება. მე კიდევ უფრო მეშლება ნერვები, საერთოდ არ მომწონს ასეთი ბიჭები, უმეტესობა გოგოებს იყენებს და საერთოდ არ მინდა, ტატაც ეგრე გამოიყენოს. - ანუ ნიკუშას ბიძაშვილია, ორი დღეა რომ არ გვაძინებს! - ვამბობ ავისმომასწავლებელი ღიმილით. ტატა და ნენე „ბატონო?“ სახით გვიყურებს. - სიმღერები ანუ. - უხსნის ლიკუნა, - ტვინი წაიღეს! ივლისამდე თუ ასე გააგრძელეს, არ ვიცი რას ვუზამ! - ტატა, ისე ხომ იცი, როგორები არიან ეგეთი ბიჭები? - არ მინდა ჩავერიო, შეიძლება მართლა მოსწონს იმ ბიჭს, მაგრამ მაინც უნდა ვუთხრა. - ეგეთები არიან ის იდიოტი ბიჭები, მთელ დღეებს ქუჩაში რომ ატარებენ, ნიკუშა არ არის ეგეთი. - ნენეს ტიპური ლაპარაკი, ნერვებს მიშლის. - შენ რა იცი, ნიკუშა როგორია? იცნობ? - ვეკითხები ირონიულად. ის თვალებს ატრიალებს და ვითომც არაფერი უთქვამს, ისე აგრძელებს წვენის დალევას. - არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი როგორიც არის. გოგოსთან დაახლოებას არ ცდილობს, თუ რაიმე სერიოზული მიზეზი არ აქვს. - სისულელე! - მეცინება, - პატარა ბავშვივით ლაპარაკობ. მე იმას ვამბობ რომ ადვილად არ უნდა ენდო, არც შენ იცი როგორია და არც ტატამ. - ვეუბნები კმაყოფილი და დაბნეულ ტატას ვუყურებ. - მოიცა, მოიცა. - გვაჩერებს ტატა, -კარგად ვიცი როგორებიც არიან, არ ვაპირებ ოცნების კოშკების აგებას და მსგავს სისულელეებს. - მე სახლში უნდა გავიდე და წამოხვალ? - ვეკითხები ლიკუნას, რომელიც თავს აქნევს და თან წვენს სვამს. - არა, ტატას მივყვები, - ტატას თვალების დაქაჩვას და გაკვირვებულ მზერას ვამჩნევ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, მაინც გავიგებ რა ხდება. - კარგი. - მაინც მეპარება ღიმილი ტუჩის კუთხეში, - წავედი. - ვემშვიდობები გოგოებს და კაფედან გავდივარ. ჩვენი უბანი ახლოს არის, ამიტომ ფეხით მივდივარ. ლიკუნაზე ვფიქრობ. ვითომ, შეყვარებულია? სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, შეყვარებულია. მეცადინეობას მოუმატა, მაგრამ წიგნს უყურებს და ერთი და იგივე წინადადებას სამჯერ ან ოთხჯერ კითხულობს, ანუ ფიქრებით სადღაც არის. ხასიათი გამოუსწორდა, საეჭვო ღიმილი დასთამაშებს სახეზე. ბევრს ფიქრობს, ალბათ მომავლის გეგმებს აწყობს. როცა გარეთ ვართ, ქაჯური გამოხდომები მოეხსნა, როგორიც არის, შერცხვენა, ვითომ იტაცებენ და ყვირილი, თავში ხელის წარმოტყმა, ვიღაცებზე ლაპარაკი მაქსიმალური ხმით და ა.შ. ყურსასმენებს ვიკეთებ და when we were young-ს ვუსმენ. ამ სიმღერაზე, ყოველთვის ჩემი წარსული მახსენდება და განსაკუთრებით მენატრება მშობლები. აღმართზე ავდივარ, ქვემოთ ვიყურები და ფიქრებით ღრმა ბავშვობაში დავფრინავ. როგორი ბედნიერი ვიყავი. გამიმართლა რომ ასეთი ბავშვობა მქონდა. მიყვარდა როცა ბებოსთან მივდიოდი სოფელში და მხოლოდ ახლა ვიგრძენი, თუ როგორ მენატრება ყველა. სწრაფად ვფანტავ სევდიან ფიქრებს და კორპუსთან დამჯდარ „ჭოგრიტებს“ ვესალმები. ჭოგრიტები ლიკუნამ დაარქვა ჩვენი უბნის ჭორიკანა ქალებს.ერთ-ერთი ზემოდან მეძახის. თავიდან დაბნეული ვიყურები, ყურსასმენს ვიხსნი და მხოლოდ ახლა ვამჩნევ ერთ სიმპათიურ ქმნილებას, ჩემგან მოშორებით. რამოდენიმე ბიჭთან ერთად დგას, მანქანასთან მიყრდნობილი და იცინის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია და ის სიმპათიებიც მალევე ქრება, ორი უძილო ღამე რომ მახსენდება, ლიკუნას წუწუნთან ერთად. ალბათ, მივიდოდი და ადგილზე მოვკლავდი, რომ არა ისევ „კატო“. ისე მომთხოვნად მეძახის ჩემი მეზობელი, გულო, თითქოს მისი შვილი ვიყო და უნდა მითხრას; „ამოდი, გაკვეთილები ისწავლე!“ - გისმენთ. - ავხედე მეორე სართულზე გადმომდგარ გულოს, რომელსაც მისი ავლადიდება ურცხვად აქვს გადმოდებული ფანჯრის რაფაზე. - ჩემი გოგო მოვიდა ბოლო გამოცდიდან, ჩააბარა, ენაცვალოს დედა, - იდეაში მე მეუბნება, მაგრამ ალბათ უნდა რომ ყველამ გაიგოს. - რა ქნა ლიკუნამ? ხო არ ჩაიჭრა? - ცოტა დაბალი ხმით მეკითხება, ალბათ ფიქრობს ჩაიჭრა და სხვამ არ გაიგოსო. მე ირონიულად მეცინება. - 9 აიღო. - ვუთხარი და სწრაფად „გავიძურწე“ , კიდევ რამე რომ არ ეთქვა. როგორ არ მიყვარს ასეთი მეზობლები. საბედნიეროდ ჩვენთან სამი-ოთხი არის შემორჩენილი. ყოველ დღე, ურცხვად რომ შემოდიან და გეუბნებიან; „- ხახვი მიმაკლდა, ხომ არ გაქვს? - ნუგოს ხელფასამდე ცოტა კარტოფილი ხომ არ გაქ?“ და აღარ გავაგრძელებ, ზედმეტად დრამატული მომენტია. სახლში სწრაფად შევდივარ, ჩანთას, ფეხსაცმელებს და მაისურს სადღაც ვისვრი. გზაში მოკლე, ჯინსის ყავისფერ კაბას ვიხდი და ოთახში ვაგდებ. აბაზანაში შევდივარ და მგონი ნახევარ საათზე მეტს იქ ვატარებ, თბილ წყალში. ჯერ მხოლოდ მაისის ბოლო რიცხვებია და საშინელი სიცხეა, ალბათ ზაფხული უარესი იქნება. შარშან ვერსად ვერ წავედი, ჩემი საატესტატო, ეროვნულების და პასუხების ლოდინის გამო. ისე ვნერვიულობდი რომ საერთოდ არ მქონდა, გართობის თავი. მხოლოდ სოფელში ვიყავი, ერთი კვირით. წელსაც აქ ვიქნებით, სავარაუდოდ. ივლისის პირველ რიცხვში, ლიკუნას ეწყება გამოცდები და დანარჩენ დღეებს ნერვიულობაში გაატარებს. რომ ჩააბარებს დარწმუნებული არის, მაგრამ მთავარია ბედი სად მოახვედრებს, ან რამდენ %იანში. საცვლების ამარა ვწვები გრილ საწოლში და ბედნიერებისგან ჟრუანტელი მივლის. ჩემში, ყველაზე დიდ ბედნიერებას ძილი იწვევს, თან როცა საშინელი სიცხეა და მე გრილად ვარ. ბედნიერი ფიქრებით უნდა დამეძინოს, მაგრამ ტელეფონის ხმა ყველაფერს აფუჭებს. ეს იგივეა, საკუთარი ქორწილი გესიზმრებოდეს და მაშინ, როცა საქმრო უნდა დაინახო,ვიღაც გაღვიძებს. ლიკუნა რეკავს. - რა გინდა? - კარი ღია დატოვე, - მეუბნება და იცინის, თან ვიღაცას ელაპარაკება. - რატო? - ინსტიქტურად ვეკითხები. - უნდა შემოვიდე ამაღამ შენში! - წაიმღერა და ისე ახარხარდა, საკუთარ თავზე მეტად ის შემეცოდა, ვინც მის გვერდით იდგა. - რა უნდა ქნა? - ვეკითხები გაოცებული. - რა ბანძი ხარ, როგორ არ იცი? - მეკითხება და მითიშავს. ტელეფონს ხმას ვუთიშავ და ჯანდაბაში ან იმის იქით, სადღაც საბნის გადაკარგულ კუთხეში ვისვრი. ვხვდები რომ ან შეყვარებულია, ან უბრალოდ გააფრინა. მაგრამ პირველმა მიზეზმა, აშკარად მეორეც გამოიწვია. | |
ნანახია: 2442 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |