გრძნობამდე (თავი 3)

13.06.2017, 13:02 | |
დილით ვიღაცის მძიმე სხეული მაწვება, მაგრამ იმდენად მეძინება რომ თვალების გახელის თავიც არ მაქვს. - გაიღვიძე, კატო. - ნაცნობი ხმა რომ მესმის, წამში ვახელ ორივე თვალს და თვეების უნახავ ბიძაშვილს, გაკვირვებული ვუყურებ. - ლიკუნა ხომ გაგაფრთხილე, ეს ოთხფეხა აქ არ შემოგეშვა. - გავკივი ჩემ დას, რომელიც საეჭვოდ არის დამალული. - წავიდა ლიკუნა. - მეუბნება და თვალებს ატრიალებს. - 9 საათზე სად წავიდა? - ვეკითხები წარბ აწეული. - გეოგრაფიაზე მივდივარო, მე მითხრა. ისე, რა გინდა, რას მერჩი? - გეოგრაფია 11-ზე აქვს... - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ეჭვმიტანილივით გადავხედე კედელს. - რას გერჩი და სულ წადი ხელიდან... სად ხარ, საერთოდ? - საქმეები მქონდა, ადექი ახლა, ტო. ასე ნახევრად შიშველს უნდა გიყურო? - ამას რომ მეკითხება, მხოლოდ ახლა მახსენდება რომ საცვლების ამარა ვარ და საბანი სადღაც საწოლის ქვემოთ არის. - ოჰ, როდის მერე მოგწონს, გოგოები? - გამწარებული სახით მიყურებს და საბანს ეძებს რომ დამგუდოს. - ჰო, კაი! გადი და გამოვალ. - სწრაფად დგება და კარისკენ მიდის. - ჯერ ყავა გამიკეთე. - ამასთან წუწუნს აზრი არ აქვს, აქეთ იმდენს იწუწუნებს რომ თავს აგატიებს, თან თავის ტკივილი სულ არ მაწყობს, 10ზე ლექცია მაქვს. სწრაფად გავდივარ სამზარეულოში და ჩაიდანს გაზზე ვდგამ. საბას ვეუბნები რომ მიხედოს, მე კი სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ, ტანსაცმელს ვიცვამ და გავდივარ. ერთადერთი რამ, რითიც შემიძლია ვიამაყო, ჩემი გასაოცარი სისწრაფეა. სამზარეულოში შევდივარ. ჩაფიქრებული საბა ჩაიდანის გვერდით დგას და სულ არ ესმის, როგორ კივის, გულოს მსგავსად. - დავიჯერო არ გესმის? - ვეკითხები ჩემი დანახვით გამოფხიზლებულს და ცხელ წყალს ჭიქაში ვასხამ. მაგიდაზე ვუდებ და მეც მის პირდაპირ ვჯდები. - რა ხდება? - შეყვარებული ვარ. - მეუბნება ჩვეულებრივი ხმით, ისე თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. - შენ? არ არსებობს! - მეცინება მე და მხოლოდ მაშინ ვჩერდები, მის თვალებდაქაჩულ მზერას რომ ვიჭერ. - არ ვიცი, რა ვქნა, გოგო ხარ მაინც და მირჩიე, სიურპირიზები და რამე, რა. - ნუ... გეების გემოვნება რომ არ ვიცი, ხომ იცი, არა? - ვეკითხები და სახეს ვმანჭავ. - კატო, არ ვარ გეი! - ცოტაც და სიბრაზისგან გაწითლდება. - მით უმეტეს. ნამდვილად არ ვიცი რა მოსწონს ადამიანს, რომელიც კაციც არის და ქალიც, ხომ იცი რომ არ ვიცნობ ტრანსგენდერ ადამიანებს. აი, რომ ვიცნობდე, გეტყოდი და დაგეხმარებოდი, მაგრამ უძლური ვარ! - ჩანთას ვიღებ და კარისკენ მივდივარ, ისიც უკან მომყვება. ერთად ჩავდივართ კიბეზე. - აუ, ვიცორი რომ ლიკუნასთვის უნდა მეკითხა. - მის ასეთ წუწუნზე, სწრაფი მოძრაობით ვაბრუნებ თავს და ჩემ სიმაღლე სხეულს, წარბაწეული ვუყურებ. - უკაცრავად? შენ მაგას ამბობ, ჩემზე? მომავალ და აწ უკვე ფსიქოლოგზე?! ასეც ვიცოდი რომ ეს საეჭვო ორიენტაციის ბიჭები, საშიშები ხართ! მხოლოდ ნათესავს თუ გაუკეთებ ეგრე. მორჩა, როცა დაბერდები და ფსიქოლოგი დაგჭირდება, იმიტომ რომ შენი კიდევ ერთი წარუმატებელი რომანი დასრულდება და შენი პენსიაც განახევრებული იქნება, რადგან საყვარლები წაგართმევს, და მე რომ მომადგები, იცი რას გეტყვი? ლიკუნასთან წადითქო. არა, უბრალოდ აღიარე, ხომ იქნები ღირსი? იქნები! - გაუჩერებლად ვლაპარაკობ და ზემოდან ნაბიჯების ხმას ყურადღებას არ ვაქცევ. ის დაღლილი აქნევს თავს და ცდილობს ხელები ყელზე მომიჭიროს, თუმცა სწრაფად ვიწევი გვერდით. - ლოგიკურად მივყვეთ, მე რომ დავბერდები და ცოლი მეყოლება, ჩემი პენსიის ნახევრის ნახევარს მივცემ მას, ანუ საყვარლებში არ გავფლანგავ და თუ მოვალ შენთან, მხოლოდ იმიტომ რომ შინაგანი დეპრესიული მდგომარეობა ჩავიხშო, ამიტომ იმის ფული მექნება რომ გადაგიხადო, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ასე მოხდა, შენ ჩემ ფულს არ აიღებ, იმიტომ რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ! - ისეთი ბედნიერი და არეული ხსნის, მენანება რომ გავაწყვეტინო და ვაცდი სანამ დაასრულებს. - ჰო, კარგი, კარგი! მითხარი აბა, ვინ არის? - ანკა ბარათაშვილი, ხომ იცი? შენს სკოლაში სწავლობდა. ერთი წლით პატარაა. - მეუბნება და გაოცებისგან ყბა მივარდება. - განათლების მინისტრის შვილი? სულ გაგიჟდი?! - რატო? - მეკითხება გულუბრყვილო გამომეტყველებით. - კარგი, მაშინ აიღე ვარდები, შოკოლადები და მიადექი სახლში, ღამის 12ზე, მამამისს უთხარი რომ გინდა ცოლად მოიყვანო, ჰოდა ამ დროს, მისი დაცვა გამოგაპანღურებს და შენ გადაგივლის, რა. - ისეთი ინტერესით მისმენდა, ალბათ ფიქრობდა რომ მართლა ვეხმარებოდი. რამოდენიმე წამი დგას და მიყურებს, მაგრამ ჩემს ნათქვამს რომ იაზრებს, სასოწარკვეთილი ხმით მეუბნება; - კიდე მეღადავები, გოგო? - ჰო, კარგი, ბოდიში. - ვწევ ხელებს, იმის ნიშნად რომ ბოლოა. - იმედია იცნობ მაინც... - ვაპარებ. - კარგად არა, მაგრამ კი, რა. - დაბნეულობისგან თმაში ხელს იცურებს. - მერე რას ელოდები? გაიცანი. - როგორ მინდა ვცემო. - რამე ორიგინალური მინდა რომ ვაჩუქო, რა. მერე ნელ-ნელა გავიცნობ. - ვარდები აღარ არის ორიგინალური ხო? - არა! - მოვიფიქრე.. არა, ვერ მოვიფიქრე. ერთად რომ იყოთ და საერთო ფოტოები გქონდეთ, გეტყოდი ალბომი გააკეთე-თქო, მაგრამ არ ხართ... ამიტომ ჯობია ისეთი რამე გააკეთო, რაც არასდროს გაუკეთებიათ მისთვის. დარწმუნებული ვარ, ყვავილებს, გულის ფორმის სისულელეებს, შოკოლადებს და მსგავს დებილობებს ბევრი აჩუქებდა, ამიტომ იყავი ორიგინალური და გახდი მისი იდუმალი თაყვანისმცემელი! - ჩავიცინე და გაოგნებული სახით მდგომს გადავხედე, - ანუ რას ვგულისხმობ. ნელ-ნელა გაიცანი, არაფერი სერიოზული, თან დაუმეგობრდი თან არა, ხო ხვდები? ამავდროულად, ჩუმად გაუკეთე ისეთი საჩუქრები, რაც დააინტრიგებს და ასე „ვითომ“ გაცნობის გარეშე შეგიყვარებს, ხომ იცი, გოგოები გიჟდებიან ეგეთ დებილობებზე! - ვუხსნი. იმდენად შემიპყრო ჩემმა იდეამ რომ ვნატრობ ბიჭი ვიყო და ნებისმიერი გოგოს გული მოვინადირო! ეჰ, დავბადებულიყავი ბიჭი. ზოგჯერ ვფიქრობ, ბიჭი რომ ვიყო რას გავაკეთებდი და იმდენი რამე მაფიქრდება რომ ჩემი მდორე ცხოვრება მძულს. აი, გოგოობაზე რატომ არაფერი მაფიქრდება, წარმოდგენა არ მაქვს. - აუ, რა მაგარი ხარ, პროსტა! - თვალებგაბრწყინებული და გაკრეჭილი მიყურებს. ზუსტად ისე, როგორც სიყვარულისგან შეშლილი ადამიანი. დროა ხელი ჩავიქნიო და დავემშვიდობო იმ ადამიანს, რომელსაც 19 წელია ვიცნობ და მივესალმო ახალს, რომელიც დღეს ვნახე პირველად და იდიოტის რეინკარნაციაა. - ჰო ისა, წერილები, ჩუმად გადაღებული ფოტოები და ეგეთები კაი იქნება? - დიდი ალბათობით, კი. - კაი მორჩა, გასაგებია ყველაფერი! აუ, ჯიგარი ხარ, არა უმაგრესი, აი უუ-მაგრესი! - მეხვევა. - კიდევ გაიფიქრებ ლიკუნასთან გაქცევას და მერე ნახავ, როგორი მაგარიც ვარ! - საუკეთესო ხარ, ეკატრეინა! ჩემ ქორწილში გაგჩითავ უეჭველი, როგორიც ყველაზე ჯიგარი ამური! - მოიცა, ისე არ ვიქნებოდი, თუ რა? - ნუ, ჰო მარა, კაი დაიკიდე. ვგიჟდები შენზე. წავედი. მეუბნება და კიბეებზე ჩარბის. თავს ვაქნევ და მეც სწრაფად ჩავდივარ. არა, რამ მომაფიქრა, მერვე სართულიდან კიბეებით ჩამოსვლა?! * * * ლექციიდან გამოსულს, არაფრის თავი არ მაქვს. მხოლოდ ყავის დალევის სურვილი მკლავს და საერთოდ, ძალიან მღლის ჩემი ყოველდღიურობა. იმდენად მოსაწყენი გახდა და გავხდი რომ შეიძლება გავგიჟდე. უნივერსიტეტის კაფეტერიაში ყავას ვყიდულობ და ბილიკს მივუყვები. აზრზე არ ვარ სად მივდივარ, მაგრამ ფიქრებში ვარ გართული. ვფიქრობ რით დავკავდე და გავიხალისო ცხოვრება. იოგა? არა, ორ თვიანი კუნთების ტკივილის თავი არ მაქვს. ცეკვა? არა, რა ცეკვა! ღმერთო, რა საშინელებაა. დავიჯერო, ისეთი მახინჯი ვარ რომ არავის მოვწონვარ? ან თუ მოვწონვარ,სად არიან? - რაებს ფიქრობ? - გონებაში ვეკითხები ჩემ თავს და თავს სიცილით ვაქნევ. გაჩერებასთან ვდგავარ, წვიმას იწყებს. არც ტაქსი ჩანს და არც მარშუტი, ამიტომ საბას ვწერ რომ მასთან მივდივარ, არ მაინტერესებს სახლში არის თუ არა, არც ის მაინტერესებს რას აკეთებს, ახლა დასველება ნამდვილად არ მაწყობს. პასუხს არც ველოდები, ისე მივდივარ მასთან. უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობს და სადღაც ხუთ წუთში მის სადარბაზოში ვარ. სახლში შევდივარ თუ არა, ბიჭების სიცილი ისმის და მეც იქეთ მივდივარ. რა თქმა უნდა, სხვა ვინ თუ არა, ისინი. საწყალი მისი ცოლი მეცოდება, ამათ ხელში. ოთახში შევდივარ და მათ ვესალმები. - შენ კიდე შინაბერა ხარ, ხო? - მეკითხება საბას ძმაკაცი და ჩემი ნერვების ტერმინატორი, თორნიკე. - მაპატიე თოკ, მაგრამ მეც უარი უნდა გითხრა, ისევე როგორც ნინჩომ. - ვუთხარი დამწუხრებული ხმით. თორნიკეს წამში ეცვლება სახე და ამჯერად გამწარებული უყურებს საბას, რომელიც მის მზერას აიგნორებს და ჭერში ორნამენტებს დიდი ინტერესით აკვირდება. - სულ 20 ორნამენტია... რა მაგარიაა... - თქვა საბამ და მხოლოდ ახლა გადახედა სახე აწითლებულს. - მათქმევინა, ანკას ვფიცავარ! - გადახედა საწყალი თვალებით. - კაი დამშვიდდი, ეგრე საბასაც ბიჭები მოსწონდა. - ვუთხარი ფხუკუნით, - ნუ, მართალია საქმე სექსამდე არ მისულა, მაგრამ... - ვთქვი თუ არა, საბამ ისეთი ხარხარი ატეხა, ან უნდა გავქცეულიყავით, ან ავსულიყავით ეშაფოტზე და გილიოტინისთვის გაგვემზადებინა თავები. სწრაფად გავედით მეორე ოთახში, თორნიკეს ნასროლი ბალიშები რომ არ მოგვხვედროდა. დანარჩენები აზრზე არ იყვნენ, რაზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ჩვენ სამმა, ერთმანეთის ცოდვები, ძალიან კარგად ვიცოდით. თორნიკეს შემთხვევა, მეტად განსხვავებული, ორიგინალური და მრავალფეროვანია. როგორც საბამ მომიყვა, მთელი თავისი ეფექტებით და 3D-ებით, თორნიკე კლუბში იყო, ნასვამი, ერთი გოგო მოეწონა, ნინჩო. მთელი ორი საათი ცდილობდა მასთან დაახლოებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს ნინჩო დათვრა და ის უნდა მომხდარიყო, რასაც თქვენ ფიქრობთ, მაგრამ სანამ თორნიკე მიხვდებოდა რომ ეს ნინჩო, სინამდვილეში ვალერი ან ჯეკო იყო, მანამდე დაადო და აკივლებული გაიქცა სასტუმროდა, ოღონდ რა თქმა უნდა, მეტად ბოხი კივილი ჩაესმა თორნიკეს. | |
ნანახია: 1892 | რამოტვირთვები: 0 | |
სულ კომენტარები: 0 | |
| |