იასამნები (სრულად)
30.05.2016, 20:29
როგორც ყოველთვის უაზროდ გათენდა კიდევ ერთი დღე.
უკვე ათი წელია ყოველი დღე ასეთია,
ყოველთვის ცუდი ხასიათით იწყება და ხანდახან ტირილითაც მთავრდება,
უბრალოდ ვერ ვეგუები.
მეგობრები ზედმეტად მეხმარებიან რომ კარგად ვიყო.
ვცდილობ,მართლა ვცდილობ რომ დავივიწყო და კარგად ვიყო.
დღეს განსაკუთრებით ცუდ ხასიათზე ვარ,დილიდან მეტირება ვინ იცის ალბათ საღამომდე ვერ მოიცდის ჩემი ცრემლები.
ჰოო, არის ასეთი დღეებიც,ძალიან ცუდად რომ ვარ და ყველაფრის გახსენების ხასიათზე რომ ვიღვიძებ,
უხალისოდ ჩავიცვი,ძლივს დავლიე ყავა, დედა მეცხუბა რამე მაინც შეჭამეო მაგრამ ვერაფერს გავეკარე,
სამსახურში ძლივს მივაღწიე და მთელი დღე ვისმენდი მილიონ კითხვას რა მჭირდა,
ძლივს დავამთავრე მუშაობა და გარეთ კი არ გამოვედი გამოვვარდი, თვალები უკვე ცრემლით მევსებოდა,
ჩემი თანამშრმელ-მეგობარი გიორგი მეხვეწა სახლში წაგიყვანო და არ გავყევი,
გადაირია, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა და წავიდა,
უხალისოდ გავუყევი ქუჩას,
გაზაფხული იყო, ჩემი სეზონი, ამ დროს განსაკუთრებით მაკლდა და მენატრებოდა ის და იასამნები,
წვიმას იწყებდა, მაგრამ სწრაფად წასვლაზე არც მიფიქრია.
მივდიოდი და დეტალურად ვიხსენებდი საერთოდ ყველაფერს, რა კარგი იყო,რამდენი ბედნიერი წუთი მახსოვს.
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაწიყო, 22 წლის წინ, მაშინ მე ხუთის ვიყავი ის შვიდის,
ახალ ბინაში გადავედით მე და ჩემი მშობლები, ისინი ჩვენი ბინის წინ მცხოვრებ ოჯახს ძალიან მალე დაუმეგობრნენ,შვიდი წლის შვილი ჰყავდათ, საბა, მე და ისიც ვმეგობრობდით,
ძალიან კარგად მახსენდება ის დრო და თანაც ის იცეთი ძვირფასია.
^ ^ ^
ექვსი წლის ვხდებოდი, საბამ არ მომილოცა და გავბრაზდი, უკვე საღამო იყო მე ჩემს ოთახში ვიჯექი რომ შემოვიდა.
-გილოცავ ანა
-მადლობ
მერე ჩამეხუტა.
-ისე მე ანასტასია მქვია -როცა ვბრაზობდი სულ ასე ვამბობდი, ისედაც ერთადერთი იყო ვინც ანას მეძახდა.
-ჩემთვის ანა
ყვავილები მომოტანა
-ამ ყვავილებს რა ჰქვია? -ვკითხე ღიმილით
-იასამანი
-რა ლამაზია -აღფრთოვანება ვერ დავმალე მე
-ჰოო დედას უყვარს და ვიფიქრე მოგეწონებოდა
-ძალიან მომწონს
-მაშინ სულ ამას გაჩუქებ
-კარგი
მას შემდეგ ძალიან მიყვარს იასამანი, ყოველთვის როცა მას ვხედავ საბა მახსენდება, სხვა ყვავილი არც მიყვარს და როცა ვინმე მჩუქნის ვერ ვიტან ის მხოლოდ მან უნდა მაჩუქოს.
^ ^ ^
საბა უკვე წასული იყო.
ერთი ბიჭი გადამეკიდა ლევანი, ვერაფრით მოვიშორე, სამსახურიდან გამოსულს კართან დამხვდა და უზარმაზარი თაიგული მომიტანა
-ეს შენ ანასტასია
-არ მჭირდება -ვუთხარი გაბრაზებული ხმით
-არ მიკითხავს მგონი გამომართვი შენია -არც მან დააკლო გაბრაზება~
-კარგი თუ ასე გინდა -გამოვართვი
მერე მის დასანახად წავედი და სანაგვეში ჩავყარე, გაგიჟდა მაგრამ არ შევიმჩნიე ისე წავედი სახლში.
^ ^ ^
სახლთან მივედი მაგრამ არ შევსულვარ, ზუსტად ჩემი აივნის ქვემოთ დავჯექი სკამზე, უკვე არანორმალურად ვტიროდი, აქ ვისხედით სულ.
არ მიყვარს ტირილი და სულ ვცდილობ თავი შევიკავო მაგრამ ალბათ დღეს არაფერი გამოვა.
^ ^ ^
რაც უფრო ვიზრდებოდი ვხვდებოდი რომ ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა არ ერქვა.
ერთად ულამაზესი თორმეტი წელი გავატარეთ, აი ისეთი ერთად რომ იწყებოდა და მთავრდებოდა.
მართლა ჩემი ცხოვრების სასწაული იყო, ყოველთვის მიფერადებდა ცხოვრებას.
^ ^ ^
უკვე ჩვიდმეტი წლის ვიყავით.
ვამჩნევდი ბოლო დროს არ იყო კარგად და ვნერვიულობდი.
სალში ვიჯექი და ვმეცადინეობდი რომ გავიგე მეძახდა და აივანზე გავედი
-ანაა
ჰო
-ეზოში ჩამო რაა
-მოვდივარ -დავუძახე და სახლში შევედი, მოსაცმელი ავიღე და სწრაფად ჩავედი ეზოში
ხელი მომკიდა და სადღაც წამყვანა,კიბეებზე ვიდექით,მე მასზე ერთი საფეხურით ზემოთ.
-ანაა
-ჰო
-მიყვარს ასე რომ გეძახი
-ვიცი -გამეღიმა
ისევ ჩუმად იყო
-ვიცი რომ რაღაცის თქმა გინდა -ვუთხარი მე
-ჰო მინდა -თქვა რარაც შეცვლილი ხმით
-გისმენ
-მიყვარხარ -მითხრა და ყველაფერი დამემართა იმწამს
-რა?
-მივარხარ -გაიმეორა ისევ
-მეც -ვუპასუხე გაუაზრებლდ
-გაიმეორე რა -მითხრა ღიმილით
-მიყვარხარ -ვუთხარი და მეც გამეცინა
მერე ჩამეხუტა და ძალიან დიდხანს იყო ასე, არა მაინც რაღაც სჭირდა არ იყო კარგად.
-რაღაც უნდა გითხრა -მითხრა ისევ
-მითხარი -გავუღიმე მე
-ხვალიდან არაფერი აღარ იქნება კარგად -თქვა და იქვე მივხვდი რომ არ ხუმრობდა
-რას გულისხმობ -ვკითხე იმ იმედით რომ ხუმრობდა
-მალე ნახავ -მითხრა და ხელი მომკიდა
წავიდეთ რა -თქვა ისევ.
მთელი საღამო არ მომშორებია, მერე სახლში შევედი, ისიც,
დილით რომ გავიღვიძე არ ვიყავი კარგად, რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და აწეწილი თმით გავედი გარეთ, მის კართან მივედი, რამდენჯერმე დავრეკე ზარი და არავინ გამიღო, ბრახუნზე გადავედი და მაინც არაფერი იყო, არ ვიცი ალბათ თხუთმეტი ან ოცი წუთი ვიდექი და ველოდი როდის გააღებდნენ კარს.
მერე კართან დავჯექი, ტირილი დავიწყე, აზროვნების უნარი რომ დამიბრუნდა დედაჩემი მეხვეწებოდა დავმშვიდებულიყავი და სახლშ შევსულიყავი,
შევედი და როგორ დავჯექი არ მახსოვს,
-დე ისინი არ არიან, ის არაა -ვტიროდი და გაუცნობიერებლად ვლაპარაკობდი
-წავიდნენ
-სად ?
-არვიცი
-იცოდი?
-კი
-რატომ არ მითხარი? -ცრემლების მოწმენდას ვცდილობდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა
-მან მთხოვა -მერე ადგა და წერილი მომიტანა
-ეს მან დაგიტოვა
-კარგი -ვუთხარი და ოთახში შევედი.
ვკითხულობდი და საშინლად ვხდებოდი მიკვირდა ასე უბრალოდ როგორ დამტოვა.
ბოლო სიტყვებმა იმედი მომცა "დავბრუნდები ანა, იმედია მაპატიებ"
ის დაბრუნდებოდა, გონება მხოლოდ ერთ სიტყვას გაჰკიოდა და სხვა ყველაფერს ხაზს უსვამდა.
მერე მთელი კვირა არ ველაპარაკებოდი დედაჩემს, არც ვჭამდი, არც სადმე გავდიოდი,უბრალოდ არაფერი არ მაინტერესებდა,
ერთი წელი საშინელება იყო,ყველგან ვეძებდი და არსად არ იყო, სახლის კარს რომ გავაღებდი და სიცარიელე მიყურებდა, იქ რომ არ იყო ვგიჟდებოდი.
მერე ცოტათი შევეგუე.
მაგრამ ათი წელი გავიდა უკვე და ისევ მენატრება, ისევ ისე მიყვარს და ისევ არავინ არ მაინტერესებს მის გარდა.
^ ^ ^
საშინლად წვიმდა
დედას ხმამ გამომაფხიზლა
-ანა რა გჭირს?ანა? ადექი სახლში წამოდი -მეხვეწებოდა დამასაცცრემლით ევსებოდა თვალები.
-არა დედა ანასტასია, ანა აღარასდროს დამიძახო -უბრალოდ არანორმალურად გამაბრაზა ჩემი სახელის ასეთმა ფორმამ,მე ხომ მხოლოდ მისთვის ვიყავი ანა.
ძლივს ამიყვანა სახლამდე, არ მიჭამია, არც მძინებია მთელი ღამე ისევ ყველაფერს ვიხსენებდი და უკვე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ არ დაბრუნდებოდა, გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა.
თენდებოდა რომ ჩამეძინა.
^ ^ ^ ^ ^
-ანა ადექი გაგვიანდება -მეძახდა დედა
ოო ღმერთო ისევ ანა გადამრევს ეს ქალი
-ანაა დაგაგვიანდა -ყვიროდა ისევ
-დედა ვდგები ხო -და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი
-ანა ყვავილებია შენთვის
მოიცა რაო? ყვავილები?ჩემთვის?
ისე სწრაფად ავდექი კინაღამ დავეცი, თამუნა იცინოდა,
იასამნები იყო,გადაყრა დავაპირე მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება გამახსენდა და გავჩერდი
-ვისგანაა? -დაინტერესდა დედა
-არ ვიცი
-ნახე იქნება რამე -ჩემზე მეტად მას აინტერესებდა
-არ არის სახელი, მხოლოდ ის წერია რომ კაფეში მეპატიჟება
-წახვალ ? -ვერ ისვენებდა დედა
-არ ვიცი
-წახვალ აუცილებლად -თქვა მან
-კარგი წავალ -გავიცინე და ჩაცმა დავიწყე სამსახურში მაგვიანდებოდა
საღამოს იმ კაფეში წვედი, არა კი არ წავედი დედაჩემმა გამაგდო,
ორი ჭიქა ვისკი იდო "დალიე და გამიხსნე"
საშინლად ნერვებ მოშლილი წავედი სახლში.
მთელი თვე ასე იყო, ყოველ კვირას იასამნები და ორი ჭიქა ვისკი, მე სულელივით დავდიოდი იქ, ის კი ალბათ დამცინოდა,
ბოლოს რომ დამხვდა იასამნები მასთან ერთად ერთი ჭიქა ვისკი იდო,
"დღეს მართლა მოვალ ანა, გთხოვ მოდი.
ჰო მართლა მეორე ჭიქა საღამოს იქნება."
გამეცინა, წავიდოდი,თანაც აუცილბლად უნდა გამეგო ვინ ამირია ცხოვრება ასე.
^ ^ ^
იასამნისფერი კაბა მეცვა და თხელი ჟაკეტი,
შევედი და ზურგით იჯდა, ორი ჭიქა ვისკი ედო წინ.
-მოხვედი ანა -ეს უფრო კმაყოფილების გამომხატველი იყო ვიდრე კითხვის
-მოვედი -ვთქვი და წინ დავუჯექი
არაა? არ მჯეროდა, ცუდად გავხდი
მოჩვენებები დამეწყო
ან უარესი გავგიჟდი
ის იყო
საბა
ნამდვილად
ამდენი წლის შემდგაც კი ისევ ისეთი იყო
-დავბრუნდი ანა -მითხრა მან
-მიხარია
-მეც
-მენატრებოდი
-ვიცი, მე უფრო
-არა მგონია
-შენ რა იცი
-ასე რომ ყოფილიყო არც წახვიდოდი -არ მინდოდა მაგრამ მაინც მერეოდა ხმაში წყენა
-მიყვარხარ
-ვიცი
-შენ აღარ? -მკითხა რაღაცნაირი სევდიანი ხმით
-კი
-დალიე და ერთ ადგილას უნდა წავიყვანო
-კარგი
დავლიე
ხელი მომკიდა და წამიყვანა.
მის სახლში შევედით, ესეც კი ისე მენატრებოდა
სულ იასამნები იყო
-ანა
-ჰო
-მიყვარს ასე რომ გეძახი -მითხრა ისევ
-მეც
-ვიცი
-კიდევ დამიძახე -რამდენი წელია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ, რამდენი წელია ასე კარგად არ ვყოფილვარ
-ანა, ანა, ანა -იმეორებდა და იღიმოდა
მისი ღიმილი, ეს საერთოდ სხვა თემა იყო ჩემთვის ყოველთვის
-კიდევ რა -ვუთხარი ისევ
-ანა ცოლად გამომყვები
-კი
ვუთხარი ისევ გაუაზრლებლად მაგრამ რა საჭირო იყო ფიქრი იმაზე რაც უკვე ვიცოდი?!
მე ხომ ის ძალიან მიყვარდა
-აუ საბაა
-ჰოო
-დამიძახე რა ისევ
-ანა..
ასეთი დღეებიც შესაძლებელი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1802 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
imee ra kargi da tbili iyo.. martalia aqamde ver movaxerxe magram rogorc ki dro gamovnaxe wavikitxe... ^^ momewona dzalian anna.. )))
avatar