ICEHEAVEN
16.09.2017, 02:07
The one where Wendy fucks the married man. ვენდი ფანჯრის რაფაზე იჯდა,ცივ ყავას წრუპავდა და მეზობელ სახლს უთვალთვალებდა. სახლიდან მაღალი,ქერა ქალი გამოვიდა შავი მზის სათვალეებით,ხელში 2იოდე წლის ბიჭუნა ეკავა და მანქანაში ჩაჯდა. -"როგორც იქნა,წაეთრა"-თქვა ვენდიმ თავისთვის. -რას ბურტყუნებ შენ მანდ?-ჰკითხა ქეითმა,რომელიც ოთახს გვიდა. -არაფერს,ისე. ერიკ ჰარინგტონმა მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ფეხბურთის ყურებას აპირებდა,რომ კარზე კაკუნი გაისმა. -ღიაა. -ჰაი-ვენდიმ კარები შემოაღო.მას თავისი საყვარელი მოკლე ქვედაბოლო ეცვა,რომელიც კარგად აჩენდა მის გრძელ ფეხებს.ერიკმაც პირველად ეს ფეხები დაინახა,და შემდეგ ვენდი. -ქეითი ავად გახდა და დღეს ვერ მოვა,მაგრამ მე შემიძლია მუშაობა,ბავშვები ძალიან მიყვარს და გამოცდილებაც მაქვს.მე მისი და ვარ.და ყველაფრის გაკეთება შემიძლია,რისიც გსურთ. -არაუშავს,ჩემმა ცოლმა ბავშვი თავისთან წაიყვანა,ასე რომ დღეს ძიძა არ გვჭირდება,მადლობა-გაიღიმა ერიკმა.-ვიცი ვინც ხარ,ჩემი სახლის წინ ცხოვრობ. -კარგით,მაშინ წავალ.-გაუღიმა ვენდიმ. -ამ...რას იტყვი ყავაზე?ან რაც გინდა. -კოკაკოლა კარგი იქნებოდა. ერიკმა მაცივრიდან კოლა გამოიღო და ვენდის მიაწოდა-დაჯექი.ფეხბურთი მოგწონს? -კი,საინტერესოა-თავი დაუქნია ვენდიმ და გაიფიქრა "კი საინტერესოა,როცა 11 კაცი ერთ ბურთს დასდევს."-მადლობა. ორი წუთიც არ იყო გასული,რომ ვენდის ფეხბურთის ყურება მობეზრდა.ტახტიდან ადგა და სამზარეულოში,რომელიც პირდაპირ სასტუმრო ოთახში იყო შეერთებული,გავიდა,ვიტომდა წყურვილის მოსაკლავად.ერიკიც წამოდგა და სამზარეულოში,სკამზე ჩამოჯდა. ვენდიმ წყალი მოსვა და ერიკისკენ მოტრიალდა.ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ. -შენი ბიჭი მომწონს. -მადლობ,მაგრამ ახლა სჯობს სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. -ის არ მიგულისხმია რაც იფიქრე-უთხრა ვენდიმ და ერიკს კალთაში ჩაუჯდა.როცა დაინახა,რომ მისტერ ჰარინგტონს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია,ხელი ნაზად ჩაუცურა შარვალში. -ოუ...ჩემს ბიჭსაც ძალიან მოწონხარ-უთხრა ერიკმა და შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა,ტანსაცმელები იატაკზე ეყარა და უცებ ვიღაცამ კარები შემოაღო. -ბოდიში,დამაგვიანდა,საათი უკან იყო და...-ქეითს გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა,როცა იატაკზე თავისი და და მისტერ ჰარინგტონი დაინახა...ნახევრად შიშვლები. ორივე სწრაფად წამოხტა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. -მე...შენ არ თქვი რომ ავად არისო?-იკითხა ერიკმა თან შარვალს იკრავდა. -ავად იყო-თქვა ვენდიმ და უხერხულად გაიღიმა. -ბოდიში,შეცდომა იყო,მეორედ აღარ განმეორდება-უთხრა ერიკმა ქეითს. -ეგ შენს ცოლს უთხარი-უპასუხა ქეითმა და კარისკენ მოტრიალდა. ვენდი დას გაყვა თან ფიქრობდა,როგორ ემართლებინა თავი. -ძალიან მინდა გითხრა,რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ რომ ჩემი და იწვა კაცთან,რომელიც 36 წლისაა,ცოლიანია და თან 2 წლის შვილიც ყავს.მაგრამ,არ შემიძლია,რადგან სინამდვილეში შენით ვამაყობ!!!-უთხრა ქეითმა. -მართლა?-გაუკვირდა ვენდის-ვა,მადლობ.მე მეგონა გაბრაზდებოდი. -რა თქმა უნდა გავბრაზდი რამდენიმე მიზეზის გამო,პირველი-მეც მომწონს ეგ კაცი და მეც ვცდილობდი მასთან დაწოლას,მაგრამ ვერ მოვახერხე,რადგან ან სულ ბავშვთან ვიყავი,ან სულ მისი ცოლი იყო ხოლმე ჩვენთან,და მეორე მიზეზია ის,რომ შეიძლება სამსახური დავკარგო,თუ მისი ცოლი შენზე გაიგებს,რაც ძალიან ცუდი იქნება,რადგან კარგად იხდიან თან სახლიდან ერთ ნაბიჯში ცხოვრობენ,და თან შენ ყოველთვის იქნები სამეზობლოში გოგო,რომელიც ცოლიან კაცთან იწვა,რომელიც მასზე ორჯერ დიდია. -არა,მე ვიქნები გოგო,რომელიც იწვა კაცთან,რომელიც ყველა გოგოს და ქალს მოსწონს,მაგრამ შანსი არ აქვთ მასთან,და არა მხოლოდ ვიწექი კაცთან,რომელიც თავისუფალია,არამედ ცოლიანია და მაინც მოვახერხე ეს.მე გმირი ვარ. -არა,ბოზი ხარ,ლოგიკურად. -ლოგიკურად? ბიჭი ჩვენი სკოლიდან,რომელიც იმ მასწავლებლის საყვარელი იყო,რომელზეც მთელი სკოლის ბიჭები გიჟდებოდნენ,თან გათხოვილი იყო,გმირად შერაცხეს,და როცა მე იგივე ვქენი,ბოზი ვარ? უსამართლობაა. -ეგ როგორ მოახერხე,მაინც? რას აკეთებდი მის სახლში. -მოვატყუე რომ ავად იყავი,თან შენი საათი უკან გადავწიე რომ ცოტა დრო მქონოდა. -და სულ ეს არის? -არა,ასევე ჩემი ქვედაბოლო დამეხმარა,და ლიფი არ ჩამიცვამს. -რაზე ლაპარაკობთ?-იკითხა უილოუმ,რომელმაც ახლახან გაიღვიძა და სამზარეულოში შემოვიდა. -ვენდიმ მისტერ ჰარინგტონს შვლიპა. -ვაუ,იმ სექსუალურ ბიძიას,მეზობლად რომ ცხოვრობს? ყოჩაღ! -ისევ აპირებ რომ შვლიპო? -არა,არ აპირებს!-თქვა ქეითმა.-თუ მისი ცოლი გაიგებს... -ვერ გაიგებს. და გინდა მითხრათ,რომ თქვენ რომ შანსი გქონოდათ მისტერ ჰარინგტონთან,ესე გაფლანგავდით? -რათქმაუნდა არა!-თქვა ორივემ ერთდროულად. -ესეც ვიცოდი-თვითკმაყოფილად ჩაიღიმა ვენდიმ. მეორე დღეს ვენდი მისის ჰარინგტონს დაელოდა სანამ წავიდოდა,და კარზე დააკაკუნა. კარი ერიკმა გააღო. -შემოდი-უთხრა ვენდის. -ვწუხვარ გუშინდელის გამო,სულელურად მოვიქეცი.ქეითს აინტერესებს,თუ კიდევ მუშაობს აქ. -რათქმაუნდა მუშაობს,დანით ხომ არ დამჭერი,სექსი გვქონდა.რომელიც ძალიან კარგი იყო,სხვათაშორის. -ჰმ,როცა ვთქვი რომ გუშინდელის გამო ვწუხვარ,მთლად გულრწფელი არ ვყოფილვ... ერიკმა ვენდის ლაპარაკი კოცნით შეაწყვეტინა და ისევ ყველაფერი სწრაფად მოხდა.ტანსაცმელები ისევ იატაკზე,მაგრამ ამჯერად ჰარინგტონების საძინებელში. -ვაუ,ეს პირველზე უფრო მაგარი იყო.-თქვა ვენდიმ. -შენ ხარ მაგარი-გაიღიმა ერიკმა და ვენდის შუბლზე აკოცა. უცებ მანქანის ძრავის ხმა გაისმა და ერიკი გიჟივით წამოხტა.-ჩემი ცოლია. ვენდიმ ელვის სისწრაფით დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა-ლიფს ვერ ვპოულობ. -ქვევით უნდა იყოს. ქეითი,ნაგავს ყრიდა,როცა მისის ჰარინგტონი დაინახა,რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა,და ვენდი გაახსენდა,რომელიც ახლა მისტერ ჰარინგტონთან ერთად იყო...ლოგინში. -გამარჯობა,მისის ჰარინგტონ-მიესალმა ქეითი. -გამარჯობა ქეით-მიესალმა მისის ჰარინგტონიც-ტომ,უთხარი გამარჯობა. 1 წლის ტომი მხიარულად აჭყლოპინდა ქეითის დანახვაზე. -ტომს ძალიან ენატრები,მაგრამ ჩემი და ჩამოვიდა დედაჩემთან და ეს ორი დღეა იქ დამყავს. -დიახ,მითხრა მისტერ ჰარინგტონმა-გაუღიმა ქეითმა თან სახლისკენ გაიხედა. ვენდიმ როგორც იქნა ლიფი იპოვა დივნის უკან და უკანა კარიდან ელვისუსწრაფესად გავარდა. მეზობელმა,რომელიც უკანა ეზოში ყვავილებს რწყავდა მზერა გაკვირვებით გააყოლა გოგოს,რომელსაც ცალ ხელში ლიფი,მეორეში კი კეტი ეჭირა და გარბოდა. The one with The Howl. გრინეიჯი (Greenage) იყო პატარა,მშვიდი ქალაქი,სადაც ბლექვუდების ოჯახი ცხოვრობდა.მოსახლეობის 99%ს ადამიანები,ხოლო დნარჩენ 1%ს ელფები შეადგენდა. დამიანთა უმეტესობას არ მოსწონდა ელფები,იმიტომ რომ ფიქრობდნენ,რომ ისინი დემონური არსებები იყვნენ მათი სილამაზის და მაგიური ძალების გამო.ადამიანებს სძულდათ ყველა,ვინც მათგან განსხვავდებოდა-ასეთი იყო მათი ბუნება. ვენდი ბლექვუდი ყველაზე ლამაზი გოგო იყო გრინეიჯში. მას ყავდა ტყუპისცალი ძმა,რობი,და ორი უმცროსი და-ქეითი და უილოუ. სკოლაში ყველა გოგოს შურდა ვენდის სილამაზის,მისი მუქი ყავისფერი,მოელვარე თმების და მომწვანო მოყავისფრო შველის თვლების.ყველა ბიჭი გიჟდებოდა მის ტანზე და გრძელ ფეხებზე. და ყველა მასწავლებელს მოსწონდა ვენდი,რადგან ის განსხვავდებოდა სხვა ხმაურიან,ცანცარა გოგოებისგან,რომლების მხოლოდ თავიანთ ჩაცმულობაზე,გარეგნობაზე და ბიჭებზე ლაპარაკობდნენ. ვენდის კი არ სჭირდებოდა საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა,რადგან ის ბუნებრივად იყო ლამაზი,და ერთადერთი ბიჭი,რომელიც ვენდის უყვარდა იყო ფალანდრიელი-ელფი,როგორც ვენდი. სექტემბრის გრილ საღამოს,ვენდი თავისი სახლის აივანზე იჯდა და თავის საყვარელ წიგნს კითხულობდა,როცა უეცრად ყმუილი მოისმა. ყველამ იფიქრა,რომ ეს უბრალოდ ძაღლი,ან რომელიმე მეზობლის ბავშვი იყო,რომელმაც ხუმრობა გადაწყვიტა,როგორც წინა ზაფხულს,როცა ერთმა ბავშვმა მთელი სამეზობლო შეაშინა თავისი ყმუილით,რადგან ყველას მგელი ეგონა. მაგრამ ამჯერად ყმუილი ნამდვილს გავდა.ვენდის დედა,ჯეინ ბლექვუდი მაქცია იყო და შვილებს ყველაფერი ასწავლა მაქციების შესახებ. -მაქციები ბოროტები არიან,ბავშვებო-თქვა მან ერთხელ-მათ სისხლი სწყურიათ და ხანდახან ადამიანებსაც ჭამენ. -მაგრამ შენ ხომ ბოროტი არ ხარ-თქვა რობმა,რომელიც იმ დროს მხოლოდ წლის იყო. -იმიტომაც არ ვცხოვრობ ჩემს ხალხთან ერთად. -შენი მშობლებიც მაქციები არიან?-ჰკითხა ვენდიმ. -მხოლოდ მამაჩემი,მაგრამ ისიც კარგი მაქციაა.მორჩა,ძილის დროა,წადით თქვენს ოთახში. ვენდის გაახსენდა რაც დედამ უთხრა-"როცა მაქციას დაინახავ,ან მის ხმას გაიგებ,გაიქეცი" ამის გახსენებაზე ვენდის სისხლი გაეყინა ძარღვებში. -შენც გაიგე?-ჰკითხა რობმა და სიგარეტს მოუკიდა. -კი. შენი აზრით ეს ძაღლი იყო თუ... -ეს მაქცია იყო. -საიდან იცი? -მგლები 20იანი წლების შემდეგ გრინეიჯში არავის უნახავს,და ძაღლები ასეთ ხმას არ გამოსცემენ. -მაგრამ შენ არ იცი,როგორ ხმას გამოსცემს მაქცია. -ვიცი. -საიდან? სანამ რობი დაფიქრდა რა ეთქვა,ეზოს კარი ბენმა (ვენდის ყოფილმა ბოიფრენდმა) შემოაღო და თქვა-დატოვეთ ქალაქი,ახლავე. -რა? რატომ?-ჰკითხა ვენდიმ გაკვირვებულმა. -გთხოვ...უბრალოდ,წადით-ბენი შეწუხებული ჩანდა და ამან ვენდი ცოტა არ იყოს შეაშინა. -რა ხდე...ბა?-ჰკითხა ვენდიმ,მაგრამ ბენი უკვე წასული იყო. -ჩაალაგე ჩანთა,მივდივართ-თქვა რობმა და თავის ოთახში შევარდა და იარაღის ძებნა დაიწყო. -მითხარი რა ხდება? -ქეითს და უილოუს დაურეკე,მივდივართ!!! სად არის ჩემი იარაღი? -არ ვიცი...-ვენდიმ ტელეფონი აიღო და ჰარინგტონებთან დარეკა-მოდი სახლში,ახლავე. ორიოდე წუთში მოპირდაპირე სახლის კაი გაიღო და ქეითი გამოვიდა,ხელში პატარა ტომი ეჭირა,მეორეში კი საწოვარა. -რა მოხდა,ხო მშვიდობაა? -არამგონია. შენც გაიგე ყმუილი? -კ იდა ვიფიქრე,რომ ძაღლი იყო ან რამე ეგეთი. -რობი ფიქრობს,რომ მაქცია იყო და მერე ბენმა თქვა რომ ქალაქი დატოვეთო,ხოდა... -მოიცა,ქალაქიდან მივდივართ,იმიტომ რომ შენმა ყოფილმა გითხრა ასე? შეიძლება უბრალოდ ხუმრობს. -ბენი ეგეთი არ არის,ეგეთი ხუმრობები არ უყვარს.თუ რაღაცას ამბობს,ესე იგი ეგრეა. -ეგ ბავშვი რათ გინდოდა?-რობმა ჩანთის ჩალაგება დაამთავრა და ხელში იარაღი ეჭირა. -მისი მშობლები ამაღამ არ არიან სახლში.იარაღი რათ გინდა? -შეიძლება დაგვჭირდეს.მიდი ჩაალაგეთ თქვენი ნივთები,ორივემ. -არა,მე არსად არ მივდივარ,ან სად უნდა წავიდეთ?ან უილოუ სად არის? -არ ვიცი,ტელეფონს არ იღებს,თავის მეგობრებთან ერთად იქნება სადმე ბარში.აქ უსაფრთხო აღარ არის, -რატომ,იმიტომ რომ ბენმა თქვა ასე? -არა,იმიტომ რომ... და ყმული ისევ განმეორდა. The Intruders ვენდი ჭიშკართან მივიდა და გზაზე გაიხედა,საიდანაც ყმუილი მოისმა. -ამ ბაშვს რა ვუყო? აქ ხომ ვერ დავტოვებ?-იკითხა ქეითმა. -წამოიყვანე ეგეც,მშობლებს მოგვიანებით დავურეკოთ.-უპასუხა რობმა. -ეხლავე დავურეკოთ. -და რა ვუთხრათ? რომ ქალაქში მაქციები არიან და არ დაბრუნდეთ თქო? გიჟები ვეგონებით. -კაი.-მხრები აიჩეჩა ქეითმა და ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩატენა.-ვენდი,რას აკეთებ?-გასძახა დას,რომელიც უძრავად იდგა და სიბნელეში იყურებოდა. რობი ვენდის მიუახლოვდა და მხრზე ხელი დაადო.-წავედით. -შენც ხედავ?- ჩურჩულით თქვა ვენდიმ. -რას? -მათ თვალებს...კარგად შეხედე. რობმა თვალები დააწვრილა რომ შორს უფრო კარგად დაენახა და შორს,ხეებს შორის მართლაც დაინახა რამოდენიმე წყვილი ყვითლად მოელვარე თვალი. -აქ არიან...-თქვა რობმა და სახლში შევარდა,რომ ჩანთა და იარაღები აეღო. ვენდი კი ისევ ისე უძრავად იდგა. მაშინაც არ განძრეულა,როცა თვალების მაგივრად უკვე მაქციები დაინახა,რომლებიც ქალაქისკენ მორბოდნენ. -ვენდი!-დაიყვირა რობმა და დასთან მივარდა-წამოდი დროზე-ხელი ჩაავლო და სახლში შეათრია-ეს გამომართვი-მიაჩეჩა რევოლვერი და კარები ყველა საკეტით ჩაკეტა.-ჩუმად იყავით. ქეითი ბავშვით ხელში იდგა,რომელიც ტკბილად ღუღუნებდა და აზრზე არ იყო გარშემო რა ხდებოდა. -ბავშვი გააჩუმე-თქვა რობმა და და ფანჯარაში ცალი თვალით გაიხედა. და სიჩუმე გააპო კივილმა,რომელსაც ყმუილი მოყვა. შემდეგ ისევ კივილი. ჩვილს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ქეითმა მისი გაჩუმება სცადა,მაგრამ ბავშვი არ ჩერდებოდა. ამ დროს კარი კარი იატაკზე დავარდა და ოთახში მაქცია შემოვარდა. ორ მეტრზე ნაკლები არ იქნებოდა,ორ ფეხზე იდგა,როგორც ადამიანი,მაგრამ ადამიანის არაფერი ჰქონდა.პირი და თათები სისხლში ქონდა ამოსვრილი და მძიმედ ქშინავდა.ქეითმა ბავშვი მაგრად მიიხუტა და თვალები დახუჭა. მხოლოდ რობმა მოიფიქრა რომ მაქციისთვის ესროლა,მაგრამ ტყვიებმა მაქციას მხოლოდ ტკივილი მოჰგვარა და უარესად გაბრაზდა,გარშემო ყველაფერი დაანგრია და რობისკენ წავიდა.ამ დროს უძრავად მდგარი ვენდი გამოფხიზლდა და მაქციას ორჯერ ესროლა.ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ყურადღების მისაქცევად.მაქცია მისკენ მოტრიალდა და თათი მოუქნია,რომელიც ვენდის მილიმეტრებში ასცდა.დარტყმის ასაცილებლად ვენდი უკან გადაიხარა და დივანზე დაეცა.მაქციამ ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მეორედ თავდასხმას აპირებდა,რომ ოთახში მეორე მაქცია შემოვარდა და თავისი მოძმე გვერდზე მოისროლა.ქეითი მაგიდის ქვემოდან უყურებდა როგორ იბრძოდა ოთახში ორი მაქცია. მეორე უფრო ძლიერი ჩანდა,ყველა დარტყმას იგერიებდა,მაგრამ თავისი “მეგობრის” მოკვლას არ ცდილობდა,უფრო ცდილობდა რომ სახლიდან გაეგდო. და როცა ეს მოახერხა,ბავშვებს თვალი მოავლო,რომლებიც უძრავად იდგნენ (და ეყარნენ) და თვალებგაფართოებულები მისჩერებოდნენ მას-"ხომ გითხარით,რომ ქალაქი დაგეტოვებინათ"-დაიყვირა გაბრაზებულმა და ამაზე ვენდის თვალები უფრო გაუფართოვდა. -ბენ?-კითხა მაქციას გაოცებულმა. მაქციამ არაფერი უპასუხა,თავისი უშველებელი ბრჭყალებით ხელი დაისერა და კარზე უზარმაზარი X დაწერა. -ბავშვი გააჩუმეთ,და სახლი არ დატოვოთ-მხოლოდ ეს თქვა,კარი თავის ადგილას დააბრუნა და სიბნელეში გაუჩინარდა. ვენდი ისევ გაოცებული იყურებოდა,შემდეგ კი რობს შეხედა და კითხრა-შენ იცოდი...რომ ბენი მაქცია იყო. -კი,ვიცოდი. -რატომ არაფერი მითხარი... -ეხლა ამის დრო არ არის ვენდი. ქეით,მიეცი მაგ ბავშვს რამე წამალი,ვალიუმი ან რამე,არ მაინტერესებს. -არ მაქვს არანაირი წამალი. -მე მაქვს-თქვა ვენდიმ და წამლების ყუთი გადმოიღო-აი ეს მიეცი,დააძინებს. -უსაფრთხოა? -კი. ახლა რა ვქნათ?-იკითხა ვენდიმ და დივანზე ჩამოჯდა. -ახლა უნდა დავიცადოთ.-უპასუხა რობმა.-ჯობს ზევით ავიდეთ,გარეთ მაინც ვერ გავალთ და ზემოთ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს,იქნებ არავინ აღარ მოვიდეს. -კარგი-დაეთანხმა ვენდი. მეორე სართულზე საშინლად ციოდა.ალბათ იმიტომ რომ ბუხარს არავინ ანთებდა და უმეტესად მეორე სართულს არც არავინ იყენებდა. ქეითმა ტომი ოთახში შეიყვანა,საწოლში ჩააწვინა და უკან დაბრუნდა. -აი,აიღე ეს-მასაც მიაწოდა რევოლვერი რობმა. -რათ გვინდა,მაინც არაფერი სარგებელი არ აქვს. -გულში უნდა დაუმიზნო,ან თავში,როგორც დედამ გვასწავლა. -ვერცხლია? -ფიქრობ რომ დებილი ვარ?-რობს ეს არ უთქვამს მაგრამ დას ისე შეხედა,რომ ეს იგულისხმებოდა. -Okay. მალე ფანჯარაში სინათლის პირველი სხივი შემოიჭრა. გათენდა და სიჩუმე გამეფდა. აღარ ისმოდა კივილი და ვედრება. თითქოს მთელი ქალაქი მოკვდა. ვენდიმ ფრთხილად გადაწია ფარდა და გაიხედა-ყველა კარზე სისხლით X ეხატა. -ეს ნიშნავს,რომ ისინი მკვდრები არიან-დაასკვნა რობმა-ბენმა ჩვენს კარზე იმიტომ დაწერა,რომ არავინ აღარ შემოსულიყო. -რამდენი ხანია რაც იცოდი ბენზე? -ერთი თვეა.ჩავთვალე რომ დიდი ამბავი არ იყო და თან არ უნდოდა რომ ვინმეს მასზე ცოდნოდა. მეც შემთხვევით გავიგე და შევპირდი რომ საიდუმლოდ შევუნახავდი. -და რა მოხდა რომ მცოდნოდა რომ მაქციაა? დედაც ხომ მაქცია იყო... -წუხანდელ ღამეს თუ გავითვალისწინებთ,ალბათ ამიტომ. დედასაც ამიტომ არ უნდოდა თავისიანებთან ცხოვრება. ისინი ყველას განურჩევლად კლავენ,უდანაშაულოებს,ბავშვებს,ქალებს... -ბენი არა. -ხო,ბენი გამონაკლისია,როგორც დედა.თავი დახარე-თქვა რობმა და თვითონაც დაიმალა. -რა იყო. -მაქცია. ქუჩაში დადის.ნმე თუ დარჩა ცოცხალი. -რაღაც მეეჭვება. ვენდიმ ამოიოხრა და მძინარე ქეითს შეხედა. მას ბალიშის მაგივრად თავი ჩანთაზე ედო და ადიელა ეფარა. თითქოს იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა,ქეითმა თვალები გაახილა და ნამძინარევმა მიმოიხედა-რა ხდება? -არაფერი ჯერ. -რამხდენი ხანი მეძინა? რომელი საათია? -ჯერ 6 არ არის. დაიძინე,რამე თუ მოხდა გაგაღვიძებთ. -მეტი რა უნდა მოხდეს-მწარედ გაიღიმა რობმა.-ყველა მკვდარია,მაქციებმა ქალაქი დაიპყრეს.ჩვენს მკვდრები ვართ. ვიქნებით,ადრე თუ გვიან. -შეწყვიტე.-სთხხოვა ვენდიმ-ბენს უნდა დაველოდოთ.ის არ დაუშვებს რომ მაქციებმა რამე დაგვიშავონ. რობმა არაფერი უპასუხა და ჩაფიქრდა. -ის მაქცია ისევ აქ არის-თქვა ვენდიმ. -ნუ იყურები,დაგინახავს-უთხრა რობმა. ამ დროს მეორე ოთახში ტომმა გაიღვიძა და როცა ვერავინ რომ ვერ დაინახა,ტირილი მორთო. -ო არა,ჩვენთან მოდის!-თქვა ვენდიმ. ქეითი შეშინებული წამოხდა და ბავშვთან შევარდა,რომ გაეჩუმებინა,მაგრამ მაქციამ უკვე გაიგო ტირილის ხმა და კიბეებზე ამორბოდა. -შედი ოთახში-უთხრა ვენდის. -და რა,ის მაქციაა,ვერსად ვერ დავემალებით ან გავექცევით,ვერც წინააღმდეგობას გავუწევთ,მაგრამ ცდა მაინც შეგვიძლია.-უპასუხა მან და იარაღმომარჯვებული დადგა კარებთან. -მზად ხარ?-კითხა რობმა. ვენდიმ თავი დაუქნია და ძმას შეხედა-"ვინ იცის იქნებ უკანასკნელად ვხედავ..."-გაიფიქრა მან. მაქციამ კარი შემოტეხა და ოთახში შემოვარდა-ეს არც ბენი იყო,და არც ის მაქცია,რომელმაც პირველმა სცადა მათი მოკვლა-ეს უფრო დიდი იყო და უფრო ძლიერიც ჩანდა. ის სწრაფად გამოემართა ბავშვებისკენ. რობმა პირველმა გაისროლა,მაგრამ მაქცია მათ არ უყურებდა,თათებით ძლიერად მოისროლა ტყუპები გვერდზე და ოთახის კარი შეამტვრია. ქეითსს არც გახსენებია რომ იარაღი ჰქონდა,ისე შეეშინდა.მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა.მაქცია მისკენ გამოემართა,ქეითი ბავშვს გადაეფარა და თვალები დახუჭა. “Boom” “Boom” “Boom” ერთმანეთის მიყოლებით გაისმა იარაღის ხმა,შემდეგ კი რობის ყვირილი-"არა!!!" და შუშის მსხვრევის ხმა...და როცა ქეითმა თვალები გაახილა,ჩატეხილი ფანჯარასთან რობი დაინახა,რომელიც ქვევით იყურებოდა და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.ქეითმა პირველად ნახა რომ რობი ტიროდა და გული თითქოს დანებმა დაუსერა,როცა ფანჯრიდან გადაიხედა. შუშების ნამსხვრევებში მაქცია ეგდო,რომლის ქვემოდანაც ყავისფერი თმები მოჩანდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: flickanoflothlorien
ნანახია: 784 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar