იღბლიანი_1
14.08.2017, 23:16
მატარებელში თორმეტ საათიან მგზავრობას ჭკუიდან გადაყავდა,მარტო ის რად ღირდა რომ შეიძლებოდა მისი მეზობელი საშინელი შესახედაობის ტიპი აღმოჩენილიყო პირში სიგარეტ გაჩრილი,რომელიც ღერს ღერზე მიაყოლებდა.როგორ ვერ იტანს სუნიც კი შემზარავად მოქმედებს.სამაგიეროდ ყველაფერი სხვანარად მოხდა.მისი მეზობელი არც მწეველი და არც საშინელი შესახედაობის აღმოჩნდა,უნდა ვაღიაროთ რომ საკმაოდ მიმზიდველი მისნაირი შეუმჩნეველისთვისაც კი.დაჯდომისას გაუღიმა,ბიჭმაც ღიმილი შეაგება.სულ ეს უნდა ყოფილიყო,წესით და რიგით, რა თქმა უნდა.თვალებს აწვალებდა არ უნდოდა გახედვა მისკენ არადა ყოველთვის გრძნობს სხვის მზერას,ის კი ისე უყურებს ნერვულ სისტემას ყირამალა აყენებს.კაბები არ უყვარს მაგრამ რატომღაც დღეს ჩაიცვა,თმები აკეცილი ქონდა,რადგან ჩამოშლის შემთხვევაში სიცხისგან მოკვდებოდა,ბიჭს კი შავი ფერის თმები აწეწვოდა,ასევე შავი ფერის მუქ ყავისფერში გარდამავალი თვალები ქონდა,გვერდით სავარძელში სამოგზაურო ჩანთა ედო,ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მზერა პირდაპირ მჯდომი გოგოსკენ ქონოდა.რომ გაუღიმა,შემდეგ კი თვალებში შეხედა მიხვდა იღბალი მატარებელშიც ამოყვა.ყურსასმენებით მოსმენილი მუსიკა გონებამდე არ მიდიოდა,ისევ დაჟინებით უყურებდა ინტერესის ობიექტს ყურადღება სხვა რამეზე ვერ გადაქონდა,დროს ვერ დაკარგადვდა ერთი საათი იყო გასული,ანუ თერთმეტი საათი სასაუბროდ,მაგრა თავს ვერ უყრიდა სიტყვების კორიანტელს,აფორიაქდა და შეიძლება ითქვას ნერვიულობდა კიდეც.ამიტომ დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო ეს ნერვიულობა სწრაფად მიუჯდა გვერდით და ცალი ყურსასმენი მას მიაწოდა,გოგონამ გამოართვა Hoobastank-ის - The Reason ჩაირთო და აჟღერებულ მელოდიაში ჩაძირვა მარტივად მოახერხა.უყურებდა გოგონას ტუჩები როგორ ყვებოდა სიმღერის ტექტს,ტანი კი მუსიკას.დასასრულს ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და თვალებში შეხედა.
-ელენე მეტრეველი-გაუწოდა ხელი მომღიმარ ბიჭს.
-იღბლიანი-ბიჭის თვალები საოცარ სიხარულს და ბედნიერებას ასხივებდა.
-რა?-დაიბნა გოგონა.
-არაფერი-გაიღიმა მან,თვალები დამნაშავესავით დახარა-ალექსანდრე.
-მგზავრობა დიდ ხანს მოგვიწევს?წინასწარ რომ მოვამზადო გონება მომაბეზრებელი გზისთვის.
-რატომ მომაბეზრებელი.მგზავრობა კი სადღაც თორმეტსაათზე მეტია.
-ესეიგი ძილი არ მიწერია.მგზავრობისას ვერ ვიძინებ.
-ეს კარგია.-მხრები აიჩეჩა მხიარულად ალექსანდრემ.
-საერთოდ არა.
-და რატომ მიდიხარ?
-გამოფენას უნდა დავესწრო.
-რა დამთხვეევა მეც,ჩემი მეგობარი გამოფენის მერე უკრავს.
-რა დამთხვევაა,რას საქმიანობ?
-ოოო,მოდი არ გვინდა ეს ფორმალური კითხვები მაგრამ გეტყვი რომ პროგრამული მენეჯერი ვარ და როცა მინდა ფოტოგრაფი.
-აქ გაქვს კამერა.?-ალექსანდრემაც ამოიღო და მას მიაწოდა.ხელში ნაზად დაიჭირა ეშინოდა რამ არ გაეფუჭებინა რადგან ძალიან ძვირიანი და ძვირფასი იყო.
-საოცრებაა,ამით იმდენი რამის გადაღება შეიძლება.საერთიდ ვთვლი რომ ადამიანს თუ ხედვა აქვს ყველაფერში ძლიერი იქნება,როგორც ჩანს გაქვს ხედვა თუ იმას ხედავ რასაც ყველა ვერ.-ალექსანდრეს ყბა ხელის მტევანზე ჩამოედო და თვალებით ეჭიდებოდა მის თითოეულ მიმიკას თუ მოძრაობას.
-აქ ხარ?-ხელი აუქნია ცხვირ წინ.ის წელში გასწორდა და ფოტოაპარატი გამოართვა.
-მაპატიე,უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი.შენ ის იცი სვანი ინტერნეტში რომ დაიკარგა?
-ეგ უკვე მოძველდა.
-და კენგურუს ჯიბე რომ აქვს?
-ეგ სასაცილო არაა.
-კარგი,მაშინ-ჩაფიქრდა,როგორც გენიოსებს ჩვევიათ ისეთი პოზა დაიჭირა.-ბავშვობში იხვის პაროდიას ვაკეთებდი მოზარდობისას კი კატის.-ელენეს გაეცინა.
-და ახლა?
-ახლა ყველას პაროდიას ვაკეთებ.
-ჩემი გააკეთე.
-ასე როგორ შეიძლება,ჯერ ახლა გაგიცანი დროა საჭირო.
-საკმარისზე მეტი გვაქვს.-თვალი ჩაუკრა და ჩანთიდან წიგნი ამოიღო.
-არ გირჩევ მაგის წაკითხვას?
-რატომ?
-ბოლოს ქალი კვდება,კაცი კი გიჟდება.
-ალექსანდრე შენ არ გაგიგია რომ ხალხი არ უნდა დაასპოილერო?-წიგნი ისევ ჩანთაში ჩააბრუნა,ფანჯარაში გაიხედა თვალები დახუჭა ცდილობდა დაეძინა.როცა მაგიდაზე ალექასნდრემ დიდი თერმუსი შემოდგა.მომღიმარი სახით ერთი ჭიქა მას გაუწოდა.
-ძალიან ცხელა დღეს.
-ვცდილობდი დამეძინა.
-ვერ ეღირსები,ჩემს მეზობელს ძილის საშულაებას არ მივცემ.
-რა დავაშავე.-ამოიოხრა ელენემ და წყალი მოსვა.
-ისე შენ რას საქმიანობ.-(ადამიანებს ღიმილი ძალიან უხდება,მაგრამ შეყვარებული ადამიანის ღიმილი განსაკუთრებულად მშვენიერი და სესამჩნევია დამიჯერეთ.)
-ჯისიეი გაგიგია?
-კი რა თქმა უნდა.
-მაგ კომპანიაში ინტერიერის დიზაინერად ვმუშაობ.
-მაშინ ეს მოგზაურობა შენთვის კარგია რადგან მილანში ბევრი რამაა შენთვის.
-ჩემთვის არ ვიცი მაგრამ ფოტოგრაფისთვის კი არის.
-სწრაფი დიალოგი გაწყობს?
-როგორი?
-საყვარელი ცხოველი.
-ძაღლი.
-ერთი ქულა ჩემგან,მეც ძალიან მიყვარს ძაღლები.
-მე აღარ მყავს ბავშვობაში მომიკვდა,სულ მინდა ვიყოლიო მაგრამ......ძალიან მიყვარს.
-მაგას მოვაგვარებთ,შენითავი დამიხასიათე ერთი სიტყვით.
-დეპრესიული.
-საერთოდ არ გავხარ დეპრესიულს.
-ამაში სპეციალისტი ვარ.-თვალი ჩაუკრა.
-რისი გეშინია?
-გადავარდნის,ქაოსის და საკუთარი თავის.
-ჰმმ
-ხო,ზოგჯერ ეს მელანქოლია...-გაიღიმა ელენემ-ახლა შენი დროა,ერთი სიტყვით.
-ენერგო ვამპირი,არა ერთი წამით კლოუნი.
-მიყვარს შენნაირი ადამიანები.-წყალი გადასცდა ალექსანდრეს.
-როგორი ადამიანები
-პოზიტიური,და მხიარული ხარ,როგორც კი შემოგხედავ ადამიანი შანსი არაა მოწყენილი დარჩეს,მაგრამ დარწმუნებული ვარ შენც გაქვს ხოლმე საკუთარ თავთან მარტო დარჩენის პერიოდები.
-ადამიანებს კარგად კითხულობ.
-ეს კი ჩემი ჰობია.კიდევ ერთი ჭიქა წყალი თუ შეიძლება,აქ ძალიან ცხელა.
-ახლა გამახსენდა,ლაშას მეგობარი ხარ,შარშან შეგხვდი მის კონცერტზე ძმასთან ერთად იყავი მოსული,ბექასთან ხომ?-ელენე წარსულს გადასწვდა და არცთუ კარგი მოგონებები ამოქექა.ბოლოს მაინც გაახსენდა ის დღე.
-კი,მახსოვს,მითუმეტეს შენ როგორ არ მემეახსოვრები სულ იცინოდი.
-შენ კი მეგონე ძალიან სერიოზული,თვალებით ადამიანის შუაზე გაჭრა რომ შეუძლიათ ისეთი.
-ხო მაშინ ძალით წამომიყვანეს და მაგიტომ.
-ახლა გამოფენაზე რომ მივდივართ საღამოს ლაშამ უნდა დაუკრას,დარჩები იმედია.ისე ვისი გამოფენაა?
-ჩემი ძმის ფოტოების,დედაჩემი უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას და ალბათ ლაშაც მან მოიწვია.
-ახლა გამახსენდა შენი ძმა ფოტოგრაფი რომ არის.-წამში მოიღრუბლა ელენე.
-ახლავე მოვალ.-სწრაფად გაეცლა ალექსანდრეს რომ ,ომდგარი ცრემლები არ შეემჩნია.
-ცუდად ხომ არ ხარ?-დაბრუნებისას კითხა მაშინვე.
-არა,მგონი რღაცამ მაწყინა,სერიოზული არაფერია.-გაუღიმა.
-ჯერ მარტო ორი საათი გავიდა.-საათზე დაიხედა ელენემ.
-ასე ძალიან გინდა იქ ჩასვლა.
-არა ძალიან მინდა იქიდან წამოსვლა.არ მინდა იქ ყოფნა.ასე რომ რაც მალე ჩავალ მით უფრო მალე წამოვალ.
-ბოლოს და ბოლოს შენი ძმის გამოფენაა ისიც იქ იქნება,თუმცა...მივხვდი არ გიყვარს გამოფენები.
-ბექა იქ არ იქნება.
-რატომ?თავის გამოფენაზე,ეს ხომ აბსურდია.
-ის ექვსი თვის წინ გარდაიცვალა.-ალექსანდრეს სახე მოიღუშა,ნაღვლიანი თვალები შეაგება.
-მაპატიე,ჩემი სიტყვებით გული გატკინე.
-ასე არაა,შე დამნაშავე არ ხარ.ახლა რთული პერიოდი მაქვს,იქ მისვალ კი უბრალოდ არ მინდა,ბექას მეგობრები ძირითადად მილანში ყავდა და ახლა რომ ჩავალ მათი სახეების დანახვა გამახსენებს რომ ის დავკარგე.-ალექსანდრეს თვალებში თანაგრძნობა დაინახა ამიტომ თქვა ის რაც თქვა.
-მაშასადამე ახალი მისია მაქვს,როგორ გავხადო შენი სტუმრობა მილანში მხიარული.
-მილანში ადრეც ხარ ნამყოფი?
-ნამყოფი?მე აქ ვცხოვრობ დიდი ხანია.
-მე კი პირველად ვარ,ბევრჯერ დამპატიჟა ბექამ მაგრამ ვერ მოვახერხე ჩამოსვალ მე თვითონაც ვსწავლობდი,ბევრი არაფერი ვიცი აქაურობაზე.
-მაგას გამოვასწორებთ,რამდენი დღით გაჩერდები.
-ეგ ჩემზეა დამოკიდებული.
-შენზე არა ჩემზე იმედია.სად გაჩერდები იცი?
-კი მისამართი ბლოკნოტში მიწერია.

-უკაცრავად მშვენიერო ქალბატონო შეიძლება რომ თქვენს გვერდით დავჯდე?რაღაც პრობლემაა შეიქმა ჩემთან.-შესამჩნევი იტალიური აქცენტით მიმართა მამაკაცმა.-ალექსანდრე უცბად წამოხტა და მტრულად გადახედა ოქროში ამოვლებულ მოლუსკს.
-აქ დაბრძანდით.თავის ადგილას ანიშნა თავად კი სწრაფად მოთავსდა ელენეს გვერდით.-ელენემ გადამარჩინეო შეხედა მანკი უბრალოდ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-მგონი ჩვენ გარდა ყველას სძინავს.-ელენემ ალექსანდრეს ნათქვამზე გარშემო მიმოიხედა,მართლაც რომ ყველას ან ეძინა ან ეტყობოდათ რომ მალე მიეცემოდნენ ძილს.
-შენც ხომ არ გეძინება?
-აკი გითხარი ჩემს მეზობელს არ ვაძინებ მეთქი და შენ თუ არ დაიძინებ მე რაღა დამაძინებს.
-და ცოტახანი რომ წავუძინო,მომცემ უფლებას.-გაუცინა და მის მხარზე მოთავსდა.იგრძნო როგორ დაიძაბა მამაკაცის სხეული,მას კი ესიამოვნა და ჩაეღიმა.
-შენც შეგიძლია იგივე გააკეთო.
-არამგონია გამომივიდეს-ზემოდან დახედა გოგონას.
მატარებლის მილანში შესვლამდე სულ რაღაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი როცა ორივეს გამოეღვიძა.
-ო,ეს შეყვარებულები-დაიწყო პირდაპირ მჯდომმა მგზავრმა.-როგორი კარგები ხართ,აი ეს ჩემგან-ბლოკნოტიდან ფურცელი ამოხია სადაც მძინარე ალექსანდრე და ელენე იყვნენ,ელენეს თავი მის მხარზე დაედო ალექსანდრეს კი თავი მის თავზე.ორივემ ერთმანეთს გადახედა ღიმილით.
..............
-კარგი იქნებოდა მგზავრობა კიდევ დიდხანს რომ გაგრძელებულიყო
-სიმართლე გითხრა ალექსანდრე პიველი შემთხვევაა მგზავრობისას რომ არ მოვიწყინე.პოზიტიური ადამიანი ხარ.
-რატომ მარტო პოზიტიური სიმპატიური არა?-გაუღიმა ეშმაკურად და ბარგი მეორე ხელში გადაიტანა.
-ეგეც...კარგი მე უნდა წავიდე და შევხვდებით გალერეაში.-ტაქსის კარები გაუღო და ჯელტმენურად დაეხმარა დაჯდომაში.
-შეხვედრამდე-დაიხარა და ლოყაზე აკოცა.ელენემ მორცხვად გაუღიმა და ტაქსისტს მშვენიერი იტალიური აქცენტით სასტუმროს მისამართი უკარნახა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: ელენე, მატრებელი მილანის მიმართულებით, ალექსანდრე
ნანახია: 1360 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar