იღბლიანი_2
15.08.2017, 18:30
ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია,დროს უკან ვერ დააბრუნებ და სხვანაირად ვერ მოიქცევი ეს წარმოუდგენელია.როცა კვდები შენზე ცუდს არავინ ამბობს,დღეები გადის და ავიწყდები ყველას ვისაც სიცოცხლეში უყვარდი.მაგრამ არის ოჯახი, რომელსაც არასდროს დაავიწყდები,ოჯახი ეს ერთი ჯაჭვია და როცა ჯაჭვის ერთი რგოლი ვარდება მაშინ ის ჯაჭვი ჩვეულ მდგომარეობას ვეღარ დაიბრუნებს.
სასტუმროში შესვლისთანავე დაინახა დედა რომელიც ფოიეში იჯდა და გაზეთს კითხულობდა უკნიდან მიეპარა და ჩაეხუტა.
-ჩამოხვედი?რატომ არ გამაფრთხილე დაგხვდებოდი.
-კარგი რა დედა,მოვაგენი ხომ ხედავ.საღამოსთვის ყველაფერი მოგვარებულია?
-კი-გაზეთი დაკეცა და მაგიდაზე დადო.-შენს ბარგს აიტანენ შენ კი ჩემთან დარჩი.-ელენემ თავი დაუქნია.
-როგორ იმგზავრე?
-შეიძლება ითქვას შესანიშნავად.
-გადამეტებული ნათქვამი ხომ არაა,შენ ხომ ვერ იტან მგზავრობას.
-კარგი იყო...-გაიღიმა,თითქოს რაღაც გაახსენდა,დედამ ეჭვის თვალით შეხედა.
-ვინმე გაიცანი?
-საიდან მიხვდი?კი ლაშას მეგობარი,აქ ცხოვრობს და საღამოს ისიც იქნება.
-რა ქვია?
-ალექსანდრე-ისევ გაეღიმა.-სასაცილო ბიჭია.
-სხვა?
-სხვა რა?
-როგორ გამოიყურება?
-დედა ვხვდები საუბარი საითკენაც მიგყავს.
-ესეიგი სიმპატიურია მაგრამ ეგ რომც არ მითხრა საღამოს მე შეგიფასებ.ხო რა იყო ნუ მიყურებ მასე,თვალებში გატყობ მოგეწონა.
-ოოჰ.წავალ მოვწესრიგდები-წასასვლელად მოემზადა.
-დედას არაფერი გამოეპარება ხომ იცი?-გაეცინა მააგრამ ეს სიცილი სევდამ ჩაანაცვლა.ელენე დაიხარა და ჩაეხუტა.
-არ იდარდო,გაივლის,ოდესმე ესეც გაივლის.-თავზე აკოცა.-მამა სად არის?
-ოთახშია.
-წავალ ვნახავ.
-არ გინდა,დღეს ბექას ბინაში ვიყავით და ცუდად გახდა,დაისვენოს.
-კარგი....უნდა მეკითხა, ლაშა შენ მოიწვიე?
-არა მაგრამ ბექას გამოფენის შესახებ რომ შეიტყო თვითონ მოისურვა.
ოთახში ახალი შესული იყო სასტუმროს ტელეფონმა რომ დარეკა,საწოლზე გადაგორდა და სწრაფად უპასუხა.
-გისმენთ?
-თქვენთან საუბარი ალექსანდრე შენგელიას სურს,თანახმა ხართ მასთან საუბარზე?-ეს ისე ჟღერდა როგორც თანახმა ხართ ცოლად გაყვეთ მაას?ელენეს თავის სულელურ ფიქრზე გაეცინა.
-კი,კი თანახმა ვარ.-ქალის ხმა გაწყდა და მას ალექსანდრეს მომაჯადოებელად შარმიანი ხმა ჩაენაცვლა.
-ელე,იმედია უჩემოდ მოიწყინე.
-სულაც არა.
-მეკი იმედი მქონდა მეტყოდი’’ო,ალექსანდრე უშენოდ ძალიან მოვიწყინე’’
-სულ ცოტახნის წინ მოვედი.
-ერთი წამით ნახევარი საათიც არ უნდა მანდ მისვლას.
-საცობები ბატონო ალექს.
-ა,ახლა გასაგებია.
-დედაჩემი დააინტერესე.
-რატომ რა უთხარი ჩემზე ასეთი.
-ისეთი არაფერი.
-ვიცი რასაც ეტყოდი,მატარებელში ერთი ზესიმპატიური მამაკაცი გავიცანი რომლის ღიმილმა და ხმამ დამატყვევაო.
-მშურს შენი წარმოსახვის,არა ასეთი არაფერი მითქვამს.
-საწყენია,მე კი ზუსტად ასე ვუთხარი ლაშას შენზე.-ელენე სულელურად გაიკრიჭა.ცოტახნის შემდეგ როცა მიხვდა რომ ისევ ხაზზე იყო ალექსანდრე და მის პასუხს ელოდა ჩაახველა.
-საღამოსთვის უნდა მოვემზადო,შეხვედრამდე.-მიხვდა ალექსანდრეს რომ ჩაეღიმა,რადგან მის ხმაშიც იგრძნო.
-შეხვედრამდე.
ნერვიულად ათამაშებდა ხელებს,ცოტაც და ალბათ თითებს გადაიმტვრევდა.ვერ მშვიდდებოდა,ეს სურათები ბექამ მილანში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე აჩვენა და უთხრა რომ აუცილებლად უნდა გამოფენილიყო,მის გარეშეც კი,მაშინ ვერ მიხვდა რატომ უთხრა ეს,დაბრუნებიდან მეორე დილით ბექამ თავი მოიკლა.
ახლა კი როცა ამ სურათებს უყურებდა არ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო,ერთ-ერთ სურათში თავადაც იყო ახსოვს იმდღეს ბექას ობიექტივში მოხვედრა არ უნდოდა მაგრამ მან გამოიჭირა.
-ელენე -შემოსავლელისკენ გაიხედა და ლაშა დაინახა,თავისი დაცვით და ასისტენტით,ცოტახანში კი ალექსანდრეც გამოჩნდა.ლაშას გადეხვია,ალექსანდრე კი თავად გადაეხვია და ყურის ბიბილოსთან ახლოს აკოცა,ისე შეაჟრჟოლა და გონება აუბნია არ იცოდა რა გაეკეთებინა.მიხვდა რომ სულელივიდ გაეღიმა,მაგრამ ამას ვერ გამოასწორება.მასზე ძალიან მოქმედებდა ალექსანდრე.
-როგორ ხარ ლაშიკო.-ლაშა მისკენ გადაიხარა ისე რომ სხვებს არ გაეგოთ.
-ლაშიკოს ნუ მეძახი ხალხში რაა,გთხოვ.
-კარგი ლაშაკა.-ბექას შერქმეულ სახელზე გაეცინა.
-ბექას მაინც ვერ ვაპატიებ ამ სახელს.
-........კარგით დაათვალიერეთ და მეც მალე დავბრუნდები.-როგორც კი ელენე გასცილდა,ლაშამ გვერდით გაიყვანა ალექსანდრე.
-რა გჭირს შვილო?
-არაფერი შვილო.
-ალექსანდრე სერიოზულად,არ მითხრა რომ მატარებელში გოგო რომ შეგხვდა ელენეა.
-ბიჭო გამაგიჟებ პასუხის გაცემა არ შეგიძლია თუ...რა პასუხი ამას უნდა სულ გამოშტერდი.-თავში წამოარტყა.ლაშას გაუკვირდა საპასუხოდ არაფერი რომ არ მიიღო.
-გამოშტერდა,სულ გამოშტერდა.-ამასობაში ელენეს დედა,მაგდა, მიუახლოვდა მათ.
-მაგდა დეიდა როგორ გიკითხოთ.
-ძველებურად.შენ როგორ ხარ ლაშა?საქმეები როგორ მიდის?
-კარგად,საქმეებიც კარგად მიდის...ბევრი ხალხი მოვიდა.
-მე ვიტყოდი,საკმარისზე მეტიც კი.ეს ბატონი ვინ არის?
-ალექსანდრე შენგელია-არ აცადა ლაშას თავად წარუდგინა თავი.
-ელენეს წყალობით მსმენია თქვენზე.
-ეს კარგია და მაინც რა?-მათი საუბარი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ელენე მათთან მისვლას აპირებდა როცა გალერეის ადმინისტრატორმა დაუძახა.
-რამე პრობლემაა?
-არავითარი უბრალოდ როცა თქვენს ფოტოსურათს ამაგრებდნენ აი ეს კონვერტი გადმოვარდა ალბათ უკან იყო მიმაგრებული.-ადმინისტრატორმა ყვითელი კონვერტი გაუწოდა,ელენემ დაეჭვებით გამოართვა და გარეთ ბაღში გავიდა სადაც არავინ ეგულებოდა.
კონვერტს გარედან ეწერა ’’ჩემს ჭირვეულ დაიკოს’’ხელით ცრემლები მოიწმინდა და აფორიაქებულმა გახსნა კონვერტდი,კონვერტიდან წერილი გადმოვარდა და სურათი,ეს ის სურათი იყო მაგდამ რომ გადაუღო ორივეს,ბექას ბოლო სურათი.

’’ნამდვილად არ მინდა ახლა შენი ცრემლების მიზეზი მერქვას, არც შენი და არც ვინმე სხვის,ეს არ განმიზრახავს როცა ამის გაკეთება გადავწყვიტე.პესიმიზმის საწყისებს ვებრძვოდი სულ.რამდენჯერ გინატრია რომ ერთხელ გაგეღვიძა და სრულიად სხვა სამაყროში ყოფილიყავი?ალბათ ბევრჯერ,არ იფიქრო რომ მომატრუებ,რადგან ვიცი ყველას რაღაც დოზით ყელში აქვს ყველაფერი.მე ხმელეთზე ამოვარდნილი ერთადერთი თევზი ვარ,წყალში დაბრუნება მინდა მაგრამ ამისთვის ძალა აღარ მაქვს.დღეს კი ის დღე იყო როცა ცხოვრების იმ საწყის დავუბრუნდი ყველაზე მეტად რომ მიყვარს.როგორ შეიძლება დაგავიწყდეს მომენტი, რომელმაც უსაზღვრო ბედნიერება მოგანიჭა,
წამით მაინც.ოჯახში თავი ისევ სრულყოფილ ადამიანად ვიგრძენი მაგრამ ვერ დავმშვიდდი.ელე,როცა შენ დაიბადე და დედამ უფლება მომცა ხელში დამეჭირე ვიგრძენი რომ შენ ჩემი ნაწილი გახდი.ჩემი და რომელსაც ყველაფრის უფლებას,აბსოლიტურად ყველაფრის უფლებას მივცემდი.აქ წამოსვლას არ ვნანობ,ოჯახისგან შორს ყოფნას და დაბადებას ვნანობ,ვიცი ვერ გამიგებ,არ მაქვს ამის პრეტენზია,მეც არ ვიცი რა ხდება,ჩემს გარშემო სრული ქაოსია,რამდენჯერმე ვეცადე შენთვის ეს ყვეალფერი მეთქვა,მეთქვა რომ ვიტანჯები და სიკვდილს ვნატრობ ზოგჯერ.ექიმთანაც ვიყავი,მან კი წამლები დამინიშნა.წამლები,ისინი უბრალოდ ’’მამშვიდებენ’’,ალბათ დამადანაშაულებ რომ არაფერი გითხარით,ერთხელ გავიღვიძე და სარკეში საკუთარი თავის მაგივრად სხვა მოუვლელი,დედამიწაზე დაკარგული ადამიანი დავინახე,არაფერი აღარ მახარებს ელე,აღარაფერი საერთოდ.რობოტად ვიქეცი. ვჭამ იმიტომ რომ უნდა ვჭამო, მაგრამ არაფერს ვაკეთებ სიამოვნებით,ჩემთავზე იმდენად გავბრაზდი კამერაც კი დავამტვრიე.ერთ გამვლელს სრულიად უმიზეზოდ ვეჩხუბე,საკუთარ მეს ვკარგავ.სრულიად უსარგებლოდ ვიქეცი,სამსახურიდან გამომიშვეს,სახლში დაბრუნება მინდა მაგრამ ვიცი მანდაც ვერ ვუშველი თავს,მე ვიცი რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც გავაკეთებ ამას,და ცოდვილი უფრო მეტად შევტოპამ.გამიხსენე ხოლმე,ვიცი არ მაპატიებენ,დედა სულ იდარდებს მამა უფრო მეტად,შენ კი ისეთი ხარ შენს დარდს არავის დაანახებ,პირიქით ყველას შენ დაამშვიდებ.ძალა გამოცლილი ვარ,არაფერი დარჩა ჩემგან,ვეღრ ვიღიმი,ყველანარიად ვეცადე ჩვენი ბოლო შეხვედრა ისეთ ყოფილიყო როგორიც არასდროს ყოფილა,გამყვება იმედია მოგნებები.დედამიწამ ჩემზე გულიანად გაიცინა,რადგან ამ ყოფისთვის სუსტი აღმოვჩნდი.გჯეროდეს იმის რისიც არ ჯერა სხვას.ეცადე იმედი არ დაკარგო,თორემ არეული ფიქრები ისე მოგიტაცებს როგორც ქარი ხმელ ფოთოლს.მიყვარხარ და მომენატრები,არ იტირო,რომც ვერ დამინხაო იცოდე რომ მე მანდ ვიქნები.’’
ეგონა გული ამას ვერ გაუძლებდა და ცოტახანში გასკდებოდა,ისიც კი იფიქრა იქნებ ამ წამს მეც აღარ ვარ ცოცხალიო,იმდენად ცუდად იყო.ცრემლები თვალებში იყვნენ დარჩენილი,არ გადმოდიოდნენ,წერილი ისევ კონვერტში ჩააბრუნა,როგორ შევიდა დარბაზში არ ახსოვს,დედასთან მისვალ უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა ის და მამა ხელჩაკიდებულები ერთ ფოტოს უყურებდნენ.აი ერთი ცრემლი დაიძრა,ლოყაზე ჩამოუგორდა,მაგრამ სწრაფად მოაცალეს.
-როგორ ხარ?-ალექსანდრეს ანერვიულებული სახე დაინახა,შემდეგ მისი ხელები იგრძნო სახეზე.
-აქედან წამიყვანე.-ხმაჩახლეჩილმა ძლივს გასაგონად თქვა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: წერილი, გამოფენა, შარმიანი.
ნანახია: 1153 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar