იღბლიანი_3
18.08.2017, 23:36
არ დაბნეულა ალექსანდრე ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა,როცა მიხვდა რომ ირგვლივ არავინ იყო ელენე კიბეზე ჩამოსვა,წინ დაუჩოქა და თვალებში შეხედა.
-არ მეტყვი რა მოხდა?-მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-კარგი…ახლა სად გინდა რომ წავიდეთ.
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა ელენემ.-იქ სადაც ვერც დედა და ვერც მამა მნახავს,რადგან ეს რთული იქნება ჩემთვის,მათ ვერ ავუხსნი რატომ ვარ ახლა ასე ცუდად.-ალექსანდრე ჩაფიქრდა,შემდეგ წამოდგა და ელენესკენ დაიხარა.
-აქ დამელოდე ახლავე მოვალ-წასული უკან მობრუნდა.-ეს ჩემი მანქანის გასაღებია აი იქ დგას ჩაჯექი და დამელოდე.ელენემ საწყლად დაუქნია თავი,ალეხსანდრე ალბათ სხვა შემთხვევაში ეტყოდა ’’როგორი ლამაზი ხარ’’მაგრამ ახლა ვერ გაბედა თქმა.

საერთოდაც მე თუ მკითხავთ ეს ჩარჩოები გადასახედია,ადამიანების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს ვგულისხმობ.ეს შეზღუდვები რა საჭიროა.განა სწორი არაა ნათქვამი,მატარებელზე არ დაგივიანო,აღარ მოვაო.ერთხელ რომ უყვარდებათ და ნამდვილად მე ასეთი სყვარულის მჯერა,მეორედ და მესამედ ასეთის არა.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მანქანა დაძრა მაგრამ არ იცოდა დანიშნულების ადგილი,ელენე ყველაფერს გამოეთიშა თითქოს,შუაღამე იყო,ამიტომ მანქანაში მხოლოდ გემოვნებიანი მუსიკის ხმა ისმოდა და, რომ გამოერთოთ მუსიკა მაინც არ მოაკლდებოდათ გარედან,რადგან იტალია და მილანი განსაკუთრებით ის ადგილია სადაც ყველგან შეგიძლია მოისმინო თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიები სიმღერებად გადაქცეული.გამოღვიძებისას, სადღაც დილის ხუთი საათი იქნებოდა,საოცარი სანახაობა გადაეშალა ელენეს თვალწინ,ამ სანახაობას თვალს ვერ წყვეტდა.ტყეში გაყვანილ გზაზე მიდიოდნენ,როგორც ჩანდა სანამ გამოიღვიძებდა წვიმდა,ფოთლებს შერჩენილი ქონდათ წვიმის წვეთები,ბუნება ყოველწამს გაგაოცებთ თუ მოუსმენთ და დაინახავთ მას.
-ალექსანდრე სად ვართ?აქაურობა ძალიან ლამაზია.
-ფლორენციაში.
-რაა?-გაოცებისგან პირი დააღო და ფანჯრის მინა ჩამოწია რომ გარედან შემოსული ჰაერით უფრო კარგად ეგრძნო ბუნება.-ლამაზია,ძალიან ლამაზი.
-მიკვირს არ მეკითხები სად მივდივართო?მაგრამ გიპასუხებ რომ აქ ბიძაჩემისგან დატოვებული სახლი მაქვს,საქართველოს მახსენებს აქაურობა,ახლა ზაფხულია თორემ რთველიც მშვენიერი გვაქვს.
-საოცარია,მართლა.-ნახევარი საათის განმავლობაში იყურებოდა გარეთ და ამ ფერადი სანახაობით ტკბებოდა.
სახლი საკმაოდ დიდი და კარგად მოვლილი ჩანდა,დიდი ეზო ქონდა გარს შემოვლებული. მთლიანად სიმწვანეში იყო ყველაფერი ჩაფლული.
-ოჰ,ალექს მობრძანდი,თან სტუმარიც გახლავს შესანიშნავია,გულმა მიგრძნო და შენი საყვარელი მარწყვის ღვეზელი გამოვაცხვე.მარწყვზე ხომ გიჟდები.
-ელე,გაიცანი ამ სახლის დიასახლისი დორისი,ის უვლის ამ სახლს,თუ რამე დაგჭირდა შეგიძლია მასთან მიხვიდე.-დორისი ფუმფულა შუახნის ქალი იყო,თმაზე ჭაღარა რომ არა სახეზე ვერც კი შეატყობდით ასაკს.ძალიან ლამაზი სახე ქონდა.მხიარული სულის ადამიანი,რომელსაც ალექსანდრე თავის შვილად მიაჩნდა.
-ეს კი ელენეა,ჩემი მეგოაბარი.
-აა მეგობარი,კი რა თქმა უნდა,აქ ლაშას გარდა არავინ მოგიყვანია და მეგობარიო,დაფიქრდი აბა.
-დორის-გაუცინა ქალს.
-კარგი,მიხარია ელენე ხომ?
-კი,სასიამოვნოა ქალბატონო.
-ო,ქალბატონო არა უბრალოდ დორისი დამიძახე-გადაეხვია და გაუღიმა.-შემოდით,შემოდით.-ალექსანდრემ და ელენემ შეთქმულებივით გადაიხარნენ ერთმანეთისკენ.
-სხვათაშორის მარწყვი მეც მიყვარს და დორისი ძალიან საყვარელი ქალი ჩანს.
-ჩინებულად ართმევს ყველაფერს თავს,ბიძაჩემს და დორის ერთმანეთი უყვარდათ.
-მართლა?
-ეს არცერთს უღიარებია მაგრამ....მე ვიცი.
-რა მიხვედრილი ხარ.
-ნამდვილად,ნამდვილად.-ჩაიქირქილა მან.
-სწრაფად ბავშვებო.-დორისმა ფეხს აუჩქარა.
-ჩემი ბრაზიანი გოგო ხარ -ალექსანდრე უკნიდან მიეპარა და დააბზრიალა.
-გაჩერდი ალექს,ალექს!რამდენი წელია ჩემთვის არავის დაუძახია გოგო.-კაბა შეისწორა სიცილით და ისევ წინ წაუძღვა მათ.
-ასე დიდ ხანს თუ იდგები გაცივდება ღვეზელი.წამოდი-ხელი ჩაკიდა ალექსანდრემ და სამზარეულოში გაათრია.
-ეს ინტერიეირი ისეთი ლამაზია,აქ ვიცხოვრებდი დიდი სიამოვნებით.-სკამზე მოთავსდა და ცხელ ღვეზელს დახედა-გემრიელი ჩანს.-ალექსანდრე მას აკვირდებოდა,რას გააკეთებდა,რას იტყოდა ყველაფრის შესწავლა გადაწყვიტა,მისი თითოეული დეტალის.
-მერე დარჩი აქ-დორისი დაფუსფუსებდა მაგრამ ამავდროულად ყურადღებასაც არ აკლებდა მათ.
-კარგი იქნებოდა მაგრამ სამსახური რომ არა დავფიქრდებოდი.
-მოისროლე ეგ სამსახური,გადმოდი აქ იშოვი უკეთესს.-შეეხვეწა ალექსანდრე,ელენემ ეს არასერიოზულ ნათქვამად მიიღო მაგრამ კარგად რომ შეეხედა თვალებში მიხვდებოდა რამდენად სერიოზულად იყო ნათქვამი.
-ნტ.....დორის ასეთი ღვეზელი დიდი ხანია არ გამისინჯავს,უგემრიელესია.
-შეგერგოს,არ გაისეირნებთ?-დორისის სიტყვებზე ალექსანდრემ მაგიდაზე ხელები დაარტყა,ელენე შეხტა
-ვაიმეე,ნორმალური ხარ?
-არა.-ადგა ხელი ჩაკიდა ისევ და გარეთ გაიყვანა,ჯერ გრძელი ბაღი გაიარეს შემდეგ კი დაინახა ხეივანი,ხეივანსაც რომ გასცდნენ სახლები გამოჩნდა,ახლოს მისვლისას შეატყო ელენემ რომ მიტოვებული სახლები იყო,მაგრამ ისეთი არქიტექტურით რომ მობილური ამოიღო და სურათები გადარება დაიწყო,ბოლო სურათებში ალექსანდრე აცანცარდა და გაუფუჭა ყველა თავისი ნახტომებით.
-სად მივდივართ?
-ჩემი გოგო უნდა გაგაცნო.-მიღებული ინფორმაცია არც ისე მისაღები აღმოჩნდა მისთვის,გოგო,ვინ გოგო,ფიქრობდა ის,ხომ იცოდა ასეთ სიმპატიურ ბიჭს ეყოლებოდა ვინმე აბა მარტო ხომ არ იქნებოდა.ახლა კი არ მიდიოდნენ,ელენეს მიათრევდა,რადგან ფეხები უკან რჩებოდა გოგოს გახსენებისას.
-ისევ სახლში მოვედით?
-კი აქაურობა ასე თუ ისე განახე მერე გვექნება დრო ამისთვის კიდე.
-სახლში რომ ვიყავით მაშინ რატომ არ გამაცანი შენი შეყვარებული?
-შეყვარებული?-ალექსანდრე დაიკლაკნა სიცილისგან,ბალახზე წამოგორდა.
-რა იყო რამე ვთქვი სასაცილო?-ზემოდან დახედა მას.ალექსი ხელში წვდა,სწრაფად აღმოჩნდა მის მკლავებში ბალახზე წამოგორებული,ხელები ლოყაზე მიიდო ისე რომ არ შეემჩნია,ლოყები აწითლებოდა.
-საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს როცა კოკის ჩემს შეყვარებულად ნათლავ.
-ვინ არის კოკი?
-ჩემი ძაღლია,ქალბატონი კოკი,დორისზე ფუმფულაა.
-მე კი...შენი სატრფო მეგონა.-თან იცინოდა თან კი ალექსანდრეს მკლავებიდან ცდილობდა თავის დაღწევას.მაგრამ ალექსანდრემ არ დაანება ჯერ თავად ადგა შემდეგ კი ხელი ჯელტმენულად გაუწოდა და წამოაყენა.
კოკის ბევრი ეფერა,გადაყლაპავდა საჭმელი რომ ყოფილიყო,იშვიათი ფერის ბეწვი ქონდა და მართლაც ფუმფულა იყო.
-აქ ხშირად ჩამოდიხარ?
-შეიძლება ითქვას მაშინვე როცა თავისუფალი დრო მექნება.
-საქართველოში რატომ არ ხარ,მშობლებთან რატომ არ ჩადიხარ,მე ვერ გაძლებდი მათ გარეშე.-ელენე ღიმილით ამობობდა ამას,მაგრამ ალექსის მოღრუბლული სახე რომ შეამჩნია თვითონაც მოიღრუბლა.
-რამე არასწორად ვთქვი?
-ოთხი წლიდან ბიძაჩემი მზრდიდა,ისინი კარგად არც მახსოვს,რაც დრო გადის უფრო მავიწყდებიან,მათი სიკვდილიც არ მახსოვს კარგად,მაშინ ვერც იმას ვაანალიზებდი რომ ისინი აღარ მოვიდოდნენ.
-მაპატიე-ამოიკრუსუნა ელენემ,ცოტაც და იტირებდა.
-ელენე-ხელები მის სახეზე შემოაწყო-როგორი გულჩვილი ყოფილხარ,საპატიებელი რა გაქვს.
-ის რომ გატკინე ამის გახსენებით.
-თუ შენს ცრემლებს დამანხაებ უფრო მატკენ,ვერ ვიტან როცა ვინმე ტირის,მითუმეტეს შენ,შენ უნდა იღიმო, სულ უნდა იცინო.
-სულ რომ ვიცინო გიჟი ვიქნები.
-ანუ ჩემნაირი.
-შეიძლება ხვალაც დავრჩეთ?
-მოვიფიქრებ.
-გეხვეწები-პატარა ბავშვივით შეეხვეწა.
-უნდა დაიმსახურო
-როგორ?
-1.ჭიდან წყალს ამოზიდავ 2.ქათმებს საკენკს დაუყრი3.ძროხებსაც აჭმევ და პლიუს რძეც გვინდა ხომ გესმის4.მათ სადგომს გაასუფთავებ.-ელენემ სახე დაჭყანა.
-მართლა?ამას სერიოზულად მეუბნები?იმედია ხუმრობ,ახლა იმიტომ იღიმი რომ მეხუმრე ხო?-ალექსანდრემ ხელი გადახვია და სახლისკენ წაიყვანა.
-არ მიხუმრია ან გააკეთებ ან წავალთ ხვალ.
-არ შემიძლია,სხვა რამე მოიფიქრე.
-გინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო?
-კი-ახლოს მიწიეს სახეები ერთმანეთთან.
-აქ არც ჭა გვაქვს,არც ქათმები და ძროხები გვყავს,ასე რომ-ბოლოში სიცილი აღარ შეუკავებია.ელენესაც არ შეუკავებია სიბრაზე და ძმაზე გამოცდილი მწარე ჩარტყმის ტექნიკა ალექსანდრესთანაც გამოიყენა.
-მეტკინა
-დამსახურებულად გეტკინა.ვრჩებით ხვალაც!
-კარგი,ხო შენი წვალება მინდოდა თორემ შენს მშობლებს ისედაც ორი დღე ვუთხარი.
-რა უთხარი?-შემოუტრიალდა თვალებ გაფართოებული ელენე.
-ის რომ ორი დღით მოვიტაცებდი მათ ქალიშვილს.
-კიდევ რა უთხარი
-არაფერი,ისე დედაშენი კარგი ქალია,გამიგო.ისიც კი მითხრა ჩემს შვილს მოწონხარო.
-რაააა
-ნუ ყვირიხარ ხალხია აქ.
-რაღაც ვერ ვხედავ.მაგას რა მნიშვნელობა აქვს მოგკლავ.
-ჩემგან რა გინდა დედაშენმა მითხრა,თანაც რომც არ ეთქვა ვიცოდი ისედაც.
-რა იცოდი-სიცილით ცდილობდა ნერვიულობის დამალვას.
-და რომ იცოდე ეს იმის შემდეგ მითხრა რაც მე ვუთხარი თქვენი შვილი მიყვარს მეთქი.
-ჰაჰ,სულ გაგიჟდი.
-არ გავგიჟებულვარ.
-კი,კი გაგიჟდი.
-ელე.
-არა.
-აი რატო იღრუბლები?
-მეძინება.
-შუა დღეა.
-მაინც მეძინება.
-თქვენ რა ჩხუბობთ?-მისაღებში მებრძოლ წყვილს შეუერთდა დორისი.
-დორის ჩემი ოთახი რომელია?
-მეორე სართულზე მარჯვნიდან,პირველივე.
-კარგი,მადლობა.-მომღიმარ ალექსანდრეს ერთხელ შეხედა და მაშინვე კიბეები აირბინა.
-დორის შენ იცი რა ქალი ხარ,აი ჩემი დედოფალი ხარ,იცი როგორ მიყვარხარ?
-ეგ რითი დავიმსახურე,შენი ოთახის გვერდით რომ მოვუმზადე ოთახი?-ალექსანდრეს არაფერი უპასუხია მხოლოდ იღიმოდა.
-თქვენი ამბავი გარკვეულია როგორც ჩანს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: ელენე, დორისი, ალექსანდრე, კოკი
ნანახია: 1199 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar