იღბლიანი_4
22.08.2017, 00:07
ალექსანდრესთან ჩხუბი არ უნდოდა,არ შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და წასულიყო არადა ერთი წამით წასვლაზეც კი დაფიქრდა,რა მიზეზით იმის გამო რაც დედამისს უთხრა?მერე რა თუ მართლა შეუყვარდა,ალექსანდრესადმი სიმპათიები კი აქვს მაგრამ სიყვარული?ეს სხვა განზომილებაა.
-თან როგორი სასაცილოა,მაგრამ .....დიდი თავის ტკივილია ეს სიყვარული,თავის ტკივილი კი არ მჭირდება.-მობილურს რომ დახედა ორი ზარი იყო გამოტოვებული ერთი დედასგან მეორე უფროსისგან.ჯერ უფროს გადაურეკა.
-როგორც იქნა ელენე,სად გაქვს ტელეფონი როცა მჭირდები მაშინ გინდება შვებულება და როცა მინდა და გირეკავ ქრები.-უფროსის მომაბეზრებელ ხმაზე,რომელიც აშკარად კარგად არ იყო განწყობილი მისადმი ეცადა იმავე ტონით არ ეპასუხა.
-გისმენ ეკა,რამე მოხდა?
-ახალ კლიენტებთან მისატანი სახლის დიზაინი შენ გქონდა და მაინტერესებ სად არის,მჭირდება სასწრაფოდ.
-ნინოს აქვს.მან მთხოვა. იმას დაურეკე.
-ნინო შვებულებაშია როგორ შევაწუხო.-ეკას სიტყვებზე უნდოდა ისე მიეხალა ყველაფერი რომ არც დაფიქრებულიყო.
-ცუდია მაგრამ სხვა გზა არაა.
-არი,ჩამოდი აქ,დღესვე გამოფრინდი.ნინოსთან მიდი და გამორთვი.
-რა?ეკა მემგონი გავიწყდება რომ მეც შვებულებაში ვარ და შენი ძვირფასი დიშვილის შეწუხება თუ არ გინდა მგონი შეგიძლია სხვა გააგზავნო მოსატანად.
-ჯერ ერთუ ეკა კი არა ქალბატონო ეკა და მეროეც ან ჩამოხვალ ან კი კარგად ბრძანდებოდე ისედაც არ ვიყავი შენი მუშაობით კმაყოფილი.
-ჩამოსვლის თანავე დავწერ განცხადებას წასვლის თაობაზე.-მაშინვე გაუთიშა.’’ეს რა ქალია,არ წაიღო ტვინიი,ძალიანაც კარგი,რომ წამოვედი’’ბაღში ჩავიდა,ჩასვლისას არავინ შეხვედრია,ახლა დედას გადაურეკა.
-რა იყო დედაკო?
-დედაკოს ნუ მეძახი რამდენჯერ უნდა გითხრა?
-კარგი ხო,დედა როგორ ხართ?--ხეზე ჩამოკიდებულ საქანელაში ჩაესვენა,სახე მზეს მიუშვირა.
-არაგვიშავს.
-ეგრე ნუ იცი,უნდა მითხრა კარგად,მაგრად და რა ვიცი ამის სინონიმები,ეს არა გვიშავს, ისე რა და ცუდად ამოიღე საერთოდ შენი ლექსიკონიდან.აბა როგრო ხართ?
-კარგად,კარგად-გაეცინა დედას.-მამაშენი ნერვიულობდა ასე უცხოს რომ გავატანეთ ჩვენი შვილიო მერე კი ვუთხარი ვიცნობ მე მაგ ბიჭს კარგი ოჯახის შვილია მეთქი ისე ველაპარაკე თითქოს პირველად არ მყავდეს ნანახი,მართლა როგორ ხარ შენ?ხო ყველაფერი კარგადაა?ან მოგეცადა და ერთად წავსულიყავით დასათვალიერებლად.
-აქ ძალიან კარგია დედა,ძალიან..დღეს ბრუნდებით?
- საღამოს გავრინდებით.
-სამსახურიდან წამოვედი-უკნიდან აპირებდა ალექსანდრე მიპარვას ეს რომ გაიგო და იქვე გაშეშდა.-განცხადებას დავუწერ რომ ჩავალ.
-რატო შვილო,რა მოხდა?-ვერ იტანდა დედის ანერვიულებულ ხმას.ამიტომ ინანა ეს მობილურით რომ უთხრა.
-შენ არ ინერვიულო სხვას ვიშოვი,უბრალდო ასე იყო საჭირო.
-ახლა მეტს არაფერს გკითხავ მაგრამ რომ გნახავ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები.ალექსანდრე მომიკითხე.კარგად.
-გადავცემ,კარგად დედა.
იცოდა რომ დედასთან ამაზე საუბარს ვერ ასცდებოდა.
-აუუუუუ,სამსახურიდან წამოხვედი ?-ღიმილიანი ალექსანდრე მოთავსდა მის გვერდით.
-რა გინდა?თითქოს შეწუხდი.
-სად გაქრა შენი კულტურა?ზრდილობა იქონიე ელენე და რომ იცოდე დიახ, შევწუხდი.
-ალექსანდრე ახლა მართლა არ ვარ შენს ხასიათზე
-მალე გახდები.
ელენე წამოდგა და წასვლა დააპირა,მაგრამ ალექსანდრემ მარცხენა ხელში ხელი ჩაავლოო მოზიდა და კალთაში ჩაისვა.
ელენეს წინააღმდეგობა არ გაუწევია თავი ჩაღუნა.მოხრილი საჩვენებელი თითი ფრთხილად ამოსდო ნიკაპთან და თავი ააწევინა.ელენე აქაც დაემორჩილა, მაგრამ რა წამს თვალებში შეხედა წამოვარდა და სახლისკენ გაიქცა.
’’გაიქეცი,გაიექი რამდეჯერ გამექცევი’’
-დორის სად მიდიხარ?
-მაღაზიაში საყიდელი მაქვს რაღაცეები.
-დაგეხმარო?
-არა,შენ გირჩევნია მიხედო იმ გოგოს მოიწყინა ბავშვმა.
-მაგაზე ნუ ღელავ.
ალექსანდრეც სახლში შევიდა,ელენე სამზარეულოში იყო და ვაშლს ჩაფიქრებული მიირთმევდა.ალექსანდრეს რომ შეხედა დააცემინა.
-ჩემზე ალერგია გაქვს თუ რა არის?-შევიდა და კედელს მიეყუდა,ხელები გადააჯვარედნა ისე უყურებდა.
-არა საიდან მოიტანე,გავცივდი მგონი.
-სამსახურზე არ ინერვიულო,იშოვი რამეს აუცილებლად თან უკეთესს,ვიცი უმიზეზოდ არ წამოხვიდოდი,რაც არ უნდა გადაწყვიტო ყველაფერში მართალი ხარ ამიტომ არ ინერვიულო.-ელენს გაეცინა .
-ყველაფერში მართალი არ ვარ,აი ამ საკითხში კი ნამდვილად ვარ.
-გახსოვს რომ გითხარი პაროდიებს ვაკეთებ მეთქი დორისის პაროდია გინდა?-ელენემ თავი დაუქნია.ალექსანდრემ თითქოს მოსამზადებელი რიტუალი შეასრულა.
-ალექსანდრე შვილო ამ სახლში სულ მარტო რომ ჩამოდიხარ ჩამოიყვანე შენი მეგობრები დავიჯერო ლაშას მეტი არ გყავს არავინ,მეგობრები იცი რა კარგია მე შენხელა რომ ვიყავი სახლში ვინ გამაჩერებდა ხან ტოსკანაში ვიყავი ხან აქ,სულ მეგობრების წრეში ,ვცეკვავდით ვმღეროდით ეჰჰრა დრო იყო რა დრო,სულ გამოშტერდით ეს ახალგაზრდები გართობაც სხვანაირად გესმით და საერთოდ ყველაფერი.
ელენეს გაეცინა და ალექსანდრეს ვაშლი ესროლა,ამ უკანასკნელს ელენეს ეს მოქმედება არ დაუნახავს და ვაშლი პირდაპირ შუბლში მოხვდა.ელენემ ხმამაღლა გაიცინა და ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო.
-უფრო მძიმე არაფერია?მაგალითად ტაფა,თუჯის ტაფა უკეთესია ან აგურის ნატეხი?ის მესროლე ჯობია.
ამის გაგონებისას ელენეს სიცილი ისტერიკაში გადაეზარდა,პატარა ბავშვივით ხტუნვას მოჰყვა.
ალექსანდრემ კარგად ითმინა მაგრამ ბოლომდე სერიოზულობის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა.უყურებდნენ ერთმანეთს და ხმამაღლა იცინოდნენ.როგორ გაიღო კარი და როგორ შემოვიდა დორისი ვერცერთმა გაიგო.ბარგით დატვირთულმა ქალმა კარები მიხურა თუ არა, ელენე თითქოს დაწყნარდა და წამოდგა.ალექსანდრემაც თავს ძალა დაატანა და დორისისკენ გაემართა.
-რა იყიდე?-იკითხა ალექსანდრემ და გაკვირვებულ ქალს შუბლზე აკოცა.
-ისეთი არაფერი,ხილი,პამიდორი და თუჯის ტაფები რიგდებოდა კიდევ ძალიან მოხერხებული,ორი ცალი ის ავიღე კიდევ.
დორის ბოლო სტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ ელენე მუხლებზე დაეცა და კივილნარევი სიცლით იქაურობა გააყრუა,არც ალექსანდრეს დამართნია ნაკლები.
დორისმა ჯერ ელენეს შეხედა მერე სიცილისგან მოხრილ ალექსანდრეს.ვერაფრით ვერ მიხვდა რა თქვა ასეთი სასაცილო და ეწყინა,ელენე მიხვდა მდგომარეობას და მათი სიცილის მიზეზი დაწვრილებით მოუყვა.დორისმა რომ გაიგო მათი ხარხარის მიზეზი ის კი არა თუჯის ტაფა ყოფილა და შეუნდო ბავშვებს.

კოკის მოფერებით რომ გული იჯერა ალექსანდრეს ძებნა დაუწყო,ბოლოს ტერასაზე ნახა,ხედს გადაჰყურებდა,როცა ელენე შეამჩნია გაუღიმა და თავი დაუკრა.
-ახლა რა გავაკეთოთ ელენე,უკვე ბინდდება ვერ გავისეირნებთ არადა მინდოდა გამოქვაბულები გენახა.
-ჩემების თვითმფრინავს ჩავუსწრებ,ჯობია წავიდე.
-ამის სათქმელად მოხვედი?
-ჯობია წავიდე.
-არ წახვიდე,გთხოვ-ისევ ისე დაუჭირა მარცხენა ხელი,და თვალებში მოურიდებლად შეხედა.
-ალექსანდრე მე არ მგონია ეს შევძლო,ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ, სიყვარული დიდი თავისტკივილია ხომ გესმის....დაუგეგმავი თავის ტკივილი.
-არა არ მესმის.სიყვარული კი სწორედ დაუგეგმავი უნდა იყოს აბა რომელი დაგეგმილი სიყვარული ყოფილა ნამდვილი და დიდ ხანს გაუძვლია.
-მეშინია და....არ ვიცი,რა გითხრა.-ცალი ხელი ელენეს ყელს შემოაჭდო,მეორეთი ისევ ხელი ეჭირა.ელენეს მის ყელზე მოთავსებულმა ალექსანდრეს ხელმა სხეულში ერთიანად ჟრუანტელის დავლა გამოიწვია.
-ხომ იცი არ დაგეკითხება ისე მოვა,ზუსტად იცი რაც უნდა თქვა მაგრამ არ ჩაგეძიები,ეს არმინდა,წასვლით კი არ წახვალ,როგორც ვთქვით ისე მოვიქცევით, თუ არ გინდა არაფერს გაგრძნობინებ,მაგრამ შენ აქ დარჩები.-ალექსანდრეს სიტყვას და მითუფრო მის მზერას ვერ შეეწინააღმდეგა.
-ასე ნუ მიყურებ.
-როგორ.
-აი ასე,და საერთოდ დიდხანს თვალებში ვერავის ვუყრებ,შენ კი უფრო მაბნევ.
-ხოდა ნუ მიყურებ -გადაიხარხარა ალექსანდრემ ხასიათი შეეცვალა ორივეს, თითქოს წამის წინ სერიოზულ თემაზე არ საუბრობდნენ.
-ანუ რჩები.
-კი,ხვალ იცოდე სახლში გაჩერება არ მინდა მთელი დღე გარეთ ვიყოთ,მინდა ყველაფერი დავათვალიეერო.
-რა თქმა უნდა,თქვენს სამსახურში მიგულეთ.რასაც ინებებთ ყველაფერს შეგისრულებთ.

მაგრამ ხომ იცით ყველაფერი რაც გინდა ისე არაასდროს ხდება როგორც გინდა,მაგრამ ოპტიმისტი უნდა იყო და გჯეროდეს ცხოვების გეგმის რომელიც შენი გეგმისგან რადიკალურადაა აცდენილი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: ელენე, ალექსანდრე, აღიარება
ნანახია: 1247 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar