იღბლიანი_5
27.08.2017, 00:23
’’-ალექს,ლაშა ვარ როგორც კი ამას მოისმენ გხოვ დამირეკე რაღაც მოხდა ძმაო,რაღაც საშინლება,შენ მაინც რომ არ მოგიყვე ჭკუიდან გადავალ.’’

ყველაფერი მოგონებიდან და წარსულიდან იწყება,მაინც ვერ ვხვდები რომელია უფრო მნიშვნელოვანი წარსული თუ მომავალი,რომელი უფრო გვიწამლავს გონებას.წარსულის მოგონებები თუ მომავლის ფიქრები.ფაქტია ორივე ერთდროულად გვტკენს და გვაბნევს.მსხვრევად მინასავით პატარა გაბზარვაზეც კი ნაწილებად გვშლის.ყველას აქვს დამპალი ხორცი მაცივარში,ყველას აქვს ბინძური მოგონება რომლის არსებობა სიკვდილზე უარესია.
ელენეს კარები დაუკითხავად შეხსნა ალექსანდრემ,ელენემ გაბრაზებით მოელვარე თვალები შეანათა,ამ გოგოს სილმაზაეც რომ არა მხოლოდ თვალებით შეძლებდა ნებისმიერის დატყვევებას.
-რა თქმა უნდა შემობრძანდი.შენ ხომ არცერთი წესი არ მოქმედებს,ასე როგორ შეიძლება..-თან მას ტუქსავდა და ამავ დროულად ბარგს ალაგებდა დილით გასამგზავრებლად:;
-ელენე,რადგან უკვე შუადღეა და ჩვენ აღარსად ვაპირებთ გასვლას რადგან დღეს ფეხები დამაწყვიტე სიარულით საღამოსთვის ერთი იდეა მომივიდა,რას იტყვი ჩემი ერთი ძაალიან მაგარი მეზობლის დაბადებისდღეა და მასთან გადავიდეთ?
-არ ვიცი,რატომაც არა,მაგრამ კარებზე უნდა დააკაკუნო ხოლმე.
-როგორც მიბრძანებთ თქვენო აღმატებულებავ.
-ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი.
-მერე აღიარე მოგწონს.
-რა?ეგ ნამდვილად არ მომწონს.
-ჰაჰ,ესეიგი სხვა რამე მოგწონს-როგორც კი გამწარებული სახე შეეგაება ელენემ,ალექსმა ჩაახველა და საუბარი ისევ ძველ თემაზე გადაიტანა.
-ერთ საათში მზად იყავი,და რაღაც უნდა გთხოვო...
-გისმენ,ოღონდ ეგ კნუტის თვალები არა-ტანსაცმელს შეეშვა და მას მიუტრიალდა.
-მოკლედ ეს კაცი ბიძაჩემის დროიდან მეუბნება რომ შეყვარებული შეყვარებულიო,ტვინს მიჭამს ყოველ ჩამოსვლაზე და არ გინდა ხუთი საათიდან თერთმეტამდე ჩემი შეყვარებული იყო-ბოლოს თვალი ჩაუკრა,იცოდა უარყოფით პასუხს რომ მიიღებდა მაგრამ ცდით რას კარგავდა,ნუ შეიძლებოდა გატენილი ბარგი პირდაპირ სახეში მოხვედროდა ან რაიმე მსხვრევადი მაგრამ მაინც.მისდა გასაკვირად ელენეს პასუხი მოკლე იყო და არანაირად ეჭვს არ იწვევდა.
-კარგი.
-მართლა?-როცა ბიჭის სახე შეამჩნია მაშინვე დააყოლა
-მხოლოდ ხუთიდან თერთმეტამდე.
-ერთ საათში,არ დაგავიწყდეს-სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ელენეს შუბლზე აკოცა და ასევე სწრაფი ნაბიჯით დატოვა სასიამოვნოდ გამოშტერებული.

ბატონი ლუკა რომელიც ამ სამეზობლოში ყველაზე ასაკოვანი გახლდათ ვერავინ ვერ იტანდა და არც თვითონ უყვარდა ვინმე,კაცი ჭორიკანა და მომაბეზრებელი ადამიანი იყო,ყველაზე ყველაფერი იცოდა,ამ კაცის სიკვდილი ალბათ გულს არავის დაწყვეტდა,ის ხომ მალე ას წელს ჩაუკრავდა თვალს.ეტლში იჯდა და ამ ეტლითაც კი არ უჭირდა მეზობლებში სიარული და ნერვების მოწამვლა.
-მოკლედ რომ გითხრა ნერვების ბურღია ეს კაცი,აბა ახლა მითხრას სიყვარული შენ რა იცი რა არიო,მადლობა რომ დამთანხმდი ეს ისეთი ტიპია მივახრჩობდი დიდი სიამოვნებით,.
-არამგონია ეგ დაგჭირდეს ისე გამოიყურება დიდი დრო არც დარჩენია.-ალექსანდრე და ელენე შეთქმულებივით საუბარს მიყვნენ და სულ არ აინტერესებდათ გარშემო შემოკრებილი ხალხი,გამოეთიშნენ ყველას.
ეს ‘’საზეიმო’’ შეკრება დიდ ეზოში იმართებოდა,ხალხის ნაკადი არ წყდებოდა თითქოს და ძალიან უხაროდათ ამ კაცის ნახვა მაგრამ ფულით ყველაფერს იყით,საბედნიეროდ თითქმის ყველაფერს.სიყვარულს ვერ,ნამდვილ სიყავრულს?არა არ იყიდება.არადა რამდენი იყიდიდა წარმომიდგენია.ელენეს ლურჯი კაბა ეცვა,რომელიც მის მოხდენილ ტანს ხაზს უსვამდა.
-ო არა.-ალექსანდრემ თავის ტრიალი დაიწყო ეძებდა გასაქცევ გზას.
-რა მოხდა?
-ალხა გოგო რომ მოდის წითელი კაბით...
-მერე?
-ატანა არ მაქვს.
-რატომ?-გაეცინა ელენეს ალექსანდრეს ასეთ სიტყვებზე,კი მიხვდა როგორი ადამიანი იყო ეს გოგო,მისი გამომწვევი და მე ვიტყოდი ზედმეტად გამომწვევი ჩაცმულობაც მეტყველებდა ამაზე.
-ოჰ,ალექს ჩემო ძვირფასო,სად დაიკარგე-ერთხელ გადაკოცნა არ იკმარა ორჯერ გადაკოცნა საცოდავი ალექსი რომელსაც ერთი სული ქონდა ელესთვის ხელი ჩაეკიდა და ამ სახლიდან გამქრალიყო.გოგომ ელენეს ამრეზით შეხედა,შენ ვინ ჯანდაბა ხარო ანიშნა თვალებით და მერე ისევ ალექს მიუბრუნდა მომღიმარი.
-როგორ ხარ ლილი?
-შენი აზრით უშენოდ როგორ ვარ,საყავრელოო-ელენეს ჩუმად გაეცინა.ეგონა ასეთი გოგოები არ არსებობდნენ,რადგან ბოლოში საყვარელო რომ თქვა ტუჩები იმდენად წინ წამოწია რაღაც საშინელება იყო.-ეს შენი ვინაა?
-ეს ჩემი შეყვარებულია ელენე-ელენეს წელზე ხელი შემოხვია და ახლოს დაიყენა,როგორც კი მისი სურნელი იგრძნო მშვიდად დაიწყო სუნთქვა.
-ო,ლუკას გაუხარდება როგროც იქნა, ვიღაც გამოჩნდა შენთან.-ლილიმ ელენეს ისე შეხედა და გაუღიმა,ელენეს ამდენი თვალთმაქცობა სად შეეძლო,ალექსანდრეს ხელი ხელზე დაადო და მოუჭირა,ანიშნა წავიდეთო.რა თქმა უნდა ელენეს უარს არაფერზე ეტყოდა ამ შემთხვევაში კი მასზე მეტად თავად უნდოდა ამ აფიორას გასცლოდა.მაგრამ როგორც კი ლილის გასცილდნენ წინ ლუკა შეეჩეხათ თავისი მომვლელით რომელსაც ალბათ ფული ძალიან სჭირდება ამ კაცს რომ იტანს.
-ალექს შენ ხარ ბიჭო?და ეს მშვენება ვინ არის?მართლა რა ლამაზი ხარ ქალღმერთო.’’ნუ თუ ეს კაცი მეარშიყება’’გაიფიქრა ელენემ.ალექსმა ახლა ისე მიიკრა ელენე ვერავინ დედამიწაზე რომ ვერ დააცილებდათ,ელენესაც წინააღმდეგობა არ გაუწევია,ისიც კი არ ახსოვდა სხვებისთვის რომ იყვენენ შეყვარებულები,უბრალოდ მასთან ყოფნა იმდენად სიამოვნებდა ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა ეს რა შარში ვარო.
-ეს მშვენება როგორც თქვენ უწოდეთ და გეთანხმებით კიდევაც,ჩემი შეყვარებულია, და სამომავლოდ ჩემი მეუღლეც.-მოხუცმა ტაში შემოკრა.
-მომილოცავს, კარგი არჩევანია, იღბლიანი კაცი ყოფილხარ შენ.
-ნამდვილად.-გადახედა ანერვიულებულ ელენეს,რომელიც მისკენ გადაიხარა და ღიმილით ჩასჩურჩულა’’შეყვარებილი არ გეყო და ახლა ცოლობა მომინდომე?’’ ’’მიყვარხარ და რა არის ცუდი ამ ეტაპზე რომ გადავიდეთ?’’მანაც ღიმილით უპასუხა.
-უკაცრავად ახლავე დავბრუნდები-მობილური ამოიღო,გაახსენდა დედასთვის რომ უნდა დაერეკა მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბი იყო იმის დასაფარად როგორ ააწითლა და ააღელვა ალექსანდრეს ნათქვამმა.
-რა მემართება,ღმერთო რა ჯანდაბა მჭირს.
-რა თქვი ელენე?
-უი როდის აირე ყურმილი ვერ გავიგე,არაფერი დედა როგორ ხართ,როგორ ჩახვედით?
-ჩვენ კარგად ვართ თქვენ როგორ ხართ? ალექსანდრემ კი გამომიგზავნა თქვენი სურათები,რომ იცოდე როგორ მომწონს ეგ ბიჭი,აი ვგიჟდები უკვე ისეთი კარგია.
-შემთხვევით შენც ხომ არ გინდა მისი ცოლობა?
-რას ლაპარაკობ გოგო,და ვის უნდა მისი ცოლობა?-დაეჭვდა შვილის ნათქვამში.
-არავის,მაგის ცოლობა ვის მოუნდება ქარაფშუტა და არასერიოზულია, სუყველაფერზე იცინის.
-კაი რა ხომ ვიცი ამას იმიტომ ამბობ არ გინდა თქვა ის ისეთი კარგი,კეთილი და სიმპატიურია რომ მგონი მის ცოლობაზეც კი თანახმა ვარო.
-ოო,დედა?
-რა დედა ოცდაოთხი წლის ხარ ოცდახუთს უკაკუნებ და არ გინდა იფიქრო შენს მომავალზე?
-ააუუ,წავედი მე კარგად მამა მომიკითხე.
-შეაყარე კედელს ცერცვი, ახლა მე შენ რა უნდა გელაპარაკო,როგროც კი ამაზე ვიწყებ საუბარს ერთი ყურიდან შეშვების და მეორეთი გამოშვების ფუნქციას რთავ ხოლმე.
-კარგად!ხვალ დაგირეკავ.
-კარგად,თავს გაუფრთხილდი.
როცა საუბარს მორჩა ალექსანდრეს ძებნა დაიწყო მერე უთხრეს რომ სახლში შევიდა,ელენემაც შესვლისთანავე დაინახა ლილი და ალექსანდრრე რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,უფრო ლილი ლაპარაკობდა ალექსანდრე კი მხოლოდ უსმენდა.
-აუ,ალექს-ზურგით შეტრიალდა ლილი.მოტიტვლებული ზურგი გამოუჩნდა.-ელვა გამეხსნა და შემიკარი რაა.
-რა?
-გასხნას ხომ არ გთხოვ კაბა შემიკარი.არა თუ გინდა....-გაუცინა,ელენე კი სიცილის ხასიათზე ნამდვილად არ იყო,ახლა ქაჯს გავდა რომელიც თავისი საკუთრების ამშემთხვევაში ალექსის დაასაცავად ყველაფერზე იყო წამსვლელი.ლილი ალექსანდრესთან ზურგით იდგა და ელოდა როდის შეუკრავდა კაბას,მართლაც შეუკრეს კაბა-ალექს არ გინდა შენი გოგო აქ დატოვო და ჩვენ...-მაგრამ რომ მოიხედა კოვზი ნააცარში ჩაუვარდა,ალექსანდრეს მაგივრად ელენე უღიმოდა.ალექსანდრე გადაბჟირებული ვეღარ აზროვნებდა.
-საყვარელო,მემგონი დაგავიწყდა რომ ალექსანდრეს ყავს შეყვარებული და ერთადერთი ვისაც კაბის ელვას შეუკრავს ან გაუხსნის ეს მე ვიქნები.-ალექსანდრე ესიამოვნა ’’შეყვარებულის’’სიტყვები და თან მიხვდა ელენეს თუ არ გაიყვანადა ლუკას დაბადების დღეს ამათი ჩხუბი დაჩრდილავდა ამიტომ ხელმკლავი გამოსდო და საერთოდ სახლიდან გაიყვანა.

მშვიდად,ღამე,კალიების ხმაში და ციცინათელების შუქში მიაბიჯებდნენ ბილიკზე.ხან ერთი გახედავდა მეორეს,ხან მეორე პირველს,მაგრამ მათი მზეერა ერთმანეთს ვერ ხვდებოდა.
-არა რა რომ არ გამომეყვანე ალბათ დაგლეჯდი ისეთი თვალეით უყურებდი-გადაიხარხარა ალექსანდრემ.ელენე არ აყვა ის ჯერ კიდევ ვერ დაწყნარებულიყო,ისევ ნერვებ მოშლილი ნანობდა რომ არ დარჩა და იმ გოგოს სკალპი არ ააცალა.
-იცი,რაა,შენც კარგი ვინმე ხარ რატომ იდექი მაგ გოგოსთან,სხვა ვერავინ ნახე? უნდა დაგეტოვებინე და ვანახებდი ჩემს საკუთრებას როგორ უნდა შეეხოს.-ალექსანდრე არ იმჩნევდა მაგრამ ხვდებოდა ყველაფერი წინ და კარგად,ძალიან კარგად რომ მიდიოდა,ამიტომ განზრახ იწვევდა ელენეს,ელენე კი ისე რომ ვერ ხვდებოდა თავს ამჟღავნებდა,ანკესზე ეგებოდა.
-ისე ლილი ლამაზია,უბრალოდ ბევრი ლაპარაკი უყვარს.
-უff,აი ყოჩაღ,რა შეატყვე სილმაზის,ტონა მაკიაჟში ერთი რომელი ლამაზი ნაკვთი დაუნახე?შენც გაქ რა გემოვნება.
-ელენე ზედმეტი ხომ არ მოგდის?დიახ მაქვს გემოვნება,თან ძალიან კარგი,და არ ვაპირებ შენთან იმაზე კინკლაობას ლილი ლამაზია თუ არა.თერთმეტს გადასცდა,ასე რომ არაა საჭირო ისე მოიქცე როგორც ჩემი შეყვარებული,ბოლოს და ბოლოს მართლა ხომ არ გიყვარვარ.-ელენე წამში ისეთ ცუდ ხასიათზე დადგა,ტირილიც კი მოუნდა,ალექსს სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა.ალექსანდრე სწრაფად დაეწია,მიხვდა ზედმეტი რომ მოუვიდა
-როგორი გულჩვილია.-ჩაილაპარაკა თავისთვის,ხელი კი მის ხელს ჩასჭიდა და თავისკენ სწრაფ შემოატრიალა,ელენეს თავბრუც კი დაეხვა.
-აი რა გატირებს?მაპატიე,ზედმეტი მომივიდა.მაგრამ მართალი არ ვარ,ვისაც მინდა იმას დაველაპარაკები.ეჭვიანობს ის ვისაც უყვარს,აკი შენ არ მითარი სიყვარულით ვერ გიპასხებო,შენ ხომ არ გიყვარვარ.რატომ ტირი?
-დიახაც არ მიყვარხარ,არ მინდა რომ მიყვარდე.შენ ისეთი პატივმოყვარე....იდიოტი და არანორმალური ხარ ...რატომ უნდა მიყვარდე....არ მიყვარხარ-ამას წყვეტლ-წტვეტილ ამბობდა,თან ამ წყვეტილებში ცრემელბს იწმენდდა.-რა გინდოდა რისთვის ამოხვედი იმ მატარებელში,იცი რა დალაგებული გონება მქონდა მანამდე?ახლა კი.....
-რა ახლა?-გამომცდელად კითხა ალექსანდრემ, თვალსაც არ აშორებდა.
-ახლა კი სულ შენ მიტრიალებ თავში,რა გინდა? რა?ასე ნუ მიყურებ მეთქი ხომ გითხარი.
-ესეიგი არ გიყვარვარ.
-არა.
-კარგი-თავის ქნევით მიუახლოვდა და მხარზე გადაიკიდა,ელენე სულ ტყუილად ცდიობდა განთავისუფლებას,ზურგზე ხელებსაც ტყუილად არტყავდა.სახლში მივიდნენ თუ არა ელენეს ყვირილზე დორისი დაფეთებული გამოვარდა მისაღებში.
-ეს რა არის ალექს,დასვი გოგო.
-ჭირვეული გოგო უნდა გეთქვა.
-დამსვი ველურო.
-ალექს დასვი.-დორისი მიხვდა ლაპარაკს აზრი არ ქონდა ამიტომ გზა დაუთმო მათ,ალექსანდრემ თითქოს მხარზე გადაკიდებული არ ყავდა არავინ წამში აიარა კიბე,შევიდა თავის ოთახში და ცივი წყლით აავსო ჯაკუზი და ელენე შიგ ჩააგდო.ელენემ ერთი იყვირა საცოდავად და მერე გაბრაზებულ-გამწარებულ-გაცეცხლებულ-გაწიწმატებული თვალებით შეხედა.მაგრამ არაფერი უთქვამს გადმოვიდა და თავის ოთახში გავარდა.
ალექსანდრე იცინოდა,ელენე კი თავისი ოთახიდან უყვიროდა რა გაცინებს ველუროო.მაგრამ ერთობოდა ბიჭი ელენეს ბავშვურ გამოხტომებზე და როგორ არ უნდა გეცინა.ალექსანდრემ ახლა ნახა ლაშას ხმოვანი შეტყობინება,აივანზე გავიდა,ვაითუ რამე მოუვიდაო გიჟივით გადაურეკა.
-ალექს-ეტყობოდა ანერვიულებული რომ იყო და საკმარისზე მეტად ნასვამი.
-რამოხდა ბიჭო ამოღერღე,რამე ცუდია?
-ჩემი ბრალია,მე მოვკალი მე.
-ხომ არ გაგიჟდი-ანერვიულდა ალექსი.ვინ მოკალი?
-სად ხარ მითხარი და მოვალ.
-ქვეყანაში არ ვარ,ეს რა ჩავიდინე.
-ამიხსნი თუ გინდა მად დაგადგე.-ცოფებს ყრიდა წყობიდან გამსოული ალექსანდრე.
-გეფიცები არ მახსოვდა,იმ დღეს ბევრი დავლიე და ჩემი სახელიც კი დამავიწყდა იმდენი მქონდა დალეული,ახლა გამახსენდა შენ თავას ვფიცავარ,იმ ღამით ბექამ დამირეკა,ასე მითხრა მეშინია ჩემი თავის რამე არ დავუშავო,მოდი მიშველე თავს აღარ ვგავარო,მე არ მახსოვს რა ვუთხარი მაგის მერე კიდე მირეკავდა მაგრამ ხმა გამოვურთე და ისევ ვსვამდი,ბიჭო ეს რა ჩავიდინე,თვალებში როგორ შევხედო ან მშობლებს ან ელენეს.თავიდან მეგონა უბრალოდ რაღაც არასწორად მახსოვდა მაგრამ ამოვქექე ღმერთს ვთხოვდი არ ყოფილიყო მაგრამ იმ ღამის ჩანაწერებში თხუთმეტამდე გამოტოვებული ზარია და სულ ბექასი.რა ვქნა ალექს?
-უნდა უთხრა მათ.
-არა ბიჭო,თვალებში როგორ შევხედო.ძალა არ მაქვს მაგის.
-ლაშა,როგორც გინდა ისე იპოვე ძალა და თქვი.ელენეს მე ავუხნის ყველაფერს,ან რა უნდა ავუხსნა რაა არის აქ ასახსნელი.
-არა არ გაბედო არაფერი უთხრა.
-უნდა ვუთხრა,შენ ხომ არ გაგჟდი,მაშინ შენ უთხარი.
-არ შემიძლია რატომ არ გესმის.
-მოგიწევს,ჩუმად ვერ იქნები.
-არ შემიძლია მეთქი.-გაბრაზებულმა გაუთიშა.
’’ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა.’’-ცოტაც და მობილური ხელებში ჩაეფშვნებოდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: ელენე, რეალობა, ალექსანდრე, მწარე
ნანახია: 1358 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar