იღბლიანი_6
15.09.2017, 17:47

მთელი ღამე ფიქრში გაატარა.ფიქრობდა ალექსანდრესთან გატარებულ თითოეულ დღეზე,რომელიც ალბათ ერთი კვირაც არ იქნებოდა.რახან იეჭვიანა ესეიგი უყვარს?მაგრამ განა ეს ამის გარეშეც არ იცოდა,რა დიდი ფიქრი და გააზრება სჭირდება ამას როცა ჟრუანტელი გივლის იმის წარმოდგენაზე როგორ გეხება ის,და გინდა სულ მასთან იყო.ამ გრძნობას არ აძლევდა მასში დაბუდებულიყო,თუმცა ეს გარდაუვალი გახდა.

მეორე დილით როცა დასამშვიდობებლად ალექსის ძებნა დაიწყო ის ტერასაზე იპოვა იმავე ტანსაცმელში გამოწყობილი რომლითანც დაბადებისდღეზე იყვნენ,ჩაფიქრებული და არეული გამომეტყველებით.მისი მიახლოებაც კი ვერ იგრძნო.

-ალექს,როგრც ჩანს არ გძინებია.

-არა,მთელი ღამე აქ ვიყავი.

-კარგად ხარ?-შეწუხებულმა კითხა ელენემ.

-შენ მაგაზე არ ინერვიულო კარგად ვიქნები.-დაასრულა სიტყვა,წამოდგა და ადგა,მთელი ამ დროის განმავლობაში თვალებში არ შეუხედავს და ამან სულ დააბნია ელენე.

-რა დაემართა-სწრაფად წამოეწია ალექსანდრეს მაგრამ ცხვირწინ კარები ისე მიუხურა,ხმის ამოღებაც არ აცადე.ასეთი გარდაქმა ამ ადამიანში აბნევდა.

-დორის რა ჭირს ჩვენს საფრთხობელას?

-ალექს გულსიხმობ?

-სხვას ვის?

-არ ვიცი მაგისას რას გაიგებ,გუშინ ავედი ტერასაზე იყო ჩაფიქრებული ვერაფერი ვუთხარი და ისე გამოვბრუნდი როცა ასეა ხოლმე ჯობია რაფერი კითხო,გაუვლის და მერე თვითონ გეტყვის,მოგიმზადო რამე? მიდიხარ უკვე?

-არა ჯერ არა.-დორის მრავალმნიშვნელოვნად ჩაეღიმა.

-გუშინ რა გჭირდათ რას გაგიჟდით.

-არაფერი.

-ეჰ,თქვენი საქმისა თქვენ იცით,თუ გინდათ ერთმანეთი დაგიხოციათ ოღონდ სახლი არ დამიქციოთ თავზე.-ელენეს მოუნდა ამ ფუმფულა ქალისთვის ეჩქმიტა ლოყებზე და ეკოცნა,როგორი საყვარელია გაიფიქრა ელენემ.ამ დროს ალექსიც შემოვიდა.მხიარული სახე დაბრუნებოდა.

-აბა ქალბატონო მოვამზადო მანქანა წავიდეთ?-მაგიდასთან დაჯდა ისიც,ელენს პირდაპირ.

-არაა საჭირო,მატარებლის ბილეთი უკვე ვიყიდე,მილანამდე მატარებლით ჩავალ

-კარგი,როგორც გინდა,მაშინ დორის დღეს აქ არ ვისაუზმებ შეხვედრა მაქვს ერთთან და იქ შევჭამ რამეს.აბა კარგად.-სამზარეულოდან გავიდა და ელენე პირღია დატოვა.

-შენ სადღა მიდიხარ ელე?

-მეც შეხვედრა მაქვს ერთთან.-სწრაფად მოკურცხლა მანაც,ალექსს რომ არ შეემჩნია ისე გაყვა უკან.

-გისმენ ტონი,არა კიდევ ერთი კვირა ვიქნები დამერე გამოვალ სამსახურში,ხო ასე გადავწყვიტე,შენ ასეთი ლოგიკა გაქვს რახან გვიან მიდიხარ სამსახურშ ადრე უნდა წამოხვიდე აბა ეგ რა ლოგიკაა ამიხსენი,არა ჩემთან ვარ,ხო ბიძაჩემის სახლში სასეირნოდ გამოვედი,ერთი გოგოა ჩემს ნერვებზე დახტის ისე როგორც უნდა,აბა სად შემიძლია მაგდენი,ერთხელ ვუთხარი ადამიანს მიყვარხარ მეთქი და გაიქცა.ხომ იცი მეორეჯერ მაგას აღარ გავუმეორებ,მორჩა ყველაფერი,რამდენჯერ დავუთმო....კარგი წავედი საქმე მაქვს-რა იცოდა ელენემ ალექსი მის გასაგონად რომ ყრანტალებდა მობილურით ამდენს.ჩუმად მისდევდა ქუჩაში ხან რას ეფარებოდა ხან კი რას.ალექსის გზას კი დასასრული არ უჩანდა.ელენემ გამობრუნება რომ დააპირა ზუსტად მაშინ წვდა ვიღაც ხელში,ყვრილი არ უცდია.

-ველურო,მეტკინა ხელი.

-კაი ერთი სინიორიტა,უკან რატომ დამყვები?არ ჯობია ბარგი ჩაალაგო?

-ჩალაგებული მაქვს-მოყვა თავის მართლებას მაგრამ არ გამოსდიოდა ხვდებოდა რაღაც სისულელეებს ამბობდა.-შენ ალბათ გაგვიანდება წადი შეხვდი იმ ვიღაცას.

-ესეიგი წასვლა მაინც ადაწყვიტე.

-დიახ.

-მატარებლის ბილეთიც აიღე.

-კი

-წახვალ და აღარ დაბრუნდები.

-კიდევ ერთხელ დიახ.

-არ მოგენატრები?

-დიახ..არა, არ მომენატრები უნდა მეთქვა.-ალექსანდრემ გადაიხარხარა და ამის შეჩერება ელენესაც არ შეეძლო.-წავალ სახლში.

-არსადაც არ წახვალ,სეროზულად,ამხელა გზაზე შენ სადღაც აუხვევ და დაიკარგები.

-მე ვთქვი რომ სახლში წავალ და ასეც იქნება.

-ყოველთვის ასეთი ჯიუტი ხარ?

-შენთან ყოველთვის.

-ამას თავისი მიზეზი აქვს,მოკლედ შენ მომყვები და ამაზე კამათი არ გვინდა გთხოვ.

-კი მაგრამ სად მივდივართ,ამხელა გზა ვისი გულისთვის გამოიარე.

ალექსანდრემ მომღიმარიი სახით გადმოხედა და თვალი ჩაუკრა,მის ჩანაფიქრს ცოტა იღბალი სჭირდებოდა და ამჯერადაც აღმოაჩნდა,ელენე უკან მიყვებოდა თან ქუჩებს ათვალიერებდა,მაგრამ ცოტახანში ქუჩებს მინდორი და მოშორებით ზღვა ჩაენაცვლა,ალექს დაეწია.

-აქ რა გვინდა.

-ნავს ხომ ხედავ-თითით ნაპირზე მდგომი თეთრი ნავისკენ ანიშნა.

-მერე?

-წამოდ გთხოვ.რომ მივალთ აგიხსნი.....ახლა ასე აპირებ დგომას?აი ასე-ელენეს სასაცილო პოზა მიიღო,ელენემ ჩაიფხუკუნა და ისე რომ არც დალოდებია სწრაფად მიირბინა ნავამდე.

ალექსი კაპიტნის ადგილას დადგა და მართვის სადავეები ხელშ აიღო,ზღვა მშვიდი და აუღელვებელი იყო,ოდნავი სიოც კი არ დაქროდა,იმდენად დიდი იყო ამ მშვენიერებით ტკბობის სურვილი რომ ელენეს გადაავიწყდა ყველაფერი და დროის კონტროლის სურვილიც აღარ ქონდა.რამდენიმე წუთში ნავი პატარა სანაპიროზე გაჩერდა,ალექსანდრე გადმოსსვლაში მიეხმარა და წინ წარუძღვა.

-ეს სად მომიყვანე?

-ეს ის ადგილია სადაც შენი მომავალი ქმარი აქ ჩამოსვლის ჟამს ყოველთვის მარტო სტუმრობს ხოლმე

-მაგრამ ამჯერად პატივი დამდე და შენი თანმხლები გამხადე,არა.

-დიახ,დიახ სწორად გამოიცანი....მიკვირს ქმარზე რაქცია არ ჰქონდა.

-რამე თქვი?

-არა, არასფერი.

-აქ არავინ არ არის ხო?

-არა.

-ასეც ვიცოდი.მაგრამ მატარებელს უნდა მივუსწრო.

-მიუსწრებ დამიჯერე შენი სურვილის წინააღმდეგ არასდროს წავალ.ერთადერთი რაც მჭირდება დამარწმუნო რომ ოდნავადაც კი არ ფიქრობ ჩემზე.

-არ ვიცი რა გითხრა...მოდი გულწრფელად გეტყვი,მართლა არ ვიცი რა გითხრა როგორ დაგარწმუნო იმაში რაშიც მეც კი არ ვარ დარწმუნებული,იქნებ აქედან წასვლით დიდი შეცდომა დავუშვა,მაგრამ აქ დარჩენითაც იგივე გავაკეთო,არასდროს ვყოფილვარ ასე არეული,მე ყოველთვის გათვლილი მაქვს ყველაფერი,ვიცი როდის რა უნდა გავაკეთო და ეს გეგმები სულ მთლიანად არეულია თვაგზაბნეული ვარ,როგორ გითხრა რომ ოდნავადაც კი არ ვფიქრობ შენზე მაშნ როცა ეს ასე არაა,და დღესაც დილით ასე უხეშად რომ მომიშორე თავიდან ამას დამატებული გუშინდელი მე გაბრაზებული უნდა ვიყო,მაგრამ არ შემიძლია,მე კი არ გავბრაზდი მეწყინა,რადგან ხო შეიძლება ასეა,რაღაცას ვგრძნობ,რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა,თითქოს დალაგებული მაქვს ყველაფერი მაგრამ...ო, ღმერთო..-მოუსვენრად დაიწყო სიარული-ალბათ ვერაფერი გაიგე რაც გითხარი,დასკვნაც ვერ გამოიტანე,მაგრამ არაუშავს არც მე მესმის ჩემი თავის.ხელებს ნერვიულად ათამაშებდა.

-ამ დრომდე ალექსი მომღიმარი სახით უყურებდა წარბიც კი არ შეხრია არცერთ მის სიტყვაზე იდგა და მხოლოდ უღიმოდა.

-არ ვიცი მიყვარხარ თუ არა.

-ამის გასაგებად ერთი გზაა.-ალექსანდრე ელენეს უახლოვდებოდა,სახიდან ღიმილი კი ისევ არ შორდებოდა,გოგო კი უფრო იბნეოდა.

-რა...რა გზა?-ხელებით სახე ისე დაუჭირა გაქცევაც რომ სდომოდა ვერ გაიქცეოდა,მაგრამ როცა კოცნაში თვითონაც აყვა ელენე მიხვდა რომ გაქცევაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა,ეს ქარიშხალი რომელიც იმ წუთას მის სხეულში მძვინვარებდა ოდნავადაც არ აშინებდა,ჟრუანტელმა და გულმა ერთდროულად დაიწყეს სწრაფად მოძრაობა.

-ახლაც არ იცი?ზემოდან დააცქერდა გოგონას მოელვარე თვალებს.

-ახლა ვიცი.

 

***************

-შენ თაფლს გევხარ.-დაასკვნა ელენემ. ალექსანდრემ მის კალთაზე მოკალათებულ ელენეს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა.

-რატომ ვითომ?

-ქალები ფუტკრებივით გეხვევიან როგორც მივხვდი.

-და შენ რატო ნერვიულობ.

-სანერვიულო მაქვს?

-არა,ისე აღიარე ლილიზე რომ იეჭვიაანე.

-მერე შენ რა.

-ის რომ მაშინ მივხვდი არსად წამსვლელი რომ არ იყავი.

-და იმას როდის მიხვდი რაც მთავარია.

-ანუ როდის მივხვდი რომ მიყვარხარ?მატარებელში ჩემს პირდაპი რომ დაჯექი და გამიღიმე.

-ნუ მატყუებ,არ მჯერა.

-ტყუილი რა საჭიროა,მართლა.

საღამომდე გაჩერდნენ სანაპიროზე,როცა აცივდა კი სახლში დაბრუნდენ,მისაღებში მისვლისთანავე დორისმა ორივეს ახარა ლაშაა ჩამოსული და გელოდებათ მთელი დღეაო,ქალს მათ ჩაკიდებულ ხელებზე და მოციმციმე თვალებზე რომც არ გაემახვილებინა ყურადღება უდაოდ ცხადი იყო რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ.

ალექსი მიხვდა რატომ ჩამოვიდა ლაშა,ამაში მისმა თვალებმა და ურეაქციო მისალმებამ დაარწმუნა,ელენე ვერ მიმხვდარიყო ასე მოქუფრული ლაშას მიზეზს.

-რა ხდება ლაშა რატომ ხარ ასეთ გუნებაზე?-როცა პასუხი არ გასცა,ელენე ალექსანდრესკენ გადაიხარა.

-მგონი გოგოს დაშორდა.-მაგრამ არც ალექსანდრეს გაღიმებია,მოულოდნელად წამოდგა ელენეს მოწტყვეტით აკოცა.

-მარტო დაგტოვებთ.-ლაშამაც შეხედა წასასვლელად გამზადებულ ალექს.მისი გასვლის შემდეგ,ოთახში ლაშას მძიმე სუნთქვა ისმოდა,ხმის ამოღებას არ ჩქარობდა მაგრამ ელენ უკვე აფეთქების ზღვარზე იყო.

-ლაშა იტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს რა მოხდა?

-მაპატიე რა-მოსვლიდან პირველად შეხედ თვალებში და ელენე მიხვდა ამ საუბრის გაგრძელება გულს რომ ძალიან ატკენდა.

-ბექამ იმ საღამოს დამირეკა და მითხრა რომ მივსულიყავი ცუდად იყო,მე წვეულებაზე ვიყავი, ბევრი მქონდა დალეული,ყურადღება არ მივაქციე და გავუთიშე.....გავუთიშე..ის ისევ მირეკავდა მე კი არ ვპასუხობდი..ვუთიშავდი ..

-ლაშა-უცებ შეაკანკალა ელენს და ზიზღით შეხედა,თან ამავდროულად ებრალებოდა ასეთ საცოდავ დღეში მყოფი ბავშვობის მეგობარი.-არ მინდა ეს დედამ და მითუმეტეს მამამ გაიგონ,მამა მეორედ ამ დარტყმას ვერ გადაიტანას,ისინი როგორც ღვიძლ შვილს ისე გიყურებენ,არ გაბედო და მათ არაფერი უთხრა,არ გაბედო თორემ იცოდე მამას რომ ხელმეორედ გულსშეტევა დაემართოს ჩემი ხელით მოგკლავ.

-ალექსანდრემ ეს იცოდა?-ხმის კანკალითვე წარმოთქვა მან.

-ეს ყველაფერი მეც კი რამდენიმე დღის წინ გამახასენდა,ალექსანდრეს კი გუშინ ღამით ვუთხარი.მაპატიე გთხოვ ელენე,ძალიან გთხოვ.

-ჩემი პატიება შენ არაფერს მოგცემს,მე კი იმას გთხოვ თვალით არ დამენახო,შეიძლება ბექას მაინც გაეკეთებინნა ეს სხვა დროს მაგრამ იმ ღამეს და იმ უპასუხო ზარებს არასდროს გაპატიებ,არ შემიძლია.ოთახიდან გამოსულმა სწრაფად აირბინა კიბეები,ალექსანდრეს ოთახში დაუკითხავად შევიდა,როცა ალექსანდრეს გვერდით საწოლზე მიუწვა და ჩახუტებული ძლიერად მიეკრო,ალექსანდრემაც მოხვია ხელები და შუბლზე აკოცა,ხმა არცერთს ამოუღია,თითქოს იმ წამს იგრძნო შვება და ტკივილი ერთდროულად.თავი მის ყელში ჩამალა,მხოლოდ ეს უნდოდა,მხოლოდ ეს და ყველაფერი გაჩერდა.

-რამდენი რამაა დედამიწაზე რაც გულს გვტკენს.

-ელენე,გინდა ვილაპარაკოთ?გულზე მოგეშვება.ასე ჯობია. მითხარი რა გაწუხებს.

-გამოფენის დღეს, ბექას დატოვებული წერილი წავიკითხე და უბრალოდ ვერ ვხვდები როგორ ვერ გავიგე რომ მას ასე უჭირდა,საკუთარ თავში ჩაკეტილი არ იყო,პირიქით ბოლოს რომ ვნახე ისე გავგიჟდით ბავშვებივით დაჭერობანა ვითამაშეთ და ელფს ვუყურეთ.მინდა რაღაც ჯადოსნური ჯოხის მსგავსი მქონდეს და დედას და მამას ტკივილი შევუმსუბუქო.ვიცი ბავშვურად ჟღერს.

-წარმოდგენაც არ მინდა ისინი რას გრძნობენ.

...........

-ალექს?

-ასე რომ იწყებ რამე გინდა მთხოვო?

-არასერიოზული ხარ,ჩვენი საქმე როგორ იქნება?

-ჰმ,ეს მარტივია,-ალექსანდრემ მოულოდნელად ხელში აიყვანა,ელენემ შეყვირა და თვალებ დაწვრილებული ჩაეჭიდა რომ არ დავარდნილიყო.

-გეფიცები თუ კიდე...-თითი დაუქნია,მაგრამ ბიჭის თვალებმა და იმ გზამ საითკენაც მიყავდა გააჩუმა.

-ტერასაზე რა გვინდა.-ალექსანდრე მოაჯირზე ჩამოჯდა და ელენეს ხელი გაუწოდა,მანაც ჩაკიდა .

-შენ დარჩები აქ და იქნები ამ სახლის დედოფალი.

-შენ სერიოზულობის ნატამალიც არ გაგაჩნია ხო?.-ხელი გაუშვა ელენმ და უკან დაიხია.

-ელენე,უბრალოდ მინდა აქ იყო,ჩემ გვერდით იყო,მაგრამ მე შენ არასდროს არაფერს დაგაძალებ.რადგან ხომ იცი რომ მიყვარხარ.-ალექსმა თავისკენ მიიზიდა და აკოცა-ნუ ფართხალებ.

-შენ მე გამაგიჟებ-დაუსხლტა ელენე.

-ახლა რაღა მოხდა და თუ გაგიჟებ ეს კარგია ხო იცი.

-მე აქ ვერ დავრჩები იქ ხომ სამუშაო...

-შენ წამოხვედი დაგავიწყდა?ელე მომეცი უფლება რომ ბედნიერი გაგხადო,მომენდე ეს ერთხელ.

 

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: და, შენ, მე
ნანახია: 1073 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar