იღბლიანი_დასასრული_
23.09.2017, 19:30
ამბის დაწყებაც და დამთავრებაც ისეთივე მარტივია როგორც ერთ საათში ჩინურის სწავლა.წერისას ’’მუღამში’’მალე შედიხარ და როცა დასასრულის დრო დგება გული გწყდება რადგან დასასრულია..ცხოვრების არა,ამბის.
-მოკლედ,გეგმა უკვე მოვიფიქრე-უკნიდან მიეპარა ელენე ალექსანდრეს და ხელები შემოხვია.თან კუთვნილი ფორთოხლის წვენი ააცალა.
-რა საქციელია ეს?
-მათქმევინებ თუ არა?
-კარგი დაიწყე,გისმენ.-ჩაეღიმა ალექს.
-საქართველოში წავიდეთ,დედა ერთი კვირის წინ მელოდებოდა,ჩვენზე არაფერი მითქვამს.
-ეს მეც მინდა,მხოლოდ ერთი ზარი რომ საქმეები ტონის გადავაბარო და თუ გინდა ხვალვე წავიდეთ.
-ვიცოდი რომ ასე იტყოდი ასე რომ ბილეთები უკვე ვიყიდე ღამე წავალთ და გამთენიისას იქ ვიქნებით.
-რა ჭკვიანი გოგო მყავხარ.-ალექსმა ხელზე ხელი მოკიდა,სწრაფად გადაინაცვლა ალექსანდრეს კალთაში.თუმცა სწრაფად ადგა,მაგიდას მიუახლოვდა ჩაის დასასხმელად.
-არ მჯერა მაინც.
-რა?-დაკვირვებით შეხედა გოგოს.
-ის რომ შემიყვარდა.
-რატო არ ოცნებობდი პრიცნზე?
-ოცნებებში არ დავფრინავ,ალექს,მაგრამ ბედნიერი ვარ იმით შენ რომ შეგხვდი.ახლა ისე ძალიან მინდა ჩემებთან ვიყო და ყველას ვეუბნებოდე რომ მიყვარხარ.
-ჩაიდანი დადე!-ალექსანდრე წამოდგა,მომხიბვლელად გაუღიმა.
-რა?რატომ?
-უნდა ჩაგეხუტო.-ელენე დაემორჩილა, ჩაიდანი თავის ადგილას დააბრუნა.
;;;;;;;;;;
ელენეს მშობლებს საერთოდაც არ გაკვირვებიათ რომ ელენე მარტო არ ჩამოვიდა,ის რომ მათი ჯიუტი შვილი ერთ კვირაზე მეტი გაჩერდა ალექსთან მიხვდნენ რომ რაღაც გადაუტრიალდა გონებაში და ძლივს ჩასწვდა სიყვარულის არსს.
-დედა ახლა ოღონდ არ დაიწყო ხომ გეუბნებოდიო.და არაფერი მკითხო რა.-ტერასაზე დედა-შვილმა ძლივს მოახერხა განმარტოება.
-არა,მაგას არ გეტყვი მაგრამ მომიყევი რა ხდებოდა.
-არაფერი.
-ელენე!გიბრძანებ იცოდე.-ელენემ ამოიხვნეშა.
-ოო,მოკლედ წამოსვლის დღეს მივხვდი რომ წამოსვლა არ შემეძლო.
-როგორ?
-ახლა ჟურნალისტის როლი არ მოირგო.
-თუ საჭიროა....
-ალექსანდრემ მაკოცა.
-მერე...-ელენესთვის მაგდა დედაც იყო და საუკეთესო მეგობარიც,რადგან ცხოვრებში ბევრი ადამინი რომელიც მეგობრობას უმტკიცებდა ჩამოიშორა ყველა სხვადასხვა მიზეზის გამო,მაგდა ერთადერთი ადამინი იყო რომელსაც ენდობოდა და უსმენდა.
როცა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას მორჩა ალექსანდრე მამამისს მოსტაცა და სასეირნოდ წაიყვანა.
-რაღაც მოიფიქრე არაა?
-საიდან მოიტანე ალექსანდრე?
-კითხვაზე კითხვით პასუხი ეს რაღაც ახალია?მინდა შენი ღიმილის მიზეზი გავიგო.
-და არ გინდა ჩემი ღიმილის მიზეზი გახდე?
-გავხდე?და არ ვარ რო?
-კარგი,ხარ.-ჩაეხუტა და აკოცა ელენემ.მოპირდაპირე მხარეს გახედვისას ნაცნობ სილუეტს წააწყდა.
-ეს ვინ დავინახე, მათე,როგორ ხარ?-ბიჭთან მიირბინა, ჩაეხუტა.-ალექსანდრე ჯერ სიტვაციას უყურებდა.ბიჭს აშკარად ძალიან გაუხარდა ელენეს დანახვა.
-აქ საიდან გაჩნდი,ელე?
-ჩემებებთან ჩამოვედი.
-არ ვიცოდი სოფელში თუ იყვნენ.
-ქალაქის ხმაური,ხომ ხვდები დაიღალნენ, დასვენება სჭირდებათ.
-ხო მითუმეტეს ბექას ამბის მერე.
-ხო,მათე გაიცანი ეს ალექსანდრეა,ალექსანდრე ეს კი მათე.
-სასიამოვნოა.-ალექსანდემ მხოლოდ თავი დაუკრა.
-მე და ელენე ბავშვობაში შეყვარებულები ვიყავით,ისე საწყენია რომ ვერ გავაგრძელეთ ურთიერთობა.-ელენემ ჩაახველა.
-ხო.
-ისე ხომ არ დავაგვიანე,შეგვიძლია შევხვდეთ ამ საღამოს.ისევ თავიდან ვცადოთ როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა.-ელენემ კიდევ ჩაახველა,ანერვიულებულმა გადახედა ალექსანდრეს რომლის სახე სრულებით მშვიდი იყო.
-რას ამბობ მათე.-გაიცინა ელენემ.
-ჩემი აზრით კარგი იდეაა ელენე შეხვდით და თავიდან სცადეთ.-ელენე თვალებ გადმოკარკლული მიაშტერდა ალექსს.
-გვიანია,გამიხარდა შენი ნახვა,კარგად მათე.
-კარგი,კარგად.
როცა სახლის ეზოში შევიდნენ,მხოლდო მაშინ ამოიღო ხმა ალექსანდრემ,ელენე ფიქრობდა რომ ის ძალიან გაბრაზდა.ალექსანდრეს მწველმა მზერამ ნერვები დაუჭამა.
-რა?
-შენ ჩემი შეყვარებული ხარ ელენე.
-ვიცი და ძალიან ბედნიერი ვარ.-გაეღიმა მას.ალექსანდრემ ნერვიულად ხელი თმებზე მოისვა.
-ისე ახლა დავფიქრდი და მათე კარგი ბიჭია,ადრე ასეთი არ იყო ახლა ბევრად სიმპატიურია...არა არ შემიძლია მინდოდა გეეჭვიანა,მაგრამ სახე გაგითეთრდა,გაბრაზდი?-ელენემ ორივე ლოყა დაუკოცნა-გაბრაზდი არა?
-ნუ სულელობ.-სერიოზული და ოდნავ საწყალი სახე გვერდით მიატრიალა.ელენე გამარჯვებულის ღიმილი უყურებდა.
-ანუ იეჭვიანე არა?
-ელენე არ გვინდა, დავხუროთ ეს თემა.-ალექსანდრე კარისკენ გაემართა,მაგრამ ელენე დაეწია და წინ გადაეღობა.
-არა,არა რას ამბობ ღია იყოს.-ელენე მთელი არსებით ტკბებოდა ამ წამით.-მითხარი რამდენად იეჭვიანე.
-ამ ამბავს პროვოკაციას ნუ უწევ.
-კი,მაგრამ მინდა რომ მოვისმინო.
-რა?
-ის რომ ეჭვიანობ.-ალექსანდრემ ამოიოხრა,მიხვდა ვერაფერს რომ ვერ გააწყობდა.
-კარგი ვიეჭვიანე.-გაუღიმა თვალებით.
-ჩემი საყვარელი როგორ იეჭვიანა.-ელენემ ისევ ლოყები დაუკოცნა.ალექსანდემ ღიმილი ვერ შეიკავა.
-ელენეე.
-რა?ხომ შეიძლება ამით სიამოვნება მივიღო.ცოტათი მაინც.-ალექსანდრემ თავი გააქნია და ხელი გადახვია.
-ესეიგი ხშირად უნდა ვიეჭვიანო ასეთი თბილო რომ იყო?
-არა ეგ არ დაგჭირდება,მთავარია ჩემთან იყო.
:-რა გითხრათ? ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ შინაგანი ხმის მოსმენა ისწავლოთ,რადგან ის არასდროს ცდება და ყოველთვის სწორ გზას გაჩვენებთ.თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ მოუსმინეთ მას.და თუ სიყვარული გაშინებთ,დაფიქრდით,უსიყვარულოდ ცხოვრება ყველაზე მტანჯველი არსებობაა ადამინის.გიყვარდეთ!"ცხოვრებაში, რომლის სიგრძე ნახევარი ამოსუნთქვაა, არაფერი დაგეგმოთ სიყვარულის გარდა".
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა | ტეგები: რაც გჭირდება, სიყვარული
ნანახია: 1323 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar