ილზა [4]
20.07.2017, 22:22
ილზა! - ჩემი სახელი ყრუდ,მაგრამ მაინც გავიგე. - ილზა! - შევბრუნდი, მოულოდნელობისგან ნეწყვი ძლივს გადავყლაპე და უხერხულად გავუღიმე კახის,რომელიც წინ მედგა. - შეგამჩნიე და ვიფიქრე მივესალმები-მეთქი. - ახსნით დამიჯდა წინ,თან კოტეს ხელი ჩამოართვა და კოკაკოლა დაასხმევინა. თვალი ავარიდა კოტეს,რომელიც თვალებით რაღაცას მანიშნებდა და კახის მორცხვად შევხედე. - არ სვამ? - გაეცინა. 

-დღეიდან ილზა კარგ ცხოვრებას იწყებს! -წინ დაუდგა ჭიქა,თან ჩვენს საუბარში ჩაერთო.

-მართლა? - სიცილით იკითხა. 

-ხო, ვერ ხედამ წვენს სვამს! 

-კოტე, როდის აქეთ გახდი ჩემი დამცველი? - გაბრაზებულმა ირონიულად ვუთხარი და ვანიშნე გამქრალიყო. - უბრალოდ დღეს არ ვარ ხასიათზე,თორემ ახალი ცხოვრება არაფერ შუაშია,მომწონს მე ჩემი ახლანდელი ცხოვრება!

-ჰო?! - ეჭვით მკითხა.

-რატომ არ უნდა მომწონდეს ვითომ? - ჯინაში დავუდექი და გაბრაზებულმა ვკითხე. 

-შენი საქმისა შენ იცი...- მხრები აიჩეჩა და წვენი მოსვა. ირონიულად გავუღიმე და სკამიდან ავდექი,თან წასასვლელად მოვემზადე,მაგრამ გამაჩერა. - ილზა!

-გისმენ.

-არ გინდა სადმე წავიდეთ? - მკითხა რაღაცნაირი ღიმილით.

-სად?

-სადმე მყუდრო ადგილას, იმ დღეს ვერ მოვახერხეთ ერთმანეთის კარგად გაცნობა... - ვერ მივხვდი რას მთავაზობდა, დაბნეულმა გავაპარე მზერა კოტესკენ,რომელიც პირის მოძრაობით მანიშნებდა "არა-ს". - ცუდი არაფერი იფიქრო, უბრალოდ სადმე გავისეირნოთ....

-ახლა, ამ შუა ღამეს? - სიცილი ამიტყდა. 

-ხო, არ შეიძლება?

-არა, არ მცალია! 

-ახლა რამე საქმე გაქვს?! - ირონიულად გაეცინა. -კარგი, მაშინ ხვალე დავსხდეთ სადმე.

-კახი...- ოდნავ მიუახლოვდი და სიმწრის ღიმილით ვკითხე. - რატომ ჩამაციკლდი, რამე გინდა ჩემგან? 

-რა უნდა მინდოდეს? - წარბები შეკრა და ქვემოდან გამჭოლი მზერა მესროლა. -უბრალოდ მომეწონე და შენი უკეთ გაცნობა მინდოდა!

-მოგეწონე?- ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო,რომ სიცილი ამიტყდა,თუმცა კოტემ თვალები დაბრიალა და მანიშნა გავჩერებულიყავი. -ვიცი რატოც მოგეწონე! - უფრო მიუვახლოვდი და თითი სახესთან დავუქნიე. - შეიძლება ვგავარ ისეთ გოგოს,რომელიც იმის უფლებას მოგცემს რაზეც ახლა ფიქრობ,თუმცა მისამართი შეგეშალა! - მივახალე და ისე გამოვბრუნდი აღარც მიმიხედავს. 

-ეს სულ ასეთია? - ერთადერთი ეს სიტყვები გავიგონე და იქაურობას გავცილდი.

***

რომელ სამსახურშიც არ წავედი ყველგან დამიწუნეს იმის გამო,რომ საშუალო განათლებაც კი არ მქონდა, მივხვდი სამსახურს ასეთ პატარა დროში ვერ ვიპოვედი,მაგრამ არც ის მინდოდა,რომ ელენეს ფიქრები დამემტკიცებინა. შეწუხებული ვიჯექი აივანზე გაზეთით ხელში,თან ფანჯარაში ვუყურებდი ელენეს,რომელიც თავის დაქალთან ერთად ყავას სვამდა და აშკარად ჩემზე უყვებოდა, თაკოც გულიანად იცინოდა, მეტი რა უნდოდა,ისედაც ჩემი ატანა არ ჰქონდა და ახლა საშუალება მიეცა ჩემი გალანძღვის და დაცინვის. არც მე მეხატებოდა დიდად გულზე, ელენეზე უარესად ცხოვრობდა, ის უფრო გამოცდილი იყო ამ საქმეში, მეტიც სწორედ მან ჩაითრია და ჩემი ჩათრევაც სცადა,თუმცა რომ არ გამოუვიდა იმ დღიდან ჩემი დანახვა არ უნდოდა, ამბობს,რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე, მეკი მირჩევნია მშიერი მოვკვდე,ვიდრე ვიღაცის მკლავებში ძალით ავღმოჩნდე.

ყავა ჩემთვისაც მოვიდუღე და მათ გვერდით მაგიდასთან დავჯექი. ალმაცერად ამათვალიერა თაკომ,თან დამცინავად დახედა ჩემს გაზეთს. ელენემ მომენტალურად დამხედა ხელზე და თვალები დააჭყიტა, გაოცებულმა მეც დავხარე თავი და ჩემს ხელს დავხედე. 

-სად არის სამაჯური? - ანერვიულებულმა ამოლიაპარაკა.

-სამაჯრუი? - დაბნეულმა დავხედე ხელს და ვცადე გამეხსენებინა რას მეუბნებოდა. 

-სამაჯური! - გაცოფებულმა გამოსცრა კბილებში. -იმ ღამეს,რომ მთხოვე და გათხოვე, ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანია ის სამაჯური, სად არის? -ყვირილზე გადავიდა. 

-ალბათ სადმე დავდე,მაგრამ რომელ ღამეს მათხოვე? - შეშინებულმა ამოვილაპარაკე და გავიხსენე, მართლაც როგორი ძვირფასი იყო მისთვის ის სამაჯრუი. - იმ ღამეს ძალიან,რომ დავთვერი? 

-არ მითხრა,რომ დაკარგე?! - ფეხზე წამოვარდა და მაისურის საყელოში ხელი წამიჭირა. - ილზა!

-ბარში არ დამიკარგავს, ზუსტად მახსოვს,რომც დამეკარგა დამლაგებელი იპოვნიდა და კოტეს მისცემდა, ანუ იმ ბიჭის სახლში ან მანქანაში დავკარგე....- ჩემედა უნებურად ამოვილაპარაკე და ვცადე ხელიდან დავსხტომოდი. 

-როგორც გინდა და რანაირადაც გინდა მიპოვნი! - ხელი ბრაზით მიშვა და სკამზე აწითლებული დაჯდა. - არ უნდა მეთხოვებინა, ან რატომ გათხოვე საერთოდ?

-კარგი დამშვიდდი.-ხელი ხელზე დაადო თაკომ მეგობარს,თან ზიზღით გამომხედა.

გაზეთს ხელი დავავლე და ვცადე იქიდან გავმქრალიყავი,თან მეფიქრა როგორ და რანაირად უნდა მეპოვა სამაჯური,რომლის ქონაც საერთოდ არ მახსოვდა, არც ბარში, არც მანქანაში და არც სახლში.



****

ნაცნობ სახლში შუქები ჩართული,რომ დამხვდა მის წინ ხის გრძელ სკამზე ჩამოვჯექი და დაველოდე როდის მოვიდოდა პატრონი. საათზე მეტ ხანს ველოდე ბოლოს,რომ მომბეზრდა ავდექი და წამოვედი, ქუჩის კუთხეში უნდა გადამეხვია მთავარ გზაზე,რომ უნდა გავსულიყავი,თუმცა სწორედ იმ წამს შემოუხვია ნაცნობმა მანქანამ. ხელი დავუქნიე,მაგრამ ვერ შემამშნია და გზა განაგრძო,ამიტომ უკან გავეკიდე და სანამ სახლში შევიდოდა ხმამაღლა დავუძახე. 

-მშვიდობაა ილზა? - გაოცებულმა გამომხედა,თან მანქანის გასაღები ხელში აათამაშა.

-რაღაცის სათხოვნელად მოვედი...-ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და აწითლებულმა ავხედე ჩემზე ერთითავით მაღალ კახის. 

-იცი, ძალიან მაკვირვებ! - დაეჭვებულმა ჩაიღიმა,პერანგის საყელო შეისწორა და დამაკვირდა. - ხან ცდილობ თავიდან მომიცილო, ხანაც ჩემს სახლის კართან შენი ფეხით მოდიხარ...

-საქმე,რომ არ მქონდეს არც მოვიდოდი!-ისე დავუყვირე აზრზე თვითონაც ვერ მოვედი.- მაპატიე..- ბოლოს ჩავილაპარაკე.

-ნწ,ნწ,როგორი ჩამოყალიბებლიც ყოფილხარ- თითი გააქნია,თან კარი გააღო. - შემოდი...- სიკვდილის ფასად მიჯდებოდა იქ ისევ შეესვლა,თუმცა სხვა გამოსავალი არ მქონდა, ის სამაჯური უკან,რომ არ დამებრუნებინა ელენე თავის ნამდვილ სახეს დამანახებდა და მწარედ მაზღვევინებდა.
-მარტო ხარ?- მოჩვენებითი ღიმილით ვკითხე,თან სახლი მოვათვალიერე. დიდი სურვილი არ მქონდა, ისევ მენახა მისი ძმა.

-ამჯერად კი, რას დალევ ჩაის,ყავას თუ რამე სასმელს? - დამცინავად ამოილაპარაკა,თან სამზარეულოს კარადა გახსნა.

-ვატყობ,შენც გათამამებულხარ! - მაგიდასთან ალეწილი სახით დავჯექი. - წყალს! 

-უი, მართლა გამოსწორების გზაზე ხარ! -არტისტულად ჩამოასხა დოქდიან წყალი და მაგიდაზე ხმაურით დამიდო. 

-აჰ,თურმე როგორი სუსტი ყოფილხარ,როცა ქალი უარს გეუბნება, სულ სხვანაირი ხდები...- ირონიულად ვთქვი და ტუჩები დავმანჭე. 

-უარს? -სიცილი აუტყდა.-როდის ან რაზე მითხარი უარი?

-თვალთმაქციც ყოფილხარ! - ვერ დავმალე აღშფოთება.

-ეს ყველაფერი იქით იყოს და გავიგე სამსახურს,რომ ეძებდი, ნუთუ იმდენად ამაყი ხარ,რომ არ დამიკავშირდი? - წინ დამიჯდა და გამჭოლი მზერა მომაპყრო. დავიბენი ხელები ერთმანეთში ავხლართე და მზერა ავაცილე, როგორ ან საიდან გაიგო წარმოდგენა არ მქონდა, თან მაღიზიანებდა მისი ამოუცნობი ხასიათი,ხან მიცინოდა და ხან მეცინიკოსებოდა. 

-რისთვისაც მოვედი ჯობია იმაზე ვილაპარაკოთ! 

-რისთვის მოხვედი?- სკამზე გადაწვა და ჩემთვის მოწვდილი წყალი თვითონ დალია, მის ქცევაზე სიცილი ვერ დავმალე, ჭიქას თვალი გავაყოლე და თავი გადავაქნიე

-იმ დღეს სამაჯური დავკარგე....-ნერვიულად ამოვილაპარაკე.- ვიფიქრე, აქ ან მანქანაში,ხომ არ დამივარდა-მეთქი.

-სამაჯური?- დაეჭვებით მოჭუტა თვალები და სკამიდან წამოიწია. - მანქანაში არაფერი მიპოვნია, დამლაგებელს ვკითხავ შეიძლება მან იპოვნა სახლში.

-ჩემთვის მნიშვნელოვანი,რომ არ ყოფილიყო არ მოვიდოდი...

-თუ რა თქმა უნდა ვიპოვით, აუცილებლად მოგაწვდი,მაგრამ შეიძლება ბარში დაკარგე, ან ბარის ეზოში.

-არა,მახსოვს,რომ მანქანაში მეკეთა...- თავი გადავაქნიე.

-შეიძლება გადმოყვანისას დაგივარდა, რავიცი არ ვაკვირდებოდი არც სამაჯურს და არც სხვა დანარჩენს...- მხრები აიჩეჩა,თან ფეხზე წამოდგა. - ჯობია სამსაუხრის თემას მივუბრუნდეთ.

-რას გადამეკიდე? - ვეღარ შევიკავე თავი და მასთან ერთად მეც წამოვხტი. - გავიგე კეთილი და მზრუნველი ბიჭი,რომ ხარ,მაგრამ არ მჭირდება არავის დახმარება! 

-ვახ!- სიცილი ატეხა. - ორი წამის უკან ვერც კი ვიფიქრებდი ყვირილი ან ასეთი ლაპარაკი,თუ შეგეძლო,მაგრამ როგორი მოულოდნელობებითახარ სავსე,ხან ყვირი და ხანაც მიცინი!

-იმიტომ,რომ შენ ხარ მასეთი და სხვანაირად არ გამოდის შენთან ლაპარაკი! ! - კარისკენ გაბრაზებული წავედი ისე,რომ უკანაც აღარ გამიხედავს. 

-მადლობა,რომ მინახულე,შეგატყობინებ,თუ ვიპოვნი სამაჯურს! - უკან მომაძახა და თან გაიცინა

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: amaru888 | ტეგები: undefined, ილზა
ნანახია: 1383 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
like
avatar
0 Spam
2
გაგრძელება რატომ აღარ აქვს? ძალიან საინტერესო ადგილას შეწყვიტე...
avatar