იყავი ჩემი საყვარელი [თავი 25]
07.05.2017, 03:49
დაბნეულმა დააჭყიტა თვალები და პირდაღებული მიაჩერდა მამაკაცს. თითქმის ყოველთვის მსგავსი თემებით ცდილობს ნინიას გამოშტერებას და ესეც ყოველ დღე სხვადასხვა სიახლეების გაგებისას გონებას ვეღარ მართავს. ქორწილზე რამდენიმეჯერ ისაუბრეს, მაგრამ რა თქმა უნდა არასერიოზულად, ვიღაცებისთვის თვალების ასახვევად, ახლა კი გერლიანმა საკუთარი ინიციატივით შესთავაზა ეს და თანაც კი არ კითხა “შეახსენა” რომ დროა.

-რა ქორწილი?_ხმადბალა იკითხა და თვალები დაქაჩა.

-ჩვენი ქორწილი. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ნიკაპჩამოვარდნილს თვალი ჩაუკრა.

-მაგას მივხვდი.

სიცილით მიკრა მხარი და მათკენ წამოსულ მემეს გახედა, მაგრამ გოგონამ უსიტყვოდ აუარა გვერდი წყვილს და სახლში შევიდა. გერლიანმა კმაყოფილმა ჩაიღინმა და საცოლისკენ გადაიხარა.

-სხვა რა გაინტერესებს?

-როგორ თუ რა... ყველაფერი! _შუბლშეკრულმა შეუღრინა და თვალები აატრიალა. _რატომ გადაწყვიტე რომ ქორწილი უნდა გადავიხადოთ?

-იმიტომ რომ ასე მინდა.

თითები ნიკაპზე მოუჭირა და წარბწეულმა ჩაილაპარაკა. ნინიამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. თვითონაც არ იცის რატომ, მაგრამ ცოტახანი უნდა დაფიქრდეს და გერლიანის სიტყვები აწონ-დაწონოს. იმდენად მოულონდელი იყო რომ ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება მამაკაცმა იხუმრა თუ სიმართლე უთხრა. მსგავსი ცინიკური ხუმრობა მაქსიმესგან ერთხელ უკვე მოისმინა და არ უნდა რომ მეორეთაც სულელის როლში აღმოჩნდეს, მითუმეტეს რომ მისთვის ნათქვამი აქვს ცოლად არ გამოგყვებიო. ამის გახსენებისას ეშმაკურად ჩაიხითხითა და გერლიანს თვალებაციმციმებულმა გადახედა.

-და მე რომ არ მოგყვები?_თავი ოდნავ გადახარა და გვერდულად დააკვირდა შუბლშეკრულს.

-მერე მე შეგეკითხე?_სერიოზული ტონით კითხა და ღიმილზე სახეშემდნარს ნიშნის მოგებით გაუღიმა.

-მკითხე თუ არა, მე ჩემს სურვილს ვაფიქსირებ!_გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა.

-ბევრს თუ ილაპარაკებ დღესვე მოგიწევს ქმრის საძინებელში დაძინება.

-შენს საძინეებლში მძინავს ისედაც. _შეახსენა და დასვრილი თეფშების ალაგება დაიწყო.

-მე ვთქვი ქმრის-თქო და არა მეგობარი მამაკაცის._განუმარტა.
ნინიამ სიცილით გააქნია თავი და სახლისკენ წავიდა. აუზთან მდგარმა ნატამ როგორც კი თეფშებით ხელდამშვენებული ნინია დაინახა მისკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით.

-შენთვის დატვირთვა არ შეიძლება, დაჯექი და მე მივხვედავ. _თეფშების გამორთმევა სცადა, მაგრამ მეგრელმა ამის საშულაება არ მისცა და წარბების თამაშით გაუღიმა.

-ჯერ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, სუსტად არ ვარ ასე რომ შემიძლია ყველაფერი გავაკეთო.

-კარგი, მაშინ მე დანარჩენებს წამოვიღებ და შენ სამზარეულოში მიხედე საქმეს.

>>>
მაქსიმეს მკერდზე თავდადებულმა ნაზად გაახილა თვალები და მოპირდაპირე მხარეს ჩამოკიდებულ ლამაზ ნახატს დააკვირდა. აქამდე გერლიანის ოთახის ასე საგულდაგულოდ შესწავლა არც კი უცდია. რა თქმა უნდა იცის სად რა დევს და როგორ გამოიყუება საძინებელი, მაგრამ კონკრეტული ნივთები არ აღუქვამს. გერლიანმა მარჯვენა ხელი მჭიდროდ მოხვია და უფრო მაგრად მიიკრა ნინიას სხეული თავის სხეულზე. ყენიამ ღიმილით დახედა მძინარე მამაკაცს და ცხვირზე ოდნავ შეახო ტუჩები.

-საუზმე უნდა გაგიმზადო. _ხმადაბლა ჩასჩურჩულა და მამაკაცის მკლავების მოცილება სცადა.

-მეგი გაამზადებდა. _ძილისგან დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

ნინიამ დანებებულმა დადო თავი ბალიშზე და გერლიანისკენ გადატრიალდა, მარცხენა ხელი შიშველ სხეულზე გადახვია და შუბლი ნიკაპზე მიადო.

-არ წახვიდე დღეს სამსახურში. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კრუსუნით მიაწება ტუჩები ყელზე. მაქსიმეს ხმით ჩაეღიმა, შუბლი გააწევინა და აკოცა.

-ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ხვალისთვის ვერ გადავდებ, მაგრამ ადრე მოვალ.

-ოოო, ვიცი მე შენი ადრე..._წუწუნით ჩაიდუდღუნა და გაბუსხულმა იცვალა გვერდი. _დიდი ამბავი ამხელა უფროსი კაცი ერთხელ არ წახვიდე სამსახურში.

ნაწყენი ბურტყუნებდა და საბნის ქვეშ გაუმართავად ათამაშებდა ფეხებს. გერლიანმა ჯერ ნინიას ფეხები მოიგერია, შემდეგ კი თავად ნინია შეიპყრო და ზემოდან მოექცა ქალის სუსტ სხეულს.

-გითხარი ადრე დავბრუნდები-თქო!

შუბლშეკრულმა ჩაილაპრაკა, ბაგეებზე ვნებიანად აკოცა და ფეხზე წამოდგა. ნინიამ თხელი საბანი ყელამდე აიტანა და ქვედატუჩ გადატრიალებულმა ახედა მეგობარ მამაკაცს, რომელიც ნახევრად შიშველი იდგა მის წინ. ვნებებაშლილმა ქვედა ტუჩზე იკბინადა თვალები კიდევ უფრო დაქაჩა, გერლიანის სხეულით ტკბობა რომ უფრო თვალსაჩინო რომ ყოფილიყო მისთვის.
-დღეს ლილუც თავის ბაღელთან მიყავს დეიდაჩემს. _ბუზუნს არ წყვეტდა ყენია.

-გამარკვიე ეგ რა შეხვედრაა?_ღიმილით იკითხა და გარდერობი გამოაღო.

-ბაღის ბავშვები ყოველ კვირა იკრიბებიან ერთის სახლში და ერთობიან... სულ დეიდაჩემს დაჰყავს, თავისი დაქალის შვილია ლილუს ბაღელი და.

-და ლილუსთან როდის იყვნენ?

-მე მგონი წინა თვეში, კაი ხანი აღარ მოუწევს. სულ ათნი არიან ჯგუფში.

გერლიანის მაისურში და თავის შორტში გამოწყობილი გავიდა სამზარეულოში, მეგის ღიმილით მიესალმა და ბარის მაღალ სკამზე შესკუპდა. რეალურად სახლს დამლაგებელი საერთოდ არ სჭირდება, თავადაც მშვენივრად გაართმევს თავს, უბრალოდ არ უნდა რომ მეგი უმუშევარი დატოვოს. მაგრამ აქვს რამდენიმე ძალიან კარგი იდეა რომელსაც აუცილებლად გაუზიარებს მაქსიმეს, მთავარია რომ გერლიანი დათანხმდეს.

-დილა მშვიდობისა. _ტუჩებზე ხელაფარებულმა მთქნარებით ჩაილაპარაკა.

-საუზმე მზად არის, სუფთა ჰაერზე გავშალე მაგიდა.

-ოქრო გოგო ხარ.

გაბადრულმა ჩაილაპარაკა სკამიდან ჩასკუპდა და ეზოსკენ წავიდა. გერლიანს უკვე დაეკავებინა თავისი ადგილი და ლეპტოპში დღის სიახლეებს ეცნობოდა, რა თქმა უნდა მისი ბიზნესისთვის საჭირო თემებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ნინიამ უკნიდან მოუარა ყელზე ხელები მოხვია და ლოყაზე ხმაურით აკოცა.

-ბავშვის სქესზე არ ფიქრობ?_ხმადაბლა კითხა და თავისი ადგილი დაიკავა.

-კი და დიდი სურვილი მაქვს პირველი გოგო იყო. _გულწრფელად უპასუხა და ყავა მოსვა.

-გოგო?!_გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და ფორთხოლის წვენი ჩამოისხა. _როგორც წესი მამაკაცებს პირველი ბიჭი უნდათ ხოლმე.

-მე გოგო მინდა!

-იმიტომ რომ ნამდვილ მამაკაცს პირველი ყოველთვის გოგო ჰყავს?_ეშმაკურად აათამაშა წარბები ნინიამ.

-ნამდვილ მამაკაცებს შვილისთვის სწორად შერჩეული დედა ჰყავთ!

მაქსიმეს სიტყვებით ნასიამოვნებმა ყენიამ გაბადრულმა მოსვა წვენი და ხმამაღლა გადაიკისკისა.

-რაღაცნაირად სასიამოვნო კომპლიმენტი იყო.

-კომპლიმენტი არ ყოფილა!_სწრაფად ჩაუშხამა ხასიათი და ფეხზე წამოდგა. _ნორმალურად ჭამე და ნუ იკიკნები!_როგორც ყოველთვის ამჯერადაც იგივე გამომეტყველებით “დაარიგა”, მისკენ დაიხარა დასამშვიდობებელი კოცნით დაასაჩუქრა, მუცელზე მოეფერა და კარებისკენ წავიდა. _ლილუ რომ გაიღვიძებს დამირეკე.

-კარგი. _ხელის ქნევით დაიძახა და სალათის ფურცლეს ჩაარჭო ჩანგალი. _ვიკიკნები არა ის, ისე ვარ ლამისაა შენც შეგჭამო._ფხუკუნით მიაყოლა და თვალებით სასურველ საჭმელს დაუწყო ძებნა.

>>>
მაქსიმეს ტანსაცმელი ლამაზად დაკეცა და გარდერობში შეაყო, ნაწილი უჯრებში ჩააწყო და კმაყოფილი წამოჯდა იატაკზე. ბედნიერია და ეს ფაქტი ძალიან ახარებს, მაქსიმე პატიოსნად ასრულებს მიცემულ სიტყვას და ზუსტად ისე არიან როგორც ნამდვილ და მყარ ოჯახს შეეფერება. მართალია გრძნობებზე ხმამაღლა არცერთი არ საუბრობს, მაგრამ გერლიანისგან გრძნობს იმას რაც გულს სიხარულით უვსებს და ყველანაირ შიშს უქრობს. ამ კაცის მიმართ ძალიან დიდი ნდობა, პატივისცემა და რაც მთავარია სიყვარული აქვს. იცის რომ მისნაირს ვერასოდეს ვეღარ იპოვის. ზოგჯერ ჰქონია რომ ამდენი მინუსით და ამდენი პლიუსით საყვარელი მამაკაცის პოვნა მხოლოდ ისტორიის გმირებს შეუძლაით და რეალობაში მაქსიმესნაირი მამაკაცი არ არსებობს. ასეც იყო, მის ცხოვრებაში არ არსებობდა გერლიანი, მაგრამ ახლა გვერდით ჰყავს მამაკაცი რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომელთან ერთადაც თავს შესანიშნავად და დაცულად გრძნობს, იცის რომ მისი შვილი ამაყი იქნება მამით და არასოდეს შეეშინებდა ბავშვთან საუბრის, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის და გერლიანთან თანაცხოვრების.

მამაკაცის მაისურის ტანიდან არ იშორებს, როცა სახლშია ცდილობს რომ ზემოდან ყოველთვის გერლიანის ტანსაცმელი ეცვას, მიუხედავად იმისა რომ შორტებზე კაბასავით აქვს. პერანგებს ალღო ვერ აუღო, ღილების შეკვრა და გახსნა საკუთარზე ეზარება და ახლა კაცის ღილებზე აჯაჯგურე, მაისური მარტივი გამოსავალია, თანაც სასიამოვნო.

კარის ხმაზე გახარებული წამოხტა ფეხზე და ფეხშიშველი გავარდა მისაღებში. გერლიანმა პიჯაკი იქვე მიკიდა და წაბაწეული წავიდა ქალისკენ. ნინიამ იმ წამსვე გაიაზრა რაზეც უბღვერდა მაქსიმე, სწრაფად მიტრიალდა უკან ოთახში მიყრილი ჩუსტები მოძებნა, ჩაიცვა და დამჯერი ბავშვის გამომეტყველბით დაბრუნდა უკან.

-აი ასე!_კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და ქალს წელზე მოხვია ხელი.

-კარგი ბიჭი ხარ ადრე რომ მოხვედი, ამიტომაც ერი კოცნით დაგასაჩუქრებ.

სიცილით დააყოლა, ფეხისწვერებზე აიწია და ბაგეებზე შეეხო, მაგრამ გერლიანი ერთ კოცნას არ დასჯერდა და ჰაეროვნად აიტაცა ქალი ხელში, ისე რომ მის მხურვალე ბაგეებს არ მოშორებია.

-თუ გოგო იქნება ანასტასია დავარქვათ. _ბატიბუტის ჯამით ხელდამშვენებული, ფეხმორთხმული იჯდა დივანზე და ჩაფიქრებული ისვრიდა იდეებს. _და თუ ბიჭი იქნება...._გაწელილად ჩაილაპარაკა და თვალები მოჭუტა. _ისე, ბიჭს რა უნდა დავარქვათ?

-ნუგზარი, მამაჩემს ჰქვია.

სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა მაქსიმემ და ტელევიზორი გადართო. ნინიას უხერხულად გაეჭედა ბატიბუტი ყელში, ჩახველებაც ვერ მოახერხა მაქსიმესთან მოერიდა. დაბნეულმა სწრაფად მოსვა წყალი და ჯამი მაგიდაზე გადადო.

-სხვა ვარიანტები არ გვაქვს?

საცოდავად დაიკნავლა და თვალები მოჭუტა. არ უნდა ცუდად გამოუვიდეს და გერლიანს აწყენინოს, მაგრამ მაინც და მაინც დიდად ვერ მოხიბლა ბიჭის სახელმა და მე მგონი თვითონაც გოგოს ყოლა ურჩევნია. მაქსიმემ ნინიას გამომეტყველებაზე სიცილი ვეღარ შეიკავა და წამიერად ხმამაღლა ჩაიცინა.

-ოო, რა საძაგელი კაცი ხარ._გაბრაზებულმა მისცხო ხელი. _მე მართლა დავიჯერე და ძალიან დავიბენი.

-რატომ დაიბენი, უბრალოდ უარს ვერ მეტყოდი?

-ვერა, ეგეთი ადვილი არ არის კაცს ასეთ დროს უარი უთხრა.

-და ისეთ დროს?_ეშმაკური ხმით კითხა და მისკენ გადაიხარა.

-ისეთ დროსაც არ არის ადვილი, მაგრმამ მაგაზე უფრო ადვილად იტყვი უარს.

-შენს შემთხვევაში მეეჭვება.

>>>
-ალექსანდრეს საიდან იცნობ?

ეზოში, ხის ქვეშ, ბალახზე წამოწოლილს მაქსიმეს მუცელზე ედო თავი და ფოთლებით დახუნძლულ ხის ტოტებს უყურებდა.

-რამდენიმე წლის წინ ნატას არ ასვენებდა და მაშინ გავიცანით.

-და თუ მისი გამომეტყველებით ვიმსჯელებთ დიდად გახარებული არ დაგიტოვებიათ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი მუცელზე გადახვია, ნიკაპით კი მკერდზე დაეყრდნო. _ცემეთ?_ინტერესით ააცქმუტდა.

-ჭკუა ვასწავლეთ.

-აა, მე ბოდიში. _სასაცილო მიმიკით დაჭიმა ნიკაპი. _როგორც სჩანს ნატამ ჩემი ყოფილი დაიწუნა. _წარბების თამაშით ჩაილაპარაკა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. _პრინციპში უტასნაირი კაცი ჰყავს გვერდით და რატომ არა, რაა..._ცინიკურად ჩაიჩურჩულა და მაქსიმეს რეაქციას დაელოდა, გერლიანს ხმა არ ამოუღია, არც კი განძრეულა. _აი, შენ რომ ალექსანდრესთან ერთად გამეცანი, ალბათ შენ აგირჩევდი. _ისევ თვითონ გააგრძელა.

-ეჭვიც არ მეპარება. _უმნიშვნელოდ, ასეც უნდა ყოფილიყო ტონით ჩაილაპარაკა.

-აა._ოდნავ წამოიკვნესა და მუცელზე მიიდო ხელი.

-რა მოხდა?_სწრაფად წამოდგა მაქსიმე.

-მუცელი..._შეწუხებულმა ჩაიჩურჩულა და თვალები მაგრად დახუჭა. _მუცელი მტკივა..._ნელ-ნელა ხმას უმატა. _ა, ძალიან მტკივა.

-ღრმად ისუნთქე, ახლავე წაგიყვან._ფრთხილად აიყვანა ხელში და გასასვლელისკენ წავიდა.

-მაქსიმე, ძალიან მტკივა. _ხმაში ცრემლები შეერია.

-ჩშშშ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობ! _ოდნავ დაიხარა და გაცხელებულ შუბლზე აკოცა.
~~~~
დაგვიანებისთვის ბოდიში, უბრალოდ არ მეცალა და მერე ვეღარც წერის ხასიათზე მოვედი. ძალიან დიდი მადლობა ყველას... ჰო, რაც შეეხება დასასრულს, სავარაუდოდ 30 თავზე მეტი არ იქნება. <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 3269 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
Vaxx, es tavi ragacc verr
Tan ra arc ise saxarbielod daamtavreeee
....
Sulmoutqmelad velodebii shendebgsssss....
avatar
0 Spam
2
რამდენი თვისაა? ჯერ ადრე არ იყო?
avatar
0 Spam
3
დედაა დეიძაბა სიტუაცია..
ნინიას რამე არ დაემართოს თორე დაგკლავ
avatar
0 Spam
4
kargi iyo yochagh**
avatar
0 Spam
5
metis molodini maqvs♥
avatar