იყავი ჩემი საყვარელი [თავი 26]
08.05.2017, 16:44
აჩქარებული ნაბიჯებით შევიდა საავადმყოფოს მიმღებში, ნინიას გერლიანის მხარზე თავდადებულს თვალები დახუჭული ჰქონდა და შეძლებისდაგვარად ღრმად სუნთქავდა. რამდენჯერმე იგრძნო რომ ტკივილი გაუყუჩდა, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში იგივე მეორდებოდა. შიშისთვის დროც კი არ ჰქონდა იმდენად საშინელი და აუტანელი იყო მუცლის არეში არსებული ტკივილი. სიმწრით და ნერვულობით იკვნეტდა ქვედა ტუჩს და ატირებული ხმამაღლა კრუსუნებდა. საკაცეზე დააწვინეს და პირდაპირ პალატისკენ წაიყვანეს, მთელი გზა ხმადაბლა თავისი ექიმის სახელსა და გვარს ჩურჩულებდა, თან არაფრის დიდებით არ უშვებდა გერლიანს ხელს, ისიც მთელი ძალით უჭერდა თითებს და ცდილობდა ტკივილი ამ ხერხით გაენაწილებინა. პალატაშიც შეყვა, საწოლზეც სკუთარი ძალებით გადააწვინა და ოფლით დაცვარული შუბლზე თითები დაადო, სიცხისგან იწვოდა.

-ექიმი სად არის?_გაღიზინებულმა გადახედა ექთანს.

-ახლავე მოვა, შევატყობინეთ და გზაშია. _ჩქარ-ჩქარა მიაყარა ექთანმა და რაღაცა დანადგარით ორსულის გასინჯვა დაიწყი. _მერამდენე კვირაში ხართ?

-მეექვსეშია.

ნინიას მაგივრად უპასუხა გერლიანმა და დაკვირვებით შეათვალიერა ყველა იქ მყოფილი, რატომღაც არცერთ მათგანს არ ენდობა ისე როგორც ნინიას ექიმს, ალბათ იმიტომ რომ ყენიას თვალებში ძალიან დიდ შიშს კითხულობს.

-გამარჯობა. _პალატაში ნინიას ექიმი შევიდა, თეთრ ხალათს იკრავდა და თან იმ წამს შეერთებულ მონიტორს უყურებდა. _უცებ ამიხსენი რას გრძნობ, როგორი ტკივილებია?

-შიგნიდან სულ მწიწკნის. _ტირილით ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. _მითხარით რომ საშიში არაფერია და ჩემი პატარა კარგადაა._მუდარით ჩაილაპარაკა და ფერებშეცვლილ გერლიანს გადახედა.

-ამას მხოლოდ მაშინ გეტყვი როცა თავადაც დავრწმუნები. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ექთანს რაღაცა ანიშნა.

-თუ შეიძლება თქვენ გამობრძანდით. _ღიმილით მიმართა ექთანმა მაქსიმეს. მამაკაცმა შუბლშეკრულმა გადახედა ახალგაზრდა გოგონას.

-ნონა, მეუღლე რჩება. _გერლიანის რეაქციაზე ხმადაბლა ჩაეღიმა ექიმს და ისევ ნინიას მიუტრიალდა. _მაშ ასე!

>>>
-დარწმუნებული ხართ?_როგორც კი ექიმის დასკვნა მოისმინ, აკანკალებულმა კითხა და მუცელზე ხელები დაიდო.

-დარწმუნებული არაფერში არ ვარ, მაგრამ ამ პასუხებს რომ არ ვენდობოდე ახლა აქ არ ვიდგებოდი და ისევ გამოკვლევებს ჩაგიტარებდი. მუცელი გტკივა?

-არა._ხმადაბლა ჩაილაპრაკა და თავი გააქნია.

-როგორც სჩანს ბავშვობიდან მოყოლებული გაქვს მუცლის ტკივილები, მაგრამ რატომღაც ახლა დაგიფიქსირდა. რომ გითხრა საშიში არ არის-თქო მოაგატყუებ, იმიტომ რომ შეიძლება ნაყოფმა ტკივილებს ვერ გაუძლოს. მედიკამენტების მიღებაც არ არის რეკომენდირებული, თანაც ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით ლოგიკურად ვერც ვერაფერს ვერ დაგინიშნავთ, უბრალოდ ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით რისი თქმაც შემიძლია არის ის რომ აუცილებლად წოლითი რეჟიმი უნდა დაიცვა. ვიტამინებს იღებ?

-კი როგორც მითხარით.

ექიმის სიტყვებმა უფრო ააფორიაქა, ვერ მიხვდა როგორ უნდა გაეგო ეს ყველაფერი, გამოდის რომ ტკივილებმა შეიძლება ბავშვის დაღუპვა გამოიწვიოს და ეს ყველაფერ ასე მშვიდად უნდა გაიგოს?! აცრემლებული თვალებით ახედა საწოლთან მდგარ გერლიანს, რომელიც არცერთ თვალს არ ახამხამებდა და გახევებული ისმენდა ექიმის თითოეულ სიტყვას.

-და ხომ შეიძლება რომ ეს დაავადება არ აღმოაჩნდეს?

-რა თქმა უნდა, უბრალოდ მე ჩემს აზრს გიზიარებთ რომელშიც ნინიას აღწერილი ტკივლებით მარწმუნებს. თუმცა გამოკვლევები აუცილებელია, ამაზე პირადად მე ვიზრუნებ ჩემს მეგობარს დავურეკავ და დღესვე ჩაგწერთ მიღებაზე. მანამდე უნდა იწვე, ცოტახანი არ იმოძრაო შემდეგ ჩვენი დახმარებით გადაგიყვანთ მის კლინიკაში.

>>>
მაქსიმეს ხელზე ჩაჭიდებული ელოდებოდა ექიმის გამოჩენას და იმის თქმას რომ წასვლის დროა. ძალიან უნდა რომ ყველაფერი უბრალო და ძალიან პატარა პრობლემასთან იყოს დაკავშირებული, ჯერ ისედაც ვერ გაიგო რაც ექიმმა უთხრა, ერთადერთი რაც ყურებიდან და გონებიდან არ ამოსდის ნაყოფის მოშორების საფრთხეა. ხმადაბლა ტიროდა და თან მუცელს ეფერებოდა. მაქსიმეს არცერთი წამით არ დაუტოვებია, ერთ ადგილზე იდგა და მთელი დღე ნინიას ხელი ეჭირა, მარტო მაშინ გავიდა როცა ექიმმა დაუძახა ისიც რამდენიმე წამით და ისიც პალატასთან, მინიდან ნინიას დანახვა რომ შეძლებოდა. გერლიანისგან ძალიან დიდ ძალას გრძნობს, რეალურად არაფერს არ ეუბნება არც უამრავ გასამხნევებელ სიტყვას და არც იმას რომ მასზე გიჟდება, მაგრამ გრძნობს რომ მაქსიმე მთელი არსებით მის გვერდით არის და თითოეულ წამს იზიარებს. ეს კი ყენიასთვის ყველაზე მთავარია.

-რამე ძალიან სერიოზული რომ იყოს?_ტირილით კითხა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

-რაც არ უნდა იყოს შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს გადალახავ. _ტუჩებზე დასჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა.

-ძალიან მეშინია, არ მინდა რომ რამე ცუდი მოხდეს.

-ნინია, ხომ გითხარი ფიქრს გიკრძალავ-მეთქი!_წარბებშეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა. _არაფერი ცუდი არ მოხდება!

-აბა, მზად ხართ?_პალატის კარი ღიმილით შეაღო ექიმმა, მის უკან რამდენიმე ექთანი იდგა.

-კი.
>>>
-ძალიან კარგი პასუხები მაქვს. _ღიმილით შეაღო ოთახის კარი ექიმმა და ანალიზების პასუხით ხელდამშვენებული გაემართა საკუთარი მაგიდისკენ. _სანამ პასუხებს ავხსნიდე, გეტყვი რომ დღეს სახლში წასვლას შეძლებთ. არაფერი გენეტიკური არ არის, არც თანდაყოლილი და არც ძალიან საშიში, უბრალოდ შენს კუჭს პატარა პრობლემები აქვს, მაგრამ ამას რამდენიმე დღეში მოვარჩენთ. სწორად კვების პრობლემასთან გვაქვს საქმე._თავის ქნევით გადახედა ქალს.

მიხვდა რომ თავისულდად სუნთქვა შეეძლო, თითქოს იმ წამს თავიდან დაიბადა, ყველაფერი უარყოფითი უკან დატოვა და საკუთარ პატარასთან ერთად აგრძელებს არსებობას. ამჯერად ბედნიერების და სიხარულის ცრემლები გადმოყარა, ყველაზე ბედნიერი ქალი იყო იმ წამს. იმის გააზრება რომ მის პატარას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი ერთი უბრალო უჭმელობის ბრალია, რომელიც ლილუს ავადმყოფობის პერიოდიდან არის გამოწვეული ძალიან დიდ ბედნიერებას ანიჭებს. აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა და შვებით ამოისუნთქა.

-ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ?_მშვიდი ტონით კითხა მაქსიმემ.

-ახლა დანიშნულებას დაგიწერთ და ყველაფერს ერთად ვუმკურნალებთ ისე რომ პატარას არაფერი დაემუქრება.

-ძალიან დიდი მადლობა. _სრუტუნით ჩაილაპარაკა და თავი გერლიანის მკერდს მიადო.

>>>
სახლში დაბრუნებუსთანავე საძინებელში შეიყვანა და საწოლში ჩააწვინა. ნინიამ დაღლილმა დახუჭა თვალები და იმ წამსვე ჩაეძინა, მანამდე ოთახში შეპარულ ლილუს ღიმილით აკოცა შუბლზე და ძილინებისა უსურვა.

თვალები რომ გაახილა უკვე დღე იყო, საწოლში მარტო იწვა. მთქნარებით წამოსწია თავი და ცალი ხელი ინსტიქტურად წაიღო მუცლისკენ.

-დილა მშვიდობისა, დე.

ღიმილით მიესალმა პატარას და საწოლზე წამოჯდა. სააბაზანოს კარების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და წელს ქვემოთ პირსახოცშემოხვეულ გერლიანს თვალებდაჭყეტილი დააკვირდა. ქალის მზერა როგორც კი დააფიქსირა ცინიკურად ჩაიღიმა და გარდერობისკენ წავიდა. ნინიამ დაბნეულმა ააცმაცუნა ტუჩები და დაჟინებით მიაჩერდა მის წინ მდგარ ნახევრად შიშველ და წყლის წვეთებით დანამულ მამაკაცის სხეულს.

-მე მგონი ცხელა არა?!_ხმადაბლა, ლუღლუღით ჩაილაპარაკა და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. გერლიანმა ცალი ხელი პირსახოცისკენ წაიღო. _ააარაა!_გაწელილად წამოიძახა ნინიამ, საწოლზე დაწვა და გერლიანს ზურგი აქცია. ყრუდ, მაგრამ მაინც გარკვევით გაიგონა როგორ დასცინა მეგობარმა მამაკაცმა.

-როგორ ხარ?_მოულოდნელად ზურგს უკან გაისმა ხმა, გერლიანმა გახურებული ტუჩები მხრებზე შეახო და იმ ადგილზე ცხელი დაშანთული კოცნის კვალი დაუტოვა.

-კარგად ვარ, აღარაფერი არ მტკივა და კარგადაც გამოვიძინე. _დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცხა და მისკენ გადატრიალდა. _შენ სამსახურში არ გაგვიანდება?_ცალი თვალით ტუმბოზე მოთავსებულ საათს გადახედა.

-გადავწყვიტე რამდენიმე დღე ჩემი ზედამხედველობისქვეშ მყავდე. კვება, ძილი და საერთოდ ყველაფერი უნდა გიკონტროლო!_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა ფეხზე წამოდგა და მაისური გადაიცვა.

-ანუ მე რომ ცუდად არ გავმხდარიყავი შენ სამსახურში წასვლაზე უარი არ უნდა გეთქვა?! _გაბუსხულმა ჩაიდუდღუნა და საწოლზე წამოჯდა.

-რას აკეთებ?_ქალის მოქმედებაზე უმალვე გააკეთა რეაქცია.

-რას ვაკეთებ?_გაკვირვებულმა იკითხა და გარშემო მიმოიხედა.

-შენთვის მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, დაწექი და შეეცადე ბევრი არ იხვანცალო!

ყველანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ნინიას კვებას თავად აკონტროლებდა, ასევე ლილუს დღის განრიგსაც, კვებასაც და რაც მთავარია ძილის რეჟიმსაც. არცერთი წამით არ აძლევდა ყენიას დატვირთვის უფლებას, ექიმის მითითებებს თავად ასრულებინებდა. ესეც გაბადრული სახით უქნებდა თავს და დამჯერი გოგოსავით იქცეოდა, ძალიან სიამოვნებდა მაქსიმესგან გამოხატული ასეთი ყურადღება და მზრუნველობა, მიუხედავად იმისა რომ გერლიანს არცერთი წამით არ გაუხსნია შუბლი.

ნატამ და უტამაც მოინახულეს, ძალიან გაუხარდა საქმროს ძამაკაცის და მისი ცოლის ასეთი ყურადღება, ბუნერივია ასეთ დროს მცირედიც კი გსიამოვნებს. ნატამ რამდენიმე რჩევა მისცა როგორც სტაჟიანმა დედამ, ბოლოს და ბოლოს სამი შვილი ჰყავს და ასე თუ ისე ეთქმის და იცის. ყველანაირი სიტუაცია გამოვლილი აქვს რაც კი შეიძლება ორსულს დაემართოს.

-გაბრიელზე ვიყავი ძალიან ცუდი ორსული. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ და უტას გადახედა. _დემეტრეზე იმდენად არა, უტას სურვილებს სანატრელს ვუხდიდი. _წარსულის გახსენებისას სინათლის სხივი გადაეკრა სახეზე.

-ჰოო, მე ჯერ არ მაწუხებს უცნაურობები. _სიცილით წამოიძახა და წარბების თამაშით გადახედა გერლიანს.

-ღამის ოთხ საათზე, შემოდგომაზე ალუჩაზე წამსვლელი მაინც არ ვარ. _შუბლშეკრულმა გააფრთხილა და ცინიკური გამომეტყველება მიიღო.

-მეც ეგრე მეგონა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა უტამ და თანაგრძნობით გადახედა ძმაკაცს.

-ხომ გეუბნები, ამ კაცებისას ვერაფერს ვერ გაიგებ..._თვალებდაქაჩულმა ნატამ აღშფოთებულმა ჩაილაპარაკა. _ჯერ იყო და ნატრობდა ნეტა რამეზე გამაღვიძოს და გამაგზავნოსო და ღამის ოთხ საათზე დედამისის სალათაზე რომ გავუშვი არ ესიამოვნა.

-მე არ მითქვამს რომ არ მესიმოვნა! _წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა უტამ.

>>>
მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოვიდა, თავსაც შედარებით უკეთ გრძნობდა და დაკარგული ძალების აღდგენაც დაიწყო. ექიმთან ვიზიტზეც ძალიან ბევრი სასიამოვნო საიხლე მოისმინა და გაიგო რომ მკურნალობამ თავისი შედეგი გამოიღო და ყველაფერი მწყობრში აქვს, ბავშვიც გასინჯეს არც მას არ ემუქრება არანაირი საფრთხე, უბრალოდ უნდა შეეცადოს რომ ისევ ისეთ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება, ზედმეტი დატვირთვების გარეშე.გერლიანი სამსახურს დაუბრუნდა, ლულუ ბავღს, თვითონ ისევ სახლში ზის და სამსახურის ვაკანსიებს ეძებს, მაგრამ რატომღაც ყოყმანობს. ახლა უკვე ზუსტად იცის რომ არანაირი სამსახური არ უღირს თუ პატარას პრობლემები უნდა შეექმნას. ურჩევნია სახლში იჯდეს უსაქმოდ და არაფერი არ აკეთოს, მაგრამ ესეც ძალიან მობეზრდა, უსაქმურობას არ არის მიჩვეული და იღლება. ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთება სულიერად ძალიან ამძიმებს, მარტო მაშინ უნათდება სახე სამსახურიდან და ბაღიდან დაბრუნებულ მაქსიმეს და ლილუს რომ ხედავს.
გაბადრული სახით წავიდა აწკრიალებული კარებისკენ და ყვავილებით ხედამშვენებულ კურიერს გაკვირვებულმა გაუღიმა. როგორც წესი მაქსიმეს მსგავსი ტიპის ყურადღება არ ახასიათეს.

-გამარჯობა, ნინია ყენია თქვენ ხართ?

-გამარჯობა, დიახ მე ვარ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ყვავილებს დააკვირდა.

-ეს ყვევილები თქვენს სახელზეა გამოგზავნილი. _ყვავილები გაუწედა და ფურცელი მოიმარჯვა. _აი, აქ მომიწერეთ ხელი.

-და ვინ გამოაგზავნა არ იცით?_ღიმილით იკითხა და ხელი მოაწერა. ბიჭმა თავი გაუქნია და უკან გატრიალდა. დაცვამ წარბწეულმა გაუღო კარი და ეზოდანაც გაუშვა.

ყენიამ სიცილით აიჩეჩა მხრები და ყვევილები სახლში შეიტანა. შუაში მოქცეულ თეთრ კონვერტს დასტაცა ხელი და გაბადრული გამომეტყველებით გახსნა, მაგრამ შიგნით არაფერი არ დახვდა. დაბნეულმა გადაქექა ყვავილები, მაგრამ ბარათი არსად არ იყო.

-რა უცნაურია..._წარბები შეჭმუხნა და იმ წამს სახლში შესულ გერლიასნ გადახედა. მაქსიმემ პიჯაკი საკიდზე ჩამოკიდა და ქალისკენ წავიდა.

-დაბადების დღე გაქვს?_უცნაური ტონით კითხა და ყვავულებზე მიუთითა.

-არაა._გაკრეჭილმა გაუქნია თავი და ყვავილები გულზე მიიხუტა. _ძალიან ლამაზებია, მადლობა. _ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

-მე არ გამომიგზავნია!_ტონი შეეცვალა გერლიანს. ნინია დაბნეული დაბრუნდა იატაკზე და ყვავილების ბუკეტს დახედა.

-შენ არ გამოგიგზავნია?!_ლუღლუღით იკითხა. მაქსიმემ თავი ოდნავ გადახარა და ისე დააკვირდა ქალს. _აბა ვინ გამოაგზავნა, კონვერტშიც არაფერი წერია...

გერლიანი უსიტყვოდ მიტრიალდა გასასვლელი კარისკენ.

-ლექსო, კურიერი მოძებნე და გაიგე რომელი ყვავილების მაღაზიაა!_დაცვის წევრს გადასძახა და ისევ ნინიასკენ მიტრიალდა. _მე მგონი ვიღაცას კეთილი განზრახვა არ უნდა ჰქონოდა.

-რას გულისხმობ?_ჩურჩულით იკითხა და ყვავილები მაგიდაზე დადო.

-ჯერ გავიგოთ ვის მოსწონს ჩემი საცოლე. _თვალი ჩაუკრა და გასასვლელისკენ წავიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 2954 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
Ara ra eseti mgrdznobare maqsime dzalian miyvars :)) kai wasakitxi tavi iyoo
avatar
0 Spam
2
ოოო, ეს უკვე საინტერესოა. კინაღამ გული გამისკდა სანამ გაირკვა რო არაფერი სერიოზული არ იყო.
მაქსიმე ცოტა დაატკბე რა, ნუა ესეთი ჯმუხთა ხელმწიფე.
avatar