იყავი ჩემი საყვარელი [თავი 28]
13.05.2017, 04:16
ძილს მიეჩვია, ადრე თუ დილით ადრიანად დგებოდა ახლა მაქსიმეს და ლილუს როგორც კი გააცილებს ისევ საწოლში ბრუნდება და საბანში ეხვევა. გამოფიტული არ არის, პირიქით ძალიან ბევრს დადის, მოძრაობს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვერ არის ბოლომდე კარგად, ზოგჯერ ჰქონია რომ თავბრუ ეხვევა ზედმეტი სიცხისგან, არადა ჯერ თებერვალია რა დროს სიცხეა. ექიმთან ვიზიტები წარმატებულია, ნაყოფი ძალიან ისე ვითარდება და რაც მთავარია დედის ჯანმრთელობასაც აღარანაირი საფრთხე არ ემუქრება.
საბნიდან ძლივს გამოძვრა და თვალებდახუჭულმა ჩაიცვა ნასკები, ჩუსტების ძებნა არ დაუწია იქვე ლამაზად ჰქონდა დალაგებული.
მაქსიმეს გრძელსახოლოებიანი მაისური გადაიცვა, სპორტულის შარვალი ამოიცვა და მთქნარებით გაფრატუნდა მისაღებში.

-დილა მშვიდობისა.

ნაცნობი ხმის გაგონებისას სწრაფად მოფხიზლდა და თვალებდაჭყეტილი მიტრიალდა დივნისკენ. მეგი და ქალბატონი სადედამთილი მომღიმარი სახეებით ისხდნენ და დაკვირვებით ათვალიერებდნენ საწოლიდან ახლადგამომძგრალ, თმააბურდულ ქალს. ნინიამ დაბნეულმა გადახედა კუთხეში საცოდავად ატუზულ მეორე მეგის და მერე ისევ სტუმრებს მიუტრიალდა.

-არ ვიცოდი აქ თუ იყავით._უსიამოვნო ხმის ტემბრით ამოილაპარაკა და მათ წინ ჩამოსკუპდა. _ცოტა მოუწესრიგებელი ვარ ახლახანს გავიღვიძე. _მაინც, ყოველი შემთხვევისთვის თავად დაასწრო და მეგის დააკვირდა. _მოსალოცად მოხვედი?_გამობერილ მუცელზე დაიხედა და ღიმილით მოითათუნა თითები. მეგიმ გამწარებულმა გადაყლაპა ნერწყვი და თვალებჩაწითლებულმა გადახედა მზიას.

-ბავშვს რაღაცები მოვუტანეთ. _აფერისტული ღიმილით ჩაილაპარაკა მზიამ და ფეხზე წამოდგა. იქვე კუთხეში უამარავი ყუთი იდო, ზოგიც უბრალოდ პარკი.

-როგორც მე ვიცი მეგის და მაქსიმეს არანაიარი ურთიერთობა აღარ აქვთ, არც მე და მეგის დაქალობაზე დადის ლეგენდები და რა საჭირო იყო მისი აქ ყოფნა?_პირდაპირ იკითხე და გაღიზიანებული წამოდგა ფეხზე. _საჩუქრებისთვის დიდი მადლობა, აუცილებლად ვანახებ მაქსიმესაც. _როცა მიხვდა რომ არც მზია და არც მეგი უბრალოდ საჩუქრების მოსატანად ირ იყვნენ მოსულები თავი ვეღარ შეიკავა და მათ მიმართ გაჩენილი აგრესია დაუფიქრებლად გამოამჟღავნა.

-მეგი მე გამომყვა, რამე პრობლემაა?

-დიახ, პრობლემაა! არანაირი სურვილი არ მაქვს ჩემი და ჩემი საქმროს სახლში მისი ყოფილები დაყვებოდნენ ჩემი საქმროს დედას. _ხაზგასმით აუხსნა რაშიც იყო საქმე და კარისკენ წავიდა. _თუ მეორედ აქ მოსვლას მეგისთან ერთად გაბედავთ, იძულებული გავხდები ყველანაირი პატივისცემა დავივიწყო და თქვენც მასავით გაგიშვათ აქედან... ახლა კი, მეგი, ძალიან გთხოვ დატოვე აქაურობა!_კატეგორიულად, ცივი ხმით ჩაილაპარაკა და კარი გააღო.

-ჩემი შვილის სახლიდან გვაგდებ?

-მე თქვენ არსად არ გაგდებთ, არც მეგის ვაგდებ, უბრალოდ ვუხსნი რომ მისი ადგილი ამ სახლში არ არის!_ქალის გამოსვლამ უარესად გააღიზიანა.

-თუ მეგი წავა მეც თან გავყვები.

-თუ თვლით რომ სწორი იქნება, ნახვამდის!

ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და კარები უფრო ფართედ გააღო ორივეს თავისუფლად რომ შეძლებოდა გარეთ გასვლა. მეგიმ ცინიკურად ჩაიცინა, ფეხზე წამოდგა და შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გაემართა ნინასკენ.

-დღევანდელ დღეს არ შეგარჩენ!_ხმადაბლა, სისინით ჩაიჩურჩულა და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდა. ნინიამ ხმით ჩაიღიმა და მზიას გადახედა.

-მაქსიმეს შენი ეს საქციელი არ მოეწონება, რაც არ უნდა იყოს მე მისი დედა ვარ.

-ეჭვიც არ შეგეპაროთ რომ მაქსიმე ამ ამბავი თავიდან ბოლომდე მოისმენს! არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენ ორს შორის ეკალივით ჩავდგე, მაგრამ თუ საჭირო გახდა და კიდევ ერთხელ ვიგრძნობ რომ ჩემი და მაქსიმეს ურთიერთობის გასაწირად ხართ აქ, არც ამაზე დავიხევ უკან და საკუთარ შვილს თქვენივე “სიმართლით” დაკარგავთ!_აგრესიულად ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა.

-მზია. _შვილის ხმის გაგონებისას მოულოდნელობისგან ფერები გადაუვიდა ქალს და ოდნავ შეკრთა. ნინიამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და წელში გასწორდა. _რა ხდება აქ?_ყენია დაკვირვებით შეათვალიერა და შემდეგ მზერა დედამისზე გადაიტანა.

-არაფ...

-დედაშენი მეგისთან ერთად გვესტუმრა. _სიტყვის დასრულება არ დააცადა, როცა მიხვდა რომ მზია კიდევ ერთი სპექტაკლის დადგმას ცდილობდა.

-მეგი აქ იყო?_სხვათაშორის იკითხა და გაღიზიანებული, ძარღვებ დაჭიმული მიუტრიალდა მზიას.

-ჩემთან ერთად იყო საყიდლებზე და რა მეთქვა არ წამოხვიდე-მეთქი?

-აღარასოდეს აღარ გაბედო იმ ადამიანების ამ სახლში მოყვანა ვინც ჩემი და ჩემი ცოლ-შვილისთვის არასასიამოვნოა! მეორედ ამის გამეორება აღარ დამჭირდეს, თუ გინდა რომ შვილიშვილი ერთხელ მაინც ნახო!_თვალებჩაწითლებულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.

-ამ ქალის გამო ამდენს როგორ მიბედავ?_სწრაფად შეცვალა ტაქტიკა და სახე სატირლად დაბრიცა. ნინიას ხმამაღლა ჩაეცინა, ორივეს ზურგი აქცია და მისაღებისკენ წავიდა.

-კიდევ ერთხელ გიმეორებ ამ ქალს ნინია ჰქვია, ჩემი ცოლი და ჩემი შვილის დედაა და თუ შენ რაიმე არ მოგწონს შეგიძლია ახლავე დატოვო ეს სახლი, თანაც სამუდამოდ! მე და შენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს!

-შენ იცი რომ შენზე უკეთესი არავინ არ მყავს, ნუ ცდილობ ცოლის გამო დედას აწყენინო.

-მზია, რა სპექტაკლებს მიდგამ!?_აღშფოთებულმა იკითხა და წარბები შეჭმუხნა. _შენ როგორც გინდა ეგრე ჩემთან არაფერი არ მოხდება, აქ მე ვადგენ წესებს და საკუთარ სურვილებს, შესაბამისად ჩემი პირადი შენ არ გეხება, მითუმეტეს მაშინ როცა კეთილი სურვილები არ გამოძრავებს.

-მე დედაშენი ვარ!

-უფრო კონკრეტულად ქალი რომელმაც ხუთი წლის ასაკში მიმატოვა, მერე უცებ გაახსენდა რომ ქმარ-შვილი ჰყავდა და დაბრუნდა...მე და შენ ერთი სისხლი გვაქვს, სხვა ყველაფერი ფარსია და არ ვაპირებ ამაში მონაწილეობა მივიღო. შენ შვილი 25 წლის წინ დაკარგე!

მაქსიმეს ბავშვობის ისტორია პირველად მოისმინა, იმასაც მოულოდნელად მოკრა ყური და რომ არა მზიას ისტერიკა ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებდა რა მოხდა სინამდვილეში. აჩქარებულ გულზე ხელი მიიდო და თვალებაცრემლებულმა გადახედა კარებში მდგარ დედა-შვილს, რომლებიც ერთმანეთისთვის იმაზე უცხონი იყვნენ ვიდრე ამას ნინია ხედავდა. მიხვდა რომ თუ ერთხელ მაინც გაუცროვდა გერლიანს იმედი, შემდეგ ამის გამოსწორება შეუძლებელია. მამაკაცის თვალებში, ხმაში, ქცევებში, ყველაფერში იგრძნობდა რომ წასულ ადამიანებს უკან აღარ აბრუნებს.

>>>
-არ მინდოდა ჩემს გამო გეკამათათ, უბრალოდ მართლა ძალიან გავღიზიანდი როცა წარმოვიდგინე რომ ამ ყველაფერს ჩემი ნერვების მოსაშლელად აკეთებდნენ. დილით გამოვდივარ და მეგი მესალმება ჩემს სადედამთილოსთან ერთად. _ანერვიულებულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-დამშვიდდი!

-ვერ ვმშვიდდები. _ხვნეშით ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. _როცა წარმოვიდგენ რომ ჩემს გამო...

-იგვე შემიძლია გითხრა შენც- მზიას სახელი აღარ ახსენო!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. ნინიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საძინებლისკენ წასულს თვალი გააყოლა.

ძალიან არ სიამოვნებს ოჯახში არსებული პრობლემა, მართლა ეს მისი და მაქსიმეს ურთიერთობისთვის საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ ზოგჯერ ორსულია და თავისდაუნებურად ცუდად გრძნობს თავს. იცის რომ გერლიანს საკუთარი აზრი და პოზიცია გააჩნია რომელსაც არავის და არაფრის გამო არ დათმობს, ზუსტად ამიტომ არ ეშინია იმის რომ მზიას მათ ურთიერთობაში ბზარის გაჩენა შეუძლია. უბრალოდ შეწუხებულია იმით რაც ხდება, ვერ ეგუება სადედამთილოს აგდებულ დამოკიდებულებას, თითქოს მისთვის რამე ჰქონდეს დაშავებული. გულთან ახლოს არც მიიტანდა, უბრალოდ ახლა ყველაფერს გაორმაგებული ძალებით გრძნობს, ემოციებიც უფრო გამძაფრებულად აქვს, თორემ რამდენიმე თვის წინ საერთოდ არ აინტერესებდა მზია და მისი შეხედულებები მათ ოჯახზე.

-მაქსიმე._გამთენიისას ძილბურანში მყოფმა ოდნავ გადასწია ხელი გერლიანისკენ და შიშველ ზურგზე დაუტყაპუნა. გერლიანი სწრაფად გამოფხზილდა და ორსული ქალისკენ გადატრიალდა.

-მოხდა რამე?

-ნუ გაქვს ეგეთი ხმა თორემ ასე მგონია მშობიარობა დამეწყო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ორივე თვალი დაჭყიტა. _უბრალოდ შენს მხარეს წყალია და ის მინდოდა მეთხოვა._მორიდებულმა ღიმილით ანიშნა წყალზე და ოდნავ წამოჯდა. გერლიანმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წყალი ჭიქაში ჩამოასხა. _ნუ ღელავ კომშზე და მარწყვზე გაგზავნას არ გიპირებ. _სიცილით გაუქნია თავი და წყალი მოსვა. _ისე შემთხვევით უტასავით შენც ხომ არ გინდა 4 საათზე მოფხიზლება და სალათებზე სირბილი? _ეშმაკურად ააფახუნა წარბები. მაქსიმემ შუბლშეკრულმა გადახედა ქალს.

-მორჩი?_წყლის ჭიქას ცალი ხელი მოკიდა და ძლისიგან დაბოხებული ხმით კითხა.

-ხო, მოვრჩი. _გაბუსხულმა ჩაილაპარაკა ჭიქას ხელი გაუშვა და საწოლზე დაწვა. _მაინც არ მესმის რატომ აიჩემე სქესი არ მინდა ვიცოდეო. _მოულოდენლად წამოიძახა და მისკენ გადატრიალდა.

-იმიტომ რომ არ მინდა, შენ თუ გინდა შეგიძლია კითხო.

-არა, არც მე მინდა. _ხმაში სიცილი შეეპარა. _გოგო თუ იქნება სახელი ავარჩიეთ და ბიჭს რა დავარქვათ?...მოიცადე._მოულოდნელად წამოიძახა და თვალები დაქაჩა. _ვიცი რაც უნდა დავარქვათ.

-ნუგზარი?_სერიოზული ხმით იკითხა გერლიანმა.

-მაქსიმე, ნუ ხუმრობ თორემ ბავშვი ითრგუნება. _მხარზე მუშტი მიკრა და თვალები დაუბრიალა. _ნუგზარი კი არა ნათლიის სახელი, უტა.

-ეგ შენით მოიფიქრე თუ უტამ გიჩურჩულა?

-ნუ დამცინიხარ შენ ყველაფერზე, ჩემით მოვიფიქრე და რატომღაც მგონია რომ ძალიან გაუხარდება._საკუთარი თავით აღფრთოვანებული ემცოიებს ვერ მალავდა.

-მეც ეგრე მგონია. _თავი დაუქნია და თვალები დახუჭა. _ოღონდ ახლა დამაძინე.

-მუდო და ჯმუხია მამაშენი, დე. _ხმამაღლა, გერლიანის გასაგონად ჩაილაპარაკა და მუცელზე დაისვა თითები.

-მაგაზე პასუხს რომ გამოძვრება მერე გაგცემს!_მუქარის ტონით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

>>>
-შეგიძლია ამიხსნა ამდენი სარეცხის სამაგრი რაში გჭირდება?_მემემ გაოცებულმა კითხა და კალათაში ჩაყრილ სამაგრებს ჩახედა. _თანაც ყველა ხის.

-ვიდეოებს ვუყურე და იმდენი საინტერესო ნივთის გაკეთება შეიძლება აი, ამ ხის სამაგრებით.

-ნინია, არ მითხრა რომ კაბელების საჭრელის გაკეთებას გეგმავ...ან კიდევ ტელეფონის კაბელების დამჭერს.

-მაგასაც ვუყურე, მაგრამ მე ბავშვის ოთახისთვის მჭირდება იდეები.

-როგორც მე ვიცი ბავშვის ოთახს მაქსიმე დაბადების შემდეგ არემონტებს.

-ხო, მაგრამ მე წვრილ-წვრილი რაღაცების გაკეთება მინდა ჩემი ხელით, სახლში ისედაც უაზროდ ვზივარ, თანაც ბავშვის დაბადებამდე ერთი თვე დარჩა.

-და თქვენ სქესი ჯერაც არ იცით. ასეთი მოუმზადებლები როგორ უნდა დახვდეთ ბავშვს?

-ყველაფერი იქნება, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიაბდოს და რა მნიშვნელობა გაქვს ბოდეს ერთი თვით ადრე ვუყიდით თუ დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ?

>>>
ბოლო თვემდე შეძლო საკუთარი ძალებით გადაადგილება, არცერთი წამით არ მოდუნებულა, გამუდმებით რაღაცას აკეთებდა, დადიოდა, ალაგებდა, რეცხავდა. ორსულობის ბოლო პერიოდში უფრო გრძნობდა მოზღვავებულ ენერგიას, ალბათ ის რამდენიმე კვირა რაც ძირითადად საწოლში და დივანზე გაატარა მოსვენებას არ აძლევდა. გერლიანი ყველანაირად ეხმარებოდა, მაგრამ ჭირვეული და მომთხოვნი ორსული არ ყოფილა. არასოდეს დაუწუწუნია რომ მარწყვი უნდა, ან ანანასი, ან კიდევ ჭოლოს ტორტი. ერთადერთხელ მოინდომა ნაყინი, ისიც იმიტომ რომ კულინარიულ გადაცემას უყურებდა და ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან სასიამოვნოდ ამზადებდა კლიენტებისთვის ნაყინს. მაქსიმეც უსიტყვოდ წამოდგა, მაცივრიდან ნაყინი აიღო და საცოლეს მიუტანა.
ქორწილზე აღარ უსაუბრიათ, შეთანხმდნენ რომ ყველაფერს ბავშვის დაბადების შემდეგ მიხედავდნენ, რამდენადაც სასიამოვნო და ემოციური არ უნდა იყოს თეთრ კაბაში გამობერილი მუცლით საკუთარი თავი ვერ და არ წარმოუდგენია, უნდა რომ ფორმიანი, ლამაზი და გამხდარი იყოს, ზუსტად ისეთი როგორიც ბავშვობაში წარმოდგენდა.

-მაქსიმე. _ხმადაბლა წამოიკვნესა და მუცელზე თითები მიიჭირა. _წყლებს ვღვრი. _ჩურჩულით განაგრძო და თვალები მაგრად დახუჭა. გერლიანი სწრაფად წამოდგა ფეხზე იქვე გადაკიდებული შარვალი ამოიცვა და ნინიას მხარეს მივიდა. ქალი ძალიან ფრთხილად აიყვანა ხელში და გასასვლელისკენ წავიდა. _გარდერობში გამზადებული ჩანთა მაქვს და ისიც ჩადე, არ დაგავიწყდეს.

მიუხედავად მსუბუქი ტკივილისა და აუტანელი უხერხულობისა არაფერი არ ავიწყდებოდა. მაქსიმემ ცალ მხარეს ჩანთა მოიკიდა და გასასვლელისკენ წავიდა. ნინია ფრთხილად დააწვინა უკან გადაწეულ სავარძელზე და ღვედი შეუკრა, მერე კი სახლისკენ წავიდა. ცოტახანში პლედში გახვეულ ლილუსთან ერთად უკან დაბრუნდა, ბავშვი უკანა სავარძელზე დააწვინა, თვითონ კი ნინიას გვერდით მოთავსადა და მანქანა დაძრა.

-გტკივა?_აფორიქებულმა კითხა ქალს და ცალი თვალით გადახედა.

-ნუ ნერვიულობ, საავადმყოფომდე მივალთ, ჭინთვები ჯერ არ დამწყებია. _ღიმილით დაუსვა თითები ხელზე და გზას გახედა. _მთავარია იმდენი წყალი არ დავღვარო რომ მერე ორსულობა გართულდეს და ბავშვს გამოსვლა გაუჭირდეს.

პალატაში მოათავსეს რამდენიმე კითხვა დაუსვეს და უთხრეს რომ მაქსიმუმ 24 საათში მშობიარობაც დაეწყება, დამჩქარებელი არ მიუციათ, იმ მომენტისთვის არ ყოფილა საჭირო.

-როდის ესენი თავს მოაბავენ, წადით თქვენ და დაიძინეთ.

-მემე მივიდოდა სახლში, ლილუს მივუყვან და უკან მოვალ.

შუბლზე აკოცა და პალატიდან გავიდა. ზუსტად ერთ საათში მოწესრიგებული დაბრუნდა უკან, ნინიამ ღიმილით დაუქნია პალატასთან მდგარს ხელი და ექთანს ახედა.

>>>

-ქმარს შეუძლია მშობიარობას დაესწროს...

-არა..._სწრაფად წამოიძახა ნინიამ და მაქსიმეს გადახედა.

-რა არა?! 9 თვეა ამ დღისთვის ვემზადები!

შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ექთანს სპეციალური ხალათი, ქუდი და წვერსაფარი გამოართვა. ნინიამ დაბნეულმა ამოისუნთქა და გერლიანს მომღიმარი დააკვირდა. რა თქმა უნდა არცერთ ქალს არ უნდა იმ მდგომარეობაში ნახოს ქმარმა როგორშიც მშობიარობის დროს არის, მაგრამ გულის სიღრმეში საშინლად უნდოდა მაქსიმეც იქ ყოფილიყო. გამოუცდელია და ძალიან დიდი შიში აქვს, რამდენიმე სტატიაში გარკვევით ეწერა რომ ქმრის იქ ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან დიდ ძალას უნაწილებს საწოლზე მწოლიარე, სასოწარკვეთილ ქალს.

-ერთიც! კიდევ ერთიც!_ხმადაბლა ჩასჩურჩულა მაქსიმემ და ნინიას ფრჩხილებს დახედა, რომელიც ძალიან მწარედ ერჭობოდა მამაკაცს ხელისგულზე.

-არ შემიძლია. _დაღილილმა ამოიხვენაშა და ძალადაკარგულმა გადააგდო თავი უკან.

-ნინია, სულ ცოტა დაგრჩა, სულ ცოტა, ნუ გააწვალებ!_ექიმის ხმა შორიდან ჩაესმა.

>>>
-არ მჯერა. _ტირილით ჩაილაპარაკა და მის გულზე დაწვენილ პატარა, უსუსურ არსებას თავზე ფრთხილად აკოცა.

-ბიჭი.

ხმადაბლა ჩაიჩურჩულა მაქსიმემ და ხელები სახეზე მოისვა. ადრე თუ გერლიანის თვალებში მხოლოდ სიცივეს და მცირედ სითბოს ხედავდა ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მაქსიმეს თვალები, სახე, ხელები და საერთოდ ყველაფერი შეცვლილი ჰქონდა, ბედნიერებისგან ასხივებდა სრული ამ სიტყვის მნიშნველობით. სახიდან დაბნეული ღიმილი არ შორდებოდა, თითქოს ჯერაც ვერ აღიქვამდა მომხდარს და ამ ყველაფრის რეალობასთან დაკავშირება უჭირდა. პატარას რომელიც მისი შვილი იყო დაკვირვებით უყურებდა და ცდილობდა მისი თითოეული ნაწილი შეესწავლა.

-როგორი პატარაა.

-მართალია გოგო გინდოდა, მაგრამ...

სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ. რამდენიმე წუთის წინ დაკაგრული ძალა და არსებობის სურვილ დაკარგული ქალისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა უკვე გაორმაგებული ძალებით უყვარდა სიცოცხლე, ცხოვრება, მაქსიმე და მათი საერთო შვილი, რომელიც ძალიან დიდ მოტივაციას და ძალას აძლევს დედას. წუთების წინ სახეგადაწითლებული და გატანჯული ქალი სინათლის სხივად იქცა, რომელიც მთელი პალატას სიხარულის სხივებით ანათედა.
~~~~
წესით ეს თავი დასასრული უნდა იყოს, მაგრამ გადავწუვიტე რომ დავყო... ოჯახზე მომიწევს წერა და მირჩევნია რომ რამდენიმე თავში ჩავატიო, ვიდრე უცებ-უცებ და ბოლოს უკმაყოფილო დავრჩე. დაგვიანებისთვის ბოდიში და იმედია მოგეწონათ. <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 3269 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ჰოი საოცრებავ, გაიღიმა. არ მჯერა. bb
მაქსიმეს წარსული ძალიან მაინტერესებს. happy happy
avatar
0 Spam
2
3o bb 3o კარგი იყო
avatar
0 Spam
3
შემდეგი თავიც დადე რა დღეს !!!! გთხოოვ! 3o 3o 3o 3o
avatar
0 Spam
4
❤❤❤
avatar