იყავი ჩემი საყვარელი [თავი 29] [დასასრული ნაწილი 1]
15.05.2017, 21:56
3 დღე დატოვეს საავადმყოფოში, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ნინიას ჰქონდა მშობიარობის შემდეგ პატარა დისკომოფრტი და ექიმმა გადაწყვიტა რომ დორებით დაკვირვებოდა. რაც მთავარია ბავშვი თავს შესანიშნავად გრძნობს. ახლა ყველაზე მეტად რაც აინტერესებს უტას რეაქცია როცა გაიგებ რომ ბავშვს მისი სახელი დაარქვეს. ერთ კვირიან მივლინებაშია წასული და ვერანაირად ვერ მოახერხა საქართველოში დროზე ადრე დაბრუნება, ვინმე რომ ყავდეს წაყვანილი მას დატოვებდა, მაგრამ არ გამოვიდა, ასე რომ ნათლია დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნახავს პატარა უტა გერლიანს.

მაქსიმე ყველანაირად დაკარგულია, ჯერაც ვერ იაზრებს რომ პატარა ბიჭის მამაა, გაოგნებული დადის და ბავშვის ოთახისთვის უამრავ დეტალს არჩევს. ყველაფერი ნინიასთან ერთად შეარჩია კედლების ფერი, იატაკი, ჭერი, კარი და ბავშვის გარდერობი.

მესამე დღეს გამოწერეს, ბავშვს მაქსიმეს ნაყიდი თეთრი ბოდე ჩააცვა, თავზეც ასევე მაქისმეს ნაყიდი ქუდი დააფარა და ეტლში ჩააგორა. მორთული სახლი არ გაკვირვება, ზუსტად იცოდა რომ გოგონები ამას ყველა ვარიანტში იზამდენენ, თანაც ისე საეჭვოდ არ გამოჩდნენ გაწერის დღეს საავადმყოფოში, მიხვდა რომ სახლში სიურპრიზი ელოდებოდა.
ეზოდანვე დაინახა ცისფერ ფერებში მორჩული მისაღები, უამრავი ბუშტი და კედლებზე გაკრული უტას პირველი სურათები, რომელიც მემემ გადაუღო ორსულობის მეორე დღეს. სიცილით აიფარა სახეზე ხელები და მის გვერდით მდგარ გერლიანს გადახედა. მამაკაცმა უსიტყვოდ აიჩეჩა მხრები და მძინარე შვილს ადიელა ოდნავ გადახადა.

-რა გიჟები ხართ. _სიცილით წამოიძახა და ლილუს ლოყაზე აკოცა.

-როგორია?_აღტაცებულმა იკითხა მემემ და მთელი მისაღებს მოავლო ხელი.

-ძალიან მაგარია, ოღონდ მართლა. _გულწრფელად ჩაილაპარაკა და ბუშტები სათითაოდ შეათვალიერა. _აი, უტა რომ ხედავდეს ახლა ამას აუცილებლად იტყოდა სამადლობელს, მაგრამ ძინავს. _ირონიულად გამოაჯავრა სიურპრიზის ავოტრები და შვილისკენ დაიხარა.

-ახლა მაგას სულ უნდა ეძინოს?_წარბწეულმა იკითხა მემემ და ბავშვისკენ წავიდა.

-უნდა ეძინოს და ჭამოს, სხვა რა საქმე აქვს?!_ღიმინარევი ხმით ჩაილაპარაკა მაქსიმემ.

ნატა და ბავშვებიც რა თქმა უნდა იქ იყვნენ. ბავშვებმაც ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს, დაახლოვდნენ და ახლა უკვე სხვადასხვა ადგილებშიც ითხოვენ წაყვანას. მართალია დემეტრე მათზე ბევრად დიდია, თუმცა ძალიან გაწონასწორებული ბიჭია და იცის რომ გოგონებზე მხოლოდ მას შეუძლია ზრუნვა, ვინაიდან და რადგაც გაბრიელი ჯერ ძალიან პატარაა ამისთვის.

>>>
ლილუსთან ერთად კიდევ ერთმა ნათელმა სხივმა დაიუბდა სახლში, ყველაფერი ამ ორი ბავშვის გარშემო ტრიალებდა, ლილუ კი უტას გარშემო. ცდილობს ყველა დეტალი, წვრილმანი და ნიუანსი დაიჭიროს და კითხვების დასმაც არ ეზარება, როგორც ახერხებს ისე ეხმარება ნინიას. პამპერსებს წინ და უკან დაარბენინებს და თან გახარებული ხითხითებს მე გამოვუცვალე უტასო. ძალიან ბევრ პრობლემასაც გადააწყდა, ბავშვის მოვლა იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს 9 თვის განმავლობაში ეგონა. საჭმლის ჭამა, შემდეგ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მერე ისევ ჭამა... ეს ყველაფერი რთული და ზოგჯერ ბავშვისთვის ძალიან არაკომფორტულია. ზრდა ძალიან მალე დაიწყო, თვალის გაყოლებაც ისწავლა და რაც მთავარია ხელში აყვანილი თავსაც ძალიან მაგრად იჭერდა, ზუსტად ისე როგორც გერლიანის ბიჭს შეეფერება. ჯანმრთელობა საუცხოო აქვს, ექიმთან ყველა ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდა, არანაირი დარღვევები.

-ნუ აჯაყჯაყებ, ახლახანს ჭამა. _სიცილით გადახედა ბავშვიან გერლიანს და უტას გარეცხილი ბოდეები კალათაში ჩაყარა. _სარეცხს დავფენ და მოვალ... ორ დღეში ამდენ სარეცხს როგორ აგროვებს ვერ ვხვდები. _შეწუხებულმა გააქნია თავი და ეზოში გავიდა.

-დღეს პარკში გავიყვანოთ ბავშვები.

-წავიდეთ, გარეთაც დათბა ცოტა.

მაქსიმეს ასეთ გარდაქმნას არ ელოდებოდა. თავისებურად ყურადღებიანი და მზრუნველო ყოველთვის იყო, მაგრამ რასაც უტასთვის აკეთებს ყოვლად წარმოუდგენელია. ყველანაირად ცდილობდა ღამის ძილი მაინც არ წაართვას ნინიას, მითუმეტეს როცა ყოველ 3 საათში ჭამა უწევს ბავშვს. თუ დაძინებას ვერ ახერხებს ბავშვით ხელდამშვენებული მისაღებში გადის და ყენიას მშვიდად გამოძინების საშუალებას აძლევენ.
გამოცვლა, დაბანა, ჩაცმა, მოწესრიგება ეს ყველაფერი ნინიაზე უკეთ ეხერხება და რაც მთავარია ამ პროცესების დროს უტა მარტო მაქსისთან არ ტირის, სხვა შემთხვევაში უმიზეზოთაც კი შეუძლია აკნავლდეს, მითუმეტეს მტირალა და ჭუჭყუნა ბიჭი არ არის.

კარების ხმაზე გაკვირვებულმა მაიტრიალა თავი უკან, როგორც წესი ასეთ დროს ბავშვიან ოჯახს არავინ არ აწუხებს ხოლმე, თანაც სტუმრები ყოველთვის წინასწარ უთანხმდებიან. უზარმაზარი თაიგულით და საჩუქრების პარკებით ხელდამშვენებული უტას დანახვისას სახეზე ღიმილი გადაეფინა. მამაკაცმა ვარდები ნინიას გაუწოდა, გადაკოცნა და გაბადრული სახით წავიდა ნათლულისკენ.

-რა მაგარი კაცია. _ღიმილით ჩაილაპარაკა და პარკები დივანზე დაალაგა. _ხელებს გადავიბან და ახლავე მოვალ.

ბავშვს თვალი ჩაუკრა და სააბაზანოსკენ წავიდა.

-ნატამ ბავშვის სახელი რომ მითხრა ძალიან მესიამოვნა. _ღიმილით გადახედა ნინიას. _გამიხარდა.

მთელი საღამო გვერდიდან არ მოშორებია უტას. თავიდან თვალებდაჭყეტილი ხელში ეჭირა, მერე მიიძინა და კალათაში ჩააწვინა, მაგრამ მაინც თავთით ეჯდა და ინტერესით დაჰყურებდა, თან მაქსიმეს მივლინების და სამსახურის ამბებს უყვებოდა.

-ძალიან ბევრი დარღვევები გაქვს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როდის დაფიქსირდა.

-მგონია რომ თქვენი ბუღალტერი ზედმეტად აქტიურია იმ საქმეში სადაც არაფერი არ ესაქმება და მიკვირს შენ როგორ აძლევ ამდენის უფლებას.

-ძალიან კარგი კადრია და ასე უბრალოდ დაკარგვა არ მაწყობს, მაგრამ არც ის მაწყობს ნაწილ ნაწილ გაზიდოს მთელი ფირმა.

-ცოტა მკაცრ ზომებს უნდა მიმართო, ნუ გავიწყდება იგივე პრობლემა მქონდა მეც და საქმე ისევ ბუღალტერში იყო.

>>>
მაქსიმე და ლილუს გააცილა და ნახევრად მძინარე შეტრიალდა სახლში, მეგი რამდენიმე დღით დაასვენა, ისედაც გაორმაგებული ძალებით ეხმარებოდა მშობიარობის შემდეგ. ეტლში ჩაგორებულ შვილს ცალი თვალით გადახედა და სარეცხის შემოსატანად გავიდა ეზოში.

-ქალბატონო ნინია. _მინის კარი გაასრიალა თუ არა ზურგს უკან დაცვის უფროსის და მღოლის ხმა მოესმა. გაკვირვებული მიტრიალდა, როგორც წესი მარტო იმ შემთხვევაში შედის დაცვა სახლში როცა საქმე სერიოზულადაა.

-გისმენ ბესო.

-ქალბატონი მზიაა მოსული. _ცალი წარბი ოდნავ ასწია კაცმა და ქალს დააკვირდა. ნინიამ ღრმად ამოუსუნთქა, თმები გაისწორა და კარი დაკეტა.

-მარტოა?

-დიახ, მარტოა.

-შემოვიდეს.

თავი დაუქნია და გასასვლელისკენ წასულ ბესოს ფეხდაფეხ მიყვა. მზია კვლავ საჩუქრებით დატვირთული გამოეცხადა, ამჯერად მეგის გარეშე. ნინიამ ცინიკურად ჩაცინა და მობერზრებულმა აატრიალა თვალები.

-გამარჯობა.

ზრდილობიანად ჩაილაპარაკა და სახლში შეატარა. მზია ყოველგვარი მისალმების, მილოცვის და მოკითხვის გარეშე წავიდა ეტლისკენ, საჩუქრები იქვე დააწყო და ბავშვს ჩახედა. ისეთი გამომეტყველებით ათვალიერებდა თითქოს რაღაცას ეძებსო, მაგრამ თან ვერ პოულობსო.

-მაქსიმეს არ გავს ხომ?_სისინით იკითხა და შუბლშეკრულმა ახედა ქალს.

-გავს, მაგრამ როგორც სჩანს თქვენ არ გახსვოთ თქვენი შვილის პატარაობა. _არანაკლებ გველურად წაკბინა ნინიამაც და ბავშვის პირდაპირ ჩამოჯდა.

-იქნებ ეს ბავშვი მაქსიმესი არც არის..._მოულოდნელად წაიღრინა და პირდაღებულ ნინიას გადახედა.

-მე მგონი თქვენზე მაქსიმეს სიტყვებმა კარგად ვერ იმოქმედა, ან იმოქმედა, მაგრამ არ იმჩნევთ... ისეთი გაფითრებული სახით იდექით გარეთ, როგორც წესი ადრე პირდაპირ შემოდიოდით ხოლმე, ახლა კარგი დედის როლის თამაში გადაწყვიტეთ? მერე როცა მაქსიმე სახლში არ დაგხვდათ სისინი ამოუშვით, მაგრამ ჩემთან ეგ არ გაგივათ, იმიტომ რომ მე მოთმენა არ ვიცი. შეიძლება ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც ადამიანები გამიზნულად ცდილობენ ჩემ წყობიდან გამოყვანას და თანაც ამისთვის სხვა ადამიანებს იყენებებ. ადრე გითხარით რომ მეგის ვუშვებდი ამ სახლიდან, რადგაც მისი ადგილი აქ არ იყო, ახლა იგივეს გამეორება მიწევს თქვენთანაც, ოღონდ ამ შემთხვევაში მე თქვენ გაგდებთ!

მშვიდი, მაგრამ ძალიან აგრესიული ტონით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. მზიამ თვალებდაქაჩულმა და გაგონებულმა გადახედა ნინიას და კოპები შეკრა.

-შე...

-უსიტყვოდ მინდა რომ ეს სახლი დატოვოთ!_შეაწყვეტინა და კარებისკენ წავიდა. _მე არ მოგითმენთ და უფლებას არ მოგცემთ ჩემს ოჯახში უარყოფით აურა შემოიტანოთ!

>>>
-მაქსიმე, შეეშინდება. _ანერვიულებულს ხმაში სიცილი შეეპარა. გერლიანმა შუბლშეკრულმა გადახედა ცოლს. _ნახე, ნახე როგორ იცინის. _ყენიამ სიცილით მიატრიალებინა თავი ბავშვისკენ. _რა მაიმუნია.

-ლილუს მიხედე. _საქანელებისკენ წასულ ბავშვს გახედა მაქსიმემ. ნინია უსიტყვოდ მიტრიალდა ლილუსკენ, თან ცალ თვალს საქმროსკენ და შვილისკენ აპარებდა.

ქორწილზე რამდენჯერმე ისაუბრეს, დეტალები განიხილეს, ნინიას კითხა რა როგორ უნდოდა და დიზაინერი დაიქირავა დარბაზის მოსაწყობად, ვინაიდან და რადგანაც ყენიას არ აქვს დროს აქეთ-იქით იაროს და ყველაფერი თვითონ შეარჩიოს. დიზაინერი აარჩევს შემდეგ აჩვენებს და ერთად გადაწყვიტავენ. კაბაზეც გასასვლელია, არდა არ უნდა რომ რამდენიმე საათით გავიდეს, მთელი დღე სჭირდება, მთელი დღე კიდევ ბავშვს ვერსად გაიყვანს, ყოველ სამ საათში ერთხელ ჭამა უწევს.

-ზურას ვეტყვი და საქორწინო კაბების მაღაზიიდან კატალოგს მოგიტანს, იმის მიხედვით აარჩიე და თუ გინდა შემდეგ სახლში მოიტანენ მოსაზომად.

-შეიძლება ეგრე?_აღფრთობანებულმა იკითხა და ბავშვს დახედა. _ჩაეძინა, გავიდეთ.

-დავრეკავ.

ლილუ და უტა დააძინეს, ეს არის დრო როდესაც ერთმანეთთან ყოფნით დატკბობა შეუძლიათ და ზუსტად იციან რომ უტა 3 საათის განმავლობაში ხმის ამომღები არ არის. გერლიანი ნაზად გადაიხარა ქალისკენ და ტუჩები მოღეღილ მხრებზე მიაწება.

-როგორ ფიქრობ კრემისფერი მაგიდის გადასაფარებლები ლამაზი იქნება? თან წინ ბანტები. _ხმადაბლა იკითხა ნინიამ და კატალოგს ჩახედა.

-საშინელებაა. _ურეაქციოდ ამოსთქვა გერლიანმა და კოცნა განაგრძნო. ნინია კოპებშეკრული მიტრიალდა მამაკაცისკენ, მაქსიმემ უკმაყოფილოდ ასწია თავი და ქალი ცალი ხელით თავისკენ მიიზიდა. _ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც ასეთ დროს სხვა საკითხებზე მელაპარაკები. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ტუჩები ყელზე მიადო. ყენიამ ღიმილით დაუქნია თავი კატალოგი მაგიდაზე დადო და ორივე ხელი მხრებზე დაადო.

ცალი ხელი მაისურის ქვეშ შეცურა, ცალი კი თმებისკენ წაიღო. ნინიამ თავი ოდნავ უკან გადასწია და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა.

რამდენი ხანია მაქსიმესთან ასეთი სიახლოვე არ უგრძვნია, 1 თვე გავიდა რაც იმშობიარა, მაგრამ მაინც. მსუბუქი ალერსით შემოიფარგლებოდნენ, ისიც საზღვრებით. მონატრებული დააქანებდა თავს წინ და უკან და გერლიანის კისერზე უმისამართოთ დაასრიალებდა თითებს. მაქსიმემ ერთი ხელის მოსმით გადააძრო მაისური და ბიუსჰალტერის ამარა დარჩენილ ქალს ვნებიანად დააკვირდა. მკერდის ზედა ნაწილი ვნებიანად დაუკოცნა, შემდეგ ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა.
საწოლზე ფრთხილად გადააწვინა და შარვლის ზედა ღილს დასწვდა გასახსნელად. ნინიამ დამორცხვილმა დახუჭა თვალები და აწითლებულ ლოყებზე ხელები აიფარა. ამდენი ხანია ერთად არიან, მართალია სექსი ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ ჰქონდათ, მაგრამ წესით მაინც გახსნილი და გათამემბული უნდა იყოს, ამას კიდევ ძალიან ეუხერხულება. დაბნეულია ზუსტად ისე როგორც მაშინ როცა ურთიერთობის გაურკვეველ ეტაპზე იყვნენ.
შიშველ ფეხებზე ნაზად დაუსვა თითები და ქვედა ტუჩზე მოწყვეტით აკოცა, მერე ზედაზე და ბოლოს ორივე ერთად მოიმწყვდია.

>>>
დილით უტასთან ერთად ეზოში გაისერინა, რამდენიმე წერე დაარტყეს ეზოს, მერე ბავშვი ეტლში ჩააწვინა და თვითონ სკამზე ჩამოჯდა.

-ნინია, შენთან არიან. _ხამდაბლა ჩაიჩურჩულა მეგიმ.

-ვინ არის?

-არ ვიცი, ვიღაცა ქალია.

მხრები აიჩეჩა და მისაღებში მდგარ ქალზე მიუთითა. ყენია უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, მეგის ანიშნა ბავშვს მიხედეო და ქალისკენ წავიდა. უცხო მანდილოსნის დანახვამ ცოტა გაარკვია, როგორც წესი ამ სახლში შორეული ნაცნობები არ აკითხავენ და მითუმეტეს უცნობები. დაბნეული ღიმილით დააკვირდა ქალს.

-გამარჯობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გაჩუმდა. ქერა ქალი ნელა მიტრიალდა მისკენ და ცისფერი თვალები მიანათა.

-გამარჯობა.

-გისმენთ. _დაბნეულმა ქვედა ტუჩი შეათამაშა. ქალმა ანერვიულებულმა ახლართა თითები ერთმანეთში და ჩანთის სახელურს მაგრად მოუჭირა.

-ნინია არა?

-დიახ, ნინია. _თავი დაუქნია და თმები უკან გადაიწია. _ვიცნობთ ერთმანეთს?_ინტერესით იკითხა და პასუხს დაელოდა.

-შენ არ მიცნობ, მაგრამ... _ქალის საუაბრს წელავდა, აშკრად ძალიან უჭირდა იმის თქმა რაც გულში და გონებაში ჰქონდა. _მე... მე შენი ნამდვილი დედა ვარ!
~~~~~~~~~~~
დიდი მადლობა ყველას. <3 იმედია მოგეწონათ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 3593 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ეს რა ინტრიგა დაგვიტოვე ახლა მთელი ღამე ამაზე უნდა ვიფიქრო? 3o 3o bb love
avatar
0 Spam
2
სულ ვკითხულობ ამ ისტორიას და ძალიან ძალიან მომწონს. რა მომენტზე გაჩერდით როდის მოვა ახალი თავი ჩვენამდეეე?!
avatar