იყავი ჩემი საყვარელი [თავი 30] [დასასრული ნაწილი 2]
01.06.2017, 04:36
დაბნეულმა შეათვალიერა ქალი, თვალები დააწვრილა და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.

-უკაცრავად რა?_ხმადბალა იკითხა და დივნის საზურგეს ჩაეჭიდა.

-მე დედაშენი ვარ. _შეცვლილი, გამყარებული ხმის ტემბრით გაიმეორა ქალმა.

-გამორიცხულია, დედაჩემს ჩემი ნახვა არასოდეს არ ნდომებია და მეეჭვება ამდენი წლის შემდეგ..._ცინიკური, სიწმრის ღიმილით ჩაილაპარაკა და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა. _რა გინდათ, რისთვის მოხვედით, ვინ მოგაგზავნათ?_ლუღლუღით სვამდა კითხვებს და თან ცდილობდა წარსულის ლაქას მასზე არ ემოქმედა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა.

-ნინია, ვიცი რომ შენთვის წარმოუდგენელია, მაგრამ მე დედაშენი ვარ... ახლა შენც დედა ხარ და უნდა გესმოდეს ჩემი. _შეწუხებული ხმით ჩაილაპარაკა და მისკენ წავიდა. ყენიამ გაოგნებულმა დაიხია უკან და ბაგეები ერთმანეთს დააშორა.

-ხოდა მითუმეტეს, ახლა მეც დედა ვარ და ვიცი რომ ჩემს შვილს არაფრის გამო არ მივატოვებ, არ გავყიდი და ყველაზე მთავარი ზურგს არ ვაქცევ, როგორც არ უნდა მიჭირდეს!_გაღიზიანებულმა ხმამაღლა წამოიყვირა და ქალისკენ წავიდა. _წადი და უკან აღარასოდეს დაბრუნდე, არ მინდა რომ კიდევ ერთხელ გნახო! შენ ჩემთვის არ არსებობ, ჰაერი ხარ! მე დედა ერთი მყავდა და ის 5 წლის წინ დავმარხე!_მაჯაში ჩაავლო ხელი და გასასვლელისკენ წაიყვანა.

-ნინია, უნდა მომისმინო, ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია.

-საბუთები ვნახე, გაყიდვის და გაშვილების საბუთები სადაც შენი ხელმოწერაა, თუ ახლა იმასაც მეტყვი რომ ასე არ არის და მშობლებმა გაიძულეს? მე ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი, არცერთი წამით მიცხოვრია ტყუილში და ახლა არანაირი სურვილი მაქვს ქალს რომელმაც საკუთარი შვილი გაყიდა რამეზე ვესაუბრო! _მინის კარი გააღო და ხელის კვირით სახლიდან გააგდო. _მე დედა მომიკვდა და ის შენ არ ყოფილხარ!_კიდევ ერთხელ ხაზგასმით ჩაილაპარაკა და კარი ხმაურით დაკეტა.

უკან შეტრიალებულმა სახეზე ხელები ანერვიულებულმა მოისვა და თვალები მაგრად დახუჭა. ძალიან დიდი დრო დასჭირდა რომ ამ ამბავს შეგუებოდა, მიეღო ისე როგორც საჭირო იყო და ამაზე აღარასოდეს ენრვიულა. ყოველთვის იცოდა რომ ნაშვილები იყო, იცოდა რომ მისი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ, მაგრამ გაყიდვის შესახებ სანამ დედა არ გარდაეცვალა ვერაფერი ვერ გაიგო. ამ ამბავთან შეგუება ნაწილობრივ გაუადვილდა, ყველაფერი იცოდა და როგორმე იმ ერთ გაყიდვასაც გადაიტანდა. ვერსიების ძებნა არ დაუწყია დედამისმა ყველაფერი აუხსნა, მოუყვა და სიმართლე პირდაპირ უთხრა, არაფერი არ დაუმალავს, არც ის რომ ბავშვი დაუფიქრებლად გაყიდა. და ახლა ამდენი წლის შემდეგ ნინიასთან ბრუნდება და სიმართლის თქმას პირდება. შეიძლება ცუდად იქცევა, დედაა და ასე არ უნდა მოექცეს, მაგრამ მისთვის ეს ქალი სრულიად არაფერს არ ნიშნავს, იმასაც ვერ იაზრებს რომ ერთი სისხლი აქვთ. არ უნდა რომ დაიჯეროს, მისი ერთადერთი დედა მიწას მიაბარა და არანაირი სურვილი არ აქვს რომ ახლა ხელმეორედ დაიწყოს რაღაცების ძიება. ამისთვის არც დრო აქვს და არც ხალისი, უნდა რომ მთელი მისი ცხოვრება შვილს, ლილუს და მაქსიმეს მიუძღვნას, არ უნდა რომ დაძაბული იყოს.

-რა მოხდა?_როგორც კი გერლიანმა ცოლი შეათვალიერა ხმადაბლა იკითხა და ბავშვებს გადახედა.

-რომ დავწვებით მერე მოგიყვები. _ღიმილით ჩაილაპარაკა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. მაქსიმემ ცალი ხელი წელზე მოხვია და აფორიქებულს საფეთქელზე მიადო ბაგეები.

>>>
-ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ შენ და ლილუ სხვადასხვა მშობლების შვილები ხართ, ისე გგავს. _გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და საწოლზე წამომჯდარს უკნიდან მოეხვია.

-ხო, დეიდაჩემსაც სულ უკვირდა როგორ დაიმსგავსეო._ბედნიერმა ჩაილაპარაკა და საქმროსკენ მიტრიალდა._დედა ლილუს მშობიარობას გადაყვა. ბავშვმა არ იცის რას ნიშნავს დედის სითბო, როგორია მისი კოცნა, ჩახუტება, თბილი სიტყვა მე კი ეს ყველაფერი მქონდა, თანაც იმ ქალისგან რომელსაც ჩემი არცერთი წვეთი სისხლი არ უჩქეფდა და რა ნამუსით უნდა ვიყო რამით უკმაყოფილო, როგორ უნდა მივცე საკუთარ თავს იმისი უფლება რომ ქალი რომელიც თავს ჩემს დედას ასაღებს რამის ღირსად ჩავაგდო. არ შემიძლია, მგონია რომ ამით დედას ვაწყენინებ, ვუღალატებ, ლილუს ვატკენ გულს... არ მინდა რომ ის ქალი ჩვენ სიახლოვეს იყოს!_აკრუსუნებულმა ჩაილაპარაკა და ორივე ხელი მაგრად მოხვია. _ისიც არ ვიცი ლილუ რომ ამ ამბავს გაიგებს რა მოხდება, როგორ შეეგუება._ტირილით განაგრძო და პირ-სახე მაქსიმეს ყელში ჩარგო.

-ლილუ შენი დაა და ეჭვი არ მეპარება რომ ეს ყოველთვის ასე იქნება, ბავშვისთვის სიმართლის თქმის ნუ შეგეშინდება, აუცილებლად გაგიგებს და ის იმსახურებს რომ სიმართლე იცოდეს.

-ვიცი, მაგრამ დაბნეული ვარ არ ვიცი როგორ ავუხსნა, როგორ გავარკვიო ყველაფერში.

-ამის დროც მოვა, აუცილებელი არ არის დღეს და ხვალ უთხრა, მაგრამ უნდა უთხრა.

-რომ ვერ გაიგოს? საკუთარ თავში რომ ჩაიკეტოს?

-თუ ყველაფერს სწორად და დალაგებულად აუხსნი არა მგონია ბავშვს რამე დაემართოს, ზუსტად ისე გააგრძელებს ცხოვრებას როგორც შენ ცხოვორბდი ამდენი წლის განმავლობაში. თითქმის ლილუს ასაკში გაიგე სიმართლე, თანაც ბავშვს სხვა ფსიქიკა აქვს, მისთვის სიმართლის თქმა იმაზე ადვილია ვიდრე სხვა ნებისმიერი ბავშვისთვის. ლილუს აზროვნება და დაფიქრება შეუძლია, ნინია.

-ძალიანაც არ მინდა ამ ამბივს გაწელვა, ყოველთვის ვცდილობდი მეთქვა, მაგრამ იმდენი პრობლემა გამოგვიხტა ვეღარ მოვახერხე, ახლა კიდევ ისეთი სიტუაციაა სახლში უტას გარდა არავინ უნდა.

-იქნებ იმ ქალს დაელაპარაკო და ყველაფერი კარგად გაარკვიო...

-რა ვკითხო, რატომ გამაშვილე და გამყიდე-თქო?

-თუნდაც._მოკლედ უპასუხა.

-არ ვიცი, ვნახოთ.

მაქსიმეზე ჩახუტებულს დაეძინა, მასთან ახლოს ყოფნამ დაამშვიდა, საერთოდ დაავიწყდა დილანდელი ინციდენტი. როგორც კი ოდნავ შეეხება ყველა და ყველაფერი ავიწყდება, მარტო მისით სუნთქავს არსებობს და ხარობს. ძალიან ბევრჯერ უფიქრია რა მოხდებოდა მაქსიმეს რომ მისთვის საყვარლობა არ შეეთავაზებინა და ნინია არ დათანხმებოდა, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა. ლილუს მდგომარეობა გაუარესდებოდა, ნინია ოთახში გამოკეტილი იტირებდა და დაელოდებოდა როდის ეტყოდა ექიმი მისთვის ყველაზე საზარელს, მაგრამ გამოჩნდა მაქსიმე და ყველაფერი შეცვალა... ამას ახლა ხვდება, ხვდება რომ ერთი შეხედვით არასასიამოვნო ფაქტორმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ცხოვრების ხალისი დაუბრუნა, ლილუ დაუბრუნა, საყვარელი ადამიანი ყავს რომლის იმედიც აქვს, რომელიც უყვარს, რომელსაც გრძნობს და რაც მთავარია ყავას პატარა უტა, მისი ცხოვრების აზრი და სიმბოლო.

დილით გაღვიძება უხარია, იცის რომ მისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა იწყება მაქსიმე და ლილუ უნდა ასაუზმოს, მერე გააცილოს და მერე უტას მიხედოს, მასთან ერთად გაინაწილოს დღის ნახევარი, შემდეგ ლილუს და მაქსიმეს დახვდნენ, ივახშმონ, ოჯახური დიალოგები მოაწყონ, ბავშვები დააძინონ და ოთახში განმარტოვდნენ.

-მეგი დედაჩემმა გამაცნო._მოუდლოდნელად დაიწყო მაქსიმემ. ნინიამ დაბნეულმა დაცქვიტა ყურები და მისკენ გადატრიალდა, ვერ იჯერებდა რომ მაქსიმემ საკუთარ ინიციატივით გადაწყვიტა ამბის მოყოლა._ თავიდან არ მიფიქრია მასთან ურთიერთობაზე, მე მგონი არც მეგის... რამდენიმე თვის შემდეგ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ...

-ისაუბრეთ?_სწრაფად გააწყვეტინა და თვალები დაქაჩა. _ჩემთან ხმას ვერ იღებდი და იმას ელაპარაკებოდი?_ეჭვიანი ქალის წიკი ყოველთვის აწუხებს ხოლმე. მაქსიმემ შუბლშეკრულმა გადახედა და გამომეტყველება შეიცვალა.

-ვხვდებოდით, მაგრამ სერიოზოული ურთიერთობა არ გვქონია, მეგიმაც იცოდა რომ ეს ყველაფერი ქორწილით არ დამთავრდებოდა, მაგრამ რატომღაც გეგმები დააწყო, რაც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ცალკე ბინა ვიქირავე და იქ ვიყავით ხოლმე, მაგრამ იშვიათად კვირაში რამდენიმე დღე, ისიც საღამოობით. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მეგიც ძალიან კარგი პარტნიორი იყო ყველანაირად გაგებით, მოქცევით, ბევრჯერ შეძლო ჩემი დახმარება, მაგრამ მერე გამოჩნდა ერთი გაწეწილი ქერა ქალი რომელმაც ყველაფერი ამირია. დალაგებული ურთიერთობა რომელიც მეც და მეგისაც გვსიამოვნებდა უცებ დაინგრა, ბზარი გაუჩნდა. როცა მივხვდი რომ ურთიერთობისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი და მეგისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა ეს ურთიერთობა დავშორდით. მერე გამიჩნდა პრეტენზია რატომ არ უნდა მიცნობდეს ქერა ქალი, როცა მე მასზე ფიქრით ვიღლი თავს-თქო და მოხდა ის რაც მოხდა.

-რაა?_დაბნეულმა სიცილით წამოიძახა და საწოლზე წამოჯდა. _ის ქერა ქალი მე ვარ?_გახარებული, აღტაცებული ემოციებს ვერ მალავდა. ყველაფერს ელოდა ამის გარდა. მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საწოლზე ამხტარს ქვემოდან ახედა.

-გადავარდები. _გააფრთხილა და ცალ ფეხში ხელი მოკიდა.

-ღმერთო ჩემო, ანუ მეგის ჩემს გამო დაშორდი?_რაღაცნაირად, ქალური სიხარულის მომენტი ჰქონდა, ვერ დაიჯერა რომ გერლიანმა მის გამო ურთიერთობა გააფუჭა, თანაც ასე._არ მჯრა. _საწოლზე მუხლებით დახტა, ორივე ხელით სახე დაუჭირა და ტუჩებზე ხმაურით აკოცა. _მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ეს 100 000 რატომ აიტეხე...ან კიდევ მეგი რატომ გათხოვდა ეგრე უცებ.

-მეგის ამ ყველაფერზე შურისძიება უნდოდა და კიდევ ერთხელ მიმახვედრა რომ არ მიცნობს, შესაბამისად ერთადაც ვერ ვიქნებოდით.

-რა საძაგელი კაცი ხარ!_მხარზე ხელი მიარტყდა ლოყაზე აკოცა. _არაფერი არ მაინტერესებს რა როგორ მოხდა, ჩემთვის მთავარია რომ თქვენ მყავხართ, ყველა და ყველაფერი მეასე ხარისხოვანია, აღარ მინდა წარსულში ქექვა, მინდა რომ ყველა უარყოფითი შეგრძნება უკან დავტოვოთ და დავტკბეთ იმით რაც გვაქვს.

>>>
-მეგი, შენთვის რაღაც გვაქვს სათქმელი. _ღიმილით დაიწყო აჟიტირებულმა და მაქსიმეს გადახედა. გერლიანმა თვალი ჩაუკრა და საუბრის დაწყების დასტური მისცა. _მოკლედ ვიცით რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ და მაქსიმემ გადაწყვიტა რომ... რაც გადაწყვიტა იმას თავად გეტყვის. _ემოციებს ვერ მალავდა და გაკვირვებულ მეგის სიცილით უყურებდა თვალებში. _ანდა არა, მე ვეტყვი, რა. _მუდარით ჩაილაპარაკა და მაქსიმეს გადახედა.

-უთხარი.

-მაქსიმეს კომპანიას თარჯიმანი სჭირდება და ყველაზე კარგი კადრი შენ ხარ. _აღტაცებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოხტა. მეგიმ გაკვირვებულმა დააღო პირი, თვალები გააფართოვა და წყვილს გადახედა. ვერ იჯერებდა იმას რაც მოისმინა.

-ანუ...ანუ მე.

-ანუ შენ ხვალიდან მაღალქუსლიანი ფეხასაცმელებით სიარული მოგიწევს. _გოგონასკენ წავიდა და გახარებული მოეხვია.

-ღმერთო ჩემო, არ მჯერა. მე...მე ძალიან დაბნეული ვარ._ლუღლუღით ჩაილაპარაკა და აცრემლებული მოეხვია ნინიას. _უღრმესი მადლობა. _სრუტუნით განაგრძო საუბარი. _ვერც კი წარმოიდგენთ როგორი მადლობელი ვარ.

-ცოტა ეგოისტური მომენტი მაქვს ვერ გთმობ, მაგრამ სხვა გზა არ არის, აუცილებლად უნდა წახვიდე. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ და ჩაწითლებულ თვალებზე თითები აიფარა.

-მოვალ ხოლმე, ძალიან ხშირად და ძალიან მოგაბეზრებთ თავს. _სრუტუნით ჩაიჩურჩულა და ცრემლები მოიწმინდა. _ძალიან დიდი მადლობა. _ღიმილით მიუტრიალდა მაქსიმეს, მამაკაცმა თვალი ჩაუკრა და მსუბუქად გაუღიმა.

>>>

-მაქსიმე. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა მამაკაცის სახელი და სამზარეულოში მდგარს უკნიდან ამოუდგა. გერლიანი ოდნავ მიტრიალდა ნინიასკენ, კარადიდან ყავის ფინჯანი გამოიღო და მადუღარა ჩართო.

-გისმენ.

-შეგიძლია უტა რამდენიმე საათით დაიტოვო, ვიცი რომ შეგიძლია, მაგრამ... _სიცილით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი. ანერვულებულია, წინ ძალიან მძიმე და მისთვის მნიშვნელოვანი საუაბრი ელოდება.

-შენ სად მიდიხარ?

-მე...მე ლილუსთან ერთად სადმე დავჯდები მინდა რომ სიმართლე ვუთხრა. რაც ის ქალი გამოჩნდა თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ასე მგონია რომ ძალიან დიდ ზიანს ვაყენებ, მგონია რომ ვასულელებ. როცა წარმოვიდგენ რა მოხდებოდა ჩემთვისაც ტყუილი რომ ეთქვათ და მთელი ცხოვრება არ გაემხილათ, სუნთქვა მეკვრის. არ მინდა ლილუმ ეს ყველაფერი მტკივნეულად გამოცადოს. ვიცი ახლა ინერვიულებს, გაურკვევლობაში იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს გამიგებს. _მაქსიმეს მკერდზე შუბლმიდებულმა ჩაიჩურჩულა და ღრმად ამოისუნთქა.

>>>
ანერვიულებული იმტვრევდა თითებს ვერ გაეგო საიდან უნდა დაეწყო, როგორ უნდა ეთქვა ლილუსთვის ყველაფერი რასაც გრძნობს, განიცდის და რაც მათ თავს ხდება. ახლა როცა წარმოიდგენს რამხელა სირთულე იყო დედამისთვისაც სიმართლის თქმა ორმაგად აფასებს, უფრო მეტად უყვარს და სჯერა რომ მისნაირი ქალი მეორე არ არსებობს. ქალი რომელამც იშვილა, სიმართლე უთხრა, არაფერი არ დააკლო, ცხოვრება, არსებობა, მიზნების დასასხვა, წაქცევისას ფეხზე მყარად წამოდგომა და არსებობა ასწავლა, ქალი რომელიც მისთვის ერთადერთი დედაა და ქალი რომელიც ძალიან ცუდ დროს დაკარგა.
ძალიან ბევრჯრ უთქვამს დედამის სიმართლე უფრო იმიტომ გითხარი რომ არ მინდოდა შენთვის ვინმეს გული ეტკინაო, არ მინდოდა სიმართლე სხვისგან გაგეგო და მე სახლში ისე ვმჯდარიყავი თითქოს არაფერი მომხდარაო, ამ ყველაფრისთვის შენი გამეტება ვერ გავბედეო...ვერც ლილუს გაიმეტებს ამისთვის!

-ლილუ, მე და შენ ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება და მინდა რომ ყველაფერზე ძალიან კარგად დაფიქრდე, მინდა რომ უცებ არ მიიღო გადაწყვეტილება, მინდა რომ გაანალიზო ის რასაც გეტყვი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი შენ ეს შეგიძლია, შენ ხარ ძალიან ჭკვიანი გოგო და მე მჯერა რომ ყველაფერს სწორად გაიგებ. ახლა ძალიან ვნერვიულობ, არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, როგორ უნდა დავიწყო, მაგრამ ვაპირებ რომ დღეს ყველაფერი გითხრა. _თითები მაგრად ჩასჭიდა და თვალები დახუჭა. _მე და შენ ერთმანეთისთვის ყველაფერზე მეტნი ვართ, იცი რომ დედას ყველაზე მეტად მე და შენ ვუყვარდით. ისიც იცი რომ სანამ მამა დედასთან წავიდოდა ჩვენს გამო ყველაფერს აკეთებდა.

-შენც ხომ ეგრე ხარ? ჩემს გამო ყველაფერს აკეთებ...მაქსიმეც!_ღიმილით ჩაილპარაკა და თითებზე მოეფერა.

-ლილუ, მე სხვა ქალმა გამაჩინა, ქალმა რომელსაც არ ვიცნობ, ქალმა რომელთანაც შეხება არასოდეს არ მქონია, მაგრამ მე ვარ დედაჩვენის შვილი ისევე როგორც შენ. უბრალოდ რამდენიმე თვე მე სხვა ქალის მუცელში ვიჯექი, იქ ვიზრდებოდი, ვყალიბდებოდი... მერე იმ ქალმა გადაწყვიტა რომ დედა უფრო კარგად გამზრდიდა ვიდრე ის და დედამ და მამამ ჩემს აღზრდაზე აიღეს პასუხისგმებლობა. მერე გავიგეთ შენს შესახებ და მთელი ცხრა თვე შენც ისე იზრდებოდი დედას მუცელში როგორც მე იმ ქალის მუცელში, მაგრამ ბედნიერება არის ის რომ შენ ჩვენთან დარჩი და არავის არ წაუყვანიხარ. _თვითონაც ვერ ხვდებოდა რას ლაპარაკობდა, ცდილობდა ყველაფერი ძალიან დეტალურად აეხსნა, ბავშვის ენაზე.

-მე და შენ დები ხომ ვართ?_დაბნეულმა იკითხა და თვალები ააფახუნა.

-რა თქმა უნდა, მე და შენ დები ვართ, უბრალოდ მე სხვა ქალის მუცელში ვიყავი შენ კი დედას მუცელში.

-ანუ სხვა ქალმა გაგაჩინა, მაგრამ დედას შვილი ხარ. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა და გაფართოვებული თვალები მიანათა.

-ხო, დედას შვილი ვარ... მიშვილა, გამზარდა, გზაზე დამაყენა და მითხრა რომ მთელი ცხოვრება შენ უნდა მოგიძღვნა. _ლოყაზე აკოცა და ცრემლიანი თვალები მიანათა. _არ მინდა რომ ტყუილში იცხოვრო, შენ უნდა იცოდე რომ მე და შენი სისხლი ერთი არ არის, მაგრამ მე და შენ იმაზე უფრო ახლობლები და ერთნი ვართ ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ!

-მთავარია რომ შენ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ.

ზუსტად იცოდა რომ ლილუმ ყველაფერი გაიგო და გაიაზრა, შეიძლება ოთახში მარტო დარჩენილმა ამაზე კიდევ ძალიან ბევრჯერ იფიქროს, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილება და სათქმელი უკვე თქვა, იცის სიმართლე, მიუხედავად იმისა რომ ძნელად აუხსნა, შორიდან მოუარა. ყველაფერს ფარდა ახადა და ბავშვთან ურთიერთობის აღარასოდეს შეეშინდება, აღარასოდეს აუკანკალდება მუხლები როცა მის ძველ მეზობლებს ნახავს და არც იმ ქალის გამოჩენა აანერვიულებს.

>>>
მაქსიმემ ორივე ხელი წელზე მოხვია, ცალი ხელი საჯდომისკენ ჩააცურა და მსუბუქად მოუჭირა, მერე კი ქვედა ტუჩზე ოდნავ მოსდო კბილები.

-გადაწყვიტე როდის გინდა გათხოვება?

ხმადაბლა, ვნებისგან ჩახლეწილი ხმით ჩასჩურჩულა და ყურთან მოწყვეტით აკოცა. ნინიამ მინაბული თვალები ოდნავ გაახილა და კედელს დააკვირდა, მაქსიმეს კოცნა და შეხება ისევ ისე აშტერებს და ასულელებს როგორც რამდენიმე თვის წინ. დაბნეულმა ხმადაბლა ჩაახველა თვალები ააფახუნა და თავი უკან დასწია.

-29 ივლისს. _ღიმილით ჩაიჩურჩულა და თვალები ააფახუნა. უნდოდა გამომეტყველებით მაქსიმეს დაინტერესება გამოეწვია და ეკითხა რატომ მაინც და მაინც 29 ილვისი.

-29 ივლის გადაწყვიტე რომ საკუთარი შვილის არსებობა არ გამახარებდა.

შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ქალი ოდნავ უკან დასწია. ნინიამ წარბებშეჭმუხნულმა ახედა საქმროს და ქვედა ტუჩი დაბნეულმა გადაატრიალა.

-ეგ საიდანღა იცოდი?_გაბუსხულმა იკითხა და ცალი წარბი ასწია. მაქსიმემ ხმამაღლა ამოიხვნეშა, შუბლშეკრულმა შეავლო ქალს თვალი და ზურგი აქცია.

-შენ რომ ფიქრობ მე უკვე გაანალიზებული მაქვს!_თვალი ჩაუკრა და შვილისკენ წავიდა.
>>>
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ნინიას დაბადების დღეა.

დილის 8 საათზე ბუშტებით და წვეტიანი ქუდებით დამშვენებული უტა და ლილუ შეიყვანა გერლიანმა ოთახში. ნინიამ ღიმილით გაახილა ჯერ ცალი შემდეგ კი მეორე თვალი და ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ გადახედა. ისეთი ღრმა ძილი აქვს სიმღერის ხმა ძლივს გაიგონა, ეგეც იმიტომ რომ ლილუმ მესამედ შეასრულა, გაბრუებული წამოიჯდა საწოლზე და თვალები მოიფშვნიტა. უტამ თვალებდაკვესებულმა ახედა ჯერ მამას, მერე დედას და ბოლოს პატარა ტორტით ხელდამშვენებულ ლილუს დააჩერდა.

-რა გიჟები ხართ. _სიცილით ჩაილაპარაკა და ტორტში ჩარჭობილ ერთ სანთეს სული შეუბერა._უფრო დიდი ტორტი დაგენანათ?_წაბაწეულმა გადახედა ქმარს.

-უფრო დიდ ტორტზე 29 სანთელის ჩარჭობა მომიწევდა, მე კიდევ ვცდილობ ასაკის მატება არ გაგრძნობინო.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დიდი სიამოვნებით მივირთმევდი შენს ენას ვახშამზე.

-მე რას მივირთმევ მაგას საღამოს გეტყვი.
>>>
მეჯვარეზე დიდხანს არ უფიქრია, ზუსტად იცოდა ვისაც წაიყვანდა, მართალია თვეებია ურთიერთობა არ ჰქონიათ, მაგრამ ამის მიზეზი ორივეს აქვს. თუმცა მიზეზებით თავს ვერცერთი ვერ იმართლებს. 2 წლის წინ სერიოზული კამათი მოუვიდათ, დღემდე ვერ გაურკვევიათ რომელია მტყუანი და რომელი მართალი, ორივემ იცის რომ დამნაშავე ამ ამბავში მხოლოდ ერთი არ არის, მაგრამ ბოდიშის მოხდა მაინც ეძნელებათ. პირველი ნაბიჯი აქამდე არცერთს არ გადაუდგამს, თუ არ ჩავთვლით მოკითხვას. ლინდა ლილუს ამბებით ყოველთვის ინტერესებოდა და ყოველთვის კითხულობდა მის მდგომარეობას, სანახავადაც რამდენჯერმე იყო საავადმყოფოში ოღონდ მაშინ როცა ნინია გასული იყო.
ტელეფონის აღება და ნაცნობ ნომერზე დარეკვა ძალიან ეძნელება, მაგრამ ზუსტად იცის რომ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ უნდა, იმიტომ რომ ლინდასთან ერთად ყოფნა მოენატრა, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებს მისი მეჯვარე და შვილის მომავალი ნათლია ასე უნამუსოდ რომ დაკარგოს, გაურკვეველი და აფსურდული მიზეზების გამო.

-ნინია!?_ნაცნობი მონატრებული ხმის გაგონებისას აღელვებულს ცრემლები გადმოსცვივდა.

-ჰო მე ვარ._ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ცრემლები მოიწმინდა. დუმილზე მიხვდა რომ არც ლინდა იყო კარგ დღეში. _უტას დაბადება რომ მომილოცე იმის მერე არ შევხმიანებივართ. _ხმადაბლა განაგრძო და საწოლზე ჩამოჯდა.

-ჰო, მინდოდა მოსვლა და ბავშვის ნახვა, მაგრამ ვერ მოვედი...

-უტა უნდა მოვნათლოთ..._შეპარვით დაიწყო და საწოლზე წამოგორებულ შვილს ღიმილით გადახედა. _თან მეც ქორწილი მაქვს და... და მინდა რომ ჩემი მეჯვარე ჩემთან ერთად იყოს. _ძლივს ძლივობით დაასრულა და ჭერს ახედა.

-შეგიძლია შენ მაინც ამიხსნა რატომ დაგვემართა ასე?_ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ლინდამ.

-არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ გამოვასწოროთ... თანაც ახლა როცა ვიაზრებ რომ უტა მყავს და ჩემი შვილის მომავალ ნათლიასთან წლებია ნორმლაური ურთიერთობა არ მქონია, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.

-შევხვდეთ!

-დღევე თუ გცალია მისამართს მოგწერ და სახლში მოდი, მე და უტა ვართ.

-კარგი, მომწერე და მოვალ. _სწრაფად დაეთანხმა.

>>>
დაბნეულმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, რამდენი ხანია არ უნახავს და რაღაცნაირად გრძნობს თავს, თითქსო მისთვის უცხოს უნდა შეხვედეს, მაგრამ ამასთანავე ძალიან ახლოს და მნიშვნელოვანს. ლინდამ ძალიან ბევრჯერ გაუმაგრა გვერდი, ბევრჯერ მისცა საშუალება მშვიდად ამოესუნთქა, ბევრჯერ აგრძნობინა რომ მეგობრობით ბევრ სიძნელეს გადალახავ. ტკბილი სუფრა გაშალა და დაქაჩული თვალებით გახედა კარს, მერე საათს და მოლოდინის რეჟიმში გადასულმა სულ მთლიანად დაკარგა მოსვენება.

-საერთოდ არ გგავს. _ლინდამ თვალებჩაწითლებულმა ჩაილაპარაკა და ნაზად მოეფერა პატარას. ცდილობდა ძალიან ფაქტიზად ემოქმედა, თითებს ძალიან დიდი სიფრთხილით უსვამდა პატარა მოცუცნულ თითებზე, კოცნით ერთხელ აკოცა ისიც თავი რომ ვერ შეიკავა მერე. _ბავშვებზე კოცნა არ მიყვარს, ასე მგონია რომ მერე დააყრით. _სიცილით ჩაილაპარაკა და უტა გულზე მიიხუტა.

-რა საჭირო იყო ამდენი რაღაც...

-ესენი დღეს ვიყიდე, ის რაც ნაყიდი მქონდა ახლა უკვე პატარა ექნება. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა და უტას დახედა. _მამას გავს.

-და შენ რა იცი მაქსიმე როგორ გამოიყურება?

-შენი აზრით კაცს რომელსაც მთელი შენი ცხოვრება დაუკავშირე არ მოვძებნიდი და არ გავიგებდი როგორ გამოიყურება, ვინ არის, რას საქმიანობს და რატომ აქვს ურთიერთობა ჩემს მომავალ საქმროსთან? საქართველო ძალიან პატარაა, ნინია, აქ ყველა ყველას იცნობს და მითუმეტეს მაშინ თუ ერთ ბიზნესში ტრიალებენ.

-საქმრო?_პირდაღებულმა მოისვა სახეზე ხელები. ლინდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

-ჰო საქმრო, მართალია ჯერ ხელი არ უთხოვია, მაგრამ... ჩემი სიზმრით თუ ვიმსჯელებთ.

-რა სიზმარი, რას ბოდავ?_დაბნეულმა შეჭმუხნა შუბლი.

-ბევრი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სხვა დროს ახლა შენს ამბებს თუ მომიყვები კარგი იქნება, მაგრამ მანამდე ჯობია რომ ჩვენი ამბები გავარკვიოთ.

>>>
-კიდევ 5 წუთი და დავაგვიანებთ. _წარბწეულმა შეაღო საძინებლის კარი და თეთრ კაბაში გამოწყობილ ქალს დააკვირდა. _გიხდება თეთრი ფერი._მოკლედ მოუჭრა, შუბლი შეჭმუხნა და ოთახიდან გავიდა.

ნინიამ პირდაღებულმა გადახედა არანაკლებად გაოგნებულ გოგონებს და საწოლზე ჩამოებერტყდა.

-ეს ნომერალურია?_გულწრფელად აღშფოთებულმა იკითხა და თითი კარისკენ გაიშვირა. ნატამ ღიმილნარევი სახით მოისვა თითი ცხვირის წვერზე და ხმადაბლა ჩაახველა.

-მაქსიმესგან სხვას არც არაფერს ველოდებოდი. _თვალი ჩაუკრა და ფუნჯით ხელდამშვენებული ნინიასკენ წავიდა.

-არც, მე მაგრამ..._მაინც ვერ იჯერებდა რომ ასე მშრალად შემოიფარგლა გერლიანი.

გრძნობებს არასოდეს აფრქვევდა, არც ბევრი საუბარი უყვარდა და არც კომპლიმენტები, მაგრამ გოგონებთან ქმრის გულცივობა მაინც მოერიდა, მიუხედავად იმისა რომ თავად ძალიან ბევრი რამის დანახვა და ამოკითხვა შეძლო სამ სიტყვაში.
აკანაკალებული თითები ნაზად დაისვა წელში გამოყვანილ საქორწინო კაბას და სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა.
ლინდა ღიმილით ამოუდგა ზურგს უკან და მხარზე აკოცა.

-ძალიან ლამაზი ხარ._აცრემლებული თვალებით ჩასჩურჩულა და ზურგი აქცია.

-კარგი ახლა, თორემ ვიფიქრებ რომ მეჯვარის დაკარგვა გეწყინა. _სიცილით მოეხვია უკნიდან.
-ნუ მეტმასნები თორე სულ გაიფუჭებ მაკიაჟს!
>>>
-ვერასოფეს წარმოვიდგენდი ჩემი შვილი ჩემს ქორწილს თუ დაესწრებოდა. _სიცილით ჩაილაპარაკა ნინიამ და ეტლში მოკალათებულ თვალებდაჭყეტილ უტას გადახედა. ბავშვი ინტერესით აკვირდებოდა ყველაფერს.

-სხვა ყველაფერი ხომ შენი გეგმის მიხედვით განხორციელდა... _ცინიკურად ჩაისისინა მაქსიმემ და მომღიმარ შვილს თვალი ჩაუკრა.

-მალე დაიშლებიან?_დაღლილმა ჩურჩულით გადაულაპარაკა უკვე ოფიციალურად მის ქმარს და ხმამაღლა ამოიხვნეშა.

-თუ დაიღალე შეგვიძლია წავიდეთ.

-სირცხვილია.

-ნინია, აუცილებელი არ არის დილამდე აქ იჯდე და სტუმრებს უღიმო. ჯობია სახლში წავიდეთ, თანაც ბავშვებს ეძინებათ.

-რას იტყვიან?_დაბნეულმა ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამომდგარ გერლიანს ახედა.

-იტყვიან რომ ცოლ-ქმარი მეორე ბავშვის გაკეთების სურვილმა შეიპყრო. _ურეაქციოდ აიჩეჩა მხრები და დარბაზის ცენტრისკენ გაემართა. სტუმრებს მოკლედ მოუბოდიშა, სიტუაცია აუხსნა, კარგი დროის გატარება უსურვა და ყოველგვარი გაგრძელებების გარეშე დაემშვიდობა ყველას, მერე კი ცოლ-შვილისკენ გაემართა.

-მაინც მგონია რომ უხერხული სიტუაციაა.

-რატომ არის უხერხული სიტუაცია, ჩათვალე რომ თაფლობის თვეში მივდივართ, ასეთ დროს ხშირად ტოვებს წყვილი რესტორანს. მაგრამ თაფლობის თვეზე მნიშვნელოვანი მიზეზი გვაქვს ჩვენ. _წარბებშეჭმუხნულმა აუხსნა და თვალებმილულულ შვილს დახედა. ნინიამ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა.

>>>
საქროწინო კაბის ელვა შესაკრავი მანქანაშივე გაიხსნა და გვერდჩახსნილმა შვებით ამლოისუნთქა. გერლიანმა წარბწეულმა ახედა უკვე ოფიციალურ ცოლს და ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიცინა.

-მშია. _მანქანაში გამეფებული დუმილი ნინიას ჩურჩულმა დაარღვია. _რაღაც განსაკუთრებული მინდა, აი, საუკუნეა რომ არ მიჭამია ისეთი. _აჟიტირებული გასწორდა წელში და ქმრისკენ მიტრიალდა. _მაქსიმე, მაგდონალდსთან გამიჩერე, რა. _მუდარით ჩაილაპარაკა და თვალები ააფახუნა. გერლიანმა ქვედა ტუჩს კბილები დაასო და მხრები აიჩეჩა.

-რა შევუკვეთოთ?

-რა და..._გახარებული წამოიწია, ღვედი ოდნავ მოუშვა და თვალებმოჭუტული ჩაფიქრდა. _მე ქათმის სენდვიჩი მინდა, კოკა კოლა და ჩიფსები. შენ?

-ბევრი ფიქრი მეზარება ამიტომ იგივეს ავიღებ. _თვალი ჩაუკრა და მანქანა მაგდონალდსის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სადგომზე გააჩერა. -უტას და ლილუს რა წამოვუღო?_სიცილნარევი ხმით იკითხა და მძინარე ბავშვებს გადახედა. ნინიამ თვალების ბრიალით ანიშნა წადიო და ბავშვებს გადახედა.

რას წარმოიდგენდა ქორწილზე შვილთან ერთად თუ იქნებოდა, ვერც იმას წარმოიდგენდა სტუმრებზე ადრე თავად თუ დატოვებდა შენობას და ვერც იმას მაგდონალდსის ქათმის სენდვიჩი თუ მოუნდებოდა გაგანია ქორწილის ღამეს. სიცილით აიფარა სახეზე ხელები და სალაროსთან მდგარ შარვალ კოსტუმში გამოწყობილ ქმარს ღიმილით დააკვირდა.

თავისი შეკვეთა ტუჩეის კვნეტით გამოართვა ქაღალდის პარკს თავი მოხსნა და სუნი ხარბად შეისუნთქა.

-საუკუნეა არ მიჭამია, სუნიც კი მომნატრებია. _საკუთარ ქცევებზე გახალისებულმა ჩაილაპარაკა და ქმარს ლოყაზე ხმაურით აკოცა. _სუპერ ქმარი ხარ. _მერე ლოყები სასაწილოდ მოუკუჭა და მოპრუჭნულ ტუჩებზე დახარბებული დაეძგერა. _ძველებს უთქვამთ სანამ ქათმის ბურგეს შეჭამ ქმრის ტუჩები დააგემოვნეო.

-ქმრის ტუჩები ბურგერის ჭამის შემდეგ უნდა დააგემოვნო, დესერტად. _ირონიულად შეუსწორა და მანქანა დაქოქა.

ბავშვები საწოლში ჩააწვინა, სააბაზანოში შესული ქმრის გამოსვლამდე თავადაც მიიღო შხაპი და შავ ნაცნობ პენუარში გამოწყობილი საწოლზე გაწვა. კარების ხმაზე აჟიტირეებულმა აისვა თითები ახლადგაპარსულ ფეხზე და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გაისვა. წელს ზემოთ შიშველმა და წელს ქვევით პირსახოცშემოხვეულმა გერლიანმა წარბებშეჭმუხნულმა შეათვალიერა ცოლი და მისკენ დაიხარა. ნინიამ ღიმილით დაუსვა წყლის წვეთებით დანამულ სხეულზე თითები და მის ზემოდან მოქცეულ ქმარს ვნებიან ბაგეებზე დაეძგერა.
>>>
-ქმარო, დილის 8 საათია და თუ დროზე არ ადგები შენ სამსახურში დაგაგვიანდება ლილუს კიდევ ბაღში. _სარეცხის კალათით ხელდამშვნებული გამოეცხადა ქმარს და წარბებშეჭმუხნული დააჩერდა ზემოდან. მაქსიმემ ცალი თვალი გაახილა და უკმაყოფილო გამომეტყველებით დააკვირდა ცოლს.

-მე მგონი დიდი შეცდომა დავუშვი, საცოლის სტატუსი უფრო გიხდებოდა. _ზმუილით ჩაილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა. _თან ეს კალათაც რა “კუხნის” ქალივით შემოგიდია, სამსახური არ უნდა მოძებნო?_სერიოზული გამომეტყველებით კითხა და კოპები შეკრა.

-გასარეცხ სარეცხს ვაგროვებ. სამსახურს მაშინ მოვძებნი როცა დავრწმუნდები რომ უტა ჩემს გარეშე გაძლებს.

-ნინია, ისე ნუ მოიქცევი რომ ბავშვის ასაკმა 44 წელს მიაღწიოს. _ცინიკური მზერით შეათვალიერა ცოლი და ფეხზე წამოდგა.

-სხვათაშორის გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა ახლობელმა ძალიან კარგი ვაკანსია შემომთავაზა...

-სად?

-მერიაში. _სიცილით ჩაილაპარაკა და გვერდით ამოუდგ.

-თბილისში არსებულ ორმოებზე ცოტა არაადეკვატური რეაქცია მაქვს და მაინც და მაინც იქ რომ არ იმუშავო რასაც არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი, ხშირად ვახსენებ ხოლმე არა?!

-ნუ ხარ ბილწი, მე რა შუაში ვიქნები გზასთან?_სიცილით მიკრა მხარზე ხელი.

-მართლა, გულწრფელად გეუბნები.

-მე ღონისძიებების მოწყობა და წლის გეგმის შედგენა მევალება მარტო...

-შენ თუ თვლი რომ იქ კარგად იქნები რა პრობლემაა? მიდი იმუშავე, გამოცადე შენი თავი, არ მოგეწონება და წამოხვალ._თვალი ჩაუკრა, ტუჩებზე აკოცა და გარდერობის კარი გააღო. _მე ნებისმიერ სიტუაიცაში დაგიჭერ მხარს, უტასთანაც მე ვიქნები, როცა საჭირო იქნება.

-მაშინაც შაბათ დღეს სამსახურში დამატებითი დღე რომ მთხოვონ?_ეშმაკურად ააციმციმა თვალები და ქმრის პასუხს ღიმილით დაელოდა.

-არა, მაშინ არა! შაბათ-კვირას ცოლი უნდა იყოს სახლში!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და სააბაზანოსკენ წავიდა._მარტო მაგ ორ დღეს შეგეძლება გამოძინება და გათენებული ღამისგან “გამოშუშება”._სააბაზანოსთან მისულმა ცალყბად ჩაუცინა და კარს უკან გაუჩინარდა.

ნინიამ სიცილით გააქნია თავი და ოთახიდან გავიდა.

>>>
სამსახურში აუცილებლად გავა, ოღონდ მაშინ როცა უტა გარკვეულ ასაკს მიაღწევს და დედის რძით კვებას შეეშვება. მანამდე ვერანაირად ვერ იქნება ბავშვისგან შორს, ყოველ წამს ყურადღება სჭირდება, კვების გრაფიკი, ძილის ამ ყველაფრის კონტროლი ამ ეტაპზე მხოლოდ დედას შეუძლია. დაღლილ დაქანცული ჩაესვენა სავარძელში და იმ წამის ჩაძინებულ უტას ცალი თვალით გადახედა.
კარის ხმაზე თავი ოდნავ მიატრიალა და სახლში დროზე ადრე დაბრუნებული ქმრის დანახვით გახარებული სხარტად წამოხტა ფეხზე. იმ წამს ყველანაირი დაღლილობა, სტრესი, დღის დეპრესია და გაუთავებელი წუწუნი მოეხსნა. ერთადერთი რაც უშველიდა გერლიანთან ჩახუტება და ვნებიანი ალერსი იყო. ეს არის ის რაც ნინიას წამებში შველის და ყველაფერს ავიწყებს. მაქსიმემ ცალი ხელი მჭიდროდ მოხვია წელზე და ტუჩები ყელზე მიაწება, ნინიამ გაყურსულმა გადასწია თავი უკან და გაბადრულმა ტუჩები ლამის ყურებამდე გაიტანა.

-დიდი ხანია ძინავს?_შვილს გადახედა და ხმადაბლა იკითხა.

-ეს წუთია დავაძინე, გამაგიჟა. რამდენჯერაც დავაწვინე იმდენჯერ თვალები დაჭყიტა. _შვილის მაიმუნობების გახსენებისას სიცილი ვერ შეიკავა. _წეღან სამზარეულოში გავედი საჭმელი უნდა მეჭამა, გამოვალაგე დავიწყე და ზუსტად იმ დროს... თან შუა ჭამაში იცის ზუსტად წერტილის დასმა.

-მიდი შედი და დაიძინე თუ გინდა, ბავშვთან მე ვიქნები. _ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, საჯდომზე ოდნავ მისცხო ხელი და სააბაზანოსკენ წავიდა.

-არა, ახლა მაინც ვერ დავიძინებ, სადილს გაგიმზადებ და მერე ცოტახანი დავწვები.

>>>
-ლილუს ბაღის მასწავლებელი მიბარებს. _ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და ქმარს გადახედა. მაქსიმემ ჯერ მისაღებში უტასთან მოთამაშე ლილუს გადახედა და მერე ისევ ცოლს.

-და რატომ ნერვიულობ ბავშვმა ბაღი თვეების წინ დაამთავრა.

-მეც ეგ მაკვირვებს, რასთან დაკავშირებით უნდა მიბარებდეს... დეიდაჩემმა შეიძლება სკოლის შემოთავაზება უნდაო, ბაღის ბავშვებს სხვადასხვა სკოლებში ანაწილებსო, მაგრამ მაგას წლის ბოლოს აკეთებს ხოლმე.

-სკოლა უკვე შერჩეული გვაქვს, უტას ბავშვები სადაც დადიან იქ მივიყვანთ. _ღიმილით ჩაუკრა თვალი._ანაბელის კლასში იქნება.

-ეგ თავისთავად. არ მჯერა, 1 თვეში სკოლაში უნდა მივიდეს._გაოგნებულმა წამოიძახა და დას გადახედა.

-ნინია..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა ცოლის სახელი მაქსიმემ და ოდნავ წამოზრდილ წვერზე თითები მოისვა. ყენია გასუსული მიაჩერდა და თვალები ააციმციმა. _გუშინ ანა იყო ჩემთან მოსული.

-ანა?_დაბნეულმა იკითხა.

-შენი ბიოლოგიური დედა.

ნინიამ ღრმად ამოისუნთქა თვალები მაგრად დახუჭა, ტუჩები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და შეძლებისდაგვარად შეეცადა ემოციები მოეთოკა. ამ ქალზე საუბარს ძალიან დიდი ხანია თავს არიდებს, თითქმის ყველაფერი გადახარშა, ლილუსთანაც მოაგვარა, დაივიწყა და ცხოვრების ახლიდან დაწყება კიდევ ერთხელ სცადა, მაგრამ ისევ უდროო დროს გამოჩნდა და ისევ ისე აურია გონება.

-რა უნდოდა?

-შენი ნახვა და შენთან საუბარი, სხვა არაფერი. მე მგონი დროა საკუთარ თავში იპოვო ძალა და დაელაპარაკო. პატიებას არავინ არ გთხოვს, არც იმას გთხოვენ რომ დედა დაუძახო და მიიღო, უბრალოდ მინდა რომ საკუთარ თავს აჯობო და ისევ შენი სიმშვიდისთვის მოისმინო სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს.

-ქალისგან რომელმაც გამყიდა რა სიმართლე უნდა მოვისმინო?!_აცრემლებული თვალებით ახედა ქმარს და ფეხზე წამოდგა.

-ზუსტად ეგეთი ქალისგან უნდა მოისმინო სიმართლე. _ფეხზე წამოდგა ცოლთან მივიდა და ორივე ხელი წელზე მოხვია.

-დაველაპარაკები!_სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და შუბლი მაქსიმეს მკერდს მიადო. _აუცლებლად დაველაპრაკები და ერთხელ და სამუდამოდ მოვთხოვ ჩემი ცხოვრებიდან გაქრობას!

>>>
-საუზმეზე რა აზრის ხარ?_ახალგაღვიძებულ ცოლს ზემოდან დააჩერდა გერლიანი და ვნებისგან დასიებულ ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. ნინიამ გაბადრულმა გაახილა ცალი თვალი და ქმარს ორივე ხელი კისერზე მოხვია.

-თუ საუზმეთ მაქსიმე გერლიანი მექნება დიდი სიამოვნებით მივირთმევდი. _ეშმაკურად ააციმციმა თვალები და ქვედა ტუჩზე ენის წვერი გაისვა.

-სამსახურში მაგვიანდება.

ვნებისგან გახელებულ ცოლს ცინიკურად მომღიმარმა ჩაუკრა თვალი, ფეხზე წამოდგა და ირონიული ღიმილით წავიდა სააბაზანოსკენ. ნინიამ წარბებშეკრულმა ღმუილით გააქნია თავი, ფეხზე გაბრაზებული წამოხტა და მისაღებში გატანტალდა. ყოველთვის ასე იცის, გრძნობებს გასაქანი რომ უნდა მისცეს ზუსტად მაშინ წამოდგება ფეხზე და პირდაღებულს დატოვებს ხოლმე, ამანაც ვერა და ვერ ისწავლა ჭკუა.

>>>
-ეს ქალი ვინ იყო?_საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა და თვალებმოჭუტულმა გადახედა ქმარს.

-თანამშრომელი.

-თქვენთან ყველა თანამშრომელს საჯდომწამოხდილი კაბა აცვია?

-ყველას არა, მარტო მდედრებს. _ცინიკურად ჩაილაპარაკა მაქსიმემ და ლეპტოპი დახურა.

ნინიამ შუბლშეკრულმა შეათვალიერა ქმარი, ოთახის კარი დაკეტა და ბავშვის ეტლი კუთხისკენ გააგორიალა, თან წაბრწეული მზერას არ აშორებდა ქმარს.

-ანუ მდედრებს..._ხმადაბლა გაიმეორა და ჩანთა დივანზე დადო. მაქსიმემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და შვილისკენ წავიდა. _და ეს მდედრები ხშირად დადიან შენს კაბინეტში?_ეჭვებით გაბერილმა “სხვათაშორის” იკითხა და ხელებგადაჯვარედინებული მიაჩერდა ქმარს.

-კი. _ურეაქციოდ უპასუხა და თვალებდაჭყეტილი უტა ხელში აიყვანა. _რაო მა, დაგსიცხა დედაშენმა?_აციმციმებულ თვალებში ჩახედა და ლიყები ნაზად დაუკოცნა.

ნინია ცალ ფეხს ათამაშებდა და ცალი თვალით კაბინეტის კარს უყურებდა, ვერაფრით ვერ იჯერებდა რომ ყოველ დღე ასეთ ქალებთან უწევდა მაქსიმეს ურთიერთობა. არა, არავის არაფერს არ ერჩის, ქმარსაც 100%_ით ენდობა, მაგრამ არანაიარად არ სიამოვნებს ვიღაცა ქალის ნახევრად წამოხდილი საჯდომი რომ უმზერს მის ქმარს ყოველ დღე, თანაც დღეში რამდენჯერმე. გაბღენძილი წავიდა კარისკენ, ოდნავ შეაღო და სამდივნოში ცალი თვალით გაიხედა, კიდევ კარგი მდივანს შარვალი ეცვა, თორემ ამის ყბიდან რა ამოვიდოდა.

-სად იყავით?_გულზე მიხუტებული შვილით დივანზე დაჯდა და ცოლს გადახედა.

-მაღაზიებში გავიარეთ, ტანსაცმელი დაუპატარავდა და ვუყიდე. _სწრაფად გაასწორა მზერა და ქმარ-შვილისკენ წავიდა. _შენ რას შვები, ბევრი გაქვს სამუშაო?_ღიმილით კითხა, გვერდით მიუჯდა და წვერზე წაეთამაშა.

-რამდენიმე მეილს გავაგზავნი და ერთად გავიდეთ. _ტუჩებზე ვნებიანად აკოცა და ცხვირის წვერზე მსუბუქად მოსდო კბილები. _დაეძინა?_სახით დედისკენ მიატრიალებულ უტას დახედა მაქსიმემ და ხმადაბლა კითხა ნინიას. ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ეტლისკენ მიანიშნა ჩააწვინეო.

>>>>
-მაღლა ავალ წვენს ვიყიდი. _ნაპირზე მოთამაშე ბავშვებს გადახედა ნინიამ და მაქსიმეს გასაგონად ჩაილაპარაკა. გერლიანმა სათვალის ზემოდან ახედა ცოლს და შუბლშეკრული წამოდგა ფეხზე.

-რომელი წვენი გინდა?

-კოკა-კოლა.

ეშმაკური მზერით შეათამაშა წარბები და სასწრაფო წესით შეზლონგს დაუბრუნდა. მაქსიმემ უტა ნინიასთან მიყვანა, ლილუს ხელი მოკიდა და წვენის საყიდლად წავიდნენ. ყენიამ კმაყოფილმა აათამაშა წარბები და აწკირლაებულ ტელეფონს დახედა.

-როგორ ხართ?_მემეს აჟიტირებული ხმის გაგონებისას თბილისის და იქ მყოფი ახლობლების მონატრება კიდევ ერთხელ იგრძნო.

-ჩვენ კარგად, თქვენ როგორ ხართ?_ეშმაკური ხმით კითხა და ზღვას გახედა.

-ჩვენ კარგად, დღეს ლავანი იძახდა ბათუმში წავიდეთო, მაგრამ მეზარება.

-ნუ ხარ წელმოწყვეტილი, მოკიდე მაგ ბიჭს ხელი და ჩამოდით, რომ გათხოვდები მერე კი ვერ ივლი ასე აღმა დაღმა...

-და შენ თუ დადიხარ?

-ნუ ახლა ეგ სხვა საკითხია. ბევრ ნუ მელაპარაკები, ჩამოდით ჩვენ გელოდებით!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და თვალებმოჭუტულმა გადახედა მაქსიმესთან ერთად მდგარ ნაცნობ სილუეტებს. _უი, გავაშელები და ქალდანებიც აქ ყოფილან. _გახარებული წამოდგა ფეხზე.

-დღესვე მოვდივართ!

>>>
ანერვიულებულმა თითები ერთმანეთში ახლართა და ფანჯრიდან გაიხედა. მაქსიმეს კაფის მოპირდაპირე მხარეს დაეყენებინა მანქანა და მშვიდი გამომეტყველებით ელოდებოდა ცოლს, რომელიც ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრას იყო გადასული. ნაბიჯების ხმაზე სუნთქვა დაეძაბა, სხეული დაეჭიმა და თვალები აუჭრელდა. გულის სიღრმეში ყოველთვის ელოდებოდა ამ მომენტს, მიუხედავად იმისა რომ ქალის რომელმაც დაუფიქრებლად გაყიდა ატანა არ ჰქონდა, ყოველთვის აინტერესებდა მისგან მოსმენილი პასუხები, პასუხები რომელიც მოსვენებას არ აძლევს. ქალი მის წინ დაჯდა თვალები ჩაწითლებული, დაღლილი და გამოფიტული ჰქონდა.

-ბევრი დრო არ მაქვს, მინდა რომ თავიდან დაიწყო და ბოლოში მალე გახვიდე!_კატეგორიული, ცივი ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა._ბოდიში არ მოიხადო, აზრი არ ექნება! უბრალოდ მინდა რომ შენგან მოვისმინო ის რასაც ამდენი ხანი გავურბოდი!

-ცდები, ბოდიში ნებისმიერ სიტუაციაში უნდა მოგიხადო, თუნდაც იმიტომ რომ ახლა აქ ზიხარ და შენს დალაგებულ ცხოვრებას გირევ. თუნდაც იმიტომ რომ მთელი ცხოვრება გარკვეულ ტანჯვაში გაგატარებინე, თუნდაც იმიტომ რომ ყველაფრის თავიდან გახსენება მოგიწია. ჩემთვისაც ძნელი იყო ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა, ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი.... 18 წლის ვიყავი მამაშენი რომ გავიცანი, უნივერსიტეტში პირველ კურს ვხურავდი. ოჯახში საამაყო და თითით საჩვენბელი შვილი ვიყავი, ყველა თავს დამტრიალებდა, ყველასთვის სამაგალითო და ბედნიერების მომტანი ვიყავი. მამაჩემის არჩევანით ჩავაბარე უნივერსიტეტშიც, მაშინ ინსტიტუტში..._სიმწრის ღიმილი გადაეფინა სახეზე. _მამაშენი ჩემი კურსელის ძმა იყო, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, შეგვიყვარდა...უფრო სწორად შემიყვარდა. მერე შენს შესახებ გავიგეთ და რატომღაც ყველაფერი დასრულდა, შვილი არ მინდაო გამომიცხადა. ოჯახისთვის ამის თმა კატასტორფის ტოლფასი იყო, ვიცოდი რომ ყველას დავკარგავდი, ისიც ვიცოდი რომ შვილის გაჩენის უფლებას არ მიმცემდნენ. დედაჩემს გავუმხილე და ვთხოვე რომ გამოსავალი ერთად გვეპოვა, მაგრამ ვერაფერი გადავწყვიტეთ, ვერსად წავიდოდი, მამაჩემი არც ამის უფლებას მომცემდა. ჩემი ორსულობის შესახებ რომ გაიგო მესამე თვეში ვიყავი, მუცელი გვიან დამეტყო. ყველაფერი თავზე დამალეწა და მითხრა რომ ბავშვი არ გაჩნდებოდა, მაგრამ აბორტისთვის ნაყოფი უკვე საკმარისზე დიდი იყო, ამიტომაც გადაწყვიტა რომ ბავშვი გამეჩინა და დაბადებისთანავე უარი მეთქვა მასზე. მშობიარობის შემდეგ ჩემი ხელმოწერით მამაჩემმა შენი თავი შენს მშობლებს მიყიდა. ძალიან ბევრჯერ მქონდა შანსი მოვსულიყავი და წამომეყვანე, მაგრამ ეს არცერთხელ გავაკეთე. მამაშენზე შურისძიება შენი სახით გადავწყვიტე და ახლა როცა ყველაფერმა აზრი დაკარგა მივხვდი რომ შენზე ძვირფასი არავინ და არაფერი არ გამაჩნია.

ატირებული, განადგურებული ქალის ყურებისასაც კი ვერ იჯერებდა იმას რაც მოისმინა. ხო, იცოდა რომ თითქმის მსაგსვი ისტორიის მოსმენა მოუწევდა, თეორიულად ეს ისტორია უკვე რამდენჯერმე მოისმინა, მაგრამ ის რაც გაიგონა მისთვის მაინც საშინლად მტკივნეული იყო. ცრემლები სწრაფად მოიწმინდა, ჰაერი ხარბად შეისუნთქა, ფეხზე წამოდგა და გაჩერდა.

-აღარასოდეს, აღარასოდეს გაბედო ჩემთან და ჩემს ოჯახთან მოახლოვება! ქალი რომელმაც შვილის დაბრუნებისთვის არაფერი არ გააკეთა დედაჩემი ვერ იქნება!

ხმამაღლა და ხაზგასმით ჩაილაპარაკა ჩანთას ხელი დაავლო და კაფე უკანმოუხედავად დატოვა.

როგორც კი მანქანაში ჩაჯდა ნაგროვები ბოღმა, ტკივილი, სიმწარე, ბავშვობის იარები ყველაფერი ერთიანად ამოხეთქა და ხმამაღლა აღმუილდა. გერლიანმა ცალი თვალით გადახედა ცოლს, ცალი ხელი მისკენ გაიშვირა, მხარზე მოხვია და აკანაკლებული გულზე მიიკრა. ნინიამ ორივე ხელი მაგრად შემოხვია, პირ-სახე ქმრის ყელში ჩარგო და აზმუილებულმა ქვედა ტუჩზე მაგრად იკბინა. ძალიან ატკინა გული სიმართლემ, თითქოს ნაკერები გაუხსნეს და დანით ჯიჯგვნა დაუწყესო, მაგრამ არ ნანობს, პირიქით ძალიან კარგი ქნა რომ ასე გადაწყვიტა. ახლა უკვე ყველაფერი იცის, ერთ იტირებს, ცოტახანი დაიტანჯება და მერე ყველაფერი დალაგდება. ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, უნდა მოესმინა ის რასაც აქამდე თავს არიდებდა. როგორც კი ემოციებისგან დაიცალა, დამშვიდებულმა ჰაერი ხარბად შეისუნთა, თუმცა გერლიანისთვის ხელები არ გაუშვია, ისევ მაგრად ჩაბღაუჭებული ეჭიდებოდა და ტუჩებს მამაკაცის ყელზე დაასრიალება.

>>>
-ლილუ, ტბასთან ახლოს ნუ მიხვალ. _სამზარეულოს ფანჯრიდან ხმამაღლა გასძახა ხიდზე მდგარ დას ნინიამ და საჭრელი დაფა ნიჟარაში ჩადო.

-რა გავიტანო?

-სალათა და თეფშები, დანარჩენს მე გამოვიტან. _ღიმილით გადახედა ქმარს და დაჭრილი პური კალათაში ჩააწყო.

გერლიანმა ყველაფერი მაგიდაზე დააწყო, ლილუს სავარძელზე პლედი დაუფინა, უტას ეტლი მაგიდასთან მიაგორიალა და თვითონაც მოკალათდა. ნინიამ გაბადრულმა გადახედა ოჯახის წევრებს და ბედნიერების ცრემლებით ატირებულს სხარულის სიცილი აუტყდა. სამზარეულოს მაგიდაზე ოდბავ ჩამოდო საჯდომი და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა. უტა რომ დაიბადა მაშინაც ვერ იფიქრებდა რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყობოდა, მაშინაც ვერ წარმოიდგენდა ამხელა ბედნიერბის განცდას თუ შეძლებდა ოდესმე, ამხელა სიყვარულს თუ დაიტევდა მისი პაწაწინა გული და გერლიანის ატანას თუ მოახერხებდა... მაგრამ ახლა ზუსტად იცის რომ მაქსიმეს ატანაზე სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი არ ყოფილა და არც იქნება. კაცი რომელმაც ყველაფერი ასწავლა, თავიდან შეაყვარა სამყარო, ასწავლა სიმართლისთვის თვალის გასწორება, ლილუს მიმართ ასეთი მოსიყვარულეა, კაცი რომელმაც ყველაზე მთავარი, უტა აჩუქა... ახლა ტბის პირას ზის და მისთვის ორ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად ნინის ელოდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღირსოს დამშეულებს სადილი.

-ცოლო, კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ თუ დაგვდებ პატივს და გამოგვკვებავ?_ხმამაღლა შესძახა გერლიანმა და შუბლშეკრულმა გაუსწორა მზერა. ნინია სიცილით წამოდგა ფეხზე, დარჩენილი თეფშები აიღო და მაგიდისკენ წავიდა.

-მოვდივარ, მოვდივარ... _სიცილით ჩაილაპარაკა, თეფშები მაგიდაზე დააწყო ბავშვებს ლოყები დაუკოცნა და გერლიანის გვერდით მოკალათდა. მაქსიმემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა ცალი ხელი მხარზე გადახვია და თავისკენ მიიზიდა.

-იცოდე, შემდეგში გაითვალისწინე რომ შაბათ-კვირას სამსახურში აღარ უნდა წახვიდე! _ცივი ხმით გააფრთხილა და შუბლი შეკრა.

დასასრული
~~~~
პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მოთმინებისთვის... ვიცი რომ დიდი ხანი ელოდებოდით დასასრულის დასასრულს და არც თუ ისე სასიამოვნოა დაძაბულ მომენტში რომ წყვეტს ავტორი წერას, მაგრამ ასე იყო საჭირო...
რაც შეეხება ისტორიას, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი იმედები ბოლომდე გავამართლეთ და ყველაფერი მოგეწონათ, ნუ ყველაფერი თუ არა მცირედი მაინც... ძალიან დიდი მადლობა ყველას, მიხარია ბოლომდე რომ მომყვებით და ჩემს გვერდით ხართ. <3 მიყვარხართ მე თქვენ!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: მე❤
ნანახია: 3432 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ძალიანნ მომწონდაა ყველა თავის თითეული სიტყვები. ძალიან მომენატრება ეს ისტორია და გული მწყდება, რომ დასრულდა... კარგი გოგო ხარრრ
avatar
0 Spam
2
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ! იდიალური დასასრული იყო! საოცრად გადმოცემ ემოციას, ბედნიერებას, სიმძაფრეს და ყველამ ვიცით რომ ეს მარტივი არააა! არარეალურად მაგარი კაცები გყავს ხოლმე.ვგიჟდები მე შენს ყველა ისტორიაზე! მადლობა ამდენ დროს რომ უთმობ შენ მკითხველს.არასოდეს მომბეზრდება შენი კითხვა. მალე დაგვიბრუნდი კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ისტორიით, ასი პროვენტით ვიცი კიდე ბევრს და ამაზე უკეთესებს დაწერ!
avatar
0 Spam
3
კარგი იყო ძალიან
avatar