ქალის სამიზნე (ნაწილი 1)
08.05.2017, 14:04
ქალმა ხელები ჩაავლო თავის შავ ქურთუკს და კაცს გადახედა მისკენ მომავალს. უცბად გაიხედა მის უკან და ღილებზე შეტოვებულ ხელში ცარიელი ღილი მოხვდა. სწრაფად გადაავლო კაცის ჯადოქრულ ხიბლს თვალი და ლიფტთან გაჩერებულმა კიდევ ერთი ღილი მოხსნა ქურთუკს წვალებისას...
ქალმა ხელი გადაუსვა თავის შავ ქურთუკს და კაცს გადახედა ლიფტში. მის სახეს უცბად მოაშორა მზერა და ჯიბეში ჩაიყო ხელები. თავის შავ ფეხსაცმელებს გადახედა და ჯიბეს ხელი შეავლო. მასში მოთავსებული ბეჭედი ჩუმად გაიკეთა კაცის შეუმჩნევლად და მის ხმაზე ლიფტის კედელს მიეყუდა.
- პირველზე?! -მოესმა ქალს და უცბად ააცალა ღილი ისევ სამოსს, ბეჭდიანი თითი კი ქურთუკის ჯიბეში მიემალა მეორე კაცისგან.
-დიახ!-გაისმა ქალის გვერდზე მყოფი კაცის ხმა და კაცის ხელებს გადახედა, მის მიჭერილ თითს ღილაკზე შეხედა და ისევ კარებისკენ გაიხედა.
ქალი მეორე ღილზე გადავიდა, ღრმად ამოისუნთქა როგორც კი კარები გაიღო და კაცი გავიდა თუ არა ლიფტიდან, თავის თანმხლებს გადახედა.
-ვინაა გაიგეთ! -თქვა უცბად და ღილაკს დახედა. კაცს გადაავლო მკაცრი მზერა და უცბად აწია წარბი:-გაიგეთ ვინააა?!
კაცმა უცბად მზერა ღილაკზე გადაიტანა და ქალს მიუბრუნდა.
-რაში გჭირდებათ, ახლა მხოლოდ საქმეზე უნდა იფიქროთ და მეტზე არაფერზე.
-სახელი! გვარი! მისამართი! -ბრძანა ისევ და მანქანისკენ წავიდა. როგორც კი კაცის ხმა მოესმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კაცის გაღებულ კარებს გაუღიმა. კაცმა გაბრაზებულმა გადახედა.
-სად მიდიხარ! მანქანაში ჩაჯექი!
ქალმა კაცს გადახედა მომღიმარი სახით და თავისი მანქანა გააღო. კაცს ხელი აუწია და მის დანახულ ბეჭედზე მიხვდა, კაცმა რომ ეხლა იცნო და უცბად ჩაჯდა მანქანაში.
-ჯანდაბა! ოხ ეს დები! -ამოიხვნეშა და მანქანას მიეყუდა. გაბრაზებულმა დაიწყო კარებისკენ ცქერა ქალის დის მოლოდინში. ქალმა დაუსიგნალა და გაზს დააჭირა ფეხი. კაცმა ჩაიღიმა და ქალის მანქანას თვალი გააყოლა.
რამოდენიმე ხანში მანქანასაც დაეწია და მოედანზეც შევიდა, მარცხნივ გადაუხვია და უცბად დააჭირა გაზს ფეხი. მანქანა გაჩერდა თუ არა უნივერსიტეტის წინ სვლა შეანელა და თვითონაც ავტოსადგომისკენ გადაუხვია. კაცის სილუეტს თვალი გააყოლა. მის სხეულს კიბეებამდე მიყვა მზერით და უცბად დაძრა მანქანა. გაბრაზებულმა უპასუხა ტელეფონს და დამშვიდებული სახით გაემართა დაქალებისკენ ნაყინის საჭმელად.
შავი ქურთუკის აწყვეტილი ღილები ხელში მოექცია. ხელისგულზე დაატარებდა და თან თვალს არ აშორებდა სიბნელედან გადასულ სახლში შევარდნილ სინათლეს.
-ერთი გასროლა! მხოლოდ ერთი!-თქვა თუ არა დის ხმაც მოესმა:-რას აკეთებ!
-საქმეს! აქ რა გინდა!
-შენ გგონია ერთადერთი საუკეთესო იარაღი რაც გაქრა ვერ ვიპოვიდი?! -სამიზნეს ჩახედა და დას გადახედა:-კაი ტიპია! ვინაა?
-სამიზნე! მისი სახელი უკვე გეცოდინება! -და ქალმა იარაღს ხელი დაადო.
-რეებს აკეთებ! გინდა მოკლა?!
-მიხვედრილი ყოფილხარ!
-რატომ!
-ჩემთან ძინავს და ესეც კმარა!
ქალს უცბად სიცილი აუტყდა და სამიზნეს გადახედა:-შენ მისი სახლის სახურავზე ხარ და არა მასთან სახლში! მე როგორც ვიცი ჩემი ოთახის გვერდით გძინავს მარტო!
-სიზმარში და ფიქრებში კმარა! და შენ თუ არა მე მოვკლავ!
-კარგი წადი! მე მივხედავ რამოდენიმე დღეში! -თქვა და იარაღს გადახედა. დას მიუბრუნდა და ხელით ანიშნა წადი სახლშიო. -მიდი წადი! ეს შენი საქმე არაა! მე ავიღებ ჩემს თავზე!-თქვა ისევ და დის წასვლის მერე სამიზნეს ჩახედა.
-ამას უყურე... -მის სახეს გადახედა და ნელა დაუყვა მის სხეულს,-თუ ჩემს დას აწყენინებ მართლა მოგკლავ! არადა სიმპატიურია... -ჩაფიქრდა და გაიღიმა:-ძლივს ერთი კაცი მოეწონა და ისიც უნდა გაესაღებინა! არადა, რომ არ მოვსულიყავი მართლა გაისვრიდა ისეთი გიჟია! ყველაფერი ბოლომდე მიყავს! მე კი ცუდ ხალხს ვიღებ მიზანში და შორიდან ვკლავ, მათი სისხლი, რომ არ შემეხოს!-მიზანს გადახედა და მთელი ოთახის დათვალიერების მერე სამიზნეს თვალი მოაშორა,-კარგია... მარტოა ეს კი გვაწყობს! ახალი სამიზნე აღარ იქნება დღეს. სხვა დღეს კი ვნახოთ თუ ვინმე მიუვა სახლში...
კიბეები ჩაირბინა თუ არა მანქანა უცბად დაძრა. სახლში შევარდნილმა უცბად ისროლა ქურთუკი. ლოგინზე დავარდა და თვალები დახუჭა. რამოდენიმე წამებში გადაბრუნდა და ხელი დაარტყა ლოგინს:-ისევ მელანდება! მასზე ვფიქრობ და ტვინს არ ასვენებს! ჯანდაბა მე უნდა მომეკლა!
ლექსიაზე სრულიად არ უსმენდა მეგობრებს. ტელეფონს ჩაშტერებოდა და დას წერდა.
-როდის ამისრულებ თხოვნას?!
-მაცადე!
ლექტორის შემოსვლას ყველამ თვალი მიადევნა. მისალმებისა და საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ კაცმა აუდიტორიას გადახედა და თავისი ადგილი დაიკავა. ქალმა თავის ტელეფონს გადახედა და მუსიკებს თითები ააყოლა. კაცის მოკვლის გახსენებაზე, დაქალის გარტყმული მკლავი ვერც იგრძნო და ისევ დის სმსებს გადახედა.
-გოგო! სად დაფრინავ! ნახე რა სიმპატიურია! -გაიგონა უცბად და პირდაპირ წინ გაიხედა. ტუჩებიც მოიკვნიტა და გულში გინება გააჟღერა. მისი ხმა მოესმა თუ არა თვალები დახარა. ისევ იგრძნო სისხლი როგორ ამოძრავდა ყველა ძარღვში. გაბრაზებულმა გახსნა მესიჯები და წერა დაიწყო.
-მოკალითქო ხომ გთხოვე! იმ დღესვე უნდა დამესრულებინა საქმე!
-რა იყო! დამაცადე!
-ლექტორად გამომეცხადა ლამისაა ახლავე დავახრჩო!
-კოცნით?! -მოუვიდა სმსი ღიმილიანი სახით და გაბრაზებულმა დაწერა:-ნავთს ნუ მასხავ!
-დამშვიდდი ჩემო ცეცხლო და ლექციას უსმინე.-გაეხუმრა და ისევ გაუცინა სმსში:-თუ მოუსმენ რა თქმა უნდა...
-ბოლო მერხი! ტელეფონით!-მოესმა და თავი უცბად ასწია თუ არა მაშინათვე დახარა მზერა.
-ტელეფონი მაგიდაზე!-გაისმა ისევ ხმა და ქალის გონებამ წვალება დაიწყო.
-ახლა ახლოს უნდა მივიდე კიდევ! ლიფტში არ კმაროდაა?! -ფეხზე წამოდგა და ნერწყვის გადაყლაპვის მერე თავის თავს შეუძახა:-დამშვიდდი ახლა არაფერი ჩაიდინო!-თქვა და ფეხი გადადგა. ძლივს მიაღწია მაგიდამდე. უცბად გაჩერდა და კაცის სახეს გადახედა.
-დადევი და როცა მოვრჩები ლექციას, წაიღებ!-მოესმა მისი ხმა და აკანკალებული ხელით დადო მაგიდაზე ტელეფონი და უცბად მოტრიალდა.
-სახელი?! -მოესმა ზურგს უკან და ისევ ტუჩზე დაისვა კბილები.
-ანიაა...-უპასუხა ზურგიდანვე და კაცის ხმაც ისევ გაისმა:-უკვე დიდები ხართ! მოტრიალდი და ისე უპასუხო უნდა უფროსს!
ანია უცბად მიტრიალდა, კაცს გადახედა და სწრაფად დაიძრა თავისი ადგილისკენ.
ანია ისევ ვერ უსმენდა. მისი ხმის გაგონებაც კი აღარ უნდოდა და არც აუდიტორიაში შეეძლო ყოფნა. ფანჯრებს გადახედა მოხურულს და უფრო შეუწუხდა გული. ხელი შუბლზე მიიდო და მეორე ხელით ფანქარს დაეყრდნო:-ერთი... ორი...-ისევ ითვლიდა და ლექციის დასრულების წამებს ვერა და ვერ ასრულებდა.
ქალის სმენას მისი ხმა მისწვდა და უცბად ახედა კაცს, რომელიც ლექციის შესახებ ეკითხებოდა. პირველად არ იცოდა სადეთ გაქცეულიყო და როგორ. საერთოდ არ იცოდა რა ლექცია იყო ჩატარებული და თითქოს უცბად გადავარდა წარჩინებული სტუდენტიდან ერთ უნიჭო, უპასუხისმგებლო სტუდენტად. ზარის ხმაც გაისმა და მაინც ვერ შეძლო ამოსუნთქვა, უკვე პასუხის გაცემა სამ წუთში შეეძლო, მაგრამ ვერ შეძლო.
-კიდევ ერთი ლექცია გაქვთ და არავინ დააკლდეს!-თქვა კაცმა და ყველა შესვენებაზე გარეთ გავიდა.
ანიამ უცბად ჩაყარა თავის ჩანთაში ნივთები და მაგიდისკენ დაიძრა. მის ზედაპირზე დადებულ ტელეფონს ეძებდა თვალებით და თითქოს ვერც მას ვერ ხედავდა.
-კარგად ხარ?! რამე ხომ არ გაწუხებს?! სულ მერხს რატომ უყურებ?! -იკითხა კაცმა და სტუდენტს გადაავლო თვალი. ქალმა უცბად ახედა და თვალებს გადაავლო თუ არა მზერა, უცბად დააგდო ჩანთა მაგიდაზე:-აბა რას ვუყურო!
-კარგი სტუდენტები ლექტორს უცქერენ თვალებში...
-ახლა კიდევ უნდა ამას მის სიფათს ვუყურო?! -თქვა გულში გაბრაზებულმა და მაგიდას გადახედა.
კაცს მის ჩურჩულზე ჩაეცინა და ქალმა მის სახეს შეხედა.
-ჯანდაბა! როგორ უნდა მოვკლა ასე იღიმის! -თქვა უკვე გულში და მაგიდაზე დადებული ნივთები კარგად მოათვალიერა.
-კარგი სტუდენტების სიას უკვე გავეცანი და შენც იყავი ამ სიაში! მითხარი რამე პრობლემა გაქვს?!
-ტელეფონი მინდა!
-მეორე ლექციის ბოლოს დაგიბრუნებ!
ანია კარებისკენ წავიდა თუ არა დასვენების დასრულების ხმაც მოესმა.
-შენს ადგილს დაუბრუნდი!- მოესმა კაცის ხმა და სტუდენტებიც ოთახში შემოვიდნენ.
თავის ადგილს დაუბრუნდა და ისევ მაგიდას მიაშტერდა. მისი ხმა ალაგ-ალაგ ჩაესმოდა და ვერაფერს აკეთებდა რომ არ გაეგონა არცერთი სიტყვა. ტელეფონის ხმაც გაისმა და უცბად მიხვდა მისი, რომ იყო არადა კარგად ახსოვდა დაწეული ხმა. კაცმა გაბრაზებულმა გადახედა ანიას.
-ლექციის მერეე!- დაიძახა და ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო. ხმა გათიშა თუ არა ისევ უკან ჯიბეში ჩაიდო.-ზარები გათიშეთ! -გაისმა ისევ კაცის ხმაც და გაბრაზებულმა ქალმა მაგიდაზე ფანქარი დააკაკუნა:-გათიშული იყო! - ანიამ დაინახა ჯიბეში რომ ჩაიდო,ისევ წავიდა ფიქრებში ცოტაც და ვეღარ ისუნთქებდა. უკვე აღარ შეეძლო აქ ყოფნა. ჰაერი უნდოდა და მიხვდა რომ აწი თუ აქ შემოსვლას გაბედავდა ფანჯრისკენ მაინც უნდა დამჯდარიყო. თავის მაგიდას ჩაებღაუჭა,ცოტაც და უკვე აღარ შეეძლო და წაიქცეოდა. ზარის ხმა გაიგონა თუ არა მაშინათვე ფანჯარას ეცა და გამოაღო. ძლივს ამოისუნთქა და თვალები დახუჭა. ახლაც კი ვერ გრძნობდა მოკლე ლექციის დასრულებას და განთავისუფლებას.
-ანიაა! -მოესმა და მოიხედა. გარშემო უკვე არავინ იყო ლექტორის გარდა.
-სუნთქვა გიჭირს?!
-რეებს მელაპარაკებააა! მაშინათვე სადღაც მიმარბენინებს!- გაიფიქრა და ისევ ფანჯრიდან გაიხედა.
-მითხარი დაგეხმარები!- მოესმა ისევ მისი თბილი სიტყვები და ისევ წავიდა ფიქრებში.
-ტელეფონი მინდა!
კაცმა ჯიბიდან ამოიღო და მიაწოდა. ანიამ ხელიდან გამოგლიჯა, ჩანთას ეცა და კარებში გავარდა.
-ხვალამდე ანიაა!
-ხვალ მოკვდები! -თქვა ჩუმად და კარებიდან გაქრა. მანქანას ხელი ჩაავლო და გაბრაზებულმა ამოილაპარაკა:-მაინცდამაინც ეხლა გაიჭედა! -ძლივს გააღო და უცბად დაძრა მანქანა. შუქნიშანზე გვერდით ლექტორის მანქანა დაინახა და გაბრაზებულმა გზიდან გადაუხვია.
ტორმუზისთანავე მანქანიდან გადმოხტა და სახლში შევარდა. კაცი ხმაურზე მიბრუნდა და გაკვირვებულმა გადახედა შემოვარდნილ ქალს.
-უთხარი მოკლას!-იყვირა უკვე მის წინ რამოდენიმე ნაბიჯში მდგომი კაცისკენ.
-ჩემო პრინცესის დაო, ვინ შეგაშინა ასე?!-გაიღიმა კაცმა და ისევ თავის დივანს დაუბრუნდა. სასმელს დასწვდა და ისევ ქალს გადახედა, რომელმაც წამოიძახა,-იარაღი მინდაო!
-აჰაა... აი კიდევ ერთი ალქაჯი! შენი და მე უკვე მყოფნის ანია...
ქალმა უცბად გვერდით გახედა კაცს და უცბად გაიშვირა წინ იარაღი:-შენ გგონია მიზანს ვერ გავარტყავ?!
-ანიააა! რეებს აკეთებ! -გამოვარდა მაღალი სუსტი სხეულის ქალი,რომელსაც შავი სამოსი ეცვა, თავისი ცისფერი თვალები მიანათა ხან კაცს ხან დას და მისკენ დაიძრა.
-აცადე!- იყვირა კაცმა და წამოდგა სასმლით ხელში.
-გაბრაზებულია და გაისვრის! -უყვირა კაცს და დისკენ წავიდა.
-მანდ იდექი და არ გადადგა ფეხი! -უყვირა კაცმა თავის ქალს და ანიას შეხედა.
-კაი დაო მორჩი და იარაღი დააბრუნე!
-შენ დამპირდი!
-დრო მჭირდებათქო!
-შენი დისთვის დრო გჭირდება! და იმ ვიღაც ნაძირლებს რომ კლავ მაშინ დრო არ გჭირდება?!
დელი მიყვარს მას ვერ ესვრი! -უყვირა გოგონამ უცბად დას.
-მერე და ვინ თქვა მას ვკლავო! -იარაღი გადატენა და სურათს დაუმიზნა. გაისროლა თუ არა დამაც იკივლა.
-ახლა უკვე ჩემი იარაღია!- თქვა და მოტრიალდა თუ არა მაშინათვე დელი წამოვიდა მისკენ. ხელში ეცა თუ არა იარაღი დაცვას მიაწოდა. ქალს ხელი წაავლო და მის სახეს გადახედა:
-ანია! -და ხელი გაარტყა,- ეს იარაღის წართმევისთვის! და გასროლისთვის! რადგან მხოლოდ შენს დას აქვს უფლება გაისროლოს! შენ კი წადი სწავლას დაუბრუნდი! -უყვირა კაცმა და მაჯაში წავლებული ხელი გაუშვა ქალს. -ჩემი გოგოს და რომ არ იყო უფრო გცემდი! დღეს სახლში მარტო დაიძინებ!
ანია წამოდგა: -იარაღს მაინც ვიშოვი! -თქვა და კარებისკენ გაიქცა.
-სადაც გინდა იქ იშოვე! მაგრამ არა ჩვენი იარაღით! -მიაძახა კაცმაც და ნამტირალევი ქალისკენ წავიდა.
-მისთვის არ უნდა გაგერტყა!
-ბოდიში ვიცი! მაგრამ ძალიან ფიცხი და გყავს! ცეცხლივითააა!
-ის ჩემი ერთადერთი დაააა!
-ვიცი ამიტომაც ვაღირსე მარტო ერთი სილა! ამ ერთ სილას გამოვასწორებ! მაგრამ მისი ხასიათი რომ ვიცი ისევ იარაღის ქნევას დაიწყებს და არ გაჩერდება! მაინც ვინ უნდა რომ მოკლას?!
-სალვადორ ნავინი!
-ააა!- და კაცს გაეცინა.-გემოვნება ჰქონია ამ ცეცხლს! საინტერესოა მასთან რომ აღმოჩნდეს მერეც მოკვლის სურვილი ექნება თუ სხვა რამის?!
-ნუ ცუღლუტობ! მე ვერ მოვკლავ ეს ჩემს კანონს ეწინააღმდეგება! რა ვქნა?!
-დამშვიდდი შენს დას უთვალთვალებენ, რომ არაფერი ჩაიდინოს! ვნახოთ თუ თავისი ნებით არ მოეწონა იმ ვაჟბატონს მერე ძალით მოვაწონოთ ეს ცეცხლი! -უთხრა ქალს და გაეცინა.
-რაა?!
-ჰოოო! სიყვარულო! შენც დაისვენებ და შენი დაც!
ანიამ მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. -დელის გამო ახლა ჯერ ვერ მოვკლავ და სტრატეგია უნდა შევცვალო! ახლა ჯობია ცოტახანი დავიცადო და მოვაჩვენო დელის და დას რომ დავმშვიდდი და გადამიარა! -გაიფიქრა და გაზს მოუმატა. უცბად გზიდან გადაუხვია და სხვა მხარეს წავიდა.
კედელს ჩუმად გაუყვა. რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ფანჯრისკენ და უცბად იგრძნო კაცის ძლიერი მკლავები ხელებზე.
-რატომ მითვალთვალებ?!-მის ხმაზე და მის ახლოს ყოფნაზე ამოიხვნეშა და თვალები ძირს დახარა. უცბად კედელს მიეკრო და კაცის ხმაც ისევ გაისმა:- რა გინდა! რატომ მითვალთვალებ!
მაშინათვე იარაღი ამოიღო ქალმა და კაცს მუცელთან მიაბჯინა. კაცმა იარაღს დახედა და ისევ ქალისკენ მიიწია.-გინდა მესროლო?! მიდი...-ახლოს მოსწია ქალის სხეული და უცბად ჩაავლო ხელი მაჯაში. კარები გაიღო თუ არა უცბად ისროლა სახლში და ხელები გაუშვა. ქალს გადახედა და ჩაიღიმა:-მიდი... რას ელოდები?
ქალმა ხელი ასწია და უცბად თვალები დახუჭა:-არ შემიძლია!-ცრემლი გადმოუგორდა და იარაღი გაბრაზებულმა დაუშვა.
კაცმა უცბად სტაცა ხელი. იარაღი გამოართვა და მის მაჯას ჩაავლო:-შეგეძლო მოგეკალი!
-არ მინდა...
-ანია! მე რაც მინდა ნახავ...-თქვა და უცბად ჩაავლო ქალს მაჯაში თავისი მარჯვენა ხელი...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: iasfery
ნანახია: 1151 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar