კესანე.(1)
23.09.2018, 20:43
-კეს, დღეისთვის სულ ეს იყო.-რბილად გამიღიმა ფოტოგრაფმა და ხელით მანიშნა სკამიდან ჩამოდიო.
-ამ დარბაზში გათბობას თუ არ დააყენებთ, გეფიცები აღარ მოვალ!-სკამიდან ჩამოვხტი და სიცილით გავუყევი გზას გარდირობამდე.
-დავაყენებთ.-სიცილითვე მომაძახა ჯორჯმა და თავის საქმეს შეუდგა.
სიცივისგან აძაგძაგებული ტანსაცმელთან ბრძოლაში ვიყავი გართული როცა ჩემმა ტელეფონმა გაიჟღერა.
-ხო თაი.-ვუპასუხე თუმცა ჩაცმისთვის თავი არ დამინებებია.
-კეეს, ჩემი ლურჯი პიჯაკი სად არის? დედამ ბოლოს კესას ეცვაო.
-შენს ლურჯ პიჯაკში ვცურავ თაი, რატო ჩავიცმევდი?-ისე შევიცხადე თავადაც დავიჯერე რომ დის პიჯაკი არასდროს ჩამიცვამს.
-ვამე კესა ტატოს უნდა შევხვდე და ეგ პიჯაკი რომ ვერ ვიპოვო, იცოდე მტკვარში გაცურავებ!
-აუცილებელი არ არის მეორე პაემანზე ის ჩაიცვა რაც პირველ პაემანზე გაჩუქა.-ბრძნულად ვუპასუხე და თითი ლოყაზე მივიდე, საკუთარი თავით კმაყოფილმა.
-როდის მოხვალ? მაკიაჟი მინდა.
-გამოვდივარ უკვე.-მაჯის საათს დავხედე.
-ჯორჯმა მახსენა?-ხმა აუთამაშდა თაიას.
-შეეშვი ჯორჯს!-ბრაზმორეულმა ჩავყვირე ტელეფონში.
-რა გაყვირებს, კაპასო!
-წავედი გამოვდივარ.
ტელეფონი გავუთიშე, ჩანთაში ჩავაგდე, მოსაცმელი როგორც იქნა შევიკარი და გასასვლელისკენ ამაყად გავემართე.
-წავედი ჩემო სიცოცხლე.-ხელები მოვხვიე სიმპატიურ მამაკაცს.
-კეს, მადლობა.-ქვევიდან ამომხედა მადლიერი თვალებით და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა.
-კარგი რა!-ხმით შევკივლე.
-დაგირეკავ.-ფეხზე წამოდგა და თბილად ჩამეხუტა.

-მოვედიი.-ჩანთა და მოსაცმელი საკიდზე დავკიდე და თვალებით დედასა და დას დავუწყე ძებნა.
-დედა წავიდა.-აბაზანიდან გამოტინტილდა თაია და მაშინვე სიგარეტს გაუკიდა.
-სად?-ინტერესით ვიკითხე.
-სად წავიდოდა? დაქალებში.-თვალები აატრიალა თაიამ.
-ჩავიცმევ და გამიკეთე რაა.
-უკვე გადიხარ?-სახე მომეღუშა.
-ხო, მოვემზადები და გავალ.
ტუჩები დავბრიცე და საწყალი სახით მივაშტერდი.
-არა კესანე! არც იფიქრო რომ წაგიყვან!-ისტერიულად გაიცინა თაიამ.
-კარგი რა, პარასკევ საღამოს სახლში მარტომ რა გავაკეთო?-თვალები მოვისაწყლე, ცოტაც და ვიტირებდი.
-ავადმყოფი ხარ, შეგიძლია შენი მილიონკაციანი თაყვანისმცემლებიდან ერთი ამოარჩიო და შეხვდე! ან შენ გოგოებს ააკითხო კოჯორში, მაინცდამაინც მე რატომ უნდა ამეკიდო?-ცოფებს ყრიდა თაია, თუმცა მე ეს არ მანაღვლებდა.
-ოო, კოჯორში რომ ავიდე ვეღარც ჩამოვალ ხო იცი და ხვალ კიდე გადაღება მაქვს.-წკმუტუნს არ ვწყვეტდი.
-ჰოოო, კარგი წამოდი.-ხელები თავში შემოირტყა.-ოღონდ ჯერ ტატოს ვეტყვი.
-კარგი, მე შევალ, გადავივლებ.-კმაყოფილმა ჩავიღიმე და აბაზანისკენ გავემართე.
ყველაზე მეტად ჩემს დასთან ერთად მის პაემნებზე სიარული მართობდა.
თაია ყოველთვის არაბუნებრივი ხდებოდა ამ დროს და მე ამაზე გულიანად ვხარხარებდი, ამიტომ ყოველთვის ვეკვეტებოდი ხოლმე, თუმცა ხშირად არ ამართლებდა ჩემი სევდიანი თვალების აფახულება.

-ჩემთან ამოდით მარტო ვარო და რა ვქნათ?-აბაზანაში შემომივარდა თაია.
-აბა თბილისში სახლი არ აქვსო?-თავი გამოვყავი და ისე ვუპასუხე.
-თავის ძმის სახლშია კესა და ავიდეთ? თუ დავსხდეთ სადმე?
-როგორც გინდა.
-მაშინ ავიდეთ.-ჩაეღიმა თაიას.

მომზადებას სულ რაღაც ერთ საათში მოვრჩით.
-კარგად ვარ?-წინ ამეტუზა თაია მოღუშული სახით.
-კი, კარგად ხარ.-ვუპასუხე მშრალად.
-ზედმეტად გამოპრანჭული ხომ არ ვარ?-სარკეს მიუბრუნდა.
-შენ სულ ეგრე არ ხარ?-სიცილი ამიტყდა როცა მისი “ზმანები” გამახსენდა.
-მასხარა ხარ!-ბრაზი მოერია თაიას.
-ხო კარგი, მართლა კარგად ხარ.-სიცილი შევწყვიტე და გავუღიმე.
თაია მართლაც ყოველთვის ახერხებდა მომაჯადოვებლად ლამაზი ყოფილიყო, ვერაფერს იტყვი, უფროს დას დაემსგავსა, ჩემს ფიქრებზე ხმამაღლა გავიცინე და ჩანთის ჩალაგებას შევუდექი.
-სუნამო ჩაიგდე რა, მე პატარა ჩანთა მაქვს და არ ჩამეტევა.-ყელზე თითი ჩამოიკიდა თაიამ.
-შენი მებარგე როდემდე უნდა ვიყო?-თვალები ავატრიალე და უსიამოვნოდ დავიჭყანე, თაიამ საპასუხოდ მხოლოდ გამიცინა.

მანქანაში ჩავსხედით, საჭესთან, რა თქმა უნდა, მე. სიამოვნებით დავსვავდი თაიასაც, თუმცა მანქანის მართვის შიში აქვს და ნუ მოკლედ.. მანქანა მისთვის არ არის.
აუღელვებლად ვატარებდი, არც არსად მეჩქარებოდა, თაიას ცქმუტვას ვამჩნევდი, თუმცა არ შემიმჩნევია, გულში ფარულად დავცინოდი.
არა რა! ამაში სულ ვერ დავიმსგავსე.
იმდენს კი ვერ ხვდება რომ ბიჭი უნდა ალოდინოს..

საცობების გადამკიდე ნახევარი საათი მოგვიწია გზაში ყოფნა, თუმცა ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ.
შესვლისთანავე მოვათვალიერე სახლი.
არაფერი განსაკუთრებული, სიმდიდრის კვალი ეტყობოდა, თუმცა ასევე მარტივად შეამჩნევდით იმასაც, რომ ბინის პატრონი სახლში თითქმის არასდროს იყო და სავარაუდოდ სახლში ყოფნისას მხოლოდ საძინებელსა და სააბაზანოს იყენებდა.
ბარბის სახლს ჰგავდა, უხმარს, ყუთიდან ახალ ამოღებულს..

ღიმილით ვუსმენდი ტატოსა და თაიას საუბარს, თუმცა არ ჩავრეულვარ.
ჯერ კიდევ სახლის დაზვერვით ვიყავი გართული.
აღმოვაჩინე, რომ ბინის პატრონი საკმაოდ ბევრს მოგზაურობს, ამაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილმა ნივთებმა მიმითითა, შემოსასვლელში გათხრილი რამდენიმე ჩემოდანიც არ გამომპარვია..

-შენ როგორ ხარ? როგორ მიდის მოდის ინდუსტრიაში საქმეები?-სიცილით მკითხა ტატომ, მეც სხვა გზა არ მქონდა, თვალი მოვწყვიტე სამზარეულოს და მათ დავუბრუნდი.
-შესანიშნავად.-მოკლედ და ამომწურავად ვუპასუხე, ღიმილიც არ დამვიწყებია.
-კესას კარიერაში ახლა სრული აღმასვლაა, თითქმის ყოველდღე გადაღებები აქვს, თან სერიოზულ ფირმებთან თანამშრომლობს.-ჩემი ნათქვამი განავრცო თაიამ და შიშველ ფეხზე მწარედ მიჩქმიტა, ამით ალბათ მიმანიშნა, რომ ტატოსთან ჩემი უჟმურობა მაქსიმალურად უნდა დამემალა.
-კარგია, მიხარია შენი წარმატებები.-გულწრფელად გამიღიმა ტატომ და მეც ანალოგიური მადლობა გადავუხადე.

ცოტახანს თაიას ‘კეკლუცობით’ გავერთე, შემდეგ ისევ სახლს მივადექი, თუმცა მივხვდი რომ რაზეც თვალი მწვდებოდა, ყველაფერი უკვე ზეპირად ვიცოდი.
საბედნიეროდ თავში გენიალური იდეა ამომიტივტივდა.
-საჭირო ოთახში გავალ.-ამ სიტყვაზე ცოტა გამეცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
ტატოს ხელს თვალი გავაყოლე, და იქით წავედი საითაც მიმითითა.
სანამ მივიდოდი, ვლოცულობდი რომ სააბაზანო და საპირფარეშო ერთად ყოფილიყო, მხოლოდ ასე შევძლებდი სახლის მეპატრონის ნივთებში ქექვასა და ჩემი გეგმის განხორციელებას.
ჩემს თავზე გულიანად გამეცინა, თანაც გამიხარდა რომ ახალი ჰობი ვიპოვე..
ახლა უკვე ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა თავისუფალ დროს.
თავი ვერ შევიკავე და ხმამაღალი სიცილი ამიტყდა, საბედნიეროდ თაიას დ ტატოს არ გაუგიათ..

ლოცვამ შედეგი გამოიღო..
ვანა-ტუალეტი გატენილი იყო ჩემთვის გაურკვეველი ნივთებით.
მამაკაცთან ერთად არასდროს მიცხოვრია, ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა რა ნივთებს იყენებდნენ ისინი.
რამდენიმე წვერის მოვლის საშუალება ამოვიცანი, წვრილი შრიფტის წაკითხვის შემდეგ და სასიამოვნოდ გამეღიმა, წვერი ყოველთვის იყო ჩემი სისუსტე.
სხვადასხვა ნივთების თვალიერებას შევუდექი და ლამის ყბაც კი ჩამომივარდა, ამდენი თავის მოვლის საშუალება მე, თაიას და დედაჩემს ერთად არ გვქონდა სახლში, გამეცინა.
გადავწყვიტე რომ ამ სახლის პატრონი, აუცილებლად გეი უნდა ყოფილიყო, შერლოქივით გავუღიმე ჩემს აღმოჩენას და კმაყოფილმა კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ნივთმტკიცებულებებს.

მივხვდი რომ სააბაზანოდან უნდა გამოვსულიყავი.. წარმოვიდგინე თაიას სირცხვილისგან დაჭიმული სახე, დაახლოებით ოცი წუთი დავყავი საჭირო ოთახში.
ღიმილით დავუბრუნდი წყვილს და ჩემთვის მომზადებული კოქტეილის წრუპვას შევუდექი.
რამდენიმე წუთში ტატომ ბოდიში მოგვიხადა და ტელეფონზე სასაუბროდ სამზარეულოში გადაინაცვლა.
-ამდენ ხანს რას აკეთებდი?-თვალები დამიბრიალა თაიამ და ჩურჩულით მკითხა.
-ტუალეტში რასაც აკეთებენ.-უდარდელად ვუპასუხე და ზეთისხილის ჭამა დავიწყე.
-აუცილებლად მის ტუალეტში უნდა მოგესაქმებინა? სახლში ვერ მოითავე?-სერიოზულად მეჩხუბებოდა თაია, მე მის სახეზე და ფიქრებზე ისეთი ისტერიული სიცილი ამიტყდა, ზეთისხილი ყელში გამეჩხირა... ხველებისგან გავლურჯდი, თაია ცდილობდა ტატოს ამ მდგომარეობაში არ დავენახე და იმის მაგივრად რომ დამხმარებოდა, გიჟივით იყო ჩემზე აფარებული და ისე უღიმოდა ტატოს, თითქოს მის უკან საერთოდ არაფერი ხდებოდა.
როგორც იქნა თავს ვუშველე და ზეთისხილთან ბრძოლაში გავიმარჯვე, თუმცა სიცილს მაინც ვერ ვწყვეტდი, განსაკუთრებით მაშინ მეცინებოდა, როცა თაიას ვუყურებდი.. ტატო დაგვიბრუნდა, ამიტომ თაია მხოლოდ ფარული წიხლებით ცდილობდა ჩემ გაჩუმებას.

-რა აცინებს ამას?-ბოლოს მაინც შეიმჩნია ჩემი ვირის ყროყინი ტატომ, თაიას სახეზე ალმური მოედო, მე ისევ ავკაკანდი.
-არ ვიცი, ასეთი ისტერიკა ემართება ხოლმე.-სრული იდიოტობა დააბრეხვა თაიამ და დაბლა დაიხედა, მეც მივხვდი რომ უკვე ძალიან ვუფუჭებდი საქმეს და გავჩუმდი..

ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.
თაიამ და ტატომ საუბარი გააგრძელეს, მე კი გადავწყვიტე რაც შეიძლება მეტი ფაქტი მეპოვა, რადგან ჩემი ეჭვი გამემტკიცებინა.
თვალებს ვაცეცებდი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რა შეიძლებოდა ჰქონოდა გეის სახლში.
ამიტომ ცოტა დავიღალე..
სამზარეულოში გავედი წყლის დასასხმელად და სანამ შიგნით შევიდოდი, პატარა სათავსოს მოვკარი თვალი, ნაბიჯი შევანელე და კარგად ჩავიჭყიტე შიგნით.
უამრავი გაურკვეველი წარმოშობის ნივთი ეგდო, თუმცა ჩემს თვალებს არც რამდენიმე კოლოფი პრეზერვატივი გამოპარვია..
ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, ექნებოდა თუ არა გეის სახლში პეეზერვატივების შეკვრა.
ბოლოს გადავწყვიტე, რომ კი და ამით ჩემი ეჭვი ძალიანაც განვამტკიცე.
გეის, რომელიც საკუთარ თავს არ ამჟღავნებს, ანუ იმას, ვინც ვითომ გეი არ არის მაგრამ გეია, აუცილებლად ექნება სახლში ისეთი ნივთი, რომელიც მის მამაკაცურობას გაუსვამს ხაზს და ადამიანებს აფიქრებინებთ, რომ ის გეი არ არის..
ჩემი შერლოქური დასკვნებით ცოტა ტვინი ამიდუღდა, თუმცა ‘გამომძიებლობანას’ თამაშით ძალიან ვერთობოდი, ამიტომ არ შემიწყვიტავს.
კმაყოფილმა გადავავლე თვალი ჩემს დასკვნებს და სერიოზულად დავფიქრდი პროფესიის შეცვლაზე.

სამზარეულოდან თვალი საძინებელში გავაპარე, მართალია წელში გადატყდომა დამჭირდა, თუმცა გამიმართლა, კარი ღია იყო..
ბევრი ვერაფერი დავინახე, თუმცა შესასვლელში დაყრილი ქალის საცვლები მაშინვე ამოვიცანი..
შავებში მოწყობილ ოთახს, მხოლოდ წითელი ტანგა და ბიუსჰალტერი ანათებდა.
სახე მომეღუშა, მთელი ჩემი გამოძიება უნდა გაენადგურებინა ქალის თეთრეულს საძინებელში..
მაგრამ უცებ ჩემს ტვინში გენიალური იდეა დაიბადა..
ამ თეთრეულს გეი მამაკაცი, რა თქმა უნდა, თავად იყენებს!
რამდენიმე წამში წარმოვიდგინე ბიჭი, რომელსაც თმა მხოლოდ თავზე და წვერის ადგილას აქვს(დანარჩენ ადგილებში სამართებლით გაპარსული), როგორ დგას ხელებ გაშლილი, წითელ ქალის თეთრეულში და სიცილისგან ლოყები ავაფხუკუნე, ამან გამომაფხიზლა, მივხვდი რომ ჭიქა ნიჟარაში უნდა ჩამედგა და მისაღებში დავბრუნებულიყავი, ასეც მოვიქეცი, თუმცა შიშველი კაცი ქალის საცვლებში, მაინც თვალწინ მედგა და მოწყენის უფლებას არ მაძლევდა.

ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, აივანზე გავედი და იქიდან ვუპასუხე, ტატოსთვის და თაიასთვის ხელი რომ არ შემეშალა.
-სად ხართ კესა?-ჩამესმა დედის მკაცრი ხმა.
-თაიას ‘პაკლონიკთან’.-ჩავიცინე.
-კი მაგრამ, არ შეიძლება ერთხელ სახლში დავბრუნდე და თქვენც დამხვდეთ?-ისევ სიმკაცრე..
-დედა კარგი რა!
-უბრალოდ მომბეზრდა სახლში თითქმის არასდროს ხართ და მენატრებით.-წყენა შევატყე ხმაში და მეც მოვიღუშე.
-ახლა ამაზე ლაპარაკის დროა?-გავიცინე რომ ისიც გამემხიარულებინა.
-არა.-გაეცინა.
-ხოდა რომ წამოვალთ დაგირეკავ.-ვუთხარი და აივნიდან გადავხედე შავ ჯიპს, რომელიც სადარბაზოსთან გაჩერდა.
-ჭკვიანად.-მითხრა და გამითიშა.
ჯიპისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ძალიან მციოდა და სახლში შებრუნება ვარჩიე.
სავარძელში ჩემი ადგილი დავიკავე და ძალიან ვეცადე ტატოსა და თაიას საუბარში დავწეოდი..
კარზე ზარის ხმამ ჩემი გეგმები შეცვალა.
ტატო გაჩუმდა, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, მის ნერვიულობაზე თაიაც უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
ტატოს შევატყე რომ არავის ელოდა.
რამდენიმე წამიანი გაშტერების შემდეგ, ადგა და კარი გააღო.

ჩემი ცნობისმოყვარეობა რომ არ გამომეჟღავნებინა, იქით არც კი გამიხედავს, უცნაურად მივაშტერდი თაიას, რომელიც თავის ქნევით ცდილობდა რაც შეიძლება კარგად დაენახა ახლად მოსული.
სამწუხაროდ ვერცერთმა გავიგეთ რაზე საუბრობდნენ.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მალე მაგიდას მოუახლოვდებოდა წვერიანი ბიჭი, რომელსაც აუცილებლად ეცმეოდა ღია ფერის მოტკეცილი შარვალი და მაქსიმალურად ამოღებული ვარდისფერი ზედა, და შიგნით ქალის თეთრეული, რა თქმა უნდა.. ხმით გამეცინა ჩემს ფიქრებზე რაზეც თაიას ყურადღება დავიმსახურე, თვალები დაყვლიფა, თუმცა არაფერი უთქვამს, დაინახა რომ ის ორნი უკვე დაიძრნენ და გაჩუმდა.
ტანსაცმელი შეისწორა და ისე შემოატრიალა თავი, თითქოს კარისკენ არც კი გაუხედავს, ამაზე კიდევ უფრო გამეცინა..

-გოგოებო გაიცანით, ეს ჩემი ძმაა, ადრიანე..-ღიმილნარევმა ხმამ გაიჟღერა და მეც მივხვდი რომ თავი უნდა ამეწია, ნამდვილად იყო დრო მეხილა ჩემი გეი ბიჭი, რომელიც იქამდე აღმოვაჩინე, სანამ ვნახავდი..
ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი დანახვით, საბოლოოდ “გავხსნიდი საქმეს”...

-ეს თაიაა, ეს მისი და, კესანე..-სრულად წარმოთქვა ჩემი სახელი და მეც თავი ავწიე..

ჰოი საოცრებავ!
თავისაწევისთანავე მივხვდი, რომ ინტუიციის ნასახიც კი არ მქონდა..
თვალები ცრემლებით ამევსო, იმედები გამიცრუვდა და ჩემს გონებრივ შესაძლებლობებში სერიოზული ეჭვი შევიტანე..

რა გეი?! რის გეი?! რა წითელი ბიუსჰალტერი და ამ ფერისვე ტრუსი?!.... რა სამართებლით გაპარსული სხეული?!
ჩემს წინ, მამაკაცი იდგა, შავებში გამოწყობილი და საერთოდ არ ჰგავდა ჩემს შექმილ გეი ბიჭს..
ერთადერთი რაც მის გარეგნობაში გავარტყი, წვერი იყო და ისიც მხოლოდ იმიტომ გამოვიცანი რომ უამრავი წვერის მოვლის საშუალება ვიპოვე მის სააბაზანოში.
შავი შარვალი ეცვა, ამ ფერისვე ზედა და შავი ტყავის ქურთუკი, რომლის გახდასაც სწორედ იმ დროს ცდილობდა.
წვერში ჭაღარა ჰქონდა შეპარული, მზერა მის მოზრდილ თმაზე გადავიტანე და გაგიკვირდებათ და იქაც შევნიშნე ჭაღარის კვალი, რომლის დამალვასაც აშკარად არ ცდილობდა.
თვითონ ტატო, 20 წლის იყო, ზუსტად ჩემი ასაკის, ამიტომ ვერ წარმოვიდგენდი ამხელა ძმა თუ ეყოლებოდა..
გონებაში დავიწყე იმის გადამოწმება, ტატომ მართლა ძმა თქვა, როდესაც ის გაგვაცნო, თუ მამა..
რა თქმა უნდა, თუ ეს მამაკაცი მამა აღმოჩნდებოდა, ჩემი ეჭვები გეი ბიჭზე, ისევ ამოძრავდებოდნენ..
თუმცა არა, მკაფიოდ გამახსენდა სიტყვა ‘ძმა’ ტატოს ნათქვამში და გამომძიებლობაზე ხელი სამუდამოდ ჩავიქნიე...

მთავარი მასპინძელი აშკარა იყო არ გველოდა, მკაცრი გამომეტყველება გასცემდა და მის სახეზე იმასაც ამოიკითხავდით, რომ საერთოდ არც სურდა ჩვენი იქ ყოფნა..
მოვალეობის მოხდის მიზნით იდგა და შეწუხებული მოძრაობდა.
-სასიამოვნოა..-ბოხი, სერიოზული და მკაცრი ხმით ამოილაპარაკა.-ზუსტად ისეთი ხმა ჰქონდა, როგორც გამოიყურებოდა და ამაზე გამეცინა.
-ჩვენთვისაცო..-ორივეს მაგივრად უპასუხა თაიამ.-ამ გოგოს აშკარად ეტყობოდა რომ თავს უხერხულად გრძნობდა.
-მე დაგტოვებთ, გაერთეთ.-ნაძალადევად გაგვიღიმა ადრიანემ, თვალი სამივეს მოგვავლო და ხელიც აგვიწია.
ჩქარი ნაბიჯით წავიდა საძინებლისკენ, მაშინვე მივხვდი, რადგან მისი სახლი უკვე შესწავლილი მქონდა...

-ჩვენ წავალთ..-მორიდებით თქვა თაიამ.
-კარგი რა, იყავით, კიდევ დავლიოთ.-სახე მოჭმუხნა ტატომ.
-არა, უხერხულია შენს ძმასთან.
-ყურადღებას ნუ მიაქცევ, სულ ასეთი უჟმურია, თავისთვის იქნება აქეთ არც გამოვა.-ხმამაღლა გაიცინა ტატომ და ხელით ანიშნა, მოეშვიო..
თაიამაც გადაწყვეტილება შეცვალა და დარჩენა არჩია.

ვისხედით და ვსაუბრობდით.
ჩემთვის სრულიად უინტერესო თემებზე, თუმცა მუნჯი რომ არ ვგონებოდი, შიგადაშიგ ხმას მეც ვიღებდი..
კოქტეილი მოვსვი და ჭიქას რომ ვდებდი, ზუსტად მაშინ შევამჩნიე რომ ჩემს თითს, ერთი ბეჭედი აკლდა..
ბეჭედი, რომელიც ბებიამ დედას აჩუქა, დედამ კი მე გადმომილოცა, უფრო სწორედ მე და თაიას, მაგრამ ჩემი გარდერობის ნახევარი შევწირე იმას, რომ ეს ბეჭედი მხოლოდ ჩემი გამხდარიყო..
ახლაკი ვუყურებდი ჩემს თითს, რომელსაც შესამჩნევლად აკლდა ის ოქროს საოცრება...
გამახსენდა, რომ აბაზანაში მასპინძლის ნივთების ქექვის დროს, დიდი შანსი იყო თითიდან წამძრომოდა, ისე გიჟივით ვიქნევდი ხელებს..
სხვა გზა არ მქონდა, ბოდიში მოვიხადე, თაიას თვალებ დაქაჩული მზერა დავაიგნორე და ისევ აბაზანისკენ გავეშურე.
‘-მომინდომა გოგომ გამომძიებლობანა! დაეტიე რა სადაც ხარ.. სხვა გასართობს ვერ იპოვიდი? არა გამოგდიოდეს მაინც..’-ჩემი თავის ლანძღვას შევუდექი და ქუსლების ბაკუნით შევარდი სააბაზანოში.

წარმოდგენა არ მქონდა საიდან უნდა დამეწყო ძებნა..
კიდევ ერთი სულელური გეგმა მომივიდა თავში..
ყველა სათავსო ერთად გადმოვალაგე სარეცხის მანქანაზე, ყველაფერი გადმოვყარე და პირდაპირი მნიშვნელობით ქექვას შევუდექი.. საქმეში ისეთი გართული ვიყავი, არც კი გამხსენებია კარი, რომლის გადაკეტვაც დამავიწყდა..
სწორედ კარის ხმის გაგონებაზე ვიგრძენი როგორ ამითამაშდნენ სახეზე ცივი ოფლის წვეთები..
ლოყები საგრძნობლად ამიწითლდა, ჩემს ტონალურს გულში მადლობა გადავუხადე, რადგან ამის დაფარვას მოახერხებდა..
ხელები სარეცხის მანქანაზე მიმეყინა, ტუჩზე მწარედ ვიკბინე და ვერც კი გავბედე უკან შევტრიალებულიყავი..
-რას აკეთებ?-მამაკაცის ხმამაღალმა ხმამ კიდევ უფრო დამძაბა. მაშინვე შევტრიალდი, რამე უნდა მომეფიქრებინა რომ თაიამდე და ტატომდე მაინც არ მისულიყო ეს ამბავი..
მთავარია ჩემი დის ყბაში არ ჩავრდნილიყავი, თორემ ამ კაცისგან დასჯას კიდევ ავიტანდი..
დაძაბულობა შემატყო ადრიანემ.
-რას აკეთებ-მეთქი?-უფრო აუწია ხმას და ხელიდან თავისი ერთ-ერთი ნივთი გამომგლიჯა, რომელსაც ნერვიულად ვათამაშებდი..
-მეე.. მე არ მინდა იფიქროთ რომ თქვენს ნივთებში ვიქექები..-ნერწყვი გადავყლაპე და შევეცადე საუბარი უფრო დამაჯერებლად გამეგრძელებინა.
-აბა ეს რას ნიშნავს?-დიდი, ძარღვიანი ხელით მომაშორა სარეცხი მანქანას და თვალით მანიშნა მასზე დაყრილ ნივთებზე..
-ბეჭედი დავკარგე და მხოლოდ მისი პოვნა მინდოდა.-ხმა გავიმკაცრე და აქეთ შევუტიე. ბოლოს და ბოლოს, ლოგიკურია რომ ქურდი რომც ვყოფილიყავი, ამ ადგილს ნამდვილად არ ავირჩევდი გასაქურდად.
-ჩემს სააბაზანოში?-ირონიულად ჩაიცინა.
-მისმინე.-ჩემთან ურთიერთობით დაღლილმა გააგრძელა.-წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ ან რას აკეთებ ჩემს სააბაზანოში, მაგრამ ახლა მოგიწევს, რომ აქაურობა დატოვო და იქ დაბრუნდე, საიდანაც მოხვედი, იმიტომ რომ არ ვაპირებ აქ ვიდგე და საქმეები გირჩიო.
მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ მამაკაცი ნახევრად შიშველი, პირსახოცის ამარა იდგა ჩემს პირდაპირ..
აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან ზრუნავდა საკუთარ ფორმებზე, კუნთები ტონუსში ჰქონდა, ისეთი ნავარჯიშები იყო, ოცი წლის ბიჭსაც კი აჯობებდა.
ნერწყვი გადავყლაპე და ტუჩებზე ენა გავისვი, შევამჩნიე, რომ ამ ნახევრად შიშველმა მამაკაცმა ჩემზე გავლენა იქონია..
თუმცა გონს მალევე მოვეგე.
-ახლავე დაგტოვებთ..-პატარა ბავშვივით ჩავილაპარაკე, რაზეც ძალიან გავბრაზდი!.. ეს კაცი ისედაც ორი წლის ბავშვად აღმიქვამდა სავარაუდოდ და ჩემი ასეთი ხმა..
-კარგად.-ხელი ისევ ამიწია და ადგილები გავცვალეთ.
ახლა მე დავრჩი გარეთ, ის კი შიგნით, სააბაზანოში..
კარი უსიტყვოდ დაკეტა და წყალი მოუშვა.
მეც სხვა რა გზა მქონდა? ხელებით სახე გავიგრილე და მისაღებისკენ წავედი.
ბეჭედის დარდი გულში ჩამყვა..
პირველ რიგში იმიტომ რომ ეს ბეჭედი მართლა ყველაფერზე მეტად მიყვარდა, მეორე კი იმიტომ რომ ტატოს რომ ეპოვა, შეიძლება თაიასთვის ეცნობებინა და ამით საბოლოოდ გამოვააშკარავებდი ჩემ თავს..

ფიქრებით და ნერვიულობით გართულმა,ლამის შვიდი ჭიქა არყის კოქტეილი დავლიე საკმაოდ მოზრდილი ჭიქით..
სასმელმა ტვინში დამარტყა, თუმცა უკვე გვიანი იყო.
ყველაფერი ბუნდოვანი გახდა ჩემ გარშემო, ყველაფერი სასაცილოდ ტრიალებდა და მეც რა თქმა უნდა, სიცილს არ ვიკავებდი.

ტატომ წაგვიყვანა სახლამდე ჩვენი მანქანით, მე მთვრალი ვიყავი და საჭესთან თაიამ არ დამსვა, თორემ დიდი სურვილები კი მქონდა..
ლოგინში ვიწექი და გამოფხიზლებისკენ მივდიოდი, თაიამ რომ ითახის კარი შემომიმტვრია..
მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ ტატო არ მოსწონს და მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს.
რას გაუგებ ამ გოგოს?! ხან ვინ უნდა, ხან ვინ.
ორწამში ერთხელ იცვლის აზრებს..
აი მე კი მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ჩემს ბეჭედს მივტიროდი და საკუთარ თავს ვლანძღავდი.
არა მართლა რა მინდოდა?
სხვის სახლში სხვისი ნივთების ქექვა რომ დავიწყე, სხვა რისი იმედი მქონდა?...

____________________
ჩემოო, ჩემოოო საყვარლებოოო!❤️
რას იტყვით ამ ისტორიაზე?
გავაგრძელო?
მოგეწონათ?❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 588 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
აბა რა უნდა ქნა <3 ძაან მაგარი საყვარლობა, საინტერესო და მაგრობა ჩანს <3 <3
avatar
0 Spam
2
ნინა❤️❤️❤️❤️
avatar