კესანე.(2)
25.09.2018, 19:44
-კესანეეეე!!-დედაჩემის წვრილ ხმაზე კივილმა გამაღვიძა და თვალები გიჟივით დავაჭყიტე.. მისთვის არც შემიხედავს, მაშინვე ტელეფონს ვეცი და საათს დავაცქერდი, რომელიც პირველს უჩვენებდა..
გიჟივით წამოვხტი ლოგინიდან.
-აქამდე რატომ არ გამაღვიძე?-უსაფუძვლოდ დავაყარე პრეტენზიები დედას და მაშინვე სააბაზანოში შევვარდი..
სარკეში ჩემს გამომეტყველებას უცნაურად დავაკვირდი და ლამის მინი ინსულტი დამემართა..
თმა აწეწილი, თვალები ჩაშავებული, ტუჩები გალურჯებული..
აქა-იქ ტონალურის კვალიც მეტყობოდა..
სასწრაფოდ შევეყუდე დუშის ქვეშ და ვეცადე რაც შეიძლება სწრაფად მებანავა.

სპორტული ზედა და ქვედა ჩავიცვი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გადაღებაზე მივდიოდი და იქ მაინც გამოცვლა მომიწევდა.
სწრაფად ვისაუზმე და სახლიდან გიჟივით გავვარდი.
არადა სულ ვცდილობ ხოლმე ერთხელ მაინც დალაგებული სახით მივიდე,ამ ხალხს გიჟი რომ არ ვეგონო..
მაგრამ გამომდის?-რა თქმა უნდა, არა!
მანქანაში საჭეზე მედო მარჯვენა ხელი და ისევ გული მომიკლა უბეჭდოდ დარჩენილმა თითმა..
მერე ისევ ადრიანე გამახსენდა, თეთრ აბაზანის პირსახოცში და ჩემდაუნებურად გამეღიმა.
მაშინვე დავილაგე მიმიკები, ახლა ბებერ კაცზე გაგიჟების დროა? ხმამაღლა სიცილს ავყევი მაგრამ ვინ გაცდის?.. ტელეფონი აწკრიალდა.
-გისმენთ.
-ქალბატონი კესანე?
-დიახ.
-გადაღებაზე გელოდებით, უკვე ხუთი გოგო გავუშვით, იქნებ დაუჩქაროთ.-უხეში ქალბატონის მკაცრმა ხმამ გაიჟღერა.
-5წუთში მოვალ..-ჩავიბურტყუნე და გავუთიშე რომ ჩემი ლანძღვა არ გაეგრძელებინა..
არ ვიცი ჩემი მანქანა უცებ თვითვფრინავად წარმოვიდგინე, თუ რატომ გადავწყვიტე რომ ხუთ წუთში შევძლებდი იქ მისვლას...
ისევ ბეჭედზე ავღელდი, თუმცა აღარ გამცინებია..

გადაღება დასრულდა, საკმაოდ წარმატებულად.
გადამღებ ჯგუფს დავემშვიდობე, ტანისამოსი გამოვიცვალე და ისევ მანქანაში ჩავხტი.
დაღლილობისგან ყველაფერი ერთიანად მიკანკალებდა, წყლის გადავლებასა და ლოგინში ჩახტომაზე ვოცნებობდი დიდ საცობში გაჭედილი და ისევ ტელეფონის წკრიალი....
-კეეეს, სად ხარ? ჩამოვედი და შენთან გავდივარ.-ჩემი დაქალის ხმამ, ხასიათზე მომიყვანა.
-აუუუ, როგორ გამახარე!!-ემოციები არ დავმალე.-საცობში ვარ გაჩხერილი, მიდი ჩემთან და მეც მოვალ.
-კარგიიიი, გელოდები..

-ესეიგი საბოლოოდ მაინც კარგი იყო, კარგად გაერთეთ ხო?-საათნახევრიანი მონოლოგის მერე ვეუბნები ლინას და ყავას ვსვამ.
-ხო, მაგრამ დაგვაკლდი..-სევდიანად მპასუხობს.-მოყევი შენ რას შვებოდი?
......არ დამზარებია, სიტყვა-სიტყვით მოვუყევი ტატოსთან სტუმრობის ამბავი, თან გიჟივით ვუთვალთვალებდი კარს, უცებ თაია რომ არ შემოვარდნილიყო..

-აჰააა, ესეიგი ადრიანე ხო?-ეშმაკურად გამიცინა და წარბები აათამაშა.
-არც იფიქრო!-სახე დავძაბე და თითი დავუქნიე.
-კაი რაა, მართლა ეგეთი დიდია? იქნებ შენ მოგეჩვენა?
-დიდია, მაგრამ საოცარ ფორმაშია, უსაზღვროდ სექსუალურია, თავისი მკაცრი სახით....-ფიქრებში გავები და თანაც ხმამაღლა, სველ ენას რომ ტუჩებზე ვისმევდი, ამან ცოტა გამომაფხიზლა და ისეთი სახე მივიღე, თითქოს არაფერი მითქვამს...
მაგრამ ლინას რას გამოაპარებ? უკვე ისტერიულად კაკანებდა..
-სექსუალური არაა?-მუცელზე ხელი დაიდო, სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა.
-არაფერს აღარ მოგიყვები.-გავიბუტე და იქით გავტრიალდი.
-კაი, ბატონი ადრიანე დავიკიდოთ და ბეჭედზე რა უნდა ქნა?-სახე დაეძაბა, იცოდა ეს ბეჭედი ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო..
-ვერაფერსაც ვერ ვიზავ, უნდა შევეგუო რომ დაიკარგა.-წყენით დავხედე ცარიელ თითს...

კიდევ რამდენიმე კვირა გავიდა მოსაბეზრებელი გადაღებებით, თაიას დაუსრულებელი წუწუნით, დაქალებთან ერთად ბარ და ბარ სიარულით..
ერთადერთი რაც მახარებდა ის იყო, რომ ჩემი საყვარელი უნივერსიტეტი, მე, როგორც წარჩინებულ სტუდენტს ნიუ-იორკში მიშვებდა სამი კვირით, ნუ რა თქმა უნდა, მხოლოდ მე არა და ჩემთან ერთად ჩემს რამდენიმე ჯგუფელს, მაგრამ...

აეროპორტში ვდგავარ, ორი ჩანთა ზედ მკიდია, ორიც ხელში მიჭირავს, ვცდილობ ლოყა შევინარჩუნო, ამდენი გადაკოცვნისგან ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა მიცვდება..
-აბა შენ იცი დედი, არ შემარცხვინო, თავი გამოიჩინე..-თვალცრემლიანი მეფერება დედა და უკვე მეათასედ მიმეორებს ერთი და იგივე სიტყვებს.
თაიას ხასიათის გაორებას ვატყობ, თან უხარია რომ მივდივარ, ახლა ხომ მხოლოდ ის იქნება დედოფალი სახლში , თან თვალები უცრემლიანდება შიგადაშიგ, მაინც არ შეუძლია ჩემ გარეშე..
მოკლედ თვითმფრინავში ვჯდები და ვგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება იცვლება..
აქამდეც ვყოფილვარ საზღვარ გარეთ,თუმცა მხოლოდ თურქეთში და ისიც დედაჩემთან და თაიასთან ერთად.
მარტო არასდროს არსად წავსულვარ..
ვგრძნობ რომ ხელები, ფეხები, ყველაფერი ერთიანად მიკანკალებს და გულში დაუსრულებლად მჩხვლეტს რაღაც.
ემოციებს თავს ვერ ვუყრი და თავადაც ვერ ვიგებ ეს ყველაფერი შიშისგან მემართება, სიხარულისგან თუ მარტოობისგან..
თვალებს გიჟივით ვაცეცებ, ვცდილობ არც ისეთი სასაცილო გამოვჩნდე, რადგან ვამჩნევ რომ ყველა მშვიდად არის..
მერე გასართობს ვპოულობ, ჩემს ჯგუფელებს ვაკვირდები..
მათთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს, ერთმანეთს მხოლოდ უნივერსიტეტში ვხვდებით, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს როგორები არიან.
ჯერ ჩემს გვერდზე მჯდომს ვაკვირდები.
გოგოა, ნატალია, მისი სახელი მახსოვს...
ქერა თმა აქვს და უხეში გამომეტყველება, რაზეც წარბებს ვკრავ..
გოგოს შეიძლება ჰქონდეს მიუწვდომელი, მაგიური გამომეტყველება, შეიძლება ჰქონდეს ‘სწერვა’ სახეც კი, მაგრამ უხეში??
ნერვები მეშლება მის სახეზე, მინდა თავში რამე ჩავარტყა, მაგრამ თავს ვიკავებ და თვალებს ვაშორებ..
საერთოდ ვწყვეტ ჩემი ჯგუფელების თვალიერებას, წიგნს ვიღებ და კითხვას ვიწყებ..
შაფაქი...
მას ნამდვილად შეუძლია ყველაფერს მოგწყვიტოს...

-ცოტას ვნერვიულობ.-მეუბნება ჩემ გვერდით მჯდომი ნატალია და კითხვას მაწყვეტინებს, მე თვალებს ვატრიალებ შეუმჩნევლად, წიგნში სანიშნეს ვდებ და მისკენ ვტრიალდები.
-რატომ?-ისეთი ტონით ვკითხულობ, თითქოს მე საერთოდ არ ვდარდობ..
-არ ვიცი რა როგორ იქნება.-მეუბნება და მხრებს იჩეჩავს. უხეშ გამომეტყველებას ნელ-ნელა სევდიანი ცვლის და მეც მიქრება თავში ჩარტყმის სურვილი.. ბოლოს და ბოლოს ის ერთადერთი ჩემი ჯგუფელია, რომელიც გამომელაპარაკა და ნამდვილად არ მიღირს მისი დაკარგვა.
-კარგი რა, ჩვენ ხომ ნიუ-იორკში მივფრინავთ, რაც უნდა იყოს, ყველაფერი ძალიან კარგი იქნება!-ღიმილით ვამხნევებ მას და მასთან ერთად საკუთარ თავსაც..
-დამოუკიდებლობა კარგია, მაგრამ ცოტა რთულიც.-ბრძნულ აზრს აფრქვევს და კბილებით ტუჩებს ებრძვის..
-მისმინე.-მის ხელს ხელში ვიღებ.-თუ შენს თავს არ მოერევი და ნერვიულობას არ შეწყვეტ, შენ დაკარგავ ყველაზე ბედნიერ სამ კვირას...-ღიმილით ვეუბნები და სიცილსაც ვაყოლებ.
ვატყობ, რომ მადლიერია, იმასაც ვატყობ რომ ახლა უკვე ერთადერთ იმედად ვესახები, მაგრამ ამაზე არ ვდარდობ...
მეხუტება და მადლობას მიხდის..
მე და ნატალიამ ბევრი ვისაუბრეთ, რამაც ორივეს დაგვავიწყა მარტოობა და შიშიი.. დიალოგმა ერთმანეთთანაც დაგვაახლოვა და ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

სასტუმროს ნომერში ვარ, ხელ-ფეხ გაშლილი ვწევარ ლოგინზე და ვცდილობ თავბრუსხვევას რამით ვუშველო...
საოცარი ქალაქია ნიუ-იორკი, ჯერ მხოლოდ ნახევარი საათი ვისეირნეთ ქუჩებში და უკვე თავბრუ დამახვია ამ საოცრად მოძრავმა ქალაქმა.

-მიდი, შენც გადაივლე და გავიდეთ, სადმე ვჭამოთ.-აბაზანიდან ნატალია გამოდის და ჩემ გვერდით ლოგინზე ჯდება.
-უკვე?-ვიჭყანები.
-ხოო, მიდიი, ძალიან მშია..
-მარტო უნდა წავიდეთ? თუ სხვებსაც უნდა ვუთხრათ?-სერიოზულად ვკითხულობ და ნატალიას ვაშტერდები.
-არა, საერთოდ არ უსმენდი ევას? შეგვიძლია ყველამ იქ ვიაროთ, სადაც გვინდა. საერთო ექსკურსიის დრო რომ იქნება, ევა ჩვენს ჯგუფში დაწერს და ყველა სასტუმროში შევიკრიბებით..
-გასაგებია.

ჯინსის მოკლე შორტს, შავ ტოპს თეთრ მაქმანის გადასაცმელს და შავ ბატინკებს ვიცვამ.
მაკიაჟზე უარს ვამბობ, თუმცა ნატალია დაჟინებით მთავაზობს..
მას ვაიგნორებ და სანამ მოემზადება თაიასთან ვრეკავ მესენჯერში.
-აააააააააა, არ მჯერაააა!!! ჩახვედიიი??? რა ქენიი? სად იყავიი? რა ნახეე?? ფოტოები ჩამიყარე მალეე!-ერთიანად იმდენ კითხვას მაყრის თაია, ლამის გონება დავკარგო.
-ფოტოებს სახლში რომ მოვალ მერე ჩაგიყრი, ახლა საჭმელად გავდივარ. დედასაც უთხარი, კარგად ვიმგზავრე, კარგად ვარ და უკვე მენატრებით...-ამოვიოხრე მოწყენილად.
-ჩვენ საერთოდაც არ გვენატრები, საერთოდაც მანდ ხო არ დარჩებოდი?-ენას მიყოფს და იცინის.
ნატალია ხელით მანიშნებს მოვრჩიო და მეც თაიას ვემშვიდობები ჰაეროვანი კოცნებით ვემშვიდობები..

გარეთ გავდივართ, ნელი სიო მეთამაშება სახეზე და გულში უცნაურად მიღიტინებს რაღაც..
იმდენ რაღაცას ვუყურებ ერთდროულად, თვალები მიჭრელდება.
პირველივე რესტორანში ვსხდებით, არ გვინდა სასტუმროს ძალიან გავცდეთ, თან ისიც გვამშვიდებს რომ სასტუმრო და რესტორანი ერთი ქსელისაა, ასე რომ საიმედო ხელში ვართ.
ბურგერებს ვუკვეთავთ და სანამ მოგვიტანენ, უაზრობებზე ვსაუბრობთ.
-კესა, ახლა გიჟივით არ გაიხედო, მაგრამ შენს უკან ვიღაც კაცია, რაც შემოვედით იმის მერე გაკვირდება თან ისე, მგონი რაღაცას გიპირებს.-ჩურჩულითა და სიცილით მეუბნება ნატალია, მე შეტრიალებას ვაპირებ, თუმცა ნატალიას თვალებს რომ ვაწყდები, ვჩერდები და ბრაზი მომდის.
-ცოტახანში გაიხედე.-ისევ სიცილით მეუბნება.
გადის ორი წუთი, რომელიც საათზე დავინიშნე და ვტრიალდები...
მაშინვე ვცნობ, ადრიანე...
ტყავის სავარძელში ზის, ვისკის სვამს და მოთაფლისფრო თვალებით მკაცრად მაშტერდება..
ვიბნევი, არ ვიცი რა გავაკეთო...
ვხვდები რომ მიცნო, ველოდები როდის გამიღიმებს რომ მეც გავუღიმო, ამიტომ თავს ჯიუტად არ ვატრიალებ აქეთ..
არ მიღიმის,მხოლოდ მიყურებს, გამჭოლი მზერით, მე ვგრძნობ რომ მალე მისი ლაზერისებური თვალები შუაში გამხლეჩენ, ამიტომ ვტრიალდები და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
-ვინ არის?-პირღია მიყურებს ნატალია, რომელმაც ვერაფერი გაიგო.
-არ ვიცი..-ვცრუობ და ლაპარაკს სხვა რაღაცაზე ვიწყებ.
ფეხზე არ ავმდგარვარ, უკან აღარ გამიხედავს, მაგრამ ზურგში მისი თვალების მცხუნვარებას ვგრძნობ.
ბეჭები მეწვის, მინდა მივიდე და ორივე თვალი ამოვთხარო რომ ვეღარასდროს შემომხედოს ასე..
წასვლის დროა.
მახსენდება რომ ადრიანე შემოსასვლელთან ზის და ვცდილობ მაქსიმალურად გავწელო დრო..
-დაუჩქარე, ერთი საათია დგები.-თვალებს მკაცრად მიტრიალებს ნატალია და მეც ვხვდები რომ სხვა გზა არ მაქვს.
დიდი ოქროსფერი კარისკენ მივაბიჯებ და თავი დაბლა მაქვს დახრილი.
უნდა შევხედო, ისე ვერ გავძლებ, ვერ მოვითმენ..-გონებაში ვასკვნი და თვალებს მაღლა ვწევ.
ჩემს პირდაპირ ზის...
ისევ შავ სავარძელში...
ამჯერად ვისკის ჭიქა აღარ უჭირავს. ხელით წვერს ეფერება და როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, ვამჩნევ რომ მარჯვენა ტუჩის კუთხეს ტეხავს, ღიმილის ნიშნად..
თუმცა ეს ის მოსალმების ღიმილი არ არის.
ეს სულ სხვა ღიმილია...
მუხლებში კანკალი მიტანს, ყველაფერი ბრუნვას იწყებს გარშემო და თავს რომ ვუშველო, თვალებს ვაშორებ.
გული ისეთი აჩქარებული მაქვს, მგონია რომ სადაცაა ამომმვარდება, ნაბიჯებს პამპერსიანი ბავშვივით ვადგავ და ვხვდები რა სასაცილოც ვარ, მაგრამ ვერაფერს ვცვლი..
თავს ვერ ვაკონტროლებ..

ისევ სასტუმროში ვარ, თეთრ ხალათში გამოწყობილი.
დედაჩემს ველაპარაკე, თაიასაც, ლინასაც... თუმცა მაინც ადრიანეს თვალებზე მეფიქრება.
მისი თვალებიდან წამოსულ ენერგეტიკაზე..
მისი სახის ნაკვთებზე...
-აუ კეეეს, ამ ტელევიზორს ვერაფერი გავუგეე, მოდი რააა..-ნატალიას მუდარით გაჟღერებული ხმა სწვდებათ ჩემს ყურებს და ფიქრებიდან ძლივს მოვათრევ თავს..

-ასე არ უნდა ჩაირთოს?-გაკვირვებული ვუყურებ ხან ნატალიას, ხან პულტს და ხან დიდ ეკრანს.
-წესით კიი.-ტუჩებს ატრიალებს ნატალია.
-კაი დაიკიდე რა, ტელეფონში უყურე.-ვეუბნები და პულტს სავარძელზე ვაგდებ.
-არ შეიძლება ჩემთვის, მხედველობის პრობლემა მაქვს და პატარა ეკრანზე ყურება არ შემიძლია.-ლამის ტირილით მეუბნება და მეც სხვა გზა არ მაქვს, მისი თვალები უნდა გადავარჩინო..

მიმღებში ჩავდივარ, იქნებ ვინმე ვიპოვო, ვინც დამეხმარება...
თავი დაბლა მაქვს დახრილი რომ განათებებმა თავი უფრო მეტად არ ამატკიოს და მოულოდნილად ვიღაცას ვეჯახები..
შეჯახება ისეთი მოულოდნელია, კუნთების დაჭიმვას ვერ ვასწრებ თავი რომ გადავირჩინო და ოქროსფერ ორნამენტებიან იატაკზე ვითხლაშები, თანაც საოცარ პოზაში...
თვალებს ძლივს ვახელ, თუმცა მირჩევნია არც გავახილო, ვხვდები რომ თავი საგრძნობლად დავარტყი და ხელით ნატკენ ადგილს ვიმოწმებ..
ბუნდოვნად ვხედავ როგორ მიწვდის ხელს მამაკაცი და ვცდილობ თვალები რაც შეიძლება დავძაბო, რომ დავინახო ვინ არის ის უბედური, ვინც ჩემი დედაბუდიანი დაწყევლა დაიმსახურა..
მამაკაცი ხვდება, რომ ხელს არ მივაწვდი და ჩემს თავთან იმუხლება.
რაც უფრო მიახლოვდება, მით უფრო კარგად ვხედავ მის სახეს დაა....
‘არა!!!! არაა!!! ახლა არა ადრიანე, ახლა არა...’-გულში ლოცვასავით ვიმეორებ ამ სიტყვებს და თვალებს ხან ვხუჭავ, ხან ვახელ, ასე ვცდილობ ის სილუეტი შევცვალო, რომელსაც ვხედავ მაგრამ არაფერი გამოდის..
დიახ, ეს ადრიანეა, ჩემს თავთან ჩამუხლული და დიახ, სწორედ მის წინ დავეცი ორ ფეხა ბატივით..
-კარგად ხარ?-თავის ქვეშ ხელს მიდებს და ვგრძნობ რომ მართლა ღელავს ჩემზე.. რა თქმა უნდა, იღელვებს, მისი წყალობით მინიმუმ ტვინის შერყევა მაინც მაქვს..
პასუხს არ ვცემ, ხმის ამოღება მიჭირს.
-ადექი.-წელში ხელ მიცურებს და ცდილობს წამოდგომაში დამეხმაროს.
მე ისევ გაშეშებული ვწევარ და სახეზე ვაშტერდები.
ძალას ატანს ხელს და ჩემგან დამოუკიდებლად მაყენებს, მის ხელებში ვარ მოქცეული..
აფორიაქებულია, არ იცის რა გააკეთოს, ბოლოს სავარძელთან მივყავარ და იქ მაწვენს..
-აქ იყავი, ექიმს მოვიყვან.-მეუბნება და სადღაც მიდის.
ჩემკენ მომავალ ხალხს ხელებით აჩერებს, ზუსტად ვერ ვარჩევ, მაგრამ მგონი ეუბნება რომ თავად მომხედავს.
ჯიბეში ტელეფონს ვუწყებ ძებნას, მინდა ნატალიას დავურეკო და ვთხოვო ნომერში დამაბრუნოს სანამ ადრიანეს ნახვა კიდევ მომიწევს.
ვერ ვპოულობ, მახსენდება რომ ლოგინზე დავტოვე..
წამოდგომას ვცდილობ, თავი ისე მაგრად მიცემს, მგონია სადაცაა გამისკდება.
როგორც იქნა წამოვდექი, მარჯვენა ფეხს ძალას ვატან რომ ავდგე და ადრიანეს სილუეტიც მიახლოვდება..
-ექიმი გზაშია, მალე მოვა. მანამდე აქ იჯექი.
ნერვიულად ჯდება ჩემ გვერდით.
-აი სხვების ნივთებში ქექვამ რა იცის.-სიცილით მახსენებს რამდენიმე კვირის წინანდელ ამბავს.
-ჩემთვის სამაგიეროს გადახდა გინდოდა, ამიტომ გამომყევი სასტუმროში, დაელოდე როდის ჩამოვიდოდი და როგორცკი გამოვჩნდი ჩემი დაზარალება მოინდომე?-ისტორიას ვთხზავ, რომელზეც თავადაც მეცინება, თუმცა არ ვიმჩნევ.
-შენი დაზარალება არც კი მიფიქრია.-გამომეტყველებას ისერიოზულებს.
-ხო, დაგიჯერე.-ბავშვივით ვპასუხობ და ენას ვუყოფ რაზეც ორივეს გვეცინება.
-აქ რას აკეთებ?-მოულოდნელ და უტაქტო კითხვას ვსვამ, მაგრამ რა ვქნა, ცნობისმოყვარეობას ვერ ვუმკლავდები. თანაც ცოტათი დავიჯერე რომ მართლა მე გამომყვა..
-ჩემი სასტუმროა.-ისე მპასუხობს თითქოს არაფერი, მე გაოცებისგან პირს ვაღებ.
თვალს მაშორებს, მე მის პროფილს ვუყურებ და ღმერთო!! ჩემ გასანადგურებლად შექმენი ასეთი სიმპატიური კაცი? ტუჩს ვიკვნეტ და ვგრძნობ რომ უკვე უკეთ ვარ..
ფეხზე ვდგები, არ მინდა იფიქროს რომ მასთან თავს კარგად ვგრძნობ.
-რას აკეთებ?-სახეს ძაბავს და ხელზე ხელით მეჭიდება.
-ნომერში ვბრუნდები.
-ჯერ ექიმმა უნდა გაგსინჯოს.-ფეხზე დგება და მაქსიმალურად მიახლოვდება.
-საჭირო არ არის, კარგად ვარ.
პასუხს არ ველოდები ისე ვტრიალდები, მერე ნატალია მახსენდება და ის რისთვისაც ჰოლში ჩავედი და ისევ ადრიანეს ვუბრუნდები.
-ჩვენს ნომერში ტელევიზორს რაღაც ჭირს, იქნებ დახმარება შეძლო.-ვამთავრებ თუ არა, ოთახისკენ გავრბივარ.. ამ კაცის მზერას ვერ ვუმკლავდები, ვერაფრით ვუძლებ..
შორიდან ჩემს ყურებს ადრიანეს ჩაცინების ხმა ესმით, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

-რა გაარკვიე?
-მოვლენ და დაგვეხმარებიან.-დაიმედებით ვეუბნები ნატალიას და მომხდარის შესახებ ვმალავ.
ნომერში ზარის ხმამ გამომაფხიზლა, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ადრიანე იყო, ამიტომ სანამ გავაღებდი ჯერ ყველაფერი შევისწორე..
-გამარჯობა, სად არის ტელევიზორი?-მაშინვე ატლიკინდა ახალგაზრდა ბიჭი.. გაღიზიანებულმა ვანიშნე თითით და მეც მას გავყევი.
სულ რაღაც ორ წუთში შეაკეთა, ნატალია მადლიერებისგან დაფრინავდა..
კარამდე მივაცილე.
-ხო მართლა.-გასასვლელში შეჩერდა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო.-ეს თქვენთვისაა.-კონვერტი გამომიწოდა და გაუჩინარდა.
მაშინვე ლოგინს მივაშურე და კონვერტი უნახავივით გავხსენი.
ჩემი ბეჭედი რომ დავინახე, პირი ღიმილისგან გამეხა..
ბედნიერმა დავიწყე ხტუნვა და ავადმყოფივით გავკიოდი სიხარულისგან.
ვერც კი ვიჯერებდი რომ დავიბრუნე, თანაც აქ, ნიუ-იორკში...
მერე კონვერტიდან წერილი ამოვაცურე და ზემოდან დავაშტერდი სულ რამდენიმე სიტყვას...
‘ახლა ბარი-ბარში ვართ.
ადრიანე.’
__________________
აბაა რას იტყვით? მოგეწონათ?❤️
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ!❤️❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 644 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar