კესანე.(3)
27.09.2018, 16:15
მუცელში უცნაური ღიტინი მაღვიძებს, თვალს ვახელ და ვგრძნობ რომ ასეთ ბედნიერს ჯერ არასდროს გამიღვიძია..
სახეზე ღიმილს ვიკრავ,
ტანზე ვიცვამ და ჩუმი ნაბიჯებით გავდივარ აივანზე, არ მინდა ნატალია გავაღვიძო.
ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და ვგრძნობ რომ არაფერი მყოფნის.
არც ჰაერი... არც ეს ქალაქი...
თვალწინ ადრიანეს სილუეტი მიდგება და ცხვირში მისი სურნელი მიღიტინებს..
თაია სულ იმაზე დამცინის, ძაღლი ხარო, არა მეც კი მეცინება, საკმარისია ერთხელ მაინც ვიგრძნო რაღაცის სუნი და ვეღარასდროს ვივიწყებ...
ახლა ადრიანეს სუნამოს სუნი მაქვს ცხვირში და კმაყოფილი ვუღიმი ქალაქს, რომელიც გულს მიჩქარებს..
ყავა მახსენდება, შიგნით ვბრუნდები, ვწესრიგდები და სასადილოში ჩავდივარ..

ყავას ვსვამ და კრუასანს შევექცევი..
ფანჯარასთან ვზივარ და ქუჩას ვერ ვწყვეტ თვალს.
ვაკვირდები ადამიანებს და მეღიმება..
რამდენი ადამიანი არსებობს, რამდენი მილიონი ადამიანი და ყველა როგორი განსხვავებულია ერთმანეთისგან..
მე კი ვზივარ და თითოეულს ვუღიმი..

-როგორ ხარ?-ჩემს მაგიდას უახლოვდება ადრიანე, ვერც კი ვიგებ საიდან ჩნდება და ვიბნევი, თავში ყველა სიტყვა თავდაყირა იწყებს ტრიალს.
-გმდლობ, კარგად.-როგორც შემიძლია ნაგლურად ვპასუხობ და ყავას ვუბრუნდები.
მერე უკან ტრიალდება და ორ მაღალ, შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილ მამაკაცს ხელით ანიშნებს, მოდითო.
ორივე ერთ ტემპში მოდის ჩვენკენ, მე გაოცებული ვაშტერდები, თუმცა კითხვებს არ ვსვამ..
-ვალდებული ვარ ჩემს სასტუმროზე ვიზრუნო..-მეუბნება ღიმილ ნარევი ხმით.
-რას გულისხმობ?-თვალები შუბლზე მივარდება.
-სამი კვირა მოგიწევს აქ დარჩენა, მე კი დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ამ სამ კვირაში ჩემს კლიენტებს საფრთხე არ ემუქრებათ.. ჯეკი და ნიკოლი შენ გვერდით იქნებიან..-ხელს კოსტუმიანებისკენ იშვერს.-ასე ყველა მშვიდად ვიქნებით.-თვალს მიკრავს და წელში სწორდება.
სიბრაზისგან ვწითლდები, მერე ვლურჯდები და ბოლოს გაურკვეველი ფერი მედება.
-როგორ ბედავ?! მე ქურდი არ ვარ! არ გაქვს უფლება ვიღაცები მომიგზვნო სათვალთვალოდ! შენი თავი ვინ გგონია??-ვკივი ბოლო ხმაზე და თავს იმით ვიმშვიდებ რომ ჩემი ლაპარაკი ადრიანეს გარდა არავის ესმის..
ის მხოლოდ იცინის და ჩემს ‘ისტერიკას’ ყურადღებას არ აქცევს..
-დამშვიდდი.-მხრებზე ხელებს მადებს, ის ისეთი დიდია, მე კი ისეთი პატარა მასთან შედარებით რომ ჩემს თავს სათამაშო მარიონეტად წარმოვიდგენ და ამაზე კიდევ უფრო ვბრაზდები.
-დავმშვიდდე? როგორ დავმშვიდდე? ქურდობას მაბრალებ! ავადმყოფო!
მუშტევს ვურტყავ, მაგრამ არანირი რეაქცია არ აქვს.
ბოლოს თავს ვეღარ ვიკავებ და გარეთ გავრბივარ..
აჰაა, ესეც შენი მშვენიერი დილა..
უკეთესს რომ ვერ ინატრებ.
ჯერ ორ მთასავით კაცთან მოძრაობა როგორია?? და მერე მიდი და უხსენი ყველას რომ ქურდი არ ხარ, უბრალოდ უცხო ადამიანის ნივთების თვალიერებით გაერთე, მერე მის ნივთებში ბეჭედი დაგრჩა, მერე სწორედ მაშინ როცა შენ შენი ბეჭდის დაბრუნებას ცდილობდი, უცხო თავზე დაგადგა და ახლა როცა ძლივს შენი ოცნების ქალაქში მოხვდი, მაინცდამაინც ის სასტუმრო აარჩია შენმა უნივერსიტეტმა, რომლის დამფუძვნებელიც სწორედ ის უცხოა და კლიენტების უსაფრთხოებისთვის გადაწყვიტა შენთვის დაცვა დაენიშნა..
არა, აშკარად არ ღირს ვინმესთვის ამის ახსნა, ისევ ჯობია მარტივად დავიბრალო რომ ქურდი ვარ..
მაინც როგორ იფიქრა ამ დინოზავრმა რომ მის კლიენტებს ნომერშიშევუვარდები და აბაზანის ნივთებს გავუქექავ?
ამხელა კაცია და ტვინი სულ არ აქვს თავში..
თავი დედოფლად მომაქვს, ისე ვიპრანჭები ხანდახან მეშინია ძვლებში არ გადავტყდე და ეს ცალტვინა კიდე რეებს მაბრალებს..
არა, კესანე, დროა გონს მოეგო..-თავს ვიმხნევებ და ამაყად ვსწორდები..
ისევ სასტუმროში შევდივარ, ვხედავ რომ ადრიანე მიმღებში დგას და თანამშრომელს ელაპარაკება.
გვერდს ვუვლი ისე რომ არ ვიმჩნევ, ჩემი ნომრისკენ მივდივარ და უცებ სრულ ჩრდილში ვექცევი...
დაახლოებით ვხვდები რაც ხდება და სიბრაზისგან ყელში რაღაც მეჩხირება, მინდა შევბრუნდე და ამ შავოსნებს თავები ერთმანეთზე ვარტყმევინო..
ცოფიანი სახით ვიხედები უკან.
მორიდებით მიხსნიან, რომ მხოლოდ სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გამომყვებიან და ისიც მხოლოდ ჩემს ნომრამდე...
ლიფტთან ვდგავარ, კარი იღება და მაინცდამაინც ჩემი ‘ჯგუფხელი’ ევა გამოდის..
-კესანე.-ღიმილით მესალმება და ხელებს მხვევს.-როგორ ატარებ დროს? დღეს შუადღისკენ გასვლა გვაქვს ხომ იცი?-გამომცდელად მეკითხება, თუმცა მზერა სულ სხვა რაღაცისკენ აქვს.. აშკარად ვერ ხვდება ეს ორი აყლაყუდა ჩემთან რატომ დგას და თავისუფალ ლიფტში რატომ არ იკავებს ადგილს..
-კი, კი.. მახსოვს.-ღიმილით ვპასუხობ და ლიფტისკენ ვდგამ ნაბიჯს.
-ესენი ვინ არიან?-ბოლოს მაინც ვერ ითმენს და ჩურჩულით მეკითხება, თან მოჭუტული თვალით მიმითითებს.
-ესენი??-კითხვას ვუბრუნებ და ტუჩს ვიკვნეტ.
-ხო, ესენი.-თავიდან ბოლომდე ათვალიერებს ჩემს შავოსნებს.
-ტელევიზორი გაგვიფუჭდაა დააა.. დასახმარებლად დავუძახე..-ძლივს ვიგონებ ტყუილს და ისე ვუღიმი კოსტუმიანებს, რომელებსაც არაფერი ესმით რომ აშკარად მე უფრო ვგავარ ხელოსანს...
სადაცაა ევას უნდა დავემშვიდობო რომ ვხედავ ადრეანე როგორ მოდის ჩვენკენ, სახე საოცრად ღიმილიანი აქვს და მე მის თეთრ კბილებში ვიკარგები, მაგრამ როცა ვამჩნევ რომ მისი ღიმილი ჩემ გვერდით მდგარ ევას ეკუთვნის, რომელიც ფუფალასავით იტყლარჭება, გულის მაგივრად ბრაზი იწყებს ჩემში ფეთქვას....
ვცდილობ არაფერი შევიმჩნიო, ლიფტში ვაპირებ შესვლას, მაგრამ უკვე სხმა გამოიძახა.
ამიტომ სხვა გზა არ მაქვს ვდგავარ და ველოდები..
-როგორ მიხარია ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, ბატონო ადრიანე.-ღიმილით ამბობს ევა და მამაკაცს ლოყაზე კოცნის. ისე იკვანტება და იკვანძება რომ მისი ძვლების ტკაცუნიც კი მესმის.
მე დოინჯს ვირტყავ და წარბებს ვკრავ, თან ვლოცულობ რომ ადრიანემ ჩემს მთასავით დაცვებზე არ დაიწყოს საუბარი.
-მეც მოხარული ვარ შენი ნახვით, ევა..-უყურე შენ, სახელიც კი დაუმახსოვრებია.
-დღეს ექსკურსიაზე მივდივართ, ხომ არ შემოგვიერთდებით? თქვენი სასტუმროთი ყველა ისეთი კმაყოფილები ვართ..-ამბობს და თან ქვედა ტუჩს კბილებით ეთამაშება, ცალი ხელით ქერა თმას იხვევს.
-სამწუხაროდ დაკავებული ვარ და ვერ შევძლებ თქვენთან ერთად წამოსვლას.
-უი, სულ დამავიწყდა.-უცებ ფხიზლდება ევა.-ეს კესანეა, ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი..-ჩემზე ხელით ანიშნებს.
მე გამომეტყველებას არ ვიცვლი.
-სასიამოვნოა, კესანე.-განსაკუთრებულ აქცენტს სახელზე მიკეთებს და იცინის, თუმცა ფარულად.
ლიფტი მოდის, მაშინვე ჩემ ადგილს ვიკავებ და ნომერში ვბრუბდები..

ლოგინში ვხტები და ტანსაცმელს ვიძრობ, ყოველთვის ასე ვაკეთებ როცა ვბრაზდები..
ტელეფონს ვათამაშებ ხელში და თვალებიდან ისეთ ნაპერწკლებს ვყრი, ვინმეს დაბადებისდღე რომ იყოს, ფეიერვერკად დამდგავდნენ..
ისევ მახსენდება ადრიანეს ღიმილიანი სახე როცა ევას უყურებდა და მუშტებს სასაცილოდ ვკრავ..
ჩემთვის ასე არცერთხელ გაუღიმია..
მე მის ღიმილში ყოველთვის დაცინვას ვპოულობ..
ღმერთო!...
რატომ ვფიქრობ ამდენს ამ კაცზე?!
რატომ ავიკვიატე ასე?!
რატომ მაგიჟებს თავისი თვალებით.. გამოხედვით.. ტუჩების მოძრაობით... სუნით.. ხმით..
საერთოდ რატომ მაგიჟებს ჩემზე გაცილებით უფროსი მამაკაცი?!
ან როდიდან გავხდი ასეთი ეჭვიანი?!
ან საერთოდ რა მემართება?!
როდიდან ვიბნევი კაცის ხმაზე?!
როდიდან ვერ ვეწინააღმდეგები?!...
საკუთარ ფიქრებში მეძინება..
დაახლოებით ერთ საათში მაღვიძებს ნატალია და მაიძულებს ავდგე, რომ ექსკურსიისთვის მოვემზადო, მე ვაიგნორებ, ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ და რაღაცებს ვბურტყუნებ, ბოლოს ასკვნის, რომ წასვლას ვერ შევძლებ და ნომერში მარტოს მტოვებს..
მთელი ჩემი ჯგუფი მიდის, მე კი სასტუმროში ვრჩები..
გაღიზიანებული, მთელს სამყაროზე განაწყენებული ვდგები ფეხზე და ტანსაცმლის ჩაცმას ვიწყებ.
ყველაფერს ადრიანეს ვაბრალებ და მზად ვარ კოცონზე დავწვა და ასე გადავუხადო სამაგიერო ჩემი წამებისთვის.
ისევ სასადილოში ჩავდივარ, ნომერში ვერ ვჩერდები.
ჩემს კარებთან ორი აყლაყუდა შავოსანი მელოდება, მგონი ერთმანეთშიც კი არ საუბრობენ..
ვუბღვერ, მაგრამ მგონი მიეჩვივნენ, რეაქცია აღარ აქვთ..
დაბლა ჩავდივარ, ისევ იმ ადგილას, ფანჯარასთან ვჯდები და ისევ ხალხს ვაკვირდები.
მინდა თაიასთან და დედაჩემთან დავრეკო, მაგრამ ამ სახით???
თანაც ახლა ალბათ სძინავთ..
ფორთოხლის წვენს ვწრუპავ და ვცდილობ ყველაფერში დადებითი მხარე ვიპოვო..
მერე ჩემს ორ დიდ ჩრდილს, კიდევ ერთი ემატება და მე ისევ ლოყები მიწითლდება..
აარა რატომ ჩნდება ეს კაცი სულ იქ, სადაც მე ვარ?
წარბებს ვკრავ და თვალს ვარიდებ.
ჩემ მაგიდასთან მოდის და ჩემ წინ სკამზე ჯდება.
-ექსკურსიაზე რატომ არ წახვედი?-მამასავით მეკითხება და ბრაზი მიპყრობს.
-მეძინა.-მშრალად ვპასუხობ.
-ხო, ნიუ-იორკი ძილისთვის შესაფერისი ადგილია ნამდვილად.-დამცინის, თუმცა უხმოდ..
-მგონი მიეჩვიე, არა?-თვალს მიკრავს და თავით შავოსნებზე მიმითითებს.
პასუხს არ ვცემ.
თვალებში მაშტერდება, მეც ჯიუტად ვუყურებ, ამას ევა ხომ არ ვგონივარ? ხელებში რომ ჩაადნება..
არადა კი ვგრძნობ როგორ ვიფერფლები მის თვალებში, მაგრამ არ ვიმჩნევ, ძლიერად ვუმკლავდები.
ბოლოს მიღიმის.
ახლა სულ სხვანაირად, მგონი ეს აპლოდისმენტების ღიმილია, ტაშს მიკრავს რომ გავუძელი მის მომაკვდინებელ მზერას..
ფეხზე დგება და უთქმელად მტოვებს..
მე თავს მარტო ვგრძნობ, ამიტომ შავოსნებს ვისვამ მაგიდასთან და მათთან საუბრით გამყავს დრო..
მერე ვხვდები რატომ არ ლაპარაკობენ, როგორცკი ხმას ამოიღებენ, ყველანაირი შიში გიქრება მათ მიმართ, მაშინვე გეკარგება ის თავდაპირველი შთაბეჭდილება დევკაცებზე და ხვდები რომ შენ წინ ორი პატარა ბავშვი დგას..
ძალიან ვერთობი შავოსნებთან დიალოგით..
მერე ვთხოვ რომ სასეირნოდ გამომყვნენ, თავიდან უარობენ, არ გვაქვს უფლებაო.
მე თვალებს ვიწყლიანებ, თავს დაბლა ვხრი და ქვევიდან ამოვყურებ საწყალი ნაგავში გადაგდებული ბავშვივით, გული უწუხდებათ ჩემ დანახვაზე, უხერხულად იშმუშნებიან და ბოლოს თანხმობასაც ვიღებ..

ვსეირნობთ, მე თავს დაცულად ვგრძნობ, ვიცი რომ არ დავიკარგები აყლაყუდების გვერდით.
ნაყინებს ვჭამთ, ფოტოებს ვიღებთ..
ახალ ადგილებს ვეცნობი..
შავოსნები კოსტიუმსაც კი იხდიან.
მოკლედ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს, ლამის მადლობაც კი გადავუხადო ადრიანეს რომ ეს ორი დევკაცი დამიყენა დაცვად.
უკვე საათზე მეტია რაც გარეთ ვართ და ნიკოლის ტელეფონიც რეკავს..
როგორცკი ტელეფონს იღებს, სახეზე მაშინვე შფოთვა ესახება.
ლაპარაკის დაწყება უნდა, მაგრამ აშკარად არ აცლიან..
ბოლოს ტელეფონს თიშავს, ისევ იმ მკაცრ გამომეტყველებას იბრუნებს და უხეშად გვეუბნება.
-უკან ვბრუნდებით, სასწრაფოდ!
მართლა ვიცვლით გეზს.. მეც არ ვეწინააღმდეგები, ვიცი რომ აზრი არ აქვს.
ჩემ გამო ისედაც მოხვდებათ.
ვცდილობ ნიკოლი გავამხიარულო.
მივდივარ და ქართულად ვეუბნები რაღაცებს, ვერ იმეორებს და ამაზე სულ ეცინება..
გამომდის.
ჯეკიც გვყვება, ისე კარგად წარმოთქვამს ქართულ სიტყვებს რომ ვასკვნი, გენებში ვიღაც ქართველი ჰყავს..
სასტუმროსთან ისევ ისერიოზულებენ სახეებს და ჩემ უკან იკავებენ ადგილს.
მე ხმამაღალი სიცილი მიტყდება.
შიგნით შესვლამდეც ვხედავ ევასა და ადრიანეს, სავარძელში მოკალათებულებს..
ოფლი მასხავს..
არ ვიცი რაზე საუბრობენ, მაგრამ ორივე კმაყოფილი ჩანს.
‘მე თქვენ განახებთ...’
ვამბობ გულში და ოქროსფერ კარს ვაღებ.
-კესაა.-ხელს სასაცილოდ მიქნევს ევა და მეც მათთან მივდივარ.
-სად იყავი?
-ვსეირნობდი. შენ რას აკეთებ ამ გეისთან ერთად?-ვითომ ჩურჩულით ვამბობ, არადა ყურში ჩავყვირი რო ადრიანემაც გაიგოს....
-გეისთან?-თვალები შუბლზე ასდის.
-ხო, გუშინ დავინახე, წითელი ქალის თეთრეული ეცვა...-ადრიანესკენ ვაპარებ თვალს, მინდა სიცილით მოვკვდე როცა მის გაოგნებულ, გაჯიქებულ სახეს ვაწყდები, მაგრამ თავს ვიკავებ რომ ევასთან თავი არ დავიწვა..
ევა გაცოფებული მაკვირდება ხან მე, ხან ადრიანეს...
მასში გეის პოვნას ცდილობს, არ ვიცი ახერხებს თუ უბრალოდ ჩემს ნათქვამს ენდობა, მაგრამ ფეხზე დგება და ‘სულ გადაჯიშდა ეს ხალხი’-ს ყვირილით გარბის, სავარაუდოდ თავის ნომერში.
როგორც კი თვალს ეფარება, მაშინვე სავარძელზე ვეხეთქები და სიცილს ვიწყებ..
ადრიანეს ხელს ვგრძნობ, ყელში მაგრად მიჭერს.
თავს ვწევ და მისი ხელისგან ვთავისუფლდები.
ვატყობ რომ ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ ვის ადარდებს?
თვალებში ვუყურებ და ვამჩნევ რომ შურისძიების ვარსკვლავები უციმციმებენ..
ფეხზე დგება, მეც მაყენებს, ჯერ კიდევ არ იცის რას გააკეთებს ჩემთვის ზიანის მოსაყენებლად.. თვალებს აცეცებს აქეთ-იქით.
უეცრად ჩემს ღიმილიან ბაგეებს გიჟივით აწეპებს თავისას და ისე ვნებიანად მკოცნის, ჭკუიდან ვიშლები...
უეცრად ჩემს თავთან იხრება, ხელებით მიმოწმებს ღიმილიან ბაგეებს.. თითებს მიფათურებს სახეზე და ვგრძნობ როგორ იცვლება მის სხეულში ტემპერატურა..
სადაცაა ლოყა დამეწვება მისი თითებისგან წამოსული სიცხით, მაგრამ ხმას არ ვიღებ, არაფერს ვამბობ..
ვდგავარ მის წინ ისევ სათამაშო მარიონეტივით..
თვალებზე მადებს საჩვენებელ თითებს, არ ვეწინააღმდეგები, ვხუჭავ...
უკვე ვეღარაფერს ვხედავ, თვალებზე ვგრძნობ მისი თითების სიმძიმეს და სახეზე მისი სუნთქვა დაუკითხავად დამთამაშებს...
ჩემს ვნებისგან დასიებულ ბაგეებზე, მის ტუჩებს ვგრძნობ და უცნაური, ჩუმი კვნესა მხდება ჩემდაუნებურად..
კოცნაში ვყვები, თვალებს არ ვახელ, მირჩევნია ყველაფერი ასე დარჩეს..
_______
იმედია მოგეწონათ.❤️❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 514 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
Dges ikneba?
avatar
0 Spam
2
ვაიჰ როგორ მომეწონა, ვგრძნობ წინ ვნებიანი და სათუხთუხო ამბები გველის, ქარიშხალი და ტორნადო:)) -:*
avatar
0 Spam
3
Shemdegi rodis daidebaa?
avatar