ქსელი(3)
23.01.2018, 22:33
სამსახურში ვზივარ და გადტერებული ვუყურებ კომპიუტერის ეკრანს,ახლა ნამდვილად არ მაქ მუშაობის ნერვები.ფანჯარაში ვიხედები,არა ხედი შესანიშნავი ნამდვილად არ არის, მაგრამ რეალობისგან გასაქცევად საკმარისია.კარები იღება და ჩემი უფროსი შემოდის.ქალბატონი ანა,ო ეს ცალკე ფენომენია
-რა გჭირს ?რატომ არ მუშაობ ?
თუ ჰგონია ამას ,რომ ჩემი ოჯახის ამბებს მივუყვები ძალიან ცდება
-არაფერი დავიღალე ცოტა,ვიფიქრე თვალებს დავასვენებდი
-აჰ,კარგი.მოკლედ გეტყვი,შენთვის ახალი საქმე მაქვს...
ოღონდ ეს არა,ყველაფერი სულ ჩემი გასაკეთებელი როგორაა
-ახლა ისედაც ბევრი საქმე მაქვს...
-ვიცი,ნუ ღელავ შენს საქმეებს სხვებს მივცემ,ძითადი სამუშაო უკვე გაკეთებულია.ეს საქმე კი ძალიან მნიშვნელოვანია,შენს გარდა სხვას ვერ ვანდობ
ნუ რაც მართალია, მართალია!
-კარგი და რა მევალება
-ახალი კომპანიაა,ბუღალტერი სჭირდებათ თუ მოეწონები გრძელვადიან კონტრაქტს დავდებთ.
-ძალიან კარგი!როდისაა შეხვედრა?
-ხვალ ოფიციალური გახსნაა და იქ უნდა წავიდეთ,დანარჩენზე მერე შევთანხმდებით
მაღაზიაში მივდივარ კაბის ასარჩევად,რა თქმა უნდა მოკლეს,ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე,ფეხსაცმელები მაქვს და ფერს იმას შევუხამებ.გადაპრანჭვას არ ვაპირებ,დაე იფიქრონ, რომ საერთოდ არ მაინტერესებს მათი აზრი.პრინციპში ეგრეცაა.
საღამოს ანამ გამომიარა თავისი ტოიოტათი და წვეულებაზეც მივედით.არავის არ ვიცნობთ,კომპანიის მფლობელს ეძებს მაგრამ უშედეგოდ.მეც ვათვალიერებ ხალხს,ჩემი ბედი,რომ ვიცი ვიღაც ნაცნობი იქნება.ჯანდაბა,ოღონს ეს არა!ჩემი პირველი,არა მეორე,სიყვარული ბექა.რომელიც ჩემი კლასელი იყო,მან იცოდა ჩემი გრძნობების შესაძებ,აი მისი კი ვერაფრით გავიგე.ბანკეტის მერე არ მინახავს,ღმერთო რამდენი წელი წავიდა.ნეტა აქ რა უნდა?!
-წამოდი აგერ დგას.
ანა სადღაც მიმათრევს.
-გამარჯობა,ბატონო ნიკა!გაიცანით ეს ლიზაა,რომ გეუბნებიდით
-გამარჯობა!
მოიცა ეს მემგონი ბექას მამაა,რატო ვარ ცოცხალი.
-სასიამოვნოა,იმედია ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება
-რა თქმა უნდა.
-კარგი,გაერთეთ გოგოებო,საქმეზე მერე ვილაპარაკოთ.
ვაიმე ამ ხალხს ოღონდ ასვი და აჭამე,მაგიდასთან ვდგები და ჩხირზე წამოცმულ მარწყვს ვატრიალებ.ანუ ახლა რა გამოდის,ქმარ დავშორდი და ძველ სიყვარულს შევხვდი,არა არ შემიძლია ამდენი დრამა.ხმამაღალი სიცილი მესმის,ადრესატისკენ ვიხედები.ოჰ,რატომ არ მიკვირს ნეტავ,დიმიტრი ბექას ძმაკაცი და ასევე ჩვენი კლასელი,რომელსაც ვერ ვიტანდი.ერთმანეთს ელაპარაკებიან ალბათ რაღაცას ლაზღანდარობენ,როგორც ყოველთვის.
-წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო
ვაანალიზებ, რომ ანას სწორედ ზემოთ ხსენებული ორი პიროვნებისკენ მივყავარ.დაჟინებით ვუყურებ ორივეს,ბევრჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა და დადგა ეს მომენტიც.დიმიტრი მამჩნევს და ბექას რაღაცას ეუბნება, ისიც იხედება ჩემსკენ.
-ბიჭებო გაიცანით ეს...
-ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს
-ვუი მართლა
-ხო,კლასელები ვიყავით
-კარგი მე დაგტოვებთ,ისაურბეთ ახალგაზრდებმა.
ანა გვტოვებს და სიჩუმე ისადგურებს.მე თუ არ დავიწყე ლაპარაკი ესენი ხმის ამომღებნი არ არიან.
-აბა ,როგორ ხართ?
-რავი კარგად ,შენ?
მეუბნება დიმიტრი,ბექა გაშტერებული მიყურებს.ეჰ,ყურება რო საქმეს შველოდეს.
-მეც კარგად,როგორც მივხვდი ეს კომპანია თქვენია
-ხო პარტნიორები ვართ.
-სხვა?
-მე ცოლი მოვიყვანე,შენც გათხოვილხარ.
მზერა ჩემს ბეჭედზე გადააქვს.
-ვაა გილოცავ,ბარბარე მოიყვანე ალბათ
-არა ბარბარე,არა
თავს ხრის.საინტერესოა,რომელი უბედური გაყვა ამას ცოლად
-კარგი,ახლა უნდა წავიდე,მეჩქარება
-რატომ ჯერ ადრეა
როგორც იქნა ამოიღო ხმა ბექამ
-დღეს ელ კლასიკოა,მე და ჩემმა ქმარმა უნდა ვუყუროთ
-ო საპატიო მიზეზია
აღნიშნავს დიმიტრი
-ნამდვილად
ტყუილი, რომ არ იყოს კარგი იქნებოდა მართლაც.
გარეთ გამოვდივარ, ტაქსის გასაჩერებლად.
-თუ გინდა გაგიყვან
გვერდით მიდგება ბექა.ვყოყმანობ, მაგრამ მაინც ვთანხმდები,მართლა ქმართან ხომ არ მივდივარ.გზაში ხმას არ იღებს,ვაიმე ჩემთან რატო ეყლაპება ამას ენა.
-როგორია შენი ქმარი?
-რას ნიშნავს როგორი?
ესეთ ლაპარაკს საერთოდ მუნჯი იყო კი სჯობს.
-გინდა სურათი განახო
პასუხს არც ველოდები ,ისე ვიღებ ტელეფონს.აშკარად გაუკვირდა ასეთი სიმპატიური ქმარი ,რომ მყავს,აბა რა ეგონა სულ მის ლოდინში ვიქნებოდი.სანამ მობილურს ჩანთაში დავაბრუნებ სურათს მეც ვუყურებ და ვხვდები,რომ ამ კაცის მიმართ არაფერს ვგრძნობ.
ბექამ სახლში მიმიყვანა,ერთმანეთს უთქმელად დავემშვიდობეთ.ელ კლასიკოს მართლაც ვუყურე,მაგრამ მარტო.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 955 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar