ქსელი(4)
25.01.2018, 18:55
მაღვიძარას ხმა პირდაპირ თავში მირტყამს,რად მინდოდა ეს ფეხბურთი,მაგის გამო სამზე დავიძინე.ახლა კი სამსახურში ვარ წასასვლელი.ჯერ ბატონ ნიკასთან უნდა შევიარო,იმედია ის იდიოტები არ შემხვდებიან.
შეხვედრამ მშვენივრად ჩაიარა,ანაც კმაყოფილია ჩემი მუშაობით.საბუთებში ვიქექები,როცა ბურღვის ხმა ესმის.ოღონდ ეს არა,ყველგან რემონტი როგორ არის?კაბინეტიდან გავდივარ და მისაღებში მჯდომ გოგოს ვეკითხები
-რა ხდება?გამისკდა თავი
-ზევით ოფისი იქირავეს და რემონტია,ქალბატონო ლიზა.
ჯანდაბა ახლა ამათ რა აიტანს,თან როგორ გინდა ეჩხუბო?მე ნერვოზი მაქვს და თქვენ რემონტი შეწყვიტეთ მეთქი?საღამოს,რომ იმუშაონ არ შეიძლება?ო,ეს კარგი არგუმენტია.
ზემოთ ავდივარ,რა თქმა უნდა,ფეხით.არა,ლიფტის არ მეშინია,უბრალოდ ფასიანია და ჩემი ხელფასი ნამდვილად არ მემეტება კატაობაში.
ვაიმე აქაურობა ბრძოლის ველს გავს,დედა შვილს არ აიყვანს ხელში.აზრი არ აქვს შესვლას,მუშას ხო არ ვეჩხუბები?
წასვლას ვაპირებ,როცა ღია კარს ვხედავ იქიდან კი ლაპარაკის ხმა ისმის,იქნებ აქ იყვნენ უფროსები.ნაბიჯს ვდგამ და ვხვდები ,რომ კამათობებ.ჯობია დავაცადო, თორემ ყველაზე მეტი გამშველებელს ხვდება.
-ვიცი,რომ არ გიყვარს და რატომ არ ანებებ თავს?
-შენ რა იცი მე მიყვარს თუ არა?
-რომც გიყვარდეს მე ვუყვარვარ და მურმანის ეკალივით რას ესობი?
-არ მაინტერესებს!მაინც ჩემი იქნება!
ჯობია შევიდე,თორემ ესენი ერთმანეთს დახოცავენ.კარებზე ვაკაკუნებ და ეგრევე ვაღებ.ორივე მე მომაშტერდა,ისეთები არიან არ ვარ წინააღმდეგი.
-უკაცრავად,ეს ოფისი თქვენ იქირავეთ?
-დიახ,რამე პრობლემაა?
მპასუხობს ერთ-ერთი, მეორეს კი აშკარად არ აიტერესებს ეს თემა და მიდის
-მერე ვილაპარაკოთ
-გისმენთ,დაბრძანდით
-არა იყოს,მოკლედ მე ქვევით ვმუშაობ და ძალიან მაწუხებს...
ლაპარაკს ბურღვის ხმა მაწყვეტინებს.
-აი ეს,არ შეიძლება მუშებმა ღამე იმუშაონ?
კაცი მაკვირდება,თითქოს რაღაცას განსჯის.
-ასეთ შემთხვევაში მეტ ანაზღაურებას მოითხოვენ
ახლა რა უნდა ამას მუშების ფული მე გადავიხადო,ეგღა მაკლია.
-კარგი მაშინ ყურის საცოცბებს ვიყიდი.
ვეუბნები ნიშნის მოგებით და ოთახიდან გამოვდივარ.რა თვალებით მიყურებდა,ამას ქალი არ უნახავს?ახლახანს კაცს კლავდა სიყვარულისთვის და მე მიჟუჟინებს თვალებს,ასეთებს ნამდვილად ვერ ვიტან.ეგეთი ქმარიც მყავდა და ისიც მეყოფა.ხო მართლა ადვოკატს უნდა დავურეკო,იმედია ცოლის ღალატი გადაიტანა და არ მოკვდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 927 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar