ქსელი(7)
27.01.2018, 13:47
დილით კარებზე კაკუნი მაღვიძებს.კარებს ვაღებ და ნიკა მხვდება ღიმილიანი სახით
-ვიფიქრე ერთად გვესაუზმა,კარგი პიცერია ვიცი
-ო მაგაზე უარს ვერ ვიტყვი,ქვევით დამელოდე მალე ჩამოვალ
აშკარად ეჭვი ეპარება ჩემს სიტყვებში,მაგრამ მართლა მალე ვემზადები.ძალიან ლამაზ კაფეში ვჯდებით
-შენი მეგობარი სად არის
- საქმეები აქვს,შენ დასასვენებლად ჩამოდი?
-არა მეც საქმე მაქვს,მაგრამ დღეს მცალია
-კარგია ესე იგი ბევრი დრო გვაქს.მომიყევი რამე შენზე
-მოსაყოლი არც არაფერია.ბუღალტერი ვარ და აქ საქმეზე ჩამოვედი
-გათხოვილი ხარ
-გაშორებული
-რატომ დაშორდით?
-მიღალატა
-და ვერ აპატიე?
-რა თქმა უნდა, ვერა!ისე პატიება არც უთხოვია
-შენ გყავს მეუღლე?
-არა და არც მყოლია
-რატომ?
-მე ერთადერთს და განუმეორებელს ვეძებ
-მე მეგონა რომ ვიპოვე მაგრამ შევცდი
-ჯერ კიდევ არ არის გვიან
-ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გვიან ხდება
მიმტანს პიცა მოაქვს და ჩვენც მივირთმევთ.
-წამოდი ნავით გავისეირნოთ
-კარგი,იმედია წყალში არ გადავვარდები
-რატომ ცურვა არ იცი?
-კი როგორ არა,მაგრამ არ მინდა ახლა დასველება.
ამ რომანტიკულ სიტუაციაში მკოცნის.რატომღაც არ ვბრაზდები,პირიქით მეცინება.
-პიცის გემო გქონდა
-ხოო?შენც
-ნეტავ რატომ?
მართალია, რომ ამბობენ მნიშვნელობა არ აქვს რას აკეთებ მთავარია ვისთან ერთად აკეთებო.ნიკასთან ერთად განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია,ქალაქი დავათვალიერეთ,ნავით გავისეირნეთ,კინოში წავედით,მე კი ისე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს როგორც არასდროს.
ჩემი ნომერის კართან ვემშვიდობებით ერთმანეთს,სასიამოვნოდ დაღლილად ვრგრძნობ თავს,ლოგინზე ვეცემი და ვიძინებ.
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს,კიდევ კარგი დაყენება არ დამავიწყდა.სასტუმროს რესტორანში ვხვდები კლიენტებს,ინგლისურად ვსაუბრობთ.ვაკჩნევ ბართან ნიკა ზის და მიყურებს.ერთმანეთს ვუღიმით.შეხვედრას ვამთავრებ,ის კი ჩემსკენ მოდის.
-აბა,როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
-კარგად,ყველაფერი რიგზეა
-კიდევ გაქვს საქმეები?
-დღეს შეხვედრა აღარ მაქვს,მაგრამ უნდა ვიმუშაო ხვალისთვის მზად უნდა მქონდეს საბუთები
-საღამოს, რომ იმუშაო
-არა,შუადღეს მირჩევნია
-კარგი მაშინ საღამოს რესტორანში წავიდეთ
-კარგი
-აქ რამდენ ხანს რჩები?
-ზეგ უნდა წავიდე
-მე კიდევ ხვალ მივდივარ
სახე მომეღუშა არ მინდა, რომ წავიდეს.ამას ამჩნევს
-ისე შემიძლია სმენა გადავცვალო და ერთ თვითმფრინავში ვიქნებით
-პილოტის კაბინაში შეიძლება შემოსვლა?
-ო შენ, რომ მაქ შემოხვიდე კონტროლს დავკარგავ და თვითმფრინავს ჩამოვაგდებ
ამაზე ორივე ვიცინით
-ნუ აზვიადებ
-სულაც არა,მიყვარხარ
ისე მოულოდნელად მეუბნება,ბრინჯივით ვიბნევი
-მაშინვე შემიყვარდი,როგორც კი დაგინახე
-მე არ მჯერა ერთი მახვით სიყვარულის
-არც მე მჯეროდა
ერთმანეთს ვეხუტებით,არ ვიცი ამ კაცის მიმართ რას ვრგრძნობ,მაგრამ მინდა ჩემს გვერდით იყოს.თანაც დასაკარგი არაფერი მაქვს.
მემგონი გავცივდი,ნიკა ნომერში მაკითხავს მე კი ადგომის თავიც არ მაქვს.შემოდის და რომ მხდავს შეშფოთებულ სახეს იღებს
-რა დაგემართა?
-არ ვიცი,თავი მისკდება,მგონი სიცხე მაქვს
ხელს შუბლზე მადებს
-ცხელი ხარ,წავალ წამლებს ვიყიდი
წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ მაქვს,რატომ უნდა დაიხარჯოს.ისე მეძინება ვერ ვხვდები,როცა ვიღვიძებ ნიკა გვერდით მიზის.
-როგორც იქნა გაიღვიძე
-მმმ
ლაპარაკის თავი არ მაქვს
-მოდი წამალი დალიე
ძლივს ვსვამ
-რატო შეწუხდი
-კარგი ახლა ეგეთები არ იყოს.
ისევ ვიძინებ.საღამოს მეღვიძება,ნიკას ჩემზე ჩახუტებულს ძინავს,ვაიმე რა საყვარელია.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 899 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar