ქუჩის ბოლოს გახსნილი მაღაზია
08.11.2017, 16:40
დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, ახლო-მახლოს არფერია, არც სკოლა, არც მაღაზია... მიტოვებული ადგილია, კორპუსების მეტს ვერაფერს დაინახავ.
პურის საყიდლად ჩავედი, ლიფტიდან გამოვედი, ბოლო კიბეები ჩავირბინე და ჩემი მეზობელი შემხვდა:
- გოგო, გაიგე?! ქუჩის ბოლოს მაღაზია რომ გაიხსნა?!
ისე სწრაფად ჩამიქროლა ვერაფრის თქმა მოვასწრე, მერე მეც დავიკიდე და ჩემი გზა გავაგრძელე.
ვიარე, ვიარე და ქუჩის ბოლოს ერთ მაღაზიას შევხვდი. მართლაც, არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა. თუმცა რა გინდა რომ იქ არ იყოს.
ადრე პურის საყიდლად მთელი ნახევარი საათი მწირდებოდა გზაზე, ახლა ყველაფერი ახლოს, ქუჩის ბოლოსაა. მაღაზია ძალიან ლამაზია, მხიარული ფერებითაა გადაჭედილი, გესიამოვნება იქ შესვლა.
პური ვიყიდე და სახლში დავბრუნდი, ძალიან მიხაროდა ამ მაღაზიის ამბავი. ერთი ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანდა ეს მაღაზია. მე ხატვა მეხერხებოდა და დავხატე კიდევაც.
ამ ყველაფრის შემყურეს სულ დამავიწყდა რომ ჩემს დაქალს დავპირდი საყიდლებზე წაგყვებითქო, იმდენი მეხვეწა უარი ვერ ვუთხარი.
თერთმეტი საათიც გახდა და თავზე დამადგა, მზად რატომ არ ხარ წავიდეთო. ნავედით და მოვედით, მთელი სამი საათი მოლში მაყურყუტა, მოკლედ, მთელი მოლი წამოიღო, სახლში დაბრუნებულზე, ამდენი რამე რაში მინდოდა რა იდიოტი ვარო. ერთი მაისური ჩემთვისაც გაიმეტა და სახლში წამოვედი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lifeismine641
ნანახია: 689 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar