Mad World[1]
28.05.2017, 21:36
მილიონი სახე ყოველ დღე ამ შეშლილ სამყაროში და არც ერთი სახე ნამდვილი.
საღამოს გასეირნება გადავწყვიტე,შეხვედრიდან ახალი გამოსული ვიყავი და ქუჩას მშვიდად დავუყევი.ეს სიბნელე ყველაფერს ანადგურებდა.ლამპიონები უშედეგოდ ცდილობდნენ გაქცეოდნენ სიბნელეს.ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მივუახლოვდი ხიდს რომელიც ზღვაზე იმხელა სიმაღლეზე აეშენებინათ მიახლოება და იქიდან გადახედვაც კი მზარავდა.
როცა ის შევამჩნიე,შავ კაბიანი სილუეტი, გავიფიქრე როგორი უმეტყველო სახე აქვს,თითქოს არაფერი ადარდებს უკე დიდი ხანია გამოემშვიდობა სიცოცხლეს.ამ ცოფიან და გაუმაძღარ ხალხს-მეთქი.შავი თმები აეკეცა,მოშიშვლებული მხრები ერთიანად უთრთოდა,არც შემოუხედავს ხიდთან მივიდა და წყალს დაუწყო დაჟნებით ყურება.წასვლა ვერ გავბედე.მაინტერესებდა რა მოხდებოდა.რაღაცას ჩურჩულებდა კარგად არ მესმოდა მაგრამ სიტყვების დაჭერას ვახერხებდი.ჩუმად ჩამოსდიოდა ცრემლები,ის კი უხეშად იშორებდა.ხელში ვწვდი როგორც კი გადასახტომად მოემზადა.ის არ გავდა იმ მილიონ სახეს რომელთაც ყოველდღე ვაწყდებოდი.სიმწვანეში ჩაფლული,გაციებული მზერით მიცქერდა.ასე გაუნძრევლად ვუყურებდით ერთმანეთს სანამ ჩემი ხელი უხეშად არ მოიშორა.რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა,შემდეგ შებრუნდა და ქუჩას დაუყვა.მე მალევე დავეწიე და გვერდით ამოვუდექი.
-როგორ ხართ?-არ გაჩერებულა ფეხს უფრო აუჩქარა.არც მე ჩამოვრჩი.
-ეგ უკვე თქვენი საქმე არ არის, მოჩვენებითი შეწუხებული ხმით და სახით ცდილობთ სინდისის დაკმაყოფილებას?
-და ეგ რა შუაშია?-გავოცდი მის სიტყვებზე.ის გაჩერდა წამით შემომხედა,მერე თავი მიაბრუნა და ისევ ზღვას დაუწყო ყურება.კიდევ რამე არ დააპიროს შიშით ახლოს დავდექი მასთან ისე რომ მის სახესაც ვხედავდი.
-ყველაზე მეტად აი აქ დგომის მეშინია,მაგრამ ახლა აქ რომ ვარ გარემოებების ბრალია.-ოდნავ ჩაიცინა და შემომხედა.-მაპატიეთ უხეშობისთვის.მაგრამ ჯერ არ ვიცი კარგი გააკეთეთ ჩემთვის თუ ცუდი.-ახლა მოვკარი ქალის ტანის თრთოლვას,მის მხრების კანკალს,მაშინვე გავიხადე პიჯაკი და მხრებზე მოვახვიე.მადლიერი თვალებით შემომხედა.
-არა მგონია ცუდი საქმე გამეკეთებინოს.
-რამე თუ ქსმენიათ პოლიტიკური ქორწინების შესახებ.
-კი როგორ არა,მაგრამ დღევანდელობაში ასეთი რამ აღარაა.
-აღარაა-გაიცინა.ცოტა შევცბი.-სამყარო სამყაროა ბატონო,ყოველთვის შეშლილი დარჩება.
-ნუთუ თქვენ...
-არა,მაგრამ მალე მოხდება ეს,გსმენიათ თუ არა შალვა ლიპარტელიანზე?
-ამ ქალაქის მერია.
-რა აზრის ხართ მასზე?
-იცით მე დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ მაგრამ როგორც ვიცი არ არის კარგი პიროვნება.
-საშინელი და ბინძურია ის.-ისეთი ზიზღით წარმოთქვა მივხვდი პირადად იცნობდა.
-ამას რატომ ამბობთ იცნობთ?
-გეტყობათ რომ აქ არ ცხოვრობდით,მამაჩემია.-ალბათ სახის ძალიან ცუდი მიმიკა მივიღე,სულ არ მაინტერესებდა როგორი რადგან მას გაეცინა ჩემზე.მეც ავყევი მას,ამ ქუჩაში მარტო ჩვენ ვიყავით,ჩვენი ხმები კი ძლიერ ექოდ მიმოიფანტნენ გარშემო.
-მაპატიეთ,უნაბურად გამეცინა.უბრალოდ ახლა ,ამ წამს არ მეგონა თუ შეძლებდნენ ჩემს გაცინებას.
-მე კი მიხარია თუ ეს შევძელი.
-უცნობებთან საუბარი ყოველთვის მიჭირდა დარწმუნებული ვარ სახლში რომ მივალ გამეცინება დღევანდე დღეზე და არასდროს დამავიწყდება.
-მე კი საერთოდ არ ვლაპარაკობ ბევრს.
-ასე ვიყავი ბავშვობაში თუ არ შემეკითხებოდნენ ხმას არ ვიღებდი,მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.რომ შემეძლოს გაქცევა,ამ აურზაურიდან თავის დაღწევა უკანმოუხედავად წავიდოდი.თქვენ არ ყოფილხართ ასე?
-ბევრჯერ.მაგრამ ასე რატომ გინდათ წასვლა?თუ რამე პირადული არაა.-უცებ დავამატე.
-ეს ყველაზე პირადულია.-გაეცინა.მაგრამ შევამჩნიე ისევ როგორ მოგროვდა სევდა მის თვალებში.
-ახლა მე რომ გადავმხტარიყავი ზღვის მონად ვიქცეოდი,განა რამე შეიცვლებოდა,არა.არ გადავხტი და მე მაინც მონა ვარ.ამ ცხოვრების და უფრო მეტად მამაჩემის.რასაც რძანებს უნდა შევასრულო,ზოგჯერ დღეში ორ სამ შეხვედრას,მდიდრულ წვეულებებს უნდა დავესწრო.რომ იცოდე როგორ ამოვიდა ეს თვალთმაქცი და პირფერი ადამიანები ყელში.შენი აზრით გაქცევა ცუდი აზრია?
-ის გზა რაც აირჩიე ცუდია,მაგრამ არსებობს სხვაც.
-მაინც რა?
-წადი სადმე,გაიქეცი მაგრამ ამ გზით არა.
-არ შემიძლია,ძალა არ მაქვს ამის მაინც მიპოვნის მამა,არ გამიშვებს.
-გეშინია მისი?
-შეიძლება.
-ქორწილი რომ ახსენე ....
-არა არანაირი ქორწილი მაგრამ ვიცი ოდესმე ესეც მოხდება.ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც მას სურს,და თუ ამას მოინდომებს სხვა გზა არ მექნება მაშინ მართლა წავალ.არ იფიქრო პატარა ბავშვია სხვის ჭკუაზე დადისო,ასე არაა უბრალოდ ვიცი რისი გამკეთებელია.ახლა შენ რომ გიყვები ჩემს ცხოვრებაზე ცოტა მეუხერხულება და არ არის სწორი.მაგრამ რომ იცოდე სასიამოვნოა ვიღაცასთან საუბრით გულის გადაყოლება.შენნაირი ადამიანი მჭირდება გვერდით მთელი დღე რომ ველაპარაკო,არც დავიღლები.-ჩუმად გავაპარე თვალი მისკენ,მესიამოვნა მისი სიტყვები.-შენ რატომ ჩამოხვედი აქ?
-მე?არც ჩამოვიდოდი ჩემი კომპანიონი ავად რომ არ გამხდარიყო.დიდად სასიამოვნო მოგნებები არ მაქვს აქ დარჩენილი ამიტომაა წლები რომ არ ჩამოვსულვარ.
-რატომ ვერ დაივიწყე წარსული?
-ასე მარტივი არაა.
-მე კი დიდი სურვილი მაქვს იყოს მარტივი.იმის დავიწყება შეგვეძლოს რაც გულს გვტკენს.
ჯობია წავიდე-ჩემი პიჯაკი მოიხსნა და ხელში მომაწოდა,არსაიდან გამოჩენილ ტაქსის ხელი დაუქნია.არ მინდოდა წასულიყო და მთელი სიბრაზით შევავლე ტაქსის მძღოლს თვალი.-ლიზა გიორგობიანი-გამომიწოდა ხელი.მეორეჯერ რომ დამიქნია ხელი მერე მოვედი აზრზე და მოვწყვიტე თვალები მის თვალებს.გამეღიმა.-რეზი ალადაშვილი.-სასიამოვნოა რეზი,ძალიან გთხოვ მამაჩემზე რამე ცუდს თუ გაიგებ არ გეგეონოთ რომ მეც მისნაირი ვარ,მისი არაფერი მცხია ასე რომ ვთქვათ.დედის გვარზე ვარ ასე რომ...
-თქვენზე ცუდს არც გავიფიქრებდი.
-ასე ნუ იტყვი რომ არ გენახე შენც მისნაირი გეგონებოდი.კარგად რეზი.-სწრაფად მოექცა ტაქსში და წავიდა.ხმის ამოღების საშუალება არ მომცა.ასე დავრჩი მარტო,სულ მარტო იმ ღამით მაგრამ შეცვლილი სრულიად.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1305 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar