Mad World [3]
10.06.2017, 19:09
-მითხარი ხშირად ოცნებობ ხოლმე?
-ბავშვობაში კი,როცა ვიყავი ბიჭი რომელსაც არაფერი ადარდებდა.მაგრამ მივხვდი რთულია ოცნებებმა გაუძლოს ცხოვრებას.
-ასე არ ვფიქრობ,აი მე მაგალითად მეოცნებედ დავიბადე და ვარ დღემდე.ზოგი ოცნებობს და რეალური სამყაროს აღქმას კარგავს,მაგრამ მე ასე არ ვარ.
-დავიჯერო არ მოგდომებია რეალური სამყაროს აღქმა დაგეკარგა?
-იცი,საერთოდ არის მომენტები როცა რეალობას უნდა მოვშორდეთ,მაგრამ იქ არ უნდა დავრჩედ,დიდი ხნით რეალობის მიტოვება საკუთარ ადგილს,ნამდვილ ადგილს გვაკარგვინებს.ბოდიში უნდა ვუპასუხო.-გისმენ თეკლა...კარგი მოვალ,ათ წუთში მანდ ვიქნები.მე უნდა წავიდე რეზი.-წამოვდექი სრაფად.
-თუ ისევ ტაქსით აპირებ წასვლას არ გაგიშვებ,მანქანით ვარ და გაგიყვან.
-მშვენიერია.-წამოვიძახე.
-----
-თეკლა ვინ არის?
-თეკლა ჩემი დაა,ის ჩემზე უმცროსია,თვრამეტისაა.მის ბავშობას გადავაყოლე ნერვები.ძალიან ჭირვეული იყო,ჩემს გარეშე არსად გადიოდა.ეშინოდა.
-ეშინოდა რისი?
-ადამიანების, მათი არ ესმოდა,უცნაურები ეგონა თითოეული.მარტო ხალხმრავალ ადგილებში ვერ გადიოდა.ახლა ასე არ არის,მაგრამ ფაქტია მაშინ,ბავშვობაში,ადამიანების ეშინოდა.
-უცნაურია.
-ნამდვილად.აი,აქ გამიჩერე.ეს ჩემი სახლია.-ერთი სახლის გამოტოვებით გავიშვირე ხელი.
-აქ რატომ გამაჩერებინე,ჭიშკარამდე მიგიყვანდი.
-არა,არა.-სწრაფად ვიუარე.-მე მალულად გამოვედი,ასე რომ ასევე უნდა შევიდე.აქედან საიდუმლოდ შემიძლია სახლში შეპარვა.
-საშიში ყოფილხარ.
-ასეა,ვარ.
-ხვალამდე დაგემშვიდბები.
-კი მაგრამ ხვალ რომ არ მცალია,ჩემს ბიძაშვილთან ვარ სტუმრად დაპატიჟებული.
-ვახტანგისთან და ეკასთან.-თვალები შუბლამდე ამივიდა,მანქანიდან გადმოსული,ისევ უკან დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
-ვახტანგი ჩემი ძველი მეგობარია,დღეს დილით შემხვდა და მეც დამპატიჟა ხვალ მასთან.
-თურმე გვყოლია საერთო ნაცნობები.ხვალ იცოდე აუცილებლად ჰალსტუხით მოდი,ანუ ისე გამოეწყვე როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს.
-რა საჭიროა.
-დამიჯერე საჭიროა.-კარი მივიხურე და სწრაფად სამალავს მივაშურე.
-სად ხარ აქამდე დედამ უკევ მერამდენედ გიკითხა.-ჩემს ოთახში შესვლისთანავე მომვარდა ჩემი და.
-ხო,კარგი რა თეკლა.დამაცადე სული მოვითქვა,რამის გამომიჭირეს.
-რა?
-დამშვიდი ვერ გაიგე რამის.-ფეხებზე გავიხადე და საწოლში შევწექი,თეკლაც გვერდი დამიწვა.
-ის ვინ იყო?
-ვინ?
-ვინც მოგიყვანა,სიმპატიური მომეჩვენა,მოგწონს?
-აქედან რა დაინახე ჩემს თავს გაფიცებ მითხარი.რა არის,ბინოკლი გაქვს დაყენებული თვალებში?
-იტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს ვინ იყო.
-რეზი ალადაშვილი,ბიზნესმენია.გუშინ გავიცანი და დღესაც შემხვა,ოღონდ სულ შემთხვევით დაუგეგმავად.
-და სახლამდე მოგაცილა,მოგწონს?
-ხომ გითხარი სულ ორჯერ შევხვდი.დაიცა,შემთხვევით შენ..-თეკლამ თავში წამრტყა ხელი.
-ხომ იცი,მე რომ იმ ერთის გარდა სხვაზე ვერ ვფიქრობ.
-ო,მომიტევეთ თქვენო აღმატებულებავ.სახე რას მოგეღრიცი შენნაირ მარწყვივთ გოგოზე ვინ არ გაგიჟდება.
-მორჩი ახლა.
-გაიღიმე,თეკუშ,მე დამიჯერე უყვარხარ ლევანiს,მაგრამ რავიცი ასე შორიდან და უთქმელად რისი მიღწევა უნდა.ხომ ხვდებით ხოლმე სკოლაში.
-კი,ყველგან სულ ჩემს გვერდით ამოყოფს ხოლმე თავს მაგრამ ერთი ორ სიტყვას თუ ვეტყვით ერტმანეთს და მორჩა.
-რა გიყო, რა გიშველო არ ვიცი.
-შენ გირჩევნია რეზიზე უფრო მეტი მომიყვე.იცოდი ვახტანგის მეგობარი რომ ყოფილა?
-მე საიდან უნდა მცოდნოდა,მერე.
-ხვალ ეკაა დაბადების დღეზე ისიც იქნება,და ვუთხარი ჰალსტუხით მოდი მეთქი.-გავიცინე ხმამაღლა.
-რა,ჰალსტუხი ხომ არ გაგიჟდი,რა გინდა მაგ კაცისგან.
-ცოტა მხიარულება არ აწყენდა რაღაც სევდიანი თვალები აქვს.სერიოზული მზერა,მაგრამ რომ იღიმის თითქოს ცა იხსნება და იქიდან მზე გამოდის.-თეკლა საწოლზე წამოჯდა და სახეზე დამაჩერდა.
-არ ხარ შენ კარგად.-დედამ შემოაღო კარები.
-როგორც იქნა გაიღვიძე,როდის მერე იძინებ ასე ადრე.-დავამთქნარე,თეკლას გადავხედე.
-ჩემი ბრალია დედა,დღეს მთელი დღე დავალებების დაწერაში მეხმარებოდა.
-კარგით რა მნიშვნელობა აქვს,მინდა გაგახარო და ხვალინდელი წვეულება გავაუქმეთ,პრეზიდენტის მეუღლეს საყვარელი კატა დაეღუპა და ვერ მოდის.
-აა,კარგი დედა.-დეაჩემმა ეს ისე სერიოზულად და დამწუხრებულმა წარმოთქვა ეჭვიც კი შემეპარა შეცდომით კატის მაგივრად სხვა რამე ხომ არ თქვა-მეთქი,მაგრამ მისი გასვლის შემდეგ მე და თეკლამ ერთმანეთს რომ გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა მივხვდი სწორად გავიგე.
-გაიგე კატაო.-ვერ ჩერდებოდა თეკლა.-ის მსუქანი რუბენშტეინი.თან რა სახელი ქონდა.გახსოვს,სპეციალურად მაგისთვის მოოქროვილი ხალიჩა რომ გამოაგზავნინა დასაძინებლად.
-სორცხვილია,თეკლა,მოდი წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი,მის ხსოვნას,მის აღმატებულება მსუქან რუბენშტეინს.-იმ ღამეს თეკლა ჩემთან დარჩა,მთელი ღამე ვუყვებოდით მომავლის გეგმებს ერთმანეთს,ჩვენს ოცნებებს და სურვილებს.
-მეგონა დილით ყველას დავასწარი ადგომა,კიბეებზე ჩამოვირბინე ჩვენს მოსამსახურე ნანას უკვე გაეწყო მაგიდა,მაგიდიდან ორი ცალი ფუნთუშა ავიღე,ერთი ცალი მხარზე გადაკიდებულ ზურგჩანთაში ჩავიდე მეორე კი იმ წამსვე დავაგემოვნე.მამაჩემის დანახვაზე გადამცდა ლუკმა.
-არ დაიხრჩო ლიზა,წყალი დალიე.-მომაწოდა ჭიქა წყლით.-უნდა დაგელაპარაკო.
-მაგვიანდება.
-უნდა გელაპარაკო დაჯექი.-მკაცად გამიმეორა და გამოწეული სკამისკენ მანიშნა,მეც დავჯექი.
-გისმენ.
-მინდა ფსიქოლოგიიდან საბუთები გამოიტანო და ბიზნესზე შეიტანო.არ მინდა დროის ნაწილს ამ ფსიქოლოგიაზე ხარჯავდე და არაფერს აკეთებდე.
-მამა,მე ყველაფერს ვაკეთებ.
-ლიზა,შენ ყველაზე ძლიერი უნდა იყო,ყველაზე ჭკვიანი,პოლიტიკა ასეთია,შენც ჩემს გზაზე უნდა წამოხვიდე.
-შენ გზაზე?შევეშვი წერას.ვაკეთები იმას რაც გინდა,მაგრამ არ დავუშვებ ის ერთადერთი რამ წამართვა რაც სიცოცხლეს მიბრუნებს.საკმარისია.
-მე მამაშენი ვარ.მაგრამ მალე მიხვდები რომ შენთვის კარგი მინდა.
-და რას გააკეთებ,გამოაგდებინბ უნივერსიტეტიდან ჩემს თასვს.
-ამას დრო გვაჩვენებს ლიზა,ჭკუას მოუხმე.-თითი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1233 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar