Mad World[4]
26.06.2017, 10:54
-მე,რეზი ალადაშვილი,თავდავიწყებით ვარ შეყვარებული ლიზა გიორგობიანზე,ყველაზე ლამაზ და მშვენიერ არსებაზე.სულ რაღაც სამი დღეა რაც ვიცნობ და ვიცი,უკვე ვიცი, რომ ცხოვრების მეგზურად, მხოლოდ ის მინდა.თავიდან მეგონა მეჩვენებოდა,მაგრამ ღამეც რომ არ დამაძინა მასზე ფიქრმა,მივხვდი ჩემია,სხვა არავისი.ლურჯი ფერი მიყვარს დღეიდან,მისი თვალების ფერი.შეხედეთ რა მშვენიერია როგორ უხდება ღიმილი.აი,ისეთი გოგოა ყველას რომ უნდა უყვარდეს.მაგრამ მგონი არ ვუყვარვარ.თუ კი,რას იტყვი ლიზა?ახლა ისეთი სახით მოდის, მგონი ჩემი სიკვდილი უნდა.
-ხუთი საათის წინ-
ვახტანგისთან,სახლში შესვლისთანავე თვალებით ძებნა დავუწყე ლიზას.
-მოიცა,ლიზა არ არის?
-შენ ლიზას იცნობ?
-დიახ ბატონო ვახტანგ მე და რეზი ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ,ასე არაა რეზი?-წამში აღმოჩნდა ის ჩემს გვერდით და ჩვეული რბილი და მხიარული ტონით განაგრძო ჩვენთან საუბარი,სანამ ლიზა მოიგონებდა თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და ამ ამბავს მოუყვებოდა ჩემს მეგობარს,მე მას ვაკვირდებოდი დამისი თითოეული დეტალის შესწავლით ვიყავი დაკავებული.შავი ფერი შეიძლება გლოვასთან,ან ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს შავი ფერი მხოლოდ ლიზას კუთვნილება.ღიმილი ძალიან უხდება,იმის მიუხედავად რომ ძალიან იშვიათად იღიმის.სახეზე კი მაშინვე ეტყობა ემოცია,თუ მოსაუბრისგან დაღლილია სახეში ხშირად არ უყურებს, მისი ღიმილი კი უკვე ფორმალურ გამოსამშვიდობებლ ღიმილს ემსგავსება.სწორედ ასეთი მომენტის დროს ლიზა დავიმარტოხელე,მოსაწყენი სტუმრისგან თავის დაძვრენის შემდეგ აივანზე გავიდა და მეც რა თქმა უნდა უკან გავყევი.
-ოჰ,რეზი გაქცევაზე ფიქრობ შეენც?-გამიღიმა ნაზად-მგონი სასმელი სწრაფად არ გეკიდება არა რეზი?-გაიცინა და ხელით სტუმრებისკენ მანიშნა,რომლებიც თავს ძლისვ იკავებდნენ რომ არ წაქცეულიყვნენ,ზოგი კი ერთმანეთს ეცეკვებოდა,თუ ამას ცეკვას დავარქმევდი.შემდეგ კი იატაკზე ახდენდა ზღართანს.
-ხო,ნამდვილად არ მეკიდება სწრაფად.-გავიცინე მეც.-შენმა ჰალსტუხის ოინმა არ გაამართლა.
-არ მეგონა ასე ოფიციალურად თუ აღნიშნავდნენ,რას მოვიფიქრებდი.
-გინდა სადმე წავიდეთ?-სწრაფად მივაყარე.
-მაინც სად?-მალევე გაუნათდა სახე.-მოდი მე გადავწყვეტ,ერთი კარაოკე ბარი ვიცი.
-კარაოკე?--დაეჭვებულმა ვიკითხე.
-ხო,რა იყო,რა შეგეშინდა?იცი რა კარგად ვმღერი,შენც ამყვები.
-იმედია მაგ კარაოკე ბარში მაგარი სასმელი აქვთ,ამას იმიტომ გეუბნები რომ ძალიან უნდა დავთვრე რომ ხელში მიკროფონი დავიჭირო და ვიმღერო-გადავიხარხარე.მხარში კარგად მომხვდა მუჯლუგუნი,მასაც ეცინებოდა.
-ეს ბარი ძალიან მიყვარს აბიტურიენტობის დროსაც და შემდეგაც ხშირად მივდიოდით მე და ჩემი მეგობრები,შეკრება როცა გვინდოდა ვიცოდით ეს ადგილი ზედგამოჭრილი იყო,მყუდრო,არაფრით გამორჩეული მაგრამ საუკეთესო.
-წავიდეთ,ახლავე.
-მაგრამ ჩუმად უნდა გავიდეთ.
-რატომ?ესენი ისეთი მთვრალები არიან ვერაფერს გაიგებენ.
-სამაგიეროდ ეკა და გოგოები დამინახავენ და მკითხავენ....
-რას?-არსფერს.-უხერხულად შეიშმუშნა და ჩემზე წინ გავიდა ბინიდან.
......
-უკვე მეასეჯერ გთხოვ,წამოდი რა ვიმღეროთ.
-ნტ,არა ქალბატონო ამიტომ კი არ წამოვედი.
-კარგი,აბა მითხარი რატომ წამოხვდი.-გამომწვევად ვკითხე.
-შენ გამო,მინოდა შენთან ვყოფილიყავი.-დაუფიქრებლად მიპაუხა მან.
-ოჰო,და რატომ?
-მიყვარს შენთან საუბარი.
-კიდევ?-ყბა ხელის მტევანს დავაყრდენი.
-თვალები,თვალებში შენს ყველა ემოციას ვკითხულობ.კიდევ მიყვარს შენი ემოციური ხასიათი,აი უცებ რომ მოგივლის ხოლმე და ყველაფრის დაპყრობა რომ გინდება,იცი როგორი ხარ?მებრძოლი მეოცნებე ხარ.გინდა დამალო ემოციები, სწორედ ამიტომ გიყვარს განმარტოება.
-კიდევ რა შეგიძლია მითხრა ჩემზე.-ცოტა არ იყოს,შემეშინდა რადგან ყველაფერთან ძალიან ახლოს იყო.
-რაღაცას მალავ,რაღაც ძალიან გაწუხებს,გტკივა აი აქ-გულთან მიიტანა ხელი.-მაგრამ არ ამბობ,რატომღაც ასე გირჩევნია,ჩემი აზრით მაშინ,იმ დღეს მამაშენი არ იყო იმის მიზეზი რის გაკეთებასაც აპირებდი.აქ კიდევ სხვა რამ იმალება.ასეა?-სახე ახლოს მომიტანა.ავნერვიულდი,ხელების წვალება დავიწყე.
-თვალებში რატომ არ მიყურებ.-მიხვდა.თავში მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მიტრიალებდა.მიხვდა,მიხვდა,მიხვდა.
-მოდი ვიმღეროთ.-აღარ მინდოდა საუბრის გაგრძელება.ეს რთული თემა იყო,საკმაოდ რთული.ვხედავდი როგორ სერიოზულად მიყურებდა,რეზი,მაკვირდებოდა.
-ვიმღეროთ.-გავუმეორე.-მან გამიღიმა.
-კიდევ ერთხელ გიმეორებ არ ვიმღერებ.
-ოოო....
თვალებ მოჭუტული მოვშორდი რეზის,მაგრამ მალევე მივუჯექი ისევ მაგიდას.
-სმაში შევეჯიბროთ და თუ მოვიგებ ერთი სურვილი მექნება.რას იტყვი?-შენ გინდა ისე დამათრო შენი წასაყვანი გავხდე?-გაეცინა ხმამაღლა.-მაგრამ კარგი,მიღებულია გამოწვევა.-რა იცოდა რეზიმ ჩუმ-ჩუმად გვერდით მდგარ ყვავილის ქოთანში რომ ვასხამდი სასმელს.ცოტახნის შემდეგ ძალიან დათვრა,სულელივით ღიმილი და მომნტებში სიცილი დაიწყო.მეც კი ბლომად დავლიე მაგრამ ის,ნამეტანი იყო.-გამაგიჟე და გამომათაყვანე ამხელა კაცი.-გაეცინა თავისთავზე.
-რა?-გამეცინა მეც.-რადა გამაგიჟე-მეთქი.-ახლოს მოიწია.-მე შენ მიყვარხარ,მი-ყვარ-ხარ.-მთვრალი ხარ,მთვრა-ლი ხარ.-მხიარულად დავუმარცვლე,რაღაც ჩამოცხა. მაგიდიდან წამოვდექი.-წავალ ახლა წყალს მოგიტან და სახეში შეგასხავ, ცოტა გონს რომ მოხვიდე.-ოფიციანტის მოძებნა დავიწყე.-ახლა გაწყდებით ყველა.-ამოვთქვი ჩუმად.-ყურადღება,ყურადღება.-რეზის ხმის გაგონებისას უკვე მივხვდი რაღაც შარში რომ ვიყავი,გაბრაზებული მივტრიალდი უკან,მერე რაც მოხდა თქვენც კარგად იცით.
-რეზი,ჩამოდი ახლავე.-ერთი ხელით რეზი ჩამომყავდა მეორეთი კი ვცდილობდი მიკროფონი გამომეგლიჯა მისთვის ხელიდან,თან მინდოდა გავბრაზებულიყავი მთვრალ რეზიზე,მაგრამ როგორც ამბობენ მთვრალი კაცი ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობსო,(აბა სად აქვს მთვრალს ტყუილის თავი,)ასე რომ მეცინებოდა.

-რეზი ალადაშვილო,მოგკლავ.-ის კვლავ ჩემი ნერვების მოსაშლელად გიჟივით იცინოდა.
-რა გინდა,რა.
-ესე იგი რა მინდა.-სიმწრით წარმოვთქვი და გზაზე გამვლელ მანქანებს ვუყურებდი,ტაქსი მინდოდა გამეჩერებინა.
-შეხედე წვიმს.
-რას მელაპარაკები.-უცბად მომვარდა რეზი და ჰაერში ამიტაცა.
-ღმერთო, გამიშვი ხელი.
-მე ღმერთი კი არა რეზი ვარ და არ გაგიშვებ ხელს.
-მართლა,მაინტერესებს რამდენი ჭიქა ვისკი შესწირე ყვავილებს.-ცოტახნის შემდეგ მკითხა მან.
-დამსვი,რეზი დამსვი, ახლავე.-როცა ძლისვ შეისმინა ჩემი თხოვდა,გაოცებულმა და თან ინტერესით ვკითხე.-ისე,მაინტერესებს ამ დონის მთვრალი როგორ მიხვდი ამას.
-შეიძლება მთვრალი ვარ,მაგრამ ეგ ვერ გამომეპარებოდა.ხომ ხედავ რომ განგება ჩვენს წინააღმდეგაა,წამოდი შევბრუნდეთ.
-არა,სახლში უნდა წავიდე.
-გაწყენინე?თუ რამე გაწყენინე ბოდიში.-წამში შეეცვალა გამომეტყველება.ცოტა შემეცოდა.
-არაფეერი მწყენია რეზი,უბრალოდ ბევრი დავლიეტ და ყველაზე კარგი ვარიანტი ახლა სახლში ყოფნაა.
-ხომ იცი რომ ის რაც ვთქვი სერიოზულად ვთქვი.
-რეზი ასე მალე არ უყვარდებათ ერთმანეთი.
-უყვარდებათ.დამიჯერე უყვარდებათ.-იყო კატეგორიული პასუხი.
-არ ვიცი.
-მე არაფერს გაძალებ,მეც ევრ გავრკვეულვარ ამ გრძნობაში,მთვრალმა კი ის ვთქვი რასაც ვგრძნობ.
-როცა გაერკვევი მერე ვილაპარაკოთ.შენ უბრალოდ ამომიჩემე.
-ასე არაა,რომ მიცნობდე,შენ რომ კარგად მიცნომდე გეცოდინებოდა რომ აქამდე არ მივიდოდა ჩვენი ურთიერთობა.ვიცი ასე მარტივი დასაჯერებელი არ არის.მაგრამ ასეა.თუ შეგეჩვიე ვერ გადაგეჩვევი,მე კი ზუსტად ვიცი ამ გზას ვადგავარ.
-შენ თვითონვე თქვი,მე არ გიცნობ კარგად.
-მაგრამ გვაქვს დრო ამისთვის.
-ხო,ალბათ.-ხმაჩამწყდარმა ვუპასუხე.-წვიმაში,სიცივეში მობუზული მე და რეზი, რა სასტიკი სურათი იყო.უმაწყალოდ ჩაგვიარა რამდენიმე მანქანამ.
-ახლა მართლა გავაფრენ...-ამომხდა გაოცებულს,რამდენი ხანი ვწვალობდი რომ ვინმეს მაინც გაეჩერებინა,როგორც კი ბატონმა რეზიმ იკადრა და ჩემი საქმე გადაიბარა,იმ წამსვე გაუჩერეს.ორი ახალგაზრდა გოგო ისხდნენ მანქანაში.რეზის სულელურად უღიმოდნენ,მივხვდი მოეწონათ,აბა რა ვის არ მოეწონება,ესეც როგორ აეტუზა,როგორ ეარშიყება.იდიოტი,არადა მიყვარხარო,გამაგიჟეო.თითქოს რაღაც ამეწვა შიგნიდან.ცოტა ხანში როცა ბაასს მორჩა,ხელი დამიქნია და მასთან მიმიხმო.
-ლიზა,გაიცანი ნინუცი და ....
-შეკო,რეზი დაგავიწყდა?-დააბოლოვა შავ თმიანმა.-ღმერთო ჩემო როგორ თუ დაავიწყდა,გამეცინა ამ გოგოს ხმაზე,ისეთი სასაცილო იყო.-ისინი გაგვიყვანენ ჩემს სასტუმრომდე,ახლოსაა.-თქვა რეზიმ.
-რეზი,სად ცხოვრობ?სულ სასტუმროში ხარ?
-კი,აქ სახლი არ მაქვს,საქმეზე ვარ ჩამოსული.-ისე ელაქლაქებოდა თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო,მეორე გოგო ხმას არ იღებდა.გზას უყურებდა.როგორ მეშლებოდა ნერვები,შეკო კი არა,სახეს ერთიანად რომ გავულამაზებდი მერე ყოფილიყო ასე ქედმაღლურად.
-ეს გოგო შენი ვინაა?-ისე ამაზრზენად თქვა ცოტაც და გადავხტებოდი წინ და თმებს ღერა-ღერა დავაცლიდი.
-ჩემი შეყვარებულია.-ისე თქვა ჩემთვის არ შემოუხედავს.მესიამოვნა თუ არა?არ ვიცი,მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია რგოორ ძალიან დავტკბი როცა შეკოს სახე ნაღვენთ-ნაღვენთ ჩამოიშალა.მართლაც მალე მივედით რეზის სასტუმრომდე.გოგოებს დავემშვიდობეთ,ამაყი მზერა გავაყოლე მათ.მერე რეზს შევუტრიალდი.
-რა იყო?
-არაფერი რეზი,რა უნდა იყოს.
მანქანას მოვიყვან და წავიდეთ შენთან.
-მანქანით რატომა არ წამოხვედი,ვახტანგისთან?
-ვიცოდი რომ დავლევდი,ნასვამი ხომა რ დავჯდებოდი.
-ქედს ვიხრი შენ წინაშე.
-არაა საჭირო.
როცა სახლში მიმყვანა კარგ ხასიათზე დავდეკი უმალ.ახლა გავაანალიზე მომხდარი.ეზოში ცანცარულად შევაბიჯე,სახლში ყველას ეძინა,ყოველშემთხვევაში მეგონა რომ ასე იყო,მაგრამ სანამ ოთახის კარებს შევაღებდი დედამ დამატერორა.
-რას ცანცარებ ამხელა გოგო?სად იყავი ამდენი ხანი დილის ხუთი საათია.
-დედააა.-ღიმილიანი სახით შემოვუტრუალდი.მემგონი ახლა მომეკიდა მე.-მეძინება საყვარელო ხვალ ამიღე შტურმით,კარგი? ჩემო კრასავიცა-ჩავეხუტე და ორივე ლოყაზე ვაკოცე.-სახე დაეჯღანა უცებ.
-ნასვამი ხარ?რატომ დალიე?
-სანამ დრო მაქვს უნდა ვიფრინო.მეძინება,გკოცნი.ვონ ვოიაჟ-ხელიდავუქნიე,ოთახში შესვლისას მორთხმით დავემხე საწოლზე.ხოხვით შევწექი,ტანსაცმლის გახდი თავი არ მქონდა.კარგად მახსოვს,როგორ მოვიდა ვიღაც და შუბლზე მაკოცა.
-ჩემი სულელი გოგო.-დედაჩემის ხმაც კარგად გავარჩიე,მინდოდა რაღაც მეთქვა მისთვის,მაგრამ ძილმა წამართვა თავი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1108 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar