Mad World [5]
29.06.2017, 00:18
დილით მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე,სარკეში ჩემს თავს ვუღიმოდი,ქვემოთ ვაპირებდი ჩასვლას თეკლას ოთახიდან ტირილის ხმა რომ მომესმა.გიჟვით შევვარდი.
-რა გჭირს.
-არაფერი.
-არ გამაგიჟო,თეკლა!
-რომ იცოდე გუშინ რა მოხდა.
-წინასწარმეტყველი კი არ ვარ,მითხარი და ძალიან გთხოვ ნუ ტირი.ხომ იცი როგორ ცუდად ვხდები როცა შენ ტირი.
-კარგი,მაგრამ აქ არა, დედა შემოვა ხომ ვიცი.
-ბაღში ჩავიდეთ,ადექი.ნერვულ სისტემას ანგრევ რაა.
ბაღში ორი წუთის ჩასულები ვიყავით,უკვე მოსაბეზრებელი ხდებოდა სიჩუმე.
-ჰაა,ამოთქვი ახლა.
-მოკლედ-თვალები დაბლა დაქაჩა.-ოჰჰ,მარიამი და ანა ხომ იცი.
-შენი მეგობრები.
-უკვე ექს მეგობრები.
-ვაი მაი დარლინგ?-სასაცილოდ მოვგრიხე სახე.
-გუშინ დილით,როცა მასწავლებელთან მეცადინეობაზე მივდიოდი,დამირეკა ანამ,ნამტირალევი ხმა ქონდა,და მითხრა ლიზა ავარიში მოყვა და ვერ გადარჩაო,მომისამძიმრა კიდეც.-მე თვალები გამიფართოვდა და პირი დავაღე,წამიერად დამიარა სიბრაზის ნაკადმა,მაგრამ თავი მოვთოკე.
-მერე?-ვანიშნე გაეგრძელებინა,თეკლას ისეთი საცოდავი თვალები ქონდა,ისეთი რომ შემეცოდა ჩემი და.
-ეგ რომ გავიგე ცრემლები წამომივიდა და სასწრაფოდ გამოვბრუნდი იქიდან,მივრბოდი ტირილით,მაგრამ ქუჩაში ჩავიკეცე და ლევანმა დამიჭირა.
-ჩვენი გმირი ლეო.საიდან გაჩნდა იქ?ხომ გითხარი გიჟდება შენზე.-ტაში შემოვკარი.
-ტროტუარზე ჩამოვჩექი ის სახეზე ხელს მისვამდა.’’რა გჭირს’’როგრო ხარო’’-იცი როგორ შეეშინდა,მის თვალებში დავინახე.ასე ახლოს არ ვყოფილვარ მასთან,მასთან ერთად ბევრგან ვყოფილვარ მაგრამ ასე არასდროს.ხმას ვერ ვიღებდი,ლიზა შენ რომ რამე მოგსვლოდა ხომ გავაფრენდი,მართლა რომ...წარმოდგენაც არ მინდა.ძლივს ვუთხარი ლევანის რაც ვიცოდი,მალე დარეკა ანამ და სიცილ-ხარხარით მაირამის ხმაც მესმოდა,მითხრეს რომ იხუმრეს.წარმოგიდგენია?ლევანი მგონი უფრო გაბრაზდა,სახლშიც მან მომიყვანა.ბოლოს რომ ვეღარ მოვითმინე მაგიტომ დაგირეკე,მაგრამ შენ რეზისთან ერთად ერთობოდი ქალბატონო და რა მოხდა გუშინ,არ მეტყვი?
-რა უცბად შეცვალე საუბრის თემა.რა უნდა მომხდარიყო,არაფერი.იმ ორს რამე უნდა მოვუხერხოთ,ხომ იცი სამაგიეროს არავის ვუხდი,მაგრამ ამ ტყუილის გამო მგონი ღირს დავუშვათ გამონაკლისი.
-იცი რაა,დაო შენ მაგაზე არ იფიქრო უკვე მოვაგვარე ეგ საქმე.
-და როგორ?
-ლიზა შენთვის რაღაცაა.-დამიძახა დედამ.წარბ აწევით გადავხედე თეკლას და შემოსასვლელეისკენ წავედი,თეთრი ვარდების თაიგული დამხვდა,ბარათი თეკლამ ამაცალა და მეორე სართულზე ავარდა სირბილით.
-ეი,ეი.-გავეკიდე ძახილით,დედა გვიყვიროდა იცოდა ჩვენი ასეთი ხუმრობები ბევ მსხვრევად ნივთს შეიწირავდა.
-მომეცი.-თითის ქნევით მივუახლოვდი,მაგრამ დამიძვრა და ბალიში გამომიქანა ცოტა ხანში სახე ამეწვა.-დაგახრჩობ.
-რეზისგან ყოფილა,აბა არაფერიო.-გამოწვევად ამიფრიალა ბარათი,თან სიცილით იგუდებოდა ჩემს სახეზე.
-ფერს გაჩვენებ მე.-გვერდით ვაზა დავლანდე,ხელში ავიღე და შევათამაშე-აბა მომცემ თუ დაგიმშვენო სახე.
-ოოო,დაიკო ქალმ დაუნ.-ნელ-ნელა მომიახლოვდა და მომაწოდა ბარათი.
-ამომიტანე ვარდები რააა.არ ჩამიყვანო,დედას კითხვების თავი არ მაქვს.
-ხომ იცი მაინც მოგიწევს,დაიწყე უკვე პასუხების მოფიქრება.-სანამ თეკლა ვარდების თაიგულით მოვიდოდა,ბარათის კითხვა დავიწყე.
’’ბოდიში გუშინდელისთვის,ნამდვილად არ მინდოდა რამე არასწორად გაგეგო და დამებნიე,მაგრამ არ მინდა იფიქრო ბოდიშს ჩემი გრძნობებისთვის გიხდიდე,რამდენიმე დღე ამერიკში დაბრუნება მიწევს,მაგრამ მალე ჩამოვალ, გპირდები,სალაპარაკო გვაქვს.საქართველოში ჩამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ახლა ვიცი ეს გადაწყვეტილება საუკეთესოა რაც მიმიღია ცხოვრებაში.ლიზა,მთვრალი აღარ ვარ,მე კი მაინც მიყვარხარ.ვერ შევაჩერებ ამას,ერთი წამითაც რომ მეფიქრა ამოგიჩემე,გეფიცები თვალით ვეღარ მნახავდი.ადამიანი მიყვარს,მაგრამ ხალხს მუდამ გავურბოდი,სწორედ ასეთ მომენტში შეგხვდი იმ ღამით,ეს ღამე მუდამ იარსებებს ჩემს მეხისრებაში,ბედნიერი ვარ ამ შეშლილ სამყაროში რომ შეგხვდი,ბედნიერი. ’’
-ინებე შენი თაიგული.რა სახე გაქვს.შენ რა ტირი?ასეთი რა წერია მანდ.
-ის ხდება რაც არ უნდა მოხდეს,თეკლა.ეს შეუძლებელია,მას მე ვუყვარვარ.
-მერე გოგო,რაა შეუძლებელი.არ გიყვარს?თუ არ გიყვარს გასაგებია.
-არა,თეკლა.საქმე სხვა რამეშია.მგონი მიყვარს,მაგრამ...
-მოთმინების ფიალა მეორე კრუგზე მიდის უკვე,მითხარი რა ხდება.რამე ისეთია?-თვალებში ჩამაშტერდა,ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში.
-ექიმთან ვიყავი.სმენა მაკლდება და ეს პროცესი სწრაფად პროგრესირებს.-წიგნების კარადასთან მივედი და დამალული აპარატი გამოვიღე.-გაშლილ თმებში ეს არავის შეუმჩნევია,უკვე აუტანელი რომ გახდა,მხოლოდ მაშინ გავიკეთე.ხმაურიან ადგილებში მჭირდება,ძირითადად.-თეკლა დიდ ხანს აკვირდებოდა აპარატს.პატარა,არცთუ ისე მარტივად შესამჩნევი იყო.
-ლიზა,თუ ეს პროგრესირებს...-ამოიხავლა ხმაჩამწყდარმა.
-ამისთვის მზად არ ვარ,მაგრამ მალე დადგება დრო როცა აპარატის გამოყენებას ვეღარ შევძლებ,ამიტომაც ჟესტების ენის შესწავლა დავიწყე,ჩუმად რომ არავის გაეგო.
-რამდენი ხანია რაც ეს..?
-სადღაც სამი,ოთხი თვე იქნება რაც ასე ვარ.
-არ ვიცი რა გითხრა ლიზა,არ ვიცი,არ მინდა უსარგებლო სიტყვებით დავამძიმო ეს ყველაფერი,მაგრამ მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.-ჩახუტება ყველაფერს არა,მაგრამ რაღაცას მაინც შველის,თეკლას ჩახუტება კი იმ წამს წამალი იყო ჩემთვის.
-ლიზა-მოვშორდით ერთმანეთს-ამის გამო გთხოვ არ თქვა უარი რეზიზე,თუ მართლა გიყვარს,არ დაკარგო გთხოვ,უთხარი ყველაფერი.დედა და მამაც ნუ დაგავიწყდება,უნდა იცოდნენ.
-დრო მჭირდება.
-ვიცი,მაგრამ ხომ ეტყვი მათ.
-ვეტყვი,ახლა კი შენ წადი სკოლაში, დაგაგვიანდება ჩემ გამო.
-მართალი ხარ,წავალ.თავს გაუფრთხილდი.
-შენც.
კარები გაიხურა,ხელი თვალებზე მივიდე,ამას მაშინ ვაკეთებ როცა სასოწარკვეთის პიკზე ვარ და თვალებზე მომდგარ ცრემლს ვებრძვი რომ არ დატოვოს ის ადგილი სადაცაა.როცა ხელი ჩამოვუშვი ვარდებისკენ წავედი,ჩავიხუტე,კიდევ ერთხელ წავიკითე წერილი,შემდეგ მეორედ,მესამედ,მეოთხედ.
...
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar