Mad World [დასასრული]
07.07.2017, 15:06
-ბიჭო ჩამოსვლას თუ აპირებდი არ უნდა გეთქვა?მეგონა საქმეები გქონდა.ტატიანა მიდი ჩაი გაგვიკეთე.-გასძახა ცოლს გენამ.-ხო დალევ?-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.-აბა?
-რა აბა?-თვალებით მჭამდა უკვე,იცოდა საქმეს უმიზეზოდ არ მივატოვებდი.
-ერთი გოგო გამოჩნდა.
-რას ლაპარაკობ,ვინ იფიქრებდა შენ თუ ვიღაცაზე ფიქრს დაიწყებდი,და საქმესთან რა შუაშია?
-დრო უნდა მივცე,დაფიქრდეს.
-ანუ,სერიოზულად არის საქმე.და ერთი მითხარი ასე მალე როგორ გაჩნდა გრძნობები,ვიღაც ამბობდა სიყვარული არ არსებობსო.-გამომცდელად შემომხედა.
-ვამბობდი,არ ვუარყობ,მაგრამ რომ დავინახე....არის რაღაც მასში,რასაც ვერ ავხსნი,ვერც იმას აგიხსნი რა ვიგრძენი,მაგრამ...არ ვიცი.-ამოვიოხრე,გენას გაეცინა ჩემზე.-ტატიანამ ჩაი მოგვიტანა,თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.
-შენი გამოკვლევის პასუხები როგორია?
-ნუ მკითხავ,ცუდადაა საქმე,საგზური გამომიწერეს და საიქიოში ჩემთვის ადგილს ამზადებენ.-გაეცინა.
-ნუ ხუმრობ,ამაზე ხუმრობა როგორ შეიძლება.-გაიგონა გენას ნათქვამი ტატიანამ.
-არ მეტყვით რა ხდება?
-რაღაც სიმსივნური წარმონაქმნია ტვინში,ხოდა ოპერაცია უნდა გაიკეთოს ეს კი,....-ხმა აუკანკალდა,ტატიანას.
-შანსია იმის რომ იქ დავრჩე,გესმის?მოვკვდე.არ მინდა,არა.
-გენა,დაფიქრდი.შანსიც ხომ არის რომ გადარჩე და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე.რატომ არ ფიქრობ როგორ გვტკენ ამით,გთხოვ დაფიქრდი.
-მართალს გეუბნება.
-არ გვინდა ამ საუბრის გაგრძელება.
-არ გვინდა კი არა,გენა ნერვებს ნუ მიშლი,გთხოვ რა,იქამდე არ დავბრუნდები სანამ ოპერაციას არ გაიკეთებ.
-შენ გოგოს ასე წირავ?-გაეცინა,მაგრამ რაღაც ნაღვლიანი იგრძნობოდა მის ხმაში.
-გენა,გთხოვ.
-კარგით,დამითანხმეთ.-ტატიანას თვალი ჩავუკარი,მანაც მადლიერი მზერა მესროლა.-ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ.
გენას ოპერაცია ორშაბათს დანიშნეს,კი ძალიან მინდოდა ლიზასთვის დამერეკა და მისი ხმა გამეგონა,მაგრამ დროის გასვლას ველოდებოდი.
-ლიზაააა! -ყვირილით შემოვარდა ჩემი და.თვალები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე.
-რა გინდა?არ შეგიძლია დამაძინო?
-თითქოს გეძინა,ღამეებს ათენებ იმის ზარის მოლოდინში.
-შემეშვი.-საბანში უფრო გავეხვიე.
-გოგო,შენი ვარდისფერი კაბა მათხოვე რა.-ნელი ტემპით შემომაპარა სათქმელი.
-მე ვარდისფერი არაფერი რო არ მაქვს?-თავი წამოვყავი.
-კარგი,ჟოლოსფერი.
-და თუ საიდუმლო არაა,რა ამბავია?
-რადა,მე და ლევანი მივდივართ სასეირნოთ.
-ვაიმე,რახან ამ დღეს მოვესწარი,რაც გინდა ის აიღე.-გადავეხვიე თეკლას.-არ იცუღლუტოთ.-თითი დავუქნიე.
-ცოტა?
-ცოტა შეიძლება.-გამეცინა და ისევ ჩავეხუტე.
-შენ დაურეკე რეზის,აღარ დაიტანჯები მაინც.მამა შეიცვალა არა ლიზა?
-რა შეატყვე.
-რაც შენი ამბავი გაიგო,სამსახურში ისე ხშირად არაა,ჩვენთან ატარებს დროს,აბა გაიხსენე როგორი მკაცრი იყო და მთელი დღეს სულ სამსახურში ატარებდა,ახლა ასე აღარაა.
-მართალი ხარ,აღარ დაუძალებია საბუთების გამოტანა ჩემთვის.
-აი ხომ ხედავ,ახლა ისეთია როგორიც სულ გვინდოდა ყოფილიყო,რეპუტაციის და საქმის გარეშე,მხოლოდ მამა.
-თავს გაუფრთხილდი.-შუბლზე ვაკოცე და ჩემი კაბით გავუშვი ოთახიდან.მართლა ვეღარ მოვითმინე და რეზისთან დავრეკე არ მაინტერესებდა რომელი საათი იყო იქ,უნდა მეთქვა ყველაფერი.ვგრძნობდი გავიგუდებოდი სათქმელი კიდევ დიდხანს რომ დარჩენილიყო უთქმელი.რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მიპასუხა,ხმა მძიმე და სევდიანი ქონდა,დაღლილიც.
-გისმენთ?
-რეზი.
-ლიზა,მაპატიე არ დამიხედავს ვინ რეკავდა.
-არაუშავს,როგორ ხარ რეზი?-ნერვიულობოსგან კრუგებს ვარტყავდი ოთახს.
-არა ვარ კარგად.
-რატო,მოხდა რამე?
-ჩემს მეგობარ გენას ოპერაცი გაუკეთეს,ჯერ არ მოსულა გონს.იმედი აღარ მაქვს რომ გონს მოვა.-ხმა აუკანკალდა,ლიზამაც იგრძნო ფეხქვეშ მიწა როგორ ეცლებოდა და სასწრაფოდ დაჯდა.
-რეზი,ყველაფერი კარგად იქნება,არ ინერვიულო რა.
-ნეტა აქ იყო.
-მანდ ვარ რეზი,სადაც შენ ხარ იქ ვარ მეც.დამშვიდდი,ხომ გითხარი ყველაფერი კარგად იქნება,გენა გონს მოვა აი ნახავ...-რეზი პირველ სიტყვებს ჩაეჭიდა და ჯერ მათ იაზრებდა,დანარჩენისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია.დიდი ხანი საუბრობდნენ,ვერ აიტანდა ლიზა,რომ რეზი ასე ყოფილიყო.არ უნდოდა,არ შეეძლო.
-სად მიდიხარ ლიზა?-პატარა ჩემოდნით გამოიჭირა დედამ როცა კიბეებზე ჩამოდიოდა.
-ამერიკაში,არ ვიცი რამდენი ხნით.
-ვისთან?ან რატომ?
-დედა,ჩემს მეგობარს ვჭირდები.
-რომელ მეგობარს?
-დედა,ჩემი ხათრით გემუდარები ახლა მეტს ნურაფერს მკითხავ,რომ ჩავალ დაგირეკავ.-ლოყაზე აკოცა,და დაბნეული დედამისი მარტო დატოვა.ჩაფრენისთანავე ჯერ სასტუმროში დაბინავდა,შემდეგ კი იმ საავადმყოფოში წავიდა რომლის სახელიც რეზის ეშმაკურად დასტყუა.
-გამარჯობათ,აქ გენა ეპალჩინს ოპერაცია გაუკეთეს და მაინტერესებს რომელი პალატაა მისი.
-ოჯახის წევრი ბრძანდებით?
-დიახ,მე მისი და ვარ.-მოურიდებლად მოიტყუა.
-დიახ,ოთხი დღის წინ გაუკეთეს ოპერაცია.მესამე სართული,პალატა 135.-გოგონას მადლობა გადაუხადა და მითითებული პალატისკენ დაიძრა.ლიფტიდან გამოსულმა დერეფანში თვალი მოკრა რეზის რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო.პალატასთან მხოლოდ ის იდგა.მას მიუახლოვდა.ხელი ნელა შეახო მხარზე.
-რეზი.-რეზი არ გატოკებულა,თავიდან ეგონა მოესმა მისი ხმა,როცა ამოიხედა,ეგონა ელანდებოდა.
-უძილობამ იცის.-თვალები მოიფშვნიტა,მაგრამ ლანდი არ წასულა არც განძრეულა.მაშინ მიხვდა რომ არაფერი ეჩვენებოდა,სწრაფად წამოდგა და ძლიერად ჩაეხუტა,ალბათ კიდევ მეტად რომ მოეხვია ხელი ლიზა ძვლებში გადატყდებოდა.
-არ მჯერა.-წინ გაწევდა კარგად შეათვალიერებდა,რომ რეალური იყო,შემდეგ ისევ ჩაიხუტებდა.ხელებით სახე დაუჭირა და თვალებში ჩააშტერდა.
-ჩამოხვედი,მაინც ჩამოხვედი.
-მარტო ვერ დაგტოვებდი,არ შემეძლო.
-რომ იცოდე როგორ მჭირდებოდი.
-ახლა აქ ვარ რეზი და არ წავალ.
ზუსტად ორ დღეში გენა გონს მოვიდა,ამ დღეების განმავლობაში ერთადერთი სტიმულატორი,რომ იმედი არ დაეკარგა ლიზა იყო,რომელიც გვერდიდან წუთითაც არ შორდებოდა.რეზის აღიარება არ უნდოდა ჯერ,ვერ უტყდებოდა თავს რომ ლიზამ არჩევანი გააკეთა,და ეს არჩევანი მის სასარგებლოდ იყო.პალატაში ახლო მეგობრები შეკრებილიყვნენ,გენა თავის ოხუნჯ ხასიათს არ ღალატობდა და ძველ ისტორიებს იხსენებსა,უგრო მეტად რეზიზე,ის კი გაცხარებული თვალებით შეყურებდა.გენა კი პირიქით არ ჩერდებოდა,ლიზა სიცილით იგუდებოდა,მარტო ის არა.
-ლიზა ხომ ხედავ როგორი უჟმური ხასიათი აქვს ჩვენს რეზის.
-გენა!
-შენი არ ვიცი გენა მაგრამ ჩემთან უჟმური საერთოდ არაა,ნუ შეიძლება ცოტა.
-მე ვარ უჟმური?საერთოდ არა.-ბუტია ბავშვივით გავიდა გარეთ
ლიზაც უკან გაყვა.
-არ გინდა დღეს სადმე წავიდეთ?-მიუბრუნდა რეზი და წელზე ხელები შემოხვია.
-უნდა დაგელაპარაკო რეზი.რაღაც უნდა გითხრა.-თვალები მოარიდა ლიზამ.
-რაზე?
-ჩვენზე.
-კარგი.-ნერწყვი ძლივს გაფაყლაპა.გენას და დანარჩენებს დაემშვიდობნენ.
-სად წავიდეთ?
-სანაპიროზე.
-ისევ სანაპირო.-გაეღიმა რეზის.-წავიდეთ.
ზღვა მშვიდი იყო,აუღელვებელი,თავისთვის, წყნარად.სანაპიროს გაუყვნენ,რეზიმ ლიზას ხელი ჩასჭიდა და წინ დაიყენა.
-გისმენ,დაიწყე,მაინტერესებს რა უნდა მითხრა.
-შენ მითხარი დაფიქრდიო,მეც ბევრი ვიფიქრე და ალბათ მიხვდი უკვე რამდენს ნიშნავ ჩემთვის.მაგრამ რეზი არის რაღაც რაც უნდა იცოდე სანამ ურთიერთობას დავიწყებთ.-ხელით აპარატი გამოიღო.რეზი დაკვირვებით უყურებდა.
-მე სმენა მაკლდება.და ვიცი ეს პრობლემა ბევრ სხვა პრობლემას გააჩენს,რეზი არ მინდა ის გააკეთო რასაც მერე ინანებ.-რეზიმ თავი გააქნია,იღიმოდა,ლიზა ვერ მიხვდა მის რეაქციას.ხელები კისერზე შემოაწყო,შუბლზე აკოცა.
-მე კი მეგონა ურთიერთობის გაწყვეტა გინდოდა,თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს.ვიცოდი ეს ამბავი,პირველივე დღეს შევამჩნიე.მაგრამ ეს ვერ გახდება ჩვენთვის პრობლემა,და ვერც სხვა პრობლების საწყისი.
-შეამჩნიე?-სახტად იყო დარჩენილი.
-მე შენში დავიკარგე ლიზა,შეუმჩნეველი რა დამრჩებოდა როცა სულ შენ გაკვირდებოდი.და რომც გახდეს ეს პრობლემა,ჩვენ ერთად ვართ,ერთად კი ყველაფერი მარტივია.არასდროს შევწყვეტ შენს სიყვარულს,ეს იცოდე.
-მაგრამ არასდროს თქვა არასდროსო.-გაეცინა,უკვე ხასიათზე მოსულ ლიზას.
-ეს ის საკითხია რომელზეც ეგ არ ვრცელდება,რახან ვამბობ მუდამ მეყვარები მეთქი ესეიგი ასეა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1155 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
კარგი იყო,შემიძლია ვთქვა ძალიან კარგი.მაგ.შეიძლებოდა კიდევ გაგრძელება გული დამწყდა რომ დამთავრდა.ყოჩაღ**როგორც ყოველთვის უკარგესია 3o bb
avatar
0 Spam
2
მადლობა ძალიან დიდი,შეიძლებოდა მაგრამ გამოცდების გამო მიმიწია დამესრულებინა,მადლობა კიდევ ერთხელ. 3o
avatar