მაგიური მზესუმზირები
25.10.2020, 21:32
I
^არტე^
’’გარშემო მხოლოდ მზესუმზირების დანახვა შემეძლო, ეს ლამაზი სანახაობა ერთდროულად მშვენიერი და სევდიანი რატომ იყო?  მზესუმზირებს მარცხნივ ტყე ერტყა მარჯვნივ კი ტბა, არც ისინი ჩამოუვარდებოდნენ მას სილამაზით მაგრამ  მე ყოველთვის მათზე მრჩებოდა თვალები. ტყე ჩემში ინტერესს იწვევდა, ტბა შიშს, მზესუმზირები კი  ნეტარების სურნელით მანებივრებდნენ ხოლმე ყოველთვის. მათი დანახვა ისეთივე გრძნობას იწვევდნენ როგორც ჩრდილოეთის ციალის  დანახვა, როცა მზის დამუხტული ნაწილაკები ცეკვავენ დედამიწის ატმოსფეროსთან შეხებისას. მზესუმზირებთან ეს  ისე ჩანდა თითქოს მზის დამუხტული ნაწილები იჭრებოდნენ ატმოსფეროში და ადგილს მზესუმზირებში იდებდნენ, ეს განსაკუთრებით მაშინ ჩანდა როცა მზე ახალი ამოსული იყო და მის სხივებს მხოლოდ მათზე მიაპყრობდა.’’
-არტე, რას წერ ასე შეშლილივით?- ოთახში აირი შემოვიდა, ის ორმოცი წლისაა და ჩემი თანაშემწეა, ყველაფერს ის აგვარებს.
-მნიშვნელოვანს არაფერს, გთხოვ ის ხალხი დაითხოვე არ მინდა ჩემს სახლში მთელი დღე სხვების ხმა მესმოდეს.
-კი მაგრამ სახლი  უზარმაზარია და დახმარება მჭირდება რომ მოწესრიგებულად იყოს ყველაფერი.
-ისინი აქ მაშინ მოვლენ როცა საჭრო იქნებიან, შენც შეგიძლია სახლში წახვიდე.
-კი მაგრამ..
-აირი გთხოვ მარტო მინდა ვიყო.
-როგორც ყოველთვის, ხელს აღარ შეგიშლი გააგრძელე რასაც წერდი.
’’როცა ხვდები რომ იქ შენი ადგილი არაა სადაც ადგილი  მიგიჩინეს უნდა შეძლო და წამოხვიდე. ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო როცა მან პირველად გაარტყა დედას ხელი, მაშინ მივხვდი რომ ჩემი ოჯახი განსხვადებოდა იმისგან რაც წარმომედგინა, თუმცა მაშინ მაინც პატარა ვიყავი რომ ყველაფერი შემემჩნია. ფიზიკური შეხება არ გაგრძელებულა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა მაგრამ ამ ნიშანმა მაგრძნობინა რომ იყო რაღაც რასაც აქამდე ვერ ვხვდებოდი, არა მარტო ოჯახში არამედ გარშემო ჩემს ახლობლებში, ნაცნობებში და უბრალო გამვლელ ხალხში. როცა ადამიანს ვეძებდი რომ დავყრდნობოდი, როცა სრულიად მარტო დავრჩი ტკივილებით და უნუგეშოდ, მამიდას სახლი გახდა ადგილი სადაც ერთადერთი წასასვლელი მქონდა. მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი რომ ისინი ისე არ ფიქრობდენენ როგორც მე, მათ სურდათ ყოფილიყვნენ რადიკალები ან ძალიან სძულებოდათ ვინმე/რამე ან ძალიან ყვარებოდათ. როდესაც რაღაც ხდებოდა ან ერთის მხარეს იჭედნენ ან მეორისას, თუმცა არ აქცევდნენ ყურადღებას ფაქტებს, ცოდნას და საღ აზრს. პრინციპულობას ეძახდნენ ამას მე კი ვიტყვი რომ ეს პრინციპულობა არ იყო, უბრალოდ ჯიუტი და განვითარება შენელებული ადამიანების ქმედება ერქვა ამასა. პრინციპული ადამიანი როცა მიხვდება რომ რასაც ამტკიცებდა შავი თეთრი კი არაა შავია, აღიარებს, ჯიუტი კი არ გადავა მის სიტყვას ულაგე და ულაგე ფაქტები ის თავის აზრზე იქნება. ასე რომ ჩემსა და მათ შორის ცნებებშიც კი აღრევა იყო. მე ან მათი აზრი უნდა მიმეღო ან ამერეკლა. ყოველ დღე იმედგაცრუებულად ვგრძნობდი თავს რომ ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ მათ ვუსმენდი. ვწუხდი რომ ასეთ საზოგადოებაში მოვხვდი და ამ წუხილის გამო მუდამ ადრე შევდიოდი საძინებელში შუქს ვაქრობდი რომ ყველას გონებოდა მეძინა. ალბათ ამ პრობლემებზე ფიქრი მავიწყებდა იმას რაც რეალურად მტანჯავდა, მაგრამ სარკეში ყოველი ჩახედვისას ტანზე ნაიარევები მახსენებდა წარსულს რომელიც ვერ დავივიწყე. როდესაც ტრავმა გაქვს ორი ვარიანტია ის ან შენს ბიოგრაფიად უნდა აქციო ან კონტეინერად და სულ თან ატარო იმის შიშით რომ არ გაიხსნას. პირველი ვარიანტი რთულია მაგრამ სწორი, მე ეს ვიცოდი თუმცა მაინც კონტეინერი ვარჩიე, ვერ შევეგუე იმას რაც მოხდა, არ მინდოდა გამეხსენებინა და თავალი გამესწორებინა მისთვის, ნაიარევების დანახვისას კიდევ უფრო მეტად ვუჭერდი კონტეინერს თავს რომ იქ დაგროვებულ მოგონებებს არ გამოეღწიათ გარეთ.
ვხატავდი და ვხატავდი მაგრამ ჩუმად, ეს მამიდას და მის ოჯახს არ მოსწონდათ. სამსახური ვიშოვე და ყველა სახლში დარჩა. დილით გავდიოდი და საღამოს მოვდიოდი ცუდი სამსახური ნამდვილად არ მქონდა, ვხალისობდი კიდეც მაგრამ გავხდი ოცის. მე ვმუშაობდი და ისინი სახლში იყვნენ. ხატვას ჩუმად ვაგრძელებდი. ერთ დღესაც იმდენად ცუდად ვიყავი საწოლიდან ადგომას ვერ ვახერხებდი, მაშინ ეს პირველად დამემართა. კონტეინერს თავი თავისით მოსძვრა მაშინ გადმოლაგდა ყველა მოგონება.  თითოეული ნაირაევი ახალი ჭრილობასვით ამტკივდა თითქოს ახლა მისვავდნენ ზურგზე ბასრ დანას, რომელიც მთელ სხეულს მატკიებდა და უმწეო მდგოამრეობაში მამყოფებდა. ო, რომ გენახათ მამიდას და მისი ოჯახის რეაქცია, უცებ ყველას ხმა ერთმანეთს შეერწყა, ’’ახლა მე უნდა ვიმუშავო?’’ გაიძახოდნენ. რატომღაც მახსენდებოდა კაფკას ’’მეტამორფოზა’’ და ვხვდებოდი რას გრძნობდა გრეგორი ზამზა.  წამლებით მომამარაგეს ოდნავი სითბო მინდოდა მეგრძნო მათგან, მაგრამ ოთახში ყოველ შემოსვლაზე მეკითხებოდნენ ’’ როდის გახვალ სამსახურში?’’  მაშინ გამახსენდა რომ ჩემი ნახატი გალერეის კურატორს მოეწონა, იქნებ მისთვის მართლაც მიმეყიდა ის ნახატი და წავსულიყავი. ასეც მოვიქეცი, საკმაოდ კარგად გადამიხადა, პირველად ვნახე ადამიანი რომელმაც ჩემს ნამუშევარში იგრძნო ის რასაც მე ვგრძნობდი მისი შექმნის პროცესში. მე იქიდან წამოვედი. დიდი დროა რაც  ამ სახლში ვარ ადამიანებისგან შორს, ბევრი არ ცხოვრობს ამ დასახლებაში, რადგან შორსაა ქალაქისგან. უკვირდათ რომ ამ ასაკში ასეთი ადგილისკენ მიწევდა გული, მაგრამ სიმშვიდეს მხოლო აქ ვგრძნობდი, და როდესაც მოგონებები მტკივნეულად ამეშლებოდა სანუგეშებლად მზესუმზირებს ვუხმობდი რადგან ადმაიანების მეშინოდა.’’
 არტე გარეთ ტბასთან იცდიდა აირი უნდა მოსულიყო ახალი საღებავები დააბარა, მოულოდნელად მეორე მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცი მოუახლოვდა მას, შავი თმები შუბლზე ჩამოყრილი უკან გადაიწია და არტეს მომღიმარი სახით დაუდგა წინ.
-უკაცრავად აქ პირველად ვარ, ჩემ სახლს ვერ მივაგენი იქნებ იცოდეთ სადაა.
-არეულად საუბრობთ ან მე ვერ ვიგებ, თქვენ სახლს ვერ მიაგენით და პირველად ხართ აქ? რანაირად არ იცით თქვენი სახლი.
-დიდი ხანი არაა რაც ვიყიდე და არ ვარ ნამყოფი მხოლოდ სურათებიდან ვიცი, ლურჯი სახურავი აქვს.
-აქ მხოლოდ ერთი სახლია ლურჯი სახურავით, წამოდით მე მიგიყვანთ არც თუ ისე შორია, ფაქტიურად ჩემი სახლის მეზობლადაა.
-ძალიან გამახარებთ, ესეიგი მეზობლები ვიქნებით.
სიარულის დროს არტე წინ წავიდა, თანამგზავრს თითქოს მიახვედრა საუბარი არ უნდოდა მასთან. 
-რა გქვიათ?
-არტე.
-მე საი მქვია, მადლობთ რომ მომიყვანეთ.
-ამ დასახლებაში ბევრი  ადამიანი არ მოდის, ხოლო ვინც მოდის ან მარტოსულია,ან ვინმეს/რამეს გამოექცა ან სულაც ორივე ერთად.
-თქვენ რომელი გეხებათ აქედან?
-საი რამდენი წლის ხართ?
-27
-მეც, აქ ბევრ ადამიანს ვერ შეხვდები, დახმარება რომ დაგჭირდეს მარტივად ვერ იპოვნი ვინმეს..
-თქვენ დახმარებას აუცილებლად გამოვიყენებ...
-რა თქმა უნდა თუ შემოგთავაზებ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა რომ თავს უნდა გაუფრთხილდე აქ ბევრ საოცარ რამეს გადააწყდები. არ მიწყენ იმედია მეგობრული ნამდვილად არ ვარ.
- არ მწყინს, არც მე ჩამოვსულვარ აქ მეგობრის შესაძენად.
-მშვენიერია, კარგად იყავი.
საისგან დიდი ხნის წამოსული არ იყო რომ გზაზე სამი ადამიანი შემოხვდა მაქანა შეაჩერეს როცა არტე დაინახეს.
-უკაცრავად სახლი ლურჯი სახურავით ხომ არ იცით სადაა?- არტეს სიცილი აუტყდა თუმცა წამში მიიღო სერიოზული სახე, ამაში ბადალი მართლაც არ ყავდა შეეძლო ისე მოქცეულიყო რომ ვერ გაუგებდი რას ფიქრობდა. სძულდი, შენით იყო დაინტერესებული, მოსწონდი, ბედნიერი იყო თუ ეზიზღებოდი.
-თქვენც მისი მფლობელები  ხომ არ ხართ?
-არა ჩვენ მფლობელის მეგობრები ვართ.- უპასუხა მძღოლის გვერდზე მოკალათებულმა ახალგაზრდამ თან თავი წინ წამოწია-იცით სადაა?
არტემ მას თავი ახლოს მიუტანა, ბიჭი მედიდურად დაუდგა არ გაწია თავი, თუმცა თვალებში ეტყობოდა სულ არ სიამოვნებდა ეს ვითარება.
-ტელეფონები გაქვთ?
-კი.
-რუკის ჩართვა მობილურში ან რუკის ყიდვა ასეთი რთულია?
-არა.-ნერვიულად ამოთქვა მან.
-იცით აქ ერთხელ ვიყავი მაგრამ ვერ დავიმახსოვრე გზა-მძღოლმა გადმოსძახა არტეს.
-პირდაპირ ივლით მარჯვნივაა საის სახლი.
-საის მეგობარი ხართ?
-მე აქ არავის ნაცნობი და მეგობარი ვარ. ფრთხილად იყავით მაინც ახალი გარემოა. არტემ ეს თქვა და მათ გაშორდა, როცა სახლს მიუახლოვდა აირი ისევ არ იყო მოსული, ეს მას არ ახასიათებდა. არტეს ზარებსაც არ უპასუხა.
- კიდევ ერთი დღე საღებავების გარეშე.-მძიმედ ამოთქვა და სახლში შევიდა.
>
საი სახლის დათვალიერებას მორჩა, ეს სახლი სურათებიდან ნახა უნდოდა სწრაფად შეეძინა და გადმოსულიყო არ აინტერესებდა როგორი იქნებოდა, უბრალოდ სიმშვიდე და ფიქრი სწყუროდა. ის მევიოლინე იყო, მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების კატეგორიას რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან, სიყვარულს ბოლომდე გამოხატავენ და უნდათ მის გარშემო ყველა ბედნიერი იყოს.
-საი, როგორც იქნა მოვედით.-მანქანიდან გადმოხტა ორი მისი მეგობარი ჯეიკობი და იაკობი, ისინი ძმები იყვნენ, მძღოლს კი გუსტავი ერქვა მათ სამეგობროში ყველაზე უფროსი იყო და საავადმყოფოს დირექტორიც გახლდათ. ჯეიკობი და იაკობი  ქირურგები იყვნენ, ზოგჯერ გუსტავსაც გაახსენდებოდა თავისი ქირურგის კარიერა და ისევ მოუნდებოდა ოპერაციების ჩატარება და ხშირად შეამჩნევდით მის ჩივილს ამაზე, თუმცაღა დოკუმენტების საქმეს მასზე უკეთ მაინც ვერავინ აკეთებდა.
- სახლის გზა ერთმა უცნაურმა გოგომ მოგვასწავლა პირდაპირ დამზაფრა, სახე ცხვირწინ მომიტანა და მაშინვე სიცივემ დამიარა, შემეშინდა.
-იაკობ პატარა ბავშვივით ნუ იქცევი რამ შეეგაშინა, თან თვითონ თქვა მე აქ არავის მეგობარი არ ვარო ამიტომ საი თავისთვის იქნება ის გოგო კი თავისთვის.-თქვა ჯეიკობმა.
საი რა თქმა უნდა მიხვდა ვიზეც საუბრობდნენ, ჩაეღიმა და ბიჭების ჩემოდნებს მოკიდა ხელი. მართალია არტეს უთხრა მეც არ ვარ მეგობრის შესაძენათ ჩამოსულიო მაგრამ ეს მხოლოდ ჯიბრით.
-სულ ორი დღით უნდა იყოთ და ამდენი ჩემოდანი რა საჭიროა, ჯერ მე თვითნაც არ მინახავს სახლი ნორმალურად იქნებ ქვეწარმავლებით არის სავსე.
-გთხოვ საი ჩემს შრომას წყალში ნუ ჩაყრი, მე ავარჩიე ეს სახლი ასე რომ კარგად ვიცი რა და როგორ აქვს. ორი დღე გვაქვს წინ, შენ აქაურობით დატკბი ჩვენ კი ორ დღიანი დასვენებით. ლუდი იაკობმა გადმოიტანოს, ჩვენ შევიდეთ სახლში.-თქვა გუსტავმა.
-ყოველთვის მე მსაქმებთ ხოლმე, არადა ჩემზე კარგი კარდიო ქირურგი ვინ გყავს აბა მითხარი?
-მაგალითად მე.-თქვა ჯეიკობმა.
-ყოველთვის მაინტერესებდა ერთმანეთს ეჯიბრებოდით და მაგიტომ გახდით ორივე ძმა კარდიოქირურგი თუ იმიტომ რომ ტყუპები ხართ.
-გუსტავ ხუმრობას მოეშვი  და შევიდეთ, იაკობ ლუდი ამოიტანე შენი გულის მეოხებით გთხოვ.-ჯეიკობმა მას თვალი ჩაუკრა და გუსტავთან ერთად სახლში შევიდა.
-დღეს  კარგ ხასიათზე ყოფნის რეჟიმი მაქვს ჩართული ამიტომ გავაკეთებ იმას რასაც მეუბნებით.
როდესაც დაისვენეს და საუბრითაც გული იჯერეს, იაკობმა კიდევ ერთხელ ახსენა არტე.
-ის გოგო მიდგას თვალწინ, ვინაა იცი? რა ქვია?
-არტე, მხოლოდ ეს ვიცი და კიდევ ის რომ ჩემი ტოლია.
-არტე, არტე , არტე...- ჯეიკობს რაღაც უტრიალებდა თავში-მოიცადეთ არტე მეცნობა, თქვენ არა?
-უცნაური სახელია კი-თქვა იაკობმა
- როგორი სახელია მაგას არ ვამბობ, არ გეცნობათ სულ?
ყველა დაფიქრდა მაგრამ აზრზე ვერ მოდიოდნენ სანამ ჯეიკობმა მისი სახელი ინტერენეტში არ ჩაწერა, დიდი ძებნა არ დასჭირვებიათ და გაიგეს რომ ის მხატვარი იყო.
-ისაა ავგუსტ, ხო მან გამოგზავნა  ნახატი?
-კი ახლა გამახსენდა. ცენტრალურ საავადმყოფოს ხანძრის შემდეგ მაგ მხატვარმა გაუგზავნა დახმარება და ნამუშევარი საავადმყოფოს.
-რა დამავიწყებს მაგ ნახატს ისეთი ემოციური იყო- თქვა გუსტავმა- მაგრამ ის გოგო ვინც შეგვხვდა იმდენად ცივად საუბრობდა, ვერ წარმოვიდგენ როგორ შეეძლო მას ამის შექმნა.
-ინტერნეტში რაც ვნახე ის შემიძლია ვთქვა რომ კარგად ხატავს.  ნახეთ  აქ წერია რომ დიდი ხანია ხალხში არ გამოჩენილა და ცხოვრობს მოშორებით იქ სადაც რთულია იპოვო ადამიანი.
-კიდე რა წერია?
-შეწყვიტეთ -მართალია საის აინტერესებდა მაგრამ მაინც გამოსტაცა მობილური იაკობს.
-იქ ისეთი რამ ეწერა.
- რაში გჭირდება, შეწყვიტე.
-რა ეწერა? -მაინც ჩაეკითხა ტყუპი ძმა. იაკობმა  მობილური ისევ დაიბრუნდა.
-’’თვრამეტი წლის იყო როცა ფსიქოპათებმა გაიტაცეს ის და მისი მშობლები,  დედა გარდაიცვალა, მამამისი და  ის  მძიმე მდგოამრეობაში იპოვნეს, მაგრამ გადარჩნენ.  საავადმყოფოდან გამოწერის შედმეგ მამიდას ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა როგორც მისი მამიდა ამბობს მან სახლი ოცი წლისამ მოულოდნელად დატოვა, სწორედ მაშინ დაიწყო მან  ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, უნდა აღინიშნოს ისიც რომ მისი ნამუშევრების არცერთ გამოფენას ის არ დასწრებია,  ამის მიუხედავად  ყველა გამოფენა ყოველთვის ტრიუმფით სრულდებოდა. მისი ბოლო ნამუშევარი რომელიც გალერეის არა მაგრამ საავადმყოფოს კედელს ამშვენებს ამ წლის მარტში გადაეცა საავადმყოფოს, მას შემდეგ რაც იქ ხანძარი გაჩნდა, დაღუპულებს შორის კი ერთი მცირეწლოვანი ბავშვი იყო, ნამუშევარშიც სწორედ ბავშვია გამოსახული. მასზე წარწერაა ‘’მართალია შავ-თეთრია, თუმცა მჯერა მას თქვენს მოგონებებში გააფერადებთ.’’ არტე მართლაც რომ საოცარი და უიშვიათესი მხატვარია რომელიც კი არსებულა ხელოვნების ისტორიაში.’’
-არ მეგონა ასეთი ცნობილი მეზობელი თუ გყავდა.-წამოიძახა იაკობმა
-საინტერესო ვინმე ჩანს. -თქვა ჯეიკობმა.
-როგორც არ უნდა იყოს გვეყო მასზე საუბარი.
-საი მართალია, ბავშვებივით იქცევით.-დააყოლა გუსტავმა.
საის მხოლოდ მაშინ გაახსენდა არტეს ნათქვამი:
’’ამ დასახლებაში ბევრი  ადამიანი არ მოდის, ხოლო ვინც მოდის ან მარტოსულია,ან ვინმეს/რამეს გამოექცა ან სულაც ორივე ერთად.’’
 II
სარკის წინ სხვა ვერავის სახეს დაინახავ იქ მხოლოდ შენი თავია და მასთან დიალოგი ყველაზე მძიმე.
თვალი ჩაუკრა საკუთარ თავს არტემ, გაღიზიანებული გამომეტყველება ირონიულით ეცვლებოდა,  სარკესთან იდგა რომელიც მისაღებ ოთახში იდგა.
- მაგრამ შენ ისეთი მარტივი ხარ, მხოლოდ ერთი სიტყვით დაგახასიათებენ.- ორივე მუშტი მძიმედ მიანარცხა სარკეს, სარკე გატყდა, მისი ხელებიდან კი სისხლი წამოვიდა.
-ისედაც არ მომწონდა ზედმეტად მოდერნისტული იყო. სარკეს მოშორდა, ეზოში გადიოდა   მხრებ ჩამოშვეული, სისხლი კი მის ყველა ნაბიჯს ნიშნავდა. ეზოში გასული ხის გრძელ სკამზე დაჯდა რომელიც ასევე ხის მაგიდასთან იდგა. მის წინ კი მზესუმზირები იყო გადაშლილი.
-ჩემო ერთადერთო მეგობრებო...... თქვენ იცით რა არის როცა რამეს გრძნობ არა? მე კი ისევ ისეთი უგრძნობი  ვარ..... არ იტიროთ ......ნუთუ არ მიცნობთ ჩემზე ეგეც არ იმოქმედებს.
თვალები დახუჭა და უკან გადავარდა მთლიანად ბალახზე იყო მისი სხეული,ხელებით ბალახს ეხებოდა და იღიმოდა. სულაც არ ადარდება ჭრილობები არც სისხლი, არაფერი გარდა ყველაფრისა.
-იმედი მაქვს აირი მოვა ხვალ, საღებავებით  მაგიურ მზესუმზირებს დავხატავდი.... გულქვა ცა ერთი ვარსკვლავი მაინც გაემეტებინა ჩემთვის.
>
აირი მაქანიდან ახალი გადმოსული იყო, როცა არტემ გაიღვიძა.
-მანდ რას აკეთებ, მთელი ღამე ასე გეძინა?
-კი ძალიან კარგი ღამე იყო არაფერი მახსოვს ისე მეძინა, ასე დიდი ხანია არ მძინებია. წამოდგა და აირისკენ წავიდა-საღებავები მომიტანე?
-კი, მანქანაშია.
არტე და აირი მანქანისკენ წავიდნენ, როგორც კი არტემ კარების გაღება გადაწყვიტა, მაშინვე გაახსენდა გუშნდელი, აირიმ კი მისი ხელები დაინახა.
-მანახე ხელები.
-არაფერია.
-არტე ხელები მანახე! სულ შეიშალე არა? ახლა რა გატეხე.
-სარკე- გაუცინა მეორე ხელით კი საღებავების ყუთს დაწვდა და იღლიაში ამოიდო.
-ექიმს უნდა დავურეკო.
-როგორც გინდა.
-მანამდე დაგიმუშავებ ჭრილობებს.
-დიდი არაფერია მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი, მაგრამ როგორც გინდა თუ გინდა დამიმუშავე.- აირიმ პასუხად თავი გააქნია.
-ვერ მიტან არა? ერთი სული გაქვს კონტრაქტი როდის ამოგეწურება რომ წახვიდე ხომ?
-ასე ნუ იძახი.
-ჯობია წახვიდე თუნდაც ახლავე.
-ხომ იცი რომ არ წავალ გჭირდები, ძალიან გინდა ისეთი ადამიანი იყო ვისაც არავინ სჭირდება მაგრამ ასე არაა.
-გუშინ რატომ არ მოხვედი? -თითქოს არ გაუგია რა უთხრა აირიმ, სხვა თემაზე გადაიტანა უცებ საუბარი- ახალი მეზობელი გვყავს, თავის მეგობრებით არის ჩამოსული ჩვენ გვერდით სახლი რომაა ლურჯი სახურავით ის იყიდა, მომაბეზრებელი იდიოტები არიან.
-ასე ნუ ამბობ, მათ არ იცნობ.
-კარგია მთლად ახლოს რომ არაა ის სახლი, არ მეგონა მანდ თუ ვინმე დასახლდებოდა, მადლობა ამ  ტბას რომ გვყოფს.
-ალბათ რომ  გცოდნოდა იმ სახლსაც შენ იყიდიდი რომ არავინ ყოფილიყო იქ არა?
-მიხვედრილი ხარ. -გაუღიმა არტემ და ხელით სახლის მოაჯირს მოეჭიდა.
-რა გჭირს? ცუდად ხარ?
-არაფერი აქ დაგელოდები შემიხვიე ჭრილობები, საღებავები ჩემს ოთახში შეიტანე გთხოვ.... მაგრამ - აირის ხელი მოკიდა მკლავში.
-ის არ მითხარი გუშინ რატომ არ მოხვედი, შენი შვილის გამო?
-ვერავის დავუტოვე.
-შეგეძლო აქ მოგეყვანა
-მართლა მეუბნები ამას? შენ ვერ იტან როცა სახლში შენს გარდა ვინმეა.
-კარგი როგორცაა, აქ დაგელოდები.
აირიმ ხელები შეუხვია, სახლში არ გაჩერდა, საუზმეზეც უარი თქვა და სასეირნოდ ჩაუყვა მინდორს. როცა მეზობლის სახლს მიუახლოვდა მაღლა აიხედა, ხმა ესმოდა სიცილის, მხიარულების მაგრამ ამავდროულად ლურჯი სახურავი სრულ მელანქოლიას ასხივებდა.
-ბავშვები საქანელას გარშემო ევლებიან, გარშემო ლამაზი ყვავილის ფერებია...- ალბათ ღიღინს გააგრძელებდა მოულოდნელად ბურთი მძიმედ რომ არ მოხვედროდა პირდაპირ თავში. დაინახა როგორ მორბოდნენ მისკენ მაგრამ ისედაც დასუსტებულს ენერგია აღარ ჰქონდა და წაიქცა. პირველმა საიმ მოირბინა და ხელი გამოუწოდა.
-როგორ ხარ? მაპატიე გამიზნულად არ გვიქნია.
-ხო ძალით არ გვინდოდა- დაუდასტურა იაკობმა. -არტე წამოდგა მაგრამ საის დახმარების გარეშე.
-არაუშავს რა თქმა უნდა ძალით არ გინდოდათ. მაგრამ ამას შემთხვევითობას არ მივაწერთ არა
-რას? - გაეცინა იაკობს.
-ამას- მასთან ახლოს დაგდებულ ბურთს გაუსწორა თვალი და ფეხი ამოკრა, ტბისკენ ისროლა საკმაოდ შორს.ბიჭებმა თვალი ბურთს გააყოლეს ამასობაში არტე უკან გზას გაუყვა.
-ეს ხომ უსამართლობაა
- ბავშვივით ნუ იქცევი იაკობ, ეს მხოლოდ ბურთი იყო.
-მე ვიქცევი ბავშვივით თუ ის?
-წამოდი დაივიწყე.
-არ მომწონს ეს გოგო. დააკვირდი ხელებს? შეხვეული ქონდა არ მიკვირს ალბათ..
-ნუ გიყვარს დასკვნების უცებ გამოტანა დროულად წამოდი, გველოდებიან.
-მაგრამ ის ბურთი....
^არტე^ 
როცა მზე ჩასვლას იწყებდა სავარძელში მოვიკალათე და ეზოდან ვაკვირდებოდი ყველაფერს, დაკვირვება მეხმარება ხოლმე ახალი რამეების აღმოჩენაში. მუსიკის ფონზე რომელიც ნელი ტემპით იფანტებოდა გარშემო, ვუყურებდი ხესთან გაბმულ ობობის ქსელს პატარ ნიავზე რო თრთოდა, შემდეგ ყურადღება მიიქციეს ორმა ფრინველმა ერთმანეთს რომ ეთამაშებოდა, ვინიცის იქნებ ცეკვავდნენ კიდეც, თუ ეს შესაძლებელია. დანარჩენი ფრინველები გარშემო დაფრინავდნენ ზოგი ჩემთან ახლოს მოსვლასაც კი ბედავდა, მაგრამ მალე მიდიოდნენ უკან. როცა ვიფიქრე რო მზე ჩავიდა რადგან მისი სხივები არ მითბობდა სხეულს ღრუბელი გადაიწია და ის ისევ მომწვდა, მუსიკამაც უმატა რიტმს და ცისკენ ამახედა, ის ისეთი დიდი იყო და ეს ონავარი ფრინველები მასთან ახლოს ყოველდღე იყვნენ. მათ რომ გალაქტიკაში წასვლა შეეძლოთ ნეტავ აქ თუ დაბრუნდებოდნენ?  დარწმუნებული ვარ იქნებოდნენ ისინი რომლებიც მამაცი გულით ეცდებოდნენ ცა გაერღვიათ მაგრამ უშედეგოდ, დასჯერდნენ იმას რაც შეუძლიათ. მინდა შემეძლოს ფრენა, თუნდაც სულ ცოტა ხნით მაგრამ ცასთან ახლოს ვიყო და მაშინ როცა ამას ვფიქრობდი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხეზე ყვავმა მოიკალათა, აქედან ისე ჩანდა თითქოს ცის ბატონპატრონი იყო, ცა კი მისის სამეფო, ნეტავი შენ შავო  არსებავ.  საშინლად დავსევდიანდი ცრემლი მომადგა თვალზე  და ჩემს მეზობელს გავხედე ის ისე ლაღად გამოიყურებოდა არ ვიცი რატომ მიშლიან ნერვებს უცნობები, არ მიყვარს ისინი მინდა ცივი ვიყო იმდენად რომ ისინი შორიდანვე ხვდებოდნენ რომ არ უნდა მომეკარონ. მხოლოდ აირია ის ვინც მათ რიცხვში არ შედის, მე არ ვესწრები გამოფენებს სამაგიეროდ ის აგვარებს ყველაფერს ჩემს  მაგივრად, მოგატყუებთ თუ ვიტყვი არ მაინტერესებს რა ხდება იმ სამყაროში მე რომ ზური შევაქციე, მაგრამ სანამ მას დავტოვებდი მასზე კარგი შთაბეჭდილება არ მქონდა. ჩემი სიცარიელე იმაზე დიდია ვიდრე იმ ადამიანთა ეგოიზმი ჩემს ნამუშევრებს კედელზე ჩამოსაკიდად რომ ყიდულობენ და დეკორაციის საგნად აქცევენ, მარტივია მათ გრძნობებზე ითამაშო ნახატებით მაგრამ ეს დროებითია ისინი ამ ემოციას სხვა ემოციით ცვლიან და ნახატებს ზურგს აქცევენ, ვისურვებდი მათ იმის დანახვა შეძლოთ რაც დაუვიწყარი გახდება მუდმმივი და არა დროებითი.

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 50 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar