მაგიური მზესუმზირები(3,4)
25.10.2020, 21:32
III
^საი^
გუშინ მე ჩემს მეზობელს ვუყურებდი ის კი მხოლოდ ცას და სახეზე იმაზე მეტი ემოცია ეტყობოდა ვიდრე აქამდე მქონდა შემჩნეული,დიახ, მას აქვს ემოცია აი ამან გამიელვა თავში, როცა მისი ცრემლები დავინახე ესეც წარმოუდგენელი მეჩვენა. რამე გაახსენდა? მოგონება? თუ უბრალოდ ცის გამო ტირის? და მან როგორც კი ჩემკენ გამოხედვა დააპირა მე პირი ვიბრუნე და ცას შევხედე ის უბრალოდ ლამაზი იყო, ლამაზი მაგრამ არა იმდენად რომ მის გამო გეტირა.  სწორედ მაგ საღამოს გადავწყვიტე ტბასთან გამესეირნა თან თუ გამომივიდოდა მეთევზავა გულს მაინც გავიხარები.  წავედი მაგრამ  სიბნელეში ფარნის შუქზე ბევრს ვერაფერს ვხედავდი შუა გზაზე მივხვდი რომ ჯობდა უკან დავბრუნებულიყავი რადგან არ ვიცოდი კარგად გზები თუმცა ეს არ გავაკეთე და ტბაშიც მალევე ავღმოვჩნდი, წაღებული ანკესს და სხვა დანარჩენს ხელი გავუშვი და წყლის სიღმისკენ დავეშვი მაგრამ მაინც ვცდილობდი გამეხსენებინა ცურვა, არ მოველოდი ამ სიღრმეს მე კი ტყუილად ვცდილობდი ხელების ქნევას არ გამომდიოდა არაფერი წყალს ვყლაპავდი იმაზე ხშირად ვიდრე ნორმალური იყო და მოხდა ის რაც სრულიად არანორმალური უნდა ყოფილიყო.
თალები რომ გავახილე უკვე სახლში ვიყავი მისაღებ ოთახში, გვერდით ბატონი ჯერემი მედგა ეს მოხუცი კაცი უკვე ჩემს მფლობელობაში მყოფ სახლს უვლიდა, გონს მოვედი და კითხვები დავაყარე მან კი როგორც ყოველთვის დინჯად და ნელა მითხრა, ძალიან ნელა საუბრობს, მაშინაც კი როცა უნდა სწრაფად ისაუბროს ეს არ გამოსდის. მისი ნაამბობიდან გავიგე რომ წყლიდან ჩემმა მეზობელმა ამომიყვანა და ჯერემის დაუძახა, მეტი არაფერი იცოდა ჯერემის ისიც ვკითხე როგორ გითხრა აღელვებული იყო, შეშინებული თუ როგორი თქო და მან თითქოს გაიკვირვა კიდეც ისე მიპასუხა’’ქალბატონი არტე ისეთი იყო როგორიც ყოველთვის’’.
დილით მადლობის სათქმელად მივედი მასთან მაგრამ სახლში არ დამხვდა, მხოლოდ მისი თანაშემწე იყო და მითხრა რომ სამუშაოდ წავიდა, მაგრამ სად არ იცოდა. ისიც მითხრა რომ სამუშაოდ წასვლა ქვია იმას რომ არტე მიდის იქ სადაც გონება წაიყვანს, ხედავს ყველაფერს, ლოკოკინებს, ჭიანჭველებს, ხეებზე ამოსულ ხავსებს და უბრალოდ გრძნობს მათ და როცა ბრუნდება ხატავს ამ გრძნობას, ეს პროცესი კი საკმაოდ იწელება ამიტომ მან არ იცოდა როდის მოვიდოდა და საერთოდ როდის შევძლებდი მის ნახვას. დავნებდი მხოლოდ იმ დღეს რადგან ოდესმე მაინც ვნახავდი მას.
და მოხდა ის რასაც ვერ წარმოვიდგენდი, ზოგადად ბევრ რამეს ვერ წამროვიდგენდი მაგრამ მაინც მოხდა. დავიწყოთ იქიდან რომ ჩემი სახლის წყლის მილები მოძველებული იყო თავში კი არავის მოუვიდ მათი გამოცვლა რადგან მფლობელი აქ  საუკუნეაა არ იყო ნამყოფი და ეს მილები მოიშალა წყალმა გამოჟონა და მთლიანად დააასველა ყველაფერი იღბალიც ხომ გინდა ადამიანს, ამ დროს სახლში რომ იყო და ზუსტად შენს თავზე დაიწყოს სახლში ძლიერი წვიმა. მოკლედ მოვიდნენ მუშები, მაგრამ მითხრეს რომ ამ ყველაფრის გაკეთებას ორი თვე მაინც დასჭირდებოდა, მე კი ამ ადგილას უბრალოდ სიმშვიდის გამო ჩამოვედი და სულაც არ მინდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. როცა ბარგი ჩავალაგე და ბატონ ჯერემის გასაღები დავუტოვე რომ მიეხედა ყველაფრისთის მე ჩემი ბარგი მანქანაში ჩავდე და წავედი. გზად ჩემს მეზობელს ჩავუარე, არტე მე მიყურებდა თითქოს მელოდა, ეს მხოლდო გავიფიქრე სინამდვილეშ არ ვიცოდი რა უნდოდა გზაზე. მანხელით მანიშნა გამეჩერებინა.
-არ გადმოხვიდე მალე გეტყვი.-რა თქმა უნდა ის ხომ ასეთია არანაირი ზემდეტი სიტყვები, სიცივე და ქედმაღლული ტონი.-შეგიძლია ჩემთან დარჩე ორი თვე არ დასჭირდება ერთ თვეშიც მორჩებიან დამიჯერე ამათ მე მივხედავ.
-შენთან დარჩენა ცოტა უხერხულია.
-ეს შენთვის, მოკლედ გადაწყვიტე ნება შენია.
სულაც ვერ მივხვდი მისი შემოთავაზების მიზეზს და ალბათ იფიქრებთ რაღატო დარჩაო მაგრამ ინტერესი მკლავდა. დიახ, მინდა ვაღიარო მე ამ ადამიანის ინტერესი მკლავდა და რადგან მან პირველი ნაბიჯი გადმოდგა არ ვაპირებდი უკან დახევას.
-დავრჩები.
-აირი, რჩება მე მალე დავბრუნდები. აბა შეხვედრამდე კარგად მოეწყე.
მიკვირდა მისი ცვლილება, მაშინებდა კიდეც ცოტათი, რა უტრიალებდა ნეტა თავში.
-სად მიდიხარ?
- ფუნჯები ტილო ყველაფერი ტყეში დავტოვე, უნდა წამოვიღო.
-კარგი  და შემიძლია წამოვიდე?
მან მხრები აიჩეჩა და ტყისკენ წავიდა, მე აირის ვანიშნე რომ არტეს მივყვებოდი და ის სახლში შებრუნდა.  მინდოდა გადარჩენის გამო მადლობა მეთქვა მაგრამ არ ვიცოდი პირველი რა მეთქვა მადლობა რომ გადამარჩინე თუ რატომ შემომთავაზე დარჩენა.მაგრამ მე არაფრის თქმა არ დამჭირდა მან ეს თავად გაააკეთა.
-გიკვირს რატომ შემოგთავაზე დარჩენა, არა? მეც არ ვიცი- მან ხმამაღლა გაიცინა და ჩანჩქერზე მიმანიშნა რომელთან ახლოსაც ტილო, მოლბერტი და უამრავი საღებავი ქონდა დატოვებული.
-არ ვიცოდი აქ ჩანჩქერიც თუ იყო, საერთოდ არ ვინანებ აქ  რომ ჩამოვედი საცხოვრებლად ასეთი სილამაზე არსად არაა, ჯერ სამი თვეა რაც აქ ვარ და კიდევ რამდნეი რამის აღმოჩენა შეიძლება.
-და მაინც რატომ გადაწყვიტე აქ წამოსვლა, რომელი ხარ იმათგან მე რომ გითხარი.
-ის ვინც ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს იმიტომ რომ ძველი დახურა.
-საინტერესოა.
-რაღაცას გკითავ, ამდენი საღებავი რათ გინდა მითუმეტეს მაშინ როცა არაფერია დახატული, შთაგონება არ გქონდა?
-ველი, ჯერ კიდევ ველი მას, ხოლო საღებავებს   რაც მეტი ფერია მით უკეთესი. არტეს სახლში რომ მივედით, მან ჩემს სახლში წამიყვანა სადაც მუშები თავის საქმეს აკეთებდნენ, არტე როგორც ჩანს იცნობდა უფროსს თქვენობით არ ელაპარაკებოდა, მივხვდი უფროსს რომელსაც ჰარი ერქვა დიდად არ  მოსდიოდა გულზე არტეს სიტყვები, საბოლოოდ შეთანხმდნენ რომ ერთ თვეში სახლი მზად იქნებოდა.
-დანაპირები შევასრულე, თუმცა არც დაგპირვებივარ მგონი.
-აქ ადამიანებს არ მოსწონხარ.
-როცა არ მოსწონხარ ან შენი ეშინიათ ან შენი შურთ.
-ან იქნებ არ გიცნობენ.
-შენი აზრით მე თუ გამიცნობ აზრს შეიცვლი ჩემზე?
-შენი აზრით რას ვფიქრობ ახლა შენზე.
-არ მოგწონვარ მაგრამ უნდა აღიარო რომ გაინტერესებ, თვის ბოლოს  აქედან შენი ფეხით წახვალ.
-რატომ
-ეს ის ადგილი არაა ცხოვრება ახალი ფურცლიდან რომ უნდა დაიწყო. სამი თვეა რაც აქ ხარ და რას ფიქრობ დაიწყე ?
-მე ვფიქრობ რომ კი.
IV
^არტე^
აქამდე იმასაც ვერ ვიტანდი ჩემი სახლის კარებს უცხოები რომ აღებდნენ და მითუფრო ვერ ავიტანდი ვინმეს რომ ეცხოვრა ჩემთან. იმ მომენტში როცა დავინახე როგორ იხრჩობოდა საი გამახსენდა დედა როცა კვდებოდა ეს გრძნობა წამიერი იყო, მაშინვე მივედი მის საშველად რაც დედაჩემის შემთხვევაში არ ყოფილა მისი შველა ვერავინ შეძლო.  თუმცა მოგონება არ ყოფილა იმის წინაპირობა რაც შემდეგ მოხდა ჩემი შეთავაზება სპონტანური იყო. ტყეში ჯერემის შევხვდი, მან მითხრა მიდისო  ეს არ ყოფილა ცნობიერი ქმედება, სანამ დავფიქრდებოდი უკვე მქონდა ნათქვამი დარჩენაზე და სიტყვას უკან ვეღარ წავიღებდი. საის ჩამოსვლიდან და ამ მომენტიდანაც მივხვდი რომ რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში ჩემივე ნებით თუ უნებლიედ.
საი მხიარულია, ყოველდღე ცდილობს ახალი ადგილები აღმოაჩინოს ამ დასახლებაში, ჩანჩქერთანაც უამრავჯერ მიდის, დილით რომ შემხვდება მეტყვის ხოლმე ’’დილამშდობის როგორ ხარ?’’ მეც ვუპასუხებ და მოვიკითხავ სულ ესაა მაგრამ როცა იმ დღეს მეორეჯერ მნახავს მაშინაც სულ მეკითხება როგორ ხარ და შემდეგ სიცილით  ამატებს’’უი ეს ხომ უკვე გკითხე’’, არ ვიცი ალბათ ხუმრობაა. მისი აქ ყოფნა ისე ძალიან არ მიშლის ხელს როგორც წარმომედგინა. მისი პლიუსია ალბათ ის რომ ვიოლინოზე შეუძლია დაკვრა მაგრამ მარტო დაკვრით ხომ ვერ გამაოცებს ადამიანი, მას აქვს შეგრძნების და ხედვის უნარი მუსიკაში, ეს მარტივად შევამჩნიე როცა პირველად დაუკრა. ჩვენ ვგავართ ერთმანეთს იმით რომ მას შეუძლია შეიგრძნოს მუსიკა ისე როგორც მე ყოველი ფუნჯის გასმა ტილოზე. მას ყავს დედა,  მამა და მეგობრები რომლებსაც ვიცნობ და ძაღლი რომელიც მოკვდა. მის შესახებ რაც გავიგე ისაა რომ ის სრულიად ნორმალურია. რამდენჯერმე ვილაპარაკეთ მხოლოდ, დანარჩენ შემთხვევაში ის ან თავის სახლში იყო ან სეირნობდა, მე ღამე ჩემს ეზოში ჰამაკში გადავწყვიტე  ძილი, მხოლოდ ერთადერთხელ გადმოვვარდი გაღვიძებისას ვერ მოვზომე და დავეცი ზუსტად მაშინ გამოვიდა ისიც ეზოში და ვიცი რომ გაიცინა უბრალოდ სწრაფად შემაქცია ზურგი და ვერ დავინახე.  სამარცხვინო იყო. ჩემი ნამუშევარი დიდიხნის შემდეგ დავასრულე მზესუმზირები ისე დავხატე როგორიც წარმომედგინა ყოველი მზის ამოსვლისას.
-ექიმმა ბრეიტსონმა დარეკა, მამაშენის მდგომარეობა გაუარესდა და უნდა რომ ინახულო.
-მამაჩემს თუ ექიმს?- ეს რიტორიკული კითხვა იყო, აირიმ არაფერი მიპასუხა, სხვა გზა არ იყო უნდა წავსულიყავი.
-სადმე მიდიხართ? დილით სარბენად წასული საი  ახლა დაბრუნებულიყო სახლში.
-ქალაქში, ალბათ საღამომდე ვერ დავბრუნდებით.-უპასუხა აირიმ. მან თავი დაგვიქნია და სახლში შევიდა.
კლინიკის ეზო ძალიან ლამაზია მნახველებს შთაბეჭდილებას უტოვებს რომ შიგნით ყველაფერი ასევე ლამაზად გრძელდება. მაგრამ ასე არაა იქ ადამიანები უიმედობით და წარსულით იტანჯებიან. ფსიქოთერაპევტის  ზრუნავს მათზე ვისაც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ, მსუბუქი ტრავმის შემთხვევაში რეაბილიტაცია შედეგიანია, მაგრამ მე თუ მკითხავთ უსამართლობაა მათ მოსთხოვო შეიყვარონ ის ადამიანები რომლებიც მათ საშინლად მოექცნენ, გარიყეს და დაივიწყეს. ეს მსუბუქ შემთხვევებზე, მაგრამ ახლა კლინიკის რომელ ფლიგელშიც მივდივარ იქ მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტები არიან, ისეთები როგორიც მამაა. კარებთან ბრეიტონი მხვდება მიხსნის რომ დილით ის ძალიან ცუდად იყო და მაგრამ უკეთაა და ბაღში მოინდომა გასვლა. მინდოდა მისი ნახვა? რა თქმა უნდა მაგრამ მას ? ის თავს იდანაშაულებს და იმაზე მეტად დამსხვრეული აქვს სული ვიდრე რომელიმე სხვას.  ბაღში შევედი, მან გამომხედა და თვალი გამომაყოლა, მასთან ახლოს მივედი.
-როგორ ხარ მამა? დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი.-გავუღიმე მოლოდინით
-დიდი ხანია -მისი სახე დამჭკნარი იყო ასაკის გამო არა ფიქრებმა გახადა ასეთი.
-არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ხარ როგორიც ადრე იყავი, ისეთი როგორიც...-ის მოულოდნელად მწვდა ყელში ორივე ხელით, მე ბალახზე დავეცი, მის სახეს ვუყურებდი როგორ ვეზიზღებოდი, ვერ მიტანდა იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ იტანდა.-დედაშენი მოკვდა, ის მოკვდა შენც უნდა წახვიდე, წადი,წადი, შენც წადი, ისინი მოვლენ, მოვლენ შენც წადი სანამ ისინი მოგკლავენ.
-ყველაფერი კარგადაა- ხელით მის ხელებს შევეხე მაგრამ აზრი არ ქონდა უფრო ძლიერად მიჭერდა ხელს, ბრეიტონი და ორი ექთანი დროულად მოვიდნენ და ის წაიყვანეს, მაგრამ ის ძახილს არ წყვეტდა. მე ისევ ისე ვიწექი და თვალწინ მისი სახე მედგა, მისი ძველი სახისგან არაფერი იყო დარჩენილი, დრომ ვერ განკურნა მისი ვერცერთი ჭრილობა, ის სულ ამას მიმეორებდა ’’ყველაფერი კარგადაა’’ ახლა კი ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს მისთვის. ისტერიკული სიცილი ამიტყდა, დიახ, მე ამ ყველაფრის შემდეგ ბაღში ბოლო ხმაზე ცრემლებამდე ვიცინოდი.
^საი^
უკვე ბნელოდა, როცა აირიმ არტე ჩამოსვა და თვითონ სახლში წავიდა. ის ისეთი ცუდი მატყუარაა, ახლა რო ვკითო როგრო ხარ თქო მეტყვის კარგად, მაგრამ მისი თვალებით მარტივად მიხვდებით რომ სევდიანია. თეთრი გრძელი კაბა ეცვა, ჩანთა ხელში რომ ეჭირა ძირს დააგდო და ეზოში შევიდა, ხელის მარტივი მოძრაობით თმა  ზურგზე ჩამოიშალა, ნელი დაბიჯით მიუახლოვდა მოლბერტზე დადებულ ტილოს რომელსაც გადაფარებული ქონდა ნაჭერი, არავის ანახებდა მის ნამუშევარს. ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვადევნებდი თვალს, არ ვიცი როგორ ვიგრძენი მაგრამ დროულად გავედი გარეთ, მას ნახატი ხელში მოემარჯვა და გადასატეხად ემზადებოდა, მაშინვე ხელიდან გამოვგლიჯე.
-რას აკეთებ?
-დამიბრუნე-გაბრაზებული ხმაში შეპარული სევდით მეუბნებოდა.
-არა, ინანებ  იცოდე.
-საი, ახლავე მომეცი.-ცდილობდა სისუსტე არ დაენახვებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა.-გთხოვ მომეცი.
-დამელაპარაკე.
-კარგი არ მინდა, დააბრუნე მოლბერტზე.
- ნახე რა დავხატე.-ცოტანში მითხრა მშვიდი ტონით, ასეც მოვიქეცი.
-როგორია?
-შეიძლება ეს სიტყვებით ავღწერო?- გაოცებულმა ღიმილით გავხედე.მანაც გამიღიმა  და იქვე ბალახზე დაწვა, მეც მას მივბაძე.
-დღეს უკვე მეორეჯერ მიწევს ბალახზე წოლა, ვიფიქრებ იქნებ სულ ასე იყოს.-გაეცინა და გამომხედა მე ისედაც მას ვუყურებდი, თვალი მალევე ამარიდა ისევ ცას დაუწყო ყურება.
-დღეს იმ ადამიანს შვეხვდი რომელსაც ერთ დროს ძალიან ვუყვარდი მაგრამ ახლა ჩემი დახრჩობა უნდოდა. ის ასეთი არ იყო, მე ასეთი არ ვიყავი -ცრემლი დავინახე.
-გატაცების დროს მალე ვერ გაგვტეხეს ვერცერთი, მაგრამ მათ მას უთხრეს რომ უნდა აერჩია ან მე ან დედა. მიხვდები ალბათ  ვინც აირჩია, ეს ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა რამაც ჩვენ ორი ცარიელ ადგილას გადაგვისროლა, მაგრამ ის უფრო დაცარიელდა და ახლა საბოლოოდ სახე დაკარგა.მან სახე დაკარგა მე კი ასეთად ვიქეცი. - ცოტა ხანი ასევ ვდუმდით, ის წამოდგა ზემოდან დამაჩერდა-მიხარია რომ ნახატი მოგეწონა.-წასვლის უფლებას ვერ მივცემდი.
-ვერ წახვალ, ასე უბრალდო ვერ დაასრულებ- მას ხელი მაჯაში ჩავჭიდე და უკან დავაბრუნე. -დედაშენი, მამაშენი ის დღე არ გაქრება მაგრამ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გვიანი არასდროს არაა. შენ ძლიერი ხარ მაგრამ გაქცევა გიყვარს, არადა პრობლემას თვალი უნდა გაუსწორო.  ვინც ამ ნახატს  ნახავს ვერ იტყვის რომ ეს ვიღაც ცივმა, უგულო ადამიანმა დახატა რომელსაც არავისი და არაფრის სიყვარული შეუძლია, მაგრამ შენ გინდა რომ ასეთი ეგონა ყველას, ასე არაა ეს ხომ შენც იცი- მე ის ნახატთან მივიყვანე-შეხედე შენ უბრალოდ მზესუმზირებს  დახატავდი  ისეთი რომ ყოფილიყავი როგორიც გგონია რომ ხარ მაგრამ ესენი უბრალოდ მაგიური მზესუმზირებია.
-მაგიური-მას გაეღიმა.
-დიახ მაგიური, დამიჯერე არტე, შემომხედე თვალებში მიყურე და შენი თავი დაინახე მათში ,როგორი ხარ? ნეტა შემეძლოს მე ავღწერო როგორი ხარ, რას ხედავ? როგორია შენი თავი ჩემს თვალებში?
ის მიყურებდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, ვიფიქრე რომ არ მოეწონა ის რაც გავაკეთე, ის რაც ვუთხარი. სანამ არ მოვიდა და  არ ჩამეხუტა. არ ვიცი რატომ მაგრამ ვაშეშდი.
-ისეთივე მაგიური ვარ როგორიც ეს მზესუმზირები, მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცი, მე ის ვერ გამიგებს ვისაც ეს არ გამოუცდია თუმცა მცდელობა დასაფასებელია.- ეს თქვა და სახლში  შევიდა.
^არტე^
საის სახლი ერთ თვეში მზად იყო, ამიტომ ის იქ დაბრუნდა. მე მას დასახლებიდან ერთ თვეში წასვლა ვუწინასწარმეტყველე, მაგრამ ასე არ მოხდა. გამოფენა ახლოვდებოდა. ამაზე ფიქრში ვიყავი როცა საი გამოჩნდა, ჩემს გვერდით ორი ხე აარჩია და მოტანილი ჰამაკის გაბმა დაიწყო. გაკვირვებულმა წამოვიწიე.
-ნუ მიყურებ ასე- გაიცინა და უკვე გაკეთებულ ჰამაკში ჩაწვა.
-მყუდროებას მირღვევ ხვდები? შენთან რატო არ გააკეთებ?
-იმიტომ რომ ჩემთან ხეები არაა.
- შემთხვევით აი იქით რომ გაიხედო....აზრი არ აქვს თქმას ხო?-მან გაიცინა.
-ჩემი სახლი ხომ არ მოგეწონა, იცოდე ვერ ეღირსები არავის დავუთმობ.
-გამოფენა როდისაა?
-ერთ კვირაში. აირი იზრუნებს ყველაფერზე.
-ის ხომ შენი ნახატებია, როგორ დააწყობენ ან რის მიხედვით ხომ ისევე მნიშვნელოვანია როგორც შენი იქ ყოფნა. დამთვალიერებლებს ხომ უნდა აუხსნა თითოეული ნამუშევრის არსი.
-ისინი მაინც ვერ გაიგებენ, მაინც იმას დაინახავენ რაც უნდათ.
-შენ ხომ არასდროს გიცდია ეს საიდან იცი.
-მართალი ხარ არ ვიცი.  ასე ახლოს ჩემი ჰამაკის გვერდით  მაინც არ უნდა დაგეკიდა.
-როგორ? ვერ მიგიხვდი?
მე ჰამაკიდან გადმოვედი მის ჰამაკს ხელი მოვკიდე და ამოვატრიალე.
ბოლოს როცა სარკეში ჩემს თავს ვესაუბრებოდი შემომემსხვრა, მოდი ვაღიარებ ის სარკე არც მომწონდა, ახალი სარკე კი ოდნავ განსხვავებული და უფრო დიდია იმისთვის რომ ჩემი თავი უკეთესად დავინახო. როცა საის ვუთხარი რომ მაგიური ვიყავი ეს გრძნობა წამიერი იყო და მალე დამავიწყდა. მისი სიტყვები იმ კედელს მინგრევდა რომლსაც ასე ძლიერად ვაშენებდი და ეს ბოლო დონემდე მაღიზიანებდა.
-არტე რა ვქნა გავუგზავნო დირექტორს ნახატების ეს რაოდენობა თუ მიამატებ?
-გააგზავნე, აირი მე თუ წამოვალ გამოფენაზე იქ რა უნდა გავაკეთო რას აკეთებ ხოლმე შენ?... ნუ მიყურებ ასე.
-უბრალოდ ყურებს ვერ ვუჯერებ, რა თქმა უნდა ის არა რაც მე იმიტომ რომ შენ თავად ავტორი ხარ ამ ნამუშევრების და ამიტომ სიტყვით გამოხვალ სულ ესაა თუ მოინდომებ შეხვდები სტუმრებს.წამოხვალ?
-არა, უბრალოდ გკითხე.საი ისევ ჰამაკშია?
-კი, ის შენზე კარგად მოქმედებს.
-შენ რა იცი როგორ მოქმედებს, მას დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ სულ ტყუილად წყლის მილების თავიდან გახეთქვა რომ დამჭირდეს ის აქედან უნდა წავიდეს.
აირის ყური არ ვათხოვე და ეზოში ჰამაკისკენ წავედი, გავღიზიანდი როგორ შემოვუშვი ის საერთოდ ჩემს ეზოში, როგრო მივეცი უფლება ჩემს ცხოვრებაზე ესაუბრა და მოესმინა მამაჩემის ისტორია, როგორ?!
-საი! უნდა გელაპარაკო.
-ახლა არა, უნდა წავიდე ... ქალაქში უნდა წავიდე.-აღელვებულმა ჩამიქროლა გვერდით.
-რა მოხდა? -მანქანასთან დავეწიე და კარების გაღების საშუალება არ მივეცი.
-საავადმყოფოში უნდა წავიდე.
-ასეთი აღელვებული არ დაჯდები-გასაღები გამოვგლიჯე ხელიდან და საჭესთან დავჯექი.-გელოდები დაჯექი.-ის თითქოს ცოტა ხანი დაფიქრდა, მაგრამ მაინც წავედით ქალაქისკენ.
-ვიცი ახლა ნერვიულობ მაგრამ მეტყვი რა მოხდა?
-იაკობი ავარიაში მოყვა, რთულად არის საქმე.-მობილურმა დაურეკა და საიმაც მაშინვე უპასუხა როგორც შემდეგ გავიგე იაკობის ძმა ჯეიკობი რეკავდა.
-ასე სწრაფად რატომ მიდიხარ?- მკითხა საიმ.
-არ გვეჩქარება?- გავიკვირვე და უფრო დავაჭირე გაზს ფეხი.
-კი მაგრამ არც ესე ძალიან, არ მინდა ვინმეს შევასკდეთ.
-დამშვიდდი, არავის მოკვლას არ ვაპირებ მინიმუმ უსულო საგანს შევასკდეთ.
-ნამდვილად დამამშვიდე.
-საი, მოეშვი იქ ამის დრო არ გექნება.
 საავადმყოფოში მისვლისას ვერ გადამეწყვიტა ეზოში დავლოდებოდი საის თუ ავყოლოდი მაგრამ მან გამომხედა და მაშინ ეზოში დარჩენა გადავიფიქრე. მისვლისას ის ორი ადამიანი ვიცანი საის მეგობრები  იყვნენ, მათ მისალმების ნიშნად თავი დავუქნიე და მოშორებით დავჯექი.
-ახლა რა იქნება ოპერაციას ვინ გაუკეთებს?
-ჩვენი ექიმი.
-ჯოუი გამოცდილია მაგრამ კარგი იქნებოდა  ჯეფერსონს დავკავშირებოდით კონსულტაციისთვის, რთული ოპერაციაა მაგრამ..
-მაგრამ რა?
-ვერ ვუკავშირდებით ასისტენტმა არ ვიცი სადააო ვერ ვუკავშირდებიო...
-ამპარტავანი ქალია, თუ არ უნდა არავის დაეხმარება, დარწმუნებული ვარ ასისტენტი კარგადაც დაუკავშირდებოდა უბრალოდ ასე აქვს ნაბრძანები-დააყოლა ჯეიკობმა.
მაშინ მივხვდი კავშირები ზოგჯერ როგორი კარგია და ჩემი ნამუშევრების დიდი მოყვარული იყო ეგ ჯეფერსონი.
-ეგ ეგოცენტრული ალქაჯი.-წამოვიძახე, მივხვდი ხმამაღლა მომივიდა მაგრამ გაოცებულ საისთან და მის მეგობრებთან მივედი.-მომეცი შენი მობილური.
-რის გაკეთებას აპირებ
-ნუღელავ არავის მოვკლავ, აი უკვე მეორეჯერ ვამბობ ამ წინადადებას ვინ იცის იქნებ მართლაც მოვკლა-მე მას თვალი ჩავუკარი და მობილური გამოვართვი.
-არტე ვარ, შენთან დაკავშირებას ცენტრალური საავადმყოფოდან ცდილობდნენ მაგრამ დააიგნორე, გამოფენის ბილეთი გინდა ძვირფასო? რა თქმა უნდა რამდენი ბილეთიც გინდა იმდენს მიიღებ.  მაშ გელოდები, რამდენ ხანში მოხვალ? .. თხუთმეტ წუთში? კარგი, დროებით.
-აი აიღე შენი მობილური, დამიჯერე ზუსტ დროს მოვა, ასე გაოცებით ნუ მიყურებთ გთხოვთ, რეპუტაცია ზოგჯერ გვეხმარება, ქვემოთ ვიქნები საი აქ ჩახუთულობაა, კარგად ბიჭებო.
მათი სახის აღწერას  ერთი სიტყვით შევძლებ შოკი. სასაცილოა და თან სასიამოვნო პირველად გამოვიყენე ჩემი რეპუტაცია და ესეც ვიღაცის დასახმარებლად ალბათ აირი არ დაიჯერებს  ამას.
რა მოხდა ამის შემდეგ? ალბათ ის რაც უნდა მომხდარიყო ის რაც ვერ გავთვალე. მე ქალაქში ჩამოვედი, ვიყავი საავადმყოფოში სადაც უამრავი ადამიანი იყო. ზოგადად ქალაქში მხოლოდ მამაჩემის სანახავად ჩავდიოდი, ისიც კლინიკაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მხვდებოდა სულ ეს იყო აირი ყველაფერს აგვარებდა, მაგრამ როცა გავიაზრე რომ ამ ქალაქში, ამ საავდმყოფოსთან უამრავი ადამიანი იყო  მე საშინლად დავპატარავდი და გავხდი ისევ ის ვისაც ადამიანების ეშინოდა.
ქალაქიდან ისე წამოვედი საის არაფერი ვუთხარი. სახლში მისულს აირიმ ამოსუნთქვა არ მაცადა ისე დამაყარა კითხვები.
-სად წახვედი? საის მანქანით რატომ მოხვედი? საი სადაა?
-საავადმყოფოში წავიყვანე და მე უკან დავბრუნდი, აქ რომ იყვნენ სამი მეგობარი იქიდან ერთერთი ავარიაში მოყვა.
-შენ იქ წახვედი?
-არ დავფიქრდი სად მივდიოდი.
-როგორი იყო?
-როცა გარეთ გამოვედი უამრავი ხმა ერთიანად მომაწყდა ვიღაც ყვიროდა,მანქანის სირენების ხმა, ადამიანები დადიოდნენ ზოგი მობილურზე ლაპარაკობდა, ზოგი უბრალოდ მიდიოდა, ზოგი თავისი მარტოსულობის დაფარვას მეგობრებთან ყოფნით ცდილობდა და ზოგი... უბრალოდ იქ არ უნდა წავსულიყავი.-ძლივს ამოვისუნთქე ჩემი ემოციური გამოსვლის შემდეგ. აირი სავარძლიდან გადმოიწია და მისი ხელი ჩემსას დაადო.
-ხომ იცი რომ ისინი არაფერს დაგიშავებენ, არ უნდა გეშინოდეს მათი.-მითხრა მომღიმარი სახით
-აჰ მართლა? მეკი  მეგონა ადამიანები ადამიანებს მხოლოდ ფილმებში კლავდნენ.- აირიმ გაღიზიანებულმა ჩაიცინა.
-შენი ირონია გამაღიზიანებელია. ექიმთან შეხვედრა დაგინიშნო გინდა?
-არა, გარეთ გავალ.
-წვიმას აპირებს.
-მაინც, გარეთ მინდა ყოფნა თუნდაც წვიმაში, დღეს დარჩები?
-დავურეკავ დედაჩემს რომ დარჩეს ლუსისთან.
-არა ჯობია წახვიდე, წადი მასთან მე კარგად ვარ.
-შეგიძლია დამირეკო ნებისმიერ დროს.
-ამ ყველაფრის დრამატიზირება საჭირო არაა.-მას თვალი ჩავუკარი და გარეთ მზესუმზირების პირისპის  სავარძელში მოვიკალათე.
ვფიქრობდი რომ ადამიანს მეორე ადამიანი ძალიან იშვიათად ადარდებს ისიც კი ვინც ნამდვილად უნდა ადარდებდეს. მართალია ყოველთის ვცდილობ ვიფიქრო იმაზე თუ რატომ არ უნდა მომწონდეს სხვები, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა, სხვის გრძნობებს ვივიწყებთ როცა ჩვენსას ეხება საქმე, როცა მშობლებს შორის უთანხმოებაა ჩვენ ვივიწყებთ იმ პატარა ბავშვს რომელიც ოთახის კუთხეში ჩუმად ცდილობს ცრემლების შეკავებას და რომელსაც ეს ყველაფერი მისი ბრალი გონია, არავინ ცდილობს მას აუხსნას რამე რადგან ’’ვერ გაიგებს’’, მაგრამ არ იციან რომ ისე ახსნა შეიძლება რომ გაიგოს, თუმცა ეს თავის გამართლების საშუალება მშობლებს საშუალებას აძლევს მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირდნენ და არა საკუთარ გრძნობებთან ერთად სხვისი გრძნობებზეც იმ პატარასი რომელიც მათ ნამდვილად უნდა ადარდებდეთ. ამას იმიტომ ვფიქრობ ახლა რომ გამახსენდა იმ კლინიკიაში სადაც მამაა, ბევრია ასეთი წარსულით, ის პატარა ბავშვები კი უბრალოდ იმდენად იკეტებიან ზოგჯერ რომ ხმას აღარ იღებენ, მოჩვენებით მეგობრებს იჩენენ და საკუთარ ნაჭუჭში იკეტებიან. არ ვიცი იქნებ არის გზა რომ გამოაღწიონ ამ ნაჭუჭიდან თავი მაგრამ არ ვიცი როგორ ახერხებენ ისინი ამას. იმდენი ტრავმაა დედამიწზე და ამ ტრავმას ყველა  განსხვავებულად ვპასუხობთ, მაგრამ საერთოც გვაქვს ყველას გვეშინია რაღაცის. მეც დიდ ნაჭუჭში ვარ  ახლა ამიტომ შემიძლია გავუგო მათ ასე თითქმის სიღრმისეულად.


 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 33 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar