მაგიური მზესუმზირები(5)
25.10.2020, 21:32
V
^საი^
დილით დავბრუნდი სახლში მაგრამ ვერ მოვითმინე და არტესთან გავედი კარები ღია ქონდა და ამიტომ შევედი, ვიფიქრე რომ გემრიელ საუზმეს დავახვედრებდი რადგან ერთი თვე აქ ცხოვრებისგან მისი საყვარელი სადილებიც გავიგე. სამზარეულოდან გამოვდიოდი როცა კიბეებიდან ხმა მომესმა, დიახ ის, იყო სველი თმით და ხალათში გამოწყობილი ნელი სვლით მოდიდოა, მაგრამ როგორც კი მე დამინახა გამომეტყველება შეეცვალა და ნაბიჯს უმატა, ისე სწრაფად გაჩნდა ჩემს წინ გააზრებაც ვერ მოვასწარი, თავიდან წამოსული წვეთები მეც მეცემოდა, მაგრამ არ ვაპირებდი უკან გაწევას.
-აქ რას აკეთებ?
-შენთვის საუზმე გავაკეთე.- ქვემოდან ირონიული ღიმილით ამომხედა.
-იცი რომ სახლში შიშველი სიარული ძალიან მიზიდავს, სულაც არ მინდა ასეთ მდგოამრეობაში ვიღაცამ დამინახოს, ამის მერე მეორედ ჩემს სახლში დაუკითხავად ნუ შემოხვალ.
-ვიცი გაბრაზდი...
-არა უბრალოდ კი არ გავბრაზდი, მინდა იცოდე რომ ვერ ვიტან როცა ჩემს სახლში ვიღაც დაუკითხავად შემოდის, ვერ ვიტან როდესაც ვინმე ჩემს სახლშია.
-მაშინ მე რატომ მომეცი უფლება შენს სახლში მეცხოვრა.- ვიცოდი ახლა სიბრაზისგან აფეთქდებოდა, მაგრამ არ ვიცი როგორ ახერხებს ყოველჯერზე ჩემს გაკვირვებას მაგრამ საპირისპირო გააკეთა, უბალოდ გამიღიმა და სასტუმრო მაგიდასთან მივიდა იქ სადაც სუფრა მქონდა გაშლილი.
-ვნახოთ რა მოამზადე.... საი დაკვირვებული ყოფილხარ ეს ისაა რაც ნამდვილად მიყვარს, მიდი ღვინო გახსენი დღეს საშინელი ამინდია ერთი ჭიქა მჭირდება.
-დილაა, ყავით დაკმაყოფილდი.- მე მას ცხელი ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დავუდგი და მაგიდასთან მეც დავჯექი.
-ვიხუმრე როცა ვთქვი შიშველი სიარული მიყვარს თქო, იმედია ფანტაზია არ ჩაგერთო.
-ცოტა-გავიცინე.
-მოგკლა?
-არა მაპატიე.
-რატომ წამოხვედი ისე რომ არაფერი მითხარი?-ვუთხარი ცოტა ხნის შემდეგ.
-როგორაა შენი მეგობარი?
-ისევ, საუბრის გადატანას ცდილობ.
-დაღლილი ხარ საი, ჯობდა დაგესვენა ვიდრე აქ მოსულიყავი, თუმცა საუზმე გემრიელი გამოგივიდა.
-შენზე ვნერვიულობდი სანამ აირისგან არ გავიგე როგორ იყავი.
-ჩემზე ნერვიულობდი თუ მანქანაზე?
-არტე!
-კარგი ბოდიში თუ განერვიულე. ხო მართლა მანქანა არ გყავს და როგორ მოხვედი აქამდე?
-ტაქსით.
-ხო რა თქმა უნდა ტაქსით.
-სიმართლე მითხარი ტაქსით, ავტობუსით, მეტროთი ბოლოს როდის იმგზავრე... არა შეჭამე ჯერ მერე მითხარი, თორემ მერე მეტყვი ჭამას არ მაცდიო.
-მართალია არ მაცდი. ახლა 27 ის ვარ ანუ როცა აქ გადმოვედი ვიყავი 23ის ესეიგი ოთხი წლის წინ.
-გაოცებული ვარ ალბათ სახეზეც მეტყობა, როგორც იაკობი იტყოდა გაოცების რეჟიმი ჩამერთო.-ორივეს გაგვეცინა. ცოტა ხანში მან ყავის ჭიქა აიღო და  წავიდა მე მას გავყევი.
-სად მოდიხარ?
-შენ მოგყვები.
-ჭურჭელი? საქმეს როცა იწყებ ბოლომდე უნდა მიიყვანო ხომ იცი?
-მეგონა მაგას შენ გააკეთებდი.
- მომწონხარ
-რა?- მან მე ამათვალიერა და გაიღიმა.
-შენთვის არ მითქვამს სარკეს ვუთხარი, ძალიან მიზიდავს.
-სად მიდიხარ?
- ზემოთ, უნდა გამოვიცვალო, თუ გინდა რომ ასე ვიყო?
არაფერი ვუპასუხე ის მაღლა ავიდა, როცა უკან დაბრუნდა ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა.
-მიდი ჭიქები მოიტანე.
-საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე ვერ დავლევ.
-კარგი მაშინ მე დავლევ.
-როგორაა შენი მეგობარი? გადარჩა?
-კი გადარჩა რამდენიმე კვირაში გამოწერენ.
-ჩემზე ალკოჰოლი არ მოქმედებს უბრალოდ მომწონს ღვინის გემო. საი არის რამე რაც გაინტერესებს ჩემზე?
-არის მაგრამ არის რამე რაც შენ გაინტერესებს ჩემზე?
-როდის წახვალ აქედან? ამ დასახლებიდან.
-მგონი რომ არასდროს. შენ როდის წახვალ?
-გამოფენის მერე.
-სადმე მიდიხარ?- დავიბენი ნუთუ მართლა მიდიოდა.
-კი მაგრამ ნუ მკითხავ სად.
-შენ ახლაც შეგიძლია წახვიდე გამოფენას მაინც არ ესწრები.
-გადავიფიქრე დავესწრები.
-როდის გადაიფიქრე?
-როცა ზემოთ ავედი.
-რომ გითხრა რომ არ წახვიდე ვერ გადაგაფიქრებინებ?
-მაგრამ შეგიძლია შენც წამოხვიდე.....ვხუმრობ.-მის თვალებს დაჟინებით ვუყურებდი იქნებ არ ხუმრობდა.
-შენ მკითხე მაინტერესებს თუ არა რამე, რატომ წამოხვედი გუშინ მოულოდნელად?
-მგონია რომ უკვე იცი, ასე არაა?
-მართალია ვიცი მაგრამ მინდა ამაზე ვილაპარაკოთ.
-ადამიანების მეშინია ეს იქიდან დაიწყო როცა გატაცების მერე გონებაზე მოვედი ყველას პოტენციურ ქილერად აღვიქვავდი. მამიდაჩემთან გადასვლის შემდეგ სითბო  ვერ მივიღე იმედები გამიცრუვდა  ამის   და კიდევ ბევრი რამის გამო მე არ მიყვარს ადამიანებთან ყოფნა. არ ვამბობ რომ მე არ ვარ მათნაირი მაგრამ მე ბევრს ვფიქრობ ჩემს არსზე.
-არასდროს გიცდია ვინმესთვის შენი დაცვის უფლება მიგეცა?
-მდომებია მეთქვა გთხოვ არ წახვიდე, მარტო არ დამტოვო მაგრამ არასდროს მითქვამს. იმიტომ რომ როცა ამის უფლებას მისცემ მას სხვა უფლებებიც ექნება.
-არტე შენ ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე თუ რა შეიძლება დაკარგო ვიდრე იმაზე თუ რამდენს მოიგებ. ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული, რთული სიტვაციები, ადამიანების დაკარგვა ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ეს გვხვდის იმად რაც ვართ. როგორ ვებრძვით ამ ყველაფერს, გაქცევა მარტივია თვალებში შეხედვა კი რთული.
-შენი ცხოვრების ყველაზე რთულ ეპიზოდზე მომიყევი.
- ყველაზე რთული ოჯახიდან ოჯახში გადასვლა იყო, საოჯახო ტიპის სახლში ვიზრდებოდი  მაშინ მეგონა რომ როცა მიშვილებდნენ იქ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რადგან იქ ყველა ბავში ამაზე ოცნებობდა, მაგრამ როცა ერთმა ოჯახმა მიშვილა არა სასურველი გავხდი  მაშინ როცა  მათ ბავშვი შეეძინათ და ისევ სხვა ოჯაში მომიწია ცხოვრების გაგრძელება, იმ ოჯახში რომელიც ახლა ჩემი ოჯახია, ბევრს ვტიროდი როცა მეგონა რომ არავის ვუნდოდი, ზოგჯერ კი ჩემ თავს მონსტრს ვეძახდი იმიტომ რომ ასე ვამართლებდი მათ საქციელს რომ არ მიყვანდნე შვილად.
-საი, შენში იმაზე მეტი საინტერესო რამ იმალება ვიდრე წარმომედგინა, ადამიანის ნაიარევი ყველაზე უნიკალური და ლამაზია. შენ ასეთი ხარ  ადამიანები არ შეიძულე იმის მიუხედავად რომ მიზეზი გქონდა.
-იმიტომ რომ მე მჯეროდა რომ არსებობდნენ ისეთი ადამიანები რომელთა ღიმილი ნამდვილი იყო, რომლებიც რასაც ამბობდნენ იმას გულისხმობდნენ და შეეძლოთ გულწრფელი სიყვარული.  რთულ მომენტში ვინმე უნდა გყავდეს გვერდით, როცა ძალიან გაგიჭირდება სარკის დამსხვრევის ნაცვლად ვინმესთან ლაპარაკი უნდა შეძლო.
-სარკის დამსხვრევა ტყუილად არ ახსენე ვიცი.-მე გამეღიმა მივხვდი რომ მიმიხვდა.- შენი მეგობრები რას ფიქრობენ ჩემზე?
-თავიდან ნამდვილად არ მოსწონდი, მითუმეტეს იაკობს ბურთი რომ გადააგდე, ბავშურები არიან მიუხედავად მათი ასაკისა. მაგრამ რაც გუშინ გააკეთე ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ადამიანზე წარმოდგენა ერთი ნახვით შეიძლება შეგექმნას მაგრამ გაცნობის დროს ეს წარმოდგენა შეიცვალოს.
-მართალია როცა გონიათ რომ ვიღაც ძალიან ცუდია მაგრამ  გაიცნობენ  ეცვლებათ წარმოდგენა, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს სურვილი რომ შეიცვალოს უკვე გამჯდარი წარმოდგენა, თუ მტრის ხატის შექმნა უნდა ადამიანს ვერანაირ კარგ თვისებას იმ ადამიანს ვერ მიაწერს... მოკლედ როგორც არის... შენი ბიოლოგიური მშობლები არ გახსოვს?
-არ ვიცი მათ შესახებ არაფერი, სურვილი წამიერად მქონდა ძალიან ადრე რომ გამერკვია რამე, მაგრამ მხოლოდ წამიერად.
-ვიოლინო როგორ შეგიყვარდა?
-ინტერვიუს გაძლევ მგონია... მუსიკა შემიყვარდა შემდეგ კი ამ მუსიკაში ვიოლინო აი შემდეგ კი დავიწყე სწავალა. შენ როგორ შეგიყვარდა ხატვა?
-მეც ხელოვნება შემიყვარდა, ხატვა დავიწყე და  შემდეგ დამაინტერესა ყველაფერმა. ჩემთვის მნიშვნელოვანია  ემოციები, ფიგურები, ადამიანების სახეები, სტრუქტურა თითოეული საგნის, ბუნება და ფერები რა თქმა უნდა, როცა გარეთ გავდივარ მე ბევრ ემოციას ვიჭერ, შეიძლება სხვა ვერ მიხვდეს მაგრამ ბუნებას შეუძლია გელაპარაკოს თუნდაც ფერებით. მაგრამ ადამიანების სახეები უფრო რთულია, ისინი ერთდროულად მეტყველი და ფარულია, მაცდური და გულწრფელი, ზოგი სადღაც შუაში.
-დამხატავ?-მან თავი გააქნია.-რატომ არ მეტყველებს ჩემი სახე?
-ვინც ერთხელ დავხატე მეორეჯერ ვერ დავხატავ.
-უკვე  დამხატე?-ის ადგა და გვერდით უჯრიდან გასაღები აიღო
-გამომყევი.-ჩვენ დერეფანს გავყევით, შემდეგ კი როცა მის სამუშაო ოთახში შევედით  აქამდე რომ არ შემიმჩნევია ამ ოთახში კიდევ ერთი კარები ყოფილა, ალბათ კარგად თუ არ დააკვირდებოდი ვერც შეამჩნევდი.
-ფარული ოთახი?
-რაღაც მსგავსი-მან გასაღები გადაატრიალა და შიგნით შევედით, ოთახი საკმაოდ დიდი იყო, როცა ბოლომდე განათდა მე კარგად დავინახე ყველაფერი, იქ უამრავი ნახატი ქონდა,ზოგი შავ-თეთრი ზოგი კი ფერადი, ასეთი განცვიფრებული არასდროს დავუტოვებივარ რაიმეს, მაგრამ იმდენად დიდი ემოციები იდო თითოეულ ნამუშევარში რომ შეუძლებელი იყო გონებაში არ გამოეწვია სრული ქაოსი. მან სადღაც შორიდან საშუალო ზომის ტილო გამოიტანა და ნახატი დამანახა სადაც მე ვიყავი, ნახატში ვიოლინოზე ვუკრავდი.
-შედევრია-აღმომხდა სიხარულისგან.
-იმიტომ რომ შესანიშნავად დავხატე.
-არა, იმიტომ რომ მე დამხატე.-მეც და მასაც გაგვეღიმა. მან ნახატი მომაწოდა, გამოვართვი და ისევ დაჟინებით ჩავაჩერდი ჩემს თავს.
-შენ საოცარი უნარი გაქვს ადამიანის ღრმა განწყობა დაინახო, არ მესმის ასეთი ნიჭი გაქვს და რატომ არ აკვირდები ყველას მაშინ მიხვდებოდი რომ ყველა ცუდი არაა, იქნებ შენ ის ხარ მტრის ხატი რომ შექმნა და კარგის დანახვა არ უნდა.
მე და ის ერთმანეთს ვუყურებდით, თუმცა ხმას არცერთი ვიღებდით. იქიდან გამოსვლის შემდეგ მე ჩემი მანქანის გასაღები ავიღე და მას დავემშვიდობე.
მივხვდი ამ საუბრის შემდეგ რომ დაფიქრდებოდა რაღაცეებზე და მაინტერესებდა რა შედეგი ექნებოდა საბოლოოდ ამ ყველაფერს.
^არტე^
როცა საი წავიდა მე იმ ოთახში დავბრუნდი  შუქი არ ავანთე გარედან შემოსული სინათლე ისედაც ანათებდა, ყველა ნახატს ერთბაშად ვუყურებდი და ვცდილობდი ამ სიჩუმეში გამეგო მათი ხმა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა ისეთი თითქოს გარშემო ამდენ ნახატში მხოლოდ ერთი მეძახდა, ის ნახატი დიდი ხნის იყო ჩემთვის დახატული და დავიწყებული, გონებაში როგორი დამალულიც იყო ისე იყო რეალობაშიც სულ ბოლოში და სიბნელეში მტვერ დადებული. მეგონა სიჩუმეში არავინ გამცემდა ხმას, მაგრამ მათ მიპასუხეს დედამ, მამამ და ჩემმა ძველმა თავმა რომელიც იმ ნახატიდან მიყურებდა, ამ სიბნელეში ასე ძალიან რატო ანათებდნენ. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე, მესამე და ასე შემდეგ სრიალდებოდა მთელ სახეზე ცრემლები. იმ ამბის შემდეგ მე მათი სახეები არ მინახავს, არცერთი სურათი, მხოლოდ ის სახეები მახსოვდა რომელიც მათ ბოლოს მიიღეს და არა ის რაც დაკარგეს. ბედნიერი სახეები რომლებიც მხოლოდ იღიმოდნენ, ჩემი სახე რომელიც გულწრფელი და თბილი იყო. მე მის სახეს შევეხე ბოლოს რომ ვნახე თავიდან უამრავი სისხლი მოსდიოდა და მაინც ჩვენზე ფიქრობდა რომ კარგად ვყოფილიყავით, მამას კი სასაცილო სახე ქონდა როგორც ყოველთვის, ყველას გახალისებას ცდილობდა ხოლმე ასეთი სახის მიღებით, მაგრამ როცა ბოლოს ვნახე მისი სახიდან ყველაფერი წაშლილი იყო. ამ სიჩუმეში მათი ხმა კარგად მესმოდა, იმის მიუხედავად რომ ისინი აქ არ იყვნენ, სიბნელეში დარჩენა გაუსაძლისი ხდებოდა მაგრამ მათ ყურებას ვერ ვწყვეტდი, როგორ დავაგვიანე, როგორ დავუშვი რომ დამვიწყებოდით და ის დროც დამვიწყებოდა სადაც უბრალოდ ბედნიერი ვიყავი ადამიანებთან ერთად..
-როგორც იქნა გიპოვე-აირი იყო, ოთახში შემოვიდა და შუქი აანთო.
-რატომ ტირი?- ჩემკენ დახრილი აირი უკან გავწიე.
-გთხოვ გადი, აქედან გადი დამტოვე მარტო, გადი!
აირი გარეთ გავიყვანე და კარები დავხურე, ანთებული შუქი ჩავაქრე. სიბნელეში მარტო მინდოდა ყოფნა.
როცა გარეთ გავედი უკვე თენდებოდა, აირის სამუშაო მაგიდასთან ეძინა, მისკენ დავიხარე და ზურგზე ხელით შევეხე.
-გაიღვიძე ასე გეტკინება რაღაც-თვალები რომ გაახილა მაშინვე წამოდგა მე მას გავუღიმე.-კარგად ვარ დამშვიდდი,ეს უბრალოდ ემოციური აფეთქება იყო მაგრამ არაფერი დამიმტვრევია, დავმშვიდდი, ყველაფერი დავალაგე აი აქ- თითით ჩემი თავისკენ მივუთითე.
-რა დაალაგე?
-ჩემი ფიქრები. გამოფენაზე წამოვალ, მაგრამ სანამ არ შემოვალ შენობაში არ მინდა ვინმემ იცოდეს, არ ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი გამბედაობა ამისთვის.
-მართლა ამბობ ამას? წამოხვალ?
-კი, ახლა კი მოდი ვისაუზმოთ, უცნაურია ბოლოს სწორედ რომ ვისაუზმე ერთი დღე გავიდა რაც საი ბოლოს ვნახე.
-გუშინ საღამოთი მანქანით წავიდა ალაბათ მეგობართან, ჯერ არ დაბრუნებულა..
როცა ჩემს ოთახში ავედი საის დავურეკე.
-ხუთ დღეში ჩემი გამოფენაა, მოხვალ?
-არ ვიცი, იაკობს იმაზე მალე გამოწერენ ვიდრე მეგონა და აქ უნდა ვიყო. როგორ ხარ?
-რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ მოხვალ მაგრამ თუ არა არაუშავს.
-იმედია არ გაბრაზდებია.
-რატომ მაქვს კი მიზეზი?
-არ ვიცი, არ გათიშო იაკობს უნდა მადლობა გითხრას ექიმის მოყვანისთვის.
-იაკობს უთხარი რომ საჭირო არაა.-და გავუთიშე, ესეიგი არ იცის, თუ არ მოვა გამოფენის მერე სადაც წავალ და ეს სანტორინი იქნება, ის არ წამოვა.
გალერეაში შესვლისთვის ვემზადებოდი, ვნერვიულობდი თუ არა? კი იმდენად რამდენადაც შესაძლებელია მაგრამ დამიჯერეთ ეს არ მეტყობოდა. გალერეის ის ფლიგელი სადაც ჩემი ნამუშევრები იყო გამოფენილი უკვე ადამიანებით იყო სავსე. გასვლას ვაპირებდი და კარების გაღებას როცა საი დამიდგა პირდაპირ ღიმილიანი სახით.
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-ეგ შეუძლებელი იყო. ამას არცერთ შემთხვევაში გამოვტოვებდი.
-მივხვდი რომ შევცდი, მოგონებებთან დაკავშირებით. შენ რაც შეგეხება აქ თუ მარტო ამის სანახავად მოხვედი შეგიძლია წახვიდე მაგრამ თუ უნდა მითხრა რომ სანტორინში მოდიხარ  ეს სხვა საქმეა.
- არ ვიცი, გამოფენის მერე იქ მიდიხარ?
-ასე ხშირად არ ვიცის რომ ამბობ უკვე ვფიქრობ რა ჯანდაბას ვაკეთებ შენთან, მაგრამ ბოლოს...

- მაგრამ ბოლოს იმაზე ამთავრებ ფიქრს რომ  ჩემთან უნდა იყო.

დასასრული :)

 
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 33 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar