,, მაინც შეგიყვარდი ! " {თავი 1 }
18.07.2018, 13:21
{ თავი 1 }

,, საოცარი თაფლისფერი თვალები, სწორი ,წინ ოდნავ აწკეპილი ცხვირი,დაბალი წვერი ,სავსე ტუჩები რომელიც მუდამ უხმობდა ,არა ეს ხაკისფერი პერანგიც როგორ უხდებოდა ,მის აღნაგობას და დაკუნთულ სხეულს კიდევ უფრო უსვავდა ხაზს.."
ტუჩი მოიკვნიტა და ღრმად ამოისუნთქა ,საშინლად უნდოდა მოხვეოდა ,თავი მის კისერში ჩაერგო და ასე გარინდულიყო,მაგრამ იცოდა ეს შეუძლებელი იყო,მხოლოდ მისი ოცნება ,რომელიც არასდროს ასრულდებოდა..
-ეგრე ნუ უყურებ,სირცხვილია -ჩუმად ჩასჩურჩულა მეგიმ დაქალს
-თვალს ვერ ვწყვეტ, როგორ მინდა მივიდე - არ გამოუხედავს ისე უთხრა
-მიდი მერე
-გაგიჟდი? რომ მივიდე რა ვუთხრა? გამარჯობა ნიკა ,იცი მე შენ უკვე დიდი ხანია მიყვარხართქო?
-აბა რა გიყო , ყოველ დღე ასე უნდა აშტერდებოდე?
-ყოველ დღე არა ,მხოლოდ მაშინ როცა იღიმის -თქვა და ჩეღიმა -საოცარი ღიმილი აქვს არა?
-არა - წამში მიახალა ,მაგრამ დაქალის მკაცრი მზერა,რომ იგრძნო თავის მართლებას მოყვა - უფროსწორედ კი ,მაგრამ ...ოოო რას მიყურებ ,შენ გიყვარს მე ხომ არა !
-წავიდეთ -ფეხზე წამოდგა და ჩანთა აიღო
-რა?
-წავიდეთ აქედან, აღარ შემიძლია მისი ასე შორიდან ყურება ,გავეცალოთ აქაურობას
-რას მივაწერო შენი ასეთი წამიერი ცვლილება?-გაოცებულმა გახედა
-უბრალოდ წამოდი - ხელკავი გამოსდო და კაფეტერიიდან გაიყვანა ..

***

ნიკა ჩადუნელი
22 წლის , ჰყავს და ანა ჩადუნელი, მშობლები გერმანიაში არიან
სწავლობს -იურიდიულ ფაკულტეტზე ..
მეგობრები - შაკო ნაკაშიძე , გიორგი წიკლაური
ზოგადი დახასიათება -მაღალი, თაფლისფერი თვალები, სწორი ცხვირი ,ქერა თმა ,დაბალი წვერი,ნავარჯიშები სხეული..ცვალებადი ხასიათი, გამოუსწორებელი მექალთანე



*****
ემა ივანიძე
20 წლის , დედისერთა
სწავლობს- იურიდიულ ფაკულტეტზე , მეორე კურსზე..
მეგობრები -მეგი ჯაფარიძე ,ნია წიკლაური
ზოგადი დახასიათება - საშუალო სიმაღლის ,გამხდარი ,ჩალისფერი თმა ,კურნოსა ცხვირი, ნაცრისფერი თვალები..ბავშვური და გულიბრყვილო..



*****
ნიკა..
ბიჭი რომელზეც გიჟდებოდა , ბიჭი რომელზეც პირველივე კურსიდან ჭკუა ეკეტებოდა ,მისი ღიმილი ,მიხრა-მოხრა ,ლაპარაკის მანერა ,მზერა ,სტილი, ყველაფერი აგიჟებდა,კლავდა ,სულს უწამლავდა ..რას არ მისცემდა მასთან ყოფილიყო, ის ეგრძნო, მისი სითბო ეგრძნო ,მისი კანი ეგრძნო ,სურნელი ეგრძნო..
როგორ არ სცადა გაცნობოდა ,დაახლოვებოდა ,დამეგობრებოდა და პირველი კურსის ბოლოს გამოუვიდა კიდეც ,შემდეგ მეგი და ნია გაიცნო ,მალევე დაუახლოვდა მათ..ისინი კი ნიკას ძმაკაცებთან მეგობრობდნენ, ასე აღმოჩნდა მათ სასტავში ..რა თქმა უნდა ნიკამ არაფერი იცოდა ..
-სხვა გოგოები ?-კლავდა იმის გაფიქრებაც კი ,რომ მას სხვა ქალი შეეხებოდა ,აკოცებდა და ჩაეხუტებოდა ,ამის წარმოდგენაც ზარავდა ..
უყვარდა ,ძალიან უყვარდა და ამ სიყვარულის გამო ყველაფერს გააკეთებდა ..

**********

დილას ადრე გეღვიძა ,უნივერსიტეტში წასვლამდე კიდევ დრო იყო, ხალათისამარა გავიდა ოთახიდან, ჩალისფერი თმა ფანქრით დაიმაგრა , პირი დაიბანა ,ყავა გაიმზადა და აივანზე გავიდა ჭიქით ხელში..მოაჯირს გადაეყუდა ,დილის ცივი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა ,თვალები დახუჭა და ფიქრებს მიეცა ..
ვისთან იქნებოდა მისი ფიქრები დაკავშირებული თუ არა ნიკასთან ? გაიხსენა მისი სახე ,ნაკვთები,თვალები გამოხედვა ,ხმა და საერთიდ ყველაფერი ..მისი წარმოდგენისას საშინლად უცემდა გული და ხომ წარმოგიდგენიათ როცა ნახულობდა რა ემართებოდა..ჯერაც ვერ მიმხვდარიყო რატომ შეუყვარდა ეს ადამიანი ასე ძალიან ,ყოველთვის იძახდა თუ როგორ ვერ იტანდა ბაბნიკებს ,თავში ავარდნილ ბიჭებს ,მაგრამ ნიკა..ის სულ სხვა იყო..
ოცნებას თავი მიანება , სახლში შევიდა ,მალევე მოწესრიგდა და უნივერსიტეტის გზას დაადგა ..
-ჰაით - ღიმილით გადაკოცნა ორივე დაქალი
-შეყვარებული ქალბატონი მოვიდაა - ხელკავი გაუყარა ნიამ და შესასვლელისკენ გაუძღვა
-რას შვებით?
-გვძინავს - მთქნარებით უთხრა მეგიმ
-თქვენ სულ გძინავთ ,ლექციებზეც კი - სიცილი წასკდა
-როგორ გეკადრება ,წარჩინებული სტუდენტი ვარ - ამაყად თქვა და კარებში შევიდა ,ნია და ემაც უკან მიყვნენ ..
-მოკლედ ემილი - მშვიდად დაიწყო ნიამ - ამაღამ ჩემთან უნდა ამოხვიდეთ, პატარა ფართი მაქვს
-რასთან დაკავშირებით?
-მშობლებს აცილებს - ნიას მაგივრად გასცა პასუხი მეგიმ
-აბა თუ დაგაცდის - ერთი შეუღრინა დაქალს და ისევ ემას მიუბრუნდა - ჩემები ერთი კვირით მიდიან მივლინებაში, მეკი მარტო ვრჩები
-შენი და?
-სოფელში მიდის
-სულ ძალით უშვებს - სიცილი წასკდა მეგის - შენი მოვლის თავი არ მაქვსო და ბებიასთან გაამწესა
-მთლად ეგრეც არ იყო -წყენით თქვა ,ამასობაში ოთახსაც მიუახლოვდნენ -მოკლედ ხომ მოხვალ?
-რავი,კი ..
-ძაან კაი,შენ და ეს ქალბატონი ერთად ამოდით- მერხთან კომფორტულად მოთავსდა ,ჩანთა მაგიდაზე დააგდო და ლექტორის შემოსვლას ისე დაელოდა ,მეგი და ემა კი მის გვერდით გამწესდნენ ..
-და გიო? -ახლა მეგიმ დაუსვა კითხვა -იქნება?
-ჩემი ძმაა და აბა არ იქნება?
-რავი მარტოო და
-ნუ ეგ ძირითადად არ არის სახლში ,ამიტომ მარტო გამომდის ყოფნა..
-ნია ,ის იქნება? - ხმადაბლა გადაუჩურჩულა
-ნიკა? - თავი დაუქნია - კი იქნება ,ჩემი გადარეული ძმა პატიჟებს
-კარგია- გაიკრიჭა და თვითონაც კომფორულად მოთავსდა
-ვაა ქალბატონი ნიაც მოსულაა - წინ აესვეტა მაღალი, შავგვრემანი ბიჭი
-ვაა შალვა ბიძიაც აქ ყოფილაა - ნიაც გაეკრიჭა
-რა ბიძია გოგო, ორი წლით დიდი ვარ შენზე - კოპები შეკრა
-რამ შეგაწუხა?
-დღეს ფართიზე მოვდივარ და შენც ხომ იქნები?
-არა ,ამას რა უნდა თავის წვეულებაზე -მომაბეზრებლად აატრიალა თვალები მეგიმ
-ამას ენა რომ არ ქონდეს რა ეშველებოდა ?!- ერთი შეუბღვირა და ისევ ნიას მიუბრუნდა
-ანუ იქნები?
-ვაიმე ხოო შაკო,ვიქნები ..აბა სად უნდა წავიდე ?
-რავი -მხრები აიჩეჩა -დავაზუსტე..- თქვა და შემოსული ლექტორის დანახვისას წამში დატოვა ოთახი..
-რა შტერი ყავს გამჩენს - თავი გააქია მეგიმ
-კაი გეყოს ,დაანებე თავი - ჩურჩული უთხრა ,მისი მზერა დააიგნორა და ლექტორის მოსმენას შეუდგა..

***
შავი მოკლე კაბა ჩაიცვა ,ფეხზე კეტები მოირგო,ჩალისფერი თმა მხრებზე დაიყარა ,მაკიაჟი არ გაუკეთებია ,ჩანთა აიღო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა..ქვევით მანქანაზე მიყუდებული მეგი დახვდა , ჯინსის შარვალი, ღია ფერის ზედა და კეტები ეცვა ,გრძელი ხორბლისფერი თმა მასაც გაეშალა ,მსუბუქი მაკიაჟი წაესვა და დაქალს მოთმინებით ელოდებოდა..
-სად ხარ ამდენხანს,მოვკვდი ლოდინით? - როგორცკი დაინახა მაშინვე უსაყვედურა
-ვემზადებოდი - მოკლედ მოუჭრა და მანქანაში ჩახტა
-ამდენ ხანს?- საჭესთან მოთავსდა
-ხო,მიდი მალე ..
-ნიკუშასთან ეჩქარება გოგოს -მანქანა დაქოქა
-მოკეტე - მუჯლუგუნი მიჰკრა და ღვედი შეიკრა..

სულ მალე ნიას სახლთან გაჩერდნენ ,სწრაფად გადმოვიდა ,მიდამოს მოავლო თვალი,მეგის დაელოდა როდის დააყენებდა მანქანას ,შემდეგ კი ერთად შევიდნენ სახლში..
-ვაახ ,გოგოები მოსულან - ღიმილით შეეგება ორივეს გიო
-გიუსს..სადაა შენი და? -გადაკოცნა და მიმოიხედა
-ოთახში სხვაგან სად იქნება ,მიდით თქვენ მისაღებში შედით,მე დავუძახებ - საფირმო ღიმილით დააჯილდოვა გოგონები და კიბეებს აუყვა
-რა საყვარელია -თავისთვის ჩაილაპარაკა მეგიმ
-რა თქვი ? - ვითომ ვერ გაიგოო
-შევიდეთთქო -უხეშად უთხრა და წინ გაუძღვა ,ემამ ღიმილით გადახედა დაქალს ,შემდეგ უკან გაყვა..
ოთახში ბევრი ხალხი ირეოდა , რამდენიმე ნაცნობიც დალანდა შორიდან ,მათ შორის ნიკაც ..სწრაფად აარიდა თვალი და იქვე ჩამოდგა ,მეგიც გვერდით ედგა ..
-რა ბაბნიკია - ჩუმად ანიშნა მეგიმ ნიკაზე ,რომელიც რამდენიმე გოგოს ელაპარაკებოდა
-იცნობს და მოიკითხა ალბათ რა მოხდა - სცადა გაემართლებინა ,სინამდვილეში კი გულზე ეკლად ესობოდა ამდენ მომღიმარ გოგოს ,რომ ხედავდა მის ირგვლივ
-იცნობს? - გაეცინა - არ იცნობდე მაინც ჩადუნელს,ცნობილი მექალთანეა
-აუ კაი რა ,ნუღარ მელაპარაკები მაგაზე - იქვე მდგარ ჭიქას დასწვდა და არაყი ყელში გადაუშვა
-დალევას აპირებ? - თავი დაუქნია -ხო რა გენაღვლება ,მძღოლი აგერ არ გყავარ? - სახე დაჭყანა და ხელები გულზე დაიკრიფა ,ემამ მეორე ჭიქაც გადაჰკრა
-იმ გოგოს თმებით ვითრევ - თვალებმოჭუტულმა გახედა ქერა არსებას ,რომელიც ნიკას უცნოდა ,ცალი ხელით კი თმას ათამაშებდა
-გოგოზე გამახსენდა ,სადაა ეს ბავშვი ? რას იპრანჭება ამდენს - კიბეებს გახედა - აჰა ,მობრძანდება
-აბა ,ერთობით? - ღიმილით მიუახლოვდა ნია გოგოებს ,გრძელი ყავისფერი თმა მაღლა აეწია ,მსუბუქი მაკიაჟი ეკეთა ,მოკლე კაბა ჩაეცვა ..
-.სად ხარ ამდენ ხანს?
-ვემზადებოდი
-სამი საათი?
-უფრო ზუსტად ოთხი - სიცილით თქვა და მანაც მოსვა ღვინო -შენ რა გჭირს? - დაღვრემილ ემას მიუბრუნდა
-მარჯვნივ გაიხედე და მიხვდები - მის მაგივრად გასცა პასუხი მეგიმ ,ნიამაც წამში შეასრულა ნათქვამი ,იქვე მდგარი ნიკა და ის ქერა გოგო დაინახა ,ამჯერად ერთად ცეკვავდნენ
-ოფ ,ერთი ღამის სათამაშოა,მაგაზე არ იდარდო - სცადა დაქალი გაემხნევებინა
-ეგ შენს თავს უთხარი - შაკოზე ანიშნა თავით
-ის გოგო ვინაა? - ინტერესით გადახედა მის გვერდით მდგარ შავგვრემანს
-მე მეკითხები?
-ფეხზე მკიდია,შაკო არ მადარდებს - ნერვიულად მოსვა სასმელი
-ხო აბა რა - სიცილი აუტყდა ..
-რაზე ჭორაობთ ?- წინ აესვეტა დას გიორგი
-ისეთზე არაფერზე
-ერთობით?
-კი - ჭიქა ასწია ნიამ
-შენ ბევრი არ დალიო - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი
-შემარგე - შეუბღვირა და ისევ მოსვა ,გიორგიმ თვალები დაუბრიალა და ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა
-არ დალევ !
-შენ რა გინდა ?!
-შენი უფროსი ძმა ვარ დაგავიწყდა? რომ გეუბნები არ დალიოთქო ,არ უნდა დალიო
-მერე რა რომ უფროსი ხარ,არც მე ვარ პატარა !
-ნია მაბრაზებ !
-ოო,არ დავლევ ხო - დაიჭყანა და ხელები გულზე დაიკრიფა
-ჭკვიანი გოგო - შუბლზე აკოცა დას - ემა წამო ვიცეკვოთ
-არ მინდა
-რატომ?
-ხასიათზე არაა ,მე წამოვალ - ხელი გაუწოდა მეგიმ და სწცეკვაოდ გაყვა
-როდის აქედან ცეკვავს ეს? - ინტერესით ჰკითხა ემას
-რავიცი.. - მოწყენილმა ჩაილაპარაკა -ალბათ მოუნდა
-ხო რავი..კაი რა ნუ ხარ ეგრე ,გამხიარულდი, ამ ნიკათი ხომ არ მთავრდება ცხოვრება - მუჯლუგუნი გაჰკრა დაქალს ,ემასაც ოდნავ გაეღიმა ,ნიას ჭიქა მიაწოდა და ერთმანეთს მოუჭახუნეს -გაგვიმარჯოს !
-გაგვიმარჯოს ! - თქვა და ორივემ ერთდროულად გადაუშვა წითელი ღვინო
-გიორგი მომკლავს - სიცილი წასკდა
-ვიცეკვოთ? - ღიმილით მიუახლოვდა შაკო გოგონებს
-შენ ცეკვავ კიდეც? - ვითომ გაოცებულმა ჰკითხა ნიამ ,ემა ისევ ნიკას აკვირდებოდა
-მოიცა არ შეიძლება ვცეკვავდე?
-კი ,შეიძლება..მე მეგონა ბალეტზე დადიოდი - ხუმრობით უთხრა ,წამში შეეცვალა სახე
-ეგ ღრმა ბავშვობაში იყო - კბიკებს შორის გამოსცრა და შავი სფეროები მიანათა ორივეს ,ნიამ და ემამ ერთმანეთს გადახედას ,წამში წასკდა ორივეს სიცილი
-მოიცა ,შენ რა მართლა დადიოდი ბალეტზე?
-დედაჩემმა აიჩემა - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო - რა გაცინებთ?! - დაბღვერით გადახედა გოგოებს,რომლებიც სიცილისგან ლამის იატაკზე გაწვნენ
-აუ, თეთრ კოლგოტში წარმოგიდგინე
-ვაიმე მეეც , თან ფეხზე ბალერინის ფეხსაცმელები ეცვა ,ხელები ზევით აეწია და ტრიალებდა - სიცილისგან სულ აწითლდა ნია
-ჰაჰაჰა..აღარ მინდა ცეკვა - ერთი შეუბღვირა და იქაურობას გაეცალა ..

უკვე იმდენი დალია თვალებში ძლივს იხედებოდა ,ფეხზეც ძლივს იდგა ,ხალხი უკვე დაშლილიყო,მხოლოდ გიორგის ძმაკაცები და ესენი იყვნენ..მოწყვეტით ჩავარდა სავარძელში, თავი ხელებზე დააყრდნო და თვალები მილულა
-ემა რა გჭირს გოგო, დათვერი? - სიცილით მიუახლოვდა გიო
-ცოტა - ქვედა ტუჩი გადმობურცა , მასთან ჩაიმუხლა
-ხო გეტყობა ,რომ ცოტა ..წამო ნიკას ვთხვ სახლში წაგიყვანს-ხელი გაუწვდინა
-მერე ის გოგო?
-ვინ?
-აი ის ქერა გოგო ,რომ ელაპარაკებოდა,ნუ შეაწუხებ
-დაიკიდე ის ,ალბათ მორიგი გასართობია -თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა -წამო ,წამო ვეტყვი..მეც გაგიყვანდი მაგრამ ,გახედე შენს დაქალს -თვალით ნიაზე ანიშნა -ვითომ ვერ ვხვდები მაინც რომ დალია ,მარტო ვერ დავტოვებ
-არ ეჩხუბო
-არა როგორ გეკადრება ,ეგეთი არათანამედროვეც არ ვარ -სიცილი აუტყდა
-ხოო..-გიორგი ნიკასკენ დაიძრა ,მხარზე ხელი დაჰკრა და ისიც წამში შემობრუნდა
-რახდება?
-ნიკუშ ძმობასგაფიცებ ემა გაიყვანე რა სახლში
-ახლა?-ცალი თვალით იქვე , გიორგიზე მიყრდნობილ გოგოს დახედა
-ხო რა მიდი
-შაკოს ,რომ სთხოვო ..
-მთვრალია
-აუ ჩემი-ხელი თმაში შეიცურა ,იქვე მდგარ ქერა გოგოს გადახედა ,შემდეგ გიორგის
-შენ წაიყვანე ,შენ ხომ ხარ ფხიზელი
-მე ვარ ,მაგრამ ნია არ არის..კაი რა შეჩემა ,წაიყვანე რას მახვეწნინებ რა გჭირს
-არ არის საჭირო, მეგის ვთხოვ - ნიკას თავშეკავებისგან გაბრაზებულმა ემამ გიორგის საწყლად ახედა
-კაი ,კაი წაგიყვან - ხელი აიქნია ნიკამ ,ქერას დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა
-ჩანთას ავიღებ და მოვალ - ბარბაცით წავიდა ნია და მეგიკენ - მივდივარ ,ჩემი ჩანთა მომეცით
-მოიცა გოგო სად მიდიხარ ,მე არ უნდა წამეყვანე? (მეგი)
-ნიკას მივყვარ - ღიმილით უთხრა და ჩანთა გამოართვა
-ნიკას?
-ხო, გაცილება შემომთავაზა
-ვახ ,ვახ ..აბა შენ იცი ივანიძე ,არ შემარცხვინო იცოდე
-მოკეტე ჯაფარიძე - ენა გამოუყო და ნიკასკენ აიღო გეზი
-ეს ძაან მთვრალია - ჩაფიქრებულმა გადახედა ნიას
-ხო,ბევრი მოუვიდა დალევა
-არც შენ ჩანხარ ფხიზელი - ახლა მის ალეწილ სახეს შეხედა
-ჩუუ..გიომ არ შემამჩნიოს-ტუჩებთან მიიტანა თითი
-ოხ ,თქვენ რა ხართ - თავი გააქნია და იქვე კიბეებზე ჩამოჯდა..

ნიკამ მანქანა პირდაპირ ემას კორპუსის წინ გააჩერა ,ღიმილით გადახედა გოგოს
-მოვედით
-მანაც ნელა წამოსწია თავი, სადარბაზოს ინტერესით დააკვირდა - აქ ვცხოვრობ ,საიდან იცოდი?
-ადრე მითხარი და დამამახსოვრდა
-ხოო?
-აჰამ..წამოდი გადასვლაში დაგეხმარები - მანქანიდან გადავიდა ,კარები გაუღო და ხელი შეაშველა , სადარბაზოში შეიყვანა
-ჩემით ავალ - ბლუყუნით უთხრა -ამოხვალ? - იმედი ჰქონდა რომ კის ეტყოდა,მაგრამ უარი მიიღო ..გული საშინლად აუჩქარდა ,სასმელი თავისას შვებოდა , ტვინში დაურა ,უცებ წაბარბაცდა და რომ არა ნიკა იატაკზე გაადენდა ზღლართანს..გოგონამ ერთი შეანათა ნაცრისფერი თვალები,როგორ უყვარდა ,სასმელმა ეს გრძნობა კიდევ უფრო გააორმაგა ,სირცხვილი და მორიდება სადღაც გაქრა ,წამში მოკიდა ხელები პერენგზე და ტუჩებზე დაეძგერა ,როგორ ოცნებობდა მთელი ეს დრო მისი ტუჩების დაგემოვნებას , ახლაც არ სჯეროდა რომ ეს ქნა..როცა სუნთქვა არ ეყო, ფრთხილად მოაშორა ბაგეები, პირდაპირ თვალებში შეხედა
-რას აკეთებ ემა? - გაკვირვებულმა დახედა ზევიდან ჩადუნელმა ,წარბები შეკრა და ხელები შეუშვა
-მიყვარხარ - ღიმილით ახედა და სუნთქვაშეკრული დაელოდა მის პასუხს..

მოგესალმებით,ეს ჩემი პირველი იტორიაა საიტზე ,თუ დაგაინტერესებთ დააკომენტარეთ და შემდეგ თავსაც მალე დავდებ..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: თინეიჯერი
ნანახია: 476 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 2.6/5
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ძალიან მომეწონააა ჩემოოო გოგოვ.
აუ ნიკაააა, ჩემიიი ნიკააა.
ემაზე ვგიჟდებიიიი, იმედია არ გიკვირს რატომაც.
მოკლედ ისტორიიაში ყველა მიყვარს უკვეე თან ძალიან.
ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად ჩემო სიხარულოო.
ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤
avatar
0 Spam
2
vaimeee ,rogor gamaxare sheni komentaritt..miyvarxar dzalian male davdeb ki biggrin
avatar
0 Spam
3
დადეეეე დადეეეე
avatar
0 Spam
4
Kargi biggrin
avatar