მე'დეკემბრე (სრულად)
01.09.2016, 21:48
არიან ისეთი ადამიანები, საახალწლო სურვილის მსგავსად, რომ ჩაიფიქრებ,თანაც ერთხელ არა, ბევრჯერ, უამრავჯერ და ერთხელაც არ ახდებიან და არიან ისეთებიც ერთხელაც, რომ არ ჩაგიფიქრებია და მაინც ახდნენ.
ასეთ ადამიანებს სასწაულებს ვუწოდებ.
ცხოვრების სასწაულებს და ბედნიერებებს.
ყველას სჭირდება ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც აუხდება და მერე მთელ ცხოვრებას თავდაყირა დაუყენებს, ყველაფერს შეცვლის,
ყველა ფერს!
ოღონდ კარგისკენ.
აი ისეთივე სასწაულს გახდის, როგორიც თვითონაა.
* * *
ტელეფონის ზარმა გააღვიძა ლურჯთმიანი.
უკვე იცოდა ვინც იქნებოდა, ამიტომ წუწუნით ადგა და ნახევრად დახუჭული თვალებით დაიწყო ტელეფონის ძებნა.
ოღონდ ეს არა, გაბრაზებულმა დაიწუწუნა და სიმშვიდის შენარჩუნება სცადა, მერე კი მობეზრებულმა უპასუხა ტელეფონს.
-ნიაკოოო - როგორ ვერ იტანს საკუთარი სახელის ასეთ ფორმას და ეს იმ ადამიანმც კარგად იცის, რომელიც ახლა ურეკავს.ძალიან გაბრაზდა.
-ჰო
-მაინტერესებდა როგორ ხარ? -ისეთი ბედნიერი ხმით უთხრა კიდევ ერთხელ გაუჩნდა სურვილი მოეკლა.
-არაჩვეულებრივად -უპასუხა უემოციოდ
-მომენატრე ნიაკო -უთხრა ბიჭმა
-კარგი, ხომ გაიგე როგორ ვარ, კარგად -ლურჯთმიანს მისი ნათქვამი არც კი შეუმჩნევია, ღმერთო როგორ უშლის ნერვებს ეს ადამიანი.
-არა, არ გათიშო ერთი წუთით
-რაგინდა? -ცივად ჰკითხა ნიამ
-როდის მნახავ? -არა მან ახლა ჰკითხა როდის მნახავო? არა! ნამდვილად არაა ნორმალური!
-არასდროს -უფრო მეტად გაბრაზდა ლურჯთმიანი
-რატ... -ნიამ ისე გათიშა ბოლომდე სიტყვის თქმა არც დააცადა.

უკვე ძალიან იღლება ნია, არა მაინც როგორ არ ბეზრდება? ხომ შეიძლება ამდენი ახსნის, თხოვნის და ჩხუბის შემდეგ შეეშვას? მაგრამ არა !
აი ხომ არიან ისეთები ადამიანურად ნათქვამი რომ არ ესმით, სამი წელია საბას იცნობს და ცხოვრება გაუმწარა, არ ეშვება, უბრალოდ გიჟია და ალბათ უნდა ნიაც გააგიჟოს.
ყველაზე მეტად ის აკვირვებს როგორ შეიძლება მისნაირი ადამიანი არსებობდეს და არაფერი ესმოდეს?
იცის,
ზუსტად იცის, რომ ერთ დღეს ვეღარ მოითმენს და აფეთქდება.
ძალიან ცუდად დაამთავრებს.
ჰო ერთ დღეს წავა საბა.
სამუდამოდ წავა.
ნია თუ ვერ გააგდებს თვითონ წავა.
მას ნია არ მოენატრება, ნიას კი, მიუხედავად ყველაფრისა შეიძლება დააკლდეს საბა და ბევრჯერ ინატროს.
ერთ დღეს მასთან ჩხუბიც მოენატრება.
ოდესმე მიხვდება ნია რომ არც ისეთი ცუდია საბა როგორც თვითონ ფიქრობს.
მიხვდება საბაც, რომ მას ნია არ სჭირდება.
იპოვნის ვინმეს.
ვინც გაუგებს.
ვისთვისაც ის მომაბეზრებელი არ იქნება.
საბა არაა ცუდი ბიჭი, მაგრამ ზედმეტად უყვარს ნია და ყველა მისი მოქმედება მოსაბეზრებელი ხდება.
უბრალოდ ძალიან სჭირდება ის,მაგრამ ერთ დღეს აღარ დასჭირდება.
იმასაც მიხვდება რომ ნიას ბრალი არასდროს არაფერი არ ყოფილა, უბრალოდ იმდენად სხვანაირია, იდეალურთან მიახლოებული, რომ ის საბასნაირ ადამიანთან ვერ იქნება.
მერე რა რომ ის მისთვის ყველაფერს გააკეთებს.
მას თავისნაირი სჭირდება.
ისეთი მის ყველა სიტყვას ისე რომ გაიგებს, როგორც სინამდვილეში ამბობს.
საბასთან კი ეს არ გამოვა.
მას ყველაფრის ახსნა სჭირდება, ნიას კი ასე არ შეუძლია.
იმდენად სხვანაირია მის ნათქვამ ყოველ სიტყვაზე ზედმეტად უნდა დაფიქრდე.
ისინი ერთად ვერ იქნებიან, ვერასდროს.
* * *
საშინელ ხასითზე იყო ნია, ან როგორ ხასიათზე უნდა ყოფილიყო დღეს მისით რომ დაიწყებდა.
საათს შეხედა და ცუდად გახდა.
ისევ დააგვიანდა უნივერსიტეტში, უკვე მერამდენედ.
სწრაფად გადაივლო წყალი და რაც პირველად დაინახა ის ჩაიცვა,.
სახლიდან გავიდა, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა და კალენდართან მივიდა, რომ კიდევ ერთი დღე გადაეხაზა წითელი მარკერით, ასეთ კალენდარს ყოველ წელს აკეთებს, 1 იანვარს იწყებს და 1 დეკემბერს ასრულებს, მთელი წელი დეკემბერს ელოდება.
ისე როგორ არ ეზარება? მაგრამ იმდენად უყვარს ეს თვე, რომ შეეძლოს მთელ ცხოვრებას ამ ერთ თვეში გაატარებს.
სხვანაირი გოგოა ნია.
სჯერა მოულოდნელი ბედნიერებების,
ახალი წლის ღამის სასწაულების,
დეკემბრის,
სიგიჟეების და მსგავსი რაღაცების.
მთელი ცხოვრება სასწაულის მოლოდინშია.
ლურჯთმიანმა კალენდარს დახედა და გადასახაზი დღეები აღარ იყო,
გაგიჟდა.
დეკემბერი იყო.
მისი დეკემბერი.
სჯეროდა თუ ამ თვეში რამეს ჩაიფიქრებდა აუცილებლად აუხდებოდა.
დაავიწყდა საბაც და ცუდი ხასიათიც.
უნივერსიტეტში წასვლა გადაიფიქრა, ლიზასთან მივიდა და დაუკაკუნებლად შეაღო მისი სახლის კარი, იცოდა რომ ყოველთვის ღია ჰქონდა და ამის გამო სულ ეჩხუბებოდა მეგობარს.
-ნია შენ ხარ? -თავი გამოყო სამზარეულოდან გოგომ
-ჰოო
-მოხდა რამე?
-არა არაფერი, შოკოლადი მაჭამე რაა
-მაგისთვის მოხვედი? -გაიცინა მან და შოკოლადები დაუწყო წინ.
-არა, მე რომ ვხატავდი ის სადაა?
-ისევ იქ
-გავაგრძელებ რა
-გაგრძელე, მე სამსახურში მივდივარ შენ აქ იქნები ხო? -ჰკითხა ლიზამ
-კი აქ ვიქნები.
მარტო დარჩა ლურჯთმიანი, აივანთან იდგა მოლბერტი და ზედ მისი ნახატი იდო, ფაქტიურად ცარიელი ფურცელი იყო, მხოლოდ რამდენიმე ლაქა იყო მასზე.
დიდი ხანია ხატავს ნია, უამრავი ნახატი დახატა და ის ერთი მაინც ვერ.
უნდოდა დეკემბრამდე მოესწრო, მაგრამ ვერ მოასწრო, იმედი აქვს დეკემბერში მაინც მოასწრებს.
დიდხანს უყურა, მაგრამ საერთოდ ვერაფერი გააკეთა.
უცებ ძალიან მოუნდა ტირილი.
ნახატის გამო არა, ისე უბრალოდ.
მთელი მისი ცხოვრების გამო, ზედმეტად უაზრო ცხოვრება აქვს,
მშობლები საფრანგეთში ცხოვრობენ.
ბებია ორი წლის წინ გარდაეცვალა.
და ან ძმა არ ჰყავს არადა მისი ყველაზე დიდი ოცნებაა უფროსი ძმა, ან პატარა და, თუმცა არც ერთი ჰყავს და არც მეორე.
მეგობრები? ჰყავს, მაგრამ ლიზა ერთადერთია, რომელთანაც შეუძლია ისეთი იყოს როგორიც უნდა.
ზედმეტად ერთფეროვანია და მოსაწყენი მისი ცხოვრება.
არასდროს ტირის ამის გამო, მაგრამ ახლა ძალიან მოუნდა ტირილი.
ოდესღაც, ჩვენ ყველა ჩვენს ცხოვრებაზე დავფიქრდებით, არ ექნება მნიშვნელობა ეს როდის იქნება.
ღამით თუ დღისით.
ადრე თუ გვიან.
ოდესმე მაინც მოხდება ეს.
და არიქნება ეს სიყვარულის, მონატრების ან რაიმე მსგავსის გამო.
ეს იქნება უბრალოდ ფიქრი იმაზე რა გვქონდა, გვაქვს ან გვექნება.
უბრალოდ ერთ დღეს ყველა დავფიქრდებით იმაზე რას ვაკეთებთ არსებობით და რა იქნება რომ არ ვიარსებოთ.
ვიფიქრებთ იმაზე, რომ სისუელეა ყველაფერი,
იმაზე რომ ზედმეტად ართულებს ძილს ღამე და ამსხვრევს ყველაფერს რაც გაგვაჩნია ან არ გაგვაჩნია.
იმაზე, რომ არაფერი არაა სამუდამო და ერთ დღეს ჩვენც "დავმთავრდებით" ისე როგორც ყველაფერი სხვა და როგორც ყველაფერ სხვას, ამასაც არ ექნება აზრი.
საერთოდ არაფერს არ აქვს აზრი და მაინც არაფერი, საერთოდ არაფერი არ ხდება უაზროდ და უმიზეზოდ ცხოვრებაში.
ნახატთან იდგა და ტიროდა ნია.
ერთი ხელით შოკოლადს ჭამდა.
მეორეთი ცრემლებს იწმენდდა.
შეიძლებოდა სულ ეტირა, მაგრამ დეკემბერში არასდროს უტირია ნიას.
იმდენად სასწაულად ეჩვენებოდა ეს თვე არ შეეძლო ტირილი.
რომ იტირა, მიხვდა ჩვეულებრივი დეკემბერი არ იქნებოდა, დრო იყო მართლა მომხდარიყო მასთან რამე ახალი და კარგი.
ლიზას მოსვლისთვის ცოტა დაწყნარდა, რადგან მეგობარს ასე ვერ დახვდებოდა.
-აუუ ლიზ ისევ ვერ დავხატე, წავედი მე სახლში -უთხრა და ისე წავიდა მის პასუხს არც დალოდებია.
სახლში რომ მივიდა მაშინვე დაიძინა.
მეორე დღეს ისევ დაიწყო.
ისევ იგივე.
ისევ საბას ზარი.
ისევ დაგვიანება.
უკვე ძალიან ღლიდა ყველაფერი.
ყოველ დღე დადიოდა ლიზასთან და ნახატს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა.
ერთი დიდი უაზრობა იყო მისი ცხოვრება და მეტი არაფერი.
* * *
არიან ადამიანები რომლებმაც იციან რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში არ უნდა გამოჩნდნენ, იციან ძალიან მალე მოუწევთ წასვლა და მერე იმ ადამიანს ძალიან ატკენენ, მაგრამ მაინც ჩნდებიან.
ასე იყო ნიკაც.
იცოდა ! არ უნდა გამოჩენილიყო ნიას ცხოვრებაში და მაინც გამოჩნდა.
იცოდა ატკენდა და მაინც ატკინა.
იცოდა წასვლა მოუწევდა და წავიდოდა კიდეც.
არა არ წავიდოდა უბრალოდ ეს წასვლა მასზე არ იყო დამოკიდებული.
უბრალოდ იმდენად გაფრენამდე უნდოდა ნიასთან ურთიერთობა თავს ვერ იკავებდა და ერთ დღეს, ძალიან უცნაურად გამოჩნდა მის ცხოვრებაში.
სასწაული იყო ნიკა, რომელიც ნიამ არ ჩაიფიქრა და მაინც ახდა...
* * *
დეკემბერი იყო, 13.
რატომღაც ძალიან უყვარს ნიას ეს დღე.
აი კიდევ ერთი უცნაურობა.
რატომ უნდა გიყვარდეს?
არ ვიცი.
უბრალოდ უყვარს და მორჩა.
გვიანი იყო, ლიზასგან მოდიოდა, ისევ ვერ დახატა, ალბათ დეკემბერშიც ვერ მოასწრებდა.
სიბნელე იყო.
ციოდა, ძალიან, საშინლად.
ქარი იყო და მის თმას ნაზად აფრიალებდა.
აქა-იქ თოვლის ფიფქებიც მოფარფატებდნენ და ძალიან ნაზად ეცემოდნენ მის თმას.
გიჟდებოდა თოვლზე ნია.
უცებ მისი სახელი გაიგო და შებრუნდა.
-ნიაკოო -ეძახდა ვიღაც, როგორ ვერ იტანდა მისი სახელის ამ ფორმას, უკვე მზად იყო მოეკლა უცნობი.
საერთოდ ვინ იყო ეს ბიჭი?
ეს საბაზე უარესი იქნება ვინმე-ო გაიფიქრა ნიამ.
-მე ნია მქვია -უთხრა ცივად
-ჩემთვის ნიაკო -მაინც არ გაჩერდა ბიჭი
-არა ნია
-ნიაკო
-ნ ი ა -წყობიდან გამოსილმა ასო-ასო უთხრა მისი სახელი.
-ანგელოზი -თქვა ღიმილით ბიჭმა
-ნი.. მოიცა რა თქვი? -უცებ გაიაზრა მისი ნათქვამი და ყველა ფერი დაემართა.
-ჩემი ანგელოზი ხარ -უთხრა ბიჭმა ღიილნარევი ხმით.
-მე? -ჰო როგორ არა შენი გაიფიქრა ნიამ და საკუთარ ფიქრებზე გაეღიმა.
-ჰო ნი შენ!
ნიამ გაიღიმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს ხელები მანტოს ჯიბეებში ჩამალა და ნელი ნაბიჯით გაუყვა თოვლიან ქუჩას.
არ იცოდა ვინ იყო ის ბიჭი.
რა უნდოდა.
რატომ უწოდებდა ანგელოზს.
თანაც მის ანგელოზს.
საერთოდ არაფერი არ იცოდა და არაფრის თავი არ ჰქონდა.
ჰო ასე ხდება ხოლმე, უცებ ერთ წამში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, შეიძლება გაგიჟდე, ყველა ზღვარს გასცდე და ნორმალური ვეღარასდროს გახდე.
იმ ღამეს ძლივს დაიძინა, დილით რომ გაიღვიძა მიხვდა რომ სასწაულები მართლა ხდება, საბას ზარმა არ გააღვიძა და ამაზე დიდი სასწაული მის ცხოვრებაში მგონი არც არსებობდა.
ტრადიციას მაინც არ არღვევს, ისევ დააგვიანა უნივერსიტეტში.
მისი ოთახიდან გასასვლელამდე იცვამდა ტანსაცმელს, კარი რომ გააღო გაგიჟდა.
პატარა ყუთი დახვდა და წერილი.
ყუთი გახსნა და იქ ანგელოზი იდო, თეთრი და პატარა.
"ანგელოზო საღამოს კაფეში ხომ მოხვალ?
დაგელოდები ნი !"
ნიამ გაიცინდა და უნივერსიტეტში წავიდა.
არ იცოდა რას იზამდა მაგრამ იცოდა რაღაც საშინელებას გააკეთებდა, ასეთი რაღაცები კარგად გამოსდის.
ღამით ძალიან ინანა.
იტირა.
მაგრამ რას იზამდა?
სულ ასეა, რაღაც რაც ძალიან უნდა არ აკეთებს და მერე მთელი ცხოვრება ნანობს.
იმ ღამით კიდევ ერთხელ დაფიქრდა მის ცხოვრებაზე და ძალიან აეტირა.
დილით რომ ადგა ცხოვრებაში პირველად მოემზადა ადამიანურად, ისე რომ უნივერსიტეტში არ აგვიანდებოდა.
კარი გააღო და ისევ დაახვდა პატარა ყუთი.
ისევ ისეთი ანგელოზი იყო.
"გელოდებოდი ნი, ანგელოზები შენნსავით არ იქცევიან, უნდა მოსულიყავი, იმედია დღეს მაინც მოხვალ."
უნივერსიტეტიდან გამოვიდა.
ისევ თოვდა და ისევ ციოდა.
უკვე მერამდენედ ფიქრობდა მის ცხოვრებაზე.
არადა ყოველთვის იმდენად სხვანაირი იყო მსგავს რაღაცებზე დროს არ ხარჯავდა.
ალბათ ესეც უცნობის ბრალი იყო.
ხდება ხოლმე რომ ვიღაც ძალიან უცნაურად შემოვა შენს ცხოვრებაში და რაღაც გადატრიალებას ახდენს.
გაგიჟებს.
გაფიქრებს ყველაფერზე და თან არაფერზე.
ყველაფერს თავდაყირა გიყენებს და არაფრის კეთების უნარი აღარ გრჩება.
ისე მივიდა კაფესთან, რომ გააზრებულიც არ ჰქონდა რას აკეთებდა.
გონს რომ მოვიდა უკვე მის წინ იდგა ამიტომ ვეღარაფერს იზამდა.
ბიჭი იჯდა და ფანჯრიდან რაღაცას უყურებდა, ცოტა ხანს ნია არ შეიმჩნია.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი -უფრო თავისთვის თქვა ვიდრე ნიასთვის
ნიას ხმა არ ამოუღია.
-მეგონა კიდევ დიდხანს არ მოხვიდოდი -გააგრძელა ისევ
-მოვედი -თქვა ნიამ
-ანგელოზო ერთ რამეს დაიმახსოვრებ? -ჰკითხა ბიჭმა
-რას?
-ერთ დღეს შენ ჩამიფიქრებ და მე აგიხდები -ეს თქვა, ადგა და უსიტყვოდ წავიდა.
ნია კიდევ დიდხანს იჯდა გაშეშებული და სივრცეს უყურებდა.
რა იყო ეს.
რატომ უთხრა,
ან საერთოდ რატომ მოდიოდა?
ძალიან მოუნდა ხატვა, იფიქრა დაწყებულ ნახატს იქნებ რამე ვუქნაო და ლიზასთან წავიდა.
დიდხანს უყურა ნახატს და მერე ხატვა დაიწყო.
სამი დღე იყო ლიზასთან, სახლში არც მისულა, ხატავდა და არ იცოდა რა გამოვიდოდა, ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის წინ, ფურცელზე.
რომ დაასრულა და შეხედა გაუხარდა, რადგან შეძლო და დეკემბერში მოასწრო.
მაგრამ არ იცოდა ეს რატომ დახატა.
დეკემბერი იყო ნახატზე,
თოვდა,
ორი ადამიანი დახატა.
გოგოს სციოდა და თმას ქარი უფრიალებდა, თან თოვლის ფიფქები ეცემოდა.
ბიჭი კი მის წინ იდგა და იღიმოდა.
ჰო ის ბიჭი რომ ნახა ის დღე დახატა.
გოგო თვითონ იყო.
არ იცოდა რა სჭირდა, მაგრამ რაღაც სხვანაირად გრძნობდა თავს.
იმ საღამოსაც ლიზასთან დარჩა.
ყველაფერი მოუყვა უცნობზე.
ლიზამ ნორმალურად ვერც გაიაზრა რა უთხრა ნიამ,ამიტომ არაფერი უთქვამს.
დილით სახლში წავიდა.
კართან ოთხი ანგელოზი დახვდა და ოთხი წერილი.
- "ნი დღესაც ხომ მოხვალ?
- "რატომ არ მოხვედი ნი?
- "სად დაიკარგე ნი? ანგელოზებსაც გარეთ ტოვებ, ისევ იქ გელოდები"
- "ნი ხომ კარგად ხარ? მოდი რა"
აეტირა, ძალიან ბევრი იტირა ოღონდ არ იცის რაზე, გამოიცვალა და მაშინვე იქ წავიდა.
ისევ ისე იჯდა ბიჭი, ზურგით და ფანჯრიდან რაღაცას უყურებდა.
მივიდა და წინ დაუჯდა.
-ნი სად იყავი?, ვინერვიულე იცი? -უთხრა ბიჭმა
-მეგობართან ვრჩებოდი
-სახლში რომ არ იყავი მეგონა ვეღარ გნახავდი ნი
-უბრალოდ რაღაცას ვხატავდი და არ მეცალა
-ხატავ?
-კი
-მაჩვენებ?
-არ ვიცი, ალბათ ოდესმე კი-გაიღიმა ნიამ.
-ნიი
-ჰო
-როდის ჩამიფიქრებ? -ჰკითხა ბიჭმა
-არ ვიცი
მერე ისევ ისე ისხდნენ, ბიჭი ფანჯრიდან უყურებდა რაღაცას, ნი ბიჭს.
თოვლის დანახვისას პატრა ბავშვივით უბრწყინავდა თვალები ლურჯთმიანს.
ძალიან მობეზრდა ასე უაზროდ ჯდომა, უბრალოდ ადგა და წავიდა, ნიკამ თვალი გააყოლა მერე კი თვითონაც ადგა და გაჰყვა.
-ნი დამელოდები?
ნია გაჩერდა.
-რატომ წამოხვედი ასე? -ჰკითხა ბიჭმა
-თოვს ნახე? და გარეთ მინდოდა
-ვერ მეტყოდი?
-რა ვიცი უბრალოდ ავდექი და გამოვედი რამე დავაშავე?
-ანგელოზები შენსავით არ იქცევიან ნი! -უთხრა ბიჭმა ღიმილით
-მე როგორ ვიქცევი?
-უცნაურად
-ჰო
მერე გაჩუმდნენ.
თოვდა და ნია ძალიან ბედნიერი იყო.
-ნიკაა -დაუძახა ბიჭს
-ჰო
-ნახე რალამაზია, მიყვარს თოვლი
-მე არ მიყვარს
-მართლა? კარგი რა -გაიკვირვა ნიამ
-ჰოო
-სასწაულია თოვლი, ნახე ცას შეხედე -ვერ წყნარდებოდა ნი
იდგა და სახეზე ეცემოდა ფიფქები.
-მე მათ ანგელოზებს ვუწოდებ -ამბობდა ნია
-ფიფქებს? -გაუკვირდა ნიკას
-კი, თეთრი ანგელოზები არიან
-შენ ხარ თეთრი ანგელოზი ნი -გაიღიმა ნიკამ
-ისინც არიან
-კარგი ისინიც იყვნენ, მაგრამ შენ მარტო ჩემი ხარ.
ნიას ისევ არაფერი უთქვამს, ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდნენ მერე კი ნიკას დაემშვიდობა და სახლში წავიდა.
ყოველ დილით ხვდებოდა ანგელოზები კართან.
ყოველ დღე ნახულობდა ნიკას.
მერე რამდენიმე დღით დაიკარგა ნიკა.
მერე ისევ გამოჩნდა.
ზედმეტად უცნაური იყო მათი ურთიერთობა და მათი საუბარი.
ნია ხატავდა ძალიან ბევრს, დახედავდა და ხვდებოდა რომ ყველგან ერთსა და იმავეს ხატავდა.
სულ რაღაც ათ დღეში აივსო ოთახი ნახატებით და ყველგან ის და ნიკა იყვნენ.
პარკში,
კაფეში,
ქუჩაში,
ყველგან სადაც უნდა ყოფილიყვნენ ან არ უნდა ყოფილიყვნენ.
30 დეკემბერი იყო ისევ ნახა ნიკა.
-ნიკაა
-ჰო
-რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ
-ჩაგიფიქრე და მალე ამიხდები? -გაიღიმა ნიამ
-მთავარია ანგელოზმა ჩამიფქირა.
მერე ნია ადგა და წავიდა.
დეკემბერი იყო 31.
12 ანგელოზი ჰქონდა ლურჯთმიანს და 12 წერილი.
არ უხაროდა ნიას ახალი წელი.
რადგან არ უყვარს.
მოწყენილი იჯდა სავარძელში და ვინ იცის მერადენედ ხატავდა ნიკას პორტრეტს.
კარზე ზარის ხმა გაიგო.
გაუკვირდა ვინ უნდა ყოფილიყო გვიან ღამით, ძალიან დაბნეული წავიდა კარისკენ.
გააღო და ის იდგა.
-ნიკა?
-ჰო
-აქ რას აკეთებ?
-საათს დახედე ნი
დახედა და ზუსტად 00:00 იყო.
-ახალი წელია
-გილოცავ -უთხრა ნიკამ
-მეც
-ნიი
-ჰო
-ანგელოზმა ჩამიფიქრა ხოდა მოვედი რომ ავუხდე, არ შემომიშვებ?
ნიას გაეცინა და კარს მოშორდა ნიკა, რომ შესულიყო
როგორი ახალი წელი ჰქონდა ნიას?
სასწაული, ისეთი როგორიც ნიკაა.
მთელი ღამე იცინოდა.
ბედნიერი იყო ყველაფრით.
აბედნიერებდა ის რომ მარტო არიყო და ნიკა ჰყავდა, მისი ნიკა.
ჰო არავინ იცის როდის გახდა მისი, მაგრამ მისი იყო და მორჩა.
* * *
ერთ დღეს იჯდა და ხატავდა, ტელეფონის ეკრანი განათდა ამიტომ დახედა და მესიჯი იყო, არ იცოდა ვისგან.
-შოკოლადი მინდა -ეწერა იქ, უცნაურია მაგრამ ნიას გაეღიმა, მიხვდა ნიკასგან იქნებოდა ამიტომ მისწერა.
-მეც
-ეზოში ჩამოდი და გაჭმევ -დაუბრუნა პასუხი მან
სწრაფად ჩავიდა ნია ქვემოთ, იქ კი მართლა ნიკა იყო, შოკოლადით სავსე პარკებით, ნიას მისცა და ჩაეხუტა.
გაგიჟდა ლურჯთმიანი, უყვარდა შოკოლადი მაგრამ ამდენს ალბათ ვერ შეჭამდა, სიცილით ავიდა სახლში და ლიზას დაურეკა. ისიც მაშინვე დასთანხმდა მისვლაზე და ნიამ იმაზე დაიწყო ფიქრი როგორ მოეყოლა ეს ყველაფერი მისთვის.
* * *
ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება ერთი სასწაული, მაგრამ ზოგი ვერ ამჩნევს.
ალბათ იმიტომ რომ არ სჯერა.
საერთოდ ასეა თუ რამის გჯერა ეს რამე ოდესმე აუცილებლად მოხდება, მაგრამ თუ არ გჯერა შეიძლება ისე მოხდეს რომ ვერც შეამჩნიო.
ყოველთვის სჯეროდა ნის სასწაულების და მთელი ცხოვრება ელოდებოდა რაღაც მსგავსს და აი ასე უბრალოდ, როცა აღარაფრის იმედი არ ჰქონდა გამოჩნდა ნიკა, ადამიანი რომელმაც ძალიან მალე შეცვალა და მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
იცით როგორი იყო ნიკა?
სასწაული.
შეხედავდი და რაღაცნაირად ბედნიერი იყავი.
საოცარი ღიმილი ჰქონდა.
თვალები ჰქონდა რაღაცნაირი მუქი, ძალიან მუქი ლურჯი.
გრძელი წამწამები და შავი თმა.
ძალიან გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა.
გიჟდებოდა ნია მის თითებზე.
შეეძლო საათობით ეყურებინა.
რაღაც არაბუნებრივად ლამაზი იყო.
ყოველთვის, ნია მის თითებს უყურებდა ნიკა კი ნის.
მერე ლურჯთმიანი საათობით ხატავდა ხელებს, თვალებს.
ოთახი სავსე ჰქონდა ნიკას პორტრეტებით.
აფრენდა.
აღარ შეეძლო.
სხვა ვერაფერს ხატავდა.
მხოლოდ მას.
ნიკა სულ ეუბნებოდა ჩემი ანგელოზი ხარ-ო, მაგრამ სინამდვილეში ნიკა იყო ნიასთვის ანგელოზი.
* * *
ძალიან უყვარდა ნიას გვიან ღამით, როცა ყველას ეძინა აივანზე ჯდომა და ხატვა.
მნიშვნელობა არ ჰქონდა წვიმდა.
თოვდა,
ცხელოდა თუ ციოდა.
შეეძლო მთელი ღამე მჯდარიყო აივანზე ერთი ჭიქა ლიმნიანი ჩაითი და უამრავი სახატავი ფურცლით.
როგორც წესი სავარძელში იჯდა, ფეხები აივნის მოაჯირზე ჰქონდა შემოლაგებული, მუხლებზე სახატავი რვეული ედო და ხატავდა.
ხანდახან არ ხატავდა, უბრალოდ სივრცეს თვალს უშტერებდა და ფიქრობდა.
ყოველთვის, როცა ვერ იძინებდა კარს აღებდა აივანზე გადიოდა, ასე ჯდებოდა და ფიქრობდა ყველა'ფერზე.
უკვე მარტი იყო.
ნია და ნიკა ისევ ერთად იყვნენ.
წვიმდა.
ნი ისევ ვერ იძინებდა, შუა ღამე იყო, იჯდა აივანზე და რაღაცას უყურებდა, მაგრამ თვითონაც არ იცის რას.
ცხოვრებაში ხდება რაღაცები დაუგეგმავად.
ისე საერთოდ რომ ვერ დაუშვებ თუ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს.
ჰო შეუყვარდა,
ასე უბრალოდ და დაუგეგმავად შეუყვარდა ნიკა.
როცა ამას იაზრებ რაღაც სხვანაირად ხარ.
გიყვარდება და მორჩა, მაგრამ მას?
ის ან შეგიყვარებს, ან არა.
ან იქნებით ერთად, ან არა.
ან-კი, ან-არა.
საშინელებაა ეს მდგომარეობა.
იჯდა და ფიქრობდა.
რა იქნება მანაც რომ იგრძნოს.
მანაც რომ გააფრინოს ერთხელ, ერთი წამით ნიასავით და შეუყვარდეს.
ჰო ამას ნია ფიქრობდა ასე იმ მომენტში, მაგრამ მან არ იცოდა რომ ნიკას უყვარდა და თანაც ძალიან ზედმეტად...
საერთოდ ნიკას იმდენად უყვარდა ნია, რომ ცოტა რთული წარმოსადგენია როგორ შეიძლება ასე გაფრენამდე უყვარდეს ერთ ადამიანს მეორე.
მაგრამ შესაძლებელი ყოფილა.
საერთოდ ნიკას არ უყვარდა მის გრძნობებზე საუბარი და ამიტომაც ფიქრობდა ნი ამდენს.
შეეძლო უამრავი სიგიჟე ჩაედინა, ან რაღაც ისეთი გაეკეთებინა რომ ადამიანი გაეგიჟებინა მაგრამ არ შეეძლო მისულიყო და ეთქვა რომ უყვარდა.
უბრალოდ ვერ იტანდა ასეთ საუბრებს.
მაშინაც კი, როცა ნია მოენატრებოდა და ნახავდა.
ან თუ ვერ ნახავდა დაურეკავდა რაღაც უცნაურად ელაპარაკებოდა.
აი ახლაც ნია ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა.
ის იყო, სხვა ვერც ვერავინ იქნებოდა.
-ანგელოზო
-ჰოო
-რომ გთხოვო ეზოში ჩამოხვალ?
-ახლა?
-ნი ძალიან რომ გთხოვო?
-კარგი
-გელოდები.
ნია სწრაფად ადგა, უბრალოდ მოსაცმელი აიღო და ქვემოთ ჩაირბინა, ძალიან წვიმდა ნიკა კი იდგა მის სადარბაზოსთან და უღიმოდა.
-შოკოლადი მოგიტანე ნი
-მაგისთვის მოხვედი ?
-არა, ჩამეხუტე რა და წავალ.
ლურჯთმიანს გაეღიმა, მივიდა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
-ცოტა ხანს არაფერი თქვა რა ნიი, ასე ვიყოთ. -ჩურჩულით თქვა ნიკამ და შუბლზე აკოცა.
ცოტა ხანს არა, მაგრამ ძალიან დიდ ხანს იყვნენ ასე სადარბაზოში.
მერე ნიკა მოშორდა, კიდევ ერთხელ აკოცა და წავიდა.
ნია კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებული, მერე ღიმილით ავიდა სახლში და ისევ აივანზე დაჯდა.
საკმარისია ჩაიფიქროს და იმ წამსვე უხდება ნიკა.
ერთი გაიფიქრა ნეტავ აქ იყოსო და მაშინვე მივიდა თან შოკოლადი მიუტანა.
მერე ხატვა დაიწყო ნიამ.
რომ მორჩა უკვე თენდებოდა.
მათი შეხვედრა დახატა ისევ.
საერთოდ ყოველ დღე ხატავდა ერთ ნახატს,ან მხოლოდ ნიკას, ან მათ შეხვედრას.
დაფიქრდებოდა და ხვდებოდა, რომ უბრალოდ კი არ უყვარდა აფრენდა.
* * *
ერთ დღეს ნიკამ გაუარა.
ძალიან წვიმდა და აივანზე ისხდნენ, თან ყავას სვამდნენ და იცინოდნენ.
ნიამ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა
-ნიკა გიყვარვარ? -იცოდა არ უნდა ეკითხა,
-შენი აზრით?
-არ ვიცი
-ანგელოზებს რაღაცების ახსნა არ სჭირდებათ ნი, თვითონ ხვდებიან -უთხრა ნიკამ, მერე ადგა,შუბლზე აკოცა და კარი ჩუმად გაიხურა.
წავიდა.
ნია კი დიდხანს ფიქრობდა მის ნათქვამზე.
იცოდა უყვარდა ნიკას და სულელად მოეჩვენა საკუთარი თავი.
ფიქრობდა და ეღიმებოდა უაზროდ.
ტელეფონის ხმა გაიგო, ნიკამ დაურეკა.
-ჩამოხვალ ეზოში?
-მეზარება, შენ ამოდი -საცოდავი ხმით უთხრა
-ნი გელოდები
-მართლა მეზარება
-ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო
-აუუ ნიკა გთხოვ
-ანგელოზები შენსავით არ იქცევიან ნიი -უთრა ღიმილნარევი ხმით.
ნიას აღარაფერი უთქვამს, უხმოდ ადგა და ეზოში ჩავიდა.
-ყველაზე კარგი ანგელოზი მყავს
-არა ანგელოზს ჰყავს ყველაზე კარგი ნიკა -უთხრა ლურჯთმიანმა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.
ნიკა ცოტა ხანს ღიმილიანი სახით იდგა, მერე კი მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა და ნიასთვის უცნობი მიმართულებით წავიდა.
-სად მივდივართ? -იკითხა ცოტა ხნის შემდეგ ნი-მ
-სიურპრიზია
-მითხარი რაა
-ანგელოზო მოთმინება უნდა ისწავლო
-ვერ ვითმენ
-ისევ არ იქცევი ანგელოზივით
-ანუ ნელ-ნელა ხვდები რომ ანგელოზი არვარ -გაეცინა ნიას
-არა შენ ყოველთვის ჩემი ანგელოზი იქნები.
მიხვდა ნია არაფერს არ ჰქონდა აზრი ამიტომ გაჩუმდა.
ცოტა ხანში ერთ კორპუსთან გაჩერდა მანქანა.
ნიკამ ხელი მოჰკიდა და სულ ბოლო სართულზე აიყვანა, ერთ ბინაში შევიდა იქედან კი კიდევ სხვაგან გავიდა.
დიდი ოთახი იყო, ორ კედელზე ნახატები ეკიდა სულ. ერთ კედელზე საღებავები, ფურცლები და ხატვისთვის საჭირო ნივთები იყო. ერთი კედლის ნაცვლად კი მინა იყო საიდანაც არაჩვეულებრივად ჩანდა ქალაქის ხედი და თანაც ეს ოთახი ზედმეტად ნათელი იყო.
ყველაფერი იდეალურად იყო ხატვისთვის.
-ნიი დღეიდან ეს ოთახი შენია
-შენი ნახატებია? -ჰკითხა ნიამ.
-არა, ჩემი მეგობრისაა, გიორგისი, წლების წინ ერთად გავაკეთეთ ეს ოთახი
-ახლა სადაა?
-იტალიაში ცხოვრობს, მას აღარ სჭირდება ამიტომ შენია
-ანუ შემიძლია, როცა მომინდება მაშინ მოვიდე და ვხატო?
-კიი -ნია უკვე ემოციებს ვერ მალავდა,სულ ოცნებობდა ასეთ ოთახზე.
-მგონი ანგელოზობაში მეცილები -გაეცინა ლურჯთმიანს
-არა, ვერც კი გავბედავ -სიცილით უპასუხა ბიჭმაც.
იმ დღის შემდეგ ხშირად დადიოდნენ ნიკა და ნია იქ, ნია ხატავდა ძალიან ბევრს, ნიკა კი იქვე იჯდა სავარძელში და უყურებდა, შეეძლო ასე საათობით მჯდარიყო, ვერ იღლებოდა, არანორმალურად უყვარდა ნიას ყურება, როცა ხატავდა.
სხვანაირი ეჩვენებოდა ამ დროს და აფრენდა.
* * *
მაისი იყო უკვე.
ნიკა და ნია ისევ ერთად იყვნენ.
ძალიან ბედნიერები და მხიარულები.
დილით ნია ტელეფონის ზარმა გააღვიძა ლიზა ურეკავდა, სთხოვა მასთან მისულიყო.
ნიამ ძლივს გადაწყვიტა რა ჩაეცვა და სწრაფად გავიდა სახლიდან.
ნიკამ დაურეკა
-ჰოო
-მომენატრე ანგელოზო
-მეც ძალიან -გაეღიმა ნის.
-სად გნახო?
-ახლა?
-ჰო
-არმცალია, საღამოს გნახავ -პირველად უთხრა ნიამ ასე,
-კარგი რა
-დაქალი რომ არ ვნახო მომკლავს და გინდა?
-ანგელოზი ხარ და ვერ გაბედავს -გაეცინა ნიკას
-არა მართლა დიდი ხანია არ მინახავს
-კარგი წამოსვლის წინ დამირეკე და მოგაკითხავ -კარგი, ღიმილით გაუთიშა ნიამ ტელეფონი და გზაგანაგრძო.
ძლივს მიაღწია მის სახლამდე.
ცხოვრებაში პირველად ჰქონდა ლიზას კარი ჩაკეტილი, იმდენ ხანს აბრახუნა ხელები ეტკინა და ლიზამ მაინც ვერ გააღო, გადაირია რამე ხომ არ დაემართაო, დაურეკა და არ უპასუხა, დიდხანს იფიქრა რა ექნა ბოლოს ყველაზე სულელური რამ აარჩია, მეზობლის კარზე დარეკა ზარი,
კარი გაიღო და იქედან ნიკა გამოვიდა.
-სიურპრიზი მომიწყვე ანგელოზო?
-შენ აქ რა გინდა? -გაოგნებული სახით იდგა ნია
-მე აქ ვცხოვრობ და შენ?
-დაქალთან ვარ -გაეცინა ნიას
-დაქალთან არა ჩემთანხარ
-შენს წინ ცხოვრობს ლიზა
-ლიზა?
-ჰოო
-პირველად გხედავ აქ
-არადა სულ აქ ვარ
-ჰოო რავიცი.
-ხომ არიცი სადაა ლიზა?
-არა. შემოხვალ?
-არა როგორმე უნდა ვნახო თორემ მომკლავს
-ცოლად გამომყევი და ყოველდღე ნახავ
-კი აუცილებლად, უბრალოდ ქორწილის თარიღი მოიფიქრე -გაეცინა ნიას. ჰო როგორც იქნა ლიზაც მოვიდა.
-ნიაა -ჩაეხუტა ღიმილით
-ცოცხალი ხარ? მეტკინა ხელები
-კი, შენთვის შოკოლადი რომ მეყიდა იმიტომ ვიყავი გასული და ტელეფონი დამრჩა
-რასაყვარელი ხარ -ჩაეხუტა ისევ ნია
-შემოდი
-ნიკა აქ დავტოვო? -გაეცინა ნიას
-იცნობ? -ისეთი სიცილი აუტყდა ორივეს ლიზამ გააფრინა
-მეტყვით?
-ეს ის ნიკაა მე რომ გიყვებოდი -გაეცინა ნიას
-ლიზაა -დაუძახა ჯერ კიდევ გაოგნებულ ლიზას ნიკამ
-რა
-ნის ვეუბნებოდი ცოლად გამომყევი და ყოველ დღე ნახავ ლიზას-მეთქი და როგორი იდეაა?
-მგონი ძალიან კარგი -სიცილი დაიწყო ლიზამ და ორივე სახლში შეიყვანა.
ლიზა და ნიკა ლაპარაკობდნენ, ლურჯ თმიანი კი იმდენად იყო შოკოლადის ჭამით გართული მათ არც იმჩნევდა.
* * *
სულ ორჯერ ახსენა ნიკამ ცოლად გაყოლა ლურჯ თმიანთან.
ივლისი იყო. ძალიან ცხელოდა.
ნია აივანზე იჯდა როგორც ყოველთვის, ღამის თბილისს უყურებდა და ნაყინს ჭამდა.
ნიკამ დაურეკა, მილიონ სისულელეზე ილაპარაკეს.
როგორ უყვარდა ეს სისულეები ნი-ს.
მოულოდნელად ნიკამ ჰკითხა
-ნიი რო რაღაც ცოლად გამომყვები? -თან ზედმეტად სერიოზული ხმა ჰქონდა
-ნიცაში თუ წამიყვან კი -სიცილით უპასუხა ნიამ, სერიოზიულად არც მიუღია.
-კი წაგიყვან, ნი -გაიცინა მანაც.
მერე ნიკა ჩვეულებრივ მივიდა მასთან და მთელი საღამო ერთად ისხდნენ აივანზე, ნია ისევ ხატავდა.
მას შემდეგ ამ თემაზე არც უსაუბრიათ.
* * *
ერთადერთხელ იჩხუბეს, მაშინაც რაღაც უაზრობაზე.
ისევე მარტივად შერიგდნენ როგორც იჩხუბეს.
4 დღე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
ნია სულ იმ ოთახში იყო ნიკამ რომ აჩუქა. ნიკა არავინ იცის სად.
მეოთხე დღეს ნია ხატავდა, რომ შეტრიალდა კედელთან იდგა ნიკა და უყურებდა.
ცოტა ხანს უყურა მაგრამ თავი ვერ შეიკავა მივიდა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
ეს ჩახუტება იმდენად ყველა ფერი იყო სხვა არც არაფერი უთქვამთ, ასე ყველაფრის გარეშე შერიგდნენ და ლიზასთან წავიდნენ.
* * *
სექტემბერი იყო.
ნია კი ვერიტანს შემოდგომას.
რაღაცნაირად არ შეუძლია ეს სეზონია, ყველაფერი იმდენად ლამაზია მას კი საშნლად ეჩვენება.
ნიკას გარეთ არ მიჰყვებოდა გააგიჟა.
მან კი თავის ხელით ჩაიყვანა ეზოში და მანქანაში ჩასვა, მერე კი ლიზასთან წაიყვანა.
ხშირად იყვნენ ლიზასთან.
იმ დღეს იქ მისულებს ბექა დახვდათ.
-ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის -დაიწყო ბექამ
-გისმენთ
-ათ დღეში ვქორწინდებით და მოემზადე ნიაკოო -ღიმილით უთხრა ლიზამ
-მე ახლა უნდა ვიგებდე? -ეწყინა მას
-დილით გადავწყვიტეთ და როდის მეთქვა ? -გაიკვირვა ლიზამ
-ჰო კარგი.
ათი დღის მანძილზე ერთმანეთი წესიერად ვერ ნახეს ნიამ და ნიკამ.
ნიას არ ეძინა, არ ჭამდა, ვერ ხატავდა, სულ ლიზასთან იყო.
იმდენს წუწუნებდა საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, მაგრამ მართლა ძალიან იყო დაღლილი, ყველაფრის ასე მალე გაკეთება ზედმეტად რთული იყო, თანაც კაბებიც ასარჩევი იყო.
მეჯვარეობაზე უარი უთხრა ლიზას, განუცხადა ზედმეტად სუსტი გული მაქვს და ტირილით მოვკვდები ამიტომ ეგ ვერ გამოვა, შენ იყავი ჩემი მეჯვარეო.
ამ სიტყვების მოსმენა ეტკინა ნიკას, იცოდა მალე მოუწევდა წასვლა და მისი ნი ვერ წარმოიდგინა სხვასთან.
ქორწილის დღეს ლიზას რომ შეხედა მიხვდა ნია რომ ეს ათი დღე ღირდა ამ ყველაფრად.
ყოველთვის ლამაზი იყო ლიზი მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილა.
ცრემლებს ვერ იკავებდა ლურჯ თმიანი, რაღაც არანორმალურად ლამაზი ეჩვენებოდა.
ძალიან მაგარი ქორწილი ჰქონდათ, ნიამ იმდენი იცეკვა ფეხები ეტკინა, მერე დალევა დაიწყო, ერთადერთი დაქალის ქორწილში ბოლომდე როგორ არ გავერთოო ამბობდა, გააგიჟა ნიკა, ბოლოს ხელით დაჰყავდა, სახლში როგორ მივიდა არ ახსოვს, მაგრამ დილით რომ გაიღვიძა და საწოლის გვერდით საცოდავად დამჯდარი ნიკა დაინახა, რომელსაც ეძინა შერცხვა, მაგრამ თავი ისე სტკოდა ამაზე ვერც ფიქრობდა.
-ნიკაა
-რა -ამოიზმუვლა საცოდავად
-გვერდით ოთახში დაწექი და დაიძინე წესიერად
-კარგი -არ უნდოდა ნიკას მაგრამ იმდენად ეძინებოდა ვერაფერი უთხრა.
ნიამ ვეღარ დაიძინა ამიტომ მთელი დღე ყავის ჭიქით იჯდა მისაღებში და ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა ნიკა.
-აუ თავი -წუწუნით გამოვიდა ოთახიდან ნიკა
-ყავა გინდ?
-აუ კი რაა
-კაი ახლავე -ადგა ნია
-შეჭამ რამეს? -თავი გამოყო სამზარეულოდან ისევ
-არა არშემიძლია.
რამდენიმე წუთში ყავის ჭიქით გამოვიდა ნია და წინ დაუდო.
დიდხანს ეფიქრა ეკითხა თუ არა და ბოლოს მაინც ჰკითხა.
-აუ ნიკაა გუშინ რამე საშინელება ხომ არ გავაკეთე?
-რა არ გახსოვს?
-არა არაფერი
-სერიოზულად?
-ჰო
-ისეთი არაფერი, უბრალოდ დალიე, იმდენი მაცეკვე ძლივს დავდიოდი და ბოლოს საერთოდ ხელით დაგატარებდი, კიდევ ყოველ 5 წუთში ფოტოებს მაღებინებდი, გინდა ფოტოები?
-ვაიმე მომკალით -სახეზე ხელები აიფარა ნიამ-მაჩვენე რა
აჩვენა და ტირილი მოუნდა, მაგრამ იმდენად სასაცილო იყო ყველგან თვითონაც გაეცინა.
* * *
ნოემბერი იყო.
ძალიან წვიმდა.
ნიკას მანქანით სეირნობდნენ.
-ნიი
-ჰო
-5 დღით მივდივარ საქმეზე, ბათუმში
-იმედია გავძლებ უშენოდ
-წამო შენც
-არა ვერწამოვალ
-არადა გავერთობოდით.
ნიას არაფერი უთქვამს, მალე მის სახლთანაც მივიდნენ, ნიკას დაემშვიდობა და ავიდა.
ერთი დღე ძლივს გაძლო მერე უკვე პანიკები სჭირდა.
ლიზას გააფრენინა, მაგრამ თვითონ უკვე გაფრენილი ჰქონდა.
გვიანი იყო ნიკამ რომ დაურეკა
-უკვე მომენატრე ანგელოზო
-არ მინდა ეს 4 დღე რა, ვერ ვძლებ.
-წამოსულიყავი -ნიამ არაფერი უთხრა, ტირილი მოუნდა
-მალე გავა -აგრძელებდა ისევ ნიკა
-წავედი და დილით დამირეკე -უთხრა ნიამ
-ტირი?
-ჰო -უნდოდა ეთქვა არა, მაგრამ იცოდა აზრი არ ჰქონდა
-არ იტირო გთხოვ
-ვეცდები -მერე გათშა და ისევ ატირდა.
არ ახსოვს როდის ჩაეძინა, მაგრამ დილით ნიკას ზარმა გააღვიძა.
-ჰო
-გაგაღვიძე?
-კი
-ორი წუთით გადი გარეთ.
წუწუნით ადგა და გავიდა, კარი გააღო და ვარდები დახვდა.
-ანგელოზო ერთხელაც გადი რაა.
ისევ გავიდა და კედელთან მიყრდნობილი ნიკა დახვდა.
გაგიჟდა, არანორმალურად გაეხარდა, იდგა და ეხუტებოდა.
ბედნიერი იყო ასეთი რომ ჰყავდა.
* * *
თითქმის ყოველდღე მიდიოდა ლიზასთან.
საღამოს ნიკა გაუვლიდა და ძალიან გვიანობამდე სეირნობდნენ.
დეკემბერი ახლოვდებოდა.
ნის უხაროდა ნიკას ვერ.
ყოველ დღეს იყენებდა და ბოლომდე ნიასთან ატარებდა იცოდა ცოტაც და ყველაფერი ისე უცნაურად დასრულდებოდა, როგორც დაიწყო.
ერთადერთი შემოდგომა იყო ნიას ცხოვრებაში, როცა ცუდი ხასიათისგან არ კვდებოდა.
პირველ დეკემბერს გამოფენა ჰქონდა ნიას.
ასჯერ გამოიტანა სხვა ნახატებთან ის ნახატი წინა დეკემბერში რომ მოასწრო, ანუ მისი და ნიკას შეხვედრა, მაგრამ ისევ უკან გაიტანა, ვერ გაიმეტა გამოსაფენად, თან ნიკასაც კი არ ჰქონდა ნანახი.
იმ დღემაც ძალიან კარგად ჩაიარა, ბოლოს ნიკამ იმდენი ვარდები აჩუქა სახლამდე ძლივს მიიტანა და სახლში რომ მივიდა კართან კიდევ დახვდა.
პატარა ყუთიც იდო, გახსნა და ერთი ანგელოზი დახვდა, ანგელოზთან ერთად კი პატარა,მაგრამ ძალიან საყვარელი კულონი.
ბარათიც იყო წარწერით.
"დეკემბერია და ანგელოზი ბრუნდება,
მოდი თავიდან დავიწყოთ, კაფეში გელოდები ნი.
ოღონდ მოდი ისევ ისე არ მოიქცე."
ნიას გაეცინა და სახლში შევიდა.
მეორე დღეს წავიდა, რა თქმა უნდა.
სიცილით შევიდა და მის წინ დაჯდა.
ლიზამ დაურეკა
-ნიი
-ჰო ლიზუ
-გცალია?
-ნიკასთან ვარ
-აუ ვერვითმენ, კარგი ასე გეტყვი, შვილი მეყოლება
-რაა? ვაიმე -ისეთი პანიკები დაეწყო ყველა მას უყურებდა, გაგიჟდა ნიკა, მაგრამ მანაც რომ გაიგო, მაშინვე ლიზასთან წავიდნენ.
მერე უკვე აღარსად მიდიოდა, უნივერსიტეტის შემდეგ ლიზასთან იყო სულ, ნიკასაც რა უნდა ექნა სულ იქ იყო.
მაგრამ დასასრული ახლოვდებოდა.
ნიკამ არც კი იცოდა ასეთი ბედნიერი ნიასთვის ეს როგორ ეთქვა, არადა ამ დასასრულს ვერ შეაჩერებდა.
* * *
ცხოვრებაში რაღაცები იწყება და იქ მთავრდება სადაც უნდა დასრულდეს, რადგან თუ არ დასრულდა გაუფერულდება და აზრი აღარ ექნება.
შეიძლება ისევ გაგრძელდეს, მომავალში, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ არის დრო, როცა აუცილებლად უნდა დამთავრდეს.
უბრალოდ ასეა მოწყობილი.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.
არის დასასრული, რომელიც უნდა გაგიხარდეს და არის ისეთიც რომ განადგურებს.
ყველაზე რთულია, როცა ყველაფერი კარგად გაქვს, ბედნიერებისგან აფრენ და უცებ მთელი სამყაროო თავზე გენგრევა.
ნადგურდება, ნაწილებად იშლება და შენი ბედნიერებისგან არაფერი რჩება.
ასე მოხდა ნიასთანაც.
ერთ მშვენიერ დილას, რომელიც სულაც არ იყო მშვენიერი ნის ნიკამ დაურეკა და უთხრა რომ აუცილებლად უნდა ენახა.
ეს დღე სტკიოდა ნიკას და მაინც ვერაფერს აკეთებდა.
აი ასე უაზროდ და უბრალოდ მიდიოდა, მიზეზი ჰქონდა თანაც საკმაოდ სერიოზული მაგრამ ამას ნის ვერ აუხსნიდა.
საკუთარ თავს ვერ იტანდა ასე, რომ უნდა მოქცეოდა ნის, მისი ნი, გიჟდებოდა ასე რომ ეძახდა, მაგრამ რომ აღარ ეყოლებოდა არ იცოდა რას იზამდა.
ალბათ უმისობას ვერ შეეგუებოდა.
ნია რომ დაინახა ცუდად გახდა.
ისეთი ბედნიერი მიდიოდა, ისეთი ღიმილიანი და რამდენიმე წუთში ყველაფერი უნდა გაენადგურებინა.
საკუთარი სიტყვებით უნდა გაექრო ყველაფერი ნიკას.
ვერ ფიქრობდა, ფეხზე ვერ იდგა, არაფერი არ შეეძლო, იმის თქმაც არ შეეძლო რომ ყველაფერი მორჩა და მაინც უნდა ეთქვა.
-ნიი
-ჰო
-რაღაც უნდა გითხრა
-მითარი -ღიმილით უთხრა ნიმ
ნიკა გაჩუმდა, ვერაფერს ამბობდა.
-ნიკა რამე მოხდა? რა ხასიათზე ხარ?
-კი მოხდა, უნდა წავიდე
-რატომ?
-საჭიროა, ჩვენთვის ორივესთის
-მერე მე? -ატირდა ლურჯ თმიანი
-რა შენ? -ჰკითხა ისე თითქოს არ იცოდა რა ჰკითა ნი-მ
-მტოვებ?
-არა ნი
-რომ მიდიხარ? -ცრემლების შეჩერებას ცდილობს ნია
-დავბრუნდები
-მართლა? -თვალები გაუნათდა, რაღაც იმედის მაგვარი გაუჩნდა ნის
-მართლა ნი -იცოდა ნიკამ რაც მოხდებოდა, ამ სიტყვებს კი საკუთარი თავის დასამშვიდებლად უფრო ამბობდა ვიდრე ნიას.
-როდის? -წინასწარ სტკივა ლურჯ თმიანს ის დრო ნიკა რომ არ ეყოლება.
-არ ვიცი -ეს სიტყვები კი ორივეს ანადგურებს.
-მომენატრები -ამბობს ნი და ცრემლები ახრჩობს, ცოტაც და ვეღარ იარსებებს.
-დამელოდები? -სვამს კითხვას ბიჭი და კიდევ ერთხელ ნადგურდება ლურჯ თმიანი
-აღარასდროს არ მკითხო ეგ -ამბობს ნი და კიდევ ერთხელ ნადგურდება, ყველაფერი სტკივა, მთელი თავისი არსებობა სტკივა,
ნიკასთან ერთად გატარებული დრო სტკივა,ყველაზე მეტად კი ნიკას სიტყვები სტკივა, იცის წავა და ყველაფერი დასრულდება, მისი დაბრუნების იმედით იცოცხლებს.
ცდილობს სიტყვები ერთმანეთს გადააბას და რამე თქვას, ცოტაც და გაქრება, წაიქცევა, გააფრენს იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე აფრენდა და მერე არაფერს არ ექნება აზრი.
უნდა ცოტა ხანს იარსებოს, ძალიან ცოტა ხანს, იქამდე სანამ ნიკა წავა.
-მაინც როდის დაბრუნდები? -ჰკითხა, მაგრამ იცოდა არ ღირდა, ყველა და ყველაფერზე მეტად აშინებდა პასუხი.
-დეკემბერში ნი -უთხრა ბიჭმა, მას კი გაეღიმა
-მაშინ დეკემბერს დაველოდები -ღიმილით თქვა ლურჯ თმიანმა.
-მე რომ არ მითქვამს როდის? -უთხრა ბიჭმა
-მთავარია რომ ოდესმე დეკემბერში დაბრუნდები.
-ანუ დამელოდები -თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-შენ არა, დეკემბერს დაველოდები -ღიმილით გააგრძელა ნი-მ.
-დღეიდან ჩემი მედეკემბრე ხარ ნი -ღიმილით უთხრა ნიკამ და ჩაეხუტა, მერე ძალიან დიდხანს იყვნენ ასე.
-აგელოზო თავს მიხედე და არ დამივიწყო -წასასვლელად მოემზადა ნიკა
-დეკემბრამდე ნიკა -გაიღიმა ნიამ
-შეხვედრამდე მედეკემბრე.
წავიდნენ, აი ასე უბრალოდ.
ერთი - მარჯვნივ.
მეორე -მარცხნივ.
აი ასე უბრალოდ და უზაროდ მორჩა ნიკას და მედეკემბრეს ისტორია.
ჰომ ასეც ხდება ხოლმე რომ ერთი კონკრეტული რაღაც დასასრულია, მაგრამ ამ დასარულის შემდეგ იწყება სასწაულები.
* * *
რა თქმა უნდა ელოდებოდა ნია ნიკას.
საშინელება იყო ყოველი წამი მის გარეშე.
ტიროდა ძალიან ბევრს და ხატავდა ნიკას,
ისევ მას.
სხვანაირად არც შეეძლო.
მხოლოდ ნიკა იყო მის ფიქრებსა და ოცნებებში.
ლიზასთანაც ვერ მიდიოდა, არ შეეძლო ისეთი დაენახა სხვას როგორიც მაშინ, იმ მომენტში იყო.
განადგურებული, უფრო გამხდარი, ცრემლიანი, არაფრის თავი და ძალა რომ არ ჰქონდა.
იხსენებდა ნიკას და კვდებოდა.
ყოველ გახსენებაზე ცუდად ხდებოდა.
მთელი სხეული სტკიოდა და ვერ სუნთქავდა.
სახლში არ იყო, იმ ოთახში ცხოვრობდა ნიკამ რომ აჩუქა, ხატავდა სულ, ბევრს.
ლიზას თითქმის არ ნახულობდა.
ერთი დეკემბერი ნიკას გარეშე.
მეორე...
მესამე...
მეოთხე...
მეხუთე...
ყველა ერთმანეთზე საშინელი და მტკივნეული იყო.
ნიკა რომ წავიდა მაშინვე იცოდა რომ ადვილი არაფერი არ ინქებოდა მაგრამ ასეც არ ეგონა.
სუნთქვაც უჭირდა მის გარეშე.
იმდენად მწარე იყ ყოველი წამი.
მოგონებებიც კი ტკივილს აყენებდა.
ქუჩაში გაივლიდა და იხსენებდა.
აქ გავიცანი,
აქ ვიცინოდით,
აქ გამიღიმა,
აქ ჩამეხუტა,
აქ მითხრა რომ აფრენდა,
აქ მითხრა რომ თუ ჩავიფიქრებდი ამიხდებოდა.
ყველა ადგილი რაღაცასთან იყო კავშირში,აფრენდა მონატრებისგან და სიყვარულისგან.
მაშინ როცა ბედნიერებისგან უნდა გაეფრინა ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობდა.
ერთ დღეს იჯდა და ფიქრობდა რომ საბაც კი მოენატრა, ჰო ის საბა ადამიანივით რომ არ ექცეოდა და აწამებდა.
მიხვდა იმდენად მარტო იყო შეიძლებოდა ერთ დღეს გასულიყო და სრულიად უცხო ადამიანისთვის ეთქვა რომ უყვარდა.
უნდოდა ვინმესთვის მოეყოლა რა აწუხებდა, რატომ ტიროდა, რატომ უჭირდა სუნთქვა, რატომ არ ეძინა უკვე მერამდენე ღამე, მზად იყო ქუჩაში გასულიყო და სრულიად უცხო ადამიანი გაეჩერებინა და მოეყოლა, თუნდაც ვინმეს გიჟი ჰგონებოდა.
მეექვსე დეკემბერი რომ მოვიდა და ნიკა არ დაბრუნდა მიხვდა არასდროს არაფერი იქნებოდა კარგად.
იფქრა რომ ნიკა აღარ დაბრუნდებოდა, გადაწყვიტა მშობლებთან წასულიყო საფრანგეთში.
ყველა ნახატი აიღო და იმ ოთახში მიიტანა, კედლებიდან ნიკას მეგობრის ნახატები ჩამოხსნა და ყველგან მისი ნახატები გააკრა, კედელს შეხედა და ეტკინა,არც იცის როგორ შეძლო ამდენი დაეხატა და ყველაგან ნიკა, კედლებზე არც დაეტა და სადაც შეიძლებოდა ყველგან დადო, მერე დაკეტა და ლიზასთან წავიდა.
-ლიზუუ
-ნია, არ მჯერა რომ მოხვედი -ატირდა ლიზა, ენატრებოდა მისი ნია, მხიარული და ბედნიერი, მისვლის მომენტშიც ზედმეტად სევდიანი იყო ნი.
-მივდივარ ისევ
-სად
-დედამ დამირეკა ჩამოდი ჩვენთანო და წავალ ცოტა ხანს, მეტი მართლა აღარ შემიძლია ლიზუ, დავიღალე ძალიან.
-მიუხედავად იმისა მომენატრები ვიცი ასე აჯობებს შენთვის, ამიტომ წადი.
-ლიიზ, ამნახატს და გასაღებს დაგიტოვებ, ხვალ მივფრინავ მე, ნიკა თუ ოდესმე დაბრუნდა მოვა შენთან და მას მიეცი. -ლიზას ის ნახატი დაუტოვა ნიკას გაცნობის დღეს რომ დახატა.
-კარგი,ძალიან მომენატრები.
-ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები ლიიზ
ჩაეხუტა, ლიზასთან დამშვიდობებამაც გაანადგურა მაგრამ მეტი აღარ შეეძლო, ვერ ჩერდებოდა იქ სადაც ყველაფერი ნიკას ახსენებდა.
* * *
ცხოვრებაში დგება მომენტები როცა ყველაფერი ძალიან გღლის.
სიყვარული,
მონატრება,
ტკივილი,
ლოდინი.
გინდა ვინმემ შენი წილი უბედურება იგრძნოს, ეგოისტურად გინდა ვიღაც იმაზე ცუდად გრძნობდეს თავს ვიდრე შენ.
გინდა სხვასაც ეტკინოს, რაღაცნაირად გეღიმება რომ იცი მარტო შენ არ ხარ ასეთი უბედური.
ჰო ეგოიზმია, საშინელი მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.
ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები რომ უნდა დაამთავრო, თუ არ დაამთავრებ მოკვდები.
როგორც შეეძლო ისე იგრძელებდა ნია გზას აეროპორტამდე.
13 დეკემბერი იყო.
ისევ ისე საშინლად თოვდა.
მისი თმა ისევ ლურჯი იყო.
მობეზრდა ნიას ეს ფერი, მაგრამ ნიკას იმდენად უყვარდა არ შეეხო.
ხელში პატარა ყუთი ეჭირა იქ 13 ანგელოზი და 13 წერილი იყო.
გადაწყვიტა თვითმფრინავში წაეკითხა.
აეროპორტში მისულმა იფიქრა სანამ მაქვს შანსი ხომ არ დავრჩეო, მაგრამ მაინც წასვლა აირჩია.
იჯდა მოსაცდელში და ფიქრობდა.
ძალიან ენატრებოდა ნიკა და ვერაფერს აკეთებდა, ისიც არ იცოდა სად იყო.
უჭირდა იმ ქალაქიდან წასვლა რომელიც ძალიან უყვარდა.
კი იყო ცუდი დღეებიც და ტკივილიც, მაგრამ ამაზე მეტი ბედნიერება იყო.
უკვ წასვლის დრო იყო, რომ დაინახა მის წინ ვიღაც დადგა, თვალი ნელ-ნელა ზემოთ ააყოლა და გააფრინა.
ნიკა იდგა.
ვერაფერი ვერ გააკეთა, ვერ გაიგძრა, ვერ ადგა,ვერ ჩაეხუტა.
-შენ... შენ.. აქ... დაბრუნდი .. -ნია ვერ ლაპარაკობდა.
-ანგელოზო იმედია წასვლა არ გადაიფიქრე, რეისზე გვაგვიანდება დანარჩენი გზაში.
გაოგნებული ადგა ნია და მას გაჰყვა.
უყურებდა და არ სჯეროდა რომ ის გვერდით ეჯდა და ნიცაში მასთან ერთად მიდიოდა.
ჰო ზედმეტად იდეალური იყო მათი ურთიერთობა იმისთვის რომ უაზროდ დამთავრებულიყო.
* * *
როცა გიყვარს ასეთი გამოუვალი სიტუაციის ბედნიერად დასრულებაც კი შესაძლებელია.
ჰო მედეკემბრესა და ნიკას ისტორია არ დამთავრებულა და არც დამთავრდება.
ისინი იარსებებენ იმდენ ხანს რამდენ ხანსაც აზრი ექნება არსებობას და იარსებებენ მაშინაც როცა უკვე არსებობასაც აღარ ექნება აზრი.
იარსებებენ იქამდე სანამ ერთმანეთი ეყვარებათ და ასე ერთ წამში გააბედნიერებენ ერთმანეთს.
ალბათ არც არავინ დაივიწყებს ფიფქებს, ანგელოზებსა და დეკემბერს.
ყველაფერი ხომ მათი დამსახურებაა.
და ალბათ ემახსოვრებათ ნიკა,
ნიკას ნი,
ნიკას ანგელოზი
ან ნიკას მედეკემბრე...

* * *
არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1541 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
ეს იყო შენი ისტორიებიდან ყველაზე საუკეთესო, ლამაზი და სასიამოვნოდ წასაკითხი.
ჯერ სათაური აქვს ისეთი თბილი.❤❤
საშინლად მომეწონა და კარგად გაქვს დაწერილი. დასასრულამდე ბევრჯერ გაგლანძღე მაგრამ ბოლოში რომ ჩავედი❤❤ უკან მიმაქვს ჩემი ლანძღვა. :-)
სასწაული დასასრული ჰქონდა, აი ისეთი შენ რომ გჩვევია, რაღაცნაირად ანუკასებური და კარგი.
გყვარობ.❤❤❤❤
avatar
0 Spam
2
სასწაული ხარ heart
avatar
0 Spam
3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ორივეს❤❤❤ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა თქვენი სიტყვები❤❤
avatar
0 Spam
4
მგონი პირველად წავიკითხე შენი ისტორია და ძალიან მომეწონა იცი :)) კარგი იყო ძალიან <3
avatar
0 Spam
5
მადლობ heart
avatar