მეორე შანსი [1]
17.06.2016, 21:25
ხდება ხოლმე ცხოვრებაში რაღაცები, ზედმეტად უცნაურად, ისე რომ ვერც კი წარმოიდგენ, აი ასე უცებ და უბრალოდ ყველაფერი ირევა და თავდაყირა დგება, ჭკუიდან იშლები და მერე ალბათ დიდი ხნის შემდეგ ისევ ნორმალური ხდები.
დგება მომენტები, როცა უკვე არანაირი და არანაირად აღარ ხარ, არც კარგად, არც ცუდად, შენს თავში ვერ ერკვევი და უბრალოდ არ იცი რა გინდა ან რატომ.
არ იცი რა იქნება და როგორ, მაგრამ იცი რომ დაიღალე და აღარ გინდა არაფერი.
იმდენად გღლის ყველაფერი რომ რაღაცაზე ამბობ არა-ს! მაგრამ მერე ეს რაღაც ხდება შენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, შენი თავისაც კი გიკვირს რომ ამას აკეთებ მაგრამ დგება რაღაც გარდამავალი წამი როცა იცი რომ აუცილებლად უნდა გააკეთო.
რომ ვფიქრდები და ვიხსენებ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი არეულობაა, უბრალოდ ისე აირია ყველაფერი რომ მეც კი არ ვიცოდი რა ხდებოდა.
ოჯახში ერთადერთი შვილი ვიყავი, ამიტომ არაფერი არ მაკლდა, საკმარისი იყო მეთხოვა ან არ მეთხოვა და ყველაფერი მქონდა, მშლობლები და მამიდა ჩემზე გიჟდებოდნენ, არა მარტო ისინი არა სხვებიც, მაგრამ ეს სამი ადამიანი განსაკუთრებით.
მამიდა ჩვენთან ცხოვრობდა და ფაქტიურად მისი გაზრდილი ვარ, შვილივით ვუყვარვარ და მეც შემიძლია ვთქვა რომ ჩემთვის დღემდე დედასავითაა,უზომოდ მიყვარს და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ადამიანია.
მიუხედავად ყველაფრისა არასდროს ჩამითვლია, რომ რაც მქონდა ვიმსახურებდი და იმიტომ, მაგრამ ყოველთვის ყველანაირად ვცდილობდი რომ დამემსახურებინა.
ექვსი წლის ვიყავი მამიდა რომ გათხოვდა და დაგვტოვა, დღემდე მახსოვს რამდენი ვიტირე, ლამაზი კაბა მეცვა და ხელში ყვავილები მეჭირა, მარიკასთან ტირილით მივედი და მივუტანე მერე კი მის ქმართან მივედი და ვუთხარი:
-ვერ გიტან მამიდა რომ მიგყავს !
ჰო ამის გამო დღემდე დამცინიან და განსაკუთრებით მახსოვს.
მერე უკვე სულ მენატრებოდა მამიდა და ყოველ ზაფხულს მასთან ვატარებდი.
თანაც პატარა შვილი ჰყავდა და ძალიან მიყვარდა ნანუკა.
ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი არეულობა სკოლას რომ ვამთავრებდი იმ წელს დაიწყო.
ერთ დღეს ჩემი მეგობარი ლიზი გადამეკიდა ჩემთან წამოდიო, არ მინდოდა, მაგრამ გავყევი, მისი ძმა იყო იქ და მეგობრები ჰყავდა ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება, თანაც მთელი საღამო თვალი არ მოუშორებია, მე ვცდილობდი არ შემეხედა, იმ საღამოს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს.
რამდენიმე დღის შემდეგ ყვავილებით დამხვდა სახლთან, ღმერთო ყვავილები ვერვიტან, უკვე ისე მომბეზრდა ეს ამდენი ყვავილების დატოვებები და ყვავილებით დახვედრები, აღარ მინდა რა.
-ნათია გქვია ხო? -მკითა რაღაცნაირი მკაცრი ხმით.
-ჰო
-გავიაროთ რა.
-რა? -თვალები გამფართოვდა.
-უნდა გელაპარაკო .
-აქ მითხარი -გავჯიუტდი მე.
-გეყოფა ახლა და წამოდი -მითხრა და ისე შემომაჩეჩა ყვავილები ცოტაც და თავში ჩავარტყამდი იმ ყვავილს.
-კარგი ხო -გავყევი უხალისოდ
წყნარად მივდიოდით სიჩუმე მე დავარღვიე.
-იტყვი რა გინდა? მეჩქარება ძალიან!
-მიყვარხარ რა -ისე მითხრა თითქოს იმას მეკითხებოდა რომელი საათიაო.
-რა? -გამოვშტერდი.
-ყრუ ხარ?
-არა -ღმერთო რა უხეშია
-მიყვარხარ-მეთქი
-მე არა -ვუპასუხე უდარდელად
-მალე შემიყვარებ
გადავირიე რა ყველა იდიოტი მე უნდა გადამეკიდოს, ეს არანორმალური მაკლდა, არ ვიცი, ახლა ამის მოშორებაზე უნდა ვიფიქრო.
მერე ყველაფერი ისე აეწყო, რომ მართლა შემიყვარდა და კარგად ვიყავით.
რაღაც კონცერტი იყო და იქ გვინდოდა წასვლა მაგრამ სახლში ჩვენთან მამას ნათესავი მოვიდა, ვერ ვიტანდი იმ ბიჭს სულ მეჩხუბებოდა და თანაც გვერდიდან არ მშორდებოდა. უნდა წავსულიყავი ამიტომ მამასთვის უნდა მეთხოვა გავეშვი
-მააა
-ჰოო ნათი
-კონცერტია და წავალ რა
-მარტო?
-არა მეგობრები იქნებიან იქ -ცხოვრებაში პირველად ვიცრუე
-ლევანიც წამოვა
-რა? ეს? არარსებობს -მე ის აუტანელი უნდა წამეყვანა? არა?
-მაშინ დარჩი
-მამა კარგი რააა
-არა ნათია ან ერთად წახვალთ ან დარჩები.
ბევრი ჩხუბის და ტირილის მიუხედავად ისე მოხდა რომ მე და ლევანი ერთად წავედით, არა აი ხომ ვიცი რომ საშინელებას გავუკეთებდი, უბრალოდ ჯერ იქ უნდა მივსულიყავით.
კარგი რაღაც მოვიფიქრე.
-ლევაან
-ჰოო რა გინდა? -მითხრა უხეშად
-ნორმალურად მელაპარაკე არც მე მიხარია შენთან ერთად აქ ყოფნა
-სულ არ ვაპირებდი პატარა გოგოს მოვლას
-არც მჭირდება
-არ ვაპირებ-მეთქი
-ახლა აქ უნდა ვიჩხუბოთ? -უკვე ზედმეტები მოსდის
-არა! რა გინდოდა იტყვი?
-წყალი მინდა .
-მერე მე მოგიტანო? -ისევ უხეშად მელაპარაკება, არაა ნორმალური ნახავს რას ვუზამ
-არა მე თვითონ
-იყავი და მოგიტან არსად წახვიდე
-არა სად წავალ -ვუთხარი და ისეთი სახე მივიღე თითქოს არაფერს ვაპირებდი.'
წავიდა და მეც გავქრი, რა თქმა უნდა ლაშა ვნახე და ერთად ვიყავით,მერე სახლამდეც მიმაცილა, ის საცოდავი ლევანი კი მთელი ღამე მეძებდა, სახლშიც ვერ მივიდოდა რას იტყოდა ერთ გოგოს ვერ მოვუარეო?
ვიცოდი საშინელება მელოდა დილით, მაგრამ მას მაინც გავამწარებდი.
არა საშინელებაზე უარესი იყო, დილით ისეთი არაადამიანის სახით შემოვარდა ოთახში რომ არა დედაჩემი მომკლავდა.
-სად წახვედი?
-მე წავედი? -ისეთი სახე მივიღე თითქოს მან მომატყუა
-აბა მე მთელი ღამე გეძებ -უცებ ძალიან შემეცოდა
-შენ მიმატოვე და როგორ მეძებ
-ახლა მოგკლავ ნათია -უფრო აუწია ხმას
-მე ხომ არაფერი გამიკეთებია -ისევ ისეთი გაოცებული ხმით ვაგრძელებდი საუბარს, არა მსახიობიც ვყოფილვარ.
ბევრი ჩხუბის შემდეგ მაინც გაირკვა, რომ ის იყო მართალი, მეორე დღესვე წავიდა ასე თქვა მე ეს შემომაკვდებაო. მას შემდეგ არც მინახავს.
ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა.
მე სწავლას ვაგძელებდი.
მე და ლაშა ისევ ერთად ვიყავით, მიყვარდა და ვუყვარდი ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე მეგონა..
იმასაც ვხვდები რომ ერთი სულელი გოგო ვიყავი, რომელიც საერთოდ არაფერზე არ ფიქრობდა.
ყოველ საღამოს ვსეირნობდით სულ ერთად ვიყავით და მეც მეგონა რომ მეტი არაფერი იყო საჭირო ბედნიერებისთვის, არადა ვხვდები რომ მაშინ ბედნიერებასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვარ.
-ნათია ამ ზაფხულს მარიკასთან წახვალ თუ ჩვენთან ერთად წამოხვალ? -მკითხა ერთ დღეს დედამ
-არ ვიცი ჯერ დედა
-როდის გადაწყვეტ?
-არც ეგ ვიცი
-ისე მგონი უკეთესი იქნება ჩვენთან ერთად წამოხვიდე
-რატომ? -გამიკვირდა მე
-რა ვიცი არ მოგბეზრდა სულ იქ?
-მე მარიკასთან არასდროს მომბეზრდება -ვუთხარი გაბრაზებულმა
-ეგ ვიცი
-აუ დედა საერთოდაც არ ვარ პატარა და აქ რომ დავრჩე მარტო?
-შენ? მარტო? -გაეცინა დედას
-რა იყო რას იცინი
-მოკვდები შიმშილით და საერთოდ მარტო ვერ დაგტოვებ
-კარგი რა -ავწუწუნდი მე
რამდენიმე საათიანი ფიქრის და საუბრის შემდეგ გადაწყდა რომ მათთან ერთად მივდიოდი, არადა მე აქ მინდოდა ერთი თვე ლაშას ვერ ვნახავდი?
არა ვერ შევძლებდი.
შემდეგი რამდენიმე დღე ჩვეულებრივ ვნახულობდი.
-ნათია ის გახსოვს პირველად რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი? -მკითხა მოულოდნელად
-კიი მაშინ არანორმალური მეგონე -ვუთხარი სიცილით
-მოიცა შენი აზრით ნორმალური ვარ?
-არა არ ხარ -გავიცინე ისევ
-აუ შენი სახე რომ დაგენახა მაშინ სიცილით მოკვდებოდი -მითხრა და ისეთი სიცილი აუტყდა ყველამ მას შეხედა
-გეყოფა ჩემი დაცინვა -ვუთხარი ვითომ გაბრაზებულმა
-მართლა სასაცილო იყო
-ვიცი მაგრამ გეყოს
-ერთსაც გავიცინებ და მეყო -ისეთი ხმით მითხრა მეც გამეცინა
-მართლა არ ხარ ნორმალური -ისევ გაიცინა
-ვიცი
-გამაცილე რა მეჩქარება -ვთხოვე მე
-კაი წამოდი
მივედით და დავემშვიდობე, წასვლის დრო ახლოვდებოდა არც კი ვიცოდი როგორ მეთქვა რომ ერთი თვე ვერ ვნახავდი.
გადავწყვიტე მეორე დღესვე მეთქვა.
-რაღაც უნდა გითხრა -ვუთხარი მე და სკამზე დავჯექი
-გისმენ
-ერთი თვე ვერ გნახავ
-და ასე ჩვეულებრივ ამბობ? -რაღაცნაირი ცივი გაუხდა ხმა
-და არაჩვეულებრივად როგორ უნდა ვთქვა თუ მასწავლი ისე გეტყვი შემდეგში -გავბრაზდი მე
-შენ რა არ მოგენატრებიი?
-კი მაგრამ რა გავაკეთო? -ვკითხე მე
-ცოლად გამომყევი
-ნორმალური ხარ? - გადამრევს ეს ადამიანი
-კი
-რამდენჯერ მშობლები არ დამტოვებენ და დასასვენებლად წავლენ იმდენჯერ გავთხოვდე?
-თუნდაც
-არ ხარ კარგად
-კარგად ვრ
-არ ხარ-მეთქი
-კითხვაზე მიპასუხე
-რა კითხვაზე
-ცოლად გამომყვები?
-არა სერიოზულად ამბობ?
-ჰო ნათია
არაფერი მითქვამს გავჩუმდი რა გათხოვება? რა დროს ქორწილია არა კარგად არ არის.
-კი თუ არა?
-არა
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-კაი სახლში წაგიყვან
-ასე?
-ასე როგორ
-რავიცი არ შემირიგდები და ისე?
-და შენი აზრით ვიჩხუბეთ?
-კი
-მაშინ დაგამშვიდებ და გეტყვი რომ არ გვიჩხუბია ახლა კი ადექი და წამოდი.
ავდექი და გავყევი, ცოტა რომ გავიარეთ მივხვდი ჩემი სხლის გზა არ იყო
-ეს ჩემი სახლის გზა არაა ლაშა
-ვიცი
-მერე?
-ჩვენს სახლში მივდივართ
-რა?
-ცოლად მომყავხარ
-არა-მეთქი რომ გითხარი ყრუ ხარ?
-მე გკითხე და არაო ახლა რასაც მინდა ვიზამ
-გამიშვი სახლში მინდა -უკვე ისტერიკა მქონდა
-მალე მივალთ და კივილს მორჩი
სახლთან რომ მივედით მანქანიდან "გადმომიღო" და სახლში"შემიტანა" პანიკები მჭიდა, არ იყო ნორმლური, არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი იქ, კარის ხმამ გამომაფხიზლა .
-გამოდი დედაშენი მოვიდა
გავედი,დედაჩემი ადამიანს არ ჰგავდა,
მეჩხუბა, მლანძღა, ვერაფრით დავაჯერე რომ ჩემი ნებით არ გავყოლილვარ.
ლაშა უმტკიცებდა რომ ერთმანეთი გვიყვარს და ხელი არ უნდა შეგვიშალოს, მე კი ვეხვეწებოდი სახლში წავეყვანე.
საბოლოოდ ისე მოხდა რომ რადგან ლაშა არ მიშვებდა დედამ მოატყუა რაღაცეებს მოიტანს და მოვა შენ კი აქ დარჩიეო, მე კი ისე რომ არავის არაფერი უკითხავს მანანაში ჩამსვეს და მამიდასთან წამიყვანეს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1639 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar