მეორე შანსი [2]
18.06.2016, 20:03
-მარი წავედი მე და გიტოვებ ნათიას -უთხრა დედამ მამიდას
-დღეს არ დარჩებით?
-არა მეჩქარება -უთხრა დედამ და მანქანისკენ წავიდა
-ჰო მარიკა არ ვიცი რამდენ ხანს იქნება აქ -უთხრა ისევ დედამ
-კი რა პრობლემაა ჩემი შვილია ნათია -უთრა მამიდამ.
მერე ხელი მომკიდა და სახლში შევედით.
იმ წუთას ბევრი რამ ვიცოდი და ბევრი რამ გავიაზრე, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე.
დედაჩემმა ეს როგორ გამიკეთა ის უფრო მიკვირდა ვიდრე ის ყველაფერი რაც ხდებოდა.
სიგიჟის ზღვარზე ვიყავი, ვცდილობდი გამახსენებინა ყველაფერი რაც ამ ერთ დღეში მოხდა და მივხვდი ცოტაც და გავაფრენდი.
არა არა მოიცა?
ჯერ ვნახე ლაშა,
მერე ველაპარაკე,
ვიჩხუბეთ ცოტა,
მერე გავთხოვდი, არა კი არ გავთხოვდი მომიტაცა.
მერე დიდხანს ვიჯექი და ვტიროდი,
მერე დედა მოვიდა და მეჩხუბა,
ახლა მამიდასთან ვარ მგონი ეს ყველაფერი გზაში დამესიზმრა.
მაგრამ არა, რეალობაა ეს და თანაც საშინელი რეალობა.
ახლა ისიც არ ვიცი რაზე უნდა ვიდარდო, იმაზე რომ ლაშა აღარ მეყოლება და მე ის უზომოდ მიყვარს თუ იმაზე, რომ მას შეეძლო ასე მომქცეოდა.
არა მაინც ვერ ვხვდები რა გააკეთა, ალბათ ასეც სჯობდა, ოდესმე ხომ უნდა გამეგო რა ადამიანი იყო და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დროზე გავიგე.
რამდენად იყო დრო ისიც არ ვიცი, რომ არა ნატო ახლა არც კი ვიცი როგორ ვიქნებოდი, ვიცი დიდი ხანი დასჭირდება იმის გასაგებად და საპატიებლად რაც მოხდა, მიუხედავად ყველაფრისა მან მე გადამარჩინა.
ხშირად მისი არ მესმოდა იმდენად მკაცრი იყო ჩემს მიმართ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მჭირდებოდა, მიუხედავად დედას სიმკაცრისა და ბევრი ახსნისა მაინც ერთი სულელი გოგო ვიყავი და ეს იმ დღეს დავამტკიცე.
წესით უნდა შემძულებოდა ლაშა, მაგრამ მიყვარდა, ხო აი ასე უბრალოდ მიყვარდა და მორჩა, მზად ვიყავი მისი ეს საქციელიც კი დამევიწყებინა,მაგრამ ვიცოდი რომ მას ვერასდროს ვერ ვნახავდი.
ამის სურვილი დიდად მეც არ მქონდა, მიუხედავად იმისა მიყვარდა არვაპირებდი ისევ მასთან ყოფნას და რომც დამეპირებინა დედა ამის ნებას არასდროს მომცემდა.ეგ კი არა ისიც არ ვიცოდი რამდენ ხანს უნდა ვყოფილიყავი მამიდასთან, არა მასთან ყოფნის პრობლემა არ იყო უბრალოდ იქ მარტო ვიყავი და არავის ვიცნობდი.
ძირითადად სულ ვიწექი და ვცდილობდი ოთახიდან არ გავსულიყავი,რადგან არ მინდოდა მამიდას ჩემი ცრემლები ენახა და რამე ეკითხა.
მაშინ გადავწყვიტე, რომ არასდროს არავინ შემიყვარდებოდა, მაგრამ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ისე, როგორც მე მინდა ეს რომ მომხდარიყო? რომ იტყვი არავის შევიყვარებ-ო და ამასაც ვერ მოახერხებ სხვა რა უნდა ქნა?!
სულ ოთახში ვერ ვიქნებოდი, ასე უფრო ცუდად ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე გავსულიყავი, ვიცოდი არ იქნებოდა ადვილი მისი დავიწყება და უმისოდ ცხოვრება მაგრამ ასე ვერ ვიქნებოდი.
ვხვდებოდი მამიდა მატყობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ თავს იკავებდა, ალბათ უნდოდა ჩემით მომეყოლა მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო,იმიტომ კი არა,რომ ის ვერ გამიგებდა ან დედასავით მეჩხუბებოდა უბრალოდ ჩემთვის ამის თავიდან გახსენება სიკვდილზე უარესი იყო.
ერთ დღეს ნანუკა დააძნა მერე კი გვერდით დამისვა და მკითა
-ნათია რა ხდება?
-არაფერი მამიდა რა უნდა ხდებოდეს? -ვცადე ისე გამეკვირვებინა, რომ ცოტა ბუნებრივი ყოფილიყო.
-შენი აზრით მატყუებ ახლა? არა თუ არ გინდა ნუ მომიყვები უბრალოდ შვილად გთვლი და მგონი დედამ უნდა იცოდეს რა სჭირს მის შვილს. -მართალი იყო მამიდა რას ვერ მიხვდებოდა საკუთარ თავზე უკეთ ის მიცნობს, მისმა სიტყვებმა ისე იმოქმედა და ისე გამაბედნიერა, მართლა არასდროს მანსხვავებდა ნანასგან.
-კარგი მოგიყვები, მაგრამ შენ მაინც არ მეჩხუბო რა -ვთხოვე მე
-მე გეჩხუბო? არ გრცხვენია? -გაეცინა მარიკას
მერე მოყოლა დავიწყე, ვგრძნობდი ყოველ სიტყვაზე,როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით და როცა მოვრჩი უკვე საშინლად ვტიროდი.
მარიკა ერთი საათი მაწყნარებდა არადა თვითონაც დასაწყნარებელი იყო, გადაირია, ჯერ ნატოზე, მერე ჩემზე, მერე ლაშაზე.
არ ესმოდა როგორ გააკეთეს, როგორ გამიკეთეს, ან მე როგორ შემეძლო ასე ვყოფილიყავი.
-მოვკლავ ნატოს -ვერ წყნარდებოდა მამიდა
-კარგი შეეშვი
-არა როგორ გაგიკეთა ეს, ან როგორ არ მითხრა რა არ უნდა მცოდნოდა რა ხდებოდა?
-ხო იცი როგორია -დაცვა ვცადე მე
-ჩამოვა ეგ აქ
-მამიდაა გთხოვ არ უთხრა რომ იცი თორემ კიდევ წამეჩხუბება
-კარგი კარგი, როგორც გინდა. ჩემთვის შენ ხარ მთავარი
-მიყვარხარ -ვუთხარი და ჩავეხუტე
-მეც
ყოველთვის ვიცოდი,რომ მამიდა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო მაგრამ მაშინ სასწაული იყო ჩემთვის არც ერთი წამით არ მიგრძვნია თავი ცუდად.
-ნათიაა
-ჰოო
-მარტო, რომ ხარ მოიწყინე ხო ? -მკითხა მამიდამ
-ისე რა
-ნანუკას დაიტოვებ?
-კი აბა რას ვიზამ და სად მიდიხარ? -ვკითხე მე
-ერთი ქალია აქ თამარა, ზაფხულობით მისი შვილიშვილები მოდიან მარიკა და ილია და მეგობრებიც მოჰყავთ თუ არიან ჩავალ,ვნახავ და გაგაცნობ მერე
-კარგი
-ხომ გინდა
-კიი მამიდა აბა რა
-კარგი წავედი და მიხედე ბავშვს
-კარგი
ცოტა ხანში გახარებული მოვიდა მარიკა
-ჩამოსულები არიან? -ვკითხე მოუთმენლად
-მარიკა და გოგოები არა და ილიაა მარტო
-აუუ -ავწუწუნდი მე
-ილია მოვა საღამოს და იმას გაგაცნობ
-კარგი
-ორ კვირაში გოგოებიც ჩამოვლენ -მითხრა ისევ.
-უი კარგია -გამიხარდა მე.
-ჰოო თან შენ მაინც დიდხანს ხარ აქ
-მაგას ნუ მახსენებ
-რა არ გინდა ჩემთან? -ეწყინა მამიდას
-კი უბრალოდ მიზეზი, რომ მახსენდება ცუდად ვხდები
-ნუ გეშინია მალე რეაქციაც არ გექნება
-არ არსებობს ! -ვთქვი და ოთახში შევედი.
ახლა იმასაც ვხვდები,რომ ესეც სწორად მითხრა მამიდამ, ვიხსენებ და რეაქცია არ მაქვს,არანაირ ემოციას არ იწვწვს ჩემში ლაშა, ზიზღსაც არ იწვევს ჩვეულებრივ ნაცნობადაც ვერ აღვიქვამ და მიუხედავად ამისა ოდესმე სადმე, რომ შემხვდეს ჩემი ხელით მოვკლავ.
-მარიკა მოვედიი -გავიგე ვიღაცის ხმა და მივხვდი ალბათ ილია იქნებოდა
-მოიცა ნათიას დავუძახებ -უთრა მამიდამ
ჩემთან შემოვიდა :
-ნათია წამოდი მოვიდა
-ახლავე -ვუთარი და საწოლიდან ავდექი
-ასე მოდივარ?
-ასე როგორ?
-ჩაიხედე სარკეში
არა საშინელება ვიყავი, მაგრამ არ მანაღვლებდა.
-ჰო რა იყო კი არ ვთხოვდები
-ეს რაშუაშია
-ოო მამიდა ძალიან მეზარება ახლა ჩაცმა და რაღაც უაზრობები
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს -მითხრა და სანამ გავიდოოდით ჩემი გალანძღვაც მოასწრო.
როგორც ხდება ხოლმე ისე გავიცანით ერთმანეთი და მერე ურთიერთობის მსგავსი რაღაც ავაწყეთ, იმ საღამოს, რომ გაცავილე საკმაოდ კმაყოფილი სახით შევედი ოთახში.
-კარგი ბიჭია ისე -ვთქვი უფრო ჩემთვის ვიდრე მამიდასთვის
-ჰო მიყვარს ილია -თქვა მარიკამაც
-იმედია ნორმალურად გავუგებთ ერთმანეთს -წუწუნისთვის შექმნილი ადამიანი ვარ რაა, რაც არ უნდა კარგად იყოს ყველაფერი მაიც ვწუწუნებ
-რა არ გაუგეთ უკვე? -იკითხა მარიკამ
-ჰო რავიცი
-წავედი ნანუკა უნდა დავაძნო
-დავიძინებ მეც -ვუთხარი და ოთახისკენ წავედი
-როგორ შეიძლება სულ გეძინოს?
-მეძინება და რაგავაკეთო
-კარგი წადი.
ესეც პირველი ცვლილება ჩემს ცხოვრებაში, ილია ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა ამიტომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მამიდას ძალიან უხაროდა რასაც მის ბებიაზე ვერ ვიტყვი.
ვერ მიტანდა ის ქალი მაგრამ არ ვიცი რატომ.
ერთ დღეს ილიამ გამომიარა
-ნათიაა
-ჰოო
-ერთ ადგილას გამომყვები?
-კი
-მოკლედ იქ ყოველ წელს დავდივარ, ძალიან ლამაზი ადგილია, წელს არ ვყოფილვარ ამიტომ ერთად წავიდეთ
-კარგი
მამიდას ვუთხარი სადაც მივდიოდით და წავედით.
მისი ბებია, თამარა მარიკასთან ასულა ჩვენს იქ არყოფნაში
-მარიკაა
-რა ქენი?
-ბავშვები სად არიან? -რაღა დროს ჩვენი ბავშვობაა არ შემიძლია
-ილიამ წაიყვანა სადაღაც ნათია
-წადი ახლავე მოიყვანე
-რატომ?
-არა არა ასე როგორ უნდა იყვნენ
იმდენი ქნა ამ ქალმა მარიკა ჩემთან და ილიასთან გამოუშვა.
მე ის ადგილი ძალიან მომეწონა მართლაც ულამაზესი იყო.
მარიკა გზაში შეგვხვდა.
-თამარამ გამოგიშვა ხო? -ილიამ აღარ იცოდა სად დამალულიყო
-ჰო
-აუ ბოდიში რა
-კაი არინერვიულო უთხრა მარიკამ -არა გიჟი იყო ის ქალი და მე რა გავაკეთო რა გადარია.

-ოჰ მოხვედით? -იმხელა ხმაზე დაიყვირა გული გამისკდა
-კი
-კიდევ კარგი
-ისე თქვენს შვილიშვილს არაფერს დავუშავებ და არაა პანიკა საჭირო -ვუთხარი წყობიდან გამოსულმა, არა მომკლავს და ილია ვერ მიშველის.
გამაჩუმა, მერე კი ილია ძალით წაიყვანა სახლში ალბათ ცემასაც უპირებდა, ამის წარმოდგენაზე ძალიან გამეცინა.
იმ დღეს მთელი საღამო ვიცინოდით მე და მარიკა და მაინც ვერ ვხვდები თამარას ჩემგან რა უნდოდა და რატომ ვერ მიტანდა?! თუმცა ის დღესაც ვერ მიტანს და დღემდე სულ ვჩხუბობთ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1515 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar