მეორე შანსი [3]
19.06.2016, 22:33
სამი დღე ილია არ გამოჩენილა, ადრე თუ მთელი დღე ერთად ვიყავით იმ სამ დღეში ერთი წუთითაც არ მინახავს, ალბათ თამარა არ უშვებდა.
-ნათიაა
-რა ქენი მამიდა?
-წამო,ჩავიდეთ თამარასთან არ გინდა?
-არა
-რატომ?
-მაინტერესებს როდემდე არ გამოუშვებს -ვუთხარი სიცილით.
სამი დღე მეხვეწა მარიკა და არ გავყევი, მართლა ძალიან მაინტერესებდა ამხელა ბიჭს ბებიამისის როგორ ეშინოდა და როგორ არ უშვებდა ის ქალი.
უაზროდ მეცინებოდა იმ ყველაფრის წარმოდგენაზე რაც ალბათ თამარამ გაუკეთა.
მეოთხე დღეს დილით მოვიდა.
-ნათიაა -ძალიან მომინდა გამემწარებინა
-ოჰჰ ილია, გამოგიშვა ბებიაშენმა? -ვუთხარი ზედმეტად სერიოზული ხმით
-ჰო რავიცი
-რა? ის არ გიშვებდა? -ისტერიული სიცილი ამიტყდა
-კარგი რა ნათია
-არა მართლა ძალიან მეცინება
-გეყოფა რა -მაინც ვერ გავჩერდი, ძალიან გაბრაზდა და წავიდა.
იმ საღამოს ჩავედით მათთან.
-მამიდააა
-რა ქენი? -მკითხა და ჩემთან მოვიდა
-საღამოს ჩავიდეთ რა თამარასთან -ვუთხარი ხვეწნით
-ჩავიდეთ
საღამო იყო, რომ მივედით.
მარიკა და ნანას დანახვა გაეხარდა, მაგრამ მათ უკან მე რომ შემამჩნია აშკარად არ ესიამოვნა, ალბათ ერთ მშვენიერ დღეს მომკლავს, ჩემივე ფიქრებზე მეცინებოდა იმ საღამოს, როგორ არ მანიშნებდა მარიკა რომ გავჩერებულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი.
მერე ილიას დაუძახა
-ილიაა
-ხო ბებია
-წადი და დილით რომ გეუბნებოდი ის რაღაცები დაალაგე
-ახლა?
-ჰო
-ხვალ გავაკეთებ რა დავიღალე -ისე წუწუნებდა ილია მეგონა მართლა საშინელებებს უკეთებდა თამარა
-ახლა
-კარგი ჰო -ბუზღუნით წავიდა ილია.
არა ოღონდ ჩემთან არ ყოფილიყო და ყველაფერს აკეთებდა ბებიამისი და მაინც ვერ ვხვდები რატომ ვერ მიტანდა? რა უნდა დამეშავებინა მისთვის?...
ვიჯექი და ვიცინოდი მამიდამ არ იცოდა სად წასულიყო.
-გოგოები არ მოდიან? -ჰკითხა უცებ თამარას
-კი შაბათს ჩამოვლენ -თქვა უხალისოდ
-უი კარგია, ნათია აღარ იქნები მარტო და გაერთობი -მითხრა მარიკამ
რავიცი ისე მარტო არც ვიყავი და ილიასთან ერთად ,მშვენივრად ვერთობოდი, მაგრამ ალბათ თამარა აღარ გამოუშვებს.
-ხო მოვლენ და შეეშვება ეს ილიას
-რა თქვით? -გაოცება ვერ დავმალე მე
-ილიას თავს დაანებებ
-დანებებული არ მაქვს? -ვიკითხე გაბრაზებულმა
-რომ გქონდეს აქ არ მოხვიდოდი
-ღმერთო უშველე ამ ქალს -ვთქვი და სახლში წასასვლელად მოვემზადე.
გადავირიე, მეგობარზე რა სჭირს და ილიამ სახლში შეყვარებული, რომ მიიყვანოს იმ გოგოს აუცილებლად მოკლავს, საწყალი ილიას ცოლი, იმედია ვინმე ისეთი გაჰყვება ცოლად ამ ქალს რომ მოაკეტინებს, პირადად მე მამიდას ვეცი პატივი, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა თორემ ნახავდა როგორ უნდა უაზროდ ადამიანის აკვიატება და ვერ ატანა.
ადამიანს რომ ვერ იტან მიზეზი ხომ არსებობს?! აი მაგალითად მე ლაშას ვერ ვიტან, მაგრამ მაქვს მიზეზი თანაც ძალიან დიდი, რაც გამიკეთა იმის შემდეგ უბრალოდ გამორიცხულია ადამიანი შენთვის რამეს წარმოადგენდეს ან საერთოდ მისი ატანა შეგეძლოს.
შაბათამდე სამი დღე იყო, მერე მეც დავისვენებდი და თამარაც, საერთოდ უკვე სახლში მინდოდა,მაგრამ დედაჩემი ჩემს წაყვანას ნამდვილად არ აპირებდა და მეც ვერაფრის თქმას ვერ ვბედავდი.
ილია დღეში რამდენჯერ ამოდიოდა არ ვიცი მაგრამ ნორმალურად არც ველაპარაკებოდი უკვე ძალიან მღლიდა ბებიამისის უაზრო გამოხტომები.
-დიდხანს უნდა იყო ასე?
-ასე როგორ?
-რომ არ მელაპარაკები ვერ ატყობ? -მკითხა ნაწყენმა ილიამ
-ბებიაშენი გეჩხუბება
-ჩემი დაცინვა არ მოგბეზრდა?
-მეტყობა რამე რომ დაგცინი? -კითხვაზე კითხვას ვუბრუნებდი გაგიჟდა, მაგრამ სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა
-ყოველ წამს თამარას ხსენება არაა აუცილებელი ისედაც ვიცი, რომ არაა კარგად და ზედმეტები მოსდის
-არ დაგცინი უბრალოდ გითხარი -არა ნაკლებ ნაწყენი ხმით ვუთხარი მეც
-კარგი ხო შემირიგდი ახლა არ გინდა ეს ზრუნვა -გაიცინა მაინც
-კარგი ხო
-ვეტყვი თამარას იქნებ დაწყნარდეს
-შეეშვი აზრი არ აქვს -გამეცინა მე
-წავედი დღეს ჩემი და ჩამოდის და მეგობარი მოჰყავს რაღაცეების წამოღებაში უნდა დავეხმარო.
-კარგი
-წამოდი თუ გინდა
-მერე თამარა? -ვიკითხე მე
-მაგას მე მივხედავ
-კარგი ჰო
მამიდას ვუთხარი სადაც მივდიოდი და წავედით.
მისი და ძალიან მომეწონა ისეთი აღმოჩნდა როგორადაც მამიდა ახასიათებდა, მისი მეგობარი ნატოც არ იყო ცუდი გოგო.
ძალიან დავმეგობრდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ილიასაც აღარ ეჩხუბებოდა თამარა როგორც იქნა შეგვეშვა, არც კი მჯეროდა, რომ დაწყნარდა.
-მდინარეზე წავიდეთ რა - აწუწუნდა ილიას და, მარიკა
-ჰო რა -აჰყვა ნატოც
-წავიდეთ -თქვა ილიამ
-ხომ წამოხვალ? -ახლა მე შემომხედა სამივემ
-კი
მერე ავიტეხე ნანუკა უნდა წამოვიყვანო-მეთქი, მითხრეს რომ შორს იყო და გამიჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და წავიყვანე.
ბოლოს ისეთი ცუდი გზა იყო ტირილი დავიწყე, ნანუკას წაყვანა კი არა მეც სახლში, რომ არ დავრჩი მიკვირდა.
-აუ ილიაა
-რა იყო?
-მიშველე რაა
-მე როგორ? ნახე ძლივს დავდივარ -იცინოდა უაზროდ
-კარგი რა, ნანუკა მაინც წამაყვანინეთ
-შენ თქვი აუცილებლად წამოვიყვან და ბოლომდე მე ვატარებო ახლა წამოიყვანე -მითხრა მარიკამ
-კარგი რაა ნახე ვერ დავდივარ -ავწუწუნდი მე
-ღირსი ხარ შენ წაიქცე სადმე მაგრამ ბავშვი მეცოდება რაა -მითხრა ილიამ და ნანუკას ხელი მოკიდა
ძლივს ჩავედით, ნანუკა ხომ მიჰყავდა ილიას და იმდენი ვიწუწუნე და იმდენ ხანს არ გავჩერდი ბოლოს ერთ ხელში მე ვეჭირე მეორეში ნანუკა და ისე მივედით მდინარემდე.
არა აქ სად წამიყვანეს? რა მინდოდა? მას შემდეგ არც გავყოლივარ და ისინიც არ წასულან.
არა რა დღე იყო, ან რა გზა რა გვინდოდა იქ? გამაგიჟებს ეს ხალხი.
ერთ დღეს მარიკა მოვიდა ჩემთან.
-აუ ნათიაა
-ჰო რა ქენი?
-ხვალ ილიას აქვს დაბადების დღე
-მერე?
-რაღაცეები უნდა გავაკეთოთ მე და ნატომ და დაგვეხმარები?
-მე რომ არაფრის გაკეთება არ ვიცი?
-არც ჩვენ -გაეცინა მარიკას
-კარგი ოღონდ ჩემთან გავაკეთოთ თორემ არაა გამორიცხული თამარას შემოვაკვდე
-კარგი
მარიკას სახლში ჩავდიოდით უცებ ფეხი რაღაცას წამოკრა და დაეცა,ვერ დგებოდა ილია დაატარებდა ხელით,რაც გვჭირდებოდა ავიღეთ და ჩემთან წავედით,მარკა ილიამ ამოიყვანა დააწვინა და თვითონ წავიდა.
მე მთელი საღამო მარიკას ვუვლიდი და ყველაფრის გაკეთება ნატოს მოუწია.
ღამით ჩემთან დარჩნენ, რადგან მარიკას ფეხი სტკიოდა და ვერსად წავიდოდა ილია კი წასაყვანად არ მოვიდა.
ილიას დაბადების დღემ მშვენივრად ჩაიარა და ყველაფერი ძალიან მოეწონა, თამარაც ცოტა დაწყნარებული სახით იჯდა.
იმ დღის შემდეგ მე და ილიასაც ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდა როგორიც მანამდე სანამ ბებიამისს გადარევები დაეწყებოდა.
მე და მარიკაც ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით.
ხანდახან მეგონა ის რაც ამ ზაფხულამდე მოხდა მართლა დამესიზმრა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს ასე არ იყო და ის საშინელებები მოხდა.
-ჩვენთან წამოდი რა -მეხვეწებოდა ილია
-არა რა,მარიკა და ნატო ამოვიდნენ
-რატომ?
-აუუ მეზარება რა ძალიან -ავწუწუნდი მე
-ადექი გეყოფა რა
-არა ისინი ამოვიდნენ
-ვერ დადის მარიკა
-ოო მაგას რით ვერ გაუარა ფეხის ტკივილმა დავიღალე რა
-წამოხვალ?
-მე ზა რე ბა ! -დავუმარცვლე მე
-გეხარება თუ თამარასი გეშინია -გაიცინა ილიამ
-რა?
-ბებიაჩემის გეშინია
-არა რა სისულელეა
-აბა ჩვენთან რატომ არ მოდიხარ
-მეზარება ადგომა
-ანუ გეშინია
-არ მეშინია
-კი
-ახლა მხოლოდ იმიტომ მოვდივარ, რომ დაგანახო სულ არ მაინტერესებს ბებიაშენი -გავბრაზდი მე და ჟაკეტი ავიღე
-ჰო როგორ არა -არ ჩერდებოდა ის მე კი სულელივით მეცინებოდა.
ყველა არანორმალური მე როგორ უნდა შემხვდეს?! არ ვიცი ეს უფრო აფრენს, რა გააკეთა. შევედით და ბებიამისს ეუბნება.
-ბებია ნახე ვინ მოვიდა
-ვინ? -თავი გამოყო სამზარეულოდან თამარამ
-ძალიან, რომ გიყვარს ის -გამომაშტერა, ეს როგორ გამიკეთა თამარას კიდევ ამის თქმა უნდა? მიშველეთ
-შენ ნორმალური ხარ? -გამოვიდა თუ არა ჩხუბი დაიწყო ქალმა -არ შემიძლია ეს ადამიანი და რაგავაკეთო?!
-კი ბებია
-წადი გოგოების ოთახი აჩვენე და მოდი მერე საქმე მაქვს -უთხრა ილიას, არა რა მე მასთან ერთად ვარ და ხომ უნდა გადამალოს სადმე, ისევ ვერ შევიკავე თავი და გამეცინა.
-რა გაცინებს? -მკითხა ილიამ
-არაფერი ისე
-ანუ სულელი ხარ?
-სულელი შენხარ -გავბრაზდი მე
-მაშინ რაგაცინებს
-აუუ მაინც უნდა მათქმევინოს რა
-გისმენ
-თამარაზე გამეცინა
-აი რა იყო ახლა სასაცილო
-საქმე გიპოვნა
-აა ჰო -გაეცინა მასაც
-კარგი ახლა გაიგებს და მომკლავს
-ნუ ნერვიულობ გიშველი -მითხრა და გაეცინა
-შენ შენს თავს ვერ შველი -გავიცინე მე
-ოო ნათია გეყოს, შედი ახლა გოგოებთან.
რომ შევედი მარიკა და ნატო იცინოდნენ ალბათ ესმოდათ რასაც მე და ილია ვლაპარაკობდით.
-რას შვრებით? -ვიკითხე სიცილით
-რავი გვესმოდა და ვიცინით -მითხრა ნატომ
-აა ჰოო
-აუ ისე რა აუტანელია ბებიაჩემი -სახე დამანჭა მარიკამ
-არ შეიმჩნიო -გავიცინე მე
შენ უყურე მთელი ცხოვრება ყოველ დღე ამას და რას არ შეიმჩნევ ნახავ -გაიცინა ისევ
-კიდევ გტკივა ფეხი? -ვკითხე მე
-არა
-აბა რას წევხარ
-ცოტას გავაწვალებ ილიას ყველაფერს აკეთებს რასაც ვთხოვ
-აუ რა ბოროტი ხარ
-თან თამარასაც ვანერვიულებ
-აღარ ხარ ბოროტი -გავიცინე მე, მასაც გაეცინა
-აუ ადექი რა გეყოს -აწუწუნდა ნატო
-ხო რა -ავყევი მეც
იმდენი ვიწუწუნეთ ადგა მაინც და მაშინვე ჩემთან წავედით თამარას ატანა მე არ შემეძლო.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1320 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
avatar
0
1
მოკლედ, ეს და ბებიამისი, რა! :დდ
ახლაც მიკვირს, რატომ ცხოვრობენ ერთად :დ
კარგი იყო! კარგი ზომის! მალე დადე❤
avatar
0 Spam
2
შენ კი არა მეც მიკვირს მაგრამ ცხოვრობენ და რაგაცაკეთო biggrin
მალე დავდებ
avatar
0 Spam
3
ბებიები ყველა საყვარელია და ეს თამარა რატომ არის ასეთი აუტანელი? surprised
avatar