მეორე შანსი [4]
21.06.2016, 17:08
არ მიყვარს, როცა ზაფხული სრულდება.
არ ვიცი ესეც ჩემი ერთ-ერთი ახირებაა თუ რა არის.
უბალოდ არ მიყვარს და მორჩა !
ალბათ ეს იმის ბრალია რომ ყოველი ზაფხულის დასრულების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან კარგი და ძვირფასი სრულდება.
ყოველთვის ასე იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველი ზაფხულის ბოლოს ვკარგავდი ვიღაც ძალიან ძვირფასს და ახლობელს.
არ მინდოდა, საშინლად არ მინდოდა ამ ზაფხულის შემდეგ სამი ძალიან კარგი მეგობარი დამეკარგა.
ჰო მეგობრებს არ კარგავენ, მაგრამ რა ვიცი.
ილიასა და ნატოსთან ხომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ მარიკა სულ სხვა იყო, სასწაულად კარგი, გიჟდებოდა ჩემზე და მეც ძალიან შემიყვარდა, მიუხედავად იმისა ორი თვე გავატარეთ ერთად მაინც ბევრ მეგობარზე მეტად მეძვირფასებოდა, ალბათ მაშინ ცოტა ადრე იყო ამის თქმა,მაგრამ ის ჩემთვის მართლა საუკეთესო იყო და დღემდე ასეა, მე მისნაირი მეგობარი არც მყოლია.
-ძალიან მომენატრებით -მაინც ამატირეს...
-ჩვეენც -თქვეს და ყველა ერთად ჩამეხუტა.
არაა... არ არის დამშვიდობება ჩემთვის, არ შემიძლია სულ ვტირი, ძალიან ცუდად ვხდები, არ მიყვას როცა ვინმეს ვაცილებ.
-რომ ჩამოხვალ ჩვენთან მოდიი რაა -მითხრა ილიამ და გამეღიმა
-ჰო აუცილებლად -ვინ იცის დედაჩემი როდის წამიყვანს აქედან
-როდემდე ხარ აქ? -მკითხა ნატომ
-არ ვიცი
-ნათია არ დაგვივიწყო -მითხრა მარიკამ და მანაც მოიწმინდა ცრემლი
-არა
-ხომ მოხვალ ? -მკითა ისევ ილიამ
-თამარა თუ არ მომკლავს კი
-არ მოგბეზრდა ბებიაჩემის დაცინვა? -მკითხა ილიამ სიცილით
-რომ მომკლავს მერე აღარ იტყვი მაგას -გავიცინე მეც
-გვიყვარხარ ნათია -თქვეს ისევ ერთად.
მერე ყველას გადავეხვიე და ატირებული წავედი სახლში, ისინიც წავიდნენ ახლა სულ მარტო ვარ, არადა რა მშვენიერი ზაფხული იყო...
ახლა ლაშაც უნდა გამახსენდეს,
ახლა ისევ უნდა ვიტირო.
სიცილი აღარ მომინდება.
ცუდად ვიქნები, იმაზე უფრო ცუდად ვიდრე ამ სამი ადამიანის გაცნობამდე ვიყავი.
ხომ ვამბობ არ მიყვარს ზაფხული რომ სრულდება-მეთქი, როგორი ბედნიერი ვიყავი დაახლა ვტირი.
ნეტავ დედა მაინც ჩამოვიდეს და წამიყვანოს, როდემდე უნდა ვიყო აქ?
კი მაგრამ სულ მამიდასთან ხომ არ ვიქნები?
არა კი არ მაქვს პრობლემა უზომოდ მიყვარს, მაგრამ ილია და მარიკა?
და ნატო?
მათ გარეშე მართლა არ შემიძლია და რა უნდა გავაკეთო?
არ ვიცი რა მეშველება.
სახლში რომ მივედი და გავბედნიერდი ისეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
ვერ ვიფიქრებდი ოდესმე დედა და მამას დანახვა ასე თუ გამახარებდა.
დედას ეტყობოდა, რომ მაინც არ ჰქონდა ნაპატიები ის რაშიც დამნაშავე არ ვიყავი, მაგრამ ის არ მისმენდა და როგორ უნდა ამეხსნა ეს?!
-კარგად მამიდაა -ღიმილით ჩავეხუტე და მანქანისკენ წავედი.
ცხოვრებაში პირველად მივდიოდი მამიდას სახლიდან და არ ვტიროდი, ასეთი რამ არასდროს მომხდარა, მაგრამ იმდენად არეული და სხვანაირი ვიყავი ესეც ვერ მიკვირდა.
თბილისში რომ ჩავედი არაფერი აღარ მეჩვენა ისეთი როგორიც დავტოვე, ან რატომ უნდა ყოფილიყო ისეთი?
სულ ვცდილობდი იშვიათად გავსულიყავი გარეთ,რადგან სადმე ჩემს სახლთან ახლოს ლაშა რომ მენახა ვერ გადავიტანდი.
არა მართლა ვერ გადავიტანდი.
მოვკვდებოდი.
ვერ ვისუნთქებდი.
ალბათ რამეს დავმართებდი, უბრალოდ არანორმალური იყო და საერთოდ ისეთი სულელი როგორ უნდა იყო როგორიც მე ვიყავი?!
გაცნობის დღიდანვე ეტყობოდა როგორც აფრენდა, იდიოტივით დამხვდა სახლთან ყვავილებით და რანაირად მელაპარაკა.
ხომ შემეძლო დავფიქრებულიყავი და ისიც სხვა არანორმალურებივით მომეშორებინა?
მაგრამ ამას ახლა ვიაზრებ.
მარიკა და ილია ვერ ვნახე.
სახლში ვერ მივიდოდი ასე უბრალოდ თამარა, რომ ყოფილიყო მარტო აუცილებლად მომკლავდა.
ტელეფონი კი მამიდასთან რომ მიმიყვანეს მას შემდეგ არ მქონია.
ანუ სამი თვე.
ნატომ გამომიცხადა არაფერში გჭირდება და როცა საჭიროდ ჩავთვლი მაშინ მიიღებ-ო!
მთელი ცხოვრება იმსიგრძე ენა მქონდა ყველა მეჩხუბებოდა, მეხებოდა მე თუ არა,
საჭირო იყო თუ არა,
ყველაფერში ვერეოდი და ყველაფერზე ვლაპარაკობდი.
ახლა რატომ არ ვიღებდი ხმას, როცა ასე ძალიან მჭირდებოდა არ ვიცი.
მართლა არ ვიცი.
კიდევ სამი თვე ვერ ვნახე ილია და მარიკა.
ისიც არ ვიცოდი, რომელი უფრო მეტად მენატრებოდა.
დეკემბერი იყო დედა, რომ შემოვიდა ჩემთან.
-ნათია მომიყვები?
-რას?
-რა მოხდა იმ დღეს
-ახლა მოგინდა მოსმენა?
-ჰო
-ანუ აღარ ხარ გაბრაზებული?
-არა
-მაშინ რად გინდა მოყოლა მაინც არ გჯერა
-შენგან მინდა მოსმენა
-კარგი .
მოვუყევი.
არც კი მჯერა, რომ დაიჯერა.
ჩემზე აღარ იყო გაბრაზებული.
საშინელებაა, როცა იმაზე დარდობ დედა, რომ გიბრაზდება.
უფრო დიდი საშინელებაა, როცა იმაზე გიბრაზდება, რაშიც დამნაშავე არ ხარ.
მე ყველაზე მეტად მამას სიწყნარე მაკვირვებდა,რაღაც იმედის მსგავსი მქონდა,რომ მას ჩემი სჯეროდა და ეს უზომოდ მაბედნიერებდა.
იმ დღეს დედამ ტელეფონი რომ დამიბრუნა უბედნიერესი ვიყავი.
მაშინვე მარიკას დავურეკე, ილიას ვერ, არ ვიცი რატომ.
-მარიკაა ნათია ვარ
-სად დაიკარგე, მეგონა დაგავიწყდი -მისაყვედურა მარიკამ
-არა შენს თავს რა დამავიწყებს
-მომენატრე
-მეც
-მოხვალ ჩემთან?
-რაღაც მინდა მოგიყვე და იქნებ სადმე სხვაგან შევხვდეთ? -ვკითხე მე, მგონი დრო იყო მარიკას გაეგო,მე მას მეგობრად ვთვლიდი და არ ვგრძნობდი თავს კარგად როცა რაღაცას ვუმალავდი.
-მაშინებ
-აი რა არის საშიში -გავიცინე მე
-ჰორავიცი კაფეში შევხვდეთ -მითხრა მან
-კარგი.
შევხვდით, ერთი საათი ვიდექით და ერთმანეთს ვეხუტებოდით.
არ მეგონა მოკლე დროში კონკრეტული ადამიანი თუ შეიძლებოდა შენთვის ასეთი ძვირფასი ყოფილიყო.
ვუყურებდი და ვხვდებოდი იმდენად კარგი იყო მის გარდა არც არავინ მჭირდებოდა.
-გიყვარს? -მკითხა როცა მოყოლა დავასრულე
-არა
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხებოდა მაინც
-არაფერში აღარ ვარ დარწმუნებული იცი? -ვუთხარი მოწყენილი ხმით
-ანუ კი?
-არა რას ამბობ, იმ დღის შემდეგ, რომ დავფიქრდი მგონი არც მყვარებია და ესეც ჩემი ერთ-ერთი ახირება იყო
-და რატომ ის? -არ ჩერდებოდა მარიკა
-არ იყო სხვების მსგავსი
-ანუ?
-სხვები თუ მეხვეწებოდნენ და ზედმეტად თბილი იყვნენ ჩემს მიმართ ის საშინელი იყო, უხეში და კიდევ მაგიჟებდა, პირველად რომ მნახა რა გააკეთა იცი? -გახსენებაზე კიდევ ერთხელ მომინდა მისი მოკვლა
-რა?
- საშინელი ყვავილები მოათრია, რაღაცა უბედურებები მელაპარაკა და ყვავილები კი არ მომცა შემომაჩეჩა
-და ეს მოგეწონა?
-არა!
-აბა?
-არ ვიცი მარიკა, არ ვიცი! მართლა არ ვიცი!
-არაფერი მესმის
-არც მე, გთხოვ რა აღარ გვინდა მასზე საუბარი თორემ ცუდად გავხდები -ვუთხარი მე
-კარგი როგორც გინდა -გამიღიმა მან
მერე ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ არაფერზე და თან ყველაფერზე, ილია, როგორ დამავიწყდა, ძალიან მომენატრა ისიც.
-ილია როგორაა?
-კარგად რა ვიცი
-მომენატრა
-ჰოო? -ისეთი სახით მითხრა მივხვდი, რაც იფიქრა
-მარიკა ერთ რამეზე შევთანხმდეთ კაი?
-რაზე?
-მე არასდროს არავინ შემიყვარდება და მითუმეტეს შენი ძმა,ამიტომ რაც იფიქრე დაივიწყე!
-საიდან მიხვდი მე რა ვიფიქრე? -გაეცინა მას
-შენი სახისთვის,რომ შეგეხედა მერწმუნე მიხვდებოდი
-კარგი ჰო -გაიცინა ისევ.
მერე დავემშვიდობე და სახლში წავედი, მას შემდეგ ილიასაც სულ ვნახულობდი, ყოველ დღე, თითქმის ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით, სასწაულად კარგი ურთიერთობა გვქონდა.
მე, ილია და მარიკა სამი ადამიანი, რომელიც სულ ერთად ვიყავით, ორივე ძალიან ძალიან ძვირფასი იყო ჩემთვის.
-ნათია ჩვენთან როდის წამოხვალ? -მკითხა ერთ დღეს ილიამ
-ჰო არ აპირებ? -აჰყვა მარიკაც
-არ ვიცი
-ახლავე წავალთ! -თქვა ილიამ და ისე აღმოვჩნდი მის მანქანაში და მერე მის სახლში ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი.
არა შეიძლება ყველაფერი დავივიწყო, მაგრამ იმ საშინელ დღეს რა დამავიწყებს.
თამარა ისეთი სახით იჯდა კინაღამ მომკლა.
გავიგე როგორ უთხრა ილიას, რას მოათრიე,სად ჯანდაბაში ნახე-ო?
გავგიჟდი.
რატომ ვერ მიტანდა?
მთელი საღამო თვალებით შემჭამა.
გვშიოდა და მარიკამ რაღაცეების გაკეთებაში დამეხმარეო, უარს ხომ არ ვეტყოდი.
ძლივს გავაკეთე რაღაც, თამარა ვითომ შემთხვევით დამეჯახა და ტანსაცმელი გამინადგურდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა ისტერიკები დამემართებოდა.
ბოლოს ვითომ შემთხვევით ყავა,რომ გადამასხა ილია და მარიკას დედა გადაირია და ოთახში გაუშვა.
არა მართლა სასწაული ქალი იყო თამუნა, ერთხელ ვყავდი ნანახი და შვილივით მექცეოდა, ძალიან თბილი და საყვარელი იყო.
მთლად მამიდას მსგავსი ვერ იყო რადგან მამიდა დედასავითაა ჩემთვის, მაგრამ თითქმის მასავით მექცეოდა.
როგორც იქნა ის საშინელი საღამო დასრულდა და ილიამ სახლში წამიყვანა.
მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მათთან.
თამარას საშინელებებს საზღვარი არ ჰქონდა, უკვე არ ვერიდებოდი იმას, რომ ილია და მარიკას ბებია იყო და არც იმას, რომ ჩემზე უფროსი იყო.
ადრე თუ ვცდილობდი მის გამო არ მივსულიყავი და მისი ნახვისგან თავი შემეკავებინა მაშინ უკვე ძალით მივდიოდი ხშირად, რომ გამემწარებინა.

ერთ დღეს ილიამ გამომიარა და მთხოვა სწრაფად ჩავსულიყავი, მაშინ უკვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.
მეც რაც შემეძლო სწრაფად ჩავიცვი და ჩავედი.
რაღაც სხვანაირი მეჩვენა.
ცოტა ანერვიულებული,მაგრამ არ შევიმჩნიე.
სადღაც მიმიყვანა, დღესაც არ ვიცი სად.
-ნათია რაღაც უნდა გითხრა...
-გისმენ -ვიარი მე
-მოკლედ არ ვიცი ამის შემდეგ როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ უნდა გითხრა -უკვე ძალიან ნერვიულობდა
-იტყვი რა გინდა? -ცოტა მკაცრი ხმით ვუთხარი მე
-მიყვარხარ
-რა? -თავს ვერ ვიკავებდი მეცინებოდა
-მიყვარხარ ნათია, ძალიან, უზომოდ.
-ვაიმე ძალიან ცუდად ვარ -ვიდექი და სულელივით ვიცინოდი
-სასაცილოს რას ხედავ? -ნერვიულობისგან ფერი არ ედო სახეზე
-აუ მეცინება რა -არ ვჩერდებოდი მე
ხომ ვამბობ სულელი ვიყავი-მეთქი და არავინ მიჯერებს.
ადამიანი დგას,
სახეზე ფერი არ ადევს,
არავინ იცის იქნებ ცუდად გახდეს,
ან მოკვდეს,
ნერვიულობა არაა კარგი
და მე ამხელა ცხრამეტი წლის გოგო ვდგავარ და ვიცინი,
სულელივით,
ბოლო ხმაზე.
-მორჩები სიცილს? -უკვე ხმის კონტროლი უჭირს
-არა
-ნათია გეყოფა მართლა გეუბნები
-მეც მართლა მეცინება -არა რა ჯანდაბა მაცინებს?!
-მორჩი რა
-მე შენ არასდროს არ შემიყვარდები და თუ გაითვალისწინებ კარგს იზამ -როგორც იქნა სიცილს მოვრჩი.
-შემიყვარებ,თანაც ძალიან მალე -გაჩერდეს რა ამდენი სიცილიც არ შემიძლია
ისევ სიცილი დავიწყე.
-არა ეს არ უნდა გეთქვა -ძლივს ვუთხარი და ისევ გავიცინე
-ჩემს დაცინვას, რომ მორჩები მითარი და სახლამდე მიგიყვან -მითხრა გაბრაზებულმა.
-მოვრჩი უკვე და წამიყვანე თუ შეიძლება, მაგრამ შეიძლება გზაში უფრო შეგიყვარდე ამიტომ ჩემით წავალ -ისევ დავიწყე სიცილი და ისე, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ ფეხით წავედი სახლში.
მას არაფერი უთქვამს, არც გამომყოლია.
აი რა გავაკეთო მართლა ძალიან გამეცინა...
მე და სიყვარული?
და თან მე და ილია?
კარგით რა !
არ არსებობს!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1307 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar