მეორე შანსი [5]
23.06.2016, 12:42
მივდიოდი ქუჩაში და ვფიქრობდი მის ნათქვამზე.
არა რას მიკეთებდა.
რა სისულელე იყო მე და ის.
რამდენი ვიცინე .
და მაინც არ ვგრძნობ თავს კარგად.
არა! არა! გამორიცხულია..
მე მას არასდროს შევიყვარებ...
მარტო მას კი არა არავის.
საერთოად არავის არ შევიყვარებ არასდროს!
სიგიჟის ზღვარზე ვიყავი.
იმ ზღვარზე რომლის შემდეგ ნორმალური ვერ გახდები.
რაღაც უნდა გამეკეთებინა,
აუცილებლად უნდა გამეკეთებინა!
მაგრამ რა?
ღმერთო ვის დაველაპარაკო, რატომ ავნერვიულდი ასე.
რა მემართება?
რა უნდა გავაკეთო?
არ ვიცი რა უბედურებაა ეს, რას მიკეთებს, რატომ?
რა უნდა?
რა არ ასვენებს?
ხომ ვიყავით კარგად?
რატომ იციან ხოლმე ყველაფერის გაფუჭება?
რატომ ანადგურებენ არარსებულ რაღაცეებს?
რატომ?!
იმ დღეს უამრავი "რატომ" მიტრიალებდა თავში.
ვიცოდი მე ის არასდროს შემიყვარდებოდა.
არასდროს!
მაგრამ მაინც ავირიე,
მაინც გამაგიჟა,
მაინც ცუდად გავხდი.
არა ეს უნდოდა? რისთვის?
ვუყვარვარ კი?
იმ დღეს საერთოდ არაფერი არ ვიცოდი.
რაღაც მომენტში ისიც არ ვიცოდი ვინ ვიყავი ან რა მინდოდა.
მარიკას დავურეკე.
მის გარდა არც არავინ მყავდა, მაგრამ მისთვის ეს როგორ უნდა მეთქვა?!
სულ გავაფრინე.
იმ დღეს მხოლოდ ის მინდოდა არ გავგიჟებულიყავი.
გაგიჟებული მოვიდა ჩემთან მარიკა.
-რა ხდება?
-სიგიჟეა მარიკა, სიგიჟეე -ვთქვი და ისევ სიცილი ამიტყდა
-იტყვი?
-შენს ძმას ვუყვარვარ
-ვიცი
-რა?
-ვიცი, რომ უყვარხარ
-რატომ არ მითხარი?
-ნათია კარგად ხარ? მე ხომ არ აგიხსნიდი სიყვარულს?
-აუ რავიცი, გავგიჟდი, ყველაფერს ველოდი ამას ვერ
-რა უთხარი?
-ვიდექი და ვიცინოდი
-რა? მართლა?
-ჰო, გაგიჟდა
-არანორმალური სახით მოვიდა სახლში
-აუ ხო იცი რაა -ვუთხარი მოწყენილი ხმით
-ჰო ვიცი
-რაღა მაინც და მაინც მე ამირჩია -უკვე ტირილის პირას ვიყავი
-ძალიან უყვარხარ -ამაზე უფრო ცუდად გავხდი
-მე, რომ ვერ შევიყვარებ? არა მარტო მას კიარა საერთოდ ვერავის... ვერასდროს !
-ვიცი
-რა კარგად ვიყავით რატომ აფუჭებს ყველაფერს? -უფრო ჩემს თავს ველაპარაკებოდი ვიდრე მას
-არ ვიცი
-ახლა რა გავაკეთო? -უკვე ვტიროდი, არაფრის თავი არ მქონდა.
-არ ვიცი ნათია, ალბათ ოდესმე გაუვლის ილის, უბრალოდ ასეთს რომ ვუყურებ არ შემიძლია რა -ატირდა ისიც
-რა გავაკეთო?
-ჩემს გამო, რომ ვერაფერს გააკეთებ ეგ იცი
-ჰო
-რატომ არ გინდა, რომ მისცე შანსი?
-იმ ყველაფრის შემდეგ რთულია იცი? არაფრის აღარ მჯერა.
-ილიას არა ნათია, შენს თავს მიეცი მეორე შანსი.
-არა რა
-ჩვენ ყველას გვჭირდება ოდესმე კიდევ ერთი, მეორე შანსი და იფიქრე ამაზე, წავალ მე -ეს მითხრა და წავიდა.
არ ვიცი მილიონ რაღაცაზე ვფიქრობდი იმ დღეს.
არაფერი არ შემეძლო.
ვერ გავაკეთებდი ამას, უაზრო იმედს ვერ მივცემდი,რადგან არ შემიყვარდებოდა.
ვიცნობდი ილიას.
იმაზე უფრო კარგად ვიდრე საჭირო იყო.
ვიცოდი ჩვენი მეგობრობა კარგს არაფერს მოიტანდა და მაინც დავთანხმდი.
არა! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქამდე მივიდოდით.
იმ საუბრის შემდეგ არაფერი, რომ არ იქნებოდა ისე როგორც ადრე ვიცოდი,მაგრამ ის არ ვიცოდი რა იქნებოდა.
ყველაფერი ძალიან შეიცვალა.
ზედმედატ სხვანაირი გახდა იმ დღის შემდეგ ილია.
სხვანაირად კარგი.
მაგიჟებდა.
უკვე არანორმალური გავხდი.
მარიკა თავის ძმაზე უფრო გიჟდებოდა.
მისნაირი შეყვარებული უნდოდა.
ვერ ვაგებინებდი რომ მე ილია არ მიყვარდა.
დილით, რომ ვიღვიძებდი კართან იმდენი ვარდები მხვდებოდა არ ვიცოდი სად წამეღო.
ღმერთო საშინელებაა ამდენი ყვავილები.
რა უბედურებაა ...
მაგრამ ილიას რას გააგებინებდი.
-ილია გცალია?
-კი გინდა რამე? -მკითხა ანერვიულებული ხმით
-სადმე უნდა შეგხვდე
-კარგი.
იმ დღის შემდეგ არ მინახავს.
არც გვილაპარაკია.
უბრალოდ სასწაულებს აკეთებდა.
ან როგორ არ ბეზრდებოდა ამდენი?
ერთი თვის მანძლიზე ყოველ დღე მხვდებოდა კართან უამრავი ვარდი და საჩუქარი.
ყოველ დღე რაღაც.
დედაჩემი გაგიჟებული იყო ვინ გააგიჟე ასე ძალიან-ო?
არც კი ვიცოდი რა მეთქვა, ან რა მექნა.
ილია უნდა გამეჩერებინა, უნდა გაეგო, რომ თავი დაენებებინა, მაგრამ ეს ზედმეტად რთული იყო.
-ოდესმე მორჩები? -ვუთხარი გაბრაზებულმა
-რას?
-თავს რატომ ისულელებ? -ხმის გაკონტროლება მიჭირდა
-არ ვისულელებ
-მაშინ შეწყვიტე
-რა?
-რასაც აკეთებ
-არა! -მითხრა მკაცრად
-როდემდე აპირებ გააგრძელო?
-სანამ არ შემიყვარებ!
-არასდროს არ შეგიყვარებ!
-მაშინ მთელი ცხოვრება მომიწევს ამის გაკეთება
-ახლა რა გგონია ჩაგეხუტები და გეყვი, რომ ყველაზე საყვარელი ხარ? -გავიცინე მე
-არაფერი არ მგონია
-მაშინ შემეშვი, თავი დამანებე!
-ნათია არასდროს და მორჩი ამაზე ლაპარაკს
-აღარ ვიცი რა ვუთხრა დედაჩემს და როგორ ავუხსნა -უკვე წუწუნზე გადავედი
-გინდა მე ავუხსნა
-აუუ არ ხარ ნორმალური, დამანებე თავი
-არა-მეთქი ნათია, არა!
-წავედი რა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს
-კარგაად -ირონიულად გაიცინა და წავიდა.
სახლში წაყვანაც არ შემომთავაზა, ეს ვინაა, მიშველეთ ვინმემ რა.

-მარიკაა გამო რა ჩვენს კაფეში -დავურეკე და ავწუწუნდი
-მოვდივარ.
ზუსტად ათ წუთში იყო იქ.
-გიჟია შენი ძმა -როგორც კი მოვიდა მაშინვე ვუთხარი
-ახლა რა გააკეთა?
-მითხრა არასდროს არ დაგანებებ თავსო
-ეჭვი გეპარება, რომ სხვანაირად მოიქცევა?
-არა.
-მითხარი რა გავაკეთო?
-რას იზამ? ვერაფერს მარიკა. ზედმეტად კარგად ვიცნობ ილიას და არ მინდა, რომ მჯეროდეს ის რაც ხდება.
-არ ვიცი რომელზე ვინერვიულო
-ბოდიში რა
-რისთვის
-ჩემს გამო რომ ასეთ მდგომარეობაში ხართ შენც და ილიაც.
-კარგი რა, ნუ სულელობ
-არ ვსულელობ
-იმედია გაუვლის
-და თუ არ გაუარა?
-მაშინ ეს ყველაფერი სამივემ უნდა ავიტანოთ თანაც ძალიან დიდხანს.
-მე ამას ვერ გავუძლებ
-გაუძლებ.

იმ დღის შემდეგ მაინც არ გაჩერდა.
ისევ ისე იყო ყველაფერი.
ისევ საჩუქრები,
ისევ ვარდები.
ვერ ვიტან ასეთ რაღაცებს.
ისევ დავურეკე.
-ილია მნახე რა სადმე
-თხუთმეტ წუთში გამოგივლი და მზად იყავი
-კარგი
მოვიდა.
-ილია ვერ ვიტან ყვავილებს და გეყოფა რა გთხოვ.
-ამას ორი თვის შემდეგ მეუბნები?
-რამდენჯერ უნდა გთხოვო, რომ გაჩერდე?
-რადენჯერაც გინდა, აზრი არ აქვს!
-ილია გთხოვ
-რას?
-არ გინდა რა, ყველაფერი იცი შენ და ისიც იცი რა რთულია ეს ყველაფერი.
-მაგრამ მიყვარხარ თანაც ძალიან
-არ შემიძლია, გთხოვ რა
-მინდა, რომ ერთად შევძლოთ
-ღმერთო როგორ მძულს ასეთი დიალოგები
-არ ხარ ნორმალური ნათია -გაეცინა, მეც გამეცინა.
-სადმე წავიდეთ რა -მითხრა ისევ მან
-შენ გგონია რადგან გავიღიმე წამოვალ?
-არ მგონია, უბრალოდ წამოდი რა სადმე
-არა
-ერთ სურვილს შეგისრულებ
-კარგი
-არ მითხრა თავი დამანებეო, მაგის გარდა ყველაფერს
-ოო, კარგი ხო წამოვალ.
გავყევი.
იმ საღამოს აღარ უხსენებია, რომ ვუყვარვარ.
ცოტა ნორმალურად ვიყავით.
პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ თუ სწრაფად არ წავიდოდი რაღაცას ვიგრძნობდი.
რაღაცას არა აუცილებლად შემიყვარდებოდა.
ზედმეტად კარგი იყო ჩემთვის.
ზედმეტად ბევრს ვაწვალებდი და ეს ისევ ჩემი ახირების შედეგი იყო.
-ილია სახლში მინდა რა
-ასე სწრაფად?
-ჰოო რაღაც არ ვარ კარგად
-კარგი წამოდი მიგიყვან.
სახლში მივედი.
იმ დღეს მივხვდი, რომ შემიყვარდებოდა.
შეიძლება ეს სწრაფად არ მომხდარიყო მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად შემიყვარდებოდა.
მეყვარებოდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად რადგან სხვანაირად კარგი იყო.
სასწაული ადამიანი.
არა ისეთი არც არაფერი უთქვამს და არც არაფერი მომხდარა უბრალოდ მასთან ერთად გატარებული თითოეული წამი გავიხსენე და მივხვდი.
აუცილებლად შემიყვარდებოდა.
ორი თვე ისე გავიდა ერთი წამითაც არ დავვიწყებივარ.
არ იცოდა რა გაეკეთებინა, რომ რაღაც მეგრძნო.
არ ვიმსახურებდი მისნაირ ადამიანს შევყვარებოდი, არ ვიყავი საკმარისად კარგი და მაინც ვუყვარდი.
იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემში,
სხვანაირი გავხდი ზედმეტად სხვანაირი და ცოტათი მომწონდა კიდეც ჩემი თავი.
არ ვიცი თუ ოდესმე შევძლებდი ისე შემეყვარებინა ილია როგორც მას ვუყვარდი მაგრამ ვიცოდი თუ ვინმე მეყვარებოდა ეს ილია იქნებოდა.
ჩემს თავს აუცილებლად მივცემდი მეორე შანსს ოდესმე და მთავარი იყო ძალიან გვიან არ ყოფილიყო.
რადგან ერთადერთი ადამიანი ილია იყო ვინც მომცემდა ძალას მიმეცა ეს შანსი ჩემი თავისთვის.
ყველაფერი იყო ილია ჩემთვის.
ყველა ფერი.
მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა და გადაწყვეტილებისა მაინც აფერადებდა ჩემს უაზრო ცხოვრებას.
არ მეგონა ილიას ამხელა მოთმინება თუ ექნებოდა.
მრცხვენოდა მისი და ჩემი საქციელის.
ყველაზე მეტად კი მარიკასი მრცხვენოდა.
მე და ილია კარგი, როგორმე მოვგვარდებოდით, ან არ მოვგვარდებოდით.მაგრამ მარიკას რა უნდა გაეკეთებინა?
ილია მისი ძმა იყო.
მე მეგობარი.
იმ დღეს ზედმეტად არეული ვიყავი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1283 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar