მეორე შანსი [6]
24.06.2016, 13:42
მარიკას დავურეკე ისევ.
ჩემთან მოვიდა, სადმე წასვლის თავი არც მქონდა.
-მარიკა მგონი გავაფრენ
-ახლა რაღა მოხდა
-მაიჟებს შენი ძმა
-რა გააკეთა
-არ ვიცი, მაგრამ მგონი შემიყვარდება
-მაგარია -აღფრთოვანდა მარიკა
-რა არის მაგარი გადაირიე?
-უნდა შეიყვარო, აუცილებლად.
-კარგი რა
-ორივე ბედნიერი იქნებით ასე აჯობებს.
-არ ვიმსახურებ
-შეხედე აბა შენს თავს, როგორი ნათია ეყოლები ჩემს ძმას -გაეცინა მარიკას.
მეც გამეცინა.
-გოგო ისე რა ვქნათ ჩვენ?
-რაზე?
-უკვე დროა დასასვენებლად წავიდეთ და -მითრა მარიკამ
-აა, არ ვიცი მე მამიდასთან უნდა წავიდე.
-მაშინ კიდევ ერთი წელი ავიტან თამარას -ძალიან გამეცინა.
-შეიძლება იქ მომკლას და დამმარხოს სადმე -მარიკამაც გაიცინა
-ვერაფერსაც ვერ გიზამს
-არ ვარ დარწმუნებული
-მე კი, წავედი ახლა მეჩქარება და ხვალ გამოგივლი
-კარგი
-ისე შენც რომ მოხვიდე ჩემთან არა?
-ვერ მოვალ
-ილიას გამო?
-ჰო
-კარგი რა
-დღეს ვნახე
-ვიცი
-ილიამ გითხრა?
-ჰო.
წავიდა მარიკა.
ასეთი არეული არასდროს ვყოფილვარ.
ზაფხულის იმედი მქონდა და მამიდას რჩევის, მას აუცილებლად ვეტყოდი.
ისე მღლიდა ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი.
არ ვიცოდი რა მინდოდა.
დასაძინებლად დავწექი, ცხოვრებაში პირველად მეძინა მშვიდად და მიკვირდა რამ დამაძინა ისე სწრაფად როცა ამდენი აზრი მიტრიალებდა თავში.
ძალიან ბევრი რამ იყო დამოკიდებული ჩემზე და არაფერს ვაკეთებდი.
უაზროდ ვიყავი.
უბრალოდ იმდენად მოქმედებდა ყველაფერი, რომ არაფერი არ შემეძლო.
არაფერი არ მინდოდა, საერთოდ არაფერი.
ხანდახან იმასაც ვფიქრობდი რომ უემოციო გავხდი და ყველაზე მეტად ეს მაშინებდა.
იმაზე მეტად მაშინებდა, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ გავაფრენდი.
დილით რომ გავიღვიძე არაფერი აღარ იყო ძველებურად.
კარი გავაღე და არაფერი არ დამხვდა.
უამრავი ვარდი კი არა ერთიც არ იყო.
არც საჩუქარი.
რამდენ ხანს ვთხოვდი ილიას ეს ყველაფერი შეეწყვიტა მაგრამ როცა ეს გააკეთა არ გამხარებია.
მეტკინა, სადღაც შიგნით, მარცხნივ, ძალიან მეტკინა.
ცრემლები წამომივიდა, მაგრამ არ ვიცოდი რა მინდოდა.
მთელი დღე ვიჯექი, გაუნძრევლად.
არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება.
არც დედას საუბრისთვის,
არც იმისთვის, რომ ძალიან მშიოდა,
ტელეფონისთვისაც კი არ მიპასუხია.
გადარეული მოვიდა საღამოს მარიკა.
-ცოცხალი ხარ?
-კი -ვუთარი უემოციოდ
-რა გჭირს?
-არ ვიცი
-რანაირად არ იცი? -ხანდახან როგორი აუტანელია ეს გოგო
-არ ვიცი
-მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი
-და საერთოდ რა მოხდა?
-არაფერი
-ნათია გეყოფა და ნორმალურად ამიხსენი რა გჭირს
-მართლა არ ვიცი რატომ არ გესმის? -ცრემლები წამომივიდა მე, როგორ ვერ ვიტან ტირილს, მოვიდა და ჩამეხუტა, დიდხანს ვიჯექით ასე.
-იციი დღეს არაფერი დამხვედრია კართან -დავიწყე მოულოდნელად
-გასაგებია
-რა ?
-რაც გჭირს -არაფერი მითქვამს.
-გიყვარს ნათია, ძალიან გიყვარს -მითრა მოულოდნლად.
-არა
-კი და შენს თავთან მაინც თუ აღიარებ ამას კარგი იქნება
-არ მიყვარს
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ ერთ დღეს იგრძნობ, აუცილებლად -ღიმილით საუბრობდა მარიკა
-მთავარია გვიან არ იყოს -თქვა ისევ მან.
მე არაფერი მითქვამს, წავიდა.
ისევ დავიძინე, მიუხედავად იმისა ძალიან ადრე იყო მაინც დავიძინე.
დილით ადრე გამეღვიძა, მაშინვე გარეთ გავედი და არაფერი დამხვდა.
მხოლოდ სიცარიელე იყო.
ისევ მეტკინა, უფრო ძლიერად.
ვიცოდი აუცილებლად შემიყვარდებოდა ილია, მაგრამ იქნებ უკვე მიყვარდა?!
არ ვიცი!
შემდეგი ორი კვირა საშინელება იყო.
არანაირი შეხვედრა,
არანაირი ყვავილი,
არანაირი საჩუქარი.
არსად არ იყო ილია.
მარიკას ზარებს არ ვპასუხობდი, არ ვნახულობდი გადარეული იყო.
კართან სიცარიელე ძალიან მტკენდა.
სულ ვტიროდი, არ ვიცოდი რა მჭირდა.
ბოლოს ვერ გაქვძელი და მათთან წავედი სახლში.
ზარის ღილაკს იქამდე ვაჭრდი სანამ მარიკამ არ გამიღო კარი.
-კარგად ხარ? -შეშინებული სახე ჰქონდა მას
-არ ვიცი
-შემოდი
შევედი, მთელ სახლს მოვავლე თვალი და ყველა იყო იქ მის გარდა, უაზროდ ცუდად გავხდი და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეტირა.
მარიკამ შემამჩნია და თავისთან გამიყვანა ოთახში.
ვიჯექი და ვტიროდი, რომ მოვრჩი მერე მკითხა მარიკამ.
-იტყვი რა გჭირს?
-ილია სადაა?
-სამსახურშ
-მალე მოვა?
-გიოსთან რჩება დღეს
-მარიკა არსად აღარაა, არ შემიძლია ვერ ვნახულობ.
-გიყვარს
-არა
-წავიდეთ რა ხვალ -ვუთხარი მოულდნელად
-მამიდაჩემთან
-წავიდეთ.
სახლში როგორ მივედი არ მახსოვს, არც ის მახსოვს როგორ ჩავალაგე, მერე დავჯექი და დაველოდე მამა როდის მოვიდოდა, დედაჩემისთვის არაფრის ახსნის თავი არ მქონდა.
-მამა მამიდასთან მივდივარ ხვალ -ვუთხარი ისე,რომ ნორმალურად შემოსულიც არ იყო სახლში.
-შენ ნორმალური ხარ?
-კი, ხომ გამიშვებ? -ისეთი სახე მივიღე უარს ვერ მეტყოდა.
-წადი
-დედას დაელაპარაკე რა, თორემ მომკლავს -გაეცინა, კარგიო, ჩამეხუტა და გავიდა.
ასეთი იყო ყოველთვის, არ შეეძლო უარს ვერაფერზე მეუბნებოდა, დედა კი ყველაფერსზე მეჩხუბებოდა,ამიტომ როცა რაღაც მჭირდებოდა სულ მამას ვეუბნებოდი და ის არწმუნებდა.
მეორე დღეს წავედით.
მამიდა გაგიჟდა ისე გაეხარდა.
არაფერი აღარ მეჩვენა ისეთად როგორც ადრე.
უკვე იქაც ვერ ვისვენებდი.
არ ვჭამდი,
არ ვიცინოდი,
არაფერს ვაკეთებდი.
მარიკა ვერაფერს მეუბნებოდა, მამიდა ვერ ხვდებოდა რა მჭირდა.
ოთახიდანაც არ გავდიოდი, ტელეფონი სულ ახლოს მქონდა,იქნებ გავხსენებოდი,მაგრამ არა.
არ შემეძლო.
არაფრის თავი არ მქონდა.
მთელი თვე ოთახიდან არ გავსულვარ.
მარიკასი ისე მრცხვენოდა აქ წამოვიყვანე და მარტო იყო.
ვერ ერთობოდა.
მე ხომ ზაფხული გავიმწარე, მაგრამ მასაც არ ჰქონია კარგი ზაფხული.
სულ სახლში იყო.
არ მინდოდა ასე რომ ვიქცეოდი,მაგრამ თავის გაკონტროლება არ შემეძლო.
ასე იმ საშინელ დღესაც კი არ ვყოფილვარ, ყველაფერი რომ აირია.
ერთ დღეს გადავწყვიტე იმ ადგილას წავსულიყავი სადაც ილიამ წამიყანა, მაშინ, თამარა ძალიან, რომ გაბრაზდა.
იქ ვიჯექი და ვტიროდი.
თან ის დღე მახსენდებოდა.
აქ მომიყვა ილიამ ყველაფერი თავის შესახებ და აქ მოვუყევი მეც.
აქ ვიცინეთ პირველად, ერთად.
მერე ჩემი სიტყვები გამახსენდა "ოჰჰ ილია, გამოგიშვა ბებიაშენმა?"
მისი სახეც გამახსენდა და ჩემს ფიქრებზე გამეღიმა.
ვტიროდი არანორმალურად.
ვიგრძენი, რომ ჩემს უკან ვიღაც იდგა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია,რადგან მარიკა მეგონა.
-ხელს ხომ არ გიშლი? -არაა? არ მჯერა,ის იყო.
იქ იდგა.
ჩემს უკან.
არ ყველაფერი მჭირდა.
ყველა ფერი.
რაც შეიძლება გჭირდეს ან არ გჭირდეს.
უცებ ზედმეტად კარგად გავხდი.
არ მახსოვს როგორ გავიქეცი და ჩავეხუტე.
ვეხუტებოდი მთელი ძალით.
ვტიროდი,
ძალიან ვტიროდი.
ბედნიერებისგან.
იმ წამს რომ ჩამეხუტა და თავზე მაკოცა გავაცნობიერე, რომ მიყვარდა.
ყველა და ყველაფერზე მეტად.
სასწაული იყო, მხოლოდ ჩემი სასწაული.
მიყვარდა იმდენად, რომ ჩემი სიყვარულის მეშინოდა.
არ ვიცი როდის და როგორ მოვასწარი მისი შეყვარება, მაგრამ ვიცოდი რომ მასსავით ვერასდროს ვერავინ მეყვარებოდა.
ის ჩემი მეორე შანსი იყო.
შანსი რომლის გამოყენებაც გადავწყვიტე და რომელთანაც არასდროს არაფერს არ ვინანებდი.
მიყვარდა და ეს უნდა მეთქვა.
-ილიაა
-ჰო
-რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ -ცრემლები მოვიწმინდე
-არშემიძლია, მაგრამ უნდა გითრა რა
-მითხარი
-აუ არ ვიცი როგორ
-მორჩი და მითხარი -არა ეს "მიყვარხარ" თქმა რა გადავწყვიტე?!
-მიყვარხარ
-გაიმეორე?
-მიყვარხარ
-ხომ გეუბნებოდი.
ავტირდი ძალიან, რა ვუთხარი და რა მიპასუხა არა კი ვიმსახურებდი, მაგრამ მეტკინა, ან უფრო სწორედ მეწყინა.
-მორჩი ტირილს რა, მიყვარხარ ხოიცი.
დიდხანს ვიჯექით იქ, ჩახუტებულები და წასვლაზე არცერთი არ ვფიქროდით.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1175 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar