მეორე შანსი [დასასრული]
25.06.2016, 13:50
-მარიკა შემიყვარდა -ვუთხარი მე
-მართლა?
-კი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-მიხარია
-მეც
-როგორ ძალიან მიყვარხართ ორივე, ვგიჟდები თქვენზე -ჩამეხუტა მარიკა.
-ჩვენც
-სადაა ილია?
-თამარასთან
-ახლა რაღა უნდა, გადამრევს ეგ ქალი.
-ჩემთან ერთად დაინახა და ხომ უნდა გააქროს -გამეცინა მე , მასაც გაეცინა
-წამო ჩავიდეთ რა.
-წამოდი -მგონი ილიას სიყვარულმა მიშველა, ის რომ არა იქ ჩამსვლელი მე არ ვიყავი.

მგონი არ უნდა გამერისკა, არ მინდა სიკვდილი და არავინ მიჯერებს, რა მეშველება ვინმემ იცის?
მგონი არც არაფერი.
არა რომ გაიგებს ილიას ვუყვარვარ და მითუმეტეს მეც მიყვარს გააფრენს.
მართლა მომკლავს.
ამას სახლში რა აიტანს, არ მაცოცხლებს.
-ილიააა სადმყავხარ?? -ისეთი ხმით დაიძახა მარიკამ სასწაული სიცილი დამეწყო.
-ოჰჰ მარიკაა, მომენატრე გოგო -გახარებული გადაეხვია დას
-როგორ გამახარეთ იცი?
-რა? ვინ? -გაიკვირვა ილიამ
-აუ არდაიწყო ახლა რა -გაბრაზებულმა შეხედა ძმას
-კაი, მეცმიხარია
-მიყვარხართ
-ჩვენც
-ნათია მოდი ჩვენთან რა -დამიძახა მარიკამ.
ვიდექით ასე, ეზოში, ჩვენ სამნი ჩახუტებულები და ვიცინოდით.
ღმერთო მიშველეთ, გიჟია ეს თამარა. რა სახით იდგა.
როგორც იქნა ერთმანეთს მოვშორდით და კიბისკენ წავედით, რომ სახლში შევსულიყავით.
-მარიკა იკადრე ბებიაშენის ნახვა? -უთხრა თამარამ, რა საშინელი ქალია.
-ჩემი ძმის სანახავად მოვედი ბებია -ეს უთხრა თუ არა მარიკამ ისეთი სიცილი ამიტყდა გაქრობა ვინატრე.
-აა ჩემს ნახვას არ აპირებდი? ერთი თვეა აქ ხარ და სულ მარიკასთან რჩები!
-ჰოო იქ უკეთ ვარ
-რა?
-ახლა არდაიწყო რაღაცეები თამარა რა, ნერვებს ნუ მომიშლი შესანიშნავად ვარ -მარიკა უბედავდა თამარას რაღაცის თქმას და ილიას რა სჭირდა?
-შე უ.. -ილიამ თქმა აღარ დააცადა
-გეყოფა ახლა, გითხრა ხასიათს ნუ გამიფუჭებ-ო, ისე მეც და ნათიასაც თუ არ გაგვიფუჭებ ხასიათს კარგი იქნება. -არა არაღაფერი მომკლავს, მან ეს შეძლო და თამარა გააჩუმა.
აღარაფერი უთქვამს მშვიდად შევიდა სახლში.
მთელი დღე ვიცინოდით, ბედნიერი ვიყავი.
აი უბრალოდ, რომ შევხედავდი და მის ღიმილს ვხედავდი უაზროდმეცინებოდა.
იმის ყოველ გაფიქრებაზე, რომ მიყვარდა და ვუყვარდი უბედნიერესი ვიყავი.
ზედმეტად კარგი იყო, მარტო ჩემთვის კი არა ყველაფრისთვის.
არ ვიცოდი რით დავიმსახურე მისნაირი ადამიანი და მეშინოდა, ჩემი გრძნობებისა და ფიქრების მეშინოდა.
რაღაც სასწაული იყო ჩემთვის ილია.
მხოლოდ ჩემი სასწაული.
ილია მარიკას უყვებოდა ჩვენზე.
ვუსმენდი და ავტირდი, სასწაულად,მაგრამ რა მატირებდა აზრზე არ ვიყავი.
-რა მოგივიდა? -მკითხა ჩემი ქცევით გაკვირვებულმა ილიამ
-აუ მიყვარხარ რა -ვუთხარი და ჩავეხუტე.
-მაგის გამო ტირი? -გაეცინა
-არა
-აბა?
-შენც ცუდად ხომ არ მომექცევი? ხომ არმიმატოვებ?
-არა ნათია, რეებს მეუბნები კარგი რა -მითხრა და ჩამეხუტა
ასე ვისხედით დიდხანს, რა მატირებდა არ ვიცოდი,მაგრამ ვერ ვწყნარდებოდი, მარიკა მშვენივრად ერთობოდა და ფოტოებს გვიღებდა, მე და ილია კი ჩახუტებულები ვიყავით.
უცებ თვალწინ წარმომიდგა როგორ გვიყურებდა თამარა და როგორ ააპირებდა ჩემს მოკვლას და გამეცინა.
-მორჩა ტირილს -გაეხარდა ილიას
-რაზე გაგეცინა? -მკითხა მარიკამ
-არაფერზე
-ახლა ხვეწნა დაგიწყოთ რომ გვითხრა? -არ ჩერდებოდა მარიკა.
-კაი შეეშვი -უთხრა ილიამ- ჰო მართლა, თუ დაწყნარდი მომშორდი თორემ თამარა ალბათ უკვე შენი მოკვლის გეგმას ადგენს -მას და მარიკას გაეცინათ, მე სწრაფად მოვშორდი და მარიკასთან გადავჯექი.
-რა სულელი ხარ მოდი რა -მითხრა ილიამ
-არ მინდა
-ოო, გეყოფა
-წავიდეთ რა მარიკა -ავწუწუნდი მე
-ცოლად რომ მოგიყვან მერე სად დაემალები ბებიაჩემს? -მკითხა ილიამ, გავშტერდი, ცოლად მომიყვანდა? ილია? მე? ისე არ ვარ კარგად რა იყო გამოსაშტერებელი.
-რას იზამ?
-ცოლად მოგიყვან
-შენს ადგილას ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი -გავიცინე მე
-მე შენს ადგილას ნათია, ერთხელ უკვე შეგაცვლევინე აზრი.
-ნერვებს მიშლი
-მე არ მეშლება
-შენი პრობლემაა
-როდის გახდები ჩემი ცოლი?
-ადექი რა მარიკა, წავიდეთ,ნერვებს მიშლის
-მარიკა არ გაჰყვე -უთხრა ილიამ, მოვკლავ
-მარიკა წამოდი რაა -ავწუწუნდი მე
-ახლა რაგავაკეთო -ვერ გადაწყვიტა მან. ისე თამარა არსად ჩანდა ნეტავ სად იყო? რამეს ხომ არ მიმზადებს,რომ მომკლას? არა სისულელეებზე ფიქრი კარგს არაფერს მომიტანს.
-წამოდი რა -ვერ ვისვენებდი მე
-მარიკა დარჩი მე გავყვები -უთხრა ილიამ, აი რადავშავე? მიშველეთ.
-არ მინდა მარტო წავალ -ისე რა იყო გასაბრაზებელი, არ ვარ ნორმალური.
-მეც წამოვალ.
მისი სახლიდან ჩემს სახლამდე ხუთი წუთის გზაა და ჩხუბი კიდევ ერთხელ მოვასწარით.
მეორე დღეს შევრიგდით. ან რატომ არ უნდა შევრიგებულიყავით.
მაგრამ სულ ასე უაზროდ ვჩხუბობდით.
ისე მე ილიას ცოლი?!
მომწონს ეს იდეა.
ზაფხული როგორ გავატარე?
საოცრად.
სასწაული იყო ყოველი დღე მასთან ერთად.
ისეთი იყო ილია ყველაფრით რომ გაბედნიერებს.
ყოველ დღე დავდიოდით მდინარეზე, მიუხედავად საშინელი გზისა და ჩემი წუწუნისა მაინც მივდიოდი.
ილია ისევ მეხმარებოდა ჩასვლაში.
ხანდახან ნანუკაც მიმყავდა, რა მექნა რამდენიც არ უნდა ეწუწუნა ილიას ორივეს ვერ ჩაგიყვანთო მე ნანუკაზე ვგიჟდებოდი, ამიტომ უნდა აეტანა.
ჩვენი ურთიერთობა მგონი მარიკას უფრო უხაროდა ვიდრე ჩვენ.
მამიდაც ბედნიერი იყო ჩემი ასე ყოფნით.
ერთადერთი ვისაც ჭკუიდან გადავყავდი და ვერავინ ვერაფერს უხერხებდა თამარა იყო, ოდესმე აუცილებლად გავაჩუმებდი, თანაც ისე, რომ მერე არაფერს აღარ მეტყოდა.
იმ ზაფხულს ილიას დეიდაშვილიც ჩამოვიდა ირინა.
სასწაული გოგო იყო, ძალიან კარგად გავუგე მასაც და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა.
მიუხედავად იმისა ილიამ იცოდა, რომ უზომოდ მიყვარდა მაინც არ შეუწყვიტავს ის ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდა.
ეს უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ ძალიან ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი კი არა არაჩვეულებრივი.
ზაფხული რომ დავთავრდა ისევ ვიტირე.
ამჯერად მათთან ერთად მივდიოდი, მაგრამ მამიდას ხომ აქ ვტოვებდი და ამიტომ.
ან როგორ შეიძლება არ მეტირა და არ მომნატრებოდა, როცა დედაზე უკეთ ის მიგებდა.
არ ვიცოდი რა მეშველებოდა, როგორ მიიღებდა დედა ჩემი და ილიას ამბავს.
სახლში რომ ჩავედი იმ საღამოსვე გადავწყვიტე მშობლებთან დალაპარაკება.
-მამა, დედა სერიოზული რაღაც მაქვს სათქმელი? -გამოვაცხადე მე
-ახლა სად აპირებ წასვლას? -მკითხა დედამ, არა ხომ შეიძლება დამაცადოს, როცა ვამბობ, რომ რაღაც მაქვს სათქმელი სულ წასვლაზე რატომ ფიქრობს?
-არსად არ მინდა წასვლა
-აბა?
-ილია მიყვარს
-რა? -დაეწყო გადარევები, სულ მაოცებდა მამას სიმშვიდე და დედას პანიკა ყველაფერზე, ჩემს თითოეულ სიტყვაზე, ერთ დღეს გამაგიჟებდა ეს ქალი..
-მასაც უყვარხარ? -მკითხა მამამ
-კი
-ანუ იმ ყველაფერს ის აკეთებდა ხომ ზაფხულამდე ? -მკითხა ისევ
-კი -ვუპასუხე მე
-არა შვილო სისულელეა, შენ და ის, დაივიწყე -ჩაერია დედა, ისევ უაზროდ უნდა მოეშალა ნერვები ცემთვის.
-დედა მიყვარს და სისულელე არ არის
-მე არ მომწონს
-შენი პრობლემაა
-არა შენიცაა
-მამა ხომ გიყვარდა?
-კი
-მერე დაგიშალა ვინმემ რამე? ჩემი ცხოვრება მაქვს და ვინც მინდა ის მეყვარება, იქნებ გაიგო ეს და დაწყნარდე? -ისევ უნდა დამაშოროს?
-ნათია როგორც სწორად მიგაჩნია ისე მოიქეცი, დედაშენი დაწყნარდება როგორმე -მითხრა მამამ, მას ყოველთვის კარგად ესმის ჩემი.
გაბრაზებული გამოვედი სახლიდან და ილიას დავურეკე, სანამ კარს მივხურავდი გავიგე რომ ახლა მამას დაუწყო ჩხუბი იმაზე, რომ თურმე მისი გათამამებული ვარ და ასე არ უნდა ვიქცეოდე. არა უკვე ძალიან ზედმეტები მოსდის, მერე რა რომ დედაა უნდა იცოდეს რომ იმას არ გავაკეთებ რაც მას სურს, ჩემი ცხოვრება მაქვს და როცა ამ ცხოვრებამ მეორე შანსი მომცა არ ვაპირებ სისულელის გამო დავკარგო.
ილიას ნახვის თავი არ მქონდა რადგან ვიცოდი რამე ისეთს ვიტყოდი, ცუდს და ინერვიულებდა, ამიტომ წყნარად გავუთიშე ტელეფონი და ძალიან დიდხანს ვიარე ქუჩაში უაზროდ.
სახლში გვიან მივედი და მაშინვე დავიძინე.
* * *
ერთ დღეს ქუჩაში ვიყავით და ვსეირნობდით მე და ილია.
წვიმდა, ძალიან, საშინლად.
უცებ მკითხა
-ცოლად გამომყვები?
-ახლა?
-ჰო
-არ ვიცი
-მოიფიქრე
-კარგი -არა მეორედ იგივეს ვერ გადავიტანდი, თუმცა რატომ უნდა გადამეტანა, ილია საერთოდ სხვა ადამიანი იყო. დავთანხმდი, ალბათ ასეც უნდა მოვქცეულიყავი.
-კი
-რა?
-თანახმა ვარ ცოლად გამოგყვე
-მიყვარხარ
-მეც
-ისე ყოველთვის მომწონდა ეს იდეა, მე შენი ცოლი.
-ჰოდა მალე იქნები
მერე რა იყო?
მერე იყო ძალიან ლამაზი ქორწილი.
ძალიან ბევრი ბედნიერი დღე, წუთი და წამი.
ილიასთან ერთად ყველაფერი ზედმეტად კარგი იყო.
ისეე ერთხელ ვთქვი საწყალი ილიას ცოლი მეთქი და რა გავუკეთე ჩემს თავს?
არა თვითონ ილია კი იყო ძალიან კარგი მაგრამ აი თამარა მანადგურებდა.
მართალია შევძელი და გავაჩერე, ცოტათი მაინც მიტანდა, მაგრამ ხანდხან ისევ ისეთი საშინელი ხდებოდა.
* * *
ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა გავიგე რომ მალე დედა გავხდებოდი.
ყველაზე მაგარი გრძნობა იყო.
ვერ ვისვენებდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა ილია სახლში.
ისე როგორ უნდა მეთქვა?
არა ამაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა.
როგორცკი მოვიდა მაშინვე ჩავეხუტე და დავიწყე
-ილიაა
-ჰოო
-რაღაც უნდა გითხრა
-გისმენ
-არ შემიძლია, არ ვიცი როგორ მაგრამ უნდა გითხრა -აი დაახლოებით ისე მჭირდა, როგორც მაშინ მიყვარხარ-მეთქი რომ უნდა მეთქვა
-ნათია დამღალე
-აუ სულ არ გეტყვი რა -ტირილი დავიწყე, აი რა მითხრა ახლა ისეთი რომ მეტირა?
-რაგატირებს გოგო დაწყნარდი რაა -მეხუტებოდა და თმებზე მეფერებოდა
-იცი? მამა გახდები? -ვუთხარი ტირილით
-რა? არაა? არმჯერა, იცი როგორ გამახარე? არა არ იცი, როგორი ბედნიერი ვარ.
ვიცოდი რომ გაუხარდებოდა მაგრამ მთლად ასეც არ ველოდი.
ხომ ვამბობ რომ სასწაულად კარგია.
ჰოდა ასეთივე სასწაულად კარგია ჩემი ცხოვრება მასთან ერთად.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 1425 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
საოცრება იყო. smile smile smile smile smile მომეწონა? აი ძალიან,ძალიან.
avatar