მეოცნებე(2)
05.02.2018, 19:44
დილიდან სტუდიაში წავედი .თურმე ცეკვა და ბავშვები როგორ მომნატრებია.ძაან გავერთე და უკვე ნელ ნელა სიმკაცრეზეც გადავედი .ახალი მოძრაობები უნდა ამეხსნა და ძალიან მობილიზებული ვიყავი როგორც მე ისე ჩემი პარტნიორი -ნიკუშა . სერიოზული სახე მივიღე ,ვემზადები ასახსნელად და უცებ მესმის სიცილია ხმა .ჩემმა საყვარელმა მეგობრებმა მომაკითხეს უნდა გიყუროთ რას ცეკვავო ,მაგრამ მარტო არ იყვნენ .გუგას მეაგობარი,რატი ჩამოვიდა შვედეთიდან .იქ სწავლობდა ვაჟბატონი . მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა ტასოს და გუგას ქორწილში ვნახე ბოლოს გუგას მეჯვარე იყო .ვაღიარებ ძალიან სიმპატიური და განათლებულია ,აღნაგობა და ჩაცმის სტილი ფანტასტიური .არა რა მართლა ძალიან სიმპატიურია და სწორედ ამიტომ , მოულოდნელობისგან ისე წამოვწითლდი რო ჩემი თავი ძლივს ვიცანი .ცოტა დავმშვიდდი და კვლავ მოვახდინე მობილიზება. გაკვეთილმა ნამდვილად კარგად ჩაიარა .ეს ბოლო თვე იქნება ჩემთვის ამ
სტიდიაში ,ვფიქრობ დრო აღარ მექნება თან მოცეკვავე ადოკატი ან მოსამართლე ვის გაუგია.დააკვირდნენ ჩემი მეგობრები ამ ჩემ ცეკვას და თურმე კარგად ცეკვავო .უიმე ისე გავმწარდი , ისეთი ჩემპიონატები მომიგია და თურმეო.
დასჭირდებათ მაგათ რამე !!
ყველაფრის მიუხედავად ,კარგი მეგობრები მყავს . დაღლილი ხარ და უნდა დაგაპუროთო.მეც მეტი რა მინდოდა ,სულ დამავიწყდა წყენა და წავედი .სიმართლე გითხრათ , მეგობრებთან რომ ვარ ყველაფერი მავიწყდება , ჩემს ტასოებთან ხო ძალიან განსაკუთრებული მეგობრობა მაქვს ,მაგრამ გუგა და რეზი ...ოოო გუგა და რეზი ,ჩემი ძმები არიან მათ გვერდით არაფრის მეშენია .ეს ორი ბიჭი ამ სამ გოგოს გველეშაპებივით გვიდგანან .ერთი ვინმემ რამე გაგვიბედოს.მახსოვს ერთხელ სადღაც სუფრაზე ვიყავით , რასაკვირველი ბიჭები დათვრნენ თანაც ძალიან ,მაგრამ ამის მიუხედავად გუგას არ გამოპარვია ის რომ ერთი სტუმარი ძალიან უზრდელურად იქცეოდა ჩემს მიმართ და როცა წამოსვლა დავაპირე მაჯაში ისე მწარედ ჩამასო ხელები რომ ტკივილისგან დავიკნავლე კოდეც . ორ წუთში მე გარეთ ვიყავი ,რესტორნიდან კი საზარელი ხმები გამოდიოდა,მაგრამ მალევე ჩაწყნარდა და უცებ ვხედავ გამოდიან რეზი და გუგა ვითომც არაფერი , სამი წლის ბავშვივით ორივემ თავზე მაკოცა და შემდეგ სახლში წამიყვანა . აი ასეთი მეგობრები მყავს მე ,რომლებიც სიგიჟემდე მიყვარს .
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Imagine
ნანახია: 719 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar