მხოლოდ სიყვარული _1
16.07.2017, 22:50
ცისფერ ფერს მოეცვა ცა,ჰორიზონტის ბოლოს კი კარგად მოჩანდა როგორ ყვითლდებოდა და ბოლოს როგორი ნარინჯისფერი ხდებოდა,ვარსკვლავებიც აქაიქ მიკრობოდნენ ცას.ვიცოდი ასეთ დროს სეირნობა კარგი რომ არ იყო,შიში ოხერია და ფეხაკრეფით გავემართე ჩემი სახლისკენ,მაგრამ რა, ჩემნაირი შარიანი თუ ვინმეა გთხოვთ გამაცანით,ჩასახვევში სადაც ჩემი სახლის გზა კარგად ჩანდა,ვიღაც უცნობი ამეკიდა,არ ვიცი რა უნდოდა,არაფერი მესმოდა, ერთადერთი რაც მინდოდა სწრაფად გავცლოდი მას.
-გოგონი,დამელოდე სად მირბიხარ?
-გირჩევნია თავი დამანებო,თორემ.-მივუტრიალდი მას.
-თორემ რა.-გაეცინა.თუ ამას სიცილს დავარქმევთ,კაკანს გავდა ქათმისას.ქვა ძირიდან ავიღე.
-თორემ გესვრი.
-შიშისგან ამაკანკალა.-რომ მივხვდი ტყუილი იყო ჩემი დაშინების მცდელობა,ისევ სწრაფად მოვძუძგე.ის მაინც მომყვებოდა.ლენ ესეც შენი ბედია რა.უფრო სწრაფად მივდიოდი.ის ქვემძრომი კი მაინც არ ყრიდა ფარხმალს და ჩემს დევნას აგრძელებდა.მაგრამ, უცებ ჰოპ და ჩემს წინ დავინახე. ვიღაც მობილურზე საუბრობდა,სილუეტით მივხვდი მამაკაცი იყო.არ ვიცი ეს მხოლოდ ფილმებშია ხოლმე მაგრამ მთვარის სინათლე სადაც ეცემოდა ზუსტად იქ დადგა და მაშინ გამოკვეთილად დავინახე მწვანე არცისე მუქი თვალები,მუქი წაბლისფერი თმა.თეთრი მაისურით და ჯინსით იყო.ის მეორე ვაჟბატონი კი ისევ რაღაცეების ძახილს აგრძელებდა,წინ მდგომს არ ვიცნობდი მაგრამ მოულოდნელად ალბათ ჩემა კნუტის თვალებმა გაჭრა და ისე რომ არაფერი მითხრა ჩემთან მოვიდა, წელზე შემომხვია ხელები,მე კისერზე შემოვაწყვე და ჩავეხუტე.რომ იცოდეთ იმ წამს როგორი შვება ვგრძენი აი ისეთი,ხანგრძლივი მოგზზაურობის შემდეგ სახლში რომ მიხვალ,არ იფიქროთ მისი მკლავები მომეჩვენა სახლად,თავად ის იქცა სულ ცოტახნით ჩემს სახლად.არ მადარდებდა იმ წამს,უკან მდევარი თუ ისევ იქ იყო.მოვშორდით ერთმანეთს და უკან მივიხედე ის ვიღაც წასულიყო.შვებით ამოვისუნთქე და უცნობს მივუტრიალდი.
-მადლოთ,გადამარჩინეთ.ახლა გამახსენდა მე თქვენ გიცანით,დილითაც ხომ თქვენ გადამარჩინეთ.-თვალები მოვჭუტე რომ უფრო კარგად გამეხსენებინა.-კი,კი ზუსტად ის ხართ.საიდან სადაო,თუმცა ეს რა შუაში-ჩავიბურტყუნე,მან თავი გააქნია,დავინახე ჩაეცინა.ხელი სახეზე მოისვა.-დილით ცუდად გამომივიდა,მაპატიეთ,დამშოკა პირდაპირ გველის სოფელში ნახვამ,თუმცა რა სოფელში თუ არა სხვაგან სად უნდა ნახო.სახლიდან გამოსვლა აღარ მინდოდა მეგონა გვლეს კიდევ გადავეყრებოდი,მაგრამ გველს არა და მის მსგავს კი გადავეყარე.
-სასაცილო ვინმე ხარ.-იღიმოდა ის.
-სულაც არა,კარგით მადლობა და ნახვამდის.გვერდი ავუარე და სახლისკენ გზას დავადექი.ჩემი და მისი შეხვედრა,მოხდა დილით,რომ იცოდეთ როგორ შემეშინდა,სახლის დალაგებას რომ მოვრჩი გარეთ გამოვისეირნე,და წინ გველი არ ამესვეტა?არადა როგორ მეშინია,მგონი ყველაფრის მეშინია,მაგრამ განსაკუთრებით გველის,ხოდა ვერ ვინძრეოდი,ისე მიყურებდა ცრემლებად ვიღვრებოდი,როგორ მინდოდა ვინმეს გამოეარა,მაგრამ სოფელია ბოლოს და ბოლოს,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს,მაგრამ ეგეც რომ არ იყოს ჩემს ჯინაზე გაწყდება ყველა როცა მჭირდება.ხოდა ასე ცრემლების ნიაღვარში რომ ვიყავი და ჩემს წინ გრძელი,მარლონ ბრანდოს გამოხედვიანი გველი რომ შემომციცინებდა,ამ მომენტში გვერდით ის დავინხე,მანიშნა არ გავნძრეულიყავი,გველი მოისროლა ჯოხით მეც უკან გამწია,მაშინ არაფერი მესმოდა,მადლობაც კი არ მითქვამს გიჟივით გამოვტრიალდი და სახლისკენ გავიქეცი.ისევ ახლანდელ დროს დავუბრუნდეთ,მივდივარ სახლისკენ და უკან ისევ ხმაური,მივტრიალდი და ჩემი ორ გზის გადამრჩენელი არ მოდისსს.ნუთუ ცუდია დაჩემგან რაღაც უნდა,მე მომყვება?რამდენი აზრი იფრქვეოდა ჩემს ტვინში.ფეხის აჩქარება კი მინდოდა,უკეთესიც გაქცევა,მაგრამ რაღაცს რომ წამოვკარი ფეხი და სახით დავენარცხე ბალახს ამის მეტი არაფერი მახსოვს.სახეში დარტყმამ გამომაფხიზლა,თვალები გავახილე და ის დავინახე,წამოვხტი,მაგრამ ფეხი მტკიოდა მას დავეყრდენი მომენტალურად.
-როგრო ხარ?
-უკეთესად,ამაზე მილიონჯერ უკეთესად ვყოფილვარ.რატომ მომყვებით?
-მე?საიდან მოიტანე აქეთ მაქვს გზა.
-კარგი.-ხელი ავიღე მისი მხრიდან.
-დაიცადე-ხელი დამიჭირა-ხომ ხედავ ვერ დადიხარ.
-რას მთავაზობ.ჯინი ხარ და მფრინავ ხალიჩას გამიჩენ?-წარბები ავუწიე.
-ხომ ვთქვი სასაცილო ხარ-მეთქი.-გაეცინა,უარყოფას ვაპირებდი როცა ხელში ამიყვანა.მე კი იდიოტივით გავიტრუნე.-ასე აპირებ ჩემს სახლამდე მიყვანას?
-ალტერნატივა გვაქვს?
-არა.მოდი სანამ მივალთ მომიყევი შენზე.-გავხალისდი თან უკან ვიყურებოდი სიბნელეში,მერე მას შევხედე,ურო სწორად როგროც შევძელი.მანაც შემომხედა.
-ისა-საწყლად ამოვისლუკუნე -მე,მე მოვყვები მაშინ....ესე იგი,ბავშვობიდან შარიანი გოგო ვიყავი,გზაზე მხოლოდ ერთი გუბე რომ ყოფილიყო მაინც და მაინც იქ უნდა მომედინა ზღართანი.სასაცილო და ჭკუა მხიარული ლენი.მიყვარს ჩემი ბავშვობა,არ შევცვლილვარ მას შემდეგ,მენატრება ახლაც და მუდამ მომენატრება, სულ ციცქნა რომ ვიყავი და მთელ უბანს სტარტზე ვაყენებდი.ბიჭებს მოედანზე შევუვარდებოდი ჩუმად და ბურთს ავაცლიდი მერე როგორ გინდა ოცდაორ ‘ფეხბურთელს’ და ‘მეკარეებს’ გადაურჩე.სულ ამოთხვრილი და მუხლებ გადაყვლეფილი რომ მივდიოდი დედა სიტყვის უთქმელად,მხოლოდ თავს გააქნევდა და ისე გამომიცვლიდა ტანსაცმელს.არანორმალური ხარო ზოგჯერ მეტყვის,და რა ვქნა ვარ,ხომ არ შევიცვლები.რაც ვარ ესა ვარ,მაინც ვუყვარვარ დედას.ჩემს ძმას რომელსაც კრაზანა შევარქვი ზედმეტ სახელად ბავშვობაში,რადგან უამრავჯერ უკბინა კრაზანამ,დღემდე ეს სახელი შემორჩა.ასე და ამდაგვარად ოჯახში ვართ ხუთნი,დედა,მამა,კრაზანა,მე და ჩვენი ჩლუნგი თუთიყუში,ზორო, რომელსაც ერთხელ ფანჯრიდან მოვისვრი.ენაჭარტალა და შემაწუხებელი ენის გამო.მამას და დედას კაფე აქვთ გახსნილი და იქ არიან სულ,ჩემი ძმაც მათ ეხმარება.ჩემი ქაჯური სამსახური მხიბლავდა,მაგრამ დაუფასებელი ყველაფერი მეზიზღება,ამ სამსახურშიც სადაც დღეში თითქმის ოცდაოთხი საათი ჩემი ტვინი დაუფასებლად მუშაობს გაჩერება აღარ შემეძლო.ეს ქაღალდები,მომბეზრდა და წამოვედი.ხოდა ერთი ორი დღით აქ ჩამოვედი გონება უნდა დამელაგებინა......
-სულ ამდენს ლაპარკობ?
-სულ არა ყოველდღე.-გავუცინე და ისევ მივეკარი,არ მინდოდა ჩამოვარდნილიყავი მისი მკლავებიდან.თავი მის მხარს დავადე და კისერზე ხელებიც უფრო მჭიდროდ მოვხვიე.ცოტა არ იყოს გამიკვირდა ზუსტად ჩემი სახლის კარებთან რომ ჩამომსვა.
-ექსტრასენსი ხარ?და თუ ხარ გკითხავ რაღაცეებს რაა.-უკვე შევამჩნიე რაღაც დეტალები მასში,აი მაგალითად როცა იღიმის ამ შემთხვევაში კი როცა ჩემზე იცინის თავს გადააქნევს სიცილით და მერე მომღიმარი მომაშტერდება.
-არა,არ ვარ.-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო,ლოდინის რეჟიმში ჩაირთო მისი თვალები.
-კარგით ბატონო,მადლობა ყველაფრისთვის ჩემი გმირი ხართ.ღამე მშვიდობის.
-იმედია,მშვიდობიანი ღამე გექნება და შარში აღარ გაეხვევი.-უკან გატრიალდა და ჩემი სრული გამოშტერების მიზნით ჩემს მეზობელ სახლში შევიდა,აი იმ სახლში მთელი ბავშვობა რომ მაინტერესებდა ჭიშკრის იქით რა იყო.სახლში შესვლისას დედამ დამირეკა.
-როგორ ხარ დედა?
-კარგად შვილო,აბა,რა ხდება მანდ,მეორე დღეა მანდ ხარ და ერთხელაც არ დამირეკე ასე უნდა?
-კარგი რა დედიკო.
-მე არ ვიცი შენი კარგი,არ იცერცეტაო,გეტყობოდეს რომ ოცდასამი წლის ზრდასრული,სერიოზული გოგო ხარ.
-კაი,რა.სად სერიოზული და სად მე.მამა როგორაა?კრზანა?ჩვენი ზორო.
-კარგად არიან.სოფელში რამდენი ხანია არ ვყოფილვარ,არის რამე ახალი?ვინმე ხომ არ გაიცანი?
-რავიცი,ლამარა ბებოს ძროხამ ხბო მოიგო,გია ძიას შვილი გათხოვდა და მერე გამოთხოვდა ერთი ამბავია მაგაზე,გაინტერესებს კიდე რამე?-გადავიხარხარე,დედა გაწიწმატდა.
-შენთან სერიოზული საუბარი შეუძლებელია.შენი ძმა ტყუილად კი არ ამბობს ქაჯიაო.
-რომელი ქაჯი,ქაჯეთის ციხიდან?აი ნესტანი რომ ყავდათ გამოკეტილი,ის?
-მოკლედ,თავს გაუფრთხილდი.-ხმა შეურბილდა მას.
-კარგი,დედა მიყვარხარ,მომიკითხე ყველა.-დავემშვიდობე და აივანზე გავედი,აივნიდან მოპირდაპირე სახლის მეორე სართულის ფანჯრები ჩანდა მარტო,ისე მომერია ძილი საწოლზე გადასვალ დამეზარა და პირდაპირ აივანზე დავიძინე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1658 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar