მხოლოდ სიყვარული_2
18.07.2017, 17:36
ყველა ადამიანს ჭირდება საყვარელი ადამიანი,’’მეორე ნახევარი’’. როგორც ამბობენ,როცა მას შეხვდები გულის ცემას ყურებში იგრძნობ,და თუ ეს პირველი ნახვისას მოხდა ამას ერთი ნახვით შეყვარებას ეძახიან.მამაკაცთა უმეტესობა ასეთ მომენტს ბავშვურ სისულელედ აღიქვამს,მათ რიცხვში ვარ მეც.
ოცდაათი წლის ვარ,მაგრამ ვთვლი რომ ერთადერთი რასაც მივაღწიე ცხოვრებაში წარმატებული კარიერაა.მოსაწყენ ადამიანად მთვლის ზოგი.დედაჩემს რომ კითხოთ ხასიათის გამოსწორება ნამდვილად მჭირდება,თორემ ისე სულ მარტო დავრჩები.სოფელში სახლის გასაყიდად ჩამოვედი,მაგრამ სიურპრიზი დამხვდა, სასაცილო სიურპრიზი.ცხოვრების სიურპრიზი.
კარი ცოტნემ შემოაღო,ცოტნე ჩემი ბავშვობის მეგობარია,ჭკვიანი,მხიარული და ბუნებით კეთილი ადამიანი,მაგრამ როცა ჩემს დეიდაშვილს,დემეტრეს შეხვდება ეს ორი დასაბმელია,ყოველთვის არა,მაგრამ ხშირად.მე თუ მკითხავ რამდენიც არ უნდა იკამათონ მაინც მეგობრებად დარჩებიან.დემეტრესაც გაგაცნობთ,დემეტრე არის ჩემი დეიდაშვილი,რომელიც ზოგჯერ საშინელ ხასიათზე მაყენებს,ზოგჯერ სილენჩის მაგალითია.მუდმივი სიტყვის მარაგი აქვს და თუ ჩაირთო ვერ ჩერდება,რა ქნას თავისი ბრალო ხომ არაა.ცოტა ზარმაციც მაგრამ ყველაზე მოხერხებული.
-აბა,რა ხდება უფროსო?
-უფროსს რატომ მეძახი ვერ გამიგია.
-შენთან ვმუშაობ.
-გეხვეწები უკვე ნერვებზე მოქმედებთ ცალკე შენ აქ და ცალკე იქ დემეტრე.
-ოხ,დემეტრე იმოქმდებს კი,კარგი სანდრო,მაშინ რა ხდება მეგონა გაყიდული დამხვდებოდა სახლი უკვე და თურმე მოგიწყვია აქაურობა,აღარ აპირებ გაყიდვას?
-გადავიფიქრე.
-ჩაგეძიებით ბატონო სანდრო და რატომ?
-აქ ვერ ჩამეძიები.
-კარგი,კარგი,ხელებს ვწევ.მაშინ წავედი მე ქალაქში და როდის ჩამოხვალ?
-არ ვიცი ჩემზე არაა დამოკიდებული.
-აბა ვიზეა-დაეჭვდა.
-ვიღაცაზე.-მოვიფხანე თავი და თვალების უაზრო ცეცება დავიწყე.
-გეშველა?
-რა გაყვირებს,რა მეშველა,სანამ ვიღაცის საქმეს არ ავიღებ აქ დავრჩები,ვერ ხედავ რა კარგი ჰაერია.
-ასე არ ფიქრობდი მანამდე,რაღაც შეიცვალა,მაგრამ კარგი რახან არ მიმხელ.წავალ.
-წადი და დედაჩემს გადაეცი არ ინერვიულოს იმ საქმეზე,მაგის ისტერიკები ვიცი მე.
-როგორც იტყვი არივედერჩი.
-ადიოს.
მეორე სართულზე,ჩემს ოთახში შევედი,არ დავღლილვარ მაგრამ რატომღაც ვიგრძენი როგორ მოვითენთე,ემოციებისგან ვიყავი დაღლილი,აქ წლებია არ ჩამოვსულვარ.მოგონებები მაინც თავისას შვრებიან.ფანჯარასთან მივედი და მკრთალად მაგრამ მაინც დავინახე ჩემი მეზობელი,რომელსაც აივანზე ჩაასძინებოდა,გავიღიმე,რატომღაც სულ მეღიმება მას რომ ვხედავ.
-ბავშვური სისულელეები-ფარდები გადავწიე ფანჯარაზე-კარგი გამოძინება არ მაწყენდა.
ყველაზე კარგი სასმელი სიყვარულია,ტკბილია მაგრამ მომენტებში გასდევს სხვა გემოც,რაღაც მაგიური.ეზოში ჰამაკში ფეხმორთხმული ახალი საქმის საბუთებს ვათვალიერებდი, როცა გარკვევით მომესმა ვიღაცის სიმღერის ხმა.მეცნო ეს ხმა,ამიტომ წამოვდექი და და ხმას მივყევი,ხეს ამოვეფარე რომ ჩემს მეზობელს არ დავენახე.თუმცა ისე იყო გართული დარწმუნებული ვარ ვერც შემამჩნევდა.ყვავიელბიანი კაბა ეცვა,ყურსასმენები ეკეთა,და ცეკვავდა ისე როგორც მაშინ,თან ყვავილებს წყალს უსხამდა.ღიღინ-ღიღინით დაიარებოდა მთელს ეზოში.ხმამღლა იცინოდა,პირველად როცა ვნახე,მაშინაც ეზოში,ბალახზე დახტოდა პატარ ბავშვივით,უხაროდა არ ვიცი რა,შეიძლება ბუნება,მზეს უყურებდა.ნარნარით და მთელი სიფაქიზით მოძრაობდა.კარგად მახსოვს ამ სანახაობას დიდი ხანი შევცქეროდი.ახლაც შორიდან ვაკვირდებოდი მას და ჩავფიქრდი.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე,მაგრამ ის იქ აღარ იყო როცა გამოვფხიზლდი.უკან გამოვბრუნდი,ხელები შარვლის ჯიბეებში ჩავიწყვე.
- All you need is LOVE is all you need-წავიღიღინე შემთხვევით,ჩემ თავზე გამეცინა და გონების
გადასატანად ისევ საბუთებს ჩავუჯექი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1230 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar