მხოლოდ სიყვარული_3
19.07.2017, 00:03
გადამეტებულად მიყვარს ყველაფერი,ტირილიც,სიცილიც,ყველაფერი!ნორმა არ მაქვს.თუ ცუდ ხასიათზე ვარ ვცდილობ მოვერიდო ყველას.აბსოლიტურად ყველას განსაკუთრებით ზოროს.ასეთი დღე იყო,როცა არაფერი მაინტერესებდა სოფელშიც უაზროდ დავიარებოდი,ამიტომ სახლში ყოფნა გადავწყვიტე.ზაფხულში ხომ ცხელა,ეს სიცხე კი საზღვრებს სცილდებოდა.
-აღარ შემიძლია,-დავეხეტებოდი ეზოში-გრილი ადგილი მჭირდება.აქ მოვკვდები.-უეცრად აზრი მომივიდა თავში,მე ხომ თავში ტვინი არ მაქვს და უბნის ბავშვებს დავუძახე,ხუთნი შემოვიკრიბე,და წყლით წუწაობა დავიწყეთ შუა ქუჩაში.გავბავშვდი,სულელივით დავხტოდი და დავსდევდი მათ,კარგია დედა რომ არ მიყურებდა.ჩემი მეზობელი მოდიოდა,ხელში პარკი ეჭირა,ბავშვები მას მისცვივდნენ და წყალი შეასხეს.მეც მივირბინე მათთან,ჩემი გადამრჩენელი არაფერს ამობდა მაგრამ მზერით მივხვდი არ გაბრაზებულა.
-რას აკეთებთ ბავშვებო,ასე არ უნდა.
-აბა როგორ უნდა ლენ?-მკითხა პატარა კოტემ.ქერა ხუჭუჭა თმები რომ ჩამოყროდა სახეზე.მეოზბელიც ელოდა პასუხს.
-როგორ?როგრ და ასე.....-ერთი ბოთლი დავაცალე თავზე ჩემს მეზობელს.ბავშვებმა სიცილი ატეხეს,ის კი სრული სერიოზულობით მიყურებდა,-მგონი ახლა გაბრაზდა-ჩავიბურტყუნე მე.
-კარგი.მომეცი ეს-ხელით ერთ-ერთ ბავშვს წყლით სავსე ბოთლზე ანიშნა.
-არა.-ახლოს მიწია,რომ არ წაერთმია.ბავშვს თვალი ჩავუკარი და გამარჯვებულმა შევხედე მას.ის გატრიალდა და სახლში შევიდა.რაღაც არ მომეწონა ეს,მაგრამ ჩემმა ჭკუამხიარულმა ტვინმა ისევ გართობა გადაწყვიტა ბავშვებთან გავაგრძელე თამაში როცა,ბავშვები წამით გაშეშდნენ,დავინტერესდი და მათ მზერას თვალი გავაყოლე.
-უნდა გავიქცე-გაქცევა ვერ მოვასწარი,თავზე რამდენი ლიტრი წყალი დამსხა არ ვიცი მაგრამ რო მორჩა თავს ვეღარ ვგრძნობდი.
-წყალი მაინც არ გენანებოდა?-მივუტრიალდი,ვითომ რეაქციაც არ მქონდა მასზე.
-ჭკვიანად იყავი.-თვალი ჩამიკრა და უკან,სახლში შეტრიალდა.
-იდიოტი-გამეღიმა მე.
მოსაღამოვდა,ვარსკვლავებმა დამივიწყეს, ცაზე მხოლოდ მთვარე იყო.ბალახზე პლედი დავაფინე და ისე წამოვწექი,ცას ვუყურებდი და ფიქრებს მივყვებოდი,ვფიქრობდი ცხოვრება ზოგჯერ როგორ გვაცლის მთელ ენრგიას,ძალას,მაგრამ მეორე დღე მშველელია წინა დღის.ვთვლი რომ,როცა სიმშვიდე სულში გაქვს მაშინ არაფრის უნდა გეშინოდეს.
-გისმენთ-ვუპასუხე მობილურს.
-ლენ ჩემი ნომერი ვერ იცანი?
-ლიკა შენ ხარ?დაკარგულო,აბა როგორ უნდა მეცნო სულ საზღვარგარეთის ნომრიდან მირეკავდი.მოიცა აქ ხარ ანუ?
-არა ანტარქტიდაში პინგვინებს წერა-კითხვას ვასწავლი.
-კაი გეყოს შენი მშრალი იუმორი,ჩამოდ სოფელში ვარ მე.
-ვიცი ნიკოლოზმა მითხრა.
-სად ნახე?როდის?გულმა ფათქა-ფუთხი დაიწყო?(წლების წინ,ნიკოლოზმა და ლიკამ შეყავრებულების როლი ითამაშეს,უშტვენდნე იმ დროს ამათ,ნიკოლზს ერთი გოგო გადაეკიდა ხოდა ლიკას სთხოვა დახმარება,მას მერე ლიკას გაბრაზება თუ მინდა,ამზე კარგს ვერ ვიპოვი სხვას.)
-მოკეტე.არ დაიღალე?
-ნუ გავიწყდება რომ ფსიქოლოგი ხარ ქალბატონო ცერცვაძე და დაწყნარდი.ჩამოხვალ?
-აუ ვერა რა,აქ მაქვს საქმეები.
-ოოოოოოოო
-რა ო?
-ხვალ ნიკოლოზიც უნდა ჩამოვიდეს,შენც ჩამოდი,არ მაინტერესებს.გავუთიშე და ეზოში აქეთ-იქით სიარული დავიწყე.ღამის ნათებაში შევამჩნიე ჩემი მეზობელი,თვალს ვარიდებდი მაგრამ მაინც გამირბოდა მისკენ.ნეტა რამდნეი წლისაა,ადამინს როცა ვხედავ პიველი რასაც ვაკვირდები თალებია,მისი თვალები კი ერთი სიტყვით ‘ჩამთრევია’.
-ვარსკვლავების ყურება მოგბეზრდა?-გონს მომიყვანა მისმა ხმამ,როგორც ჩანს მარტო მე არ ვუყურებდი.
-არასდროს მომბეზრდება მათი ყურება,მიყვარს ღამის ცა და სიწყნარე ამ დროს.
-სიწყნარის მოყვარულს არ გავხარ.
-არადა ვარ.თქვენ როგორი ხართ?
-რამდენი წლის გგონი ვარ ასე რომ მომმართავ?
-ეგ რა შუაშია,არ გიცნობთ უბრალოდ.
-მაშინ მე სანდრო ვარ ასე რომ...
-კარგი და როგორი ხარ სანდრო.
-ამას მე ვერ გეტყვი,შეიძლება მოგატყო.-გაეღიმა.-შენ მითხარი.მე მხრები ავიჩეჩე.
-და მესაიდან უნდა გითრა,არ გიცნობ.მაგრამ...-იქ მივედი სადაც ის იჯდა და გვერდით დავჯექი.-რატომ ცდილობ საკუთარი თავის შეცვლას.
-რატომ ფიქრომ ასე.
-სანდრო,ვცნობ ადამიანებს.შენ ცდილობ ჩარჩოებში ჩაჯდე და დამალო რაღაცეები,შენი გრძნობები.მაგრამ თვალები გაგთქვამს.ისე ჭკვიანი თვალები გაქვს.ალბათ ბევრს ფიქრობ.
-რაღა დაგიმალო და კი,საკმაოდ.
-აი მაგიტომ ხარ ასეთი,რატომ ფიქრობ ამდენს,რაში გჭირდება რაღაც ჩარჩოები."იყავით ისეთი, რომ სხვებს არ ჰგავდეთ; თუნდაც მარტო თქვენ იყოთ მათგან განსხვავებული, მაინც დარჩით გამორჩეული.’’უთქვამს დოსტოევსკის და რა თქვა ტყუილი.უნდო მოუსმინო იმას რასაც შენი შინაგანი ხმა გეუბნება.ასე რომ გამორჩეული უნდა იყო ანუ ისეთი როგორიც ხარ.
-შენ ყოველთვის ასე იქცევი?ანუ ყოველთვის შინაგან ხმას უსმენ?
-კი.
-მაგიტომ ეხვევი ხშირად შარში.-გაეცინა მას.
-ნერვებს მიშლი.სხვათაშორის ბოდიში გაქვს მოსახდელი თავი მატკინე დილით.
-არ მოვიხდი.სამართლიანად მიიღე.
-არა ასე არაა...მართლა რას საქმიანობ?
-ადვოკატი ვარ.
-მოიცა,მოიცა შენ ის სანდრო აბაშიძე ხარ მამაჩემი რომ ასწავლიდა.
-კი,მამაშენი ალეკო ჩხენკელია?
-დიახ,შენზე იმდენს საუბრობდა,საუკეთესო სტუდენტი იყოო.სულ თვალს ადევნებს შენს საქმეებს,შენი წარმატება ძალიან უხარია.მე არასდროს დავინტერეებულვარ ვინ იყავი.
-მამაშენი საუკეთესო ლექტორი იყო,მე დავამთავრე და ისიც წავიდა სამსახურიდან.
-ავად იყო და მაგიტომ დაანება თავი,მაგრამ რამდენჯერმე მიიწვია უნივერსიტეტმა ლექციის ჩასატარებლად.ეგეც რომ არა თურმე მეზობლები ვყოფილვართ.
-ასე გამოდის,მაგრამ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ დიდი ხანია,სახლის გასაყიდად ჩამოვედი მაგრამ გადავიფიქრე.
-კარგია რომ გდაიფიქრე....არ მჯერა-წამოვიძახე გახარებულმა და სიცილით კიბეებზე სადაც ვისხედით გადავწექი რომ ცაში ამეხედა.წვიმდა.-ეს ამინდი გამაგიჟებს.როგორი ცვალებადია.ხან წვიმს,ხან კი სიცხისგან იგუდები.-სიცილის დროს ვერ შევამჩნიე მისი გაურკვეველი მზერა.
-მე წავალ,დავიღალე.
-ღამე მშვიდობის ლენ.
-ღამე მშვიდობის.
ჩემს ეზოში შევაბიჯე.მაგრამ სახლის კარები ღია დამხვდა.შიშისგან იქვე კარებთან დადებული ხის დიდი ნაჭერი ავიღე,გამბედაობა მოვიკრიბე და შიგნით შევედი.
-აააააა,შენ ნორმალური ხარ.-ჩემს ყვირილზე ჯერ სკამიდან გადავარდა ჩემი ძმა და მერე გადაბჟირდა სიცილისგან.
-ნიკოლოზ ამას არ გაპატიებ.ინანებ იცოდე.-გაბრაზებულმა შეშა იატაკზე მთელი ძალით დავაგდე.ის ისევ იცინოდა.მე კი ნერვები ისევ მოშლილი მქონდა.

____
ვიცი ვთქვი კვირაში ერთხელ უნდა დავდო-მეთქი, მაგრამ ეს ის მომენტია ტვინში რაღაც რომ გადაგიტრიალდება და ყველაზე კეთილი ხდები,ასე რომ ისიამოვნეთ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1190 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
3o like bb ცოტა თავებს თუ გაზრდი გადასარევი გოგო იქნები
avatar
0 Spam
2
ძალიან დიდი მადლობა მანანა 3o
avatar