მხოლოდ სიყვარული_4
19.07.2017, 19:53
გიჟივით მივრბივარ ნიკლოლოზიც გიჟივით მომდევს,უკან მიხედვაც არ მინდა ვიცი უფრო შემეშინდება.მთელი სოფელი სირბილით შემომატარა,გამვლელებს ეგონათ ვვარჯიშობდით,ერთმა კაცმა ხელიც ამიწია და ყოჩაღო მითხრა.ცოტახნით მეგონა მოვიშორე უკან ვეღარ დავინახე მაგრამ მერე უარესი დამემართა მკვდარი გველი ეჭირა ხელში და ისე მომდევდა.ცრემლები წამომივიდა შიშისგან.
-ლენ გაჩერდი.
-მეშინია,მოაშორე ეგ გველი გველო.
-არა,უნდა ჩაგახუტო.
-მეშინია მეთქი,მოაშორე.-სანდრო დავინახე მოსახვევში და მისკენ გავიქეცი,არ ვაცადე რამის გააზრება ზურგს უკან ამოვუდექი და მაისურში ჩავაფრინდი.
-მიშველე.ჩემ ძმას ჩემი სიკვდილი უნდა.-მან სასაცილოდ გადმომხედა,ნიკოლოზიც მომადგა გველილით,მე კი უფრო მივეკარი სანდროს.
-ლენ გირჩევნია ბოდიში მომიხადო.
-არ მოგიდი ბოდიშს,სამართლიანად მიიღე.-გამახსენდა ჩემი და სანდროს გუშინდელი საუბარი,დავიანხე სანდროსაც როგორ გაეღიმა,ის ხმას არ იღებდა არ ერეოდა,ეგრედწოდებული დამცავი კედლის როლს ასრულებდა.
-მოაშორე გველი გთხოვ,სხვა რამით დამსაჯე.
-არა.-გველს ახლოს ათამშებდა.სანდრომ გადმომხედა და ჩემი სახე რომ დაინახა,კედლის ფუნქცისშესრულება სეწყვიტა.
-გეყოს.-იყო მკაცრი,შეუვალი ხმა.-არ ვიცი სანდროს ბრალი იყო თუ იმის ნიკოლოზმა ჩემი ნამტირალევი სახე რომ დაინახა მაგრამ გველი გადააგდო.
-ბოდიში,ხომ ვიცი შენი ფობიების შესახებ,გველი და წყალი.-როცა ნიკოლოზი წავიდა,სანდრო შემომიტრიალდა.
-თუ გინდა რომ გაიცინო გაიცინე.-მხრები ავიჩეჩე და გზას დავადექი.
-მოიცადე.-ამომიდგა გვერდით.რაღაც გამხიარულებული ჩანდა.-კარგი გველი უკვე ვიცი კიდე რისი გეშინია.
-წყლის-ჩავიბურტყუნე გაბუტული ბავშვივით.-ცურვა არ ვიცი,ეგეც რომ არ იყოს,მეშინია რომ დავიხრჩობი,პანიკები მეწყება,მაგრამ ბავშვობაში თავს დავდებ ვცურავდი.
-ეგ როგორ-გაეცინა.
-რავიცი,ვცურავდი.ახლა კი ვერ ჩავდივარ წყალში.მეშინია და რა ვქნა.-ჩვენ სახლს მივადექით.დავემშვიდობე.მას გავხედე სულ ერთი წამით და,ღმერთო რა შარიანი ვარ,წავიქეცი.დიახ,ისევ წავიქეცი.ჩემს სიცილნარევ და პლიუს ტირილ ნარევ ყვირილზე გამოვარდა სანდრო.შეშინებული მომვარდა.
-გადავრჩი-გავიცინე და თავზე ხელი მოვისვი.მაგრამ მისმა სერიოზულმა სახემ ეჭვებში ჩამაგდო,ხელზე დავიხედე მიწაზე დავრდნილ შუშას დავეცი თურმე,პატარა შუშა იყო მაგრამ მე ხომ ყველაფერი მემართება,ზუსტად მას დავეცი და ახლა ხელიდან სისხლი მომდიოდა.
-ადექი,უნდა შეგიხვიო.-მე ტუჩები დავბრიცე.
-ვერ ავდგები
-კაი მოდი.-ამიყვანა ხელში აყვანისას დავინახე როგორ გაეღიმა.
-უხდება ამ ბიჭს ღიმილი და რატომ არ იღიმის ხშირად.-წამწამები ბევრჯერ დავახამხამე,შუბლზე ხელიც მოვისვი.
-ეს ხმა მაღლა ვთქვი?მემგონი თავიც დავრტყი.-გამეცინა.ნერვიულ სიცილს გავდა.დარწმუნებუოლი ვარ მის თვალში ისევ სულელ გოგოდ გამოვჩნდი.
-სულელი გოგო ვარ ხო?-ეზოში მაგიდა იდგა მის გარშემო სკამები ერთერთზე ჩამომსვა.
-შეიძლება ცოტათი ხარ,მაგრამ ეგ არაფერი გიხდება.მეტიც,კარგია მე თუ მკითხავ-თვალი ჩამიკრა.
-ნეტა ვიცოდე ეს თვალის ჩაკრა რას ნიშნავს.-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ისევ ტუჩებ დაბრეცილი მივატრიალე სახე მისკენ.-ის სიცილით შევიდა სახლში.
-არა რა ლენ,არაფერი გეშველება,ყველაფერი როგორ უნდა წამოაყრანტალო.-გაბრაზებულმა,თავი ხელის გულს ჩამოვადე.ხასიათი წამიხდა.უკან პირველადი დახმარების ყუთით მოვიდა.ხელის გადახვევის დროს,ვერ ვიტყვი რომ არ მტკიოდა.ვმანჭავდი სახეს.
-შენ გირჩევნია სახვევს უყურო და არა მე.
-ნუ ბრაზობ,არ გიხდება.
-აუუ.
-გეტკინა.
-არა.
-აბა რა აუ,ან ეგ შენი სახის საოცარი მიმიკები რას ნიშნავს?
-იმას რომ თავი მომაბეზრე.ან ჩემ თავმა მოამბეზრა თავი,რატომ ვარ ასეთი,არ მინდა ასეთი ვიყო,ვგავდე სხვებს რა მოხდება.
-შენ არ მითხარი ჩარჩოებში არ უნდა მოექცეო?შენს შინაგან ხმას უნდა მიყვეო და გამორჩეული უნდა იყოო.
-ესეიგი მისმენდი.
-ეჭვი გეპარებოდა?-მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე.-მოვრჩი.როგრ გაქვს ხელი?
-კარგად.
-ამოძრავებ?აბა მაღლა აწიე.-დავემორჩილე.-წრიულად დაატრიალე.-კვლავ დავემორჩილე.-კიდევ.
-დამცინი სანდრო?
-არა უბრალოდ მაინტერესებდა როგორ მდგომარეობაში იყო..-ტუჩები ერთმანეთზე მიატყუპა რომ არ აგეცინა.ამ დროს ვიღც ჭიშკარს მოადგა.
-ახლავე მოვალ.გავიგებ რა უნდა.-სანამ სანდრო ტურისტს უხსნიდა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზას,მე გადავწყვიტე ეზო დამეთვალიერებინა.უნდა ვაღიარო ის რომ დიდი ხანია აქ არავინ ყოფილა არ ეტყობოდა აქაურობას,მოვლილი ეზო ქონდა.მივაბიჯებდი,გარემოს ვათვალიერებდი და არ მახსოვს როგორ მაგრამ წყლით სავსე აუზში აღმოვჩნდი.არ ვიცი ალბათ პანიკისგან გული გამისკდებოდა,თან ისეთი ცივი წყალი იყო რომ,მეგონა მოვკვდებოდი.სანდრომ ამომიყვანა.
-შემომხედე,თვალები არ დახუჭო,შემომხდე.ლენ!-ჩამიხუტა რომ როგორმე კანკალი შემეწყვიტა,მაგრამ ვერ ვჩერდებოდი.ხელში ამიყვანა და შიგნით შემიყვანა.
-სასწრაფოდ ტანსაცმელი უნდა გმოიცვალო.
საწოლზე დამსვა,თავისი ტანსაცმელიდან რაღაცეები ამოქექა და ახლოს დამიდო.-კარებთან ვიდგები დამიძახე რომ მორჩები ჩაის გაგიკეთებ მანამდე.-მე მარტო თავის დაქნევა მოვახერხე,როცა ის გავიდა ორი წამით გონება მხოლოს წყალზე ახდენდა კონცენტრირებას,გულიც ისე სწრაფად მიცემდა მეგონდა ვერ გადავრჩებოდი,მაგრამ გონებას ვაიძულე სხვა რამეზე ეფიქრა,აი მაგალითად იმაზე როგორ მოვაბეზრე ამ ადამიანს ჩემი საქციელებით თავი.ან ვინ გადააფარა აუზს რაღაც,ეგეც რომ არა წინ ხო უნდა ვიყურებოდე,დებილი ვარ.-დებილი,ნამდვილი დებილი.-მართალია სანდროს შარვალი გრძელი მქონდა მაგრამ მაიკა ისე მომეწონა ‘’Guns N' Roses’’-ის ლოგო ეხატა.ამას ნამდვილად წავართმევ.ცოტა ხნის წინ რამის მოვკვდი,ცოტა ხნის წინ...ერთიანად შემახურა შიგნიდან,ოთახიდან გავედი ანერვიულებული,სანდრო სავარძელში იჯდა წინ ცხელი ჩაი ედგა,მე მელოდებოდა.სახე შეეცვალე ჩემს დანახვაზე.
-ცუდად ხარ?-ვიცი მერე ვინანებდი,ან შეიძლება არც.მოკლედ გვერდით მივუჯექი და არ ვიცი ეს როგორ ავღწერო და დავწერო,ისე მაგრად მოვხვიე ხელები შესაძლებლობა იმსი რომ რაღაც ვატკინე რეალური იყო.ამით თითქოს მთელ იმ გრძნობებს დინების მიმართულებით ვუშვებდი,იმ შიშს რომელიც ცოტა ხნის წინ განვიცადე.მეგონა ასე დარჩებოდა,ამ სიტვაციაში ადამიანი უბრალოდ ასე არი,ან რაღაც სიტყვებს გეუბენა რომელიც აუფასურებს ამას და საერთოდ არანარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.მაგრამ მანაც იგივე გააკეთა რაც მე.შემოხვია ხელები.შემრცხვა,არ ვიცი რატომ.ნეტა აქ რას ვაკეთება,ნეტა აქ არ ვიყო,მაგრამ რა კარგია აქ ყოფნა.
-ცუდადაა ჩემი საქმე.-ხმადაბლა ვთქვი.
-რა თქვი?-შემომხედა მან.
-ცხელი იქნება ჩაი ალბათ-მეთქი.
-კი-ის ჭიქას გადაწვდა და მე მომაწოდა.ის მიყურებდა მე როგორ ვსვამდი,ვიძაბებოდი,სხვას ალბათ მოვკლავდი,მაგრამ მას ხელს ვერ დავადებდი.
-აუზზე ეგ რაღაც ვინ გადააფარა?
-მე,მაგრამ მაგას ნუ დააბრალებ წინ რომიყურებოდე კარგად დაინახავდი.-ვალში არ დამრჩა.
-მართალი ხარ.-ისევ მოვიწყინე,მან ჩვეული მომხიბვლელი ილეთი ჩამიტარა,ისევ ისე გაიღიმა.
-მადლობა.
-როცა დამიანს გადაარჩენ,მადლობა საკმარის არაა.
-აბა კიდევ რაა საჭირო.-მას გაეღიმა,სახე მიიატრიალა და თითით თავის ლოყაზე მიჩვენა.რაღა დაგიმალოთ და დიდი სიამოვნებით ვაკოცე ჩემს ოთხგზის გადამრჩენელს ლოყაზე.
-შენი ძმა ასე როგორ გაამწარე?
-გუში აქედან რომ მივედი სახლში კარები ღია დამხვდა,შემეშინდა და შევუვარდი,თურმე ეს ჩამოსულა.გული გამიხეთქა.დილით კი სამაგიერო გადავუხადე.ნამცხვარი გამოვაცხვე დილით და რომ შეჭამა მთლიანად მაშინ ვუთხარი,მატლი ხომ არ შეგხვედრია ორი ცალი ჩამივარდა მეთქი,ამაზე გაგიჟდა.
-და მართლა ჩაუგდე?-იცინოდა ის.
-არა.-ავყევი მეც.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1239 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar