მხოლოდ სიყვარული_5
20.07.2017, 09:34
-გუშინ აღარ გკითხე,მაგრამ ვინაა ეგ სანდრო?-მკითხა ნიკოლოზმა და ლუდის ბოთლით ხელში ჩაესვენა დივანზე.
-ჩვენი მეზობელი.
-მაგას მივხვდი,შენთვის ვინაა?
-ეგ რა კითხვაა,ნაცნობია უბრალოდ.
-კი როგორ არა,ეგრე როდის მერე ეხუტები ნაცნობებს.
-ძმის ეჭვიანობაღა მაკლდა.
-ხომ იცი ვერაფერს გამომაპარებ.
-ერთი-ორი გამომიპარებია თუ ..
-აბა ეგ ერთიორი დამისახელე.
-შენ მაგ ლუდს მიხედე,დღეს სტუმრები გვეყოლება და სხვათაშორის ლიკაც ჩამოვა საღამოს.
-ვაა,გვიკადრა ლიკამ?დანარჩენები ვინ იქნებიან.
-სანდროს მეგობრები ჩამოდიან და აქ დავპატიჟე საღამოს გავერთობით და არ გვინდა მეტი კითხვები საღამოს გაიცნობ.
-ხელები ამიწევია.
სანდროს სახლიდან უცნაური ხმები გამოდიოდა,თითქოს ვიღაცეები ჩხუბობდნენ,ხოდა შემეშინდა და მასთან სახლში მივედი.სანდრო რომ დავინახე,მივხვდი ყველაფერი კარგად ჰქონდა უბრალოდ,ორი ადამიანი, ალბათ ცოტნე და დემეტრე,ერთმანეთს რაღაცაზე ეკამათებოდნენ.
-რა ხდება სანდრო?
-არ ვიცი ლენ-გაეცინა-ისიც დამავიწყდა რაზე დაიწყეს ჩხუბი,სულელები არიან ხომ მოგიყევი გუშინ,შენ გაიწიე მაინც ესენი ისე არიან უეჭველად ერთმანეთს რაღაცეების სროლას დაუწყებენ და შენნაირ შარიანს მოხვდება.
-კაი,კაი დღეს საღამოს,ხომ გახსოვს.
-რა თქმა უნდა.
- ფაილს ხელი არ დააკაროთ,ჩემი საბუთები ,ცოტნე ვერ გადამირჩები,მაგ წყალში ჩაგახრჩობ-უყვირა სანდრომ,ცოტნემ მხრები აიჩეჩა.
-ძალით არ მინდოდა,ამოვიღებ.
-კაი და წყლიდან რომ ამოიღებ რამე ექნება შერჩენილი?
-სტუმარი გვყოლია -ჩემსკენ წამოვიდა დემეტრე- შენ კიდე ჩვენს ჩხუბს აყურებინებდი.დემეტრე სასიამოვნოა.-ჩემი ხელი აიღო და ჯელტმენულად მაკოცა.
-ეს ჩვენი მექალთანე დემეტრეა.მე კი ცოტნე ვარ სასიამოვნოა.-ჩამომართვა ხელი ცოტნემ.
-ჩემთვისაც.კარგით მე წავალ და გელოდებით საღამოს.-დავემშვიდობე მათ და სუპერმარკეტში სასუსნავების საყიდლად წავედი.
შუა დღეა,დავიხრუკე მზისგან,ეზოში ვარ, ჩემი ძმა კი სადღაც გარბის.
-საით გაგიწევია ძმაო?-მდინარრეზე გავალთ ბიჭები.
-რომელი ბიჭები.’
-ცოტნე და დემეტრე.
-გაოცებისგან პირი ღია გაქვს და დახურე,ბუზს რა გამოლევს შუა ზაფხულში.
-ჰააჰ,შენს ჭკუაში დამცინი?როდისღა მოასწარი გაცნობა.
-გაცნობას რა უნდა,როცა ერთ-ერთი ამ შემთხვევაში ცოტნე ჩემი ძმაკაცის ძმაა.
-არ მჯერა,ეს დამთხვევები რაღაც არ მომწონს.
-მარტო თქვენ მიდიხართ?
-და შენ რა გინდა.პირდაპირ მკითხე სანდრო მოდის ნიკოლოზ?მე კი გიპასუხებ რომ არა.წავედი კარგად დარჩი.
როცა სამივე თვალს მოეფარა,ვერ შევიკავე თავი და სანდროსთან გადავედი,ის ეზოში იჯდა და რაღაცაზე ფიქრობდა.
-სანდროოო-მან თვალები დამიბრიალა.
-გისმენ.
-ცურვა ხომ იცი რატომ არ წაყევი მათ.
-ვიფიქრე მეზობლად ერთი შარიანო გოგო მყავს,სულ ხათაბალაში ეხვევა და მარტო როგორ დავტოვო-მეთქი.
-როგორი ყურადღებიანი ხარ.შეიძლება?-შოკოლადის ნამცხვარზე ვანიშნე.
-კი რა თქმა უნდა.
-სასაცილო მეგობრები გყავს.-თან ვჭამდი თან ვლაპარაკობდი,მაგრამ ამან კარგი შედეგი არ გამოიღო,გადამცდა და ხველა ამიტყდა.ამაზე სანდრომ ბევრი იცინა.ეჭვი უკვე მეც მეპარება,მგონი ჩემი მარტო დარჩენა მართლა არ შეიძლება.
-გავისეირნოთ გინდა?
-რატომაც არა,ველოსიპედი შევნიშნე და შენია?
-კი,დაჯდები?ტარება თუ იცი?
-როგორ არ ვიცი.ვიცი.-ვიტრიპაჩე ნამდვილად,რადგან ბოლოს ველოსიპედზე რომ ვიჯექი ის სამთვლიანი იყო,და მე იქიდანაც კი მოვახერხე გადმოვარდნა.სანდრომ ველოსპედი ქუჩაში გამოიყვანა.და მეელოდებოდა როდის დავჯდებოდი.
-ისა...-ხელით კისერს ვაწვალებდი.
-რაღაცის თქმა ხომ არ გინდა ლენ?-შევნიშნე რომ დამცინოდა,მე კი ვერ ავიტანდი ამას.ხოდა ჯიბრზე დავჯექი.
-ერთი,ორი მიდი ლენ შენ ამას შეძლებ.-არ მიშველა ამან.დაღმართზე ისეთი სიჩქარით მივქროდი,თვალების დახუჭვა მინდოდა.
-სანდრო მიშველე,მგონი ვკვდები...არააა მოვკვდები...ნამდვიალდ...სანდროოო-სანდრო სიცილით სწრაფად დამეწია და ველოსიპედი გააჩერა.
-შენ ხელის მუხრუჭზე არაფერი გსმენია?აღიარე ბოლოს როდის იჯექი.
-ასეთზე საერთოდ არ მჯდარვარ.-გაოგნებულმა ამოვილაპარაკე.
-აბა სამთვლიანზე?-ხარხარებდა სანდრო.
-შენ იცინე და სიკვდილს ჩავხედე თვალებში.-მომიშალა ნერვები და გაბრაზებული,ხელებგადაჯვარედნიებული წამოვედი.
-გეწყინა?მაპატიე,არ მინდოდა გწყენოდა.
-შენ თავზე როგორი დიდი წარმოდგენა გაქვს,არ მწყენია.
-აბა ეს ცრემლი რა არის?-ცრემლი თითით მომაშორა.
-არაფერი შემეშვი.
-არ შეგეშვები,მე გასწავლი გინდა?-ველოსპედზე მიჩვენა.
-რომ მეშინია?-პატარა ბავშვივით შემოვუტრიალდი,წამში დამავიწყდა გაბუტული რომ ვიყავი.
-აქ ვიქნები რისი გეშინია.მოდი.-ველოსიპედზე დავჯექი ორივე ხელი სახელურზე მოვკიდე,სანდრომ ერთი ხელი წელზე დამადო მეორე კი სახელურზე ეკიდა.ახლოს ვიყავით,ძალიან ახლოს.
-გადმოვარდები,მოისვენე.
-ჩემთან ახლოს რომ ხარ ვერ ვისვენებ.-თითქოს არაფერიო ამ სიტყვებში,ტყუილი არ მითქვამს მაგრამ მერე კარგად გავიაზრე რა ვუთხარი.ის კი როგორც ყოველთვის ჩემზე ხალისობდა,ან უბრალოდ რაღაცაზე იღიმოდა.ასე შემომატარა ქუჩები,მის გარეშე ვერ გავატარე,ერთხელ ვცადე მაგრამ წავიქეცი,ნუ ეს არ გაგაიკვირდებათ,ალბათ.
-სანდროო
-ჰმ.
-შენთან სახლში,გუშინ როიალი შევამჩნიე და უკრავ?
-წლების წინ ვუკრავდი,დიდი ხანია არ დამიკრავს.
-დღეს დაუკრავ?იცი მე სულ მინდოდა მესწავლა დაკვრა მაგრამ ვერ მოვახერხე.დაუკარი რაა.მე ვიმღერებ.
-შენ რა მღერი კიდეც?
-დიახ.დაუკრავ?
-გამორიცხულია.
-რატომ?გთხოვ.
-არა ლენ,აქვს ამას თავისი მიზეზი.არ გეწყინოს,მაგრამ არ მინდა.
-კარგი.აუუ.-ხელი ყელზე დავიდე.
-რა იყო?
-მგონი რაღაცამ მიკბინა.-გავიცინემე.
- არ მიკვირს.-ჩემთან სახლში უკვე შეკრებილიყვნენ ბიჭები,ჩვენც რომ მივედით გადაირივნენ.ლიკაც მალე მოვიდა,დიდი ხანი ვეხუტებოდით ერთმანეთს,ბოლოს და ბოლოს ერთი თვეა მეგობარი არ მინახავს.როცა ბიჭებმა საერთო სასაუბრო თემა იპოვეს ლიკა და მე ეზოში გავედით.
-მოგწონს?
-ვინ-გავიკვირვე ვითომ ვერ მივხვდი.
-ვინ და სანდრო,შენ გგონია ვერ გამჩნევ სხვანარი რომ ხარ?
-მაინც როგორი.
-აი ახლა რა გაღიმებს გაფიცებ მითხარი.ნუ მიმმალავ მოგწონს.
-არა.
-მოგწონს.
-მგონი,უარესი ეს ის მომენტია მხოლოდ სიყვარული რომ გიტრიალებს გონებაში,როდესაც გულიც ვერ ჩერდება და როდესაც აფეთქების ზღვარზე ხარ.
-ვისი ეგ სიტყვებია.
-ჩემი.ცუდათაა ჩემი საქმე ლიკა.
-მართლა სერიოზულად გაქ საქმე,აი ხომ გეუბნებოდი სიყვარული გონებას იპყრობს და მერე ისე რომ ვერც მიხვდები დაემორჩიელბი მას მეთქი,შენ კი ამბობდი ასე არააო.
-სანამ აქ მოვიდოდით ისე ახლოს ვიყავით,მე კი ვუთხარი შენთან ახლოს რომ ვარ ვერ ვისვენებ მეთქი
-და იმან რა თქვა
-არაფერი გაეღიმა.და შენ რაზე იღიმი
-მოდი თავიდან მომიყევი ყველაფერი-ლიკას ყველაფერი მოვუყევი დაწყებული გველიდან გაგრძელებული ყველაფრით.რომ მივხვდით დიდი ხანი იყო რაც მარტო გვყავდა ისინი დატოვებული სახლში შევბრუნდით,სანდრომ შესვლისთანავე ფორიაქი დამაწყებინა.ნერვები არ მემორჩიელბა,აღარ.
-თვალსაც რომ არ მაშორებს.-ვთქვი ხმადაბლა.
-რა თქვი ლენ?-გადმოიხარა ლიკა ჩემსკენ.
-არაფერი.-მერე მოხდა ის რაც არ დამავიწყდება როგორ დაგლიჯეს ერთმანეთი ორმა ზრდასრულმა მამაკაცმა.ამბავი დაიწყო ასე:
-მოკლედ ახალი ახალი ამბავი უნდა გითხრათ.-თქვა დემემ.
-გამოუშვი-ნიკოლოზი უკვე თავისუფლად იყო მათთან.
-ციცინოს დავშორდი.-ცოტნე დემეს პირდაპირ იჯდა.ცოტნემ ხარხარი დაიწყო,ჩვენ ვერცერთი მივხვდით რაზე იცინოდა.
-რა გაცინებს ერთი მითხარი.
-რა და ციცინო მაცინებს,ცი-ცი-ნო.ხომ გეუბნებოდი არ გამოგადგება,ერთი კვირაც ვერ იქნები ერთად მეთქი.ჰაა,გეუბნებოდი თუ არა.ჩემი მისაღების ფარდებიც კი მაგ ციცინოზე უკეთესია.
-მოკეტე.-წამოდგა დემე.
-არ მოვკეტავ,ციცინოს გველის თვალები აქვს,ციცინოს თმაში ჭაღარაა უფრო მეტია ვიდე საღებავი.-უფრო და უფრო აღიზიანებდა ცოტნე.ხოდა ბოლოს დემემ ღვინი გადაასხა სახეზე.ყველას აგვიტყდა სიცილი,ჩემმა ძმამ მობილურიც მოიმარჯვა ამ სანახაობის დასაფიქსირებლად.
-ასე არაა,კარგი.-ცოტნემ სალათის ზეთიანი ფოთლები აიღო და ტანსაცმელზე მიაყარა.დემემ ნამცხვრებით იერრიშიი მიიტანა.საჭმელი კიდე არაფერი არ მეგონა კაცებს ასე ჩხუბიც თუ შეეძლოთ.კატებივით დაერივნენ ერთმანეთს,დემე ცოტნეს ზემოდან მოექცა და და პირის გახევას სცდილობდა,რომ მიხვდა ვერაფერი გამოუივიდოდა მაიკა გაუხია.მერე წამოხტა ახლა ცოტნეს ჯერი იყო.
-შენ ჩემი საყვარელი მაიკა გახიე-იღრიალა ცოტნემ.
-ეგეთები მოდაშია.მაგრამ თუ არ მოგწონს,სოფლის მათხოვრადაც ევარგები.
-შენ..........-გაეკიდა ცოტნე.
-არა,ბიჭებო ოღონდ ჩემი ქანდაკება არა....ჯანდაბა.-სახეში ხელებს ვიცემდი,ამაზეც და შემდეგ ჩემს არეულ წიგნების თაროზე,გატეხილთეფშებზე,ასევე სამზარეულოში გატეხილ კვერცხებზე,ფქვილზე სანელებლებზე,და ბოლოს მარტო იმით გაჩერდნენ რომ თვალებში წიწაკიანი თითი ამოისვეს.
-ამას დაალაგებთ თქვენ.გელოდებით.
-თვალებიიი.-წკმუტუნებდა ორივე,ნიკოლოზი იგუდებოდა სიცილით,ლიკაც და სანდროც მაგრამ მე აღარ.ვაიძულე ორივე დაელაგებინათ.სანდრომ როგორც თქვა მერე არც ახსოვდათ რაზე იჩხუბეს ერთად მშვენივრად იყვნენ და მომხდაზე იცინოდნენ.როცა ისინი გავაცილე,ჭიშკართან მოტრიალდა სანდრო.
-ჩემგანაც მიიღე ბოდიში,ასეთუ სულელები არიან და რა ქნან.
-არაფერია სანდრო,ქანდაკება იყო ძვრფასი თორემ დანარჩენს მოევლება.
-რატომ იყო ძვირფასი.
-ჩემი პირველი ხელფასით არსი ნაყიდი,თან ძალიან მომწონდა გოგონა,საქანელა და ყვავილები.
-აჰამ,კარგი წავალ მე.
-კარგად.-დავემშვიდობე და სახლში შევბრუნდი.
-მოიცადე ლენ.-შევტრიალდი თუ არა ტუჩები შუბლზე მომაწება,რომ მომშორდა თვალი ჩამიკრა და წავიდა.
-რას ნიშნავს ეს თვალის ჩაკვრა ამიხსნით ვინმე?-ხმამღლა მომივიდა ნათქვამი.-ან ეს კოცნა-ამოვიკნავლე.სახლში შევედი ლიკა ლეპტოპში რაღაც საქმეებს აკეთებდა,ჩემი კრაზანა კი გადარჩენილ ჩიფსებს მიირთმევდა.მოულოდნელად თვალებში გამოსახულება აჭრელდა,გაიფანტა,ვეღარაფერი დავინახე და გაუზრებლად დავეცი იატაკზე.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1153 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar