მხოლოდ სიყვარული_6
21.07.2017, 12:32
ალბათ კიდევ ბევრჯერ შემემთხვევა ასეთი სასაცილო და თან სატირალი ამბები.ნუმერაცია ამერია,ესეც ამ ამბებიდან ერთერთია.ბოლოს რაც მახსოვს დაცემაა.თვალების გახელას არ ვჩქარობ.
-ექიმმა ხომ თქვა გონს მალე მოვაო.რატომ არ მოდის.-მომესმა ჩემი ძმის ანერვიულებული ხმა.
-ნიკოლოზ დამშვიდდი.-ესეც ლიკა.
-ისე რა ბედის ირონიაა,მთელი ცხოვრებაა დამცინის კრაზანამ როგორ უნდა გიკბინოსო და თავად კი გახდა მისი მსხვერპლი.
-და-ძმა კრაზანები ხართ რა.
-კაი გაჩე.
-წამოდი გავიდეთ არ გავაღვიძოთ.
-რა არ უნდა გავაღვიძოთ,გაიღვიძოს.
-ვაიმე სძინავს,დააცადე,ხვალ რომ გათენდება ნახავ,წამოდი კრაზანა ერთო, დავაძინოთ კრაზანა ორი.
ისინი გავიდნენ და მაშინვე წამოვდექი,ხელი ყელზე მოვისვი,როგორც მივხვდი კრაზანამ მიკბინა.მშვიდად ვერ დავიძინე,ან რა დამაძნებდა,ტვინი აფეთქების ზღვარზე იყო.არა იმიტომ რომ კრაზანამ მიკბინა,არა.სანამ დავცემოდი იქ იყო ჩემი გონება ჩარჩენილი,სანდროსთან. ყველაფრის გაანალიზება მჭირდებოდა,ყველაფრის.რადგან ვხვდები რომ,სასაცილოა,მაგრამ მიყვარს.მას კი მგონი საერთოდ არ ვაინტერესებ.მხოლოდ თვალის ჩაკვრა იცის და იდიოტური ღიმილი.
დილით ვითომც არაფერი ისე გავედი გარეთ, ეზოში ბიჭები შეკრებილიყვნენ,ლიკა რომ ვერ დავინახე,გამიკვირდა.სანდროს მზერა არ მომეწონა.
-ლიკა სადაა?
-წავიდა.
-რაა?
-ხო შენი გაღვიძება არ უნდოდა,კონსილიუმი ქონია და დავიწყნია დილით დამთხვეულივით გავარდა.
-ცოტნე და ის ერთად წავიდნენ-დემეტრემ ეს თქვა და ცივი ლუდი მოსვა
-შენ როგორ ხარ?-ამოიღო ხმა სანდრმ,ჯერ ჩემს ძმას გავხედე,მერე სანდროს.
-კარგა...ა..დ.რა იყო?ჩემმა ძმამ პირი მოაღო?
-გუშინ გული გამიხეთქა,რომ დავინახე როგორ დაეცა ლიკა ცალკე გამიხდა მოსასულიერებელი ეს რომ გონზე არ მოდიოდა....ჰა,ხო გეუბნებოდი კრაზანა საშიში მწერია მეთქი შენ კი დამცინოდი.დღეიდან შენს ფობიებს ახალი დაემატა.
-მართლა სერიოზული ნაკბენი იყო?-ჩაეძია დემე.
-კი,საავადმყოფოში რომ მივიყვანეთ, სისხლი ეწამლებოდა.
-კარგით გეყოთ.არ მსიამოვნებს.-ვერ გავუძელი სანდროს მზერას.
-ლენ იცი რა ვიფიქრე?რა თქმა უნდა თუ სანდროც თანახმა იქნება.ასისტენტი აღარ მყავს და
ისიც ვიცი რომ სამსახურს ეძებ,რას იტყვი ჩემს ასისტენტობაზე?
-მე თანახამა ვარ.-თქვა სანდრომ.
-მე რომ არაფეი გამეგება კანონების?
-მერე რა ეგ არც გჭირდება,უბრალოდ განრიგს შემიდგენ რომელ კლიენტს უნდა
შევხვდე..მოკლედ აგიხსნი მერე,ან სადნრო აქ არ გყავს ის გაგარკვევს ყველაფერში.
-სხვა რა შემიძლია ვთქვა, მადლობა.სამუშაოს როდიდან ვიწყებ?
-როცა შვებულება დამიმთავრდება.
-და როდის გიმთავრდება?
-როცა ზაფხული დამთავრდება.
-რა კარგი უფროს მყოლია.
-არ დაგავიწყდეს მე შენი უფროსი ვარ სანდრო კი ზე უფროსი,მეც მასთან ვმუშაობ.
-ეგ არ ვიცოდი.
-მოდით აი ამ წყლის ჭიქით გაუმარჯოს ლენს,მის უფროს და ზეუფუროს სანდროს.-ჩემი ძმა
მაგარ განწყობაზე იყო.სანდრომ თვალებით მანიშნა გავყოლოდი.მეც დავემორჩილე.
-სან........
-დღეს საღამოს ჩემთან გელოდები.
-რატომ?....-დემე და ნიკოლოზი მოგვარდნენ სანდრომ ვეღარ მოასწორ პასუხის გაცემა.
-მივდივართ.
-სად?
-სიმინდებზე,უნდა მოვიპაროთ-ჩაისისნა დემემ და ხელები ერთმანეთს
გაუსვა,შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს ამ ორმა.
-ნიკოლოზ ხომ არ აგაგიჟდით ბავშვობაში არ მოგიპარია სიმინდები და ახლა რა მოგინდა.
-ხოდა ბავშვობაში რომ მოვიკელით ეგ სიამოვნება,ახლა ავინაზღაურებთ.
-წავიდეთ,გავერთობით.-აყვა სანდროც.მე გადმომხედა.გავშტერდი.ლოყებიც როგორ
სიმპატიურად ეჩვრიტება,ზოგჯერ მგონაი რომ არარეალურია.
-ამხელა ადვოკატი კაცი რამ გადაგრია?-ვკითხე გზაში.
-ზოგჯერ უნდა დააშავო.
-შენ თუ გინდა დარჩი დაიკო.-მომიბრუნდა ნიკოლოზი.
-არა, მოვდივარ.-მტკიცედ გადავწყვიტე წასვლა.
…..
-აქ უნდა გადავიდეთ?იქნებ პატრონი იქაა?ძალიან მაღალი ღობეა,იქნებ არ ღირს.ბიჭებო
რაღაც არ მომწონს,გული ცუდს მიგრძნობს,აი მართლა გეუბნებით.რაზე იცინით,რატომ არ
მისმენთ შევუჭამე ტვინი სამივეს.
-თუ შენი სიდაბლეა პრობლემა დარჩი აქ.
-მე სულაც არ ვარ დაბალი,მაგრამ აქ დაგელოდებით არ ვაპირებ რამის მოპარვას.
-კარგი,როგორც გინდა.-ცოტახანი მოვითმინე,კრუასანებიც ვიყიდე,მაგრამ რომ მომბეზრდა
მარტო ყოფნა,მაინც გადავძვერი.როცა გადავძვერი კი ჩემი თავის ქება-დიდება დავიწყე.
-ლენი ყველაფერისშეძლებს,ლენი მაგარია.-წავიცეკვე იმის იმედით რომ ვერავინ დამინახავდა.იმდენად დიდი ბაღი იყო რომ შეიძლებოდა დაკარგულიყავი.ნიკოლოზი დავინახე ერთ მხარეს იყო და სიმინდებს აგროვებდა,მეორე მხარეს კი სანდრო და დემე რაღაცაზე საუბრობდნენ.მივუყურადე და რა კარგი ვქენი რომ ეს გავაკეთე.
-ბიჭო,რაღაც ვერ გატყობ გიხაროდეს ლენი სამსახურში რომ ავიყვანე.
-რას ფიქრობ მასზე?
-და შენ რაში გაინტერესებს?
-მე მაგ გოგოზე სერიოზულად ვფიქრობ იცოდე.
-ლენზე სხვანაირად არც მიფიქრია,ისე სანსან აქ იმიტომ ჩამოხვედი რომ დედაშენი ყოველ შეხვედრაზე ცოლის შერთვას გიხსენებდა და აი ხომ ხედავ ბედის ირონიაც ამას ქვია.
-კაი ერთი და იცოდე დღეს საღამოს უნდა გაქრე.ჩემთან სახლში არ დაგინახო.
-რატომ?
-უნდა გაქრე.
-თუ ჩემი სახლიდან გაგდება გინდოდოა ასე პირდაპირაც ნუ მომახლიდი.
-დემეტრე!
-კაი,მოვნახავა რამე ადგილს,ღამის გასათევად.
ფრთები არ შემსხმია არც გიჟივით დამიწყია ცეკვა,მშვიდად გადავხარშე ყველაფერი,შემდეგ კი სრულიად არამშვიდი ნიკოლოზის ყვირილი მომესმა,ბიჭებმაც გაიგონეს,მეც მათთან მივედი.
-ვაა ლენ,მოაღწიე.
-დიახ.რა სჭირს იმას?-მერე ჩვენც დავინახეთ დიდი,ძალიან დიდი ცეცხლისფერ ბეწვიანი ძაღლი მოსდევდა უკან ნიკოლოზს.თვალები გამიფართოვდა.
-მიშველეეეთ,გადამყლაპავს ეს იმხელაა.-სხვა დროს გავიცინებდი მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო.
-სანდრო რა ვქნათ?-ვკითხე მას.
-დემე შენ და ნიკოლოზი იქით წადით ჩვენ აქეთ წავალთ და გზა ავურიოთ,სახლში გნახავთ.სანდრომ ხელი ჩამკიდა.უკან მოუხედავად მივრბოდით.
-მოდის,დაგვგლეჯს.ამხელა რამ გაზარდა.
-ხელში რა გიჭირავს?
-კრუასანები?
-მომეცი.
-არა.
-ლენ.
-არა.
-ახალს გიყიდი.
-მაინც არა.
-გინდა ამძაღლმა დაგვგლიჯოს და საღამოს ვერ შევხვდეთ?
-ისე საღამოს რა ხდება?
-ლენ ეგ მერე, მომეცი.
-არა!
-ორ ცალ შეკვრას გიყიდი.-მაშინვე გავუწოდე მანაც ძაღლს ესროლა,ისიც გაჩერდა.დავინახეთ თუ არა რომ აღარ მოგვდევდა ჩვენ უფრო სწრაფად გავიქეცით სახლისკენ.
-აუ ბიჭო რა ბედი გვაქვს.-იცინოდნენ ნიკოლოზი და დემეტრე ბალახზე წამოგორებულები გვერდით კი მოპარული სიმინდები ეწყოთ.
-ასე მოსდის იმას ვინც რამეს იპარავს.ქურდი ძმა მყავს.
-ესეიგი ქურდი ვარ ?
-დიახ,ქურდი.
-კარგი.-ნიკოლოზმა მოპარულის სიმინდები მოიმარჯვა.-გაიქეცი.-ის სიმინდებს მესროდა,მე გავრბოდი.სახლს კრუგებს ვარტყავდით,სანდრო და დემე კი ხესთან სკამზე დამსხდარიყვნენ და ამ სანახაობას უყურებდნენ.
-დავიღალე კარგი რაა.
-ქურდი მიწოდე.
-მეტკინა ვირო.
-ღირსი ხარ.
-ქურდი ხარ.
-აი კიდე.
-ნიკოლოზ გაჩერდი მართლა მტკივა.-მოლბა ნიკოლოზი
-ქურდი -დავისისინე და გვერდი ავუარე.
-დავიღალე თორემ გაჩვენებდი ვინაა ქურდი.
-იმ ძაღლს შენ უნდა შეეჭამე.
-კარგით გაჩერდით,ჩვენთან გადავიდეთ და იქ შევწვათ.--გაგვაჩერა დემეტრემ.
-მალე იქნება?-ცოტახანში მოუსვენრად დავდიოდი და ვაწუხებდი მათ.
-მოდი და შენ შეწვი ქალბატონო,ჯერ არ უნდოდა და მგონი სულ ეს შეჭამს,ბავშვობაშიც ასეთი იყო.
-სულაც არა.-მოვშორდი ცეცხლს და სანდროსთან მივედი.
-სანდროოო-სანდროს გაეცინა.
-რა გაცინებს.
-ასე რომ იწყებ.
-კარგი და სანდრო საღამოს როიალზე უნდა დაუკრა და მაგიტომ უნდა მოვიდე?
-შეიძლება.
-ანუ უნდა დაუკრა.მე კი სიმღერა მაქვს შესარჩევი-კმაყოფილი მოვშორდი მას.ნიკოლოზმა მიხმო თავისთან.
-სიმინდევს შევახრამუნებ და მივდივარ.
-რატომ?
-მამამ დარეკა წადი კაფეს მიხედეო.
-და თვიათონ სადაა?დედა?
-ყაზბეგში არიან.დედაც იქაა.
-მანდ რა უნდათ?-მომივიდა ხმამაღლა.დანარჩენების ყურადღება მივიქციე.
-რავიცი დასასვენებლად ალბათ,რას ძიობ შენ.მოკლედ უნდა წავიდე და არ გეკითხები ვიცი არ წამოხვალ.
-რას ნიშნავს ეგ?
-ს....სსსსს.ააა.ნნ.
-ნიკოლოზ ნუ მეთამაშები.-თითი დავუქნიე.
-ბიჭებო თბილისში მივდივარ ერთ საათში.
-რატო?
-საქმე გამომიჩნდა.
-მანქანით ხარ?
-ხო რა იყო სანდრო.
-დემეტრესაც უნდა წასვალ და ბარემ გამოგყვება.-დავინხე დემტრეს როგორ მოეღრიცა კისერი,გამომეტყველებით’’მართლა სანდრო?’’
-კარგი წავიდეთ.-ჩამეცინა დემეტრეზე და სანდროს გავხედე,მან თვალი ჩამიკრა,როგორც ყოველთვის.
------
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1125 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar