მხოლოდ სიყვარული_7
22.07.2017, 22:48
-დავიწყო?-ვკითხე სანდროს,მან თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.როიალთან დაიკავა ადგილი,მე კი მის გვერდით.
-Hello…..
-ლენ ეს ისეთი სიმღერაა არ უნდა გაგეცინოს,გრძნობები არ დაგავიწყდეს.
-კარგი მაპატიე,თავიდან.
-Hellodarkness, my old friend
I've come to talk with you again
Because a vision softly creeping
Left its seeds while I was sleeping
And the vision that was planted in my brain
Still remains
Within the sound of silence………..
მომენტებში გავხედავდი მას როგორ უკრავდა,გარედან შემოსული ქუხილის ხმა და აქ დაბუდებული მელოდია ერთმანეთს არაამქვეყნიურად უხდებოდა.
ლამაზი მელოდია არ არის საკმარისი,არც სიტყვები,მთავარი გრძნობებია რომელიც მათ აკავშირებს.სიმღერა რომ დავასრულე გვერით გადავიხარე და თავი მის მხარს დავადე.ვტკბებოდი ამ წამით,ასე ახლოს არავისთან ვყოფილვარ,რამდენჯერ გავქცეულვარ ურთიერთობას,მაგრამ ახლა არც თავი მაქვს ამის და არც სურვილი.
-მე ვიცი ყველაფერი.-თვალებ დახუჭულმა ვთქვი.
-რა ყველაფერი.
-ყური მოვკარი შენი და დემეტრეს საუბარს.-მეგონა რამეს მეტყოდა,თუნდაც ერთ სიტყვას,ქვემოდან ავხედე,მივხვდი სიტყვები საჭირო არ იყო, დაიხარა და მაკოცა.
-დღეს აქ დარჩი,არ წახვიდე.
-არც ვაპირებდი წასვლას.
-იცი,არ მეგონა თუ შემიყვარდებოდი და საერთოდ ვინმეს ისე თუ შევხედავდი რგოროც შენ შემოგხედე პირველად.
-პირველად?როდის იყო ეს,.
-ცეკვის დროს შეგნიშნე..
-და მაშინ გაიფიქრე ეს ჩემი ცხოვრების სიყვარულიაო?-გავიცინე.
-არა,ერთი გიჟი გოგოა,რომელსაც ცეკვის არაფერი გაეგება მეთქი.
-მე სულაც არ ვცეკვავ ასე.-დივანზე მოვკალათდით,მან კი ჩემი თმების წვალება დაწიყო,მივხვდი ან ეს იყო სიზმარი რომელიც რეალობაშო მერეოდა ან კი ტკბილი რეალობა რომელიც ვერც კი დამესიზმრებოდა.
-ასე თუ გააგძელებ ცოტახანში დამეძინება.
-ამ თმას როგორ ივარცხნი?
-რა იყო დაგატყვევა?როგორ და მშვენივრად.
-ლამაზია.
-ანუ ჩემი თმა მოგწონს?
-კი.
-კიდევ?
-კიდევ?კიდევ რა გინდა?
-კარგი,მე მივდივარ მაშინ.-წამოდგომა არ მაცადა ხელში ჩამაფრინდა და მკლავებში ისე მომიქცია,თავი გალიაში მეგონა,იმ გაალიიდან რომლიდანაც თავის დაღწევა არასდროს მოგინდება.
-კიდევ შენი ენერგია მომწონს,არასდროს რომ არ იღლები,მხიარული ხარ.შენში ის ბავშვიც მომწონს რომელიც ჭკუას მაკარგვინებს.
-ჰმმ
-რა ჰმმ?
-არაფერი, როდის ბრუნდები თბილისში?
-ჩვენ ერთად დავბრუნდებით იქ.მამაშენის ნახვაც მომიწევს.
-ანუ ასე სერიოზულადაა საქმე?-მას გაეცინა.
-ჩემზე ერთი რამ უნდა იცოდე თუ ვთქვი რომ მიყვარხარ,ეს უკვე სერიოზულია.
-და რომ არ გითქვამს ეგ?
-ნუ ჩამეძიები,რა საჭიროა ეს ხომ ისედაც ცხადია.
-მითხარი.
-არა.
-გთხოვ,
-ლენ მომენტს აფუჭებ.
-ოოოოო-ამოვიოხრე და თავი მის მკერდზე დავაბრუნე.
-სანდროოო
-რა იყო?-გაეცინა.
-მომიყევი შენზე,შენ ხომ ჩემზე იცი რაღაცეები,მაგალითად ის რომ დაცენტრილი ვარ,მე კი ფაქტიურად არაფერი.
-ანუ გინდა,ჩემი ბიოგრაფია მოგიყვე.
-ნუ მთლად ყველაფერი არა,მაგრამ რაღაცეები,აი მაგალითად ის რატომ აღარ უკრავ როალზე.
-ეგ რთული საკითხია.მაგრამ კარგი...შენ და სენტიმენტები ვიცი ერთად არ თავსდებით,მაგრამ...
-რატო ფიქრობ ასე,მიდი მოგისმენ.
-კარგი მაშინ....ბავშვობაში არაფერი მინდოდა ერთი პატარა პიანინოს და მარტოობის გარდა.ვუკრავდი და ვუკრავდი ხოლმე,ოღონდ მარტო ისე რომ არავის გაეგო,მით უფრო მამაჩემს,რადგან ვერ იტანდა როცა ვუკრავდი.ვერ გეტყვი კარგი მამა იყო მეთქი,მას შემდეგ რაც ომიდან დაბრუნდა,დედაჩემს სიცოცხლე გაუმწარა,ხელითაც ეხებოდა,მაშინ ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის რომ რამე მეთქვა,მაგრამ მახსოვს ერთხელ ეს გავაკეთე და კარგადაც მომხვდა.პიანინოზე როცა ვუკრავდი ერთხელ მან გაიგო და შემომივარდა ხელები მაგიდაზე დამაწყობინა და თითებზე იქამდე მირტყა სანამდ მტვრევის ხმა არ გაიგო,არ დამიკრავს მაშ შემდეგ,დედამ ის მიატოვა,რასაც ახლა წარმოვადგენ დედაჩემის დამსახურებაა,შეიძლება ფინანსურად ის მხარში არ მედგა, მაგრამ დამიჯერე როცა ვინმე გეუბნება რომ შენ ეს შეგიძლია, ბევრს ნიშნავს.სანამ აქ ჩამოვიდოდი,გავიგე რომ ის დაიღუპა,მამაჩემი,ყველაფერი მოვაგვარე რაც საჭირო იყო,მაგრამ მე მის დაკრძალვას არ დავსწრებივარ,არ შემეძლო....შენ რაღა გატირებს?-გადმომხედა ღიმილით.-მტირალაც ყოფილხარ.
-თან როგორი,ჩემი ძმა სულ დამცინის, კომედიაში ვინმე რომ წაიქცევა მაშინაც კი ვტირი.მას გულიანად გაეცინა.-ესეიგი მტირალა შარიანი გოგო ყოფილხარ.
-შეიძლება ასეც ითქვას.
-შენთვის რაღაც მაქვს-წამოდგა თან ისე ლაპარაკობდა-გუშინ ქანდაკებაზე რომ მომიყევი,ჩამყვა, არ მინდოდა ნაწყენი ყოფილიყავი ხოდა თითქმის იგივე შემხვდა მაღაზიაში და შენთვის ვიყიდე.
-ხო ეს თითქმის ისეთია,მაგრამ პლიუს ერთი სიმპატიური ბიჭი დამატებია,თემატურია.
-მარტო გოგონა მოიწყენს,ბიჭიც საჭიროა.
-მადლობა,მართლა.ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
-ვიცი-თვალი ჩამიკრა.
-ეჰჰჰ-ამოვიოხრე,მას კი გაეცინა,მეც გამეცინა.
-რა იყოო?
-არაფერი,მიპწკინე იქნებ მესიზმრები,იქნებ ყველაფერი მესიზმრება.
-კარგი.-მხრები აიჩეჩა და დამემორჩილა.
-ეეეეეეეეეეეეეე,მეტკინა ველურო.
-აიტან როგორმე.მოდი ჩემთან.-მასთან დავბრუნდი,ნატკენ ადგილას ხელს ვისვამდი.
-მგონი ვერ დავიძინებთ,ბოლოს და ბოლოს ერთმაეთს ყველაფერი ვუთხარით, ხოდა ახლა როგორ უნდა დაიძინო,მე ვერ დავიძინებ შანსი........-ამდენი ხანი რამე რომ არ თქვა დავეჭვდი,ავხედე და მშვიდად ფშვინავდა.-ყველა ერთნაირი ხომ არ არის.-საფეთქელთან ახლოს ვაკოცე,კოცნის დროს ვიგძენი მისი მფეთქავი არტერია და გულმა რაღაც მითხრა,ხელი გულთან მივიტანე.-ტყუილს კი არ ამბობენ სიყვარული აგიჟებს და ჭკუიდან შლის ადამიანსო,ეჰ,ლენ შენთანაც დააკაკუნა სიყვარულმა კარზე.-ჩემს ნათქვამზე ჩამეცინა,ისიც კარგად დავინახე მაგრამ შეიძლება მომეჩვენა როგორ გადაურბინა სანდორს სახეზე ღიმილმა.მერე მეც თვალები დავხუჭე და ვეცადე როგორმე დამეძნა.შუაღამე იყო,ან შეიძლება დილის ხუთი საათიც როცა ნიკოლოზმა დამირეკა,არ გავაღვიძე სანდრო,ჩუმად გავედი გარეთ.შემეშინდა კიდეც ასეთ დროს რომ მირეკავდა,
-ჩემი ლენიიი,მომანტრეეეეეეეეეეეე-მემგონი დალეული აქ ამას.
-რა იყო ნიკოლოზ?
-მიყვარხააააარ
-მეც.ყვირილი რა საჭიროა.
-სპაიდერმენთან ერთად ვარ იცი?
-აჰა,და შენ ვინ ხარ?
-ბეტმენი-თითქოს შეურაწყოფა მივაყენე ეს რომ ვკითხე.-ეს როგორ არ იცი.
-დალიე ხომ?
-არა,კიდევ ვსვამ.-აუტყდა სიცილი.
-სპაიდერმენი ვინაა?
-დემეტრე,ცოტნეც აქაა და ის არ ვიცი,იცი ჯერ ვფიქრობ ვინ უნდა იყოს,რკინის კაცად არ მინდა და რობინ ჰუდი წავა?მგონი კი,დემე მოშორდი მაგ სტოლბას ტყუილად აბამ, ქალი არაა, სტოლბააა გაიგეეე ხოდა თუ გაიგე მიდი ისარი და მშვილდი იშოვე,ძმობას, ცოტნე უნდა გავუშვათ მარბიელ ლაშქრობებზე.
-ნიკოლოზ,რამე შარში არ გაეხვიოთ თორემ მოგკლავთ,კაფეში არ მისულხარ ხო?-თან მეცინებოდა,მაგრამ სერიოზულ ტონსაც ვინარჩუნებდი.
-მამა და დედა არ წავიდნენ-ახარხარდა ის,თან ისეთი სიცილის პატრონია გინდა თუ არა უნდა აყვე.-დედას გზაში გაახსენდა რომ გაზი ჩართული დარჩა,მერე რომ გამორთეს და მიდიოდნენ,ახლა ის გაახსენდა საყვარელი თბილი სვიტრიც რომ არ ჩაუდო მამას და ტვინი შეუჭამა მოატრიალეო,ხოდა ამაზე უკვე გადაეკეტა ჩვენს მიხეილს და აღარ წავიდენენ,დედა ახლა გაბუტულია,გესმისსს,გაბუტული-აგრძელებდა სიცილს-მალე უნდა ჩამოხვიდე ამათ შენთუ შეარიგებ.
-ოჰ,უჩემოდაც შერიგდებიან,ნიკოლოზ ფრთხილად,წადი დაიძინე,მეც დამაძინე.ხომ იცი ამ დროს უნდა მოერიდო წყალს და ქალებს,წყალი სიცოცხლეს წაიღებს, ქალი კი იმას რაც საფულეში გაქვს.
-კაი ერთი,შენ და შენი მორალი.კრუელა დევილი ხარ რაა
-რა უნდა გელაპარაკო შენ-მეტი აღარ გამიგრძელებია გავუთიშე.-ვაიმეეეეე-იხელაზე ვიყვირე უფრო შემშინდა.
-მაპატიე-გამიღიმა სანდრომ-არ მინდოდა შენი შეშინება.ნიკოლოზს რამე ხომ არ უჭირს.
-მაგას და შენს ძმაკაცებ ბევრი მოუვიდათ დალევა, თავისითავი ბეტმენი გონია სტოლბას ჩახუტებული დემეტრე სპაიდერმენი და საბა რობინ ჰუდი.
-ეგენი ჭკუაზე არ არიან.-სახეზე ხელი მოისვ და გაიცინა.
-მგონი აღარ მეძნება.
-წამოდი-გადამხვია ხელი-ახლა ისეთ მაგარ ჩაის დაგალევინებ წამში დაგეძინება.
-ძილი არ მაწყენდა,შენ კი მალევე დაიძინე,მე ვერა.ისე კარგია ჩემი სულელური სიტყვით გამოსვლა რო ვერ ნახე.
-რომელი,’’ეჰ ლენ შენთანაც დააკაკუნა სიყვარულმა კარზე’’?თუ ის ’’ტყული კი არ ყოფილა სიყვარული აგიჟებს და ჭკუიდან შლისო’’?რა იყო ეგეთი თვალებით რატომ მიყურებ,უნდა დამახრჩო?
-უარესი ხრამში გადაგაგდო.
სანდროს ჩაიმ არ მიშველა,ორი ჭიქის მერეც ვერ დავიძინეთ,ამიტომ სანდრო ვაიძულე ის გაეკეთებინა რაც მინდოდა.ბოლო ხმაზე ჩავრთე მუსიკა და გიჟებივით ვცეკვავდით
-ახლა ჩვენ ნორმალურები ვართ?-მკითხა მან.
-არა,არანორმალურები.-ათი წუთიც არ დაგვჭირდა,ენერგია გამოცლილებს ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაგვეძინა.
---------
სიმღერის სახელი --''Nouela - The Sound of Silence''
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: პეპელა
ნანახია: 1158 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar